საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საბაჟო კოდექსსა“ და მის თანმდევ პროექტებზე (N07-2/291, 13.12.2018) სავალდებულო კომიტეტად ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის განსაზღვრის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-24
ბიუროს ნომერი 227
📜 ტექსტი
წერილი
N 22155
24/12/2018
22155-3-9-3-201812241659
პარლამენტის ბიუროს
პარლამენტის ბიურომ 2018 წლის 17 დეკემბერს სხდომაზე მიიღო
გადაწყვეტილება საკანონმდებლო პაკეტის „საქართველოს საბაჟო კოდექსი“ განხილვის
პროცედურის დაწყების შესახებ და მისი განხილვისთვის განსაზღვრა წამყვანი და
სავალდებულო კომიტეტები.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი მიზანი
საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებაა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი არ იქნა განსაზღვრული სავალდებულო
კომიტეტად.
გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება საკანონმდებლო ინიციატივაზე ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის სავალდებულო კომიტეტად განსაზღვრის თაობაზე.
თამარ ხულორდავა
თავმჯდომარე