საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ლევან ჯოხაძის მიერ წარმოდგენილ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ“ (N9392; 18.06.2018) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-26
ბიუროს ნომერი 228
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
N 22411
25/12/2018
22411-3-9-3-201812251817
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2018
წლის
22
დეკემბერს
განიხილა
მოქალაქე
ლევან
ჯოხაძის
მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება: „სახელმწიფო ვალის შესახებ“
საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (N9392; 18.06.2018).
საკანონმდებლო
წინადადებით
შემოთავაზებულია
„სახელმწიფო
ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ ფასიანი
ქაღალდების ჩამონათვალს დაემატოს დ) პუნქტი-„სერთიფიკატი“.
კომიტეტი იზიარებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ
წარმოდგენილ შენიშვნებს აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებასთან
დაკავშირებით
და
არ
მიაჩნია
მიზანშეწონილად
შემოთავაზებული
ინიციატივის მსგავსი შინაარსით მიღება.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტის მიერ უარყოფილი
იქნა საკანონმდებლო წინადადება.
პატივისცემით,
პაატა კვიჟინაძე
თავმჯდომარის პირველი მოადგილე