„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.01.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე
ნომერი
#07-3/272/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
II მოსმენა (1)
✓ 25 ✗ 7
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა (2)
✓ 26 ✗ 6
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-04
ბიუროს ნომერი 233

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 271-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში ერთჯერადად გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო დადგენილება.“. 2. 272-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადმინისტრაციული გასაჩივრდეს: სამართალდარღვევის საქმეზე შეიძლება ა) ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 234 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში; გადაწყვეტილება სხვაგვარი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რის შემდეგაც საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. დადგენილება ძირითადი და რომელიმე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის ერთდროულად დადების შესახებ მომჩივნის სურვილით შეიძლება გასაჩივრდეს ძირითადი ან დამატებითი სახდელის გასაჩივრებისათვის განსაზღვრული წესით; 1 ბ) შინაგან საქმეთა ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, რომელიც დაფიქსირებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ოქმის შეუდგენლად, – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან); გ) შინაგან საქმეთა ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის შესახებ, – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში; დ) შინაგან საქმეთა ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება საურავის დარიცხვის შესახებ, – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში; ე) სამხედრო საავტომობილო ინსპექციის თანამდებობის პირის დადგენილება გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, რომელიც დაფიქსირებულია სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ოქმის შეუდგენლად, – ზემდგომ თანამდებობის პირთან, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს საჩივარი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: 2018 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №779 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების სიტყვები „რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა“ და მე-2 წინადადების სიტყვები „რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა“; ამავე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის სიტყვები „რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა“ და „დ“ ქვეპუნქტის სიტყვები „რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა“. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების თანახმად, ზოგიერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოო იყო და არ საჩივრდებოდა (მუხლი 272). კერძოდ, გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მასში გასაჩივრებულ შემდეგ საკითხებზე:  შინაგან საქმეთა ორგანოს დადგენილება ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის შესახებ;  შინაგან საქმეთა ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება საურავის დარიცხვის შესახებ;  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;  გადაწყვეტილება სხვაგვარი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან). საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლების სადავო ნორმით გათვალისწინებულ შეზღუდვას მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნები გააჩნია. კერძოდ, იგი ემსახურება პროცესის ეკონომიურობის უზრუნველყოფას და სასამართლოს გადატვირთვისგან დაცვას. “პროცესის ეკონომიურობა და სასამართლოს ხელოვნური გადატვირთვის თავიდან აცილება უმნიშვნელოვანესია მართლმსაჯულების ხარისხის უზრუნველყოფისთვის.“1 შესაბამისად, ბუნებრივია აპელაციის შესაძლებლობა ყველა საქმეზე ვერ იქნება უზრუნველყოფილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარალმენტის წინააღმდეგ“, II-16 1 განურჩევლად საქმის მნიშვნელობისა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შეზღუდვა პირის უფლებას არღვევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას კონკრეტული დავიდან გამომდინარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მომეტებული ინტერესი გააჩნია.2 საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრების მომეტებულ ინტერესის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორია ჩადენილი 3 სამართალდარღვევის სიმძიმე. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება პირის მიერ მძიმე სამართალდარღვევის ჩადენა, მის მიერ სასამართლოს გადაწვეტილების გასაჩივრების უფლებას ვერ გადაწონის პროცესის ეკონომიურობისა და სასამართლოს განტვირთვის ლეგიტიმური მიზნები. სასამართლომ დაადგინა, რომ ქმედებები, რომლებიც სახდელის სახით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს თავისთავად მიჩნეულ უნდა იქნეს მძიმე სამართალდარღვევებად.4 შესაბამისად, ამ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყევტილების გასაჩივრების შეზღუდვა არღვევს კონსტიტუციის მოთხოვნებს. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების არსებობის ერთ-ერთი მიზანია ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბება და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.5 გასაჩივრების დაუშვებლობა იმ პირობებში, როდესაც ერთი ინსტანციის სასამართლოები ნორმებს განსხვავებულად განმარტავენ, ფაქტობრივად, სააპელაციო მექანიზმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციაზე უარის თქმას უთანაბრდება. ამდენად, სასამართლომ არაერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის პირობებში სააპელაციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვა არაკონსტიტუციურად მიიჩნია. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების აკრძალვა, თავისთავად არაკონსტიტუციურ რეგულირებას არ წარმოადგენს. გასაჩივრებული ნორმების არაკონსტიტუციურობას განაპირობებს, რიგ შემთხვევებში, გასაჩივრების მომეტებული ინტერესის არსებობის უგულებელყოფა. სახელდობრ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების სადავო სიტყვები არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, ვინაიდან ისინი ზღუდავენ გასაჩივრების შესაძლებლობას ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების საჭიროებისას, ხოლო „ა“ ქტეპუნქტის სიტყვების არაკონსტიტუციურობა დამატებით განაპირობა სააპელაციო სასამართლოსადმი მიმართვის დაუშვებლობამ მძიმე სამართალდარღვევის არსებობისას.6 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარალმენტის წინააღმდეგ“, II-49 3 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარალმენტის წინააღმდეგ“, II-29 4 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარალმენტის წინააღმდეგ“, II-35 5 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარალმენტის წინააღმდეგ“, II-20 6 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარალმენტის წინააღმდეგ“, II-53 2 აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების სადავო სიტყვები იმ ნაწილში, რომელიც პირს ართმევს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს სამართალდარღვევასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოთა განმარტებები ამა თუ იმ კანონის ნორმის შინაარსთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, არღვევს გონივრულ ბალანსს შეზღუდულ და დაცულ ინტერეებს შორის. ამ პირობებში უფლების შეზღუდვით შელახული ინტერესები მნიშვნელოვნად აღემატება უფლების შეზღუდვის შედეგად დაცულ სიკეთეს, რაც სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას განაპირობებს. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმების დაუყონებლივ ძალადაკარგულად გამოცხადება გამოიწვევდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გასაჩივრების წესის მყისიერ ცვლილებას. კერძოდ, სრულად გაუქმდებოდა სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვის შეზღუდვა, რასაც შესაძლოა, მნიშვნელოვნად გადაეტვირთა სააპელაციო სასამართლოები და საფრთხე შეემქნა ლეგიტიმურ ინტერესებისათვის. ამდენად საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობა უნდა გადავადებულიყო 2019 წლის 31 მარტამდე. ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილების „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარალმენტის წინააღმდეგ“, აღსრულებას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანას. ა.ა.ბ) არსებული აუცილებლობა: პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილების აღსრულების საჭიროებიდან. კერძოდ, სხვა, ალტერნატიული საშუალებები არ იძლევა სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის მიღწევის შესაძლებლობას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილების - „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარალმენტის წინააღმდეგ“, აღსრულება და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები. მითითებული ნორმა ყალიბდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილებით „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად:  271-ე მუხლის მე-2 ნაწილში ხდება დაზუსტება საგამონაკლისო წესთან მიმართებით, კერძოდ, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.  272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“,“გ“,“დ“ პუნქტებიდან ხდება სიტყვების „რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა“ ამოღება და შესაბამისად, დაემატა სიტყვები „რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში“; ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმების დაუყონებლივ ძალადაკარგულად გამოცხადება გამოიწვევდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გასაჩივრების წესის მყისიერ ცვლილებას. კერძოდ, სრულად გაუქმდებოდა სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვის შეზღუდვა, რასაც შესაძლოა, მნიშვნელოვნად გადაეტვირთა სააპელაციო სასამართლოები და საფრთხე შეემქნა ლეგიტიმურ ინტერესებისათვის. ამდენად საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობა უნდა გადავადებულიყო 2019 წლის 31 მარტამდე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია კანონპროექტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, იმ პირობით, რომ აღნიშნული თარიღი არ იქნება 2019 წლის 31 მარტზე გვიანი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: ხარჯების წარმოშობის შემთხვევაში მისი დაფინანსების წყარო იქნება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სასამართლოსათვის გამოყოფილი ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტმა შესაძლებელია გამოიწვიოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდა, იმ ფარგლებში, რა ფარგლებითაც შესაძლოა გაიზარდოს ადმინისტრაციული ხარჯები სააპელაციო სასამართლოსათვის მიმართვიანობის მატების პირობებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის სტანდარტებთან: მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ამგვარი ქვეყნების გამოცდილება გამოყენებული არ არის. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: ეკა ბესელია ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე