საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-04
ბიუროს ნომერი 233
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-4497/19
18-03-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ
წარმოდგენილია საკანონმდებლო წინადადება: ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების
შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს
კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-1105/19; 25.01.2019).
საკითხზე დამატებითი კონსულტაციებისა და პოზიციების შეჯერების
საჭიროებიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, საკანონმდებლო წინადადების
განხილვის ვადა გაგრძელდეს ერთი თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-7815/19
25-04-2019
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 25 აპრილის სხდომაზე განიხილა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ’’
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (N1-1105/19; 25.01.2019).
1. საკანონმდებლო წინადადების არსი:
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ცვლილება
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც მიზნად
ისახავს პრაქტიკაში არსებული ხარვეზების გამოსწორებასა და საკითხისადმი
ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას. კერძოდ, საკანონმდებლო წინადადების ავტორთა
თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ სახელმწიფო და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების
შემთხვევაში განსხვავებულია სასამართლო პრაქტიკა. აქ, უპირველეს ყოვლისა,
იგულისხმება სასამართლოს მიერ სარჩელის განხილვისა და გადაწყვეტილების
გამოტანის ვადები, რომელიც ხშირად საქმის კონკრეტულ გარემოებებზეა (მის
რეზონანსულობასა და მაღალ საჯარო ინტერესზე) ხოლმე დამოკიდებული, რაც,
თავის მხრივ,შერჩევით მართლმსაჯულებას შეიძლება წყობდეს ხელს. სწორედ ამ
განსხვავებულობისა და საკითხისადმი არაერთგვაროვანი მიდგომის აღმოფხვრას
ემსახურება მიზნად წარმოდგენილი საკანომდებლო წინადადება, რომელიც
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7
პუნქტში ითვალისწინებს შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ სარჩელის სამი
კალენდარული დღის განმავლობაში განხილვის ვალდებულებას. ამასთან,
ცვლილების თანახმად, მოცემული ვადის გაგრძელება დაუშვებელი იქნება.
გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადება ასევე ითვალისწინებს რაიონული
(საქალაქო)
სასამართლოს
გადაწყვეტილების/განჩინების
გასაჩივრების
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
შესაძლებლობას
სააპელაციო
გადაწყვეტილებაც საბოლოოა.
სასამართლოში,
რომლის
მიერ
მიღებული
ამდენად, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება, ითვალისწინებს რა
ცვლილებებს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13
და მე-14 მუხლებში, ემყარება შემდეგ ძირითად პრინციპებს:
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროსა
და
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების
გასაჩივრებისას საქმის განხილვის ერთიანი სტანდარტის - 3 კალენდარული
დღის ვადაში განხილვის შემოღებას, რომლის გაგრძელებაც დაუშვებელია;
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოს
მიერ
მიღებულ
გადაწყვეტილებაზე სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციო წესით
გასაჩივრების შესაძლებლობას;
სასამართლო გადაწყვეტილების/განჩინების ჩაბარების ერთდღიანი ვადის
განსაზღვრას (ნაცვლად 14 დღისა).
2. კომიტეტის შეფასება
2.1. შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებულია შეკრების
თავისუფლება. აღნიშნული ძირითადი უფლება საფუძველს იღებს გამოხატვის
თავისუფლებისაგან და ამავდროულად, გამოხატვის თავისუფლებით სრულყოფილი
სარგებლობა შეუძლებელია, თუ არ იქნება გარანტირებული შეკრებისა და
მანიფესტაციის გამართვის შესაძლებლობა კანონით დადგენილ ფარგლებში. ამდენად,
შეკრების თავისუფლება, როგორც “lex specialis”, სიტყვისა და აზრის გამოხატვის
თავისუფლების პრაქტიკულად განხორციელების შესაძლებლობას წარმოადგენს.
“თავისუფალი საზოგადოება შედგება თავისუფალი ინდივიდებისაგან,
რომლებიც ცხოვრობენ თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეში, თავისუფლად
აზროვნებენ,
აქვთ
დამოუკიდებელი
შეხედულებები
და
მონაწილეობენ
დემოკრატიულ პროცესებში, რაც აზრთა გაცვლა-გამოცვლასა და პაექრობას
გულისხმობს. ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს, გამოხატოს თავისი აზრი, ან თავი
შეიკავოს მისი გამოხატვისაგან. კონსტიტუცია ამ მიმართებით კატეგორიულია – ის
კრძალავს ადამიანის დევნას აზრის გამო, ასევე მის იძულებას, რომ გამოთქვას აზრი.
კონსტიტუცია იცავს აზრის გამოხატვისა და გავრცელების პროცესს, მის შინაარსსა და
ფორმებს, თუმცა, იმავდროულად, ამ უფლებათა შეზღუდვის ფორმალურ და
მატერიალურ პირობებსაც ადგენს.’’1
1 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბერი #2/2-389
გადაწყვეტილება, II-13
სწორედ ამგვარ შეზღუდვაზე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე
მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, რომელთა მიხედვითაც, შეკრების უფლება შეიძლება
შეიზღუდოს, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. ამდენად, შეკრებისა და
მანიფესტაციის უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის და ამ უფლების, ისევე
როგორც გამოხატვის თავისუფლების სხვა ფორმების შეზღუდვა დასაშვებია
კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური საფუძვლის არსებობისას სხვა
კონსტიტუციური უფლებებისა და პრინციპების უზრუნველყოფის მიზნით.
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება, განმარტებით ბარათს თანახმად,
მიზნად ისახავს შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების პრაქტიკულად
განხორციელების ხელშეწყობასა და ამ კუთხით ერთიანი სასამართლო პრაქტიკის
ჩამოყალიბებას. კერძოდ, საკანონმდებლო წინადადების ავტორთა მიხედვით,
აუცილებელია, კანონით განისაზღვროს შეკრებებისა და მანიფესტაციების
უფლებასთან დაკავშირებული ყველა ინსტანციის სასამართლო დავის განხილვის
ვადა - 3 კალენდარული დღე (ნაცვლად 3 სამუშაო დღისა), რათა არ დაბრკოლდეს
გამოხატვის
თავისუფლება
შეკრებისა
და
მანიფესტაციების
გამართვის
თავისუფლების თვალსაზრისით.
უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება, ერთის
მხრივ, ემსახურება რა პოზიტიურ მიზანს - ხელი შეუწყოს გამოხატვის
თავისუფლების პრაქტიკულ რეალიზებას საზოგადოებაში და ერთიანი სასამართლო
პრაქტიკის ჩამოყალიბებას, მეორეს მხრივ, მან შეიძლება გამოიწვიოს სასამართლოსი
სისტემის გადატვირთვა. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება სასამართლო
განხილვისათვის გონივრული ვადის არსებობა. კერძოდ, სამართლიანი სასამართლოს
განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ის უფლება, რომ სასამართლოს გააჩნდეს
გონივრული ვადა, პროცესისათვის სათანადოდ მომზადების, საქმის გარემოებების
საფუძვლიანად შესწავლისა და მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის. შესაბამისად,
გაანალიზებას საჭიროებს ორი უმნიშვნელოვანესი პრინციპის - სწრაფი
მართლმსაჯულებისა
და
სამართლიანი
სასამართლოს
უფლებების
ურთიერთმიმართება.
2.2 შესაბამისობა საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებთან
შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების პრაქტიკული განხორციელების
თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სწრაფ მართლმსაჯულებას,
რაზეც მიუთითებს არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი. გაეროს
სპეციალური მომხსენებლის 2012 წლის 21 მაისის ანგარიშში (A/HRC/20/27), რომელიც
ეხება მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებას,
აღნიშნულია, რომ ორგანიზატორებს, ხელისუფლებების მიერ დაწესებული
შეზღუდვების თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა უნდა
ჰქონდეთ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოში, რომელმაც, თავის
მხრივ, გადაწყვეტილება დაუყონებლივ უნდა მიიღოს.
მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს „ვენეციის კომისიის დასკვნების
კრებული შეკრების თავისუფლებაზე“, სადაც ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ
ეფექტური რეაგირების უფლება გულისხმობს შეკრების ნებისმიერი შეზღუდვის ან
აკრძალვის შინაარსის გასაჩივრების უფლებას. სასამართლომ საჩივრებზე
გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს სწრაფად და დროულად, რათა ხელისუფლების
გადაწყვეტილების გადახედვის განხორციელება მოხდეს განმცხადებლის უფლებების
შემდგომი ზიანის მიყენების გარეშე. ამასთან, შიდა კანონმდებლობა უნდა
აყალიბებდეს ორგანიზატორებისთვის სამართლებრივი დაცვის მკაფიო საშუალებებს
შეკრების შეუსაბამო აკრძალვის ან დაშლის შემთხვევებში. შეკრების აკრძალვაზე
სასამართლო გადაწყვეტილებების განხილვის პროცედურა უნდა იყოს ისე
ჩამოყალიბებული, რომ შეკრების აკრძალვაზე გადაწყვეტილების კანონიერება
ორგანიზატორებისთვის ცნობილი გახდეს დაგეგმილი შეკრების თარიღამდე. დროის
სიმცირიდან გამომდინარე, შესაძლებელი უნდა იყოს დროებითი ღონისძიებების
გამოყენება. ამასთან, ვენეციის კომისია ხაზს უსვამს იმას, რომ უმნიშვნელოვანესია,
არა მარტო სასამართლოს მიერ საჯარო ხელისუფლების გადაწყვეტილების განხილვა,
არამედ ისიც, რომ მან ეს მოახდინოს შეკრების ჩატარებამდე, ან არსებობდეს
შესაძლებლობა სასამართლოს დროებითი ღონისძიებების გამოყენების.
კიდევ ერთ საყურადღებო დოკუმენტს წარმოადგენს „ეუთო/ოდირისა და
ვენეციის კომისიის საერთო სახელმძღვანელო პრინციპები მშვიდობიანი შეკრების
თავისუფლებაზე“. აღნიშნული დოკუმენტის 4.6 პუნქტში აღნიშნულია, რომ
სამართლებრივი დაცვის უფლება შეიცავს უფლებას შეკრებაზე ნებისმიერი
შეზღუდვის ან აკრძალვის გასაჩივრების თაობაზე. კერძოდ, აუცილებელია,
არსებობდეს დამოუკიდებელ სასამართლოში გასაჩივრების მექანიზმი. საბოლოო
გადაწყვეტილებაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს შეკრების ჩატარების თარიღამდე.
ამასთან, ადმინისტრაციული მხრიდან აკრძალვის დასაბუთება ორგანიზატორებს
უნდა მიეწოდოთ წერილობითი ფორმით და გონივრულ ვადაში, რათა მათ ჰქონდეთ
საშუალება დამოუკიდებელ სასამართლოში გასაჩივრების. სასამართლო განხილვა
უნდა იყოს ასევე სწრაფი, რათა მოხდეს საქმის მოსმენა და გადაწყვეტილების
გამოტანა დაგეგმილი შეკრების თარიღამდე. პროცესის დაჩქარების მიზნით,
სასამართლოებს
უნდა
მოეთხოვოთ
პრიორიტეტი
მიანიჭონ
შეკრებების
შეზღუდვებთან დაკავშირებულ საჩივრებს.
ასევე უნდა აღინიშნოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებაში - „ლაშმანკინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“2 მოყვანილი
ბულგარეთისა და ესტონეთის სასამართლო პრაქტიკა. კერძოდ, გადაწყვეტილებაში
განხილული ბულგარეთის სასამართლო პრაქტიკის თანახმად, შეკრების
ორგანიზატორს შეუძლია გადაწყვეტილება შეკრების აკრძალვაზე გაასაჩივროს მისი
მიღებიდან სამი დღის განმავლობაში. ამასთან, სასამართლო ვალდებულია საქმე
განიხილოს და გადაწყვეტილება გამოიტანოს 24 საათის განმავლობაში. ამავე
2 https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22itemid%22:[%22001-170857%22]}
სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. ბულგარეთის მსგავსად, ესტონეთშიც
საჩივარი განიხილება იმავე ან მეორე დღეს.3
2.3 კომიტეტის შეფასება
განხილული საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების გაანალიზებისა
და საქართველოს კონსტიტუციის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან
შესაბამისობის განხილვის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ შეკრების თავისუფლების
შესახებ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ
მიღებული გადაწყვეტილებები დროულად უნდა იქნეს გასაჩივრებული
სასამართლოში, რომელმაც, თავის მხრივ, დროულად უნდა მიიღოს დასაბუთებული
გადაწყვეტილება. თუმცა, აქვე გასათვალისწინებელ გარემოებას წარმოადგენს
ქართული
სასამართლო
სისტემის
სპეციფიკა.
შესაბამისად,
დამატებით
გასაანალიზებელია, სამი კალენდარული დღის შემოტანა მისი გაგრძელების
დაუშვებლობის ფონზე, ხომ არ გამოიწვევს სასამართლო სისტემის პარალიზებას და
წინააღმდეგობაში ხომ არ მოვა სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ
მნიშვნელოვან
უფლებასთან
საქმის
გონივრულ
ვადაში
განხილვის
ვალდებულებასთან.
გარდა ამისა, გასაანალიზებელია, სამი კალენდარული დღის შემოტანა
რამდენად არის საკანონმდებლო წინადადების განმარტებით ბარათში აღნიშნული
პრობლემის - არაერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის აღმოფხვრის ლოგიკური და
გამოსადეგი საშუალება. კერძოდ, საკანონმდებლო წინადადების ავტორთა მიხედვით,
შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების გადაწყვეტილებების გასაჩივრებისას სასამართლო პრაქტიკის ხარვეზს
წარმოადგენს არა საკანონმდებლო ჩანაწერი - სამი სამუშაო დღე, არამედ ამ ჩანაწერის
არაერთგვაროვანი განმარტება და, აქედან გამომდინარე, ერთიანი მიდგომის
არარსებობა. შესაბამისად, გაუგებარია საკანონმდებლო წინადადების ავტორთა
პოზიცია მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული ვადის შეცვლისა და სასამართლო
სისტემის ფორსირებისა განსაკუთრებით მოცემული რეალობის გათვალისწინებით.
ამდენად, საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილების ეს ნაწილი
არ შეესაბამება თავად კანონპროექტით დასმულ პრობლემას და არ წარმოადგენს ამ
პრობლემის გადაჭრის გამოსადეგ საშუალებას.
საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულ ცვლილების მეორე ნაწილს
(განხილვის ვადის გაგრძელების დაუშვებლობა) რაც შეეხება, უნდა აღინიშნოს, რომ
ამგვარი ბლანკეტური შეზღუდვა არ იქნებოდა გამართლებული სწორედ
სამართლიანი სასამართლოს უფლების თვალსაზრისით. კერძოდ, ყოველი
კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, უნდა მიიღოს სასამართლომ
დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება, რასაც ბლანკეტური შეზღუდვის
3 https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22itemid%22:[%22001-170857%22]}
გვ. 62, პარ.42.
შემთხვევაში შესაძლებელია საფრთხე შეექმნას. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი
იქნებოდა თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოზიცია.
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულ მესამე
ცვლილებასთან - რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილების
სააპელაციო წესით გასაჩივრებასთან დაკავშირებით კი უნდა აღინიშნოს, რომ იგი
შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ძირითად უფლებებთან
და თავისუფლებებთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
პრეცედენტულ სამართალთან.4
დასკვნა
იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტმა
ზემოაღნიშნული
მსჯელობის
გათვალისწინებით უარყოფილად ცნო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „შეკრებებისა და
მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
ანრი ოხანაშვილი,
კომიტეტის თავმჯდომარე
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
4 იხ. საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
https://matsne.gov.ge/document/view/4349899?publication=0