საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ წარმოდგენილ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N17318; 13.11.2018) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-22
ბიუროს ნომერი 226
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
N 22036
21/12/2018
22036-3-9-3-201812212302
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-4 და
მე-5
პუნქტების საფუძველზე, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით (N213/17),
წამყვანი კომიტეტის სტატუსით, განსახილველად გადაეცა მოქალაქე ლეონიდ
ჩერნოვეცკის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
,,ჯანმრთელობის
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N17318;
13.11.2018) საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.
საკანონმდებლო წინადადება კომიტეტმა განიხილა 2018 წლის 18 დეკემბერს. საკითხის
საკომიტეტო განხილვამდე, წინადადება, სამართლებრივი შეფასებისა და საკანონმდებლო
მიზანშეწონილობის განსაზღვრის მიზნით, გადაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროსა და ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს.
საკანონმდებლო წინადადების ავტორი მიზანშეწონილად თვლის, კანონმდებლობაში
ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომლებიც დაუშვებს საქართველოში აქტიური
ევთანაზიის გამოყენებას, ამისათვის საქართველოში ჩამოსული უცხოელების მიმართ.
მის განსახორციელებლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს
რამდენიმე სამედიცინო დაწესებულების შერჩევა, რომლებიც ამ მიმართულებით
ჩაერთვებიან ამ საქმიანობაში. ევთანაზიის პროცედურის ჩატარებამდე მის
აღმასრულებელ სამედიცინო პერსონალს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კომპეტენტური
დაწესებულებების სამედიცინო ექსპერტის და ფსიქოლოგის დასკვნა, რომლებიც
დაადასტურებენ ევთანაზიის მსურველი პირის საღ აზროვნებას, ქმედუნარიანობას,
ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამ აქტის განხორციელების მომენტამდე. საკანონმდებლო
წინადადების ავტორი თვლის, რომ ვინაიდან აუცილებელია შესაბამისი სამედიცინო
დაწესებულების,
ფსიქოლოგების,
იურიდიული
კომპანიების
შერჩევა,
მათი
უზრუნველყოფა შესაბამისი აღჭურვილობით და პრეპარატებით, შესაძლოა სახელმწიფო
ბიუჯეტიდან გარკვეული თანხები იქნეს ამისათვის საჭირო. მაგრამ, თუ ასეთ
დაწესებულებებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიანიჭებს ავტორიზაციას,
რომლის საფუძველზეც ისინი უფლებამოსილი იქნებიან ჩაერთონ ამ მიმართულებაში,
რისთვისაც საჭირო ხარჯებს თავად გაიღებენ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების
გამოყოფა საჭირო არ იქნება. წინადადების ავტორი ასევე მიიჩნევს, რომ კანონის მიღება
პენსიის გაზრდისა და უმუშევრობის დაძლევის საშუალებას იძლევა და საქართველოს
უფრო მიმზიდველს გახდის მდიდარი ტურისტებისთვის, შექმნის ბევრ სამუშაო ადგილს
სამედიცინო ტურიზმის დარგში.
ევთანაზია არის უკურნებელი სენით დაავადებული სიკვდილისწინა სტადიაში მყოფი
ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე თხოვნით. (საქართველოს კანონი
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, თავი I, მუხლი 3.ვ). იგი ერთ-ერთი ურთულესი
საკითხია, რომელიც დისკუსიის საგანია და საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას
იწვევს. საკამათოა მისი როგორც სამედიცინო ასვეე რელიგიური, პოლიტიკური თუ
ეთიკური საკითხები.
ევთანაზიის მომხრეები თვლიან, რომ მისი კანონით აკრძალვა ადამიანის ტანჯვის
ნებადართვაა და სხვა არაფერი, როცა ავადმყოფი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა
მიერთებული და ამას არც შვება მოქვს და არც გამოჯანმრთელება, ხოლო
მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ევთანაზია ბუნებრივი სიკვდილის უარყოფაა, ერთი
ადამიანის მიერ მეორისათვის სიცოცხლის მოსწრაფება უზნეო და არაადამიანურია
ცივილიზაციის ნებისმიერ საფეხურზე და სიცოცხლის მნიშვნელობისა და ფასეულობის
უარყოფაა. შეიძლება ის იძულებითი გახდეს და ბოროტად გამოიყენონ, განსაკუთრებით
უმწეობაში მყოფი პირების მიმართ ან, როცა ადამიანს არ აქვს სასიკვდილო დაავადება.
ევთანაზიის ორი სახე არსებობს: აქტიური ევთანაზიის დროს პიროვნება პირდაპირ და
განზრახ იწვევს პაციენტის სიკვდილს.
