საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დასკვნა საქართველოს, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანგარიშზე
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-04
ბიუროს ნომერი 233
📜 ტექსტი
დასკვნა
რეგიონალური პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტი
2-781/19
18-01-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანგარიში:
საქართველოს, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას შორის
დადებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების
თაობაზე;
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა
საკუთარი საზედამხედველო საქმიანობის გეგმის შესაბამისად, 2019 წლის 16 იანვარს
კომიტეტის სხდომაზე მოუსმინა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანგარიშს საქართველოს, ევროკავშირსა და ევროპის
ატომური ენერგიის გაერთიანებას შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულებების შესრულების თაობაზე;
პირველი ვალდებულება გახლავთ 2015-2017 წლების რეგიონული განვითარების პროგრამის
ეფექტიანი განხორციელება, მათ შორის ეფექტური უწყებათაშორისი კოორდინაციისა და
მრავალდონიანი მმართველობის მექანიზმების საშუალებით. ამ ვალდებულების შესრულების
6 თვის კონსოლიდირებული ანგარიში უკვე სამინისტრომ უკვე გაასაჯაროვა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურად
მუშაობს დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეცენტრალიზაციის
სტრატეგიის საჯარო განხილვები, რაც მჭიდროს არის დაკავშირებული რეგიონების
განვითარების ვალდებულებასთან.
ამასთანავე, სამინისტრო აქტიურად აწარმოებს დიალოგს ევროკავშირის შესაბამის
სტრუქტურებთან რათა მოხდეს, რეგიონების დაახლოება არა მხოლოდ სამართლებრივი
ფორმატით, არამედ ცხოვრების დონითა და სერვისების მიწოდებით.
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
აქტიურად იგეგმება და ხორციელდება ტრენინგ-პროგრამები მუნიციპალიტეტების
თანამშრომელთათვის და სხვა ჩართული მხარეებისთვის, მათ შორის სივრცითი მოწყობის,
ინვესტიციების მოზიდვისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო იმერეთის რეგიონული ნაგავსაყრელის
მშენებლობა, რომელიც მიმდინარეობს. ამასთანავე მოხდა გუდაურის წყალანირების
გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროექტირება, ამ პროექტის განხორციელების გაგრძელება
იგეგმება 2019 წლის განმავლობაშიც.

ცნობად მიიღო წარმოდგენილი ანგარიში.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა გაბუნია