„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-04
ბიუროს ნომერი 233
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების თაობაზე
კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეობის კანდიდატურას წარადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ხოლო
თანამდებობაზე უვადოდ ირჩევს საქართველოს პარლამენტი.
უზენაესი სასამართლო მართლმსაჯულების განხორციელების ბოლო ინსტანციაა
სახელმწიფოში და მისი გადაწყვეტილებები გასაჩივრებას არ ექვემდებარება. უზენაეს
სასამართლოს უდიდესი წვლილი შეაქვს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დანერგვასა
და კანონმდებლობის სწორად ინტერპრეტაციაში. მართლმსაჯულების სისტემაში უზენაესი
სასამართლოს მნიშვნელობისა და როლის გათვალისწინებით, მისი წევრის მიმართ უნდა
არსებობდეს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა – იგი უნდა იყოს დამოუკიდებელი,
მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და მაღალი დონის პროფესიონალი, რომელიც
შესაბამისი რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებასა თუ პროფესიულ/აკადემიურ წრეებში.
გასული წლის 24 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა
ვაკანტურ თანამდებობაზე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა მოსამართლეობის
კანდიდატთა სია, 10 პირის შემადგენლობით.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში გამოგზავნილი
ერთგვერდიანი წარდგინება არ შეიცავს არავითარ დასაბუთებას წარმოდგენილი
კანდიდატების თაობაზე.
საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი რჩება, თუ ვინ და რა კრიტერიუმებით შეარჩია
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები, აგრეთვე რა პროცესი უძღოდა წინ
მათ ნომინირებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი:
-
მიიჩნევს, რომ ამგვარი გაუმჭვირვალე და დაუდგენელი პროცედურით უზენაესი
სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირება ჩრდილს აყენებს, როგორც
საკანონმდებლო, ისე სასამართლო ხელისუფლებას, არ შეესაბამება კონსტიტუციის
სულისკვეთებას
და
ქმნის
საფრთხეს,
რომ
გაღრმავდეს
უნდობლობა
მართლმსაჯულების სისტემის მიმართ;
-
მოუწოდებს
იუსტიციის
უმაღლეს
საბჭოს,
წარმოდგენილი
სია
მისივე
გადაწყვეტილებით უკან გაიწვიოს და ხელახალ ნომინირებამდე შეიმუშაოს უზენაესი
სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის გამჭვირვალე, დეტალური
პროცედურა.
პარლამენტის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების თაობაზე"
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ
ა.ა) პროექტის მიღების მიზეზი:
დღეისათვის არ არსებობს რეგულაციები, კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა. შესაბამისად, იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეობის კანდიდატების ნომინირებისას უცნობია რა
კრიტერიუმებით შეარჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები, აგრეთვე
რა პროცესი უძღოდა წინ მათ ნომინირებას.
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პროექტი:
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში გამოგზავნილი ერთგვერდიანი წარდგინება
არ შეიცავს არავითარ დასაბუთებას წარმოდგენილი კანდიდატების თაობაზე. შესაბამისად
მიგვაჩნია, რომ საჭიროა მეტად გამჭვირვალე პროცესის წარმოება, რის გამოც ინიცირებულია
დადგენილების პროექტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოსამართლეობის კანდიდატების
წარმოდგენილი სიის გაწვევა და ხელახალ ნომინირებამდე უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის გამჭვირვალე, დეტალური პროცედურის
წარმართვა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
გამომდინარე იქიდან, რომ დღეისათვის არ არსებობს გაწერილი პროცედურები და არც
კრიტერიუმები, აუცილებელია მიღებულ იქნეს დადგენილების პროექტი, რომელიც
დაავალდებულებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის
გამჭვირვალე, დეტალური პროცედურის წარმართვას.
ა.ბ) პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის მიღების შედეგად დადგინდება მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის
კრიტერიუმები.
ა.გ) პროექტის ძირითადი არსი:
პროექტის არსს წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეობის
კანდიდატთა წარმოდგენილი სიის უკან გაწვევა და ხელახალ ნომინირებამდე უზენაესი
სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის გამჭვირვალე, დეტალური
პროცედურის წარმართვა.
ა.დ) პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ პროექტთან მიმართებაში.
ა.ე) პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
პროექტის გამოქვეყნებისთანავე ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს არსებული საკანონმდებლო
ხარვეზის შევსებას. გამომდინარე იქიდან, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის
კანდიდატთა შერჩევის პროცესი უკვე დაწყებულია, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული
დადგენილების პროექტი განხილულ უნდა იქნეს შეძლებისდაგვარად სწრაფი ტემპით.
ა.ვ) პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
დადგენილების პროექტის მიღება და განხილვა არ ითვალისწინებს მის დაჩქარებული წესით
განხილვას.
ბ) პროექტის ფინანსური დასაბუთება.
ბ.ა) პროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
პროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
პროექტი არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
პროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
პროექტი არ აუარესებს ფინანსურ მდგომარეობას.
ბ.ვ) პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა
და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
პროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის განსაზღვრა.
გ) პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
პროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
არ არის.
დ.ბ) პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ არის.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) პროექტის ავტორი: საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები „ევროპული
საქართველო“, ,,ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" და ,,ევროპული
საქართველო - რეგიონები".
ვ) პროექტის ინიციატორი: საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები „ევროპული
საქართველო“, ,,ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" და ევროპული
საქართველო - რეგიონები".