საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დასკვნა სახალხო დამცველის მოხსენებაზე „რეგიონებსა და მინიციპალიტეტებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.01.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
ნომერი
#2-794/19
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-04
ბიუროს ნომერი 233

📜 ტექსტი

დასკვნა
რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 2-794/19 18-01-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დასკვნა სახალხო დამცველის მოხსენებაზე „რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საკუთარი საზედამხედველო საქმიანობის გეგმის შესაბამისად, 2019 წლის 16 იანვარს კომიტეტის სხდომაზე მოუსმინა სახალხო დამცველის მოხსენებას „რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“. სახალხო დამცველი, საკუთარ მოხსენებაში შეეხო ადამიანის იმ უფლებებს, რომელთა განხორციელების უზრუნველყოფა მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებში შედის:  სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაცია. წლების განმავლობაში გამოვლენილ პრობლემებს წარმოადგენს უსახლკაროს ცნება არასრულფასოვანი დასახვეწია საკანონმდებლო საკანონმდებლო დონეზე, ბაზა, რათა (მაგალითად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა შეძლონ მათი იდენტიფიცირება და დახმარება), ადგილობრივ დონეზე პროცედურებისა და კრიტერიუმების ნაკლებობა, შეზღუდული საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურული რესურსები, ერთიანი და მუნიციპალური მონაცემთა ბაზების უქონლობა, თავშესაფარში მოთავსებული პირებისთვის მხარდამჭერი პროგრამების არარსებობა, უფლების შესახებ დაბალი ცნობიერება. ბიუჯეტირების პროცესში უსახლკარო პირების საჭიროებების გათვალისწინება ნაკლებად ხდება.  ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე ქვეყანაში კვლავ უმთავრესი პრობლემაა. ბიოლოგიური ოჯახიდან საფუძვლით ბავშვის გამოყვანა სიღარიბის და არასათანადო ცხოვრების დონის კვლავ გამოწვევას წარმოადგენს, თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge შესაბამისად, ადგილობრივმა თვითმმართველობამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების გაძლიერებას.  სკოლების ინფრასტრუქტურა და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა სავალალოა, 2017 წელს წყალი არ მიეწოდებოდა 94 სკოლას. 2018 წელს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, სკოლის სანიტარული ობიექტები მოქმედი, სრულად ტექნიკურად გამართული და სუფთა 108 საჯარო სკოლიდან მხოლოდ 18 საჯარო სკოლაშია (16.7%). სახალხო დამცველმა გასცა რეკომენდაცია: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ხელი უნდა შეუწყონ წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და წყლის ხარისხის ამაღლებას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სოფლად და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასა და განსაკუთრებით, ბავშვებისათვის წყლის მისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხებს.  სკოლამდელი განათლების სფეროში მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება არასაკმარისი საბავშვო ბაგა-ბაღების რაოდენობა. რეგიონებში არსებულ საბავშვო ბაგა-ბაღებში მნიშვნელოვანი პრობლემები იკვეთება დაწესებულებების ინფრასტრუქტურული გარემოს, სანიტარიულ-ჰიგიენური მიწოდება/განახლების პირობებისა და მიმართულებით; სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებების ინვენტარის მნიშვნელოვანი ნაწილი სარეაბილიტაციოა და არასათანადო პირობებში ფუნქციონირებს; მოსაწესრიგებელია წყალმომარაგების სისტემები; ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საბავშვო ბაგა-ბაღების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით მაღალმთიან რაც პრობლემური დასახლებებში. საკითხია ბევრ მნიშვნელოვანია რეგიონში, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უზრუნველყონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამის სათანადოდ მიწოდება სკოლამდელი ასაკის შშმ ბავშვებისთვის.  