საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (131 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (138 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (138 KB)
📄 წერილი (307 KB)
📄 წერილი (74 KB)
📄 წამყვანი კომიტეტის დასკვნა (94 KB)
📄 საქართველოს კანონის პროექტი (9.4 MB)
📄 დანართი (7.9 MB)
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-04
ბიუროს ნომერი 233
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-4325/19
14-03-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 4 თებერვლის N233/16
გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს დაევალა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მიერ
წარმოდგენილი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებული (N21155; 31.12.2018) საკანონმდებლო წინადადების განხილვა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,
მოგმართავთ თხოვნით გაგვიგრძელოთ, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების
დადგენილი განხილვის ვადა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
რომან კაკულია
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-16414/19
24-09-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სივრცის
დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებულ საკანონმდებლო
წინადადებაზე
(N21155; 31.12.2018)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2019 წლის 23 სექტემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს არქიტექტორთა
კავშირის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება.
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით ცვლილება შედის „საქართველოს
სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექს“-ში და მას
ემატება მუხლები, რომლებიც დაარეგულირებენ დამოუკიდებელი არქიტექტურული
საქმიანობის
განხორციელების
სამართლებრივ
საფუძვლებს
და
პროფესიული
სერტიფიცირების პროცესებს.
ცვლილებით შემოთავაზებული რეგულაციების მიზანია, მაღალი ესთეტიკური
ღირებულების მქონე განაშენიანების, არქიტექტურული კომპლექსებისა და შენობანაგებობ(ებ)ის
ჩამოყალიბება/შენარჩუნება და ადამიანის ჯანმრთელობისა და
სიცოცხლისათვის უსაფრთხო ქალაქთმშენებლობის უზრუნველყოფა და ამავე დროს,
არქიტექტორთა უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტია.
კომიტეტმა იმსჯელა აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებაზე და მისი ძირითადი
პრინციპები და კონკრეტული წინადადებები მისაღებად ცნო. საკითხის მნიშვნელოვნებიდან
გამომდინარე შემოთავაზებული კანონის პროექტი, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად, ცნობილ იქნა მიღებულად და მხარი დაეჭირა მის
საკანონმდებლო ინიციატივად ქცევას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
რომან კაკულია
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge