საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2018 წლის სამოქმედო გეგმის 6 თვის შესრულების, ასევე ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ენერგეტიკის მიმართულებით გაწეული საქმიანობის ანგარიშის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.12.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#22277/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-27
ბიუროს ნომერი 229

📜 ტექსტი

დასკვნა
N 22277 25/12/2018 22277-3-9-3-201812251102 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დ ა ს კ ვ ნ ა ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2018 წლის სამოქმედო გეგმის 6 თვის შესრულების, ასევე ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ენერგეტიკის მიმართულებით გაწეული საქმიანობის ანგარიშის თაობაზე; ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა გაერთიანებული სხდომაზე, 2018 წლის 17 დეკემბერს, მოუსმინეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს ნათია თურნავას, რომელმაც წარმოადგინა ენერგეტიკის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2018 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების, ასევე, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში, ენერგეტიკული სექტორი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებას. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით და ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით საქართველომ აიღო ვალდებულება, დაუახლოვოს ეროვნული კანონმდებლობა ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობას და ენერგეტიკის სექტორში განახორციელოს შესაბამისი რეფორმები. ევროკავშირის კანონმდებლობა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციაზე, რაც გულისხმობს მონოპოლიური და კონკურენტული საქმიანობების გაყოფას. საქართველოში ენერგეტიკული ბაზარი არ ემყარება სრული კონკურენციის პრინციპებს, გამანაწილებელი კომპანიები ამავდროულად არიან საბითუმო და საცალო მიმწოდებლები და მომხმარებელს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა არ აქვს. შესაბამისად, აუცილებელია საქართველოში ისეთი ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალე, კონკურენტუნარიან და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დამყარებულ ურთიერთობებს მიწოდება-მოხმარების ყველა დონეზე. “ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ” ოქმის ხელმოწერიდან დღემდე, არაერთი პროგრესული ნაბიჯი გადაიდგა ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით. მომზადდა კანონპროექტები „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“, „ენერგეტიკისა და სასმელი წყლის შესახებ“, „ენერგოეფექტიანობის შესახებ“. ცვლილებები განხორციელდა ენერგეტიკის სფეროს მარეგულირებელ კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებში. კომიტეტი მიესალმება ქვეყნის ენერგო ბაზრის რეფორმისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, რაც გამოიხატება ასოცირების შეთანხმებისა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან ეტაპობრივ დაახლოვებაში. მიუხედავად პოზიტიური დინამიკისა, ანგარიშის განხილვისას გამოჩნდა, რომ ენერგეტიკის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2018 წლის სამოქმედო შესრულება გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობს. კომიტეტი საჭიროდ მიაჩნია გამოყოს შემდეგი საკითხები: - ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის სამოქმედო გეგმით, 2018 წლის ბოლომდე გათვალისწინებულია „ენერგეტიკის და სასმელი წყლის შესახებ“ კანონის პროექტის შემუშავება და პარლამენტში წარდგენა. კანონპროექტის მიზანია ხელისუფლებისა და დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოებს შორის მართვისა და რეგულირების ფუნქციების მკაფიო გამიჯვნა; ბუნებრივი მონოპოლიების - გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების საქმიანობების (გადაცემა, განაწილება) გამიჯვნა წარმოებისა და მომხმარებლისათვის მიწოდების საქმიანობებისგან; კონკურენტუნარიანი და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დამყარებული ურთიერთობები მიწოდება-მოხმარების ყველა დონეზე; მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სემეკის როლის გაძლიერება. რეფორმის მასშტაბის გათვალისწინებით, კანონპროექტთან დაკავშირებით საჯარო განხილვები ჯერ არ დასრულებულა და შესაძლოა წლის ბოლომდე ვერ მოხერხდეს პარლამენტში მისი ინიცირება. “ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ” ოქმი, ასევე ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ენერგოეფექტურობის შესახებ №2012/27/EU დირექტივასთან, ასევე, ეტიკეტირების და პროდუქციის შესახებ სხვა სტანდარტული ინფორმაციის მითითებით, ენერგომოხმარების პროდუქტების მიერ ენერგიისა და სხვა წყაროების მოხმარების მითითების შესახებ №2010/30/EU დირექტივასთან ჰარმონიზაციას 2018 წლის 31 დეკემბრამდე. ზემოხსენებულ დირექტივებთან ჰარმონიზაციის პროცესის სწორად წარმართვისთვის აუცილებელია ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის დამტკიცება, რომელზეც მუშაობა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დასრულებულია, დღემდე არ მომხდარა მისი დამტკიცება, რაც მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს. სამოქმედო გეგმა აწესრიგებს ენერგოეფექტიანობასთან დაკავშირებულ არაერთ საკითხს; მათ შორის, საჯარო შენობების ენერგოეფექტიანობას, ენერგეტიკულ აუდიტს, ენერგეტიკული მოწყობილობების ეტიკეტირებას და სხვა. გეგმა ითვალისწინებს აგრეთვე “საგზაო რუკას” N2012/27/EU დირექტივის შესასრულებლად. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნომ არაერთხელ გაუსვა ხაზი სამოქმედო გეგმის დამტკიცების მნიშვნელობას და შეფასების ანგარიშში მიუთითა, რომ მისი დამტკიცება ენერგეტიკულ სექტორში საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს. “ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ” ოქმის თანახმად, საქართველო ვალდებულია, მოახდინოს „განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის შესახებ“ N2009/28/EC დირექტივასთან ჰარმონიზაცია არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრისა. აღნიშნული აქტივობა ასევე, გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის სამოქმედო გეგმით. საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარების დიდი პოტენციალია, თუმცა არ არსებობს სპეციალური კანონი, რომელიც ერთიანად დაარეგულირებდა განახლებადი ენერგიის განვითარების სხვადასხვა ასპექტებს. გარდა ამისა გვიანდება განახლებადი ენერგიის განვითარების პირველი ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღება. მნიშვნელოვანია, დროულად შემუშავდეს განახლებად ენერგიაში ინვესტირების წახალისების მექანიზმი, ვინაიდან დღეს არსებული ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას. ახალმა სისტემამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარებას და, ამავდროულად, სრულად უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო დახმარებასთან მიმართებით ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებით დადგენილ მოთხოვნებს. ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია „ნახშირწყალბადის რესურსების ძიების, მოპოვებისა და წარმოების ნებართვების მიღებისა და გამოყენების პირობების შესახებ“ ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 94/22/EC დირექტივასთან, საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების მიზნით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების საბოლოო ვერსიის შემუშავება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქმედი ნორმატიული ბაზა ძირითადად ითვალისწინებს დირექტივის მოთხოვნებს და ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების ლიცენზიის საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონით „ნავთობისა და გაზის შესახებ“ და საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის კანონქვემდებარე აქტებით, საჭიროა დამატებითი ცვლილებები, რათა ეროვნული კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდეს 94/22/EC დირექტივასთან. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებით დირექტივა ითვალისწინებს სახელმწიფოს შესაძლებლობას გამონაკლის შემთხვევებში გასცეს უფლება სალიცენზიო ფართობზე ტენდერის პროცედურის გარეშე, რასაც „ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონის დღეს მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს. საყურადღებოა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებით, 94/22/EC დირექტივასთან ჰარმონიზაციის პროცესი უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 1 სექტემბერს. ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს ვალდებულებას, დაუახლოვოს ეროვნული კანონმდებლობა ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს No994/2010 რეგულაციას „ბუნებრივი აირის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ“, რომელიც გაუქმდა 2017 წელს და ჩანაცვლდა No2017/1938 რეგულაციით“. ასოცირების შეთანხმებით ჰარმონიზაციის პროცესი უნდა დასრულებულიყო ჯერ კიდევ 2017 წლის 1 სექტემბერს. დინამიური დაახლოების პრინციპი საქართველოს შესაძლებლობას აძლევს გამოიყენოს ევროკავშირის ახალი საკანონმდებლო აქტები, რომლებიც განსხვავდება ასოცირების შეთანხმების დანართებში აღნიშნული აქტებისაგან. ამდენად, საქართველომ უნდა იხელმძღვანელოს ევროკავშირის მოქმედი სამართლებრივი აქტებით და დაახლოება უნდა მოხდეს იმ სტანდარტებთან, რომლებსაც კანონის ძალა აქვთ ევროკავშირის შიდა ბაზრისათვის. - ასოცირების შესახებ შეთანხმების XXV-ე დანართის მიხედვით “საყოფაცხოვრებო ჭურჭლის სარეცხი მანქანების ეკოდიზაინის მოთხოვნების შესახებ” ევროკომისიის (EU) N 1016/2010 რეგულაციასთან, ასევე მოდემების ეკო-დიზაინის მოთხოვნებთან დაკავშირებით ევროკომისიის (EC) N107/2009 რეგულაციასთან ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება უნდა მომხდარიყო 2018 წლის 1 სექტემბრამდე. მინისტრის მოადგილის მიერ წარმოდგენილი ანგარიშიდან ირკვევა, რომ კანონპროექტზე მუშაობა დაწყებულია, თუმცა დადგენილ ვადაში მისი მიღება ვერ ხერხდება. ყოველივე ზემოხსენებულიდან რეკომენდაციები:  გამომდინარე, კომიტეტმა შეიმუშავა შემდეგი ენერგეტიკის სექტორში ახალი რეგულაციების შემუშავება, ენერგოეფექტიანობისა და განახლებადი განსაზღვრა, ჩარჩო ენერგიის სახელმწიფო კანონმდებლობის პოლიტიკისა შემუშავება და სტრატეგიის მოითხოვს ყურადღებით შესწავლას. ნაჩქარევად გატარებულმა რეფორმებმა შესაძლოა ვერ უზრუნველყოს დაბალანსებული და საუკეთესო საბაზრო მოდელის მიღება. აუცილებელია ჰარმონიზაციის პროცესის უფრო ეფექტიანად წარმართვა, რათა ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დაცვით მოხდეს საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება.  მიზანშეწონილია დროულად დამტკიცდეს განახლებადი ენერგიის განვითარების პირველი ეროვნული სამოქმედო გეგმა, ასევე, ენერგოეფექტიანობის სამოქმედო გეგმა;  მიზანშეწონილია მოხდეს „ნახშირწყალბადის რესურსების ძიების, მოპოვებისა და წარმოების ნებართვების ევროპარლამენტისა და მიღებისა და ევროკავშირის გამოყენების საბჭოს პირობების 94/22/EC შესახებ“ დირექტივასთან ეროვნული კანონმდებლობის სრული ჰარმონიზაცია.  „ენერგეტიკის და სასმელი წყლის შესახებ“ კანონის მნიშვნელობიდან და საზოგადოების ინტერესის დაინტერესებული გათვალისწინებით, მხარეებისა და კანონპროექტის საჯარო განხილვებში. პატივისცემით, თამარ ხულორდავა თავმჯდომარე ექსპერტების სამინიტრომ უზრუნველყოს მაქსიმალური ჩართულობა