„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
17.01.2019
ავტორი
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
ინიციატორი
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები"
ნომერი
#07-3/271/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-04
ბიუროს ნომერი 233

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ (მიღებულია 31.01.1996 წელი) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. 22-ე მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი: ,,7. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო არ გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას, კონსტიტუციური სარჩელი/წარდგინება ითვლება დაკმაყოფილებულად.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შესაბამისი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ: „1.კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციის მომენტიდან. განსაკუთრებულ შემთხვევაში სარჩელის განხილვის ვადას არა უმეტეს 2 თვით აგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ჩაატარა კვლევა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შესახებ. კვლევის ერთ-ერთი მიზანი იყო იმის დადგენა, თუ საშუალოდ რა ვადაში მიიღება საკონსტიტუციო სასამრთლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილება კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების შესახებ. IDFI-მ იხელმძღვანელა 2016-2017 წლებში რეგისტრირებული იმ საქმეებით, რომლებზეც საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ, მეორე კოლეგიამ ან პლენუმმა საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო, ასევე წინა წლებში რეგისტრირებული იმ საქმეებით, რომლებზეც საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება 2016-2017 წლებში მიიღო. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელსა თუ წარდგინებაზე გადაწყვეტილებას ყველაზე სწრაფად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია იღებს. თუმცა ეს ყველაზე სწრაფი საშუალო ვადა კანონით დადგენილ მაქსიმუმზე (11 თვე) გაცილებით მეტია და შეადგენს 25 თვესა და 15 დღეს (ანუ კანონით განსაზღვრულ ზღვრულ ვადასთან შედარებით 14 თვითა და 15 დღით მეტი). „მეორე“ ადგილზეა პლენუმი, რომელიც გადაწყვეტილებას საშუალოდ 26 თვესა და 5 დღეში იღებს, ხოლო „მესამე“ ადგილზეა მეორე კოლეგია - საშუალოდ 31 თვე და 22 დღე. აღსანიშნავია, რომ განსახილველ პერიოდში, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველაზე ხანგრძლივი ვადა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დასჭირდა საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალის კონსტიტუციურ სარჩელზე, რომელიც შეეხებოდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის პრეზუმფციის კონსტიტუციურობის საკითხს, (კონსტიტუციური სარჩელი N550). სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო სარჩელის შეტანიდან 4 წლის 9 თვისა და 13 დღის შემდეგ. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან ცხადია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორგანული კანონით დადგენილი ვადების დარღვევის ფაქტები. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად კანონპროექტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონპროექტის მიღების აუცილებლობა: აუცილებელია კანონშივე არსებობდეს ის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორგანული კანონით დადგენილი ვადების დაცვას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორგანული კანონით დადგენილი ვადების დაცვას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის 22-ე მუხლში შედის ცვლილება, რომლითაც დგინდება სასკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორგანული კანონით დადგენილი ვადის დარღვევის შედეგი. კერძოდ, ემატება შემდეგი შინაარსის პუნქტი - ,, 7. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო არ გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას, შესაბამისი კონსტიტუციური სარჩელი/წარდგინება ითვლება დაკმაყოფილებულად.“ ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: რამდენადაც ამ კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის განსაკუთრებული პრინციპი არ არის გამოკვეთილი, აღებულ იქნა ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზოგადი ვადა ისეთი შემთხვევებისთვის, როცა საქართველოს საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის ვალდებულებებს. მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს იმ პირების ფინანსურ შედეგებზე, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი და არ იცვლება არსებული გადასახადები, მოსაკრებლები და სხვა სახის გადასახდელები. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: კანონპროექტი არ გამომდინარეობს ევროკავშირის ასეთი სამართლებრივი აქტიდან. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი ორგანიზაცია, დაწესებულება და ექსპერტი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/ დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი შეფასება არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: კანონპროექტს არ უდევს საფუძვლად მისი მსგავსი კანონების სხვა ქვეყნების მიერ იმპლემენტაციის გამოცდილება. კანონპროექტის მომზადებისას არ იქნა მაგალითად გამოყენებული აღნიშნული გამოცდილება. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პატრიოტთა ალიანსი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საპარლამენტო ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტები“