საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№15865; 19.10.2018) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-1438/19
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-04
ბიუროს ნომერი 233

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-1438/19 01-02-2019 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ასლი: საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მდივანს ბატონ გიორგი მიქაუტაძეს მის: თბილისი, ბოჭორმის ქ.12 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N 15865 19.10.2018) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2018 წლის 26 დეკემბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N 15865 19.10.2018) თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ზოგადი მიმოხილვა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების განმარტებითი ბარათის მიხედვით, საკანონმდებლო წინადადების მიზეზი დაკავშირებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული „2017-2021 წლების სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და მისი იმპლემენტაციის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის“ შესრულებასთან, ხოლო წინადადების მიზანს, ავტორის შეფასებით, აღნიშნულ პროგრამის განხორცილება წარმოადგენს. საკანონმდებლო წინადადების შინაარსი წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, ცვლილება უნდა შევიდეს ’’საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 67ე მე-2 და მე-3 პუნქტებში. კერძოდ: იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მთავრობა უარს იტყვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოების (გარდა უზენაესი სასამართლოსი) დაფინასების ნაწილის გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, საქართველოს პარლამენტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოების (გარდა უზენაესი სასამართლოსი) დაფინანსების ნაწილის პროექტის წარდგენის უფლებამოსილება მიენიჭება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. გარდა ამისა, საქართველოს საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, აიკრძალება სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისათვის განკუთვნილი ხარჯების შემცირება წინა წლის შესაბამის მოცულობასთან შედარებით. კომიტეტის შეფასება საქართველოს პარლამენტის კოორდინაციით მიმდინარეობს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მუშაობა სასამართლო რეფორმის მე-4 ეტაპის ფარგლებში. ჯგუფი აერთიანებს ყველა დაკავშირებულ სახელმწიფო უწყებას (საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო) და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ მართლმსაჯულების რეფორმების საკითხებზე. გათვალისწინებული სამუშაო ერთ-ერთი ჯგუფის საკითხია სამოქმედო იუსტიციის უმაღლესი გეგმით საბჭოს საქმიანობის რეგულირება. დასკვნა კომიტეტმა მიიჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადებით დასახელებული საკითხები უნდა გადაეცეს ზემოთ აღნიშნულ სამუშაო ჯგუფს განსახილველად, რათა მოხდეს ზემოაღნიშნულ ფორმატში ამ საკითხზე მსჯელობა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დავითი მათიკაშვილი