საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2018 წლის სამოქმედო გეგმის 6 თვის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ტრანსპორტის მიმართულებით გაწეული საქმიანობის ანგარიშის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-27
ბიუროს ნომერი 229
📜 ტექსტი
დასკვნა
N 22275
25/12/2018
22275-3-9-3-201812251044
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის
უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დ ა ს კ ვ ნ ა
ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2018 წლის
სამოქმედო გეგმის 6 თვის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ტრანსპორტის მიმართულებით
გაწეული საქმიანობის ანგარიშის თაობაზე
ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის
კომიტეტებმა გაერთიანებული სხდომაზე, 2018 წლის 17 დეკემბერს,
მოუსმინეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს აკაკი
საღირაშვილს, რომელმაც წარმოადგინა ტრანსპორტის მიმართულებით ასოცირების
შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2018 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების
მიმდინარეობის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ
გაწეული საქმიანობის ანგარიში.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ
შეთანხმების VI თავი ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას
ითვალისწინებს
და მისი მიზანია: ქართული კანონმდებლობის ევროპულ
კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, საქართველოსა და ევროკავშირის სატრანსპორტო
სექტორების ერთმანეთთან დაახლოება, ქართული კომპანიებისა და მძღოლებისთვის
ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული ტექნიკური და ადმინისტრაციული ბარიერების
მოხსნა, საქართველოს გზებზე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება, საქართველოს
სატრანსპორტო
ქსელის დახვეწა, მგზავრებისა
და ტვირთების უსაფრთხო
გადაადგილების უზრუნველყოფა
ზემოქმედების შემცირება.
და
გარემოზე
ტრანსპორტის
უარყოფითი
ასოცირების შეთანხმებაში საუბარია ტრანსპორტის ოთხი ძირითადი დარგის
საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის სფეროებში არსებული
კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციასა და მათი აღსრულების
მექანიზმების შექმნაზე.
ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018
წლის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ტრანსპორტის ოთხივე დარგში 18-მდე
დირექტივა/
რეგულაციასთან
ეროვნული
კანონმდებლობის
დაახლოების
ვალდებულებას.
2018 წელს არაერთი პროგრესული ნაბიჯი გადაიდგა ტრანსპორტის სფეროში
ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით. მათ შორის,
სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში შემუშავდა ტექნიკური რეგლამენტის პროექტი
„სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის შესახებ“,
რომელიც არეგულირებს საფრთხისშემცველი ტვირთის სხვადასხვა სატრანსპორტო
საშუალებებით გადაზიდვასთან, მათ შორის სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვასთან
დაკავშირებულ
საკითხებს.
„ავტოსატრანსპორტო
საშუალებების
მძღოლების
თავდაპირველი
კვალიფიკაციისა
და
პერიოდული
ტრენინგების
შესახებ“
ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2003/59/EC დირექტივის ფარგლებში
ტრენინგების ჩატარების მიზნით, სახმელეთო ტრასპორტის სააგენტომ მიიღო
საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირის (IRU) აკრედიტაცია მძღოლების პროფესიული
კომპეტენციის შესახებ ტრენინგების განსახორციელებლად და დამტკიცებული
პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს სწავლების პროცესი. ევროპარლამენტისა და
ევროკავშირის საბჭოს (EC) №1071/2009 რეგულაციის შესაბამისად მომზადდა
კანონპროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც ეხება გადამზიდველთა ბაზარზე დაშვებას და
დაშვების კრიტერიუმებს.
საჰაერო ტრანსპორტის სფეროში ევროკომისიის №1254/2009 რეგულაციის
შესაბამისად, დამტკიცდა ნორმატიული აქტი, რომლითაც განისაზღვრა სამოქალაქო
აეროპორტებისთვის საავიაციო უშიშროების სფეროში დადგენილი მოთხოვნებიდან
გამონაკლისების
დაშვების
კონკრეტული
პირობები.
„საჰაერო
ხომალდების
ექსპლუატაციის რეგულირების შესახებ“ ევროპის პარლამენტისა და ევროკავშირის
საბჭოს №2006/93 დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების მიზნით,
„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელწიფო რეგისტრაციის წესში“
აისახა შესაბამისი ნორმები, რომლითაც დაინერგა დირექტივის მოთხოვნა სამოქალაქო
საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში გარკვეული სახის საჰაერო ხომალდის
რეგისტრაციის შეზღუდვასთან დაკავშირებით.
საზღვაო ტრანსპორტის სფეროში ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს
№2002/59/EC დირექტივასთან ჰარმონიზაციის მიზნით დამტკიცდა ნორმატიული აქტი
„საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ნავსადგურის აკვატორიაში გემების
მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების წესის“
შესახებ. (EC) №782/2003 რეგულაციასთან დაახლოების მიზნით მიღებულ იქნა
მთავრობის დადგენილება „გემებზე მავნე დაბინძურების საწინააღმდეგო სისტემების
კონტროლის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციასთან შეერთებისა და ძალაში შესვლის
თაობაზე. გემების ბორტზე გაუმჯობესებული სამედიცინო მომსახურების მიზნით
უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ №92/29/EEC
დირექტივის ფარგლებში მომზადდა ,,საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვეშ მცურავ
გემებზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების
მინიმალური სტანდარტების“
დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტის პროექტი.
სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში „საზოგადოებრივი სამგზავრო სარკინიგზო
ტრანსპორტის მომსახურებების შესახებ“ ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს
№1370/2007 რეგულაციასთან დაახლოების მიზნით შემუშავდა საქართველოს სარკინიგზო
კოდექსის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი მომსახურების
ხელშეკრულების (Public Service Contract) მეშვეობით, მგზავრთა სარკინიგზო გადაყვანის
სახელმწიფო რეგულირებას. პროექტით განისაზღვრება სარკინიგზო ტრანსპორტით
საზოგადოებრივი მომსახურების წესები და პირობები, რაც გულისხმობს კომპეტენტური
სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილების დადგენას, კომპეტენტურ ორგანოსა და
სარკინიგზო სამგზავრო ოპერატორს შორის ხელშეკრულების გაფორმების წესსა და
პირობებს.
წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა,
რომ ასოცირების
შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2018 წლის სამოქმედო გეგმით
გათვალისწინებული ზოგიერთი აქტივობის შესრულება, ასოცირების შეთანხმებით
განსაზღვრულ ვადებში ვერ მოხერხდა. ამდენად, კომიტეტი საჭიროდ მიიჩნევს
ჰარმონიზაციის პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვასა და ტრანსპორტის სფეროში
საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას, რადგან საგზაო,
სარკინიგზო, საავიაციო და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში ევროკავშირის ნორმებისა
და სტანდარტების დანერგვა საქართველოს საშუალებას მისცემს, გახდეს ევროპული
სატრანსპორტო ქსელის ნაწილი, რაც სტიმულს მისცემს ქვეყნაში ინვესტიციების
მოზიდვას, ტრანსპორტის სფეროს განვითარებას და ეკონომიკის ზრდას.
პატივისცემით,
თამარ ხულორდავა
თავმჯდომარე