საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია 2018 წლის განმავლობაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ ხელახალი საგადასახადო შემოწმების ნებართვის მისაღებად, სასამართლოში წარდგენილი 8 (რვა) შუამდგომლობის, სასამართლოს მიერ გაცემული 8 (რვა) ბრძანების და 2018 წლის განმავლობაში განხორციელებული 8 (რვა) ხელახალი შემოწმებების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-04
ბიუროს ნომერი 233
📜 ტექსტი
წერილი
https://edoc.mof.ge/public/#/
7248-08-02-2-201901231448
N 08-02/7248
23/01/2019
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს
ბატონ გივი მიქანაძეს
ბატონო გივი,
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად,
გაცნობებთ, რომ 2018 წლის განმავლობაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების
სამსახურის მიერ ხელახალი საგადასახადო შემოწმების ნებართვის მისაღებად, სასამართლოში
წარდგენილი იქნა 8 (რვა) შუამდგომლობა, ხოლო სასამართლოს მიერ გაცემული იქნა 8 (რვა) ბრძანება.
ამასთან, 2018 წლის განმავლობაში განხორციელდა 8 (რვა) ხელახალი შემოწმება.
პატივისცემით,
გიორგი კაკაურიძე
მინისტრის მოადგილე