„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.12.2018
ავტორი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი
ნომერი
#07-3/266/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 4
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 92 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-31
ბიუროს ნომერი 231

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი პროექტი ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1.მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ლ) კერძო მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის კომერციული ან არაკომერციული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც არ არის არც საზოგადოებრივი, არც სათემო და არც საუნივერსიტეტო მაუწყებლობა;“ 2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჰ20 ქვეპუნქტი: ,,ჰ20) საუნივერსიტეტო მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების, სწავლისა და სწავლების, სამეცნიერო კვლევების, უმაღლესი განათლების სტიმულირებას და საზოგადოების ინფორმირებას უნივერსიტეტში (და ზოგადად, უმაღლესი განათლების სფეროში) მიმდინარე ამბების შესახებ და რომელიც მიზნად არ ისახავს მოგების მიღებას;“ 3. 37-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) ადმინისტრაციული ორგანო, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა;“ 4. 38-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. მაუწყებლობის სახეობებია სათემო მაუწყებლობა, კერძო მაუწყებლობა და საუნივერსიტეტო მაუწყებლობა“. 5. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: ,,41. საუნივერსიტეტო მაუწყებლობა სპეციალიზებული მაუწყებლობაა, რომლის ავტორიზაციისას მიეთითება სამაუწყებლო პროგრამების თემატიკა/თემატიკები“. 6. 381 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: ,,3. საქართველოში ავტორიზებულმა საუნივერსიტეტო მაუწყებლობის განმახორციელებელმა ტელემაუწყებელმა სამაუწყებლო ბადეში პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზე უნდა განათავსოს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან/და კომისიის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა“. 7. 451 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1.სათემო, კერძო ან საუნივერსიტეტო მაუწყებლობის განხორციელების მსურველი პირი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია“. ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1“ ქვეპუნქტი: ,,ბ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი“. გ) მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) მონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ფიზიკური პირის შემთხვევაში – შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი; საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში - სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;“ დ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“ ქვეპუნქტი: ,,ზ) საუნივერსიტეტო მაუწყებლობის განმხორციელებელი პირისათვის - ამ პუნქტის ,,ა“- ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, აგრეთვე ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ასეთის არსებობის შემთხვევაში“. 8. 661 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა ამ მუხლის მე-2 , მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. 9. 661 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: ,,4. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო განხორციელებული საუნივერსიტეტო მაუწყებლობის დაფინანსება ხდება დაწესებულების მიერ საკუთარი, მათ შორის ეკონომიკური საქმიანობით მიღებული სახსრებით“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და მასთან დაკავშირებული მუხლები, რომელთა მიხედვით მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანო (მათ შორის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება). საუნივერსიტეტო მაუწყებლობა მსოფლიოს ბევრ წამყვან უმაღლეს სასწავლებელში ფუნქციონირებს და მას აქვს როგორც საინფორმაციო, ასევე შემეცნებითი, სასწავლო და გასართობი ფუნქცია. ამ ტიპის მაუწყებლობის მისია უმაღლესი განათლების პროცესის უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთ გატანაა. ის უზრუნველყოფს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების, სწავლისა და სწავლების, სამეცნიერო კვლევების, უმაღლესი განათლების სტიმულირებას და ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებით ახერხებს საზოგადოების ინფორმირებას უნივერსიტეტში (და ზოგადად, უმაღლესი განათლების სფეროში) მიმდინარე ამბების შესახებ. ამგვარი ტელევიზიები წარმატებით ფუნქციონირებს, მაგალითად, კალიფორნიისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში, სადაც ძირითად კონტენტს სტუდენტები ქმნიან და ყოველკვირეული ცოცხალი საინფორმაციო გამოშვებებისა თუ სხვადასხვა გადაცემების მომზადებით სწავლობენ ჟურნალისტის სპეციალობას. საუნივერსიტეტო მაუწყებლობის მიზანია: 1) საკაბელო, ონლაინ, YouTube და მობილური აპლიკაციების საშუალებით უნივერსიტეტის წიაღში დაგროვებული ცოდნის საზოგადოებაში გატანა, რომელიც მოიცავს მრავალფეროვან თემატურ სპექტრს, მათ შორის, მეცნიერებას, ბიზნესს, ეკონომიკას, განათლებას, ჯანდაცვასა და მედიცინას, საზოგადოებრივ საქმიანობას, ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მიმართულებებს; 2) ტელევიზიის, როგორც სასწავლო– პრაქტიკული ბაზის გამოყენება ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების (და ასევე სხვა ფაკულტეტების), აგრეთვე მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯების სტუდენტთა დასპეციალებისა და ბაზარზე მათი დასაქმების მომზადებისთვის. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებში მაუწყებლობა რამდენიმე მნიშვნელოვან ნიშას დაიკავებს: 1) ის წარმატებით გასწევს უნივერსიტეტის პოპულარიზაციას საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ (კონტენტის თარგმნის შემთხვევაში კი გახდება კარგი გზამკვლევი უცხოელი პარტნიორების, მეცნიერებისა და სტუდენტებისათვის); 2) მაუწყებლობის საშუალებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება იმ სამეცნიერ მიღწევების თაობაზე, რომელიც თსუ–ის მეცნიერ–მკვლევართა მიერ წლების განმავლობაში გროვდებოდა; 3) მაუწყებლობა პოპულარულ ენაზე გააცნობს საზოგადოებას გამოყენებით სამეცნიერო პროექტებს, წარმატებულ და ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო აქტივობებს, რაც სტიმულის მიმცემი იქნება მომავალი თაობისთვისაც; 4) მაუწყებლობა შეძლებს უნივერსიტეტის პროფესორთა ექსპერტული ხედვების პოპულარიზაციას, მეცნიერებისა და სახელისუფლებო შტოების დაახლოებას; 5) საზოგადოებას მიეცემა საშუალება, მოუსმინოს უნივერსიტეტის პროფესორთა საჯარო ლექციებს, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო განათლების დონის ამაღლებას; 6) საუნივერსიტეტო ტელევიზიის საშუალებით ქართული საზოგადოება მიიღებს დამატებით ინფორმაციას უცხოური უნივერსიტეტების საქმიანობაზე, მათი პროფესურის ხედვებზე, მეცნიერების თანამედროვე მიღწევებზე. 7) რაც მთავარია, საუნივერსიტეტო მაუწყებლობა დაეყრდნობა ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებისა თუ მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯების სტუდენტთა მიერ მომზადებულ მასალებს, პოპულარიზაციას გაუწევს და ხელს შეუწყობს ეკონომიკის, იურიდიული, ფსიქოლოგიისა და განათლების, მედიცინის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა აქტივობას და ჩართულობას, რაც სტუდენტებს მისცემს სტაჟირებისა და კარგი პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას. წარმოდგენილი კანონპროექტი საკანონმდებლო წინადადების სახით საქართველოს პარლამენტის თამჯდომარეს წარუდგინა სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა 2018 წლის 12 ნოემბერს კომიტეტის სხდომაზე ერთხმად დაუჭირა მხარი აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებას და მისაღებად ცნო იგი. ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს კანონი ,,მაუწყებლობის შესახებ“ უფლებას არ აძლევს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას განახორციელოს მაუწყებლობა. კანონის შესაბამისი მუხლით ადინისტრაციული ორგანო არ შეიძლება იყოს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იმისათვის, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მიეცეს მაუწყებლობის განხორციელების უფლება აუცილებელია ცვლილების შეტანა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის მუხლებში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით ყველა ორგანიზაციულ - სამართლებივი ფორმის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება ექნება განახორციელოს სპეციალიზებული ,,საუნივერსიტეტო მაუწყებლობა“. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით ,,საუნივერსიტეტო მაუწყებლობა“ განმარტებულია როგორც ,,კანონით დადგენილი წესით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების, სწავლისა და სწავლების, სამეცნიერო კვლევების, უმაღლესი განათლების სტიმულირებას და საზოგადოების ინფორმირებას უნივერსიტეტში (და ზოგადად, უმაღლესი განათლების სფეროში) მიმდინარე ამბების შესახებ და რომელიც მიზნად არ ისახავს მოგების მიღებას“; კანონპროექტის მიხედვით იყოს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი შეიძლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, თუ განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია ითვალისწინებს ,,საუნივესიტეტო მაუწყებლობას“. კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის 38-ე მუხლში რომლის მიხედვით მაუწყებლობის სახეობებია სათემო მაუწყებლობა, კერძო მაუწყებლობა და საუნივერსიტეტო მაუწყებლობა. საუნივერსიტეტო მაუწყებლობა სპეციალიზირებული მაუწყებლობაა, რომლის ავტორიზაციისას მიეთითება სამაუწყებლო პროგრამების თემატიკა/თემატიკები. კანონპროექტით საქართველოში ავტორიზებულმა საუნივერსიტეტო მაუწყებლობის განმახორციელებელმა ტელემაუწყებელმა სამაუწყებლო ბადეში პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზე უნდა განათავსოს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან/და კომისიის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა“. კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის კანონის 451 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში, რომლებითაც დადგენილია მაუწყებლობის ავტორიზაციასთან დაკავშირებული შესაბამისი პროცედურები. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით საუნივერსიტეტო მაუწყებლობის დაფინანსებას ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო მაუწყებლობის დაფინანსება ხდება დაწესებულების მიერ საუნივერსიტეტო საკუთარი, მათ შორის ეკონომიკური საქმიანობით მიღებული სახსრებით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს არსებული საკანონმდებლო ვაკუუმის შევსებას და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობას მისცემს მოკლე დროში დაიწყონ მაუწყებლობა. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებულ საუნივერსიტეტო მაუწყებლობის განხორციელების ხარჯებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დააფინანსებს ეკონომიკური და კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახის საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან მაუწყებლობის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ იქნება ორიენტირებული მოგებაზე და შესაბამისად არ გადაიხდის კანონმდებლობით დადგენილ რაიმე გადასახადს, მოსაკრებელს ან საფასურს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტით დგინდება ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. საუნივერსიტეტო მაუწყებლობა არ არის ორიენტირებული მოგებაზე და შესაბამისად ავტორიზაციისას უნივერსიტეტი არ გადაიხდის კომისიის მიერ დადგენილ საფასურს, გარდა ავტირიზაციის პროცედურების გავლისათვის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლების მომზადებისათვის საჭირო მცირე თანხისა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან და მიმართება შეთანხმებებთან, საქართველოს აგრეთვე, ისეთი ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არის. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არის. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი.