საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შესრულების მდგომარეობის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-27
ბიუროს ნომერი 229
📜 ტექსტი
დასკვნა
N 22274
25/12/2018
22274-3-9-3-201812251041
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
შინაგან საქმეთა სამინისტროს
ასლი: საორგანიზაციო
დეპარტამენტის
უფროსს ქალბატონ ეთერ
სვიანაიძეს
დ ა ს კ ვ ნ ა
სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შესრულების მდგომარეობის შესახებ
ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის
კომიტეტებმა გაერთიანებული სხდომაზე, 2018 წლის 17 დეკემბერს,
მოუსმინეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, აკაკი
საღირაშვილს,
რომელმაც
წარმოადგინა
ანგარიში
ინფორმაცია
სატრანსპორტო
საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მარეგულირებელი ნორმატიული
აქტების შესრულების მდგომარეობის შესახებ. სხდომაში მონაწილეობა მიიღო შინაგან
საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსმა ბექა
ლილუაშვილმა.
განხილული საკითხის აქტუალობას ის განაპირობებს, რომ საქართველოში
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო სატრანსპორტო საშუალებების
გამონაბოლქვია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით,
საქართველოში
დაავადების 17%, ხოლო სიკვდილიანობის 19% გამოწვეულია გარემოს დაბინძურებით.
საქართველოს გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ტრანსპორტის გამონაბოლქვის
წილი
ქვეყნის
მთლიან
გაფრქვევებში,
დაახლოებით
71%-აა.
ავტომობილების
გამონაბოლქვი, ემისიებისა და ნახშირორჟანგის (CO2), ასევე აზოტის ჟანგეულების (NO2,
NO), გოგირდის ორჟანგის (SO2), ჭვარტლის, ბენზაპირენის და ჰაერში შეწონილი წვრილ
დისპერსიული მყარი ნაწილაკების (PM10, PM2,5) დიდი რაოდენობით გამოყოფა გავლენას
ახდენს არა მხოლოდ
ჰაერის დაბინძურებაზე, არამედ მკვეთრად უარყოფითად
ზემოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ავტოტრანსპორტის მიერ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ემისიების მოცულობა
მრავალ
ფაქტორზეა
დამოკიდებული,
ტექნიკური გაუმართაობაა.
რომელთაგან
ჰაერის დაბინძურების
ერთ-ერთი
ავტომობილების
თვალსაზრისით არასახარბიელო
მონაცემებს შეიცავს საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) მიერ ბოლო წლებში
ჩატარებული
კვლევა,
დაბინძურებით
ექსპერტები
რომლის
გამოწვეული
მიზეზად
სხვა
მიხედვით
საქართველოში
მაღალია
ჰაერის
სიკვდილიანობის
მაჩვენებელი.
ჰაერის
ხარისხის
საკითხებთან
ერთად
ავტომობილების
ტექნიკური
ინსპექტირების არარსებობას ასახელებენ. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების
აუცილებლობას განაპირობებს აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტანდარტი.
ავტოსაგზაო შემთხვევების ნაწილი სწორედ ავტომობილების გაუმართაობის გამო ხდება.
მინისტრის მოადგილის განცხადებით ბოლო ათი წლის განმავლობაში ქვეყანაში
მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა გაორმაგდა.
ამასთან, გასათვალისწინებელია
სატრანსპორტო საშუალებების ასაკი, საწვავის ხარისხი და სხვა ფაქტორები.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ
შეთანხმებით, საქართველომ აიღო ვალდებულება დადგენილ ვადებში ეტაპობრივად
დაუახლოვოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო
სტანდარტებს. შეთანხმების მეექვსე თავი ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის
გაღრმავებას ითვალისწინებს და მისი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი საქართველოს
გზებზე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ
შეთანხმების ხელმოწერიდან დღემდე, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების
მიზნით,
არაერთი
ცვლილება
განხორციელდა.
