საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ხატიძის 2018 წლის 14-15 დეკემბერს ქალაქ ბაქოში გამართულ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა რიგით მეხუთე გლობალურ კონფერენციაზე მივლინების ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-27
ბიუროს ნომერი 229
📜 ტექსტი
წერილი
22516-3-9-3-201812261950
N 22516
26/12/2018
საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
გაცნობებთ,
რომ
2018
წლის
14-15
დეკემბერს
მონაწილეობა
მივიღე
საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა რიგით მეხუთე
გლობალურ კონფერენციაში, რომელიც გაიმართა აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში.
დანართის სახით, გიგზავნით ზემოაღნიშნული მივლინების ანგარიშს.
დანართი: 1 ფურცელი.
პატივისცემით,
გიორგი ხატიძე
ანგარიში
მივლინების ანგარიში
მივლინების ადგილი
მივლინების თარიღი
მივლინების მიზანი
ღონისძიების თემა
დელეგაციის
შემადგენლობა
აქტივობები
ბაქო, აზერბაიჯანი
14-15 დეკემბერი, 2018 წ.
მონაწილეობა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU)
ახალგაზრდა პარლამენტართა რიგით მეხუთე გლობალურ კონფერენციაში
მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, მომავალი თაობის ინტერესების დაცვა
გიორგი ხატიძე - ფრაქციის „ქართული ოცნება“ წევრი
საპარლამენტთაშორისო კავშირის ახალგაზრდა პარლამენტართა რიგით
მეხუთე გლობალურ კონფერენციაში, 45–მდე ქვეყნის 130–მდე პარლამენტის
წევრმა მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციის მონაწილეებმა საპარლამენტო ცხოვრებაში, პოლიტიკურ და
საზოგადოებრივ აქტივობებში ახალგაზრდა თაობის მონაწილეობის მიღებისა
და მეტი ჩართულობის შესახებ იმსჯელეს. კონფერენციის მსვლელობისას
გაიმართა დისკუსია გარემოს დაცვისა და განათლების სისტემების,
საპარლამენტო ცხოვრებაში, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტივობებში
ახალგაზრდების ჩართულობის შესახებ.
ამ საკითხებთან დაკავშირებით, სიტყვით მივმართე კონფერენციის
მონაწილეებს და საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ვისაუბრე.
გამოსვლაში ასევე აღვნიშნე, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების
ჩართულობის და მონაწილეობის მიღების ხელშეწყობა მოხდეს არამხოლოდ
ცენტრალურ სახელისუფლებო ორგანოებში და ინსტიტუციებში, არამედ
ადგილობრივ თვითმმართველობების დონეზეც.
კონფერენციის ბოლოს მიღებული იქნა შემაჯამებელი დოკუმენტი, სადაც
შესაბამისი მოქმედებებია გაწერილი მომავალში ახალგაზრდა თაობის მეტი
ჩართულობის უზრუნველყოფისთვის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ
აქტივობებში.
მოამზადა გიორგი ხატიძემ
2018 წლის 26 დეკემბერი