ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ დემოკრატების“ მომართვა ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ დემოკრატების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტების და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (№07-3/250; 29.11.2018) დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-04
ბიუროს ნომერი 233
📜 ტექსტი
წერილი
ფრაქცია „ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატები“
2-671/19
16-01-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გთხოვთ
მიიღოთ გადაწყვეტილება საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (№07-3/250; 29.11.2018) და
მისგან გამომდინარე სხვა კანონის პროექტების დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ.
“დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონი 2019 წლის 1 იანვრიდან სრულად
ამოქმედდა. ამ კანონით შეიქმნა ახალი ტიპის საპენსიო სისტემა, რომელიც წინგადადგმული ნაბიჯია,
თუმცა ეს სისტემა სრულად ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქვეყნის წინაშე არსებობს. ჩვენი აზრით,
იმისათვის რომ რეფორმამ სრულად უპასუხოს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, საპენსიო
პოლიტიკის მიმართულებით, აუცილებელია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში
განხორციელდეს ჩვენს მიერ ინიცირებული ცვლილებები. ამასთან აუცილებელია ცვლილებების
მიღება დაჩქარებული წესით განხორციელდეს, რადგან კანონის სრულად ამოქმედების შემდეგ უკვე
დაწყებულია მოქალაქეების მიერ საპენსიო შენატანების განხორციელების პროცესი. კანონში
ცვლილებების დროულად არ განხორციელების შემთხვევაში სულ უფრო გართულდება იმ სისტემაზე
გადასვლა, რომელიც ჩვენს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით იქმნება. ჩვენს მიერ
შემოთავაზებული სისტემის ეფექტურად ამოქმედებისთვის აუცილებელია ცვლილებების დროულად
განხორციელება.
აქედან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით მიიღოთ გადაწყვეტილება ფრაქცია „ქართული
ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით 2018 წლის 28 ნოემბერს
წარმოდგენილი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (№07-3/250) და მისგან გამომდინარე სხვა კანონის
პროექტების დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ.
პატივისცემით,
ფრაქციის თავმჯდომარე
გია ჟორჟოლიანი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge