„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 6
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-04
ბიუროს ნომერი 233
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20(27), 1999 წელი, მუხ. 101) მე-13 მუხლის
პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს
საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის
იურიდიული პირების მიერ გასაწევი ანაზღაურებადი მომსახურების სახეები და
საფასურის ოდენობები, გარდა კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით
გათვალისწინებული შემთხვევებისა და იმ შემთხვევისა, როდესაც გასაწევი მომსახურების
საფასური, თავისი არსით, არ უნდა იყოს ფიქსირებული და იგი საჯარო სამართლის
იურიდიულ პირსა და შესაბამის პირს შორის დადებული ხელშეკრულებით
განისაზღვრება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველო პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა. ა. ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდგომში კანონი) უფლებას ანიჭებს საქართველოს მთავრობას დააფუძნოს საჯარო სამართლის
იურიდიული პირი - საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან
განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად
განახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო,
კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. კანონი საჯარო სამართლის იურიდიულ
პირებს ანიჭებს უფლებას ჰქონდეთ საკუთარი შემოსავლები, თუმცა დღეს მოქმედი
კანონმდებლობით, საქართველოს მთავრობას არ აქვს უფლებამოსილება დაადგინოს
თავის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გასაწევი
ანაზღაურებადი მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობები, რაც არალოგიკურია.
იმის გათვალისწინებით, რომ კანონი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს ანიჭებს
უფლებამოსილებას ჰქონდეთ საკუთარი შემოსავლები, აღნიშნული საკითხი საჭიროებს
გარკვეულ რეგულირებას, თუნდაც იმიტომ, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი
კონკურენციაში არ შევიდეს კერძო სექტორთან და ბაზარზე არსებული მდგომარეობის
გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ დაარეგულიროს აღნიშნული რისკი,
ანაზღაურებადი მომსახურების სახეებისა და საფასურების დადგენილებით განსაზღვრის
გზით.
შესაბამისად, აღნიშნული საკითხის დარეგულირების მიზნით მიზანშეწონილია
შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლის შექმნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს
მთავრობის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შემთხვევაში,
საქართველოს მთავრობას ჰქონდეს უფლებამოსილება საჭიროების შემთხვევაში
განსაზღვროს აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გასაწევი
ანაზღაურებადი მომსახურების სახეები და შესაბამისი საფასურების ოდენობები.
ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-9
პუნქტის თანახმად, „თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს
(თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო
აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული
საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს,
რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა
მიღებული (გამოცემული) იგი“. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საქართველოს
მთავრობის მიერ ნორმატიული აქტის გამოსაცემად აუცილებელია საკანონმდებლო
საფუძვლის არსებობა. ამასთან, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის და
საქმიანობის წესს არეგულირებს საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის შესახებ“ და მიზანშეწონილია ცვლილება განხორციელდეს აღნიშნულ კანონში.
ა. ბ ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, იარსებებს უფრო მოქნილი სამართლებრივი
სისტემა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მთავრობას, მის მიერ
დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის განსაზღვროს გასაწევი
ანაზღაურებადი მომსახურების სახეები და შესაბამისი საფასურის ოდენობები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-13 მუხლს ემატება 11 პუნქტი, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობა
უფლებამოსილია
დადგენილებით
განსაზღვროს
საქართველოს
მთავრობის
დადგენილების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ
გასაწევი ანაზღაურებადი მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობები, გარდა
კანონით
ან
საქართველოს მთავრობის დადგენილებით
გათვალისწინებული
შემთხვევებისა და იმ შემთხვევისა, როდესაც გასაწევი მომსახურების საფასური, თავისი
არსით, არ უნდა იყოს ფიქსირებული და იგი საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და
შესაბამის პირს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრება.
ა. დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა. ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭებას.
კანონპროექტის
მიღება
არ
ა. ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს მის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ)კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ)კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.