პასიური ევთანაზიის დროს, სიკვდილი
მოუვლელობის შედეგად დგება, ანუ მკურნალობის შეჩერების ან მოშლის შედეგად, რათა
პიროვნება გარდაიცვალოს. ქვეყნები, სადაც ევთანაზიის საკითხი მოწესრიგებულია
საკანონმდებლო დონეზე დაყოფილია რამდენიმე ნაწილად: მცირე ნაწილი - სადაც
დაშვებულია აქტიური ევთანაზია; ქვეყნები, სადაც დაშვებულია პასიური ევთანაზია
(ალბანეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ლატვია, ფინეთი, შვედეთი); ან,
სადაც ეს ქმედება აკრძალულია კანონით (აზერბაიჯანი, თურქეთი, ნორვეგია, რუსეთი,
ყაზახეთი). აქტიური ევთანაზია დაშვებულია კანონით ბელგიაში, ლუქსემბურგში,
ნიდერლანდში, შვეიცარიაში, აშშ-ის ზოგიერთ შტატში, კანადაში, კოლუმბიასა და
იაპონიაში. ბელგიასა და ნიდერლანდს აქვთ ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობა
ევთანაზიის შესახებ. ამ ქვეყნების კანონმდებლობით ევთანაზია დაშვებულია
არამხოლოდ უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილისწინა სტადიაზე მყოფი
პირებისთვის, არამედ ასევე ფსიქიკური დაავადებების, ქცევითი აშლილობების მქონე
პირებისთვის (ქრონიკული დეპრესია, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება და სხვ.) და
ასევე არასრულწლოვნებისთვის. შვეიცარიაში დაშვებულია ლეტალური წამლის
გამოწერა პაციენტისათვის გარკვეულ შემთხვევებში, რასაც უწოდებენ ექიმის
დახმარებით სუიციდს ან ექიმის დამხარებით სიკვდილს (physician-assisted death). ამ
პროცედურის მომხრეები, თვლიან რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ
სიცოცხლის, არამედ ღირსეულად ცხოვრების უფლება, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ
უნდა იცხოვრონ დამოუკიდებლად, ტკივილის და ტანჯვის გარეშე. თუმცა უკურნებელი
სენით
დაავადებული
ადამიანები
ავადმყოფობის
ბოლო
სტადიაზე
ასეთ
შესაძლებლობებს მოკლებულები არიან და შესაბამისად მათ უნდა ჰქონდეთ იმის
საშუალება, რომ თავისი სურვილებისამებრ დაასრულონ საკუთარი სიცოცხლე.
აღნიშნულ მოსაზრებას გარკვეული თვალსაზრისით შეიძლება ქონდეს კიდეც
გამართლება, თუმცა არსებობს საწინააღმდეგო არგუმენტირებული და დასაბუთებული
მოსაზრება. ამ მოსაზრებით სიცოცხლის უფლება გულისხმობს არა მხოლოდ ცხოვრების
უფლებას, არამედ იგი თითოეულ ადამიანს აკისრებს იმის ვალდებულებასაც, რომ არ
მოკლას. ევთანაზია თვითმკვლელობისგან მხოლოდ იმით განსხვავდება,რომ მას
სამედიცინო მუშაკი ან ოჯახის წევრი ახორციელებს. ერთი ადამიანის მიერ მეორესთვის
სიცოცხლის წართმევა კი წარმოადგენს მკვლელობას, მიუხედავად იმისა, რა მიზნითაა ის
ჩადენილი. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ექიმის მიერ დადებითად შეფასებული
ადამიანების 85% ბოლო მომენტში უარს ამბობს ევთანაზიის პროცედურაზე.
ევთანაზიის პრობლემა, რა თქმა უნდა, არ განიხილება მხოლოდ სამართლებრივ ან სხვა
რომელიმე ჭრილში. ის მოითხოვს მის ძირეულ გაანალიზებას მორალურსამართლებრივი, სამედიცინო კუთხით. ერთიანი აზრი აღნიშნულ საკითხზე არ
არსებობს. მორალურ ასპექტში ცხარე კამათი მიმდინარეობს მეცნიერებს, სამედიცინო
შემთხვევაში ერთიან აზრზე ვერ შეთანხმდნენ ექიმები, ხოლო სამართლებრივი კუთხით
ვერ მიაღწიეს კონსენსუსს კანონმდებლებმა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის თანახმად: ადამიანის სიცოცხლე დაცულია.
სიცოცხლის უფლება უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი სიკეთეა, რომელიც
წარმოადგენს ღვთისაგან მინიჭებულ უფლებას, შესაბამისად არავის აქვს უფლება სხვისი
სიცოცხლის ხელყოფისა. სიცოცხლის უფლება განაპირობებს ადამიანსთვის სხვა
უფლებებით სარგებლობას. აღნიშნული პრინციპები ასახულია ადამიანის უფლებათა
საყოველთაო დეკლარაციის მესამე მუხლში, რომელიც პირდაპირ ამბობს - ყოველ
ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება.
მოქმედ კანონმდებლობაში სამედიცინო ეთიკასა და ჯანდაცვის სფეროში ადამიანის
უფლებებთან დაკავშირებული საკითხები პაციენტის ავტონომიას ეფუძნება, რაც
გულისხმობს პაციენტის მონაწილეობას მისთვის გასაწევი სამედიცინო მომსახურების
შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. ქმედუნარიანი და ნათელ გონებაზე მყოფის
პაციენტის მიერ სამედიცინო დახმარებაზე გაცხადებული უარის გათვალისწინების
აუცილებლობის პრინციპი ასახულია ევროპის საბჭოს კონვენციაში - „ადამიანის
უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ“, რომლის მე-5 მუხლის თანახმად, „ნებისმიერი
ჩარევა ჯანმრთელობის სფეროში უნდა ჩატარდეს პირის მიერ ნებაყოფლობით
გაცხადებული და გააზრებული თანხმობის მიღების შემდეგ. პირს წინასწარ უნდა მიეცეს
შესაბამისი ინფორმაცია ჩარევის მიზნისა და ხასიათის, აგრეთვე შედეგებისა და საფრთხის
შესახებ. პირს შეუძლია, თავისი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს უარი თქვას ადრე
გაცხადებულ თანხმობაზე“. ამავდროულად კონვენცია მოიცავს დებულებებს იმ პირთა
დაცვის შესახებ, რომელთაც არ შეუძლიათ თანხმობის გაცხადება (მუხლი 6). აღნიშნული
მიდგომა, ბუნებრივია, ასახულია საქართველოს კანონმდებლობაში („ჯანმრთელობის
დაცვის შესახებ“, „პაციენტის უფლებების შესახებ“, „საექიმო საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონები). შესაბამისად, თუ ქმედუნარიანი პაციენტი, რომელსაც აქვს
გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, უარს აცხადებს სამედიცინო
ჩარევაზე, სამედიცინო პერსონალი ვერ განახორციელებს ასეთ ჩარევას. ამრიგად,
პაციენტის ნების შესაბამისად მისთვის მკურნალობის ჩაუტარებლობა ან დაწყებული
მკურნალობის შეწყვეტა ეფუძნება პიროვნების ავტონომიის აღიარებას, მისი აზრის
პატივისცემას და არა პასიურ ევთანაზიას.
ამავდროულად პაციენტის ავტონომიის აღიარება ნიშნავს პაციენტის მიერ მისთვის
გასაწევი სამედიცინო მომსახურების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას და ექიმმა
უშუალოდ პაციენტს უნდა შეუთანხმოს სამედიცინო დახმარების ყველა საკითხი. თუმცა,
გასათვალისწინებელია ერთი გარემოება, პაციენტი ვერ მოითხოვს მისთვის სამედიცინო
თვალსაზრისით გაუმართლებელი ჩარევის განხორციელებას.
ამრიგად, ერთი მხრივ, რაიმე ჩარევის აკრძალვა (მათ შორის ევთანაზიის განხორციელების
აკრძალვა), ხოლო მეორე მხრივ, პაციენტის ნების გაუთვალისწინებლად სამედიცინო
დახმარების გაწევის შეუძლებლად მიჩნევა ერთმანეთის საწინააღმდეგო ნორმები არ არის.
საკანონმდებლო წინადადების ავტორი მიიჩნევს, რომ უკურნებელი სენით დაავადებული
სიკვდილის წინა ფაზაში მყოფი პაციენტისათვის, რომელიც განიცდის ძლიერ ტკივილს,
ევთანაზიის გამოყენებაზე უარის თქმა „არაადამიანური სასჯელის მისჯის თანაბარია“ და
უთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით უმოქმედობა, რაც იწვევს ადამიანის
ტანჯვას და სიკვდილს, დასჯადი ქმედებაა.
ცხადია, ექიმის საქმიანობა და პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ტანჯვის
შემსუბუქებასაც მოიცავს და მედიცინის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ ტკივილის
შემსუბუქებაა. სწორედ არაადეკვატური ანალგეზია, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების
მიუწვდომლობა და პალიატიური ზრუნვის დეფიციტი უნდა ჩაითვალოს არაადამიანურ
და ღირსების შემლახველ მოპყრობად და წამებად და არა ევთანაზიის აკრძალვა.
ამდენად, დაუშვებელია საქართველოში
ევთანაზიის
ან
ექიმის
დახმარებით
სიკვდილის რაიმე ფორმის დაკანონება, ორმაგი სტანდარტის შემოღება და უცხო ქვეყნის
მოქალაქეების მიმართ ისეთი ქმედების გამართლება, რაც საქართველოს მოქალაქეების
მიმართ ეთიკური, ზნეობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით მიუღებელია.
საკომიტეტო განხილვის შედეგად, მოქალაქე ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N17318; 13.11.2018) საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით ცნობილ იქნა უარყოფილად.
პატივისცემით,
აკაკი ზოიძე
თავმჯდომარე