საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა „საქართველოს ბიზნესის ასოციაციის“ მიერ წარმოდგენილ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N14404; 24.09.2018) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.12.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#22099/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-24
ბიუროს ნომერი 227

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
N 22099 24/12/2018 22099-3-9-3-201812241453 საქართველოს პარლამენტის ბიუროს კომიტეტმა 2018 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის შესაბამისად განიხილა „საქართველოს ბიზნესის ასოციაციის“ მიერ წარმოდგენისლი საკანონმდებლო საქართველოს კანონში წინადადება “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N14404 24.09.18), რომელიც საკომიტეტო განხილვის შედეგად მიჩნეულ იქნა უარყოფილად. კომიტეტი აქტიურად ახორციელებს “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების საპარლამენტო კონტროლს, აღმასრულებელი უწყებებიდან პერმანენტულად იღებს შესაბამის ინფორმაციას კანონის დანერგვის მიმდინარეობის თაობაზე. დღეის მდგომარეომით, ქვეყანაში გვაქვს კანონმდებლობის რეფორმის დანერგვის 96%-იანი მაჩვენებელი, რასაც თან სდევს მოსახლეობის ფართო ფენების, მ.შ. მწეველთა მხრიდან მხარდაჭერის სანიმუშო მაჩვენებელი. ჩვენი მოსახლეობის 86% გამოთქვამს კმაყოფილებას ამ რეფორმის დანერგვის გამო, რაც დასტურდება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების (NDI, IRI) ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვების თანახმად. თამბაქოს კონტროლის სფეროში მსოფლიოში მომუშავე ავტორიტეტულ ორგანიზაციათა მიერ, საქართველოს კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ მიჩნეული ერთ-ერთ ახალი გენერაციის ეფექტურ კანონად, მ.შ. ელსიგარეტისა და სხვა თამბაქოს პროდუქტების მოხმარების, რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორომის შეზღუდვის მიმართულებით. კომიტეტს მუდმივი კომუნიკაცია აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და თამბაქოს კონტროლის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის სამდივნოსთან, რომელთა ექსპერტები ამ ეტაპზე არ იძლევიან რეკომენდაციას ელ-სიგარეტისა და თამბაქოს ახალი პროდუქტების დამატებითი რეგულირების შემოღების თაობაზე. მათ რეკომენდაციით, საჭიროა სპეციალური კვლევის ჩატარება, რაც მოიცავს ქართული კანონმდებლობის სრულ ანალიზს და შესაბამისობას ელ-სიგარეტებისა და არამოსაწევი თამბაქოს (ახალი პროდუქტების) ეფეტიანი ზომების შეფასების მიმართულებთ. ზმოაღნიშნულ კვლევას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები დაასრულებენ 2019 წლის გამოზაფხულზე, რაც საშუალებას მისცემს კომიტეტს, მოცემულ ეტაპზე შეაფასოს კანონმდებლობის მოსალოდნელი რისკები, როგორც მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან, აგრეთვე ევროდირექტივის მოთხოვნებთან. ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, საკომიტეტო განხილვის წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებები მიჩნეულ იქნა უარყოფილად. პატივისცემით, აკაკი ზოიძე თავმჯდომარე შედეგად