„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-04
ბიუროს ნომერი 233
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№54, 12.10.2010 მუხ. 343 ) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. 157-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12
კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების
საერთო თანხა აღემატება 165 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული
შემთხვევისა) :
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო
ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 165 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა
უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან
(ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა
გადააჭარბებს 165 000 ლარს.“
2. 159-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში
განხორციელებული
დასაბეგრი
ოპერაციების
(გარდა
ჩათვლის
უფლების
გარეშე
გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა და ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული
დასაბეგრი ოპერაციებისა) საერთო თანხა დღგ-ის გარეშე არ აღემატება 165 000 ლარს და
მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან გასულია 1 წელი:“
ა) გადასახადის გადამხდელს შეუძლია მიმართოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს დღგ-ის
გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით;
ბ) საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, წერილობით მიმართოს დღგ-ის გადამხდელს
რეგისტრაციის
გაუქმების
თაობაზე
და
მისი
თანხმობის
შემთხვევაში
გაუუქმოს
რეგისტრაცია.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროქექტზე
საქართველლოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის
ხელის შეწყობა, კერძოდ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების წლიური ჯამური ზედა ზღვარის
გაზრდა. აღნიშნული კანონპროექტის მიღება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საინვესტიციო
გარემოს გაუმჯობესების წინაპირობაა.
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
კანონპროექტის მიზნად ისახავს იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის დღგ-ით დასაბეგრი
ოპერაციების წლიური ჯამური ზედა ზღვარის გაზრდას, 100 000 ლარიდან 165 000 ლარამდე, რაც
საშუალებას მისცემს პირებს ისარგებლონ შეღავათიანი საგადასახდო პირობებით. აღნიშნული
ცვლილებით ხდება მხოლოდ არსებული მდგომარეობის კორექტირება ლარის გაუფასურების
ზომით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას,
ნებისმიერი უწყვეტი 12
კალენდარული
თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციების
საერთო თანხა
რეგულირდება საგადასახადო კოდექსით. შესაბამისად, იმისათვის, რომ მოხდეს დასაბეგრი
თანხის კორექტირება საჭიროა კანონში ცვლილების შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს საგადასახადო ტვირთის შემცირებას ფიზიკური და
იურიდიული პირებისათვის, რომლთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. შედეგად
ბიზნესში დარჩება დამატებითი სახსრები საქმიანობის გაფართოებისათვის, რომელიც
თავისმხრივ გამოიწვევს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.
ა. გ ) კანონპროექტი ძირითადი არსი
კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის,
რომელიბიც ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას, დასაბეგრი ოპერაციების წლიური ჯამური
თანხის ზედა ზღვარის გაზრდა, კეროძოდ საგადასახადო კოდექსის 157 მუხლის პირველი
ნაწილი ჩამოყალიბდება შემდგეგი რედაქციით: „პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას
და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში
განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 165 000
ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა)“.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად შერჩეულ იქნა 2020 წლის 1 იანვარი, რათა
ცვლილების შედეგად არ მოხდების 2019 წლის ბიუჯეტის დაგეგმილი საშემოსავლო ნაწილის
შემცირება და აღნიშნულმა არ გამოიწვიოს 2019 წლის ბიუჯეტის კანონში ცვლილება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროქტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროქტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას არ ექნება ზეგავლენა 2019 წლის ბიუჯეტზე. აღნიშნული ცვლილება
გამოიწვევს 2020 და შემდგომ რამოდენიმე წლის (საშუალოვადიან პერიდოში 2020-2023 წლების)
სახელმწიფო ბიუჯეტის პროგნოზირებული საშემოსავლო ნაწილის კლებას.
2017 წელს წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საგადასახადო კოდექსში
ცვლილებების შეტანის შესახებ“ (N07-3/37; 17.03.2017), რომელიც ითვალისწინებდა დღგ-ს
რეგისტრაციის ზღვარის ზრდას 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე, მთავრობის მიერ
წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით (GOV 4 17 00012917; 25.04.2017) ცვლილების ფისკალური
ეფექტი იქნებოდა საშემოსავლო ნაწილის 100 მლნ. ლარით შემცირება.
შესაბამისად, დღგ-ს რეგისტრაციის ზღვარის ზრდა 165 000 ლარამდე, გამოიწვევს საბიუჯეტო
შემოსავლების შემცირებას 25 -50 მლნ. ლარის ფარგლებში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას არ ექნება ზეგავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება
ვალდებულების აღებას.
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი დადებითად იმოქმედებს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ფინანსურ
მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი.
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში.
კანონპროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს,
ექსპერტებსა და სამუშაო ჯგუფებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ
ასეთი არ არის
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე ) კანონპროექტის ავტორი
რომან გოცირიძე
ვ ) კანონპროექტის ინიციატორი
რომან გოცირიძე