საქართველოს პარლამენტის დელეგაციის (რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გოგა გულორდავა, გელა სამხარაული, ვანო ზარდიაშვილი) 2019 წლის 8-12 იანვარს უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-04
ბიუროს ნომერი 233
📜 ტექსტი
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-1160/19
28-01-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, დავით
მათიკაშვილის, გოგა გულორდავას, გელა სამხარაულის და ვანო ზარდიაშვილის უკრაინის
უმაღლეს რადაში ვიზიტის ანგარიშს.
უკრაინაში მივლინების ანგარიში (2019 წელი, 8-12 იანვარი)
მივლინებული: საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში ოფიციალური
ვიზიტით გაემგზავრა შემდეგი შემადგენლობით:
1.
2.
3.
4.
5.
რატი იონათამიშვილი - დელეგაციის ხელმძღვანელი
დავით მათიკაშვილი
გოგა გულორდავა
გელა სამხარაული
ვანო ზარდიაშვილი
მივლინების მიზანი: ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ორი ქვეყნის საკანონმდებლო
ორგანოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება, საქართველოსა და
უკრაინის წინაშე არსებული გამოწვევების, მათ შორის საერთაშორისო არენაზე და
ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა და მათი
გადაჭრის გზებზე მსჯელობა; ასევე, კოორდინირებული მოქმედება ევრო-ატლანტიკურ
სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. ვიზიტის მიზანს აგრეთვე წარმოადგენდა
საკანონმდებლო ორგანოთა აპარატების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა.
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
შესაბამისად, საპარლამენტო დელეგაცია ეწვია უკრაინის უმაღლეს რადას, სადაც
გაიმართა შეხვედრები და დელეგაცია გაეცნო უმაღლესი რადას საქმიანობას. დელეგაცია
აგრეთვე ეწვია საქართველოს საელჩოს, სადაც გაიმართა შეხვედრა მიმდინარე აქტუალურ
საკითხებთან დაკავშირებით.
მივლინების ადგილი: კიევი, უკრაინა
მივლინების თარიღი: 2019 წლის 8-12 იანვარი
8 იანვარი - ვიზიტის პირველი დღე დაიწყო საქართველოს საელჩოში შეხვედრით,
რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში
გელა დუმბაძე და საელჩოს თანამშრომლები. საქართველოს დელეგაცია დეტალურად გაეცნო
საელჩოს საქმიანობას, ასევე მიიღო ინფორმაცია ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის
შესახებ და ასევე, იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც საელჩო დგამს ყოველდღიურად, რათა
კიდევ უფრო გაღრმავდეს საქართველო-უკრაინის პარტნიორული ურთიერთობები.
11 იანვარს, უკრაინის უმაღლეს რადაში გაიმართა შეხვედრა უკრაინის უმაღლესი რადას
საქართველოსთან პარლამენტთაშორისი კავშირების სადეპუტატო ჯგუფის ხელმძღვანელს
ხვიჩა მეფარიშვილს და უკრაინის უმაღლესი რადას სხვა წევრებთან.
უკრაინის მხარესთან შეხვედრისას განხილულ იქნა ორმხრივი საპარლამენტთაშორისო
ურთიერთობების გაღრმავებასა და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების დონეზე
თანამშრომლობის განვითარების საკითხები. აგრეთვე, აქცენტები გაკეთდა საქართველოსა და
უკრაინას შორის კოორდინაციის აუცილებლობაზე
ინტეგრაციის
პროცესში.
ასევე,
განხილულ
ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში
იქნა
რუსეთის
მიერ
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და ის ნაბიჯები, რაც ორივე ქვეყანამ უნდა
გადადგას დეოკუპაციის მიმართულებით. უკრაინულმა მხარემ საქართველოს დელეგაციას
მიულოცა საპრეზიდენტო არჩევნების მაღალი სტანდარტებით ჩატარება, ასევე ქართულმა
მხარემ უსურვა გაზაფხულზე დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდ და თავისუფალ
გარემოში ჩატარება.
შეხვედრისას ქართულმა მხარის - დელეგაციის ხელმძღვანელის მხრიდან დასმული იქნა
ნორვეგიის სამეფოსთან ურთიერთობის საკითხი. კერძოდ, ნორვეგიის სამეფოში შეიქმნა
საქართველოსა
და
უკრაინის
პარლამენტებთან
მეგობრობის
ჯგუფი,
რომელსაც
ხელმძღვანელობს ბატონი ულემიკ ტომესენი. გამომდინარე იქიდან, რომ ნორვეგიის
პარლამენტში შექმნილია საქართველოსა და უკრაინის პარლამენტებთან მეგობრობის
საერთო ჯგუფი, ქართული დელეგაციის მხარემ უკრაინის უმაღლესი რადის წევრებს
შეთავაზა ურთიერთანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა ნორდიკულ-ბალტიური
რვიანის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების მიზნით.
უკრაინულმა და ქართულმა მხარეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საჭიროებისამებრ,
ნებისმიერ
დროს,
ნებისმიერ ტრიბუნაზე
თაობაზე მზაობაა.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
რატი იონათამიშვილი
ურთიერთდახმარებისა
და
მხარდაჭერის