საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევი პროექტების პაკეტიდან (N07-2/260; 04.10.2018) „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის გამოთხოვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-04
ბიუროს ნომერი 233
📜 ტექსტი
წერილი
*GOV31900002465*
GOV 3 19 00002465
24/01/2019
საქართველოს პარლამენტს
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით
საქართველოს პარლამენტს წარედგინა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი და მისგან
გამომდინარე საკანონმდებლო აქტების პროექტები (N32473; 04.10.2018), მათ შორის,
„საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი. როგორც მოგეხსენებათ,
ახლადარჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ ამოქმედდა
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“,
რომლითაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“. შესაბამისად, მთავრობის საკანონმდებლო
ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი „საქართველოს სახელმწიფო
გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტის შემდგომი განხილვის საჭიროება არ არსებობს.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი
საკანონმდებლო პაკეტი, ზემოაღნიშნული ორგანული კანონის პროექტის გარეშე,
საქართველოს პარლამენტის მიერ უკვე მიღებულია.
ყოველივე ზემოთ მოცემულის გათვალისწინებით, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს
მთავრობის 2019 წლის 23 იანვრის N51 განკარგულების შესაბამისად, გამოვითხოვთ
საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში
წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია:
04.10.2018; N32473) შემადგენელ „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის
პროექტს.
დანართი: 3 გვ.
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი
ნათია მიქელაძე