შშმ პირთათვის სივრცის მოწყობის მარეგულირებელი სამშენებლო სტანდარტები დანერგილი არ არის უმეტეს მუნიციპალიტეტებში და მათ აღსრულებაზე სათანადო ზედამხედველობა არ ხორციელდება. ამასთანავე, შშმ პირთათვის სივრცის მოწყობის მარეგულირებელი მოთხოვნები გამოიყენება მხოლოდ ახლად აშენებულ და რეკონსტრუირებულ შენობებთან მიმართებით და არა ძველი შენობების მოდიფიცირების პროცესში, რაც თავისთავად პრობლემას წარმოადგენს. სამშენებლო პროცესში დარღვევის გამოვლენისას ადგილობრივი თვითმმარველობები არ იყენებენ გაფრთხილებისა და დაჯარიმების მექანიზმებს. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია შშმ პირთა მიერ სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით დაუბრკოლებლად სარგებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივი გაიზიარეს ცვლილებები განხორციელდა/დაიგეგმა და თვითმმართველობის მოცემული ორგანოებმა საკითხის მარეგულირებელ დადგენილებებში.  შშმ პირთა ჩართულობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის პრიორიტეტების შემუშავების პროცესში პრობლემური საკითხია, ვინაიდან ძალიან ცოტა მუნიციპალიტეტი რთავს მათ ბიუჯეტის პრიორიტეტების შემუშავების პროცესში და მათგან უმეტეს შემთხვევაში ეს ჩართულობა ფორმალურია. მსგავსი პრაქტიკაა რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების მუშაობაც. 2017 წლის მდგომარეობით, საბჭოები შექმნილია მხოლოდ 39 მუნიციპალიტეტში.  ხანდაზმულ პირთა სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის მიმართულებით, პრაქტიკამ გამოავლინა, რომ ასაკოვანი ადამიანების დიდი ნაწილისთვის არ არის ხელმისაწვდომი სოციალური სერვისები და ადეკვატური საცხოვრებელი; მათზე მიმართული მიზნობრივი პროგრამები საკმარისი არ არის, ხოლო ადგილობრივ დონეზე ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე ზრუნვის მიზნით გატარებული ღონისძიებები ვერ ფარავს არსებულ საჭიროებებს. ხაზგასასმელია, რომ ადგილობრივ დონეზე მოქმედ ზოგიერთ პროგრამაში (მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, უფასო მგზავრობის პროგრამა) მოსარგებლის ჩართვის წინაპირობას წარმოადგენს პირის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია, რაც ხანდაზმულებს პროგრამებით სარგებლობის დროს გარკვეულ დაბრკოლებას უქმნის.  გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით, ისევ პრობლემურია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორცილების პროცესში ქალთა მონაწილეობა. საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობა მხოლოდ 13.46%-ია, ხოლო 64 არჩეული მერიდან ქალი მხოლოდ ერთია. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისი და ხშირად ფორმალური ხასიათისაა. თვითმმართველი ერთეულების უმეტესობას არ ჰყავს გენდერის მრჩეველი, ხოლო იმ რეგიონებში, სადაც შექმნილია გენდერული თანასწორობის საბჭოები და დანიშნულია გენდერის მრჩევლები, კვლავ დღის წესრიგში დგას აღნიშნული მექანიზმის ინსტიტუციურ დონეზე გაძლიერება. მუნიციპალიტეტების საქმიანობას ქალთა საჭიროებების დასაფარად, აქცენტირებულია ისეთ პროგრამებზე როგორიცაა: მარტოხელა და მრავალშვილიანი დედების, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი დახმარება და ბინის ქირით უზრუნველყოფა. თუმცა, აღნიშნული პროექტები მხოლოდ ცალკეულ მუნიციპალიტეტებში ხორციელდება და მათ შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონე საკმაოდ დაბალია. სასურველია, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ჩაატარონ ქალთა საჭიროებების კვლევა და განხორციელდეს ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და უფლებრივი გაძლიერებისაკენ მიმართული პროექტები ადგილობრივ დონეზე.  სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტების უმეტესობა, თანასწორობის უფლების ჭრილში, შეეხება შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებს. დისკრიმინაციული მოპყრობა, როგორც წესი, დასაქმებაზე უარსა და სამუშაო ადგილიდან გათავისუფლებაში გამოიხატება. ამასთან, 2017 ხშირი იყო ფაქტები, როდესაც, სკოლებში, ბაღებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში შრომითი უფლებები დაირღვა სხვადასხვა ტიპის დისკრიმინაციული ხასიათის მქონე ქმედებებით. განცხადებათა აბსოლუტური უმრავლესობა პოლიტიკური ან განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებთან იყო დაკავშირებული.  რელიგიის თავისუფლების მიმართულებით, უნდა ითქვას, რომ არადომინანტი რელიგიური ჯგუფები ადგილობრივ თვითმმართველობებში საკულტო ნაგებობების მშენებლობისას დაბრკოლებებს კვლავ აწყდებიან. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც სახალხო დამცველმა უკანონოდ მიიჩნია მშენებლობის ნებართვაზე უარის თქმა მუსლიმი თემისათვის, კათოლიკე სხვადასხვა ეკლესიისათვის. ამასთანავე გამოვლინდა სახალხო დამცველი კონფესიისადმი. არაერთგვაროვანი მოუწოდებს მიდგომა ადგილობრივ თვითმმართველობებს დაიცვან რელიგიური ნეიტრალიტეტი და თანასწორუფლებიანობის კონსტიტუციური პრინციპი, მათ შორის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში.  ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაცია განსაკუთრებით მწვავედ თავს რიგ მუნიციპალიტეტებში იჩენს. წლების განმავლობაში დიდ გამოწვევას წარმოადგენდა და კვლავ პრობლემად რჩება ქალაქგეგმარებითი მიმართულებით არსებული პრობლემები, მათ შორის, რეკრეაციულ ზონებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას საჯარო ინტერესების გაუთვალისწინებლობა, ასევე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს სპეციალურ ანგარიშებს, რომლებიც შეეხება სუფთა ჰაერზე უფლების მდგომარეობას, ატმოსფერული ჰაერის ხარისხს ქვეყანაში და საქართველოს საჯარო სკოლებში წყალსა და სანიტარიაზე უფლების მდგომარეობას.  ეკომიგრანტთა სფეროში არსებული ძირითადი პრობლემები კვლავაც გადაუჭრელია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეკომიგრაციის პრევევენცია. გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები, რომლებიც შეეხება ცალკეული რეგიონების მიხედვით გასატარებელ პრევენციულ ღონისძიებებს, არ სრულდება. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს არ გააჩნიათ შესაბამისი ფინანსური რესურსები მათ განსახორციელებლად.  საკუთრების უფლების ჭრილში მნიშვნელოვანია დროულად განსაზღვროს კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებისათვის სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადასაცემი უძრავი ქონება, ამასთან საქართველოს მთავრობამ უნდა განსაზღვროს პირველ რიგში დასაკმაყოფილებელ პირთა რიგითობა. მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებს. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია და მუნიციპალიტეტის ორგანოები აჭიანურებენ გადაწყვეტილების მიღებასა თუ საკითხის განხილვას, რაც უნდა გამოსწორდეს.  სკოლამდელი განათლება არ არის სრულად ხელმისაწვდომი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. აღმზრდელ-მასწავლებლების მნიშვნელოვანი ნაწილი შესაბამის დონეზე არ ფლობს განსხვავებული ეთნიკური წარმოშობის ბავშვებთან მუშაობის უნარებს. აღნიშნულ აღმზრდელ-მასწავლებელთათვის ჩატარებული ტრენინგები კი არ მოიცავს ინფორმაციას მრავალფეროვანი გარემოს მართვის მეთოდებისა და სტრატეგიების შესახებ. იმ სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებშიც წარმოდგენილნი არიან ეთნიკურად არაქართველი მოზარდები, ვერ ხერხდება სახელმწიფო ენისა და მშობლიური ენის სათანადო დონეზე შესწავლა.  ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთა ჩართულობა მუნიციპალიტეტის მმართველობაში ძალიან დაბალია, და ძირითადად ტექნიკური პერსონალის სახით არიან წარმოდგენილნი, რაც მათში ირიბი დისკრიმინაციის განცდას ბადებს. ასევე პრობლემური საკითხია, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთა ინფორმირება სახელმწიფო სერვისების თაობაზე. კომიტეტი ცნობად იღებს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია