საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების აკაკი ზოიძის, დიმიტრი ხუნდაძის, ლევან კობერიძის, ილია ნაკაშიძის და დიმიტრი მხეიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/259; 13.12.2018) საქართველოს კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.12.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#22062/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-24
ბიუროს ნომერი 227

📜 ტექსტი

წერილი
N 22062 24/12/2018 22062-3-9-3-201812241049 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის შესაბამისად, გთხოვთ საქართველოს პარლამენტის წევრების აკაკი ზოიძის, დიმიტრი ხუნდაძის, ლევან კობერიძის, ილია ნაკაშიძის და დიმიტრი მხეიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საქართველოს კანონის პროექტი: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ განხილული იქნას დაჩქარებული წესით, ვინაიდან, აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებას და მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნება საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ პროგნოზირებულია ამ შემოსავლების 45 მილიონი ლარით ზრდა, რომელიც თავის მხრივ შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საკანონმდებლო ინიციატივით გათვალისწინებული ცვლილებები ძალაში შევა 2019 წლის 1 იანვრამდე. შესაბამისად, აუცილებელია წარმოდგენილი საკნონმდებლო გათვალისწინებული ცვლილებების უმოკლეს ვადაში განხორციელება. გთხოვთ, მისცეთ მსვლელობა. პატივისცემით, აკაკი ზოიძე თავმჯდომარე ინიციატივით