„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.01.2019
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ დემოკრატები"
ინიციატორი
ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატები"
ნომერი
#07-3/274/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-04
ბიუროს ნომერი 233

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) 167-ე მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი „5. ყოველწლიურად საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე ამტკიცებს, საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წარმოდგენილ, დაგროვების კოეფიციენტის განაკვეთს. საქართველოს პარლამენტი დაგროვების კოეფიციენტის განაკვეთს ამტკიცებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.“ მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ: ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი: რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ერთ-ერთი ცვლილების მიხედვით, საქართველოს პარლამენტი ყოველწლიურად საშემოდგომო სესიაზე ამტკიცებს საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წარდგენილ დაგროვების კოეფიციენტის განაკვეთს. რეგლამენტი შესაბამისობაში მოვა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებასთან. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა; „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილების მიხედვით, აუცილებელია შესაბამისი ცვლილების ასახვა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები: რეგლამენტის პროექტის მიღების შედეგად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განისაზღვრება ნორმა, რომლის მიხედვით, პარლამენტი ამტკიცებს საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წარდგენილ დაგროვების კოეფიციენტის განაკვეთს. შედეგად, იგი შესაბამისობაში მოვა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ანალოგიურ ცვლილებასთან. ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი: რეგლამენტის პროექტით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 167-ე მუხლს ემატება მე-5 პუნქტი, რომლის მიხედვით, განისაზღვრება პარლამენტის უფლებამოსილება ყოველი წლის საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცოს საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წარდგენილი დაგროვების კოეფიციენტის განაკვეთი. ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული პროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტთან მიმართებაში. ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო რეგლამენტისათვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; რეგლამენტის პროექტი უნდა ამოქმედდეს 1 მარტიდან. რეგლამენტის პროექტი დაკავშირებულია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებასთან. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედება დაგეგმილია 1 მარტიდან. შესაბამისად რეგლამენტის პროექტი უნდა ამოქმედდეს 1 მარტიდან. ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); რეგლამენტის პროექტი ემსახურება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებასთან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისობაში მოყვანას. ჩვენს მიერ მოთხოვნილია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე“ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. აუცილებელია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების მიღება დაჩქარებული წესით განხორციელდეს, რადგან კანონის სრულად ამოქმედების შემდეგ უკვე დაწყებულია მოქალაქეების მიერ საპენსიო შენატანების განხორციელების პროცესი. კანონში ცვლილებების დროულად არ განხორციელების შემთხვევაში სულ უფრო გართულდება იმ სისტემაზე გადასვლა, რომელიც ჩვენს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით იქმნება. ჩვენს მიერ შემოთავაზებული სისტემის ეფექტურად ამოქმედებისთვის აუცილებელია ცვლილებების დროულად განხორციელება. შესაბამისად უნდა მოხდეს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: რეგლამენტის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: რეგლამენტის პროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება. გ)რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს; გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; ორგანიზაციებში გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/დანაწილი; რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს; გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს; დ რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს; დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/ დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს; დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი დოკუმენტების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“. ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“.