სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის ანგარიში სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების, სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანებების ოდენობისა და მოსამართლის ბრძანებების საფუძველზე განხორციელებული შემოწმებების შედეგების შესახებ“

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.01.2019
ავტორი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ერეკლე მექვაბიშვილი
ნომერი
#1-913/19
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-04
ბიუროს ნომერი 233

📜 ტექსტი

წერილი
*000556/10* № 000556/10 22/01/2019 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს ბატონო ირაკლი, გაცნობებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური და ზოგადად მისი პოლიტიკა, მიზნად ისახავს აუდიტის ობიექტისათვის სარეკომენდაციო ხასიათის ანგარიშების მომზადებას, რათა მათი საქმიანობა გახდეს გაცილებით პროდუქტიული, ეფექტიანი და საბიუჯეტო ორგანიზაციების მხრიდან სახელმწიფო სახსრების ხარჯვა − რაციონალური. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური სხვადასხვა სახეობის აუდიტის ჩატარების დროს დგება იმ აუცილებლობის წინაშე, როდესაც საჭირო ხდება ორგანიზაციის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტაციის გამოთხოვა სასამართლოს მეშვეობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს სამსახურის მიერ 2018 წელს სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების, სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანებების ოდენობისა და მოსამართლის ბრძანებების საფუძველზე განხორციელებული შემოწმებების შედეგების შესახებ (თან ერთვის). დანართი: 1 (ერთი) ფურცელი. პატივისცემით, ერეკლე მექვაბიშვილი გენერალური აუდიტორი
ანგარიში
დანართი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის ანგარიში სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების, სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანებების ოდენობისა და მოსამართლის ბრძანებების საფუძველზე განხორციელებული შემოწმებების შედეგების შესახებ 2018 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ორჯერ მიმართა შუამდგომლობით, ფიზიკური პირებისა და ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირების (გადასახადის გადამხდელების) საგადასახადო საიდუმლოების გამოთხოვასთან დაკავშირებით, კერძოდ: 1. 2018 წლის 6 აგვისტოს №11434/16 შუამდგომლობა − უმაღლესი განათლების პროგრამებისა და შრომის ბაზრის თავსებადობის ეფექტიანობის აუდიტთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია 2017 წლის ივლისიდან 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში საბაკალავრო პროგრამული მიმართულებების კურსდამთავრებულების მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლების შესახებ, დამსაქმებელი ორგანიზაციისა და დასაქმების პერიოდის მითითებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე, დაკმაყოფილდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია და შესწავლილ იქნა აუდიტის ობიექტის დანარჩენ დოკუმენტაციასთან ერთად. აღნიშნული აუდიტი ამ ეტაპზე მიმდინარეობს და არ დასრულებულა. 2. 2018 წლის 12 ოქტომბრის №13550/16 შუამდგომლობა − სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შესაბამისობის აუდიტთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ფიზიკური პირების მიერ 2016-2017 წლებში მიღებული შემოსავლების შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე, დაკმაყოფილდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია და შესწავლილ იქნა აუდიტის ობიექტის დანარჩენ დოკუმენტაციასთან ერთად. აღნიშნული აუდიტის ანგარიში №79/36 დამტკიცდა 2018 წლის 28 დეკემბერს და გადაეგზავნა აუდიტის ობიექტს.