მათ
შორის
უმნიშვნელოვანესია
სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, რომლის მიზანია
ქვეყანაში
სატრანსპორტო
უზრუნველყოფა
და
მათი
საშუალებების
ტექნიკური
ექსპლუატაციის
გაუმართაობით
უსაფრთხოების
გამოწვეული
საგზაო-
სატრანსპორტო შემთხვევების, ადამიანისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის
შემცირება,
ასევე
სატრანსპორტო
საშუალებების
სრული
ექსპლუატაციის
ვადის
განმავლობაში, გამონაბოლქვის მინიმუმამდე შემცირება, გამონაბოლქვის სისტემის
რეგულარული ინსპექტირებითა და იმ სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციიდან
ამოღების გზით.
რეფორმის ფარგლებში ეტაპობრივად ჩამოყალიბდა სატრანსპორტო საშუალებების
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთიანი ნორმატიული ბაზა, საქართველოს
მასშტაბით განახლდა 27 და შეიქმნა 13 ინსპექტირების ცენტრი, მოეწყო
80-ზე მეტი
ტესტირების ხაზი. მინისტრის მოადგილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციიდან
ირკვევა, რომ 2018 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით დღემდე პერიოდული
ტექნიკური ინსპექტირება გაიარა 127,778 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ. მათი 75%
აღმოჩნდა გამართული, სატრანსპორტო საშუალებების 25%-ს კი დაუდგინდა ხარვეზი.
იმ სატრანსპორტო საშუალებების 24%, რომელსაც დაუდგინდა ხარვეზი, განმეორებით
შემოწმებაზე არ გამოცხადდა.
აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური
ინსპექტირების რეფორმის მიმართ ქვეყანაში არსებობს საკმაოდ დიდი მოლოდინი და
აუცილებელია ის სწორად განხორციელდეს, რათა ჩრდილი არ მიადგეს ამ მნიშვნელოვან
პროექტს.
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარეობისას გამოჩნდა გარკვეული
ხარვეზები, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს რეფორმის წარმატებით
განხორციელებაზე:
ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის კონტროლი რეფორმის ერთ-ერთ
ყველაზე მნიშნელოვანი გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის დეკემბრის
მდგომარეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერიოდული ტექნიკური
ინსპექტირების თავის არიდების გამო 11,152-მდე ადმინისტრაციული ჯარიმა გამოიცა,
ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემცველობის
ინსპექტირების პერიოდებს შორის კონტროლი თითქმის არ ხდება. გამონაბოლქვში მავნე
ნივთიერებების
დასაშვებ
ნორმაზე
გადაჭარბების
გამო
დაჯარიმებული
ავტოსატრანსპორტო საშუალების რაოდენობა მცირეა, ვინაიდან, საჭირო აღჭურვილობის
გარეშე, შსს ვერ ადგენს გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების დონეს. ამდენად,
აუცილებელია, დაინერგოს აღსრულების გაუმჯობესებული მექანიზმი და საპატრულო
პოლიციის ეკიპაჟები აღიჭურვოს შესაბამისი ტექნიკური საშუალებით.
რეკომენდირებულია ინსპექტირების ცენტრების მიმართ მონიტორინგის მექანიზმის
გაუმჯობესება, კერძოდ, რეგულარული შემოწმების სისტემის დანერგვა, განსაკუთრებით
იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ინსპექტირების ცენტრებში
გარკვეული კატეგორიის დარღვევები, მათ შორის ინსპექტირების ცენტრების მიერ
კანონმდებლობის
მოთხოვნათა
დარღვევით,
ტექნიკურად
გაუმართავ
ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ინსპექტირების დადებითი ანგარიშების გაცემის
ფაქტები.
კომიტეტი
მნიშვნელოვნად
მიიჩნევს,
რომ
პერიოდული
ტექნიკური
ინსპექტირების რეფორმის პროცესში დაფიქსირებულ გამოწვევებზე სწრაფ და ეფექტიან
რეაგირებას, რაც ხელს შეუწყობს საავტომობილო მიმოსვლისას მძღოლისა და მგზავრის
უსაფრთხოებასა და გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის
შემცირებას. ამასთან, სწორად განხორციელებული რეფორმა დადებითად აისახება
როგორც ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, ისე ადამიანის ჯანმრთელობაზე და
უსაფრთხოებაზე.
პატივისცემით,
თამარ ხულორდავა
თავმჯდომარე