მინისტრის საათი - საქართველოს მთავრობის წევრის, ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის გამოსვლა.
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის წევრის, ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის 2019 წლის 5-8 თებერვლის პლენარულ სხდომაზე „2018 წელს გაწეული მუშაობისა და 2019 წლის სამომავლო გეგმების შესახებ“ ანგარიშით წარდგენის თაობაზე
- საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის წევრის, ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის 2019 წლის 5-8 თებერვლის პლენარულ სხდომაზე „2018 წელს გაწეული მუშაობისა და 2019 წლის სამომავლო გეგმების შესახებ“ ანგარიშით წარდგენის თაობაზე საორგანიზაციო საკითხი
- მინისტრის საათი - საქართველოს მთავრობის წევრის, ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის გამოსვლა. (ეს პროექტი) მოხსენება
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (33 KB)
📄 წერილი (69 KB)
📝 სტენოგრაფიული ჩანაწერი (242 KB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (11.2 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (9.8 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (8.9 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (10.6 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (6.7 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (12.3 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (7.6 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (11.9 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (12.7 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (11.4 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (7.8 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (7.6 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (8.6 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (2.4 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (3.5 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (3.7 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (3.5 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (3.6 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (2.8 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (1.8 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (2.9 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (1.3 MB)
📜 ტექსტი
წერილი
რეგიონალური პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტი
2-1448/19
04-02-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს
პარლამენტის
რეგიონული
პოლიტიკისა
და
თვითმმართველობის
კომიტეტი , საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 153-ე მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული
განრიგის
შედგენისთვის
გაცნობებთ,
რომ
კომიტეტთან
კონსულტაციის შემდეგ, საქართველოს მთავრობის წევრი, ვიცე-პრემიერი, რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი მზად არის
მიმდინარე სასესიო კვირაში (5-8 თებერვალი) პლენარულ სხდომაზე წარსდგეს ანგარიშით
„2018 წელს გაწეული მუშაობისა და 2019 წლის სამომავლო გეგმების შესახებ“.
თანამომხსენებლად
განისაზღვროს
საქართველოს
პარლამენტის
რეგიონული
პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია.
პატივისცემით
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა გაბუნია
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
სტენოგრაფიული ჩანაწერი
საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 20 თებერვლის პლენარული სხდომა
სხდომას თავმჯდომარეობს პარლამენტის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
თავმჯდომარე. ვიწყებთ 1-ლი საკითხის განხილვას, მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს მთავრობის წევრის ვიცე-პრემიერის რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის გამოსვლა 2018 წელს გაწეული მუშაობისა და 2019 წლის სამომავლო გეგმების შესახებ. ამ გამოსვლით ინერგება ახალი ფორმატი, ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატი, საქართველოს პარლამენში მინისტრის საათის ფორმატი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და მადლობას გადავუხდით ქალბატონ მაიას იმისათვის, რომ სწორედ ის ხსნის ამ ფორმატს. დიდი მადლობა, ქალბატონო მაია. გთხოვთ, ტრიბუნასთან.
მ.ცქიტიშვილი. მოგესალმებით, მოგესალმებით, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, მოგესალმებით, ძვირფასო პარლამენტის წევრებო. ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია დღეს, რომ მე მეძლევა პირველს შესაძლებლობა, რომ ახალ ფორმატში წარვსდგე თქვენ წინაშე.
თავმჯდომარე. კოლეგებო, გთხოვთ, დაიცვათ სიჩუმე. გამოდის რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი. გთხოვთ, მოვუსმინოთ, დაიცვათ სიჩუმე დარბაზში. გთხოვთ ყველას. გმადლობთ
მ.ცქიტიშვილი. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ. დიდი პატივია ჩემთვის ნამდვილად, რომ მე მაქვს დღეს შესაძლებლობა პირველად წარვსდგე თქვენს წინაშე ახალი ფორმატის ფარგლებში, მინისტრის საათის ფორმატის ფარგლებში, რომელიც არის ახალი ეტაპი მთავრობასა და პარლამენტის შორის ურთიერთობაში და რომელიც არის ახალი კონსტიტუციის შესაბამისად შედგენილი რეგლამენტის ასევე ძალიან აუცილებელი პირობა, რომელიც უზრუნველყოფს იმ საპარლამენტო დემოკრატიის ჩამოყალიბებას, რომლის პოლიტიკური ნებაც გამოხატა ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ. მე დღეს წარვსდგები თქვენს წინაშე ინფრასტრუქტურული პროექტების და რეგიონალური განვითარების ნაწილში გაწეული სამუშაოების ანგარიშით, მაგრამ პირველ რიგში მინდა, რომ გაგიზიაროთ, რა თქმა უნდა, 2019 წლის და მომავლის ხედვები და ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დისკუსია მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენ გავცეთ პასუხები თქვენს კითხვებზე და ამასთან ერთად ჩვენ მოგვცემთ საშუალებას მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები, თქვენი შენიშვნები და იმედი მაქვს, რომ ეს დისკუსია იქნება ორივე მხარისთვის უდავოდ სასარგებლო. პირველ რიგში დავიწყებ იმ მიმართულებებით, რომელსაც სამინისტრო მუშაობს პოლიტიკის მიმართულებების ნაწილში, მოგეხსენებათ რომ ძალიან ხშირად როდესაც ჩვენ სამინისტროზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში გზებზე ვსაუბრობთ, თუმცა, ჩვენი სამინისტრო არის რეგიონალური განვითარების სამინისტრო და სამინისტრო უწევს კოორდინაციას სამ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკის მიმართულებას. ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო, რა თქმა უნდა, თვითმმართველობით, ჩვენი ხელისუფლება ერთიანია იმ აზრში, რომ თავისუფალი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო ნიშნავს თვითმმართველობის პრინციპებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ სისტემას, უფლებრივად და ეკონომიკურად ძლიერ რეგიონებს, 2013 წლის შემდეგ ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით, ჩვენი წარმატება იქნა შეფასებული ევროპის საბჭოს რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლებათა კონგრესის 2018 წლის ანგარიშშიც და 2018 წლის მარტში სწორედ ამ დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ჩემმა წინამორბედმა წარმოადგინეს თვითმმართველობის განვითარების ხედვა, გრძელვადიანი ხედვა 2025 წლისთვის და სწორედ ამ ხედვაზე დაყრდნობით სამინისტროს კოორდინაციით ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით იქნა შემუშავებული 2019-2025 წლების დეცენტრალიზაციის გეგმა და ორწლიანი სამუშაო გეგმა. ეს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების გაზრდას, თვითმმართველობების მატერიალური და ფინანსური რესურსების გაძლიერებას, სანდო, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ მმართველობას. აღსანიშნავია პროცესიც, რომლითაც წარიმართა ამ სტრატეგიაზე მუშაობა, ჩვენ სამი ამ მიმართულებით შევქმენით სამუშაო ჯგუფები, რომელშიც მოვიწვიეთ ყველა დაინტერესებული პირი, მივეცით საშუალება ყველა იმ ექსპერტს, ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ მიეღოთ მონაწილეობა ამ პროცესში, საერთაშორისო ორგანიზაციებიც გვეხმარებოდნენ, რისთვისაც მინდა რომ მადლობა გადაvუხადო მათ და ამ პროცესში სწორედ ასეთი პროცესის სახით იქნა შემუშავებული ეს დოკუმენტი, რომელიც უკვე ეროვნული ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის დახმარებით ათივე რეგიონში ჩატარდა საჯარო განხილვები და ჩვენ გვაქვს მზად დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი, რომელსაც ჩვენ რეგიონული პოლიტიკის კომიტეტთან შეთანხმებით გადმოვცემთ პარლამენტს, რათა უკვე პარლამენტთან ერთად შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ასევე უკვე პარლამენტის ხედვებს და მოსაზრებებს გაითვალისწინებს ამ სტრატეგიაშიც. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სტრატეგიის მიღებამდეც სამივე მიმართულებით გადაიდგა უკვე კონკრეტული ნაბიჯები. პრეზენტაციაში თქვენ ხედავთ, რომ თვითმმართველობის უფლებამოსილების გაზრდის მიმართულებით უკვე მიღებული იქნა გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ თვითმმართველობებს განათლების სამინისტროს და ჩვენს სამინისტროს და თვითმმართველობებს შორის გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე, დელეგირებული უფლებამოსილების სახით გადაეცა სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც მათ გამოეყოთ 40 მლნ ლარი და ამასთან ერთად ასევე თვითმმართველობები ამავე წლიდან უკვე დაიწყეს ბავშვების სკოლებში ტრანსპორტირების ფუნქციის შესრულება, რომლისთვისაც მათ ასევე გამოეყოთ დამატებითი 20 მლნ ლარამდე, რაც შეესაბამება ამ მომსახურების ღირებულება. დისკალური დეცენტრალიზაციის ნაწილში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც პარლამენტის მხარდაჭერით 2019 წლის ბიუჯეტის კანონის მიღებისთანავე იქნა გათვალისწინებული უკვე თვითმმართველობებისთვის გასანაწილებელი ტრანსფერის თანხის გაზრდა. მოგეხსენებათ, რომ ეს თანხა გაიზარდა 105 მლნ ლარით, რაც 2018 წელთან შედარებით 13 %-iaნი ზრდაა. ამ ცვლილების შედეგად 50-ზე მეტ მუნიციპალიტეტს დაახლოებით 25 %-ით გაეზარდათ ცენტრალური ხელისუფლებიდან ტრანსფერის სახით მისაღები თანხა და ზოგადად ის მიდგომა ამ თანხის განაწილებასთან მიმართებაში, მისი მიბმა დღგ-ს გადასახადთან უკვე იძლევა საშუალებას, რომ ყველა მუნიციპალიტეტმა იცოდეს წინასწარ და პროგნოზირებადი გახდეს მათ შორის მათი მომავალი ბიუჯეტიც და ამასთან ერთად ჩვენ ვართ ყველანი გარანტირებული იმ თვალსაზრისით, რომ მუნიციპალიტეტების დაფინანსება მუდმივად გაიზრდება ეკონომიკის განვითარებასთან ერთად. გარდა ამისა კარგი მმართველობის ნაწილში უკვე არის განხორციელებული ასევე სამივე მიმართულებით როგორც კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე სერვისების განვითარების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები არის გადადგმული, 2018 წლის განმავლობაში 167 ტრეინინგი ჩატარდა, სადაც სამი ათაზე მეტმა საჯარო მოხელემ, უკვე ადგილობრივ თვითმმართველობის მოხელემ მიიღო მონაწილეობა და გარდა ამისა ჩვენ სერვისების განვითარების ნაწილშიც უკვე მარტის თვიდან ამა წლის მარტის თვიდან ვგეგმავთ 63-ე მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად, პირველ ეტაპზე 20 მუნიციპალიტეტში დაიწყება 18 ელექტრონული სერვისის დანერგვა, ახალი სტანდარტის დანერგვა, რომელიც მისცემს მუნიციპალიტეტებს საშუალებას, რომ სხვა დონეზე უკეთ მოემსახურონ თავის მაცხოვრებლებს. ძლიერი თვითმმართველობის განვითარების ნაწილში ვფიქრობთ, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა ჰქონდა საქართველოს მთავრობას, რომელიც ეფუძნებოდა, მინდა ამის აღნიშვნაც, ძალიან ბევრი მაჟორიტარი დეპუტატის თხოვნას, მუდმივ თხოვნას ამ სოფლის პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით და იცით, რომ 2019 წელს ასევე რეგფონდის ნაწილში ქვეპროგრამის სახით დაბრუნდა სოფლის პროგრამა. თავდაპირველად მისი მოცულობა იყო 20 მლნ, თუმცა, ვნახეთ რა როგორ ვითარდება და როგორც ხდება, რამდენად აქტიურია მოსახლეობის ჩართულობა. ამ პროგრამის ოდენობა გაორმაგდა, თანხის ოდენობა გაორმაგდა და დღეისთვის არის ჩატარებული 2100 კრებამდე და ყოველდღიურად კიდევ მიმდინარეობს ახალი კრებები, რაც გარდა იმისა, რომ აძლევს საშუალებას სოფლის მოსახლეობა მოაგვაროს თავისი ინფრასტრუქტურული მცირე საჭიროებები, მაგრამ ჩვენთვის ეს არის უცილებელი წინაპირობა თვითმმართველობის განვითარებისთვის და სწორედ ასეთი კრებების დროს. სოფლის მოსახლეობის უშუალო გადაწყვეტილებით მათი კენჭისყრის შედეგად ხდება გადაწყვეტილების მიღება იმ პრიორიტეტებზე, რომელიც აწუხებს სოფელს. სოფლის პროგრამის გარდა ასევე ძლიერი თვითმმართველობის უზრუნველსაყოფად მინდა ვახსენო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტის ფონდი, რომელიც ასევე ვფიქრობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს არის, მოგეხსენებათ, ცენტრალური ბიუჯეტის ნაწილი, რომელიც მუნიციპალიტეტებზე ნაწილდება, თუმცა, ეს არის ის ინსტრუმენტი, რომელიც თვითმმართველობებს ეხმარებათ, რომ უფრო მეტი გამოცდილება შეიძინონ პროექტების მართვის ნაწილში, გააძლიერონ თავისი კომპეტენცია თავისი შესაძლებლობები და, ბუნებრივია, შემდგომ ეტაპზე, ალბათ, ყველანი ვიფიქრებთ იმაზე, რომ შესაძლოა ეს ფონდი გადავიდეს უკვე თვითმმართველობების სრული მართვის ქვეშ. გარდა თვითმმართველობებისა, როგორც თვითმმართველობის პროცესის კოორდინაციისა მოგახსენეთ, რომ, რა თქმა უნდა, რეგიონული განვითარება ასე არის ჩვენი სამინისტროს კოორდინაციის ქვეშ, კოორდინაციის ფარგლებში. რეგიონული განვითარების მიმართულებით 2018 წლის ივნისში დამტკიცდა 2018-21 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა, რომელშიც თავმოყრილია ის ძირითადი პრობლემატიკა და პრიორიტეტები, რომელიც თითოეულ რეგიონს გააჩნია ისევე, როგორც კონკრეტული პროგრამები ... პროექტები, რომელიც მიმართულია ამა თუ იმ რეგიონის განვითარებისთვის და იმ უთანაბრობის გასწორებისთვის, რაც რეგიონებს შორის გვაქვს. გარდა ამ პროცესისა მინდა აღვნიშნო ასევე ბრიუსელში 2018 წლის ნოემბერში ჩატარებული მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის დროს წამოწეული საკითხი, რომელიც სამინისტროს ინიციატივით იქნა წაყენებული, ეს გახლავთ ევროკავშირის გონივრული სპეციალიზაციის და ასევე იმ სტატისტიკური ჩარჩოს შემოღება, რომელსაც თვითონ ევროკავშირი იყენებს იმისთვის, რომ რეგიონული პოლიტიკის ინდიკატორების, სწორი ინდიკატორები შეიმუშაოს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ევროკავშირის სტრუქტურულ რეგიონალურ ფორმებთან გვქონდეს წდომა. ჩვენ ვიწყებთ ძალიან ანუ ევროკავშირის ევროკომისიის მხრიდან გვაქვს თანხმობა დახმარებასთან დაკავშირებით, რომელზეც ისინი გაგვიწევენ იმისთვის, რომ როგორც ჩვენი სტატისტიკის სამსახური, ასევე რეგიონული პოლიტიკის დაგეგმარება წარიმართოს ევროკავშირის პრინციპების შესაბამისად, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო მივუახლოვდეთ იმავე პოლიტიკის დაგეგმის სტანდარტებს, რაც ევროკავშირს აქვს და ამდენად მომავალში ასევე ვითხოვოთ ყველამ ერთად ევროკავშირის სტრუქტურულ ფონდებზე, რეგიონულ სტრუქტურულ ფონდებზე წვდომა, ასევე ევროკავშირის დახმარებით იგეგმება 4 საპილოტე რეგიონის ინტეგრირებული განვითარების პროგრამების შემუშავება და ამ მიმართულებით გარკვეული დამატებითი ნაბიჯები. რეგიონული განვითარების აუცილებელი ნაწილი ასევე არის მთის განვითარება და მიუხედავად იმისა, რა თქმა უნდა, ეს არის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ნაწილი, მაგრამ სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი რეგიონების, ჩვენი ტერიტორიის 65% არის მაღალმთიანი რეგიონი და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები სტატუსით სარგებლობს 244000 ადამიანი, ჩვენთვის მთის განვითარება ცალკე გამოყოფილია პრიორიტეტის სახით და ამ მიმართულებითაც 2018 წელს შემუშავდა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-23 წლის სტრატეგია, ძირითადი მიზნები არის დასახლებების მდგრადი განვითარება, მთაში მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდა, ამ პრიორიტეტების მიხედვით გაწერილია კონკრეტული ქმედებები, ეს ქმედებები არ არის მხოლოდ, რა თქმა უნდა, სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ქმედებები, როგორც მოგახსენეთ, ჩვენ, უბრალოდ, ამ პროცესს უწევთ კოორდინაციას მაშინ, როდესაც სტრატეგიაშია თავმოყრილი ყველა სამინისტროს მიერ დაგეგმილი ქმედებები მთის განვითარების მიმართულებით. გარდა ამისა ჩვენ მუდმივად ვაკეთებთ იდენტიფიცირებას იმ საჭიროებების, რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივაც აქვს მთას, იცით, რომ მთის ფონდის ნახევარი, 10 მლნ ლარი სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის არის მიმართული მაღალმთიანში და ამის გარდა სოციალური და სხვა სოციალური საჭიროებების მხარდაჭერის ნაწილშიც ვცდილობთ, რომ იდენტიფიცირება გავაკეთოთ იმ აუცილებელი მიმართულებების, რომლის განვითარება არის საჭირო. ამ თვალსაზრისით ინტერნეტიზაცია მაღალმთიანი რეგიონების და ჯერ კიდევ უშუქოდ დარჩენილი ოჯახების ელექტროენერგიით მომარაგება მზის პანელების მეშვეობით გვაქვს დაგეგმილი 2019-20 წლებში. გარდა ამისა ასევე მნიშვნელოვანი ინიციატივაა მთის ფაკულტეტის შექმნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ისევე, როგორც ინიციატივა მთის კვირეულის დაარსებასთან დაკავშირებით, მთის კანონის მიღების კვირეულში 16 ივლისს, რომელშიც იმედი გვაქვს, რომ ყველანი ჩაერთვებით ძალიან ინტენსიურად იმისთვის, რომ მთას მეტი ყურადღება მივაქციოთ. ამ ეტაპზე მინდა გადავიდე სივრცითი მოწყობის საკითხზე, იცით, რომ ეს ფუნქცია ეკონომიკის სამინისტროდან 2018 წელს ჯერ კიდევ გადმოეცა რეგიონული განვითარების სამინისტროს და ჩვენთვის სივრცითი მოწყობის დოკუმენტაციის შექმნა არის არა მხოლოდ ამა თუ იმ რეგიონის გენგეგმის შექმნა და კოეფიციენტების დადგენა, არამედ არის, პირველ რიგში, ამა თუ იმ რეგიონის სწორი სივრცითი განვითარება და იმ ინფრასტრუქტურული პროექტების იდენტიფიცირებაც, რომელიც სახელმწიფოს შეუძლია გააკეთოს, რათა ამა თუ იმ რეგიონში ეკონომიკური განვითარების ახალი შესაძლებლობები შექმნას. როგორც ხედავთ, ჩვენ 2018 წელს შევიმუშავეთ უკვე ბევრი მიმართულებით სივრცითი მოწყობის გეგმები და გვაქვს მიმდინარე 5 ლოკაციაში და 2019 წლიდან ვიწყებთ ასევე 6 დასახლების გენგეგმების შემუშავებას, რომლიდანაც, რა თქმა უნდა, გამოვყოფდი მცხეთას და იცით, რომ მცხეთაში ეს საკითხი უკვე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, როგორც მცხეთის მოსახლეობის მხრიდან, ასევე იუნესკოდან და ეს არის ის პრობლემა, რომელიც ჩვენ ერთობლივად უკვე ამ გენგეგმის შემუშავების პროცესში მცხეთის მოსახლეობასთან ძალიან აქტიური კომუნიკაციის პროცესში უნდა ერთობლივად გადავწყვიტოთ. ახლა კი მინდა გადავიდე უკვე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, იმ პროექტებზე, რომელიც ყველა აი ამ პოლიტიკის განხორციელების აუცილებელი წინაპირობა და მხარდამჭერია, მე იმის გათვალისწინებით, რომ წლის განმავლობაში ძალიან ბევრი კითხვა გავრცელებული მედიაშიც მათ შორის, გავრცელებული ინფორმაცია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ თანხების აუთვისებლობა გვაქვს, პროექტები ვერ სრულდება და ასე შემდეგ, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ეს გრაფიკი მოგვემზადებინა. ამ გრაფიკში თქვენ ხედავთ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მის სტრუქტურაში შემავალი ყველა უწყების, რომელიც არის გზების დეპარტამენტი, მუნიციპალური განვითარების ფონდი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ნარჩენების მართვის კომპანია, მუნიციპალური განვითარების ფონდი. მე მგონი, არაფერი არ მავიწყდება და, რა თქმა უნდა, ანაკლიის განვითარების სააგენტო, ამ უწყებების მიერ ფაქტობრივად ათვისებული თანხები. ეს არის ფაქტობრივად ათვისებული თანხები 2009 წლიდან და თქვენ ხედავთ, რამდენად მზარდია დინამიკა წლების განმავლობაში 2017 წელს პირველად იყო მნიშვნელოვანი ზრდა 40%-მდე წინა წელთან შედარებით ფაქტობრივად ათვისებულ თანხებზე, კიდევ ერთხელ ვსაუბრობ, და უკვე შემდგომი წლების ზრდა დაახლოებით 20%-ის ფარგლებშია და ჩვენ 2018 წელს 1 მლრდ 662 მლნ ლარის ათვისება გვქონდა ჩვენ ბიუჯეტში და 2019 წელს ასევე 20%-იანი ზრდა არის დაახლოებით დაგეგმილი და ჩვენი ჯამური ბიუჯეტი 2019 წლისთვის შეადგენს 2 მლრდ ლარს. ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ გვექნება პრეზენტაციის განმავლობაში სხვადასხვა ციფრები, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი კითხვებიც იქნება ამ მიმართულებით დასმული და, რა თქმა უნდა, ამ თმას კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით.
ეს კი არის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, ე.წ. რეგფონდის ასევე ფაქტობრივი ხარჯვის დინამიკა 2013 წლიდან და გარდა ამისა, თქვენ, აქ, გრაფიკში არის წარმოდგენილი როგორც უშუალოდ რეგფონდის მოცულობა, ისევე მეორე რიცხვი არის განხორციელებული პროექტები ანუ ის პროექტები, იმ პროექტების რაოდენობა, რომელიც დაფინანსდა რეგფონდიდან. როგორც ხედავთ ასევე ბოლო წლებშიც გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა ამ მიმართულებით და 2018 წელს 243 მლნ ლარი გაიცა რეგფონდიდან, რომლითაც დაფინანსდა 277 მლნ ლარის ღირებულების 808 პროექტი, რაც ასევე ხედავთ, რომ არის ისტორიული მაქსიმუმი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. აქვე დავუბრუნდები პრინციპში ამ საკითხს, რეგფონდის განაწილების პრინციპიც შეიცვალა, თუმცა, ამ თემაზე ცოტა უფრო შემდგომში ვისაუბრებ. ეს არის ის ძირითადი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. აქ არის როგორც წყალმომარაგება, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, განათლების ინფრასტრუქტურა, რომელზეც წელს პირველად საუბრობს აქტიურად ჩვენი სამინისტრო და ტურიზმის ინფრასტრუქტურა.
წყალმომარაგების ნაწილში პირველ რიგში მინდა წარმოგიდგინოთ ეს სლაიდი, სადაც არის აღწერილი ის არსებული ვითარება რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში წყალმომარაგებასთან დაკავშირებით გვაქვს. ძალიან ბევრი, განსაკუთრებით მაჟორიტარი დეპუტატებისგან ძალიან ხშირად გვესმის წყალმომარაგების პრობლემების თაობაზე და თხოვნები, მოვაწესრიგოთ ეს პრობლემა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვითარება არის საკმაოდ რთული და ეს რიცხვებ, რომელიც, პროცენტები, რომელიც რეგიონების მიხედვით რუკაზე ჩანს ეს არის ფაქტობრივად, როგორც ამას ვამბობთ, ონკანში თუ მოუშვებ წყალს ეს არის ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემები, თუმცა, ეს არ არის სასმელი წყლის სტანდარტით, ხშირ შემთხვევაში, გამართული ქსელები, არამედ არის ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დაფინანსებით მოწყობილი წყალგაყვანილობის სისტემები, რომელსაც აკლია ის აუცილებელი წინაპირობა, რომ ჩვენ მივიღოთ იქიდან მაღალი სტანდარტის სასმელი წყალი. ამ მიმართულებითაც ჩვენი საქმიანობა და ჩვენი წლევანდელი გეგმები მოიცავს იმას, რომ ჩვენ 2019 წლის ბოლოსთვის გვინდა დავამთავროთ სრულად ინვენტარიზაცია არსებული მდგომარეობის. ეს რუკა და ეს რიცხვები ახლა ეფუძნება მუნიციპალიტეტების მხრიდან მიღებულ ინფორმაციას, თუმცა, შესაძლოა დაზუსტდეს ამ ინვენტარიზაციის პროცესში. გარდა ამისა, ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, სწორედ იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც როგორც ხარისხს ასევე წყლის სისტემების მართვას ეხება მთლიანობაში რეგიონებში ჩვენ ჩვენი პარტნიორების, USID კერძოდ, დახმარებით და სხვა დონორების, მათ შორის CIS, განვითარების გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის დახმარებით ვამუშავებთ წყლის მართვის სისტემას და ამ ეტაპზე არის შერჩეული ორი საპილოტე რეგიონი, გურია და მცხეთა-მთიანეთი, სადაც ამ მართვის სისტემის ჩამოყალიბების საპილოტე ვარიანტზე ვიმუშავებთ, რომელსაც, რა თქმა უნდა, შემდგომში შემოგთავაზებთ.
რა კეთდება იმისთვის, რომ წყლის პრობლემატიკა მოვაგვაროთ. ასეც არის გარეთიანებული და ეს არის მხოლოდ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტი ასევე წლების მიხედვით 2018 წლიდან, თუ არ ვცდები, და ასევე ხედავთ, რომ მხოლოდ ამ კომპანიის ბიუჯეტი, რომელიც ასევე სამინისტროს მმართველობის ქვეშ არის მუდმივად იზრდება წლების განმავლობაში და 2018 წელს ასევე ჩვენ გვქონდა 166 მლნ ლარის ხარჯი ანუ ინვესტიცია წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემებში, რომელიც ასევე მთელ წინა პერიოდთან მიმართებაში იყო ყველაზე მაღალი ინვესტიცია ამ დარგში. თუმცა, 2019 წელს ჩვენი გეგმები არის კიდევ უფრო მზარდი, კიდევ უფრო ამბიციური. 30%-ით არის გაზრდილი მხოლოდ ამ კომპანიის ბიუჯეტი და ამასთან ერთად ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდიც და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტის ფონდიც არის ასევე ასეთივე პროექტების წყარო და განმახორციელებელი. რაც შეეხება წყლის პროექტებს, 2018 წლის განმავლობაში 262 მლნ ლარი იქნა ინვესტირებული ამ მიმართულებით, ჩვენ ვმართავდით 141 პროექტს. ამ პროექტების ნაწილი არის დასრულებული, მათ შორის თქვენ ხედავთ იმ ლოკაციებს, სადაც წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები ნაწილობრივად, ზოგან წყალი გაკეთდა, ზოგან კანალიზაცია შესრულდა, ზოგან ნაწილობრივად შესრულდა სამუშაოები, სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად გვიწევს ხოლმე იმავე რეგიონში მიბრუნება იმისთვის, რომ გარკვეული სოფლები დავამთავროთ ან მეორე ეტაპი დავიწყოთ სამუშაოების, თუმცა, 2018 წელს განხორციელებული აი ამ პროექტების შედეგად 82 000 ბენეფიციარს გაუუმჯობესდა წყალმომარაგება და გაუმჯობესებაში ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ გაუმჯობესდა როგორც წყლის ხარისხი, ასევე შესაძლოა, გრაფიკი, რომელიც მანამდე ჰქონდა, სამ დღეში ერთხელ ან ოთხ დღეში ან დღეგამოშვებით, გამოსწორდა და გახდა 24-საათიანი და ა.შ. თუმცა, ამის გარდა ასევე, როგორც მოგახსენეთ, 2019 წელს გვაქვს უკვე ბევრად დიდი გეგმები. 85 პროექტი წარიმართება 2019 წლის განმავლობაში. წყლის პროექტები ასევე, მოგეხსენებათ, არის უმეტეს შემთხვევაში 2-3-წლიანი პროექტები. ასე რომ ხშირად პროექტის დასრულება და დაწყება ერთი წლის განმავლობაში ვერ ხორციელდება. აქ არის ჩამოთვლილი რეგიონების მიხედვით ის პროექტები, რომელზეც ვიფიქრეთ, რომ იქნებოდა თქვენთვის საინტერესო, თუმცა, აქ არ არის ყველა პროექტი ჩამოთვლილი, მაგრამ ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა იმ პროექტის დასრულების შედეგად, რომელსაც ამ ეტაპზე ვახორციელებთ ან 2019 წელს ვიწყებთ, 430 000 ადამიანს ექნება გამართული წყალმომარაგება. წყალმომარაგების ნაწილში ასევე ცალკე მინდა გამოვყო გამყოფი ხაზის სოფლების წყალმომარაგება. ამ მიმართულებითაც 2013-18 წლებში ძალიან ბევრი სამუშაო ჩატარდა უშუალოდ ამ სოფლებში. იცით, რომ გამყოფი ხაზის სოფლების მიმართ გვაქვს განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენი სამინისტრო არის ასევე კოორდინატორი იმ ინფრასტრუქტურული პროექტების, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება. ამდენად, თქვენ სლაიდზე ხედავთ, რომ როგორც გორის, ასევე ქარელის, კასპის, ხაშურის მუნიციპალიტეტების რამდენიმე გამყოფი ხაზისპირა სოფლებში ჩატარდა წყალმომარაგების სამუშაოები.
საგზაო ინფრასტრუქტურა. ეს, ალბათ, არის ისეთი ნაწილი ჩვენი საქმიანობის, რომელიც ყველაზე მეტ ყურადღებას იპყრობს ხოლმე, რომელიც ყველაზე მეტად და უკეთ ჩანს და სადაც ჩვენ უკვე ამ წლების განმავლობაში ძალიან დიდი ინვესტიციები გვაქვს ჩადებული. საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვახორციელებთ ასევე სამინისტროს გამგეობაში შემავალი უწყებების ფარგლებში ძირითად საერთაშორისო მაგისტრალების მშენებლობას და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობას, რასაც ახორციელებს გზების დეპარტამენტი. მუნიციპალური განვითარების ფონდი მუნიციპალური მნიშვნელობის გზების მშენებლობას ახორციელებს, რომელსაც ასევე ვაფინანსებთ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ასევე ამავე ფონდიდან უკვე თვითმმართველობები ახორციელებენ როგორც მუნიციპალური, ასევე სოფლის გზების სამუშაოებს. იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან დიდი ინვესტიციები იდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაში, დარწმუნებული ვარ, რომ ყველასთვის საინტერესო პროცესია, ამიტომ ამ პრეზენტაციაში ასევე წარმოგიდგინეთ ის გეგმები ანუ ის ეტაპები, თუ რა ეტაპებითაც განხორციელდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა. პირველ რიგში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი. ეს არის მარშრუტი წითელი ხიდიდან, სადახლოდან სარფამდე. 2019-23 წლების განმავლობაში 227 კმ ახალი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა არის დაგეგმილი, რომელზეც საორიენტაციოდ 5 მლრდ 100 მლნ ლარის ოდენობით ინვესტიცია ჩაიდება. აქედან მიმდინარეობს 77 კმ მაგისტრალური გზის მშენებლობა, რომელიც ეტაპობრივად სრულდება 19-21 წლებში. ხედავთ ასევე იმ მონაკვეთებს, რომელზეც მიმდინარეობს უკვე სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია სამობილიზაციო და მოსამზადებელი სამუშაოები 81 კილომეტრ მონაკვეთზე, ასევე ჩამოთვლილია ის მონაკვეთები დაახლოებით ინვესტიცია 2 და 1 მლრდ ლარი, სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს 26 კილომეტრიან მონაკვეთზე და ეს არის რიკოთის 2 მონაკვეთი ჩუმათელეთი, ხევი, და შორაპანი, არგვეთა. ამ მიმართულებით შორაპანი- არგვეთაზე მინდა მოგახსენოთ, რომ სავარაუდოდ გვექნება გამოსაცხადებელი ახალი ტენდერი, რადგანაც ამ ტენდერის დაფინანსება ხორციელდებოდა იაპონური თანხებით, ჯაიკას დაფინანსებით, რომლის პირობით შესაბამისად მხოლოდ იაპონურ კომპანიებს შეეძლოთ ტენდერში მონაწილეობა და სამწუხაროდ ის ფასი, რომელიც მივიღეთ ორი იაპონური კომპანიიდან 400 მლნ ლარით, დაახლოებით აღემატებოდა საპროექტო, ღირებულებას და სესხის ღირებულებასაც მათ შორის, ამიტომაც უშუალოდ დამფინანსებელთან შეთანხმებით ეს პროცესი შევწყვიტეთ და ახლა გვაქვს, ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია ორ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან იმისთვის, რომ ამ პროექტის განხორციელება დავიწყოთ უახლოეს მომავალში. ასევე დაგეგმილია 43 მაგისტრალური გზის მშენებლობა, რომელზეც ჯერ საპროექტო სამუშაოები არ გვაქვს ანუ უფრო სწორედ სამშენებლო სამუშაოები არ გვაქვს დაწყებული, ეს არის ბათუმის სარფი და რუსთავი წითელი ხიდი. რუსთავი წითელ ხიდთან დაკავშირებით მინდა დამატებით შევჩერდე გუშინ მოეწერა ხელი ევროპის საინვესტიციო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის რუსთავი წითელი ხიდის და ალგეთის სადახლოს მიმართულების დაფინანსებასთან დაკავშირებით და ამ პროექტების განხორციელებაზეც, შესაბამისად უკვე, უახლოეს მომავალში დავიწყებ. აქვე მინდა შევჩერდე და ვთქვა, რომ ეს არის ის პროექტები, დიდი პროექტები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ამ პროექტებზე და სწორად ასეთ პროექტებზე იქნა გაცემული ის ავანსები, რომელზეც ძალიან ბევრი კითხვა იყო 2018 წლის ბოლოს და მინდა აქვე ვისარგებლო ამ შემთხვევით და მოგახსენოთ, რომ ამ სატენდერო პროცედურების შედეგად, რომელსაც ახლა ვახორციელებთ ჩვენ ასევე, რა თქმა უნდა, გვაქვს დაგეგმილი საავანსო გადახდები და, რა თქმა უნდა, შესრულებული სამუშაოების გადახდებიც ამ წლის განმავლობაში და შესაბამისად ეს არის ის ბუნებრივი პროცესი, რომელიც ახლავს თითოეული პროექტის მართვას. აღმოსავლეთ- დასავლეთის მიმართულებით ასევე, ასევე გამოვყოფდი ზუგდიდი, ანაკლიის, პორტთან დამაკავშირებელ გზას, რომელიც არის უკვე, აი ამ პორტებთან და ჩვენ სავაჭრო პარტნიორებთან დამაკავშირებელი საერთაშორისო მაგისტრალები. ჩქაროსნულ მაგისტრალებში, მოგეხსენებათ, რომ აღმოსავლეთ დასავლეთის მიმართულების გარდა ჩრდილოეთ სამხრეთის მიმართულებაც გვაქვს, ეს არის ლარსი-სადახლო, ლარსი-წითელი ხიდი, რომელიც 2019-23 წლებში წარიმართება და სატენდერო პროცედურა მიმდინარეობს ამჟამად 22 კილომეტრ გზაზე, ეს არის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის მისასვლელი გზა, ეს მონაკვეთი არის გაყოფილი ორ ნაწილად მისასვლელი გზა და გვირაბი, გვირაბის მიმართულებით ჩვენ გვქონდა გამოცხადებული ტენდერი 2018 წელს, ასევე, ამ მიმართულებით ტენდერი, ტენდერში მიიღო მონაწილეობა და თავის შემოთავაზება წარმოადგინა ოთხმა, კომპანიამ, თუმცა, ვერცერთმა კომპანიამ ვერ დააკმაყოფილა ტექნიკური მოთხოვნები გვირაბის მშენებლობის გამოცდილების ნაწილში, რის გამოც ტენდერი ვერ შედგა, არ დასრულდა დადებითი შედეგით და ამიტომ, ამის გამოც ჩვენ 2018 წელს ვერ გადავრიცხეთ ის ამ ტენდერთან დაკავშირებული საავანსო გადახდა, რომელიც იყო ერთ-ერთი ის ნაწილი, რაც ბიუჯეტში ვერ აისახა. თუმცა, ჩვენ წარვმართეთ ძალიან აქტიური კონსულტაცია საპროექტო ორგანიზაციასთან, ასევე აზიის განვითარების ბანკთან, რომელიც აფინანსებს ამ პროექტს, დავაკორექტირეთ ის მოთხოვნები გამოცდილებასთან დაკავშირებით, რომელიც მეტ კომპანიას მისცემს საშუალებას ტენდერში მონაწილეობის მიღებისა და ამავდროულად, რა თქმა უნდა, არ დააზიანებს ზოგადად ან პროექტის წარმატებას. ამდენად უახლოეს დღეებში გამოცხადდება გვირაბის ტენდერი და დანარჩენ მონაკვეთებზე სამუშაო ჯერ კიდევ მიმდინარეობს 77 კმ-ის მაგისტრალის მშენებლობა, რომელზეც დაახლოებით 700 მლნ ლარის ინვესტირებას ვგეგმავთ არის მიმდინარე პროცესი, რომელზეც ხდება პროექტირება, მოლაპარაკება დამფინანსებელ ინსტიტუტებთან და ა.შ. ჯამში 2019 წლის ბიუჯეტში საერთაშორისო მნიშვნელობის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობისთვის დაგეგმილი გვაქვს 813 მლნ ლარის ინვესტიცია, საიდანაც ასევე საკმაოდ მსხვილი ნაწილი ამ თანხების იქნება გაცემული მე-3 და მე-4 კვარტალში იქედან გამომდინარე, თუ როგორც მიმდინარეობს, თვითონ რასაც მოითხოვს სატენდერო და დონორების პროცედურები. აქვე მინდა გავჩერდე, ასევე ძალიან ბევრი კითხვა და ბევრი მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია ეხებოდა იმას, რომ ჩვენი ხარჯვა არის არათანაბარზომიერი კვარტლების მიხედვით. აქვე მინდა ასევე ვისარგებლო ამ შემთხვევით და გითხრათ, რომ 1-ლ და მე-2 კვარტალში ანუ წლის პირველ ნახევარში ჩვენ ნამდვილად არ გვექნება შესრულებული სამუშაოების და ამ მიმართულებით თანხების ნახევარი. ჩვენ პირველ კვარტალში ვგეგმავთ მთელი ბიუჯეტის 8%-ის შესრულებას გზების ნაწილში, მეორე კვარტალში ეს არის 21%. ამდენად, როდესაც ივნისი ან ივლისი მოვა ისევე გვექნება იგივე ვითარება, თუმცა, ეს ვითარება არის ჩვეულებრივი ამ სამინისტროსთვის და გზების დეპარტამენტისთვის დამახასიათებელი ტენდენცია. ბატონმა რამაზმაც იცის და ეს არის ბუნებრივი ციკლი, რომელიც ხშირ შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაში არსებობს, თუმცა, ამას ჩვენ ნაწილში ემატება ის პროცედურები, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან დადგენილ პროცედურებს გულისხმობს. აქედან გამომდინარეობს და შესაბამისად ეს ხარჯვაც და კვარტლების მიხედვით განაწილება ასევე არის შედგენილი იმ პროცედურების შესაბამისად, რომელიც ჩვენ გავდივართ.
საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში მხოლოდ, როგორც გითხარით, მხოლოდ ჩქაროსნული მაგისტრალები არ არის და გზების დეპარტამენტი ასევე ძალიან დიდი ინვესტიციებს დებს გზების რეაბილიტაციაში. რეაბილიტაციის ნაწილში 2018 წელს მოხდა 218 კმ-ის რეაბილიტაცია 21 სახიდე გადასასვლელის და აშენდა 8 ახალი ხიდი. ასევე მაგალითისთვის არის რამდენიმე მონაკვეთი წარმოდგენილი და ამ მიმართულებით უკვე 2019 წელს გზების დეპარტამენტის გეგმა არის 300 კმ-ის გზის რეაბილიტაცია, 400 ახალი ხიდის მშენებლობა, რომელსაც ასევე საკმაოდ ბევრი საინტერესო მონაკვეთია, რომელსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ელოდება ჩვენი მოსახლეობა. აქვე მინდა გამოვყო, რა თქმა უნდა, მთის გზები. მთის გზების ნაწილში ჩვენ გვაქვს წელს 57 მლნ ლარი ჩადებული ბიუჯეტში. მინდა აღვნიშნო, რომ შარშან ეს პროგრამა პრაქტიკულად ჩავარდა. ბიუჯეტის თანხებით ფინანსდება ეს პროგრამა, მაგრამ ჩავარდნის მიზეზი იყო ის, რომ, სამწუხაროდ, ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ 2017 წლის დეკემბერში მოხდა საპროექტო სამუშაოების ვადის გადავადება 2018 წლის 1 ივლისისთვის და მოგეხსენებათ, რომ შესაძლებელი ვერ იქნებოდა პროექტების არქონის შემთხვევაში ამ სამუშაოების შესრულება. ამიტომ შევძელით მხოლოდ იმ სამუშაოების შესრულება, რომელზეც საპროექტო დოკუმენტაცია არსებობდა, თუმცა, მთის გზებზე ჩადებული სხვა თანხები ანუ გათვალისწინებული თანხები მიემართა 2018 წლის განმავლობაში სხვა პროექტებს, ეს თანხა აუთვისებელი არ დარჩენილა სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში.
თავმჯდომარე. ქალბატონო მაია, უკაცრავად. კოლეგებო, გთხოვთ ყველას დაიცვათ სიჩუმე. წარმოუდგენელია ასეთ რეჟიმი მუშაობა. გთხოვთ ყველას დაიცვათ სიჩუმე და მოვუსმინოთ მომხსენებელს. საუბრის ადგილი არის გარეთ ასეთ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვუსმენთ მთავრობის წევრს. გთხოვთ.
მ.ცქიტიშვილი. გმადლობთ. მინდა ასევე შევეხო ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოზიციას, საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებები. ამისთვის ჩვენ წელს პირველად ბიუჯეტში არის გათვალისწინებული ცალკე მუხლი. მოგეხსენებათ, რომ რეაბილიტაციის პროცესში ან ახალი გზების მშენებლობის პროცესში, რა თქმა უნდა, საგზაო უსაფრთხოების ყველა სტანდარტი არის დაცული და ხდება იმ უსაფრთხოების, როგორც საგზაო ნიშნების, ასევე გვერდულების და მზღუდარების და კონსტრუქციების აშენება, თუმცა, ეს არის ინიციატივა, რომელიც ეხება უკვე არსებულ გზებზე საგზაო უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლებას, რომელიც გარკვეულ მონაკვეთებზე არის აუცილებელი. ამ ეტაპზე ახლა მინდა გადავიდე ასევე სტიქიის პრევენციის ნაწილში. ესეც ის საკითხია, რომელსაც გზების დეპარტამენტი ნაპირდაცვის სამუშაოების ნაწილში მუდმივად ახორციელებდა, თუმცა, სტიქიის პრევენცია არის ის მიმართულება, რომელსაც ჩვენ გვინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ 2019 წელს. 2018 წელს ამ მიმართულებით გვქონდა 24 მლნ-ის ინვესტიცია ჩადებული. 2019 წელს ვხედავთ, რომ ეს არის 55 მლნ ლარი. რას მოიცავს ეს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გზების დეპარტამენტი განახორციელებს იმ მსხვილ ნაპირდაცვის სამუშაოებს ასევე დიდ გამაგრებით სამუშაოებს და ა.შ. რაც მათ პორტფელში იყო, თუმცა, გარდა ამისა ჩვენ გავაკეთეთ მუნიციპალიტეტებში იმის ინვენტარიზაცია თუ რა არის ხშირ შემთხვევაში მიზეზი რეგიონებში სტიქიით მიყენებული ზიანის და ძალიან ხშირად ვნახეთ და ეს არის სამწუხაროდ გაუწმენდავი არხები ქუჩების გასწვრივ, არის ხევები და ა.შ. ანუ ის მცირე ნაპირდაცვითი სამუშაოები, რომელსაც მუნიციპალიტეტის კომპეტენციას უფრო წარმოადგენს და ამიტომ რეგფონდის ქვეპროგრამის სახით გამოვყავით 20 მლნ ლარი ყველა მუნიციპალიტეტისთვის, რომელიც იქნება მიმართული იმისკენ, რომ მუნიციპალიტეტებმა თავად განახორციელონ ეს სამუშაოები. თუმცა, ასევე გვაქვს საინტერესო მიგნებები სტიქიის ლიკვიდაციის ნაწილში, იცით, რომ ესეც მუდმივი, სამწუხაროდ, პროცესია, მაგრამ ამ ნაწილში ასევე ხშირია უცებ სტიქიის დროს რაღაც ისეთი სასწრაფო გადაწყვეტილებების მიღება, ჩვენ გავაკეთეთ წინასწარ ვატარებთ ტენდერს, გავყავით საქართველო რამდენიმე რეგიონად, თითოეულ რეგიონში იქნება წინასწარ დაკონტრაქტებული კომპანია, რომელსაც ექნება ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტით დადგენილი ფასები და მეტიც, ჩვენ მუნიციპალიტეტებსაც გზების დეპარტამენტთან დადებული მემორანდუმის ფარგლებში ვაძლევთ საშუალებას, რომ ისარგებლონ ამ ფასებით და ისარგებლონ იმ კომპანიების მომსახურებით, რომელიც ამა თუ იმ რეგიონში არის ბაზირებული, რაც მათ დაეხმარებათ, რომ ძალიან სწრაფად მოახდინონ რეაგირება იმ სტიქიებზე, რომელიც მოხდა. გარდა ამისა, სტიქიის პრევენციაშიც ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვაპირებთ, რომ განსაკუთრებულად მუდმივად საშიშ მონაკვეთებზე, რომელიც მუდმივად არის პრობლემური როგორც არის შავი ღელე მესტიაში ან რომ ეს არის ფშაველი, აბანოს მონაკვეთი თუშეთის გზაზე, იქ პროექტირება მიმდინარეობს საინჟინრო გადაწყვეტილებების მოძიების მიზნით, რათა ჩავდოთ ინვესტიცია და გადავწყვიტოთ იქ საინჟინრო გადაწყვეტილებები მოვიფიქროთ, რათა მუდმივად არ გვქონდეს სალიკვიდაციო სამუშაოების წარმართვა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურა ასევე არის ერთ-ერთი დიდი სფერო, რომელსაც ჩვენ ვაფინანსებთ სხვადასხვა ჩვენი უწყებების მხრივ, ეს არის პირველ რიგში მუნიციპალური განვითარების ფონდი, რა თქმა უნდა, ეს არის რეფონდით დაფინანსებული პროექტები, ამ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის სფეროში შედის სკვერები, პარკები, გარე განათება, კულტურის სახლები, შენობების და ქუჩების კეთილმოწყობა და მსგავსი ტიპების სამუშაოები. ამ მიმართულებითაც არის ჭიათურის საბაგირო, რომელსაც ვგეგმავთ 2019 წელს უკვე ნამდვილად დასრულდება. გარდა ამისა, ხედავთ რომ ამ მიმართულებითაც არის ძალიან დიდი გეგმები როგორც 18-ში, ასევე 19 წელს, გამოვყოფდით ასევე ჭიათურის გარდა მზიურის პარკის რეაბილიტაციას თბილისში, რეგიონებში ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობას, რაც ასევე რეგიონებისთვის არის ძალიან დიდი პრობლემა ხშირ შემთხვევაში. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გარდა ასევე, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტებისთვის, რა თქმა უნდა, რეგიონებისთვის არის აუცილებელი სამედიცინო სერვისების ხარისხი და მუნიციპალიტეტებთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად გავაკეთეთ ინდენტიფიცირება იმ პრობლემების, რომელიც ამ მიმართულებით არის, წელს ჩვენ ვიწყებთ 404 სამედიცინო ობიექტის, ეს არის 262 ამბულატორიის რეაბილიტაცია, 39 სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა და 103 ახალი ამბულატორიის მშენებლობა. ამ თანხებს ასევე რეგფონდის ქვეპროგრამის სახით დამატებით 20 მლნ ლარს გამოვუყოფთ მუნიციპალიტეტებს და მუნიციპალიტეტები განახორციელებენ ამ სამუშაოებს, თუმცა, რა თქმა უნდა, თვითონ საპროექტო დოკუმენტაცია არის შედგენილი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად და ჩვენც მუნიციპალიტეტებს დავეხმარებით იმისთვის, რომ ამ პროექტების მართვა მოხდეს უპრობლემოდ. იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა ასევე არის ახალი ფუნქცია, რომელიც ჩვენმა სამინისტრომ 2018 წელს შეიძინა, შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ მხოლოდ ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, ხოლო ბინების განაწილება, ბინების გამოსყიდვა და სხვა სახით დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა და მათი არსებული განსახლების ობიექტების მოვლა-პატრონობა არის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ჯანდაცვის და შრომის სამინისტროს პრეროგატივა. ჩვენ ნაწილში მშენებლობის თვალსაზრისით, ჩვენ 2018 წელს ვასრულებდით იმ პროექტებს, რომელიც დევნილთა სამინისტროს დაწყებული იყო, 2019 წელს ამდენად ვგეგმავთ 16 საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულებას ზუგდიდში, ქუთაისში, წყალტუბოსა და მცხეთაში, 1520 ოჯახი მიიღებს ამ სახლებში ბინებს, ხოლო 2019 წელს ასევე იწყება 13 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და დამატებითი 12060 ოჯახი მიიღებს ბინებს ახალაშენებულ სახლებში. ამ მიმართულებითაც მინდა ვთქვა, რომ შევცვალეთ მიდგომა ზოგადად კომპანიების ჩართულობასთან დაკავშირებით, გავმართეთ რამდენიმე ღია კარის დღე და შედეგად ამ პროცესს ანუ ამ მშენებლობის პროცესში შემოვიდნენ სამშენებლო ... კომპანიებიც მათ შორის, რომელიც მანამდე არ იღებდნენ მონაწილეობას დევნილთა სახლების მშენებლობაში, რაც ჩვენ გვაძლევს იმის იმედს, რომ ეს პროექტები უფრო წარმატებით, ხარისხიანად და სწრაფად წარიმართება. მყარი ნარჩენების მართვა ასევე არის ჩვენი სამინისტროს სფერო, მყარი ნარჩენების მართვის კომპანია შექმნილი 2013 წელს და მას შემდეგ ეს კომპანია არის დაკავებული როგორც ძველი საბჭოთა ჯერ კიდევ ნაგავსაყრელების დახურვით, არსებული ნაგავსაყრელების მოდერნიზაციით იმისთვის, რომ მათი სტანდარტი მეტ-ნაკლებად შეესაბამებოდეს თანამედროვე სტანდარტებს, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია ნარჩენების მართვის კომპანია ჩვენი დონორების დახმარებით და მადლობა მინდა, რა თქმა უნდა, გადავუხადო ამ შემთხვევაში გერმანის განვითარების ბანკს, რომლის დაფინანსებითაც 2019 წელს იწყება პირველი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა და მოგეხსენებათ, რომ მთლიანობაში ნარჩენების მართვის ნაგავსაყრელების მშენებლობის კუთხით გადავდივართ რეგიონული მართვის პრინციპზე, სადაც ასევე მიმდინარეობს დამატებითი რეგიონული ნაგავსაყრელების პროექტირება, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს მათ შორის მოსახლეობასთან ხშირ შემთხვევაში, რათა ავუხსნათ ამ მიდგომის მართებულობა. ნარჩენების მართვის ნაწილში ასევე მინდა შევეხო სეპარირებული ნარჩენების შეგროვებას, ეს ვალდებულება იცით, რომ 2019 წლიდან საქართველოს აქვს უკვე და მუნიციპალიტეტები იწყებენ ამ პროცესს, ამაში ჩვენ ძალიან აქტიურად გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ და ნარჩენების მართვის კომპანია მუნიციპალიტეტებს ეხმარება ტექნიკის შეძენაშიც, ურნების შეძენაშიც, და ა.შ ანუ იმ საქმიანობაში, რომელიც არის აუცილებელი ამ პროცესისთვის. სპორტული ინფრასტრუქტურა მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ნაწილია მაგრამ მაინც ცალკე გამოვყავით რადგანაც სპორტული ინფრასტრუქტურის გარეშე ძალიან რთულია იმ საჭიროებების დაკმაყოფილება, რომელიც რეგინებშია, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით 2018 წელს ჩვენ გვქონდა 7 მლნ-ის ლარის პროექტები, თუმცა, 2019 წელს ვიწყებთ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს. იცით, რომ ქუთაისში და ზუგდიდში ვიწყებთ 50-მეტრიანი ოლიმპიური აუზების მშენებლობას, ახალციხეში ფოთში არის დაგეგმილი, ფოთში მიმდინარეობს და ახალციხეში დაიწყება წელს 25 -მეტრიანი აუზების მშენებლობა და ასევე გამოვყოფდით ... კომპლექსებს რუსთავში, მარნეულში და ფოთში. ყველა ამ მიმართულებით ასევე გვაქვს, რა თქმა უნდა, უფრო მცირე ზომის სპორტული ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტებში, რომელზეც კიდევ დამატებით ანუ მათ შორის უფრო სწორად 4.5 მლნ ლარი არის გათვალისწინებული რეგფონდიდან და მუნიციპალური განვითარების ფონდიდან. განათლების ინფრასტრუქტურა ეს არის ის მიმართულება რომელიც ასევე სამინისტრო პირველად იწყებს 2019 წელს მოგეხსნებათ, რომ მანამდე რეგფონდიდან ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაფინანსებდით საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას, რომელსაც მუნიციპალიტეტები ახორციელებდნენ, თუმცა, განათლების მიმართულებით და როგორც საბავშვო ბაღების მიმართულებით, ასევე სკოლების მშენებლობის მიმართულებით, წელს ინვესტიციები არის გაზრდილი 2 ნახევარჯერ ზოგადად სახელმწიფო ბიუჯეტში, ნაწილობრივად ამ სამუშაოებს კვლავ შეასრულებს განათლების სამინისტრო, მისი სიპ-ის მეშვეობით, თუმცა, ჩვენი სამინისტრო მუნიციპალური განვითარების ფონდის და ჩვენი საერთაშორისო საფინანსო პარტნიორების დახმარებით აპირებს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობას ეს არის დაახლოებით 70 ბაღი, რომელიც დაიწყება 2019 წელს და გარდა ამისა, ასევე რა თქმა უნდა, გაგრძელდება რეგიონალურ განვითარების ანუ რეგფონდიდან მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, რათა მათ განახორციელონ არსებული ბაღების რეაბილიტაციები. საბავშვო ბაღები იცით, რომ სოციალური ფუნქციის გარდა ახალი განათლების რეფორმის ახალი კონცეფციის შესაბამისად განათლების, სკოლანდელი განათლების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მნიშვნელოვან საფეხურს, რამდენად საბავშვო ბარების მშენებლობა ამ თვალსაზრისითაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია ეს არის უკვე ახალი ფუნქცია, რომელიც ჩვენ წელს შევიძინეთ 2019 წლიდან ვიწყებთ 29 ახალი სკოლის მშენებლობას, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რამდენიმე 11 სკოლის სამშენებლო ტენდერი უკვე გამოცხადებულია. თუმცა, ამასთან ერთად არის დაგეგმილი კიდევ 80-ზე მეტი სკოლის კაპიტალური რეაბილიტაცია, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, თუმცა, როგორც უკვე დასაწყისში აღვნიშნე, დამატებით კიდევ 40 მლნ ლარს უკვე მუნიციპალიტეტებს გადავცემთ, რათა მუნიციპალიტეტებმა თავისი შეხედულებით იმ ახალი დელეგირებული კომპეტენციის ფარგლებში დეცენტრალიზაციის მიმართულებით თვითონ გადაწყვიტონ, რომელი სკოლის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები ...
თავმჯდომარე. გააგრძელეთ დრო.
მ.ცქიტიშვილი. ამ მიმართულებით მოგახსენეთ, რომ მანამდე განათლების სამინისტროს ჩართულობა იყო აუცილებელი, რათა მცირე სარემონტო სამუშაოები განხორციელებულიყო, თუმცა, ახლა უკვე მუნიციპალიტეტებს თავად შეეძლებათ განსაზღვრონ პრიორიტეტები.
ტურიზმის ინფრასტრუქტურა ასევე არის ის მნიშვნელოვანი სფერო, რომელსაც ჩვენი სამინისტრო, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით, ასევე სხვადასხვა დაფინანსების საშულებით უზრუნველყოფს. ჩვენ 2018 წელსაც გვქონდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ამ მიმართულებით. როგორც იცით, დასრულდა კობი-გუდაურის საბაგირო და ყაზბეგის გერგეთის სამებამდე მისასვლელი გზა, ბახმაროს გარე ელექტრომომარაგების რეაბილიტაცია, თელავის ბატონის ციხის მუზეუმის კომპლექსის რეაბილიტაცია, ხერთვისის ციხესთან, ვარძიაში, ვანის ქვაბებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და მრავალი სხვა. თუმცა, 2019 წელს გვაქვს უფრო ფართო გეგმები, რომელიც დაკავშირებულია სივრცითი მოწყობის გეგმებთან, რომელზეც უკვე ვისაუბრე და სწორედ ამ სივრცით გეგმების ფარგლებში იყო, მაგალითად, იგივე გუდაურის სივრცითი მოწყობის გეგმის დამტკიცების და შემუშავების დროს იყო გათვალისწინებული კობი-გუდაურის საბაგიროს მშენებლობა, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ უკვე კობში შევქმნათ დამატებით მოზიდულობის ცენტრი, კობში განვითარდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოემსახურება როგორც გუდაურში დასვენების მსურველებს, ასევე კობსაც გადააქცევს ახალ მოზიდულობის ცენტრს. ამის გარდა, ჩვენ 2019 წელს დაგეგმილი გვაქვს თრუსოს უკვე დაცულ ტერიტორიად, პარლამენტის მხარდაჭერით დაცულ ტერიტორიად ქცეული ზონის ტურისტული ინფრასტრუქტურით მხარდაჭერა. ასევე გვაქვს დაგეგმილი 2019 წელს ასურეთში შვაბების ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობის დასრულება და ასეთი პროექტები, რომელიც ნამდვილად შეცვლის არსებულ რეგიონში ვითარებას, გააჩენს ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის. 2019 წელს მთლიანობაში გვაქვს 41 პროექტი 138 მლნ ლარის ღირებულების დაგეგმილი. ონში და ოზურგეთში ვგეგმავთ ახალი მუზეუმების მშენებლობას. ვიზიტორთა ცენტრების, პარკინგების და ასეთი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ფოკაში, ბოდბეში, ატენის სიონთან, კაცხის სვეტთან და მსგავს ტურისტულ ლოკაციასთან, რომელიც ხშირ შემთხვევაში როგორც ინფრასტრუქტურის განახლების საჭიროებას განიცდის, ასევე დამატებით ბიძგსაც საჭიროებს. თუმცა, ამასთან ერთად ასევე მინდა გამოვყო განსაკუთრებული ლოკაციები, სადაც ასევე უფრო თავმოყრილი არის გარკვეული უფრო დიდი პროექტები. ეს არის ქუთაისში, მაგალითად, ძველი უბნის რეაბილიტაცია თეთრსა და ჯაჭვის ხიდს შორის. ვფიქრობთ, რომ აქ შეიძლება შეიქმნას ახალი ტურისტული ლოკაცია. აბასთუმანის სრული ურბანული განახლების პროექტია, რომელიც მიმდინარეობს და რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ აბასთუმანი უკვე საერთაშორისო დონის ტურისტულ ცენტრად თავიდანვე ვაქციოთ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი სივრცითი მოწყობის გეგმების შემუშავებაც, რომელიც ასევე თავიდან აგვარიდებს იმ ქაოტურ განაშენიანებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში ტურისტულად საინტერესო ადგილებში მიმდინარეობს. ასევე ვგეგმავთ მესტიასა და უშგულში კოშკების რეაბილიტაციას. მესტიაში ლაღამის უბნის რეაბილიტაციას, რომელიც ასევე მესტიისთვისაც დამატებით ტურისტულ ადგილებს შექმნის და პირველ რიგში ეს ყველაფერი არის მიმართული იმისკენ, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ უშუალოდ მესტიაში, უშგულში და ყველა სხვა ლოკაციაში შეძლოს საკუთარი ბიზნესი, საოჯახო სასტუმროები განავითაროს და იქ მოემსახუროს ტურისტებს. ასევე, ვფიქრობთ, ბახმაროში გვაქვს საინტერესო პროექტები. ვფიქრობ, რომ ბევრ პროექტზე ვისაუბრებთ, ალბათ, კითხვა-პასუხის რეჟიმშიც. და მინდა ასევე ცალკე შევეხო მთის კურორტებს. ბაკურიანი და გუდაური ყოველწლიურად ექცევა, განსაკუთრებით საახალწლო პერიოდში ყურადღების ცენტრში, მოგეხსენებათ, იქ არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემის გამო, თუმცა, მოდით, ვაღიაროთ, რომ ეს ინფრასტრუქტურული პრობლემები ხშირ შემთხვევაში გამომდინარეობს სწორედ იმისგან, რომ ქაოტური განაშენიანება და ზედმეტად, ასე ვთქვათ, არაპროგნოზირებული და არასწორი დაგეგმარება მოხდა ამა თუ იმ ობიექტის. ბაკურიანში ჩვენ ამდენად, იმისთვის, რომ გადავწყვიტოთ ის პრობლემები, 2019 წელს გვაქვს დაგეგმილი შემოვლითი გზის და საზოგადოებრივი პარკინგების მშენებლობა და გაფართოება, მიტარბის საბაგირომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხიჯვრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, საკანალიზაციო ქსელის პროექტირება, რომელიც, სამწუხაროდ, ასევე სავალალო მდგომარეობაშია, მუნიციპალური ტრანსპორტით და ტექნიკით უზრუნველყოფა, პარკის რეაბილიტაცია და მსგავსი პროექტების, რომელიც ბაკურიანს დაეხმარება, რომ გადაწყვიტოს ის პრობლემები, გადავწყვიტოთ ერთად ის პრობლემები, თუმცა, ასევე გუდაურში გვაქვს დაგეგმილი ასეთივე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე საზოგადოებრივი პარკინგი კობში უკვე, საბაგიროსთან ასევე პარკინგის მოწყობა და მსგავსი ტიპების ინფრასტრუქტურას, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო კურორტების მართვის ახალი მოდელი, რომელზეც ვხედავთ, რომ გარდაუვალია, რომ უნდა შევცვალოთ როგორც ბაკურიანის, ასევე გუდაურის და ასეთი საკურორტო ადგილების მართვა, იცით, რომ დღეს მაგალითად ბაკურიანი არის ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი დაბა და იმის მართვაც, როგორც კურორტის ხორციელდება როგორც ჩვეულებრივი დაბის, რომელიც ის არის, ალბათ, არა სეზონში, მაგრამ სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ სულ სხვა მოთხოვნები გვაქვს უკვე ამ კურორტების მიმართ და იქ გაწეული სერვისის მიმართ, ისევე, როგორც დაფინანსების თვალსაზრისით, ჩვენ ვამუშავებთ ახლა ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ინიციატივებს, შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილებებიც იყოს საჭირო თვითმმართველობის კანონში, რომელზეც ჩვენ დამატებით მოგმართავთ, რათა ამ კურორტების არა მარტო ინფრასტრუქტურა, არამედ მართვის სტანდარტიც მოვიყვანოთ ახალ რეალობასთან შესაბამისობაში და ახლა ჩემი პრეზენტაციის დასასრულს მაპატიეთ ცოტა დროში გავცდი, მაგრამ მინდა შევეხო იმ სისტემურ ცვლილებებს, რომელიც სამინისტროში განხორციელდა იმისთვის, რომ ჩვენ ყველანი ვიყოთ გარანტირებული, რომ ის პროექტები, რომელზეც მე ვისაუბრე, განხორციელდება უკეთესად ვადაში დადგენილ საბიუჯეტო თანხებში ხარისხიანად და რაც მთავარია, ასევე აგვარიდებს თავიდან კორუფციულ რისკებს. ჩვენ 2018 წლის განმავლობაში როგორც გზების დეპარტამენტში, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდში, წყალმომარაგების კომპანიაში გავაკეთეთ ფუნქციური ანალიზი, დავინახეთ ის საჭიროებები, რომელიც ჩვენ შიდა მართვაში გვჭირდებოდა პირველ რიგში, რომ ჩვენი პროექტების მართვა გაგვეხადა უკეთესი, გავაძლიერეთ ის მიმართულებები, რომელიც ასეთ გაძლიერებას საჭიროებდა, პირველ რიგში ეს არის პროექტების მართვა, შიდა მონიტორინგი, საერთაშორისო შესყიდვები, დონორებთან კოორდინაცია, საინჟინრო ტექნიკური მიმართულება და გარემოს დაცვითი და სოციალური მიმართულება, რომელიც ასევე ძალიან მნიშნელოვანი ნაწილია დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების დროს. გარდა ამისა, ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს ყველა ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რომლებიც მზად არიან დაგვეხმარონ სხვადასხვა ტრენინგის სახით, ან კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებში, მათ შორის თავისი ექპერტების მოვლენის ნაწილში, რომელიც უშუალოდ იმუშავებს ჩვენ სტრუქტურაში იმისთვის, რომ გაგვიზიარონ გამოცდილება და გვასწავლონ, როგორ იმუშაოთ უკეთესად. თუმცა, გარდა ამისა, ასევე ჩვენ გვაქვს უკვე პროექტების შერჩევის და მართვის მიმართულებით ასევე ის ნაბიჯები, რომელიც უკვე გადავდგით, პირველ რიგში თვითონ პროექტების შერჩევას შევეხებოდი და ჩვენ ვეცადეთ, როგორც თქვენ ნახეთ ხშირ შემთხვევაში პრობლემების იდენტიფიცირება გაგვეკეთებინა და მერე ამ პრობლემების სისტემატიზაცია და უკვე სისტემური გადაწყვეტა შემოგვეთავაზებინა, ეს ეხებოდა როგორც ბაღებს, ასევე ამბულატორიებს, ასევე სტიქიის პრევენციას და ყველა აი ასეთი ერთიანი პროექტები, რომელიც არის მიმართული იმისთვის, რომ ერთიანად, ერთ ამ ორ წელიწადში ერთად გადავწყვიტოთ ეს პრობლემები, რომელიც წლების განმავლობაში ვერ გვარდება. ამდენად ჩვენ პროექტების შერჩევის ნაწილშიც ამ მიმართულებითაც წავედით, ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენ კოლეგა სამინისტროებთან იმისთვის, რომ ამ საჭიროებების იდენტიფიცირება მოხდეს, ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს მაჟორიტარ დეპუტატებთან და მინდა თითოეულს დიდი მადლობა გადავუხადო ამ აქტიური ჩართულობისთვის ამ რეგიონების პრობლემატიკაში, ვცდილობთ, რომ ეს თანამშრომლობა ჩვენი მხრიდანაც იყოს აქტიური და რაც პირველ რიგში და მთავარი და აუცილებელი არის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური კომუნიკაცია ასევე უშუალოდ მუნიციპალიტეტებთან, საკრებულოებთან და ის შეხვედრები, რომელსაც ხშირად რეგიონებში ვმართავთ და მათ შორის სოფლის კრებების დროს, მთავრობის წევრების დასწრებას, რომელმაც ასევე ვნახე რამდენიმე მედია-საშუალებებში კითხვები გააჩინა, თუ რატომ ესწრება მინისტრი სოფლის კრებას ემსახურებოდა სწორედ იმას, რომ უშუალოდ სოფლიდან, უშუალოდ მოსახლეობიდან ადგილზე გაგვეგო, რა სჭირდება მოსახლეობას, პირველ რიგში რა სჭირდება და იმ ყველა პრობლემიდან, რომელიც მას აქვს, რა არის პირველი რიგის პრიორიტეტი. სწორედ ასეთი შერჩევის პროცესში ფართო კონსულტაციის გზით ვარჩევთ პროექტებს და ეს გვეხმარება მათ შორის იმაში, რომ ჩვენ დონორებთანაც და სახელმწიფო უწყებებთანაც უკეთესი კოორდინაცია გვქონდეს ამ პროექტების შერჩევის და შემდგომში უკვე დაფინანსების მიმართულებით. პროექტების მართვაში ასევე წინასწარ ვგეგმავთ, რადგანაც ვიცით უკვე წინასწარ დაგეგმარება და ჩვენ 2019 წლის ბიუჯეტის შედგენა დავიწყეთ 2018 წლის ზაფხულში, ადრეულ ზაფხულზე, წელს უკვე ვაპირებთ ამ პროცესის დაწყებას, წინასწარი დაგეგმვა, რა თქმა უნდა, გვაძლევს საშუალებას, რომ წინასწარ შევუკვეთოთ საპროექტო დოკუმენტაცია, წინასწარ გამოვაცხადოთ ტენდერები და შევხვდეთ შემდგომ მომდევნო წელს უფრო მზად. ამ მიმართულებითაც 2019 წლის გეგმიდან უკვე ძალიან ბევრი პროექტზე არის ტენდერი გამოვლენილი და გამარჯვებულიც არის გამოვლენილი, და ამ მიმართულებითაც უკვე, უკეთესი ვითარება გვექნება, ვიდრე 2018 წელს. ასევე, ჩვენ შევცვალეთ კონტრაქტორებთან ურთიერთობის პრაქტიკაც, პრაქტიკულად ყველა დიდი ტენდერის ან ტენდერების ჯგუფის გამოცხადების წინ ვატარებთ აქტიურ შეხვედრებს დაინტერესებულ კომპანიებთან, ამ შეხვედრებზე დასწრება არის თავისუფალი, ღია წყაროებით ცხადდება მოწვევა ამ შეხვედრებზე მონაწილეობის მისაღებად და სწორედ აი ასეთი შეხვედრების შედეგად როგორც მუნიციპალურ დონეზე, ასევე ცენტრალურ დონეზე ჩვენ გვაქვს ის ვითარება, სადაც ძალიან ბევრი ახალი კომპანია შემოვიდა იმ ტენდერებში, რომელშიც მანამდე მონაწილეობას არ იღებდა. ამ კომპანიებს აქვთ უკვე ღია და თანაბარი წვდომა ინფორმაციაზე, რაც ასევე, იმ კორუფციულ რისკებსაც ამცირებს, რომელიც შესაძლოა ამ სისტემაში იყოს. გარდა ამისა, ასევე, ანტიკორუფციული მიმართულებითაც და მეტი უკეთესი პროგნოზირებისთვისაც ჩვენ შემოვიღეთ ერთიანი სტანდარტები სატენდერო დოკუმენტაციის მიმართებაში, რომელიც ტენდერებს არა თვითონ პროექტების მოცულობიდან გამომდინარე საზღვრავს იმ სტანდარტულ მოთხოვნებს კომპანიის კვალიფიკაციის გამოცდილებას და ფინანსური ბრუნვის მიმართ, რაც ერთიანი თამაშის წესებს ადგენს ყველასთვის და ამდენად გამორიცხავს ტენდერების ეგრეთწოდებულ მორგებას. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, კომპლექსური მონიტორინგი ხორციელდება პროექტებზე, პროექტების შესრულებაზე, რაც ასევე, რა თქმა უნდა, უკვე ხარისხზე და ვადებზე იქონიებს დადებით გავლენას. აქვე მინდა შევეხო ფასს, წარმოქმნის პრინციპს და შესყიდვების პროცედურების გადახედვას ფასს წარმოქმნის პრინციპზე, განსაკუთრებით ძალიან ბევრი შეკითხვა აქვს კონტრაქტორებს, ეს ეხება იმ სახარჯთაღრიცხვო ღირებულების ადეკვატურობას, რომელიც ხშირ შემთხვევაში ახლავს თან საპროექტო დოკუმენტაციას და ძალიან ხშირ შემთხვევაში პროექტების ჩავარდნის მიზეზები განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში არის სწორედ ის, რომ ის ფასები, რომელიც არის საპროექტო დოკუმენტაციაში მითითებული ხშირად იმ რეალობას არ ასახავს. ამ მიმართულებით გვაქვს კომუნიკაცია და ინტენსიური კონსულტაციების სხვადასხვა სტრუქტურასთანაც, მათ შორის ისევე, როგორც ასოციაციებთან , რათა შევიმუშაოთ ისეთი პრინციპები, რომელიც თან, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს იმას, რომ სწორ თანხებს ვხარჯავთ და არ ვხარჯავთ იმაზე, მეტს ვიდრე უნდა ვხარჯავდეთ, მაგრამ ტენდერების ადეკვატურობას და ფასების ადეკვატურობასაც უზრუნველყოფს. და ბოლო სლაიდი, ეს არის უშუალოდ მუნიციპალიტეტების მხრიდან განხორციელებული პროექტები, როგორც აღვნიშნეთ ჩვენ რეგიონული, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტის ფონდის განაწილებაში კოორდინაციას უწევთ ამ პროცესს, და ისევე, როგორც ჩვენი კომპეტენცია ამ მიმართულებით არის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ ამ გაწეული ხარჯების ხარჯვის კონტროლი. ამ მიმართულებით გარდა მონიტორინგისა პროექტების მონიტორინგის, რა თქმა უნდა, როგორც ვისაუბრეთ მუნიციპალიტეტებს სჭირდება დახმარებაც მათ შორის და ამ დახმარების ნაწილში ჩვენ შესყიდვების სააგენტოსთანაც გვქონდა კომუნიკაცია ხშირად საპროექტო დოკუმენტაციის გაუმართაობა, იყო ტენდერების ჩავარდნის, ტენდერების გასაჩივრების ხშირი მიზეზი, ამდენად ჩვენ იქაც მუნიციპალიტეტებს დავეხმარეთ, რომ სატენდერო დოკუმენტაციაც გაგვემართა და ამდენად იქაც არის შემუშავებული ერთიანი სტანდარტი პროექტების ზომის და რისკებიდან გამომდინარე და ასევე, იგივე პრაქტიკები გავრცელდა როგორც არის პოტენციურ კონტრაქტორებთან წინასწარი ღია შეხვედრები საპროექტო სამუშაოების შესყიდვის ასევე ახალი პრინციპი, რომელიც ასევე ხშირ შემთხვევაში იყო პრობლემა მუნიციპალიტეტების მხრიდან და დასახელებული პრობლემა პროექტების და ტენდერების გადავადების მიზეზად იმიტომ, რომ ისინი ინდივიდუალურად თითოეულ კონკრეტულ პროექტზე აცხადებდნენ საპროექტო სამუშაოების ტენდერს. ჩვენ ასევე ასეთი ფართო მათთანვე კონსულტაციის შედეგად შევთავაზეთ ის მოდელი, რომლითაც წლის განმავლობაში იქნა შესყიდული სამი სხვადასხვა მიმართულებით გზებზე ცალკე წყალმომარაგების სამუშაოებზე, ცალკე და სხვა ჩვეულებრივ სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებით ცალკე 1-წლიანი ტენდერები, რომელიც მათ საშუალებას აძლევს უკვე, წინასწარ დადგენილ თანხად ნავაჭრ ღირებულებად უკვე, შეუკვეთონ კონკრეტულ ორგანიზაცია საპროექტო დოკუმენტაცია და ამდენად ეს პროცესიც ბევრად უფრო სწრაფად წარიმართა. ამასთან ერთად შესყიდვების პროცედურების გამარტივებაც არის შესაძლებელი და რაც უკვე განხორციელდა 200 ათას ლარამდე მუნიციპალიტეტებს მიეცათ საშუალება რომ დაჩქარებული ელექტრონული ტენდერით წასულიყვნენ, ანუ ეს არის კვლავ ელექტრონული ტენდერი, თუმცა, ნაცვლად 20 დღისა, მათ აქვთ საშუალება, რომ 10-დღიანი ტენდერები გამოაცხადონ. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ნაწილში ის პროექტები რომლის ოდენობა 10-დან 20 ათას ლარამდეა, ასევე მივეცით საშუალება, რომ გამარტივებული შესყიდვით განეხორციელებინათ ეს სამუშაოები, რა თქმა უნდა, ფასთა კვლევის საფუძველზე და მსგავსი შემსუბუქება, რომელიც ზედმეტ ბიუროკრატიისგანაც თავიდან აგვარიდებს მუნიციპალიტეტებს უფრო სწორედ და ამასთან ერთად მისცემს მათ საშუალებას, რომ კონკურენცია შეინარჩუნონ და პროექტების მართვაც უკეთესი გახადონ. ეს იყო სრულად ის პრეზენტაცია მოკლედ შედარებით, რომელიც ყველა იმ მიმართულებას ვეცადე რომ შევხებოდით, რომელიც ჩვენს სამინისტროს აქვს, რა თქმა უნდა, მზად ვართ მეც და ჩემი გუნდიც, რომ ვუპასუხოთ თქვენს კითხვებს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ თქვენთვის წარგვედგინა ჩვენი ხედვები და უკვე გაწეული საქმიანობა. დიდი მადლობა.
თავმჯდომარე. გმადლობთ, ქალბატონო მაია. დიდი მადლობა საინტერესო და ამომწურავი პრეზენტაციისათვის, გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, დეპუტატები დასვამენ კითხვებს, საკმაოდ ბევრი დეპუტატის მხრიდან არის ინტერესი. შეგიძლიათ, ქალბატონო მაია, დაიკავოთ ადგილი. დავიწყოთ შეკითხვებით, ბატონი ირაკლი შიოლაშვილი პირველი შეკითხვა.
ი.შიოლაშვილი. მადლობა. მოგესალმებით, ქალბატონო მინისტრო, და წარმატებებს გისურვებთ. ძალიან ყურადღებით გისმენდით, ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც შესრულდა, ძალიან ბევრი პრობლემაა ასევე ჩემთვის ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანია მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, გამომდინარე იქიდან გახლავართ მაჟორიტარი, მაქვს რამდენიმე შეკითხვა, კერძოდ თქვენ იცით რომ ჩვენ საარჩევნო დაპირებაში ჩავდეთ 2016 წელს ჯერ კიდევ წნორში ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა, რომელიც ითვალისწინებს, ასე ვთქვათ, კულტურის სახლის და სპორტული კომპლექსის ერთობლიობას, ასევე დაპირება იყო სიღნაღი-წნორის საბაგირო გზის აღდგენა-რეაბილიტაცია მთლიანად, აღდგენა იმიტომ რომ არის პრაქტიკულად აღარ არსებობს ეს და იცით ისტორიული ნაწილია ეს სიღნაღის და შესაბამისად დამაკავშირებელი იყო წნორის, ასევე შეკითხვა მაქვს აუთვისებელ თანხებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ჩემთვის საინტერესოა რეგიონალური პროექტების ფონდიდან აუთვისებელი თანხები იმიტომ, რომ, ნუ, ძალიან ბევრმა მუნიციპალიტეტმა სამწუხაროდ გასულ წელს 2018 წელს ძალიან დაბალი მაჩვენებელი აჩვენა და ჩვენ მოგვიწია მომავალ წელშიც კი 2019 წელში გადმოტანა გარკვეული თანხების რომ არ დაეკარგა ხალხს მუნიციპალიტეტებს აღნიშნული თანხები და აღნიშნული პროექტები და ამ საკითხთან დაკავშირებით მაქვს ასეთი შეკითხვა, გაკეთდა თუ არა ანალიზი რატომ მოხდა ეს ყველაფერი და თუ არის გადადგმული ნაბიჯები იქითკენ, რომ 2019 წელს მიმდინარე პრობლემებთან არ გვქონდეს, აღნიშნულ პრობლემებთან არ გვქონდეს ჩვენ ისევ, ასე ვთქვათ, საქმე. ასევე საინტერესოა ჩემთვის თქვენ წარმოადგინეთ სლაიდი, სადაც წარმოდგენილი იყო სად გაუმჯობესდა წყლის მომარაგება და რატომღაც ეწერა წნორის და სიღნაღის სივრცეები, სადაც მე გეტყვით, რომ ნაწილია სამუშაოების ჩატარებული და არ გაუმჯობესებულა, პირდაპირ უნდა გითხრათ, მხოლოდ და მხოლოდ ...
თავმჯდომარე. დაასრულებინეთ
ი.შიოლაშვილი. მხოლოდ და მხოლოდ მილები შეიცვალა, ხოლო ამ მილებში ჯერ ახალ წყალს არ გაუვლია და მოსახლეობამდე ჯერ არ მისულა და ერთი თხოვნა მექნება საგზაო ინფრასტრუქტურასთან, საგზაო დეპარტამენტთან, მე არაერთხელ დავსვი ეს საკითხი და კიდევ ერთხელ ახლა საჯაროდ მინდა ვთქვა, თუ შეიძლება კახეთის მიმართულებით საგზაო მანიშნებლები რომ დაგვიმატოთ იმიტომ, რომ ტურისტული მარშუტებთან ერთად ტურისტებს უჭირთ აღიქვან მიმართულებები არა...
თავმჯდომარე. დაასრულებინეთ. კი ბატონო. ბატონი სალვან მირზოევი.
ს.მირზოევი. მოგესალმებით, ქალბატონო მაია, გარდაბნის N 1-ლი საჯარო სკოლა გახლავთ ლევან დევდარიანის სახელობის, ლევანი გარდაბნელი ბიჭი იყო, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში ტერიტორიულ მთლიანობას შეეწირა, რის შემდეგაც მისი სახელი მიანიჭეს იმ სკოლას, სადაც სწავლობდა. ლევან დევდარიანის სახელობის ტურნირი ფრენბურთსა და კალათბურთში ყოველწლიურად ტარდება, სამწუხაროდ, ტარდება სხვა სკოლის დარბაზში იმიტომ, რომ N 1-ლი საჯარო სკოლის დარბაზი არ ვარგა, ჩანგრეული კედლებში ტარდება გაკვეთილები, იმავე დარბაზში ფუნქციონირებს საკალათბურთო, ცეკვის და კარატის წრეები, რომლებშიც საერთო ჯამში 250 ბავშვი დადის, თუმცა, პირობები ძალიან ცუდია, სიცივე, მტვერი, ჩამონგრეული, ჩამტვრეული იატაკი. გთხოვთ მუნიციპალიტეტთან ერთად ერთობლივი ძალებით მოვახერხოთ ამ დარბაზს გაკეთება, რათა მომავალმა თაობამ შეძლოს სათანადო პირობებში ვარჯიში და აღზრდა. მეორე საკითხი ეხება სოფელ მუღანლოს წყლის საკითხს. მოგეხსენათ, რომ უკვე წლებია თითქმის საუკუნეა მაგ სოფელში არ არსებობს სასმელი წყალი, მოდის ტექნიკური წყალი, მოსახლეობა იყენებს ამ ტექნიკურ წყალს. მინდა გთხოვოთ იქნება ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოახერხოს და სოფელს წყლის პრობლემა გადაუჭრას, ტექნიკური წყალი სახიფათოა ჯანმრთელობისთვის და საქმე ადამიანის ჯანმრთელობას ეხება. გმადლობთ.
თავმჯდომარე. მადლობა. ბატონი ირაკლი მეზურნიშვილი. გთხოვთ.
ი.მეზურნიშვილი. მოგესალმებით, კოლეგებო, ქალბატონო მაია, პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ძალიან ინტენსიური მუშაობისთვის, მართლაც უპრეცედენტო მასშტაბის პროექტები ხორციელდება დღეს ინფრასტრუქტურის მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში. ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ მე როგორც კასპის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ასევე რეკორდული პროექტები ხორციელდება ჩემს მუნიციპალიტეტში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის როგორც სასმელი წყლის პროექტების მიმართულებით, ასევე განათლებასა და სპორტის მიმართულებით და ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ თქვენი სამინისტროს მხრიდან და ამისთვის დიდი მადლობა. რაც შეეხება შეკითხვას ჩვენ ვნახეთ, რომ 2 მლრდ-მდეა გაზრდილი ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი, ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნისთვის ინფრასტრუქტურული მიმართულებაა და ამ კუთხით მართლაც ძალიან დიდი მასშტაბური პროექტები ცხადდება, რომელშიც, სამწუხაროდ, მე ვფიქრობ, არის ერთ-ერთი გამოწვევა, რადგან ამ პროექტებში ხშირ შემთხვევაში მასშტაბურ დიდი პროექტებში იმარჯვებენ უცხოური კომპანიები, უცხოური სამშენებლო კომპანიები და ეს არის გამოწვევა ქართული კომპანიებისთვის. ერთის მხრივ ეს არის სერიოზული პრობლემა, რადგან ქართულ კომპანიებს სჭირდებათ ფინანსური სტაბილურობა, გამოცდილება და რას ფიქრობთ არის თუ არა შესაძლებლობა, რომ გარკვეული მექანიზმი ჩაიდოს ან რა პრინციპით და რა ნაბიჯების გადადგმით შეიძლება ჩვენ დავეხმაროთ ქართულ კომპანიებს, რომ მეტი ჩართულობა იყოს და მეტი დახმარება გაუწიოთ რადგან ეს, ვფიქრობ, რეალურ სექტორზეც და ეკონომიკურ ზრდაზეც ჩვენი ქვეყნისთვის ასევე ძალიან დიდ როლს ითამაშებს. დიდი მადლობა.
თავმჯდომარე. გმადლობთ. კობა ლურსმანაშვილი.
კ.ლურსმანაშვილი. მოგესალმებით, ქალბატონო მაია, მივესალმები სამინისტროს გუნდს. მინდა ყურადღება გავამახვილო იმ საკითხზე, რომ მიუხედავად იმისა ბევრს საუბრობდნენ ინფრასტუქტურის სამინისტროს მიერ ბიუჯეტის აუთვისებლობაზე, საბოლოდ ბიუჯეტი 92%-ით შესრულდა, რაც ვიტყოდი, რომ ნამდვილად კარგი ათვისებაა. წელს სამინისტროს ბიუჯეტი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, რა იყო წინა წლის ბიუჯეტის ათვისებაში სირთულეების მიზეზი და როგორ აპირებთ კიდევ უფრო გაზრდილი ბიუჯეტის შესრულებას, ხომ არ უნდა ველოდოთ იგივე სახის დაბრკოლებებს წელსაც. ქალბატონო მაია, 2018 წლის ბიუჯეტის ათვისების და ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების მხრივ, ასევე სამინისტროსთან განსხვავებით ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არასახარბიელო მდგომარეობაა, მაგალითად ხარაგაულს დავასახელებდი. ხომ არ ფიქრობთ, რომ საჭიროა ამ მიმართულებით არსებული პრობლემების ობიექტური და სუბიექტური მიზეზების შესწავლა. დაბოლოს, ქალბატონო მაია, ჩემი სამაჟორიტაროს - ბაღდათის, ხარაგაულის და ზესტაფონის მიმართულებით დაგეგმილი და მიმდინარე მაშსტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების გამო მოსახლეობის სახელით მსურს კმაყოფილება გამოვხატო პირადად თქვენი და სამინისტროს ძალიან კარგი გუნდის მიმართ, რომელთანაც ურთიერთობა ჩვენ არ გვიჭირს და მაჟორიტარები ვახერხებთ იმ პრობლემების თქვენამდე მოტანას, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს და თქვენი მხრიდან ყოველთვის არის დროული და ადეკვატური ზომები გატარებული. დიდი მადლობა.
თავმჯდომარე. მადლობა. აპარატს ვთხოვ, გამორთეთ პრეზენტაციის ფონი თუ შეიძლება. ბატონი აკაკი ბობოხიძე.
ა.ბობოხიძე. მოგესალმებით, ქალბატონო მაია. ახლავე ვიტყვი, რომ შეკითხვებზე პასუხის მიღების პრობლემა არც პირდაპირი კონტაქტით მქონია, მაგრამ, ნუ, ადამიანებს მაინც აინტერესებთ ხოლმე და ამ შეხვედრებსაც სწორედ მაგიტომ აქვს აზრი. მე არ ვიცი, რა მდგომარეობაა ზუსტად, მაგრამ მე ჭიათურიდან მთხოვეს გადმომეცა თქვენთვის. საბაგირო გზის მშენებლობა, რომელიც თითქოსდა შარშან უნდა დასრულებულიყო, წელსაც არ არის დასრულებული და მთხოვეს მეკითხა რა მდგომარეობაა ამასთან დაკავშირებით. მეორე საკითხი, რომელზედაც ასევე მინდა, შეიძლება თქვით და გამომრჩა იმიტომ, რომ ცოტა ექოა ისეთი დარბაზში, რომ ჭირს სმენა, რა მდგომარეობაშია მესტია-ლენტეხის რაიონების დამაკავშირებელი გვირაბის პროექტირება. როგორც ვიცი, უნდა ყოფილიყო პროექტირება, დასრულდა, არ დასრულდა. და მესამე, ხვამლზე უკვე დაიწყო კარგი პროექტი, თავის დროზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხვამლის მთაზე საავტომობილო გზის მოწესრიგება, რომ ადვილად მოხდეს ასვლა. თავის დროზე მგფ-სთან მქონდა ურთიერთობა, ხვამლის აი იმ, ცაგერის ცენტრალური ტრასიდან ხვამლის მიმართულებით ერთადერთი სოფელია, სოფელი ოყურეში, რომელიც, სხვათა შორის, არის უსახელაურის ზონა და ამითაც საინტერესო არის და სამწუხაროდ, გვერდი აუარა მაშინ აი ამ პროექტმა და მაშინ მგფ-ს ჰქონდა პოზიცია, რომ ჩართული იქნებოდა ეს სოფელიც ამ პროექტში ანუ ამ სოფელზეც გაივლიდა მოწესრიგებული გზა და ეს სოფელიც საბოლოო ჯამში ტურისტულ მარშრუტში იქნებოდა ჩართული და სოფლის განვითარებისთვის იქნებოდა ძალიან კარგი. ამასთან დაკავშირებითაც თუ ფლობთ რაიმე ახალ ინფორმაციას, გთხოვთ, რომ იქნებ, ორიოდე სიტყვით გვიპასუხოთ.
თავმჯდომარე. მადლობა. ბატონი ირაკლი აბესაძე.
ი.აბესაძე. ქალბატონო მაია, მოგესალმებით. თქვენ ისაუბრეთ პროექტების მართვის გაძლიერებაზე სამინისტროში და ანტიკორუფციული მიზნებით გატარებულ ღონისძიებებზე. მე, სამწუხაროდ, უნდა გითხრათ საწინააღმდეგო მაგალითები თქვენს სამინისტროში კორუფციის, როგორც გასულ წლებში, ისევე ახლა და პროექტების ძალიან სუსტი მართვის. დავიწყებ იმ ძალიან ყბადაღებული თემით, რომელიც ეხება სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის ავტომაგისტრალის მშენებლობას, სადაც 2014 წელს უკრაინული კომპანიის მიერ მითვისებულ იქნა 45 მლნ ლარი დაახლოებით ავანსად გაცემული სამინისტროს მხრიდან და 5 წლის განმავლობაში სამინისტრომ ფაქტობრივად ვერაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს თანხა უკან დაბრუნებულიყო. გარდა იმისა, რომ ამ საკითხზე უნდა მიმდინარეობდეს გამოძიება და ირკვეოდეს, რა შესაძლო კორუფციულ გარიგებებს შეიძლება ჰქონოდა ადგილი, საინტერესოა, რომ მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარში გააფორმეთ ხელშეკრულება და დაახლოებით 2 მლნ ლარის დახარჯვას აპირებთ სასამართლო დავისთვის უკრაინის სასამართლოში იმისთვის, რომ ეს თანხა უკან დაბრუნდეს. რატომ დასჭირდა ამას 5 წელიწადი და კიდევ უფრო მეტი, ქალბატონო მაია, რომ ამ თანხის დასაბრუნებლად სამართლებრივი ზომები მიგვეღო და ხომ არ არის ეს ფორმალური ნაბიჯი და კიდევ გაფლანგული 2 მლნ ლარი ბიუჯეტიდან იმ 45 მლნ ლართან ერთად მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა დააზღვიოთ.
მეორე საკითხი შეეხება რიკოთის მონაკვეთზე ავტომაგისტრალის მშენებლობას და როდესაც სიამაყით აღნიშნეთ, რომ ბიუჯეტი ბოლოს და ბოლოს შესრულდა, მე მინდა გკითხოთ ხევი-შორაპნის, ასე ვთქვათ, გავაერთიანებ ორ მონაკვეთს, მონაკვეთთან დაკავშირებით, სადაც 2018 წლის 13 დეკემბერს დამტკიცებული ბიუჯეტით, ქალბატონო მაია, თქვენი სამინისტრო 2019 წლის განმავლობაში აპირებდა 200 მლნ ლარის ჯამურად დახარჯვას ანუ ეს ბიუჯეტში მოცემული ციფრია. თუმცა, იმავე პერიოდში სამინისტრომ ორ კომპანიაზე გასცა ავანსის სახით დაახლოებით 390 მლნ ლარი ანუ ორჯერ მეტი თანხა, ვიდრე მიმდინარე წელს ამ კომპანიებმა უნდა დახარჯონ...
თავმჯდომარე. 30 წამი.
ი.აბესაძე. ეს ნამდვილად არის, ქალბატონო მაია, რბილად რომ ვთქვათ, სახელმწიფო ფინანსების არამიზნობრივი და არაეფექტური ხარჯვა, თუმცა, მე ვიტყოდი, რომ ეს არის მათ შორის კორუფციული ხარჯვა იმიტომ, რომ სახელმწიფო ფინანსები, თან განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ასეულობით მლნ ლარის ხარჯზე ჩვენ შესაძლებლობას ვაძლევთ კერძო კომპანიებს მიიღონ ფინანსური სარგებელი, თუნდაც, ამ თანხების მხოლოდ ანაბარზე განთავსებით. აქვე არის ბატონი ირაკლი ქარსელაძე და მას მინდა ვკითხო, როგორც „პანორამა თბილისის“ ყოფილ მმართველს, თქვენ ივანიშვილის ფულს ასე, წელიწადნახევრით ადრე ასეულობით მილიონ ლარს გადაურიცხავდით კერძო ...
თავმჯდომარე. მადლობა. გურამ მაჭარაშვილი. გთხოვთ, ბატონო გურამ.
გ.მაჭარაშვილი. მადლობა. მოგესალმებით, ქალბატონო მაია. მე ყურადღებით ვუსმენდი თქვენ გამოსვლას, შეიძლება აკუსტიკის გამო ვერ გავიგე, თბილისი-ბაკურციხის მაგისტრალთან დაკავშირებით შეიძლება აღნიშნეთ, მაგრამ კითხვა მექნება, რა ეტაპზეა ეს პროექტი იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულებით იგივე ტურიზმის განვითარების კუთხით და გვაინტერესებს რა ეტაპზეა ეს პროექტი ანუ წელს რა იგეგმება და, ვთქვათ, 20 წლისთვის როგორ გაგრძელდება.
რაც შეეხება, ასევე მინდა საკითხი დავსვა მონიტორინგის განმახორციელებელი კომპანია არსებობს ასეთი, რომელიც, იცით, რომ დასკვნებს წერს, რომელთა დასკვნების გარეშეც ნუ, პროექტები ვერც დაიწყება, ვერც გაგრძელდება და ვერც ჩაბარდება, თქვენ აღნიშნეთ, რომ თანხების ათვისების კუთხითაც გარკვეული წარმატებები გაქვთ, ეს კარგია, ვიცი, მაგრამ იმის იდენტიფიკაცია ხომ არ მოგიხდენიათ რა იყო ამის მიზეზი, რომ შემდგომში აღარ მოხდეს კიდევ, ვთქვათ, შეფერხება, იგივე 2019 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების, ბიუჯეტის ათვისების კუთხით.
და აქვე ერთი საკითხი, სოფლის პროგრამებს მინდა შევეხო, რომელიც არის ძალიან კარგი პროგრამა. გარდა იმისა, რომ თავად სოფლის მოსახლეობა გადაწყვეტს რომელი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელოს საკუთარ სოფელში, ამას გარდა ჩვენ შეგვიძლია, რომ მათთან უშუალო კონტაქტში შევიდეთ. ახლა თქვენ აღნიშნეთ და მეც მომივიდა ინფორმაცია, რომ იყო რაღაც პრეტენზიები, ვთქვათ, ცენტრალური ხელისუფლების პირების ჩამოსვლასთან დაკავშირებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს თქვენთან, მოადგილეებთან, უწყების ხელმძღვანელებთან და აქვე მინდა მადლობა გადავუხადო მათ იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებასთან პირდაპირ პირველ წყაროში ესაუბრები და იმ პრობლემებსაც არ მალავ რა პრობლემების გამოც, მაგალითად, გადაუვადდათ მათ ამა თუ იმ პროექტის შესრულება. ეს მნიშვნელოვანი იმითაც არის, რომ თვითონ ეს ხალხი უშუალო წყაროდან ...
თავმჯდომარე. 30 წამი დამატებით.
გ.მაჭარაშვილი. ... ინფორმაციას, როდესაც გებულობს უკვე აღარ არის განწყობილი შენს წინააღმდეგ, ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ეს არის უბრალოდ არასწორი, როდესაც, ვთქვათ, ცენტრალური ხელისუფლების პირების ჩამოსვლას იქ ნეგატიურად უდგებიან და თქვენი პოზიციაც კიდევ ერთხელ საზოგადოებას რომ დაუდასტუროთ. დიდი მადლობა.
თავმჯდომარე. დიდი მადლობა. ქალბატონი ნინო წილოსანი.
ნ.წილოსანი. მოგესალმებით, კოლეგებო, ქალბატონო მინისტრო. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ქალბატონი მაია ცქიტიშვილი ძალიან კარგად გრძნობს ხალხის საჭიროებებს და სწორედ ამ პრიორიტეტების მიხედვით ხდება სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვა. ის ფაქტი, რომ წყალმომარაგება სამინისტროს პრიორიტეტებში წინა პლანზე არის წამოწეული, რა თქმა უნდა, ამ საჭიროებებიდან გამომდინარეა და ამ კუთხით გურიის რეგიონი, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია. ხომ არ ფიქრობთ, რომ უკვე დაგეგმილი მთელი ქვეყნის მასშტაბზე პროექტების გარდა გაიზარდოს ეს მასშტაბი წყალმომარაგებასთან დაკავშირებით და ამასთანავე მაინტერესებს, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიღმა მის ხარისხის გაუმჯობესებაზეც ხომ არ არის კონკრეტული გეგმები.
ჩემი მეორე კითხვა შეეხება ასევე რეგიონალური განვითარების ჭრილს. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი პროექტები ხორციელდება რეგიონებში ინფრასტრუქტურული და მაინტერესებს თქვენი ხედვა ამ პროექტებში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით. ხომ არ ფიქრობთ, რომ კარგი იქნება თუ გავაკეთებთ რაღაც კონკრეტულ ინიციატივას და კონტრაქტორებს გარკვეულწილად ადგილობრივი მოსახლეობის, მცირე თუნდაც, დასაქმების კვოტას ჩავუდებთ და ეს იქნება არა მხოლოდ არაკვალიფიციური კადრების, არამედ კვალიფიციური კადრების დასაქმებაც და კომპლექსურად ვიმუშავებთ იგივე განათლების სამინისტროსთან, რომ სათანადო კადრები გადამზადდნენ პროფსასწავლებლებში.
დაბოლოს, აუცილებლად მინდა გითხრათ, ლანჩხუთის რაიონის მაცხოვრებლების სახელით გთხოვოთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ავტობანთან დაკავშირებულ პრობლემებს. არ დავკონკრეტდები, რადგან თითქმის დეტალურად გვაქვს მიწოდებული ინფორმაცია გზების დეპარტამენტისთვის. დიდი მადლობა.
თავმჯდომარე. დიდი მადლობა. ბატონი მერაბ ქვარაია.
მ.ქვარაია. გმადლობთ. მოგესალმებით. მინდა მივესალმო, ქალბატონო მაია, თქვენს ინიციატივას, რომ მინისტრის საათი, რომლის შესაძლებლობასაც ჩვენ გვაძლევს ახალი რეგლამენტი, გამოყენებული ყოფილიყო ახლა წლის დასაწყისში, რადგან ვფიქრობ, რომ სწორედ ახლა არის ის ზუსტი დრო, როდესაც ჩვენ შეგვიძლია სწორად შევაფასოთ წინა წლის შედეგები და ასევე ვიმსჯელოთ იმ გეგმებზე, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ვგეგმავთ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მიმართულებით მიმდინარე წელს. მე გამოვიყენებ კითხვის შესაძლებლობას და მინდა დაგისვათ კითხვა იმ ძალიან მნიშვნელოვან პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც ანაკლიის პროექტი ეწოდება, რომელიც არის საუკუნოვანი პროექტი არა მარტო მისი მნიშვნელობით, არამედ იმითაც, რომ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მსჯელობა ამ პროექტის განხორციელებაზე, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი, რომ საფუძველი ჩაყრილიყო ამ პროექტს, თუმცა დღეს გვესმის, რომ ხშირად არის არაჯანსაღი მითქმა-მოთქმის საფუძველი და არის მცდელობა იმის, რომ გარკვეულწილად ეს ხელისუფლების ასე ვთქვათ, დისკრედიტაციისთვის იქნას გამოყენებული. მე მექნებოდა კითხვა ამ პროექტთან დაკავშირებით, ხომ არ ემუქრება რაიმე საფრთხე ანაკლიის პროექტს და როგორია მისი შემდგომი გაგრძელების რეალიები. მეორე, მე მინდოდა მეთხოვა თქვენთვის, რომ აიყვანოთ, ასე ვთქვათ, პირად კონტროლზე ზუგდიდში შიდა გზების მდგომარეობა, ზუგდიდში მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი 3 პროექტი, ეს არის წყლის, კანალიზაციის, წყალარინების, წყლის მომარაგების და გამწმენდი ნაგებობის პროექტი, რაც არის მართლაც უნიკალური პროექტი ზუგდიდისთვის, ის მოითხოვს გზებზე გარკვეული სამუშაოების ჩატარებას, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ამ პროექტმა ერთგვარი საკმაოდ მნიშვნელოვანი დისკომფორტი შეუქმნა ზუგდიდის მოსახლეობას, პრაქტიკულად 30-ზე მეტი მნიშვნელოვანი დატვირთვის ქუჩა არის გაუვალი და ჩემი თხოვნა იქნება, თუ გარკვეულწილად ...
თავმჯდომარე. დაასრულებინეთ.
მ.ქვარაია. თუ ავიყვანთ ამ საკითხს კონტროლზე და განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ვიქონიებთ და მესამე საკითხი ეხება ზუგდიდში ჭაქვინჯის ციხის მდგომარეობას, ამასთან დაკავშირებით ეს არის ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, თქვენ მოგმართათ კოლექტიური წერილით ადგილობრივმა მცხოვრებლებმა და ჩემი თხოვნა იქნება, მივაქციოთ ყურადღება, რადგან თვითონ ციხე არის სავალალო მდგომარეობაში და სასწრაფოდ საჭიროებს გადაუდებელ ზომებს, რათა ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ აღმოჩნდეს ნგრევის ...
თავმჯდომარე. მადლობა, ბატონო მერაბ. სიმონ ნოზაძე.
ს.ნოზაძე. მოგესალმებით, ქალბატონო მინისტრო, და მივესალმები თქვენ გუნდს. მე თავიდანვე მინდა სიამოვნებით დავაფიქსირო, რომ იმ რაოდენობისა და მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ახლა ხორციელდება და იგეგმება, წელს ხაშურის მუნიციპალიტეტში ჯერ არ განხორციელებულა, 3 დიდი პროექტი მზადდება და არის კიდევ შედარებით ნაკლები მოცულობის, მაგრამ მოსახლეობისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი, ფუნქციურად მნიშვნელოვანი პროექტები. პირველი ეს არის, სურამთან დაკავშირებული საკითხები, მზადდება, წელს დაიწყება სურამის ისტორიული ციხის რეაბილიტაცია, ეს ძალიან დიდი საქმეა, განსაკუთრებით მისი ტურისტული პოტენციალის განვითარების თვალსაზრისით, ამასთანავე მალე დავიწყებთ, მოვახდენთ სურამის სივრცითი მოწყობის გეგმის პრეზენტაციას, აქტიურადაა ამ საქმეში სამინისტროსთან ერთად ჩართული დეპუტატის ბიუროც და მერიის შესაბამისი ქვედანაყოფიც. ჩემი შეკითხვის არსი რა არის, ხომ არ შეუქმნის ეს ყველაფერი, აი სივრცითი მოწყობის გეგმა დაბრკოლებას ინვესტორებს და ხომ არ გამოიწვევს ეკონომიკური ზრდის შეფერხებას, მე მინდა გითხრათ, რომ იქ ინვესტორებმა უკვე დაიწყეს თანხის ჩადება, თუმცა, ეს ერთიანი გეგმის ფარგლებს გარეთ ხდება ეს ყველაფერი. იქნებ თქვენ როგორც მინისტრმა, კონტროლზე აიყვანოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა და თავიდანვე ჩავრთოთ ამ საკითხის განხილვაში სურამის ძირძველი მოსახლეობა, მათ შორის მისი ახალგაზრდობა. მეორე, ძალიან აინტერესებს მოსახლეობას, ხაშურის ცენტრალურ სტადიონთან დაკავშირებული სამუშაოები, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია ყველაფერი, მაგრამ მე მინდა მინისტრისგანაც გაიგონოს მოსახლეობამ, რა ხდება ამ მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და რა სიტუაციაა ახლა სტადიონთან დაკავშირებით. ძალზედ მნიშვნელოვანია მასშტაბური პროექტი ხაშურის წყალმომარაგებისა, აქაც გთხოვთ ეს საკითხი მუდმივი კონტროლის ქვეშ გაქვთ ვიცი, მეც ხშირად ვაწუხებ თქვენს მოადგილეებს, თქვენთანაც მქონდა ამ თემაზე საუბარი და გთხოვთ ასე ამ თემაზეც გვითხრათ, რა სიტუაციაა. ამასთანავე მე ვეცდები, რომ აი პრევენციის პროგრამითაც მოხდეს ხაშურში ახალი პროექტების განხორციელება, ბატონ ილიასთან ამ თემაზე საუბარი მქონდა. დიდი მადლობა.
თავმჯდომარე. მადლობა. ბატონი შალვა კიკნაველიძე.
შ.კიკნაველიძე. მოგესალმებით, ქალბატონო მაია. ნამდვილად მისასალმებელია ის პროექტები და მასშტაბური სამუშაოები, რომელიც თქვენი სამინისტროს სამინისტროს მიერ არის წელს დაგეგმილი. იწყება ხევი-არგვეთის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ჩემი კითხვა ეხება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ორ ლოკაციას. ერთი ეს არის სოფელი შროშა. როგორც მოგეხსენებათ, ადგილობრივი მოსახლეობა ტრადიციულად თიხისგან ამზადებს სხვადასხვა სახის ჭურჭელს და მათ რეალიზაციას ახდენენ კონკრეტული ადგილიდან, რაც მათთვის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა და ასევე მეორე ეს არის ზესტაფონში თაბუკაშვილის ქუჩა, სადაც განთავსებულია 60-მდე კვების ობიექტი, რომელიც არა მარტო ამ ქუჩის მაცხოვრებლებისთვის და ამ ობიექტების მფლობელებისთვის, ასევე იქ დასაქმებული ადამიანებისთვის არის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო და მე მაინტერესებს მოხდება თუ არა ამ ადამიანების ინტერესების გათვალისწინება, მოხდება თუ არა მათთვის ალტერნატიული ადგილების შერჩევა, შეთავაზება, რომ ამ ადამიანებმა თავიანთი საქმიანობა უკვე შემდგომში იქ გააგრძელონ, რაც მათი ოჯახებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და ასევე, მოგეხსენაბათ, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გვაქვს სირთულეები წყალმომარაგების და საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რაზედაც სამინისტრო საქმის კურსშია და დეტალურად და დარწმუნებული ვარ მიმდინარე წელს თქვენი მხარდაჭერით ეს სირთულეები დადებითად გადაწყდება. დიდი მადლობა.
თავმჯდომარე. გმადლობთ. კახა ოქრიაშვილი.
კ.ოქრიაშვილი. ქალბატონო მაია, მე მქონდა რამდენიმე კითხვა, მაგრამ პასუხები მივიღე თქვენი გამოსვლის პერიოდში. ეს ეხებოდა რისკის წერტილების მართვას, ეხებოდა ხარისხს პროექტირების დროს და აგრეთვე გამარჯვებულების გამოვლენის დროს, როდესაც შემოდიან კომპანიები დემბიგმური ფასებით, არა აქვთ რესურსი განახორციელონ ხარისხიანად პროექტი და ყველაფერი ჩერდება. ისინი ჯარიმდებიან, კოტრდებიან და ა.შ. პროექტები გვივარდება და მივიღეთ თქვენგან პასუხი როგორ ვმართოთ ეს სიტუაცია. დიდი მადლობა. მე მჭირდება უფრო მეტი ინფორმაცია. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ისტორიულ გზასთან დაკავშირებით ქვემო ქართლის, შიდა ქართლის დამაკავშირებელ გზასთან დაკავშირებით, რომელის ნაწილი დღეს უკვე ხორციელდება ორბეთი-ნიჩბისი. ეს არის გზა, რომელიც აკავშირებს 2 რეგიონს თბილისის გაუვლელად, ასე ვთქვათ, სლაიდზე ვნახე, რომ მეორე ნაწილი ამ გზის ბოლნისი-თაფანი-თეთრიწყარო ანუ 2019 წელს დაიწყება. დმანისი-ჭოჭიანი-წალკა, ასე ვთქვათ, ნუსხაშია. ერთი მონაკვეთი ვერ დავინახე და გთხოვთ, რომ დამიდასტუროთ ან როდის გაკეთდება. ეს არის თეთრიწყარო-ორბეთი და, პრაქტიკულად, ნიჩბისი-ცენტრალური გზატკეცილი, აი ამ იმისგან შედგება ეს ისტორიული გზა შიდა და ქვემო ქართლის დამაკავშირებელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მუნიციპალიტეტებისთვის. აკავშირებს დაახლოებით 10 მუნიციპალიტეტს ერთმანეთს თბილისის გაუვლელად. დიდი მადლობა.
თავმჯდომარე. გმადლობთ. რატი იონათამიშვილი.
რ.იონათამიშვილი. მოგესალმებით, ქალბატონო მინისტრო. მივესალმები თქვენს გუდს. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ საგაზაფხულო სესიაზე ახალი რეგლამენტის მიხედვით ძალიან მნიშვნელოვან პრეცედენტებს ეყრება საფუძველი და მოხარული ვარ, რომ თითოეული ჩვენთაგანი ვართ ამისი მონაწილე. დღევანდელი დღეც არის იმის ძალიან კარგი მაგალითი, თუ როგორი მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩევა ჩვენი მთავრობა. ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ წარმოდგენილი დღევანდელი ანგარიში იყო ძალიან საქმიანი, ინფორმაციული და მოხარული ვარ, რომ ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიეწოდება ინფორმაცია ამ პროექტების შესახებ, რომლის უმეტესობა, მე ვიტყოდი, რომ არის უპრეცედენტო და ისტორიულიც. რაც შეეხება ჩემი კითხვის ნაწილს, მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ მოქმედებს მთავრობის 41-ე დადგენილება, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სივრცის მოწყობის ტექნიკური რეგლამენტია. ეს დოკუმენტი არ მოდის ჰარმონიზაციაში უნივერსალური დიზაინის თანამედროვე სტანდარტებთან. ჩვენ ფაქტობრივად დაწყებული გვაქვს უკვე თქვენ სამინისტროსთან ერთად ამ საკითხზე მუშაობა. უბრალოდ, მე მინდა გთხოვოთ, რომ პირად კონტროლზე აიყვანოთ ეს საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანი არის მისი, ვთქვათ, გათანამედროვება და მეორე მხრივ, ასევე მოგეხსენებათ, ვინაიდან ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს თქვენი სამინისტრო. მე მინდა გთხოვოთ ასევე, რომ ამ პროექტების იმპლემენტაციის ნაწილში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სივრცის, ასე ვთქვათ, მოწესრიგების და ამ საერთაშორისო სტანდარტების დაცვის ნაწილი იყოს მაქსიმალურად ყოველთვის ყურადღების ქვეშ. ვიცი, რომ ამ მხრივ თქვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტად მინდა გთხოვოთ თქვენ, რომ ეს საკითხები იყოს პრიორიტეტი. დიდი მადლობა.
თავმჯდომარე. მადლობა, ბატონო რატი. ბატონი გია მიქელაძე. გთხოვთ, ბატონო გია.
გ.მიქელაძე. მოგესალმებით, ქალბატონო მაია, მივესალმები თქვენს გუნდს. დღეს ვნახეთ, რომ ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებას თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენი ქვეყანა რეგიონში იქცეს ეკონომიკურ ცენტრად. სამტრედიაში განხორციელდა მთელი რიგი ინფრასტრუქტურის პროექტები და მე მინდა, იცის არა მარტო სამტრედიის მოსახლეობამ, არამედ მთლიანად, ალბათ, ქვეყნის მოსახლეობა ხედავს, როდესაც არის კრიტიკა გამოსათქმელი მთავრობის მიმართ მე არასოდეს არ ვერიდები არც კრიტიკას და არც თვითკრიტიკას და დღეს განსაკუთრებით მინდა აი ამ მოკლე მონაკვეთში, თქვენი ძალისხმევით პირადად, როგორც მინისტრის, თქვენი გუნდის, აი, ბატონი ილია ბეგიაშვილი, ბატონი ირაკლი, ბატონი გიორგი შენგელიას მე გამოვუცხადო დღეს ჩემი მხრივ მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, იმ პროექტებისთვის, რომელიც ჩვენ სამტრედიაში განვახორციელეთ და მომავალში ვფიქრობთ განხორციელებას. მე გასული წლის, უფრო სწორად 2016 წლის დეკემბერში გამოვედი და გამოვთქვი სამტრედიაში არსებული უკიდურესად მძიმე მდგომარეობის შესახებ წყლის, კანალიზაციის, სანიაღვრე მეურნეობის და გამწმენ ნაგებობებთან დაკავშირებით. ვიცი, რომ გაფორმდა გერმანიის დონორ ორგანიზაციასთან ხელშეკრულება და მაინტერესებს დღეს თქვენ გვითხრათ ამ მიმართულებით რა მდგომარეობაა. ასევე მე დავაყენე საკითხი აეროპორტიდან იქვე, სამტრედიის შესასვლელთან ვანი-სამტრედიის დამაკავშირებელი უმოკლესი გზის, ხიდის დაპროექტების უფრო სწორად და თუ დაწყებულია ამ საკითხთან. წერილი გამოგზავნილია სამინისტროში, პრემიერ-მინისტრთანაც მქონდა ამ თემაზე საუბარი და მაინტერესებს რა ხდება ამ მიმართულებით. კიდევ ერთი საკითხია, უსერიოზულესი საკითხი, აი, საავტომობილო გზებზე, როდესაც ვმოძრაობთ საავტომობილო გზებზე ვხედავთ რა მდგომარეობაა შექმნილი ...
თავმჯდომარე. დაასრულებინეთ თუ შეიძლება.
გ.მიქელაძე. ... მოზღვავებულია ტურიზმი, გადაადგილდებიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და საერთოდ, ძალიან ცუდი მდგომარეობაა მოსასვენებელი ადგილების თვალსაზრისით და როგორ არის ეს მომავალ პროექტებში გათვალისწინებული და ამასთან ერთად, თუ არის გათვალისწინებული ღობეების, აი, წარმოიდგინეთ ახლა თქვენ, ბატონმა სიომამ აქ დააანონსა სურამის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სივრცითი მოწყობის შესახებ და აი, წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაა სურამში, ქუთაისში, სამტრედიაში და მთლიანად რესპუბლიკის მასშტაბით ამ ღობეებთან დაკავშირებით და იქ ...
თავმჯდომარე. მადლობა. ბატონი კახა კუჭავა.
კ.კუჭავა. ქალბატონო მაია, მოგესალმებით. თქვენ ხართ პირველი მინისტრი, ვინც ე.ი. ამ ახალი რეგლამენტით მინისტრის საათის ფორმატში წარსდგა პარლამენტის წინაშე და მისასალმებელია თქვენი ასეთი დამოკიდებულება, დეტალური პრეზენტაცია, რომელმაც ბევრ კითხვას უკვე გასცა პასუხი. მე კითხვას რომელსაც დავსვა, პირველ კითხვას, არ გაგაკვირვებთ რადგანაც ამ საკითხზე ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, თუმცა, ვთვლი, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ამ კითხვაზე ჯერ კიდევ რჩება გარკვეულად ღია პასუხებისათვის ვთვლი, რომ საჭიროა თქვენ, ალბათ, ტრიბუნიდანაც გასცეთ, ამ ტრიბუნიდან გასცეთ ამაზე პასუხი და დააფიქსიროთ სამინისტროს ოფიციალური პოზიცია. საქმე ეხება სნო-ჯუთა-როშკა-შატილის-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის საავტომობილო გზის პროექტს. თვის დროზე, როდესაც პირველად ეს პროექტი იქნა წარმოჩენილი ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს იქ საუბარი იყო რაღაც ახალი, დიდი მაგისტრალების, „ტუნელების“ მშენებლობაზე, რომელიც პრობლემას ჩვენი მხრიდან წარმოადგენდა იმ კუთხით, რომ გადიოდა დაცულ ტერიტორიებზე და ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებიც ხვდებოდა ამ გზის პროექტის ნაწილში. შემდეგ გავრცელდა გარკვეული მოსაზრებები, რამდენად ეს გზა შეიცვალა და საერთოდ გადაფიქრებული იქნა ამის აშენება და ახალი გზის, უფრო სწორედ, ძველი გზის რეაბილიტაცი დაიგეგმა ისევ. ჩვენც, კომიტეტმა მივიღეთ ათეულობით წერილი ბევრი აქტივისტისგან, არასამთავრობოსგან, ჩვეულებრივი მოსახლეობის წარმომადგენლებისგან და ვხვდები, რომ ჯერ კიდევ ღიაა ამაზე კითხვები. ამიტომ საჭირო არის, რომ, ალბათ, აქედან გასცეთ პასუხი, საბოლოოდ რა გზა აირჩია სამინისტრომ, ეს პროექტი ხორციელდება თუ არა, ძველი გზის რეაბილიტაცია ხორციელდება თუ არა და ზოგადად, რა გეგმები გაქვთ ამასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მინდა მოვასწრო და გკითხოთ კიდევ ერთი კითხვა. ზემო რაჭაში, ზემო ონის რეგიონში ღები-ჭიორა არის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ბოლო სოფლები, რომლებიც ამ ბოლო დროს განსაკუთრებული ტურისტული მიმზიდველობის ადგილები ხდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ იქვე არის გონას ხეობა, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტს იზიდავს. ჩვენმა ხელისუფლებამ იქ მოახერხა ერთი კაპიტალური ხიდის მშენებლობა და გზის რეაბილიტაცია დაიწყო, მაგრამ თუ შეიძლება, რომ დააკონკრეტოთ...
თავმჯდომარე. დაასრულებინეთ, თუ შეიძლება.
კ.კუჭავა. არამხოლოდ გზების, ზოგადად ამ ტერიტორიის სივრცითი მოწყობის კუთხით რამე იგეგმება თუ არა. მე, უბრალოდ, პრეზენტაციაში ვერ მოვისმინე უშუალოდ ამ სოფლებზე და ამ რაიონზე გეგმები. დარწმუნებული ვარ, ყველასთვის საინტერესო იქნება იმის მოსმენა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ გავითვალისწინებთ, რომ არამარტო ქართველი, უცხოელი ტურისტების საკმაოდ დიდი რაოდენობა ყოველ წელს ემატება ამ ულამაზესი ადგილების სანახავად. დიდი მადლობა.
თავმჯდომარე. მადლობა, ბატონო კახა. სულხან მახათაძე, გთხოვთ.
ს.მახათაძე. მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო, ქალბატონო მაია. ჩვენ მოვისმინეთ 2019 წლის გეგმა და მართლაც შთამბეჭდავი და ოპტიმისტურია, მინდა წარმატებები გისურვოთ, უპირველეს ყოვლისა. რამოდენიმე შეკითხვა მექნება. პირველი, რაც ჩვენ ვნახეთ, რომ თქვენს უწყებას დაახლოებით 2 მლნ ლარამდე აქვს გაზრდილი დაფინანსება, აქედან გამომდინარე ამ თანხების რაციონალური და ეფექტური ხარჯვა ძალიან ბევრ კომპონენტზეა დამოკიდებული და განსაკუთრებით ეს არის შესყიდვების ნაწილზე. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ძალიან ბევრი კომპანიები, რომელიც პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებს და დაწყებულ საქმეებს მიიყვანენ ბოლომდე. ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს. ხომ არ ფიქრობთ, რომ გადაიხედოს შესყიდვების მიმართულებით, რომ კონკურენცია არ შევზღუდოთ და შესაბამისად, უფრო მეტი კვალიფიციურმა ორგანიზაციებმა მიიღონ მონაწილეობა და წლის ბოლომდე განახორციელონ ეს სამუშაოები, ვინაიდან მათზეა დამოკიდებული ბევრი რამ. მეორე კითხვა, ეს ეხება მთის კანონი, რომელიც 2015 წელს ჩვენ მივიღეთ და ფაქტიურად დღეს 1700-მდე მეტი დასახლება სარგებლობს იმ შეღავათებით, სტატისტიკა, რას გვიჩვენებს, უფრო სწორად, სტატისტიკა, რამდენად ეფექტურია და, შესაბამისად, ფიქრობთ თუ არა, რომ დამატებით მომავალში კიდევ გავზარდოთ ეს შეღავათები. და მესამე, მე წარმოვადგენ მუნიციპალიტეტს, ჭიათურის მუნიციპალიტეტს და არ შემიძლია მადლობა არ გადაგიხადოთ იქედან გამომდინარე, რომ ფაქტიურად ხორციელდება ორი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ეს არის საბაგირო გზების მშენებლობა და წყლის სისტემების მშენებლობა. მსგავსი მასშტაბის პროექტი ბოლო 30-35 წლის განმავლობაში ფაქტიურად არ განხორციელებულა, მაგრამ ამ პროექტების განხორციელებაში გარკვეულ ხარვეზებს ვხედავთ. ეს თქვენთვისაც იქნება ცნობილი და ფიქრობთ თუ არა წლის განმავლობაში გამოსწორებული იქნება და ამ პროექტების განხორციელებას მოიყვანთ სისრულეში. დიდი მადლობა.
თავმჯდომარე. მადლობა. ბატონი გიორგი ღვინიაშვილი.
გ.ღვინიაშვილი. მადლობა. მოგესალმებით. ქალბატონო მაია, მე მინდა გკითხოთ სოფლის პროგრამასთან დაკავშირებით. თქვენს გამოსვლაში ისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ეს პროგრამა ამოქმედდა 2009 წელს, ეტაპობრივად ყოველწლიურად იხვეწებოდა, ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა ჩვენი ქვეყნის სოფლებში. და ამ პროგრამის განსაკუთრებული სიკეთე ის იყო, ამის შესახებ თქვენც ისაუბრეთ, რომ თვითონ სოფლის მოსახლეობა ირჩევდა თუ რა სჭირდებოდათ მათ და რა უნდა გაკეთებულიყო სოფელში. ბოლო წლებში ეს პროგრამა გაუქმებული იქნა, თუმცა, თქვენ აღნიშნეთ, რომ 2019 წელს ამოქმედდება ეს პროგრამა, რაც ძალიან კარგია. ჩემი პირველი კითხვა იქნება ის, რომ თუ რატომ ჩავარდა გასული წლები, რატომ იქნა ეს პროგრამა გაუქმებული და მეორე, წინა წლებში, სანამ ეს პროგრამა მოქმედებდა, სოფლებზე ნაწილდებოდა თანხები შემდეგი ფორმულით: აი, მაგალითად, სოფელში მაცხოვრებელთა რაოდენობის მიხედვით ან სოფლის სიდიდის მიხედვით და გაცილებით მეტი ხვდებოდა სოფლებს, ვიდრე დღეს არის. ხომ არ ფიქრობთ, რომ დაახლოებით იგივე პრინციპით უნდა იქნეს განაწილებული სოფლებზე თანხა და მინიმუმ იმ ოდენობას დაუბრუნდეს, რაც ბოლო წლებში იყო. და ასევე მინდა გთხოვოთ, რომ და გავამახვილო თქვენი ყურადღება, რომ კახეთში ძალიან ბევრ ადგილას, სოფლებში, ასევე რაიონულ ცენტრებში ბოლომდე კვლავ არ არის მოწესრიგებული სასმელი წყლის პრობლემა და ასევე განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანოთ სასმელი წყლის ვარგისიანობა. ხშირად ჩვენი მოსახლეობა დაბინძურებულ წყალს იღებს. დიდი მადლობა.
თავმჯდომარე. მადლობა. ბატონი გენადი მარგველაშვილი.
გ.მარგველაშვილი. მოგესალმებით, ქალბატონო მაია, თქვენს გუნდს მივესალმები, რომ ჩანს კომუნიკაცია არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ოპოზიციასთანაც ისეთი არის, რომ მე მეგონა რომ მხოლოდ ჩემთან იყო და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, რომ ნებისმიერ წამს დგახართ ჩვენს გვერდით, მე კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო ჩვენი სამაჟორიტარო და ... პროექტის ფაქტიური დასრულება, ... ვამბობ, თუმცა ქალაქ ქუთაისთან დაკავშირებით, ქუთაისიდან წამოვედით და იცით თქვენ რომ საგზაო მიმართულება გზები ქუთაისში რა მდგომარეობაშია და ქალაქის თვითმმართველობის ჩართულობით ამ მიმართულებით რამდენად წარმატებული, ვთქვათ, დაგეგმარება ხდება და მინდა ამაზე უფრო დაწვრილებით გვითხრათ, ამავე დროს ამასვე ემატება მეორე ნაწილი იცით ქალაქის ცენტრში ხიდებს შორის როგორც თქვენ აღნიშნეთ ქალაქის ცენტრალური უბნის, ვთქვათ, კეთილმოწყობა ტურისტებისთვის თუნდაც, ამ მიმართულებითაც მინდა ორიოდ სიტყვა რომ გვითხრათ, გარდა ამისა, განათლების სამინისტროს დაგეგმილი დიღომის საგანმანათლებლო ქალაქთან დაკავშირებით ძალიან სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს უკვე პროექტირება გამოცხადდა და ვისურვებდი რომ ეს არის ასეთნაირად ვიტყოდი ჭურჭელი, რომელშიდაც სული უნდა ... შემდეგ და წინა გამოსვლაზე განათლების მინისტრმა აღნიშნა კიდევაც რომ რაიონებშიც პერმანენტულად უნდა გაგრძელდეს ამ ტიპის საგანმანათლებლო ქალაქების მშენებლობა და ვისურვებდი და ამ მიმართულებით კომუნიკაცია ჩვენ კიდევ გვექნება, რომ თქვენი ჩართულობა გაძლიერებულიყო განათლების სამინისტროსთან ერთად და ქუთაისშიც აი ამ ტიპის მძლავრი კერა გაკეთებულიყო და ამასთან დაკავშირებით მინდა რომ გვითხრათ და ერთი რაღაც კიდევ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ქუთაისის შემოვლითი მეორე გზის მშენებლობაზეც, მე მგონია, თქვით, მაგრამ კარგი იქნება კიდევ დამატებით თუ გვეტყოდით. დიდი მადლობა.
თავმჯდომარე. მადლობა, ბატონი გოგა გულორდავა.
გ.გულორდავა. მოგესალმებით, ქალბატონო მაია, მივესალმები თქვენს გუნდს, უწინარეს ყოვლისა მინდა მადლობა გადაგიხადოთ ნამდვილად თქვენც და თქვენს გუნდსაც ძალიან კარგი კომუნიკაციისათვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ოპერატიული რეაგირებისათვის ყველა იმ საჭიროებაზე, რომელიც ჩვენი მოსახლეობის წინაშე არსებობს, მე წარმოვადგენ წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარულ ოლქს და აქვე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ მართლაც იმ უპრეცედენტო მასშტაბური პროექტებისათვის, რომელიც ამ ორივე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ჩემი შეკითხვა შეეხება, თქვენ ძალიან დიდი დრო დაუთმეთ და ძალიან მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ, სამინისტროს კომპონენტში დეცენტრალიზაციის ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ მხრივ და მასშტაბური და ასევე მივესალმები იმ ფორმატს, როგორც თქვენ გააჟღერეთ, რომ უკვე სტრატეგია სამინისტრო კომიტეტის ფორმატში გადმოინაცვლებს პარლამენტში და გახდება კიდევ უფრო ფართო განხილვის საგანი. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლითაც მომავალი წლების განმავლობაში გახდეს, ასე ვთქვათ, ერთგვარი სამოქმედო გეგმა, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე ჩვენი მუნიციპალიტეტების და თვითმმართველობების, თუმცა, ამ ფონზე, ვფიქრობ, რომ ძირითად გამოწვევად რჩება, კარგია, რა თქმა უნდა, გადადგმული და მეტი უფლებამოსილება მუნიციპალიტეტებს, მაგრამ ამას სჭირდება სთანადო მზაობა ადგილზე, რომ ის სერვისები, რაც მათ გადაეცემათ ჩვენმა მოსახლეობამ სწრაფად, ეფექტურად მიიღოს და ხშირ შემთხვევაში ეს პრობლემა ზოგადად დგას კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, რას ფიქრობთ, როგორია თქვენი ხედვა დღევანდელი მდგომარეობით ამ საკითხთან მიმართებაში და რას გეგმავთ, ხომ არ გეგმავთ ამაში საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობოების ჩართვას და ზოგადად როგორია თქვენი ხედვა ამ საკითხთან მიმართებაში. დიდი მადლობა.
თავმჯდომარე. მადლობა, ბატონო გოგა, ქალბატონი ენძელა მაჭავარიანი.
ე.მაჭავარიანი. გმადლობთ. მე მინდა ვისაუბრო იმ თემაზე, იმ მძიმე მემკვიდრეობაზე, რაც ჩვენ გვერგო მემკვიდრეობით სოფლებში და რეგიონებში, ამ მემკვიდრეობაში არ ვგულისხმობ 9 წელს, ზოგადად ვლაპარაკობ იმ პრობლემებზე, რაც, ვთქვათ, თუნდაც კომუნისტური მმართველობის შემდეგ იყო დარჩენილი სოფლებში და ახლა ვცდილობთ რომ აღმოვფხვრათ, მაგალითად არასდროს არ ყოფილა გაზი და ახლა ხდება გაზიფიკაცია, არასდროს არ ყოფილა წყალი და ახლა ხდება, ვთქვათ, სასმელი წლით მომარაგება, მაგრამ ჯერ კიდევ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გლობალურ პროექტებზე, აი თუნდაც ზესტაფონის დეპუტატმა ისაუბრა გლობალურ პროექტზე, გვაქვს სხვა გლობალური პროექტებიც, აი რამდენად იმ ადამიანებისთვის ვინც ამ სოფლებში ცხოვრობენ და დღესდღეობით ფაქტიურად ინარჩუნებენ ქვეყნის მომავალს, ასე ვთქვათ, აი რაღაცნაირად უფრო მეტი შეიძლება ეს არ იყოს სამინისტროს პრობლემა, მაგრამ როდესაც დეცენტრალიზაცია ახლა დავიწყეთ, ის ბევრი პრობლემა რაღაცნაირად მოუგვარებელი რჩება მაინც და აი მაგალითად თუნდაც ერთი სოფლის მაგალითზე, ვიტყვი, რომ მე მადლობას ვამბობ იმისთვის, რომ სოფელ ზედა საქარაში, ზესტაფონში სკოლა შენდება რაც, ვთქვათ, აი, ერთი 50 წლის პრობლემა, იყო იმ სოფლისთვის, ვთქვათ, და გვარდება ეს პრობლემა, მაგრამ ასევე, არის, ვთქვათ, იგივე საუბნო გზების, იგივე სასმელი წყლის, არა და სოფელი არის, ვთქვათ, ქალაქზე მიბმული, ზესტაფონზე და სრულიად ყველა პირობა უნდა იყოს იქ შექმნილი ადამიანის ცხოვრებისთვის და როდესაც ასე იზრდება, ვთქვათ, ბიუჯეტი რაც ჩვენ დღეს გვაქვს და ძალიან მადლობელი ვარ იმ ადამიანების, ვინც ამას აღწევენ აი, რაღაცნაირად ისე გავაკეთოთ რომ ამ ადამიანებისთვისაც ვინც, ვთქვათ, არასდროს არ გაივლის ავტობანზე, იმ სოფელში გახდეს გასაძლები ცხოვრება. გმადლობთ.
თავმჯდომარე. მადლობა. დავით სონღულაშვილი.
დ.სონღულაშვილი. ქალბატონო მაია, მოგესალმებით. პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი მხარში დგომისთვის, რასაც მთლიანად სამინისტროსაგან ვგრძნობ მე პირადად როგორც გურჯაანის მაჟორიტარი და შესაბამისად კომუნიკაციის პრობლემაც აბსოლუტურად არ მაქვს. ერთ-ერთი აღსანიშნავი პროექტი, რომელიც თქვენ აღნიშნეთ ეს არის ველისციხის რეაბილიტაცია, რომელიც ერთ-ერთი უძველესი სოფელი არის და შესაბამისად დღესაც ვნახეთ, რომ პროგრამაშია და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის იმიტომ, რომ ეს არამარტო რაიონისთვის, რეგიონისთვის და ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, არის. აგრეთვე მინდა კითხვად დავსვა, ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ჩვენ ხალხის დამაგრებაზე მუნიციპალიტეტში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები დარჩნენ მუნიციპალიტეტებში და დაემაგრონ იქაურობას. ამისთვის ძალიან ბევრს აკეთებთ კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იმდენად კიდევ უფრო გასაძლიერებელია, რომ შეიქმნას სხვადასხვა აქტივობები და შესაძლებლობები გაუჩნდეთ ახალგაზრდებს ადგილზე ყოფნის და თუ შესაძლებელია ამ ბიუჯეტის გაზრდის და ჩვენ ხომ არ შეგვიძლია რამე ფორმით ჩავერთოთ ამ საკითხში. დიდი მადლობა. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ.
თავმჯდომარე მადლობა, ბატონო დავით, ქალბატონი ხათუნა გოგორიშვილი.
ხ.გოგორიშვილი. მადლობა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ქალბატონო მაია, რამდენიმე შეკითხვა მაქვს, დრო როგორ მომცემს საშუალებას იმის მიხედვით, მაგრამ ძირითადი ჩემი შეკითხვები ეხება რეგიონალურ განვითარების ფონდს, ამასთან დაკავშირებით მე სადეპუტატო შეკითხვითაც მოგმართეთ, თუმცაღა, მაინც მინდა რამდენიმე საკითხი აქაც გავაჟღერო. საქმე იმაში გახლავთ რომ რეგიონალური ამაში, ალბათ, თქვენც დამეთანხმებით, რომ ეს არის ის ერთადერთი ფონდი, რომლიდანაც შეიძლება მუნიციპალიტეტებმა განახორციელონ ინფრასტრუქტურული პროექტები და ამ ფონდიდან მიმართული თანხების გარეშე ვერაფერს ვერანაირ თუნდაც მცირე პროექტს, სულ რომ გარე განათება ჰქონდეს ახალი გასაკეთებელი მუნიციპალიტეტი ვერ გააკეთებს. ამიტომ როგორ დაიხარჯება თანხები, როგორ იქნება მენეჯმენტი, ტენდერების თანხის ათვისების ამაზე, კონკრეტული მუნიციპალიტეტებზე, შესაბამისად კონკრეტული ადამიანების კეთილდღეობაა დამოკიდებული. პირველი, რაც მინდა რომ გითხრათ, რომ თქვენი წინამორბედები ამ ფონდიდან 90%-ზე ნაკლებს წლის განმავლობაში არ ითვისებდნენ და თქვენ იმით დაახლოებით 1 წლის განმავლობაში რაც მინისტრი ხართ თუ წინა წლის ათვისებას შევხედავთ 60%-ია, ათვისებული მაინტერესებს რატომ შეიცვალა, ვთქვათ, ის ტენდენცია, რომელიც მანამდე იყო, რომ უმეტესობა თანხისა ათვისებული იყო. ეს, რა თქმა უნდა, თავისთავად თუ უკავშირდება ტენდერებს მე ჩემ შეკითხვაში სადეპუტატო შეკითხვაში მაინტერესებდა რატომ იშლება ტენდერები, რატომ ვერ ტარდება, თქვენ პასუხში იყო, რომ რამდენი ტენდერი ჩატარდა, რამდენი პროექტი განხორციელდა. აი, ერთი კონკრეტული მაგალითი მინდა მოგიყვანოთ, რომ 251 პროექტი იყო 2018 წლის ბოლოსთვის, სადაც წლის პირველ ნახევარში იყო ტენდერები ჩატარებული, თუმცაღა, ოქტომბერში სამუშაოები ან არ იყო დაწყებული ან სამუშაოს მხოლოდ 2-3-5% იყო ჩატარებული და აი ამაზე თქვენი სამინისტროს მონიტორინგი და რა ხდება ხოლმე იმ დროს, როდესაც ვერ ასრულებენ კომპანიები, და დაწყებული პროექტების ვადები საოცრად ....
თავმჯდომარე. დაასრულებინეთ, თუ შეიძლება.
ხ.გოგორიშვილი. ეს, ეს მაინტერესებს ტენდერებთან დაკავშირებით თავისთავად ტენდერების სტატისტიკა, ახლა მე რომ ჩამოგითვალოთ ცოტა უხერხული იქნება, ალბათ, პირველ-მეორე კვარტალში ტენდერების რაოდენობა, რომ უფრო მეტი უნდა იყოს იმიტომ, რომ წლის ბოლომდე პროექტების დასრულება მოესწროს ამაზეც თქვენც დამეთანხმებით და არა და ეს ასე არ არის და ამაზე მაინტერესებს კიდევ თქვენი მოსაზრება. დაბოლოს ... ქალბატონო მაია, იმაზე კი არ არის საუბარი, რომ მინისტრი რატომ ჩადის სოფელში, ძალიან კარგია, რომ მინისტრი ჩადის სოფელში, იცით რა არის პრობლემა...
თავმჯდომარე. ბოლო 30 წამი.
ხ.გოგორიშვილი. პრობლემა ის არის, როდესაც მოსახლეობა ეუბნება, რომ წყალმომარაგებაო ჩვენი პრობლემაო და მინისტრი არწმუნებს არა სტადიონის აშენება გირჩევნიათო, ეს არის პრობლემა, როგორც იყო ლამისყანაში და რაც გააკეთა იზორიამ.
თავმჯდომარე. გმადლობთ ბატონი გია გაჩეჩილაძე.
გ.გაჩეჩილაძე. დიდი მადლობა, მოგესალმებით, ქალბატონო მაია, დიდი მადლობა საინტერესო მოხსენებისათვის, ძალიან ბევრია დაგეგმილი და აქედან გამომდინარე რამდენიმე კითხვა მაქვს. თქვენ აღნიშნეთ, რომ სტიქიის პრევენციისათვის 2019 წლისათვის დაიხარჯება 55 მლნ ლარი, გასაგებია ძალიან კარგი საქმე არის, მაგრამ, ვფიქრობ, რომ არ არის საკმარისი იმიტომ, რომ საქართველო, მოგეხსენებათ, მთიანი რეგიონია და 3000-მდე დასახლებული პუნქტი არის მოქცეული, ასე ვთქვათ, სტიქიის ზონაში ეს არის მეწყერული,ღვარცოფული ადგილები ძირითადად, რა თქმა უნდა, თუმცა, ასე ვთქვათ, წყალდიდობების და სხვა სტიქიური მოვლენებითაც საკმაოდ დიდი ტერიტორიები არის, ასე ვთქვათ, მოცული საქართველოს ტერიტორიაზე, ამიტომ კარგი იქნება თუ ეს თანხა გაიზრდება, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველვყოთ. მეორე კითხვა მაქვს, თქვენ აღნიშნეთ, რომ მთიან რაიონებში იწყება მზის პანელებით უზრუნველყოფის პროგრამა. ძალიან კარგი იდეა არის და მოგეხსენებათ ამასთან ერთად, რომ ჩვენ შარშან, მე მგონი, მივიღეთ გადაწყვეტილება 800 კილოვატამდე ელექტროენერგიის გამომუშავებას თუ შეძლებს ოჯახი სხვა, ასე ვთქვათ, ქარის იქნება, ასე ვთქვათ ,მზის თუ სხვა ენერგიის გამოყენებით მათ შეეძლებათ ეს ის განთავისუფლებულია ყოველგვარი გადასახადიდან და ამავე დროს ჭარბი ენერგია თუ დარჩა ვალდებული არის, ასე ვთქვათ, ქსელი შეისყიდოს ეს ჭარბი ენერგია, ანუ შესაძლებელია, რომ ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარების მოსახლეობამ მთის რეგიონში იშოვოს ... გარკვეული თანხა, ანუ გაიჩინოს შემოსავალი. ვფიქრობ, რომ ეს უფრო მასშტაბული უნდა გახდეს, რომ მოსახლეობა უფრო დამაგრებული იქნას მთის რეგიონებში და კარგი იქნება, რომ ამის შესახებ იქნებ გვითხრათ რა მასშტაბებზე შეიძლება გავიდეთ ამ მიმართულებით. დიდი მადლობა.
თავმჯდომარე. მადლობა, ბატონო გია. ლევან კობიაშვილი. გთხოვთ, ბატონო ლევან.
ლ.კობიაშვილი. მოგესალმებით, ქალბატონო მაია, მივესალმები თქვენ გუნდს, გისურვებთ წარმატებას, პირველ რიგში. მე მინდა შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას, პროექტი რომელიც კერძოდ ზუგდიდში მიმდინარეობს ფეხბურთის სტადიონის მშენებლობა. ჩემი ინფორმაციით და მე რამოდენიმეჯერ ვიყავი იქ ჩასული ადგილზე და ვიტყოდი, რომ საკმაოდ კრიტიკული არის ის მდგომარეობა, რაც ამ მშენებლობასთან მიმართებაში განხორციელდა, ვიტყოდი, რომ თავიდან, ალბათ, გარკვეულწილად არასწორად დაიგეგმა პროექტი და შესაბამისად ჩემი ინფორმაციით ამ ეტაპზე პირველი ნაწილი დასრულებული არის, მაგრამ ჩემი ბოლო ყოფნის შემდეგ და ჩვენი წარმომადგენლების ჩართულობის შემდეგ იქ საკმაო ხარვეზები დაფიქსირდა, რაც საბოლოო ჯამში უნდა გამოსწორდეს და ასევე ჩემი ინფორმაციით მეორე ეტაპი როცა დაიწყება გვაქვს ყოველ შემთხვევაში ეს ინფორმაცია არ ვიცი რამდენად სწორია, რომ ეს ხარვეზები და დამატებით ანუ ის რაც გასაკეთებელია ის დასრულდება, რასაც ძალიან კარგი იქნება თუ ესეც განხორციელდება. მე ამ კითხვას ვსვამ იქიდან, რომ პირველი, რომ ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია და მეორე, რომ უამრავი ადამიანის მე პირადად მიკავშირდება და მეკითხება სულ ყოველთვის ამ სტადიონთან მიმართებაში და ასევე ვიტყოდი, რომ ძალიან სამწუხარო არის როგორც თავიდან მოხდა ეს ყველაფერი და ვისურვებდი, რომ მომავალშიც, ალბათ, თემატურად ამ შემთხვევაში ფეხბურთზე ვსაუბრობ, ფეხბურთის ფედერაცია თუ თავიდანვე იქნება ხოლმე სულ ყოველთვის ჩართული, რომ თავიდანვე ავირიდოთ ასეთი პრობლემები იმიტომ როგორც უსაფრთხოების ასევე სხვა მიმართულების ძალიან თემატურად ბევრი საკითხია, რაღაც თავიდან უნდა იყოს ხოლმე განხორციელებული. ამაზე მინდა თქვენი ინფორმაცია რომ მოგვაწოდოთ და ასევე გთხოვთ თქვენც უშუალოდ თქვენი ჩართულობით ან ნებისმიერი თქვენი მოადგილის ან თქვენ ვისაც გამოყოფთ, თუ მოხერხდება ერთი ჩასვლა გავაკეთოთ, მე მზად ვარ ნებისმიერ დროს...
თავმჯდომარე. დაასრულებინეთ.
ლ.კობიაშვილი. ადგილზე ჩავიდეთ. ასევე ვთხოვ კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ მიხეილს, რომ ბატონი მიხეილიც წამოვიდეს ჩვენთან ერთად ადგილობრივ, მაჟორიტარ დეპუტატებს, რომ ერთობლივად ანუ, მივხედოთ ამ საკითხს იმიტომ, რომ პრინციპულად ძალიან მნიშვნელოვანია და ქვეყნისთვის და არა მარტო რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი დასრულდეს და ჩემს მზაობას გიდასტურებთ, ნებისმიერ დროს მზად ვარ თქვენთან ერთად ადგილზე ჩავიდეთ და გავეცნოთ ყველა ამ საკითხს. გმადლობთ.
თავმჯდომარე. ქალბატონი ადა მარშანია.
ა.მარშანია. ქალბატონო მაია, ბევრი და კარგი გეგმები გაქვთ თქვენ და ამ ბევრ და კარგ გეგმებში, ცხადია, ჩვენ გვაინტერესებს პრიორიტეტები. თქვენ განაცხადეთ, რომ წყლის რესურსის ხელმისაწვდომობა მოსახლეობისთვის არის თქვენი მთავარი პრიორიტეტი. მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენი პოზიციები დაემთხვა, მაგრამ ეს დეკლარირებულია თქვენ მიერ. კარგია. ჩვენ გეთანხმებით ამაში, ჩვენი კოლეგებიც, ალბათ, მაგრამ არ არის ეს ასახული ფინანსურ მხარეზე ამ საკითხის. და მე ვეხმიანები აქ ქალბატონ ნინო წილოსანს, ჩემს კოლეგას, ნამდვილად არის გასამაგრებელი თან მკვეთრად ეს თემა და ეს საკითხი ფინანსურად. რა ვიცი, ბევრი მექანიზმია ამისი, იცით თქვენ. ალბათ, ის ტენდერებიც უფრო მრავლად უნდა გამოაცხადოთ. თუმცა, ტენდერების მიმართ მოსახლეობის ნდობა ძალიან დაბალია და ბუნდოვანია ეს საკითხი საერთოდ ზოგადად ჩვენი მოსახლეობისთვის. მგონია, უნდა გავზარდოთ ჩვენ ბიუჯეტირება, თუ ამის საშუალება არის და შეუდარებელია ფინანსები, რომელიც იხარჯება და ვგეგმავთ, რომ დაახარჯოთ გზებს, რაც ასევე მნიშვნელოვანი და კარგია. შეუდარებელია ეს ბევრად აღემატება , არ არის ეს სწორი, მე მგონი, და კარგია ელექტრონული სერვისის დანერგვა, კარგია ინტერნეტიზაცია, მაგრამ, ჩვენ მივიღებთ სურათს, როდესაც ინტერნეტი გვექნება რეგიონში, სოფელში და წყალი არ გვექნება. აი ეს აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარია. იცით თქვენ რა მძიმე მემკვიდრეობა დაგვრჩა ჯერ კიდევ კომუნისტური ხელისუფლების ხანიდან, იცით, რომ ძალიან ბევრ ადგილას მილი კი არა საცერია ეს მილები და მოსახლეობა თავისი სახსრებით ახერხებს მცირე მონაკვეთების...
თავმჯდომარე. დაასრულებინეთ თუ შეიძლება.
ა.მარშანია. თუმცა, იცით თქვენ რა ხარჯიანია მთლიანად გასწორება ამ წყლის რესურსის მოყვანა ნორმალურ მდგომარეობაში.
მეორე საკითხი, იცით რა სავალალო მდგომარეობაა ჩვენ მთაში. მე ხშირად ვარ მთის სოფლებში და რა ბედი ეწია გზას თბილისიდან საჩხერის გავლით რაჭაზე. მე ვიცი, რომ მარტში უნდა დაიწყოს ამ გზის მშენებლობა და ამ გზის ...
თავმჯდომარე. დაასრულებინეთ.
ა.მარშანია. გმადლობთ, დიდი მადლობა. და ცხადია, ამ გზის მშენებლობა შემოიტანს ძალიან პოზიტიურ მუხლს და პოზიტიურ შედეგს რაჭის მოსახლეობისთვის. დიდი მადლობა. გმადლობთ, ქალბატონო თამარ, რომ დამიმატეთ დრო.
თავმჯდომარე. მადლობა, ქალბატონო ადა. ირინა ფრუიძე.
ი.ფრუიძე. მოგესალმებით, ქალბატონო მაია. ჩვენ არ ვმსჯელობთ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის სწრაფად და ხარისხიანად განვითარება. რა თქმა უნდა, სპეციფიკიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურაში ასევე ფასსაც აქვს მნიშვნელობა და ასევე ამ სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენ ვიცით, რომ საკმაოდ მაღალია ამ სფეროში კორუფციის რისკები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სწორი ღონისძიებები გავატაროთ იმისთვის, რომ ერთის მხრივ სწრაფად, მაღალ ტემპში განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, მაგრამ ამავე დროს უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხი და დაცული ვიყოთ მაქსიმალურად კორუფციისგან ანუ მინიმუმადე დავიყვანოთ ეს რისკები. გასაგებია, რომ ამისი სრულად აღმოფხვრა არსად და არასოდეს არ ხდება. ამიტომ მაინტერესებს რა კეთდება იმისთვის, რომ სწორედ ხარისხის კონტროლი იყოს მაღალ დონეზე და ეს კორუფციის რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. მეორე კითხვა ერთ კონკრეტულ ტურისტულ ობიექტს ეხება. ტურიზმი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი ეკონომიკური განვითარების და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურა ტურისტულ ობიექტებში იყოს მოწესრიგებული. ასეთი ერთ-ერთი ობიექტი, რომელიც ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანია, არის ბაკურიანი, ფაქტიურად ყველა სეზონზე დატვირთული და ვიცით ყველამ, ალბათ, რომ საკმაოდ სერიოზული პრობლემებია ბაკურიანში დღესდღეობით ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ეს ეხება როგორც საგზაო ინფრასტრუქტურას, ასევე გასართობ ინფრასტრუქტურას, ასევე უკონტროლო მშენებლობას და საკმაოდ იერსახეს კარგავს დღესდღეობით ბაკურიანი, რაც ძალიან სამწუხაროა და საინტერესო იქნება იმის მოსმენა, თუ რა კონკრეტული გეგმები გაქვთ და რა ვადებში აპირებთ, რომ სისტემურად მოგვარდეს ეს პრობლემები ბაკურიანში. და რახან ცოტა დრო დამრჩა, ასევე მინდა ინტერნეტიზაციაზე გკითხოთ. ჩვენ რამდენიმე წლის წინ განვაცხადეთ, რომ ეს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა...
თავმჯდომარე. დაასრულებინეთ.
ი.ფრუიძე. ადგილობრივ დონეზე უზრუნველყოფილი იყოს სწრაფი ინტერნეტის არსებობა და რა ეტაპზე ვართ დღესდღეობით ამ მიმართულებით და უახლოეს მომავალში კიდევ რა იგეგმება, ამაზეც რომ მიპასუხოთ. დიდი მადლობა.
თავმჯდომარე. მადლობა, ქალბატონო ირინა. თამარ ხულორდავა.
თ.ხულორდავა. მოგესალმებით, ქალბატონო მაია. ძალიან დიდი მადლობა მოხსენებისთვის. ბევრ კითხვას პასუხი გაეცა მოხსენებაში და მათ აღარ გავიმეორებ. კოლეგებმაც არაერთი კითხვა დასვეს. მე მინდა შევეხო იმ ინიციატივას, რომელიც ევროკავშირმა გამოაცხადა წელს, წლის დასაწყისში, 15 იანვარს. ეს იყო ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის შესახებ სამოქმედო გეგმა, საინვესტიციო გეგმა. ამ გეგმით გათვალისწინებული არის საკმაოდ მასშტაბური საინვესტიციო პროექტების განხორციელება, საქართველოსთვის, კერძოდ, გათვალისწინებულია 3,4 მლრდ ევროს ღირებულების თანხების მობილიზება. ეს არის თანხები, რომლის მოზიდვაც უნდა მოხდეს საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებისგან მათ შორის და 18 პროექტი არის, როგორც ვიცით, უკვე, ასე ვთქვათ, იდენტიფიცირებული ამ პროგრამაში. საინტერესო არის, როგორ მიმდინარეობს ამ პროგრამის უკვე განხორციელება. ორი თემა არის აქ მნიშვნელოვანი. ერთს თვითონ ევროკომისია აყენებს. ეს არის ქვეყნის მზაობა და უნარი, რომ აითვისოს თანხები და იყოს ჩართული. რამდენად ვაკმაყოფილებთ ამ კრიტერიუმებს, როგორ მიდის უკვე დაგეგმილი და დაწყებული პროექტების რეალიზაცია, და მეორე მხრივ, ათვისების, უფრო სწორად, თანხების მოძიების პროცესი როგორ მიმდინარეობს ამ საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტებიდან, საფინანსო ინსტიტუტებიდან. ამას გარდა, თქვენ, მინდა კიდევ ერთ საკითხს შევეხო. ეს არის თვითმმართველობის საკითხი. თქვენ ეს გამოყავით ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად და ამით დაიწყეთ საუბარი. ადგილებზე კადრების არსებობა და კვალიფიციური კადრების არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ბუნებრივია, იმისთვის, რომ დეცენტრალიზაციის პროცესს ხელი შეეწყოს. ამისთვის რა კეთდება, რა პროგრამებს ახორციელებს სამინისტრო და როგორ მონაწილეობენ ამ პროგრამებში, თუკი მონაწილეობენ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ასევე კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან ადგილებზე, მათ შორის, რა ურთიერთობა გვაქვს. დიდი მადლობა.
თავმჯდომარე. მადლობა, ქალბატონო თამარ. ბატონი სერგო რატიანი. ბატონო სერგო, ჩართულია თქვენი მიკროფონი.
ს.რატიანი. უკაცრავად. ქალბატონო მაია, მე გამოგიგზავნეთ წერილი, რომელიც ეხებოდა განათლების ინფრასტრუქტურას და იქ გეკითხებოდით, თუ როგორ არის გაწერილი გეგმა და რა ეტაპზე არის, ასე ვთქვათ, რა ეტაპზეა ყოველი ღონისძიება. თქვენ უბრალოდ მიპასუხეთ, რომ იქ, ვთქვათ, 27 სკოლა უნდა ააშენოთ და 83 იქნება რეაბილიტირებული, ხომ. ეს საერთოდ არ არის პასუხი, უკაცრავად. ჩვენ ამ პასუხს ნამდვილად ვერ მივიღებთ. ჩვენ ვხედავთ, რომ თითქმის ყოველ წელიწადს არის რაღაც გეგმაში, რაღაც, ასე ვთქვათ, ღონისძიებები და შემდეგში ეს რამოდენიმე წელი გრძელდება ხოლმე და მუდმივად არის დაგვიანებები. ჩვენ გვჭირდება ზუსტი გეგმა იმიტომ, რომ ეს ხშირ შემთხვევაში, ეს, ასე ვთქვათ, ეს ბიუჯეტი არის ხოლმე, ასე ვთქვათ, ინახება, რაღაცები არ სრულდება და გადადის ყოველწლიურად, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ბიუჯეტში. ამიტომ, თუ შეიძლება, ჩვენ მეორედაც მოგწერთ ამ წერილს, ზუსტი გეგმა გვითხარით, იმიტომ, რომ მე მაქვს, ასე ვთქვათ, საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბევრი ღონისძიება იქ არის უბრალოდ, ეს თანხები არის, მაგრამ გაწერილი ჯერჯერობით არ არის, დღეს თქვენ თქვით, რომ 11 სკოლის უკვე გამოცხადებულია, მაგრამ გვჭირდება დანარჩენიც რა ეტაპზე არის, არის თუ არა გეგმები, არის თუ არა ასე ვთქვათ იგივე პროექტები და ეს იმისთვის რომ შემდეგში ვადევნოთ თვალყური, თქვენ ეს ახალი დაწყებული გაქვთ ეს მიმართულება საერთოდ, ასევე მინდა რომ მიპასუხოთ იმ მხრივაც რომ რატომ გადმოვიდა ეს თქვენს ბიუჯეტში და არ დარჩა განათლების სამინისტროს განკარგულებაში.
თავმჯდომარე. გმადლობთ. ბატონი ოთარ კახიძე.
ო.კახიძე. მოგესალმებით, ქალბატონო მაია, მე ჩემს კითხვას დავიწყებ ანაკლიის პორტის საკითხით, ბევრი კითხვა გაჩნდა საზოგადოებაში, ხომ არ აქვს ადგილი ორკესტრირებულ შეტევას ანაკლიის პორტის პროექტის წინააღმდეგ და მე მინდა რამდენიმე საკითხი გამოვყო, პირველი ეს ეხება თქვენ მიერ დაგეგმილ ასათვისებელ თანხას, რომელიც გათვალისწინებული იყო ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის და რკინიგზის მშენებლობა, წლიური გეგმა იყო 11 მლნ ლარი, 12 თვის ფაქტობრივი შესრულება გასული წლის მდგომარეობით 0 %, რა არის ამის მიზეზი, მეორე საკითხი, რომელიც მინდა აღვნიშნო ანაკლიის პორტის წარმატებით ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ერთის მხრივ რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის დროულად დასრულება, ასევე სარკინიგზო კვანძების დროულად გაყვანა იმისთვის, რომ ტვირთბრუნვა გაიზარდოს და ჩვენ გვქონდეს საშუალება, რომ ღრმაწყლოვანი პორტის მეშვეობით მიღებული ტვირთები გავიდეს შემდგომ საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში. ამ კუთხით რა მდგომარეობა გვაქვს და რატომ ჭიანურდება და რატომ არ ხდება დროულად აღნიშნული პროექტების განხორციელება, ვინაიდან წლების განმავლობაში არის საუბარი ამ პროექტებზე და ჩვენ შედეგად ვიღებთ მუდმივ გადადებას და გადაწევას. და შემდეგი საკითხი, მე მინდა შევეხო გორის რაიონის სოფელი ქერეს მდგომარეობას, ეს არის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელი, რომელიც ითხოვს მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებას, ხართ თუ არა საქმის კურსში ამ სოფლის მდგომარეობასთან დაკავშირებით და გეგმავთ თუ არა რომ კრიტერიუმად გაითვალისწინოთ საოკუპაციო ხაზთან მდებარეობა. გმადლობთ.
თავმჯდომარე. მადლობა, ბატონო ოთარ. მამუკა ჩიქოვანი.
მ.ჩიქოვანი. მადლობა, ქალბატონო მაია, თქვენ ძალიან ბევრი ახალი პროექტი დააანონსეთ, ჩემი კოლეგებიც ... ძალიან შთამბეჭდავია, თუმცაღა სადაც მადლობას გიხდიან, იქვე აყოლებენ სიტყვას მაგრამ, იმიტომ რომ ეს მაგრამ მოყვება აქამდე მიმდინარე არსებულ პროექტებს, იმ პრობლემებს, რომელიც აი პრაქტიკულად დაუსრულებელია, არ სრულდება და ეს პროექტები, ეს პრობლემურ პროექტებზე როცა ვსაუბრობთ ეხება დაახლოებით პროცენტული შეფარდება ასეთი, თქვენი სამინისტროს მიერ მიმდინარე და მიმდინარე პროექტებში დაახლოებით 13 %-ს ვგულისხმობ არის პრობლემური, თქვენ, თქვენს გამოსვლაში არ გისაუბრიათ ამ პრობლემურ პროექტებზე, ახალ პროექტებს როცა შეეხება ახლა მაინტერესებს და მინდა მოვისმინო უფრო დეტალური ანალიზი იმ პრობლემურ პროექტებზე, მაგალითად უკვე სასაცილო ხდება რუსთავ-თბილისის მონაკვეთი 13 კილომეტრიანი მონაკვეთი და ვერ მოვისმინე თქვენგან ღირებული ანალიზი თუ რატომ ვერ სრულდება, რატომ ვერ მიიწევს ეს პროექტი და ახლა ვსაუბრობთ რუსთავი -წითელი ხიდის მონაკვეთზე თქვენ 2019 წლიდან აანონსებთ ახალ მონაკვეთს, რომ მიიღეთ დაფინანსება, ხელი მოაწერეთ ამ თანხას, თუმცა 2018 წლის ბიუჯეტში იყო 25 მლნ ლარი გათვალისწინებული ამ მონაკვეთზე და შესრულება არის ნული, ასევე 12 მლნ ლარი იყო ალგეთის სადახლო მონაკვეთზე გათვალისწინებული 2018 წლის ბიუჯეტში, აქაც შესრულება არის ნული, მარნეულში დებედაზე ხიდის მშენებლობაზე 5 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული, შესრულება არის ნული. იცით რა მაინტერესებს, ქალბატონო მაია, პრაქტიკულად დეჟა ვიუ არის, როდესაც თქვენი წინამორბედი აანონსებდა ძალიან ბევრ პრო...
თავმჯდომარე. დაასრულებინეთ.
მ.ჩიქოვანი. და წინა წელს ძალიან ბევრ პროგრამას, ბიუჯეტის შესრულების, დამტკიცების დროს, აქ ამ დარბაზში უფრო სწორად, ქუთაისის დარბაზში იჯდნენ მთავრობის წევრები და იღებდნენ პასუხისმგებლობას იმ პროექტების შესრულებაზე. ახლა მაინტერესებს თქვენ როცა აანონსებთ ამ პროექტებს ფინანსთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი თუ იღებს ამ პასუხისმგებლობას, რომ ეს პროექტები ნამდვილად შესრულდება და იგივე ბედი არ ეწევა, რაც დღემდე ასე რომ ვთქვათ, განუხორ...
თავმჯდომარე. მადლობა ბატონო მამუკა. ბატონი გიორგი ლომია. გთხოვთ, ბატონო გიორგი.
გ.ლომია. მოგესალმებით, ქალბატონო მაია. თქვენ ბრძანეთ, რომ სოფელი თვითონ ირჩევს იმ პროექტს, რომელიც სოფელს უფრო სჭირდება და რაზეც უნდა იყოს გამოყოფილი 10-დან 20000 ლარამდე, ხომ არ იქნებოდა სახელმწიფოსთვის და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის უფრო მომგებიანი ჩვენ სოფლისთვის შემოსავლის წყარო, რომ შეგვექმნა. მაგალითად, ყოფილიყო გამოყოფილი თანხა, რომელიც, სოფელი თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას ვთქვათ, ფერმას გააშენებდა, ხორბალს დათესავდა, თუ სხვა რამით იქნებოდა დაკავებული, მაგრამ ეს იქნებოდა სოფლისთვის საშემოსავლო წყარო, შემოსავლის წყარო, რომლის შემდეგაც სოფელი მერე მიიღებდა გადაწყვეტილებას, რომ იქიდან შემოსული თანხა როგორ გაეხარჯა - სარწყავი არხი გამოეყვანა, გზა დაეგო, თუ სხვა რამ. ჩვენ ვსაუბრობთ, მე პირადად ვსაუბრობ იმაზე, რომ როდესაც ჩვენ საშემოსავლო წყაროს შეუქმნით სოფელს, ასევე სახელმწიფო გარანტორი უნდა იყოს იმისა, რომ სოფელი შეძლებს თავისი, მის მიერ მოყვანილი პროდუქტის რეალიზაციას, ანუ სახელმწიფო უნდა იყოს გარანტორი, რომ ხორცი, რომელიც შემოდის და თუნდაც გაყინული ხორცი საქართველოში აღარ შემოვა იმ რაოდენობით, იქნება დაწესებული რაღაც ზღვარი, ლიმიტი და გაიყიდება ადგილობრივი ხორცი. ის ხორბალი, რომელიც შემოდის უცხოეთიდან არ შემოვა იმ რაოდენობით და გაიყიდება ადგილობრივი ხორბალი, რასაც, რითაც მოიგებს რა თქმა უნდა გლეხი და რითაც მოიგებს ჩვენი სახელმწიფო, უკვე ბიუჯეტიდან კი არ იქნება, კი არ დაფინანსდება ვთქვათ, სოფელი, არამედ სოფელი საკუთარ თავს თვითონ მიხედავს და აქეთ ქალაქს დაეხმარება. ანუ იქნება ამ პროექტებზე ვიფიქროთ ჩვენ და შეუქმნათ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სოფელს შემოსავლის წყაროები. გმადლობთ.
თავმჯდომარე. მადლობა. კოლეგებო, გთავაზობთ გავაგრძელოთ მუშაობა კითხვების ამოწურვამდე და შესვენება გამოვაცხადოთ კითხვების შემდგომ. გთხოვთ ხელის აწევით დამიდასტუროთ. მადლობა. ბატონი რომან გოცირიძე.
რ.გოცირიძე. ქალბატონო მაია, რითი ხსნით იმ ფაქტს, რომ 6 წლის განმავლობაში შეიცვალა ინფრასტრუქტურის 6 მინისტრი მაშინ, როდესაც მაგალითად ამ 6 წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს ჰყავს ერთადერთი და შეუცვლელი მინისტრი. ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრები არიან ასე ცუდები, თუ ქალბატონი თეა წულუკიანი არის ასე კარგი. ამ შეკითხვის გაგრძელება, ამ 6 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დახარჯა 6,5 მლრდ ლარი, მიმდინარე წლის ბიუჯეტის ფულს თუ დაუმატებთ, დაახლოებით გამოდის 9 მლრდ ლარამდე ინფრასტრუქტურის მიერ გაწეული, თუ გასაწევი ხარჯი, ეს არის იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე დაიხარჯა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა მთავრობის მიერ. მათ შორის იმ 9-წლიანი მთავრობის მიერ, რაიმე ჩანს გაკეთებული გარდა იმისა, რაც მართლაც გაკეთდა იმ 9 წელიწადში, რომელი არის ის პროექტები, რაც უნდა დასრულებულიყო და დაწყებულიც არ არის, რატომ გადაიქცა საქართველო დაუმთავრებელი მშენებლობის პოლიგონად. იწყებთ რაღაცას და ვერ ამთავრებთ, რა არის მიზეზი, კორუფცია, თავმოუბმელობა, თუ კიდევ რაღაცა, თუ ვიღაცამ დაგწყევლათ და მეშვიდე მინისტრს უნდა ველოდოთ ახლა, გთხოვთ გვიპასუხოთ ეს პროექტი ეს ჩავარდნილი პროექტების ნუსხვა წარმოადგინეთ და რამდენი არის ...
თავმჯდომარე. მადლობა ბატონი ნიკა მელია.
ნ.მელია. მოგესალმებით. ქალბატონო მინისტრი ძირითადად საუბრობდა მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე და დაახლოებით 1 საათი გასტანა ხომ, სამწუხარო ის არის, რომ ქვეყანაში შეჩერებულ ტერმინირებულ პროექტებზე რომ გესაუბრათ, მათ შორის იმ პროექტებზე, რომელიც თქვენ დაიწყეთ და უბრალოდ შუაგზაზე გაჩერდა დღემდე ამ წუთის მგომარეობით ვიდრე ვსაუბრობ ახლა ტრიბუნასთან იდგებოდით იმდენი პროექტი არის გაჩერებული და შეწყვეტილი. ერთ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით მინდა კითხვა დაგისვათ, რომელთან დაკავშირებითაც კითხვა თქვენ დაგისვეს როდესაც იყავით ამას წინათ პარლამენტში მოსული თუ არ ვცდები, მთავრობის დამტკიცების დროს. კომპანია საგზაო სამშენებლო კომპანია „ალკომი“ გრიგოეთი, ალტკომი, გრიგოლეთი-სამტრედიის გზის მონაკვეთთან დაკავშირებული სამუშაოები უნდა ეწარმოებია 2014 წელს და ვადა ჰქონდა 30 თვე, 2014 წელს მართალია მაშინ თქვენ არ ბრძანდებოდით მინისტრი, მაგრამ, ნუ, მთავრობის წევრი ბრძანდებით და პასუხისგებას უნდა იღებდეთ. 24 მლნ ევრო გადაურიცხეთ და თითი თითზე არ დაკარებულა და ამ კომპანიამ ჯიბეში ფული ჩაიდო და კაცმა არ იცის სად არის, არავინ პასუხისგებაში არ არის მიცემული დღემდე. არავინ პასუხისგებაში არ არის, 5 წელიწადი გავიდა, ხომ, ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ხომ, უბრალოდ, საინტერესოა ეს 24 მლნ ევრო რომ დაიკარგა ამაზე პასუხს ვინ აგებს და მეორე შარშან დაიწყეთ როგორც იქნა იგივე მონაკვეთზე მშენებლობა უკვე ჩინური კომპანიის ფარგლებში, 150 მლნ ლარი უნდა აეთვისებინათ და მხოლოდ 52 მლნ ლარი აითვისა, ანუ ვერ მუშაობთ რა ეს, ეს არის ... ილუსტრაცია აი ერთი პროექტის ფარგლებში მხოლოდ. სამწუხაროა მართლაც ახლა ვის უხარია ეს ის, რომ ეს პროექტები ფლავდება...
თავმჯდომარე. დაასრულებინეთ, ჩაურთეთ მიკროფონი ბატონ ნიკას.
ნ.მელია. არავის არ უხარია, რომ ეს პროექტები ფლავდება. არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის გაჩერება და შეწყვეტა არცერთ ნორმალურ საქართველოს... არ გაუხარდება მით უმეტეს ეს პროექტი რომელზეც ახლა ვსაუბრობდი ოთხ ზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი არის მხედველობაში ხო, აი ამასთან დაკავშირებით, რომ გესაუბრათ რა ვერ გააკეთეთ რატომ ვერ გააკეთეთ მე ვფიქრობ უფრო კარგად წარმოგაჩენდათ ეს ყველაფერი თქვენ როგორც ცალკე აღებულ ერთ მთავრობის წევრს, მაგრამ გასაგებია რატომ არ გსურთ ამაზე საუბარი, მაგრამ ახლა ამ კითხვის შემდეგ იქნებ გაგვცეთ პასუხი.
თავმჯდომარე. გმადლობთ ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილი. გთხოვთ, ბატონო ზურა.
ზ.ჭიაბერაშვილი. ქალბატონო მაია, მე გავაგრძელებ ასევე შარშან ივლისში ჩვენს შორის დაწყებულ დიალოგს იმასთან დაკავშირებით, რომ სულ სხვა პროგრამით მოვიდა „ქართული ოცნება“ 2016 წელს ხელისუფლებაში და ეს ქალბატონები და ბატონები, რომლებიც ამ დარბაზში არიან საზოგადოებას ეუბნებოდნენ არჩევნებში, რომ 2020 წლამდე დაიგებოდა 800კმ მეტი სამნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების გზა. და როდესაც თქვენ ივლისში წარმოადგინეთ სამთავრობო პროგრამა, მაშინ ჩვენ ვილაპარაკეთ კიდევაც, რომ 800კმ პროგრამიდან გაქრა. მე 29 იანვარს ახლა მოვისმინე, რომ 327 კმ ახალ მაგისტრალს დააგებთ ოღონდ 2023 წლამდე და ახლა რაც სლაიდზე ვნახე ეს 327 -227 იყო ჩამოსული, ამიტომ იქნებ უფრო ზუსტი და კონკრეტული რიცხვები გვითხრათ მათ შორის პრეზენტაციაშიც იმიტომ, რომ თქვენი წინამორბედი ბატონი ალავიძე რომ მოდიოდა და წარმოადგენდა რუკებზე სხვადასხვა ფერით დახაზულ გზებზე რა უნდა მომხდარიყო. მე მადლობა მინდა გითხრათ, რომ ასეთი პრეზენტაციებით, რომ არ მოდიხართ და ღირსეულად გიჭირავთ თავი მათ შორის იმ აღიარებით, როცა აღიარებთ, რომ ვერ გეგმავთ სწორად, მერე ტენდერი იშლება, მერე რატომ იგვიანებს, აღიარებაც საქმის ნაწილია და ეს, მადლობა ღმერთს, ისეთი პომპეზურობით არ წარმოადგენთ ... მაგრამ თქვენ უნდა აგვიხსნათ მაგალითად, აი, ერთ კონკრეტულ ფაქტს გეტყვით, ხო, აქ ლაპარაკი არ არის მაგისტრალებზე, 70 მლნ ლარი იყო გამოყოფილი მთის გზის პროექტებზე, ხო და ჯერჯერობით 9 თვის შესრულებას ვუყურებთ, 13 მლნ იყო 9 თვის შესრულებაში ამ 70 მლნ-დან. თუნდა ეს ...
თავმჯდომარე. გსურთ დასრულება კითხვის, არა? კარგით მადლობა. ქალბატონმა ელენემ, როგორც ვიცი, მოხსნა კითხვა, დარბაზში არ არის. ბატონი ემზარ კვიციანი.
ე.კვიციანი. მადლობა. მოგესალმებით, ქალბატონო მინისტრო. პირველი კითხვა, რომელიც მე მაქვს კი დაგისვათ ბობოხიძემ ეს კითხვა, მაგრამ ის გამახსენდა, ამ ქალაქში ყველაფერი დასწრებაზე არისო. ლენტეხი-მესტიის გვირაბთან დაკავშირებით, მე კი შევეკითხე ბატონ ირაკლის და გამცა კომპეტენტური პასუხი მაგასთან დაკავშირებით, ქარსელაძემ, მაგრამ ძალიან დაინტერესებულია მოსახლეობა იმერეთშიც სხვათა შორის, რაჭა-ლეჩხუმსა და ზემო და ქვემო სვანეთში და ამიტომ მინდა, რომ თქვენგან გაიგონ ეს პასუხი და მაინტერესებს, დასრულდება თუ არა ამ თვეში, როგორც დაგეგმილია პროექტირება, შუალედური შემოტანილია, ვიცი უკვე და საბოლოო უნდა შემოვიდეს თვის ბოლომდე და დამთავრდეს პროექტირება, რომელიც 2017 წლის დეკემბერში უნდა დამთავრებულიყო. და შემდგომ, კიდევ ასეთი კითხვა მაქვს არის თუ არა, იქნება თუ არა საშუალება წელს გამოცხადდეს ტენდერი აი ამ მონაკვეთზე და ამ მიმართულებით, ლენტეხი-მესტიის მიმართულებით და არის თუ არა მოძიებული ფინანსები, თუნდაც დონორები ან იქნება თუ არა გათვალისწინებული მომავალ ბიუჯეტში ამ მიმართულებით გზის მშენებლობა და გვირაბის. მადლობა დიდი.
თავმჯდომარე. მადლობა. ქალბატონი მარიამ ჯაში.
მ.ჯაში. მოგესალმებით, ქალბატონო მაია, მადლობას მოგახსენებთ შთამბეჭდავი მასშტაბის ინიციატივებისთვის და ასევე ძალიან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. თქვენი სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ჩვენ რეგულარულად გვაქვს შეხება განათლების, მეცნიერების და კულტური კომიტეტის თანამშრომლობით პროექტებზე და ამდენად, მე უფრო დეტალურად ვისაუბრებ ფისკალური დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე განათლების სექტორში უკვე კომიტეტის სახელით გამოსვლისას დღეს მოგვიანებით. ამ წუთას მოგმართავთ როგორც სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი საარჩევნო ოლქი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური გამოწვევების წინაშე დგას როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ბინათუზრუნველყოფის თვალსაზრისით და მე მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ ჩვენ დავიწყოთ მუშაობა საპილოტე პროექტზე, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებით, როგორც გაეროს ასევე საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების მაგალითზე მოგვცემს საშუალებას, რომ გრძელვადიანი, შეღავათიანი საკრედიტო რესურსებით მოვახდინოთ საპილოტე დონეზე ბინათმშენებლობის პროექტის ინიცირება, რომელიც არა მხოლოდ დევნილი მოსახლეობისთვის, არამედ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის იქნება მნიშვნელოვანი და რეალურად გრძელვადიანად გადაჭრის ბინით უზრუნველყოფის პრობლემას და ასევე იქნება უფრო ხარჯთეფექტური მიდგომა თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მხარდაჭერილი ქირის, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფის კომპონენტისთვის. მე სწორედ ამ ინციატივაზე გთხოვთ, რომ ჩვენ დავიწყოთ მუშაობა და სამგორში, ვთქვათ, პირველ საპილოტე ინიციატივაზე გთავაზობთ თანამშრომლობას. გმადლობთ.
თავმჯდომარე. მადლობა, ქალბატონო მარიამ. ბატონი გივი ჭიჭინაძე.
გ.ჭიჭინაძე. დიდი მადლობა, ქალბატონო მაია, თქვენ და თქვენ გუნდს. მაინტერესებს როდის დაიწყება და რომელ მონაკვეთს მოიცავს ბაღდათი-ვანი-დაფნარის ის 14 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია. ასევე დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ბატონ გია მიქელაძეს, რომელმაც გამოიჩინა ძალიან კარგი ინიციატივა, რომ სამტრედიიდან მდინარე რიონზე ... გაკეთდეს ხიდი, რომელიც არის ძალზე მნიშვნელოვანი ვანის და მისი მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის. მოგეხსენებათ, მთავრდება იქ მსოფლიო მნიშვნელობის მუზეუმი წელს და მეც ვუერთდები ბატონი გიას ინიციატივას. ასევე ძალიან დიდი თხოვნა გვაქვს, ეს არის ვანში, მოგეხსენებათ ვანის მუნიციპალიტეტს ძალზე მწირი ბიუჯეტი აქვს და თანადაფინანსება მისი მოიცავს 5%-ს, მის ადგილობრივ ბიუჯეტიდან და იქნებ, ეს მოუხსნათ ვანის რაიონს მით უმეტეს, რომ მსგავსი პრეცედენტები უკვე, იმ .....რეგიონში არსებობს ხონის, ტყიბულის და ბაღდადის მუნიციპალიტეტებში. დიდი მადლობა.
თავმჯდომარე. მადლობა, ბატონო გივი, ქალბატონი გუგული მაღრაძე.
გ.მაღრაძე. მოგესალმებით, ქალბატონო მაია, და აღვნიშნავ, რომ თვით ოპოზიციამაც კი აღიარა, რომ თქვენი გამოსვლა იყო ძალიან ესე იგი შინაარსობრივი კომპაქტური, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ამბიციებისკენ დაცლილი საქმიანი და ასე შემდეგ. მე მაქვს ასეთ საკითხზე, მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება პრინციპში მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის განათლების ინფრასტრუქტურა არის პრიორიტეტული და ჩემი ინფორმაციით 2088 საჯარო სკოლიდან 20% საჭიროებს საფუძვლიან რეაბილიტაციას, გარდა ამისა დამატებითი საჯარო სკოლების აშენების აუცილებლობაა, ბევრ ადგილას რადგანაც გამოწვევა, ძალიან დიდია და ბიუჯეტი ყველაფერს არ ეყოფა მაინტერესებს რა მეთოდოლოგიით მოხდება საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმის შემუშავება და პრიორიტეტების გამოყოფა. და ასევე, რა როლს შეასრულებს თვითმმართველობა საგანმანათლებლო სტრუქტურის ინფრასტრუქტურის განვითარებაში და კრიტერიუმები რომელსაც თქვენ შეიმუშავებთ მე მგონი მათთვის მით უმეტეს საჭიროა კრიტერიუმები რომ არ იყოს სუბიექტივზე, დაყრდნობილი ამა თუ იმ ინფრასტრუქტურული პროექტზე, უპირატესობის მიცემა და აი ამ თვალსაზრისით მაინტერესებს როგორ მოვახერხებთ ჩვენ რომ ობიექტურ საფუძველზე, მოხდეს იმ რიგითობა რა უნდა გაკეთდეს ჯერ და რას უფრო სჭირდება, ვთქვათ, დახმარება და ინფრასტრუქტურული პროგრამების თანხის დახარჯვა. გმადლობთ.
თავმჯდომარე. მადლობა, ქალბატონო გუგული. ლელა ქებურია.
ლ.ქებურია. გმადლობთ. მოგესალმებით, ქალბატონო მაია, დავიწყებ კარგით და ვიტყვი, რომ ძალიან კარგი პროექტია ზუგდიდის ერთიანი წყალმომარაგების პროექტი, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, თუმცა, დასანანია ის, რომ ამ კარგი საქმის განხორციელების პროცესი ლამის არის 2 წელია ტანჯვად ექცათ, ზუგდიდელებს ვგულისხმობ, იმას, რომ არ ხდება გზების პირვანდელი სახის დაბრუნება ამაში ან ის კომპანიაა დამნაშავე და ვალდებულებებს ვერ ასრულებს, რომელიც ახორციელებს მილების ჩალაგებისა და გათხრით სამუშაოებს ან ადგილობრივი ხელისუფლება ვერ ასრულებს თავის ვალდებულებებს და ადგილობრივი ოპოზიცია დიდი ხანია ცდილობს მოიპოვოს ამ ხელშეკრულების დოკუმენტი იმისთვის, რომ ვინ არის ამ პრობლემებზე ვალდებული, მაგრამ როგორც ჩანს ეს დოკუმენტი იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ თვითონ ადგილობრივი ხელისუფლებისთვისაც კი არ არის ხელმისაწვდომი. ქალბატონო მაია, იქნებ თქვენ გვითხრათ ვისი პასუხისმგებლობაა, იმ კომპანიის თუ ადგილობრივი ხელისუფლების ამ გზების პირვანდელ სახემდე მიყვანა იმიტომ, რომ ზუგდიდელები უკვე 2 წელია ცხოვრობენ განადგურებული საგზაო ინფრასტრუქტურის პირობებში და რომ არაფერი ვთქვათ უსაფრთხო გადაადგილებაზე, ისინი 2 წელია მტვერში და ტალახში ცხოვრობენ ფაქტიურად და 1 წელია, შემოვლითი გზით მიდიან სასწრაფოს მანქანები იმიტომ, რომ ერთადერთი მთავარი გზა რომელიც საავადმყოფომდე უნდა მივიდეს ფაქტობრივად არის განადგურებული და მეორე ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის და რკინიგზის მშენებლობის წლიური გეგმა იყო 11 მლნ და 12 თვის ფაქტობრივი შესრულება არის ნული. არ ჰკითხავთ იმას, რატომ არ შესრულდა ეს სამუშაოები და არც იმას ჰკითხავთ უწერია თუ არა ანაკლიის პროექტს განხორციელება. უბრალოდ როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა რომ....
თავმჯდომარე. დაასრულებინეთ, თუ შეიძლება.
ე.ქებურია. რომელსაც, ალბათ, თქვენი ხედვა გაგაჩნიათ ქვეყნის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების მითხრათ არის თუ არა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყნისთვის და რეგიონის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი სასიცოცხლოდ. მადლობა.
თავმჯდომარე. მადლობა. ქალბატონო ლელა, ბატონი გიორგი ტუღუში. გთხოვთ, ბატონო გიორგი.
გ.ტუღუში. ქალბატონო მაია, მეც მოგესალმებით მე მაქვს კონკრეტული შეკითხვა ქუთაისის შემოვლით გზასთან დაკავშირებით, ჩვენ ვნახეთ რეალურად დაბიუჯეტებულია მეორე ზოლის მშენებლობაც, თუმცა, ჩვენ ვიცით რომ ეს გზა გაიხსნა 2014 წელს და გაიხსნა რეალურად ცალმხრივად, ვინაიდან მოხდა პროექტის შეზღუდვა და მეორე ზოლი არ აშენებულა და ჩვენ ვიცით რომ არაერთი ტრაგედია დატრიალდა ამ გზაზე, მათ შორის არაერთი გარდაცვლილი და დასახიჩრებული პირი მივიღეთ. ამის შემდეგ შესაბამისად მოხდა ამ გზის ჩაკეტვა და დღეს გადაადგილება დასავლეთის მიმართულებით საკმაოდ გართულებულია იმიტომ, რომ კვლავ მანქანით, ასე ვთქვათ, ტრანსპორტით მოსარგებლე პირებს უწევთ ქუთაისის გავლით მოძრაობა. მე მაინტერესებს თვლით თუ~ არა თქვენ, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი შეცდომა, როდესაც თავის დროზე მოხდა ამ პროექტის შეკვეცა და სავარაუდოდ, ალბათ, უფრო ძვირი დაჯდება ახლა, ვიდრე რომ ერთად გაკეთებულიყო ეს ორივე ზოლი, მაგრამ ასევე მაინტერესებს, ვთქვათ, რა პროცესი მიმდინარებს და დღეს თუ არის კონკრეტულად ნაბიჯები გადადგმული იმისთვის, რომ ეს მეორე ზოლის მშენებლობაც დროულად განხორციელდეს, თუმცა, გამოყოფილი თანხები ნანახი გვაქვს ცხრილში. დიდი მადლობა.
თავმჯდომარე. მადლობა, ბატონო გიორგი. ბატონი ზაზა ხუციშვილი.
ზ.ხუციშვილი. მოგესალმებით, ქალბატონო მაია, ჩემი შეკითხვა პირველი ეხება სწორედ ქუთაისს, ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა გაგვაკრიტიკეს ქუთაისის პარლამენტის შენობის გადმოტანის გამო, თითქოს ეს რეგიონს რაღაცა განსაკუთრებულ შედეგებს აძლევდა, მე სიმართლე გითხრათ გარდა იმისა, რაც დაიხარჯა ეს თანხები ჯერ პირველად 360 მილიონი ლარი და ამის შემდეგ 7 წლის განმავლობაში იქით აქეთ სიარული, 40 დასაქმებულის 2 სასტუმროს დროებით დატვირთვის გარდა, სხვა სიკეთე სიმართლე გითხრათ ვერ დავინახე, თუ თქვენ გაქვთ რამე ინფორმაცია და მაინტერესებს მომავალში რას გეგმავთ ამ რეგიონში გარდა იმისა, რაც ვახსენეთ ეს შემოვლითი გზა და რეგიონული ნაგავსაყრელი და ეს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე, მათ დასაქმებაზე როგორ აისახება, სხვა პროექტებიც თუ გაქვთ. მეორე შეკითხვა ეხება იმ კანონს, რომელზეც გარემოს დაცვის კომიტეტმა დავასრულეთ მუშაობა, ეს გახლავთ კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალური თავშესაფრების მშენებლობას, მოხარული ვართ სამინისტროს გეგმაში ეს ისედაც არის ასახული და თუ შეიძლება უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ აი ამ გრაფიკის შესახებ როგორ აპირებთ ამ მიმართულებით მუშაობას და მშენებლობების დაწყებას. მესამე შეკითხვაზე დაიწყო ბატონმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რა თქმა უნდა, მეც როგორც მაჟორიტარი დეპუტატს და აქტიურ ასე ვთქვათ კამპანიაში აქტიურად ჩართულ ადამიანს, მაწუხებს ის საკითხი, როდესაც ჩვენ გავეცით დაპირება 800 კილომეტრი გზის მშენებლობის შესახებ, მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებითაც უნდა იყოს გრძელვადიანი ხედვები ძალიან ბევრი სამინისტროს მიმართულებით და ვთქვათ მინისტრის შეცვლით ეს არ უნდა იცვლებოდეს და ჩემი შეკითხვა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვადაში ვერ ვეტევით თუ რამე პროექტებზე უარი ვთქვით. გმადლობთ.
თავმჯდომარე. მადლობა, ბატონო ზაზა. ბატონი დიმიტრი ხუნდაძე.
დ.ხუნდაძე. მოგესალმებით, კოლეგებო, მოგესალმებით ქალბატონო მაია. მინდა გითანაგრძნოთ, ძალიან მნიშვნელოვანი და ასეთი ფინანსურადაც მძიმე წონა და სექტორი გაქვთ ჩაბარებული, ეს ნდობა თქვენ დაიმსახურეთ, მაგრამ მინდა, ასე ვთქვათ, ნახევრად ხუმრობით შევაფასო, ეს არის პოზიტიური დისკრიმინაციის ნაწილი, როცა ქალბატონს ამხელა სექტორი გაქვთ ჩაბარებული, მე დარწმუნებული ვარ თქვენ ძალიან კარგად გაართმევთ თავს, მე მესმის რომ ოპოზიციისგან დაუმსახურებელი კრიტიკა, დამსახურებული რა თქმა უნდა მისაღებია, მაგრამ ქვეყანაში ინფრასტრუქტურული ობიექტების სიმცირე რომ არ არსებობს, ეს ფაქტია, ბოლო პერიოდში იმაზე ბევრად მეტი კეთდება ვიდრე ეს იყო აქამდე, ეს ჩანს შეუარაღებელი თვალითაც, მაგრამ ეს რომ დაინახო, ამას სჭირდება რომ სურვილი გქონდეს ამისი და თუ სურვილი არ გაქვს, ამას ვერც დაინახავ და ვერც შეამჩნევ. რა თქმა უნდა, პრობლემები დღემდე არსებობს ამ კუთხით, პრობლემები იმდენად ბევრია რომ მისი მოგვარებისათვის დრო არის ძალიან ცოტა, რომ აღარაფერი ვთქვათ ფინანსებზე, მე პროექტებთან დაკავშირებით მექნება ცალკე გამოსვლა, მე ვთხოვე ფრაქციის დროით რომ ვისარგებლო, მაგრამ კითხვებს დავსვამ აქედან, მე მინდა ლისი-მსხალდიდის გზასთან დაკავშირებით გთხოვოთ ყურადღება, იმიტომ რომ ეს არის რამოდენიმე მილიონიანი პროექტი, იქნება ალბათ სავარაუდოდ ძალიან რთული მონაკვეთია და ამას მხოლოდ მუნიციპალიტეტი ვერ შეძლებს, ასევე ქსოვრისის მიმართულებით სარწყავი სისტემის თელოვანი-1, თელოვანი-2-ის პროექტი არსებობს და პრიორიტეტებში ის არ ჩანს, არადა ვფიქრობ ეს ძალიან დიდი შვება იქნება ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ასევე მინდა გთხოვოთ რომ ყურადღება გაამახვილოთ სოფელ ფრეზენთან დაკავშირებით, ეს არის მაღალმთიანი სტატუსის ნუ უნდა იყოს ამ სტატუსის მატარებელი, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ იქ არის დევნილთა ჩასახლება, მექანიკურად მოხდა დემოგრაფიული ვითარების, ნუ, ბრჭყალებში, პოზიტიურად ასახვა და ეს სტატუსი მათ არ ეძლევათ. მინდა, რომ ეს განიხილოთ საბჭოზე და ეს სოფელი ნამდვილად ყველა...
სხდომის თავმჯდომარეობას აგრძელებს პარლამენტის თავმჯდომარე ი.კობახიძე
თავმჯდომარე. დააასრულებინეთ.
დ.ხუნდაძე. ყველა ასპექტში იმსახურებს ამ სტატუსის ქონას. ასევე მინდა მცხეთის მორატორიუმზე დაგისვათ კითხვა. ცოტა არ იყოს, მერიდება ამ კითხვის დასმა იმიტომ, რომ 6 წელია პარლამენტში ვარ, უკვე მეშვიდე და მეოთხე წელია ამ კითხვას ვსვამ: რა ეშველება ამ მორატორიუმს, ეშველება თუ არა საერთოდ რაიმე. აქვე დავადასტურებ, რომ ყველაზე აქტიურად თქვენი ჩართულობა შეინიშნება ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ ერთი კითხვა, რომელზედაც მინდა პასუხი: თეორიულად, თუ ჩვენ ვერ შევძელით გენგეგმის შემუშავება, მერე რა ხდება?
თავმჯდომარე. გმადლობთ. ბატონი თენგიზ გუნავა.
თ.გუნავა. მოგესალმებით, ქალბატონო მაია. მოკლედ, რეგიონში
განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან უნდა დახარჯულიყო 288 მლნ, ხომ, როგორც აღნიშნეთ და თქვენ ბრძანეთ, რომ ათვისებულია 243 მლნ საიტზე შევდივართ, მანდ აღნიშნულია, რომ ათვისებულია 205 მლნ და, ნუ, ბუნებრივია, ალბათ, გაგვცემთ პასუხს, რატომ ხდება ასეთი აცდენა. მე მინდა, რომ, ასეც რომ იყოს, მე მინდა ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონთან დაკავშირებით გთხოვოთ კიდევ ერთხელ, აქ ჩვენმა კოლეგამაც ბრძანა და კარგი იყო, რა თქმა უნდა, ბატონმა ლევანიმ. მეც ანალოგიურად გეტყვით, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა არის. 2015-ში დაიწყო ეს მშენებლობა, დღემდე დასრულებული არ არის. არ ვიცი ახლა, ვინ ჩათვალა მანდ საჭიროდ, რომ გაეკეთებინათ ეს საშხაპეები და რაღაც სხვადასხვა ოთახები, რომელსაც აწვიმს და განადგურებულია და კატასტროფა არის, რა, პირდაპირ, რომ შეხვალთ და მაგაზე სიუჟეტებიც იყო, შეიძლება თქვენც, ბუნებრივია, საქმის კურსში იქნებით და ნახავდით. ვინ იყო ამაზე ან პასუხისმგებელი, ან რა ღონისძიებები გატარდა და მე გთხოვთ, რომ კონტროლზე აიყვანოთ ეს საკითხი პირადად, რა. ძალიან დიდი მადლობა.
თავმჯდომარე. გმადლობთ. ქალბატონი ნატო ჩხეიძე.
ნ.ჩხეიძე. გმადლობთ. მოგესალმებით, ქალბატონო მაია, მივესალმები თქვენს გუნდს და მივესალმები მნიშვნელოვან პოსტებზე ქალების დანიშვნას, მაგრამ მაინც მგონია, რომ ამხელა მთავრობაში ისეთი რთული სამინისტროს განპირობება ქალზე, როგორიც ინფრასტრუქტურის სამინისტროა, მეტისმეტად მძიმე ტვირთია ქალისათვის და გგულშემატკივრობთ კიდეც, როგორც ქალს ამ მძიმე ტვირთის ზიდვაში. ახლა რაც შეეხება შეკითხვებს. ცნობილია, რომ შარშანდელი ბიუჯეტი ამ სამინისტროსი იყო 1 მლრდ 700 მლნ ლარი, საიდანაც აუთვისებელი იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცენტი, დაახლოებით 40%, ეს სადღაც 700 მლნ-ია. რითი იყო ეს განპირობებული, ეს აუთვისებლობა და ხომ არ იყო ეს განპირობებული ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილ და, როგორც მედია ამბობს, მიუკვლეველ 710 მლნ ლართან. მეორე შეკითხვა გზების მშენებლობას ეხება. იყო ტენდერი თქვენს სამინისტროში გზების მშენებლობის ექსპერტიზის შესახებ და გაიმარჯვა აქ ხორვატულმა კომპანიამ, რომელზეც, როგორც ამბობენ, სულაც არ არის ხორვატული კომპანია და სპეციალისტებადაც და ექსპერტებადაც იქ ქართველები ჰყავთ. ეს ძალიან კარგია. რითია განპირობებული უცხოური კომპანიების გამარჯვება ამ ბოლო დროს მთავრობის ტენდერებში, მე რუსული თაფლის კომპანიაც გამახსენდება ახლა, და როგორ უნდა მოხერხდეს ის, რომ ქართულმა უკეთესმა კომპანიამ გაიმარჯვოს ტენდერში. და მესამე შეკითხვა ისევ გზების მშენებლობასთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ მშენებლობის პროცესში სეზონური ვადები ირღვევა. ის, რაც უნდა გაკეთდეს ზაფხულში და ტექნოლოგიურად ასე უფრო სწორია, კეთდება...
თავმჯდომარე. დაასრულებინეთ.
ნ.ჩხეიძე. გმადლობთ. ის, რაც უნდა გაკეთდეს ზაფხულში, კეთდება ნოემბერში, რაც განაპირობებს ადრე და მალე მათ დაზიანებას, მაგალითად, საფარი, გზების საფარი ზიანდება უფრო ადრე და ეს შემდგომ აუცილებლობას იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფისა. როგორ მოხერხდება ამ სეზონურობის დაცვა. გმადლობთ.
თავმჯდომარე. გმადლობთ. ქალბატონი სალომე სამადაშვილი. არ ესწრება. ბატონი პაატა მხეიძე.
პ.მხეიძე. მოგესალმებით ქალბატონო მაია, მივესალმები თქვენ გუნდს იმ გულისხმიერებისა და ოპერატიული რეაგირების გამო, რომელსაც იჩენენ მუნიციპალიტეტებისა და დეპუტატების მიერ დაყენებული საკითხების მიმართ. ორი შეკითხვა მაქვს, პირველი ეხება რუსთავისთვის ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას, ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე იალღუჯის ფერდობებიდან მის შედეგად მოწყვეტილი ღვარცოფი ქალაქისთვის იქცა ლამის სტიქიურ უბედურებად, იტბორება ქალაქის დიდი ნაწილი, რადგან ვერ ატარებს აი ამ ქვა-ღორღს, წყალსარადინე სისტემა და ყველა ჯერზე მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული პრევენციული, თუ პროფილაქტიკური სამუშაოები ამ მიმართულებით არ არის საკმარისი და სჭირდება კაპიტალურად გადაწყვეტა. რამდენადაც ვიცი, თქვენ ამ მიმართებით გეგმავთ დაეხმაროთ ქალაქს აი ამ მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებაში და მინდა გკითხოთ, როდის არის შესაძლებელი პროექტის დაწყება და სავარაუდოდ როდის შეიძლება მოგვარდეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა და მეორე ეხება მაღალბიუჯეტიან ტენდერებში რატომ იმარჯვებენ ძირითადად ჩინური კომპანიები და რა კეთდება იმისთვის, რომ დასაქმდეს ადგილობრივი მუშახელი. გმადლობთ.
თავმჯდომარე. გმადლობთ. გიგა ბოკერია.
გ.ბოკერია. დიდი მადლობა. ბატონო ირაკლი, მე მინდა ვისარგებლო კიდევ ერთხელ ჩემი დროით და შევთავაზო თქვენ გუნდს, უმრავლესობის გუნდს იგივე მოდელი, რომ მადლობებისთვის, ქებისთვის და ასე შემდეგ ერთი დეპუტატი გამოიყოს ხოლმე, ყველას სახელით მოუხადოს მადლობა, მე დარწმუნებული ვარ, მაგალითად, ქალბატონო მაია, საკუთარი დროის გაფრთხილების ამბავში არ იქნება ნაწყენი, თუ ძალიან ბევრ მადლობას არ მოისმენს და იქნებ განიხილოთ ეს წინადადება და ამ შემთხვევით შერჩევით შეარჩიეთ ხოლმე, ვინმე რომ ნაწყენი არ დარჩეს და ყველას სახელით უზარმაზარი მადლობა ყველა მინისტრს და ქება მოვისმინოთ, დრო დავზოგოთ. ახლა გთავაზობთ რა ჩემი საქმე არაა, ხომ არ გაძალებთ, კაცო გთავაზობთ ქალბატონი მაიაც მიესალმება ამას და გაუწიეთ ანგარიში მინისტრების დროს, თუ შეიძლება, რომ იშრომონ თქვენი ქების მოსმენის მაგივრად, ქება ყველას სჭირდება გეთანხმებით, მაგრამ ზომიერად. ახლა კითხვა, ქალბატონო მაია, ჩვენ გვქონდა საუბარი კომიტეტზე თქვენ რომ მობრძანდით, მე გკითხეთ მაშინ, აი როგორ შეაფასებდით თქვენი მოსვლისთვის ვითარებას ამ სფეროში კორუფციის პრობლემას, თქვენ მაშინ ბრძანეთ, რომ აღიარეთ, რომ პრობლემები სახეზე იყო, მაგრამ თქვით, რომ დრო არის საჭირო, გამოძიება მიდის, მე მინდა კვლავ გკითხოთ აი ამ დროის გასვლის შემდეგ, რა სურათი გამოიკვეთა თქვენთვის, როგორც მინისტრისთვის, მთავარი პრობლემა იყო კორუფცია, ნეპოტიზმი, თუ არაკომპეტენტურობა იმ პრობლემების გამო, რაც თქვენივე მთავრობამ აღიარა ამ სფეროში იმ გამოძიების გამო, რაც დაწყებული იქნა, თქვენ რა შთაბეჭდილება გექმნებათ და კონკრეტული მაგალითიც რომ მოგვიყვანოთ, რომ ზოგადი არ იყოს, აი გრიგოლეთის გზის ამბავი ალბათ კარგად იცით ხომ, 360 მილიონი დაიხარჯა, მერე 150 მილიონი იყო გამოყოფილი და ვერც ხარჯავთ, ეს უზარმაზარი პროექტი გაჩერებულია, თანხა დახარჯულია, ყველამ იცით, რომ იქ პროექტში შევიდა ცვლილება, ხიმინჯებზე უნდა ყოფილიყო გზა და რატომღაც ვიღაცა დათანხმდა პროექტში ცვლილებას, რამაც მერე გზის ჩავარდნა გამოიწვია, უზარმაზარი ზარალი ვნახეთ,
თავმჯდომარე. გააგრძელეთ დრო.
გ.ბოკერია. ამიტომ თქვენი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მესმის, თქვენ არც პროკურატურა არ ხართ, მით უმეტეს არც სასამართლო, განაჩენის დასახელებას და იმას კი არ ვითხოვ თქვენგან, უბრალოდ პოლიტიკურ შეფასებას პრობლემების, ამ მაგალითზე დაყრდნობით, კერძოდ, როგორც აი თვალსაჩინო მაგალითზე, აქ ან არაკომპეტენტურობაა, ან კორუფცია, ან ორივე ერთად, სხვა ვარიანტი არ არსებობს იმდენად ნათელი ვითარებაა. გზა უნდა ყოფილიყო ხიმინჯებზე, ბუნებრივი პირობების გამო დათანხმდა სამინისტრო პროექტში ცვლილებას, რომელიც აწყობდა კამპანიას და ამის შედეგად დაიხარჯა უზარმაზარი თანხა გადაიყარა. მადლობა დიდი, ქალბატონო მაია.
თავმჯდომარე. გმადლობთ. ბატონი ედიშერ თოლორაია.
ე.თოლორაია. მოგესალმებით. ქალბატონო მაია, მიუხედავად აქ ბოლო გამომსვლელისა, მე მთლიანად სამინისტროს მინდა მადლობა გადავუხადო და ხელისუფლებას, ჩვენ არავის ხელს არ ვამადლით, ნუ ახლა ოპოზიცია რა ოპოზიციაა, მაინც თავისას იტყვის და მე ჩემს კოლეგებსაც, ზუგდიდელ კოლეგებსაც დავეთანხმები, რომ აქ ბრძანა ქალბატონმა, რომ სულ ტანჯვაში არისო, შეიძლება ითქვას ტანჯვა, მაგრამ ახლა „ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფიაო“, ახლა ტანჯვა, მე სხვა მუნიციპალიტეტებსაც ვუსურვებ მასეთ ტანჯვას, რომელიც ახლა საუკუნის მოვლენა კეთდება ზუგდიდში, წყალმომარაგება, კანალიზაციის სრული მოწყობა, რომელიც არამგონია ეს ფუფუნება სხვა რაიონებს ჰქონდეს. მეც შეწუხებული ვარ და ჩემი უახლოესი გარემოცვაც ამ გზების უქუნლობის გამო, მაგრამ ეს გზები დაწყებულია, ჩემზე უკეთ იცით და თქვენც იცით, ქალბატონო ლელა, ეს პროექტები მინდა გითხრათ, რომ შარშან გაკეთდა 28 გზის რეაბილიტაცია, სრულიად ჩუტარდა გაუვალ სოფლებს, წელს 19 სოფელზე ტარდება და რა თქმა უნდა, ქალაქის სრული რეაბილიტაცია ტარდება, ნუ ამაზე არ გავაგრძლებ. სკოლისთვის მილიონ 500 ათასი არის გამოყოფილი, მილენიუმის პროგრამით 3 სკოლა კეთდება, მაგრამ მთავარი მინდა გთხოვოთ, თორემ არ გავაგრძელებ, მე შეიძლება არც გამომივიდეს იმდენი რეპლიკები და პასუხის გაცემა, მე მინდა ერთი თხოვნით მოგმართოთ, ქალბატონო მაია, ეს ზუგდიდის სახელით, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში გაუკეთდა სრული რეაბილიტაცია კომბინატში არსებულ ხელოვნებისა და ...
თავმჯდომარე. დაასრულებინეთ.
ე.თოლორაია. 2012 წლიდან 600 კაციან დარბაზზე არის საუბარი, სადაც 4 ათასამდე, ჩავთვალოთ, ახალგაზრდა, მოსწავლე და თანამშრომელს უხდება ყოველდღიური ყოფნა მანდ. ჩვენ სრულიად ჩავუტარეთ რეაბილიტაცია ბოლო წლებში, მაგრამ გამოგვრჩა, გამოგვრჩა თანხის უქონლობის გამო გათბობის სიტემა, რომელიც პროექტის ...
თავმჯდომარე. დაასრულებინეთ.
ე.თოლორაია. ... 300 ათას ლარამდე ჯდება. ეს არ არის მარტო ზუგდიდზე, ეს არის რეგიონალური ცენტრი, სადაც ყველა რეგიონალური ღონისძიებები ტარდება. უმორჩილესად გთხოვთ, ეს არის მთლიანად ზუგდიდის მოთხოვნა, რომ იმ 300 ათასი ლარით დაეხმაროს სამინისტრო, რათა გათბობის სისტემა აღდგეს მანდ, რომ აი, სრული, შეიძლება ითქვას, რომ უმძიმესი სიტუაცია არის და უმძიმესი პირობებში გვიხდება ჩვენს პატარებს და მომავალ თაობას ...
თავმჯდომარე. გმადლობთ. ბატონი შოთა ხაბარელი.
შ.ხაბარელი. მოგესალმებით, ქალბატონო მაია, მივესალმები თქვენ გუნდს. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ინფრასტრუქტურაში მთელ საქართველოში, ალბათ არ ახსოვს საქართველოს რაც ბოლო წლებში გაკეთებულა. განსაკუთრებით მინდა თქვენი მოხსენებიდან გავამახვილო ყურადღება სპორტულ ინფრასტრუქტურაზე, ძალიან ბევრი მოედანი, დარბაზი აშენდა საქართველოში, განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან, ყოველთვის გამოდიან კრიტიკით, რაც არ უნდა კარგი გააკეთო, მაგრამ ჩვენ შორის განსხვავება ის არის, რომ ისინი ანგრევდნენ სპორტულ ინფრასტრუქტურას, ყიდდნენ და ჩვენ ვაშენებთ. არც ერთი სპორტული ობიექტი არ გაყიდულა 2012 წლის შემდეგ, ეს არის მნიშვნელოვანი და მინდა, რომ ძალიან კარგად გაიგოთ თქვენ. ახლა რაც შეეხება ჩემ კითხვას, მე გახლავართ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და შესაბამისად ჩემთან შემოდის გარდაბნის რამდენიმე სოფელი და აქ არის სოფელი მარტყოფი, რომელსაც აქვს თვისი ისტორია, დიდი ისტორია და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია. ამ სოფელს წლების მანძილზე წყალმომარაგება არ გააჩნია, წყლის პრობლემა არის. მე ვიცი, რომ ხორციელდება პროექტთა, მიმდინარეობს მუშაობა, 25 მილიონია ჩადებული, მე მინდა მარტყოფელებმაც მოისმინონ თქვენგან, ქალბატონო მაია, რა პროცესშია დღეს ეს პროექტი რამეთუ არამარტო ამ სოფელს, რამდენიმე სოფელია იქ რომელიც არის დამოკიდებული ამ წყალზე და მნიშვნელოვანია. მე მინდა, რომ თქვენ პირად კონტროლზე იყოს, ქალბატონო მაია, აყვანილი რამეთუ, კიდევ ვიმეორებ, ამ სოფელს ძალიან დიდი დამსახურება აქვს ქვეყანაში, ყველაზე დიდი სოფელი და ისტორიული სოფელია., დიდი მადლობა.
თავმჯდომარე. გმადლობთ. ბატონი გიორგი თოთლაძე.
გ.თოთლაძე. მოგესალმებით, ქალბატონო მაია. მინდა აღვნიშნო, რომ წელს იწყება ქარელის მუნიციპალიტეტში მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება, კერძოდ აგარა-ქვენა ტკოცის მოსახლეობისთვის სასმელი წყლის უზრუნველყოფიდან გამომდინარე, რის გამოც მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. აქვე მინდა გთხოვოთ იქნებ მოხერხდეს და პროექტს დაემატოს საკანალიზაციო სისტემის მოწყობაც გარკვეულ უბნებზე, რითაც მოხდება მოსახლეობის პრობლემების სრულად აღმოფხვრა. და აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტისთვის, კერძოდ წამის ხეობაში 11 კმ გზის მოწყობა ასვალტირება და თუ ექნება ამ გზას გაგრძელების პესპექტივა კერძოდ ბორჯომ ბაკურიანის ხეობასთან დამაკავშირებლის ... ხეობის, რამე თუ ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისით ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. გმადლობთ.
თავმჯდომარე. გმადლობთ ბატონი ლევან კობერიძე.
ლ.კობერიძე. მოგესალმებით ყველას, ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრის დღევანდელი გამოსვლა რეალურად აღმოჩნდა ის გზაჯვარედინი, რომელზეც პოზიციის და ოპოზიციის ასეთი დადებითი ემოციები გაერთიანდა და მინდა, მინდა გთხოვოთ, რომ ისე კარგად არ იმუშაოთ, რომ ოპოზიციას და ისე კმაყოფილი იყოს, რომ დაავიწყდეს მერე თავისი როლი, რომ ხანდახან უნდა გაგვაკრიტიკოს ხოლმე, დღეს აშკარად ფორმაში ვერ არიან. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. ჩვენ თქვენი წინა გამოსვლის დროს როდესაც ბრძანდებოდით პარლამენტში ვისაუბრეთ იმ თემაზე რასაც რეგიონალური განვითარების თემა ჰქვია, იმიტომ, რომ ინფრასტრუქტურის პროექტებს ამ შემთხვევაში შევეხები ვიცი, რომ საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაო არის გაკეთებული და კეთება. ჩვენ გახსოვს ვისაუბრეთ კლასტერულ განვითარებასთან დაკავშირებით და იმ თემებთან დაკავშირებით, რომ თითოეული რეგიონის პოტენციალი კლასტერულ ჭრილში იყოს შესწავლილი და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და მოხარული ვარ, რომ თქვენ როგორც მინისტრი კომიტეტთან ერთად ვიცი, რომ ამ თემებზე საკმაოდ ბევრს მუშაობთ რასაც ჰქვია კლასტერულად შესწავლა პოტენციალის, რეგიონების მაშინ ვთქვით ჩვენ, რომ ექსპერიმენტის დომეზე არის არჩეული კიდევაც რამოდენიმე და მინდა თხოვნით მოგმართოთ კომიტეტთან ერთად ეკონომიკის კომიტეტთან ერთად ასევე ან დაინტერესებულ კოლეგებთან ერთად კოლეგებთან ერთად, ერთი სამუშაო შეხვედრა თუ შეიძლება შემდგომში, რომ გავაკეთოთ იგივე სხვა პარლამენტარებთან მათ შორის ოპოზიციასაც ვისაც აინტერესებს აი ამ საკითხთან მიმართებაში. იმდენად რამდენადაც ის ინფრასტრუქტურა რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ პირველ რიგში საბოლო ჯამში აი უნდა ემსახურებოდეს ეკონომიკის განვითარებას, ჩვენი მოქალაქეების დასაქმებას და უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნას. ამიტომ თუ შეიძლება, რომ მერე როდესაც თქვენთვისაც იქნება მისაღები დრო შევთანხმდეთ კოლეგიალურად და ერთად ერთი სამუშაო შეხვედრა გავაკეთოთ. დიდი მადლობა.
თავმჯდომარე. გმადლობთ ბატონი გელა სამხარაული.
გ.სამხარაული. მოგესალმებით, ქალბატონო მაია, მივესალმები თქვენს გუნდს, ყველა კარგად ვიცით თუ როგორ იზრდება ტურიზმი ქვეყანაში, იზრდება ტურისტების რაოდენობა და შესაბამისად იზრდება ასევე აქტივობა ჩვენი მოსახლეობის მხრიდან, ამას გარკვეულწილად ხელი შეუწყო იმ სხვადასხვა პროექტებმა თუ პროგრამებმა მაგალითად ქართული ღვინის პოპულარიზაციამ საერთაშორისო მასშტაბით იმ პროგრამებმა, რასაც ახორციელებს ჩვენი მთავრობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით თუ ეკონომიკის სამინისტროს მიმართულებით. ახლა კონკრეტულად კახეთის მაგალითზე გეტყვით, რომ ასეთი ტურისტული ობიექტების რაოდენობა ბოლო წლებში თუ შევხედავთ საგრძნობლად მოიმატა და თავი იჩინა ასევე მან სხვადასხვა მოთხოვნებმა ახლა როდესაც ჩვენი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები გეგმავენ თავის ბიუჯეტს და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს მათი ერთ-ერთი კრიტერიუმია ბენეფიციალთა რაოდენობა ბუნებრივია ცდილობენ, რომ რაც შეიძლება ბევრ მოქალაქესთან მივიდეს ის სიკეთე რასაც ახორციელებს თქვენი სამინისტროს მეშვეობით ჩვენი ქვეყანა. და სამწუხაროდ ახლა როდესაც ასეთ ტურისტულ ობიექტებზე ვსაუბრობ, როგორც წესი, აშენებულია მოსახლეობისგან ცოტა შორს იქ ვენახებში, მინდვრებში და ასეთი პრიორიტეტების და შეფასებების დროს ისინი ვერ ხვდებიან ამ ნუსხაში და ხომ არა ფიქრობთ, რომ შექმნათ ცალკე რაღაცა მიმართულება, ცალკე პროგრამა, რომ ამ ობიექტებამდე მივიყვანოთ სრულად ის კომუნიკაციები რაც სჭირდება მათ ფუნქციონირებას და ასევე მოვაწესრიგოთ საგზაო ინფრასტრუქტურა, ვინაიდან ეს ემსახურება როგორც ტურიზმის განვითარებას ასევე იმ ეკონომიკის განვითარებას რა მიზანიც დევს სათავეში.
თავმჯდომარე. გმადლობთ. ბატონი ლევან გოგიჩაიშვილი.
ლ.გოგიჩაიშვილი. მოგესალმებით, ქალბატონო მაია. გადავალ პირდაპირ საქმეზე დრო რომ არ დავკარგოთ, ბუნებრივია, ამ დადებით ემოციას ახლა ვუერთდებით. ძალიან მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო საქმეებია და ძალიან ბევრი პროექტია, რაც კიდევ უფრო მეტად მეტ პასუხისმგებლობას გმატებთ იმიტომ, რომ ახლა თქვენ რაც ისაუბრეთ აქ ეს მარტივი არ არის, ამ ამბის გაკეთება. მე კონკრეტულად მინდა შევეხო ჩემს სამაჟორიტარო ოლქის საკითხს, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენთანაც ბევრჯერ ვართ ნასაუბრები. აქ არის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდი. თქვენ წელს უკეთებთ რეაბილიტაციას მზიურის პარკს, სკვერს, იმ სივრცეს, რეკრეაციულ სივრცეს და ჩვენი თხოვნა იყო, ჩვენი მოსახლეობის და ჩემი თხოვნაც იყო, რომ დაგვეკავშირებინა საფეხმავლო ხიდით ხილიანის და დოლიძის უბანი პირდაპირ მზიურის რეკრეაციულ სივრცესთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იმიტომ, რომ თქვენ იცით, რომ ჩვენთვის, ჩვენი ოლქისთვის განსაკუთრებულად უკვე ძალიან სიმწირეა სივრცეების, სარეკრეაციო სივრცეების გამომდინარე იმ ადრე და გაუაზრებელი, დაუგეგმავი მშენებლობებიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რო ხილიანის დაკავშირება მოხდეს, ხილიანის საშუალებით მოხდეს, მოსახლეობამ იაროს საფეხმავლო გზით მზიურის პარკში და სკვერში და ეს სივრცე იყოს ხელმისაწვდომი, ამიტომ, მე ვიცი, რომ თქვენ უკვე ამ პროექტს ამუშავებთ და უბრალოდ მაინტერესებს, ვადებში როგორ იქნება, ვთანხმდებით თუ არა რომ გასაკეთებელია და ვდებთ თუ არა პირობას, რომ უნდა გავაკეთოთ, ეს არის მთელი ამბავი. და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ასევე, იქნებ გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ რაღაც მონაკვეთს აკეთებთ, მე არ მივესალმები იმ ფაქტს როდესაც ქალაქის მერი აპირებს იქ გასცეს სამშენებლო ნებართვა რაღაცა კერძო ობიექტებზე და იქნებ ამ საკითხთან დაკავშირებით, დამიმატეთ თუ შეიძლება.
თავმჯდომარე. დაასრულებინეთ.
ლ.გოგიჩაიშვილი. ... ვისარგებლო ახლა ამ შემთხვევით და უბრალოდ მივაბა და განსაკუთრებით გარემოს დაცვის კომიტეტს ვთხოვოთ, რომ იქნებ რამენაირად გადააფიქრებინოთ ქალაქ თბილისის მერიას გასცეს ნებართვა მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე, განსაკუთრებით იმ ტერიტორიაზე, რომელიც არის სარეკრეაციო სივრცე, ის ტერიტორია, რომელიც ადრე იყო რაგბის კავშირის სივრცე და ის ტერიტორია, რომელიც დაიტბორა და მზიურში რაღაცას აპირებენ, გვერდზე, იქაც რაღაც კორპუსის მშენებლობას, ამიტომ აი ეს ხიდის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი.
თავმჯდომარე. გმადლობთ. ბატონი ბექა ნაცვლიშვილი.
ბ.ნაცვლიშვილი. მოგესალმებით, ქალბატონო მაია, მივესალმები თქვენ გუნდს. მე ერთი ჩემი კოლეგის მოსაზრებას მინდა გამოვეხმაურო, მარიამ ჯაშის ე.ი. უკვე მე-5 კომიტეტის, მე-5 კომიტეტის სხდომაა გამომაქვს ჩემი საბინაო პოლიტიკის საკითხი, რომელსაც, იმ პრინციპებს რომელიც გულისხმობს, რომელიც ქალბატონ მარიამ ჯაშს აწუხებს და მაშინ რადგან ქალბატონმა მარიამმა არ იცის თქვენ გეტყვით დაახლოებით. ეს პრინციპები გულისხმობს, მაგალითად, საპენსიო ფონდიდან სახელმწიფო საბინაო ფონდში გაცემულ გრძელვადიან, დაბალპროცენტიან სესხებს, რომლის საფუძველზეც უნდა წარიმართოს ხელმისაწვდომი სახელმწიფო ბინათმშენებლობა. თქვენ მიიჩნევთ თუ არა სწორად, თქვენი აზრიც მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით, ძირითადად აი ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში ძირითადი მოთამაშეები იქნებიან თვითონ სახელმწიფო საბინაო ფონდი, საპენსიო სააგენტო და მუნიციპალიტეტი, მაგრამ რადგან თქვენ აგრეთვე რეგიონალური განვითარების სამინისტროს წარმოადგენთ და შესაბამისად ე.ი. აერთიანებთ გარკვეული თვალსაზრისით ინსტიტუციურად ამ მუნიციპალიტეტებს მიგაჩნიათ თუ არა სწორად, რომ სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, მაგრამ ჯერჯერობით აქედან ამ მიმართულებით ნაბიჯი არ გადადგმულა, იმიტომ, რომ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეების ღირსეულ საცხოვრებელზე. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს არის გამართლებული პროექტი, რომ საპენსიო ფონდის საფუძველზე მოხდეს სახელმწიფო საბინაო ფონდის ჩამოყალიბება და სწორედ აი სახელმწიფოს პასუხისმგებლობით მოხდეს გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხების გაცემა იმ მოქალაქეებზე რომლებსაც აქვთ სტაბილური შემოსავალი, მაგრამ არა იმდენი, რომ იპოთეკურ ბაზარზე სესხი აიღონ და ასე განხორციელდეს საბინაო პოლიტიკა. დიდი მადლობა.
თავმჯდომარე. გმადლობთ. კითხვები ამოწურულია. გთავაზობთ გამოვაცხადოთ შესვენება 1 საათით 5-ის 15 წუთამდე. ვინ არის მომხრე. გთხოვთ დამიდასტუროთ. გმადლობთ, ვაცხადებ შესვენებას.
შესვენების შემდეგ
სხდომას თავმჯდომარეობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილე თამარ ჩუგოშვილი
თავმჯდომარე. ....მინდა იმ კოლეგებს ვთხოვო, ვინც დარბაზში არ არის, რომ შემოგვიერთდნენ, ბევრი კითხვა იყო, პასუხების ეტაპი მოდის და შესაბამისად ყველაზე საინტერესო ალბათ სწორედ კითხვებზე პასუხის მოსმენაა ასე, რომ გთხოვთ შემობრძანდეთ დარბაზში.
მ.ცქიტიშვილი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა პირველ რიგში საინტერესო კითხვებისთვის, მე ვეცდები ყველა კითხვას გავყვე, თქვენის ნებართვით რამდენიმე მსგავს კითხვებს გავაერთიანებთ ხოლმე და ასევე მე მინდა ვთხოვო ჩემ გუნდს, მოადგილეებს და ამ ჩვენი საქვეუწყებო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსაც, მათ შორის პერიოდულად უფრო დეტალური პასუხისთვის მივმართავ მათაც პასუხისთვის თქვენს კითხვებზე. ესე იგი, პირველ რიგში ბატონი ირაკლი შიოლაშვილის კითხვა იყო, წნორში ახალგაზრდული სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებით, ნამდვილად ჩვენ გვქონდა ამ თემასთან დაკავშირებით მასთან კომუნიკაცია, ჩვენ ახლა ვმუშაობთ ევროპის საინვესტიციო ბანკთან დაფინანსების მოსაპოვებლად, გვაქვს წარდგენილი ეს პროექტიც დაფინანსებისთვის და პროექტირებას ვგეგმავთ, რომ დავიწყებთ და დავასრულებთ წელს, რათა უკვე შემდეგი წლის გეგმაში ჩვენ ეს პროექტი გავითვალისწინოთ. იგივე შემიძლია ვთქვა, მსგავსი სიღნაღი-წნორის საბაგირო გზის აღდგენასთან დაკავშირებით, ვიცით, რომ ეს არის ისტორიული საბაგირო, რომელიც ამ რეგიონში არსებობდა, თუმცა, უკვე არსებული რეალობის გათვალისწინებით არის საჭირო მისი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა ამ პროექტის, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ რა ინვესტიცია უნდა იყოს ჩადებული პირველ რიგში გავიგოთ ამ პროექტში და ვნახოთ, რამდენად მიზანშეწონილია ეკონომიკური თვალსაზრისითაც ამ საბაგიროს აღდგენა. სურვილი, ჩვენ წინასწარი ხედვა და განწყობა გვაქვს ასეთი, რომ საინტერესო იქნება ამ რეგიონში ამ საბაგიროს აღდგენა, თუმცა რა თქმა უნდა, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა საინვესტიციო მოცულობა ამ პროექტის, რა თქმა უნდა, დაგვანახებს სრულ სურათს. ამ ეტაპზე ეს პროექტი განსახილველად გვაქვს აზიის განვითარების ბანკთან, „ლივებელსითის“ პროექტის ფარგლებში, ეგრეთწოდებული კომფორტული ცხოვრებისთვის კომფორტული ქალაქები და ამ მიმართულებით ამ პროექტზეც ვიმუშავებთ. რაც შეეხება წნორი-სიღნაღის წყალმომარაგების ნაწილს, გაუმჯობესება წყლის პროექტების გაუმჯობესებას რაც შეეხებოდა, მე როგორც აღვნიშნე კიდევაც ჩემს პრეზენტაციაში, ის ქალაქები, რომელიც იქნა, ან დასახლებები, რომელიც იქნა ჩამოთვლილი, როგორც მე აღვნიშნე, მათი დასახელება არ ნიშნავს, რომ სრულად თითოეულ ამ დასახლებაში არის მოგვარებული წყლის პრობლემა, ჩვენ ვსაუბრობდით გაუმჯობესებაზე და მათ შორის აღვნიშნე, რომ გარკვეული სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს, განსაკუთრებით ეს ეხება წყალგაყვანილობის სამუშაოებს, სწორედ ასეთი ვითარება გვაქვს წნორშიც და სიღნაღში, თქვენ იცით, რომ სამწუხაროდ მუნიციპალური განვითარების ფონდს ჰქონდა წყალმომარაგების, კახეთის წყალმომარაგების პროექტები, თუ არ ვცდები 22 ლოკაცია იყო, სადაც სამწუხაროდ ძალიან ბევრი პროექტი იყო ნამდვილად პრობლემური და რომ საუბრობდით ახლა ზუგდიდის მოსახლეობის ტანჯვაზე, მე პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ კახეთის აი ამ 22 ლოკაციაში ნამდვილად ძალიან გახანგრძლივდა ეს პროექტები. ჩვენ წელს მოვახერხეთ ამ პროექტების დასრულება, მათ შორის მოვახერხეთ ევროპის საინვესტიციო ბანკთან შეთანხმებაც, ამ პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებითაც, რათა იქ დაფინანსების მოცულობაც იყო დარღვეული, წელს ამ პროექტების ძირითადი სამუშაოების ნაწილი არის დასრულებული და სამუშაოებს უკვე გააგრძელებს უმეტესწილად წყლის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. ზოგადად ჩვენ სამინისტროშიც ვგეგმავთ სწორედ იმისთვის, რომ პროექტების მართვა იყოს უკეთესი, ერთგვარი სპეციალიზაცია მოვახდინოთ ჩვენიც პროექტების მიხედვით და მაშინ, როდესაც წყლის კომპანია, წყალგაყვანილობის და საკანალიზაციო სისტემებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აკეთებს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ჯობია, რომ ეს სამუშაოები განახორციელოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, სადაც კვალიფიკაცია არის თავმოყრილი წყლის სექტორში ერთ კონკრეტულ კომპანიაში, ამიტომ ამ მიმართულებითაც უკვე არსებულ დაფინანსების ხელშეკრულებებში მე ვგულისხმობ საერთაშორისო საბანკო ინსტიტუტებს, სადაც არის შესაძლებელი ამ განმახორციელებელი ინსტიტუციის შეცვლა, ჩვენ ამას ვაკეთებთ, სადაც ეს კონტრაქტები მოითხოვს პარლამენტის რატიფიკაციას და ძალიან ხანგრძლივ პროცედურას, ამ შემთხვევაში ვარჩევთ იმ გზას, რომ კვლავ მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაასრულოს ეს პროექტები. წნორს და სიღნაღს რაც შეეხება, სიღნაღის ნაწილში არის ამჟამად სამუშაოების გადმობარების ფაზა დაახლოებით 1 თვის, პროცესში ეს სამუშაოები დასრულდება გარკვეული სიღნაღშიც და წნორშიც გარკვეული სამუშაოების დამატება არის საჭირო უკვე, იმაზე რაც განხორციელდა მაგალითად წნორში 96 კილომეტრი მილი ჩაიდო რაც პირველი ფაზის, დასრულება იყო, თუმცა როგორც აღვნიშნე ეს სამუშაოები არის ბოლომდე მისაყვანი რაც წელს დასრულდება. რაც შეეხება დედოფლის წყაროსთან ნიშანს ნამდვილად ბატონი ირაკლისთან გვქონდა საუბარი მე ვწუხვარ რომ ბატონ ირაკლიმაც ვერ დაინახა უფრო დიდი ტრაფარეტი, ჩვენ ტრაფარეტი გამოვცვალეთ და 40%-ით გაიზარდა მისი ზომა. თუმცა მინდა აღვნიშნო, და რა თქმა უნდა ამას ვაკეთებთ საგზაო ნიშნების სტანდარტების და წესების დაცვით და მისი განთავსებასთან ტრაფარეტის ხდება, იქ სადაც ეს ამ სტანდარტებს პასუხობს. კერძოდ ჩალაუბნის გადასახვევთან არის განთავსებული ახალი ტრაფარეტი. რაც შეეხება რეგფონდის პროექტებს, მე გავაერთიანებ ამ კითხვებს რომელიც რეგფონდის აქ განაწილებას ეხებოდა და თქვენის ნებართვით ერთ კითხვაში ერთ პასუხში მოვიყვან ყველა ამ საკითხს იმიტომ, რომ რამდენიმე დეპუტატს ჰქონდა ეს კითხვები. ესე იგი რეგფონდის ნაწილში, რისი თქმაც მინდა პირველ რიგში რომ როდესაც ჩვენ პროცენტულ შესრულებაზე ვსაუბრობთ და გნებავთ რეგფონდი , იქნება ეს თუ ზოგადად სამინისტროს ბიუჯეტი ჩვენთვის მთავარი არ არის ბიუჯეტის საკასო შესრულების პროცენტი, ჩვენთვის არის მთავარი შესრულებული პროექტები, განხორციელებული პროექტები და რაც ნაკლებს დავხარჯავთ კიდევ, ამ პროექტების შესრულებაში, ალბათ ყველას უფრო, ასე ვთქვათ ეფექტიანად ჩვენი სამუშაოების ეფექტიანობა ამით იზომება სავარაუდოდ. როდესაც პროცენტულობაზე, ვსაუბრობთ ასევე, არ უნდა გვახსოვდეს თუ რა თანხის პროცენტზე ვსაუბრობთ და როგორც მე უკვე წარმოგიდგინეთ ჩვენ წელს რეგფონდი გვქონდა ნამდვილად იმაზე ბევრად მეტი ოდენობით, ვიდრე ეს როდისმე ყოფილა. შესაბამისად მისი 60% 91% ან ჩვენი ბიუჯეტის 92% როგორც უკვე, გაჩვენეთ მილიარდ 662 მლრდ და ეს არ არის, რა თქმა უნდა, რეგფონდის თანხა, ბუნებრივია, ამაში არ შედის. არის უფრო მეტი ამ ბიუჯეტის 92%, ვიდრე წინა წლის ანალოგიური მაჩვენებელი ან წინა წლის 100%. რაც შეეხება რეგფონდს, უფრო ზუსტები, რომ ვიყოთ რეგფონდის ნაწილში როგორც აღვნიშნე 243 მლნ-ის ოდენობის რეგფონდიდან გაიცა 243 მლნ, დაფინანსდა 808 პროექტი, ამ პროექტების ნაწილი და ქალბატონი ხათუნას, მისი მომართვის საფუძველზე, ეს ინფორმაცია გავეცით რომ წლის ბოლოსთვის იყო, ანაზღაურება იქნა დასრულებული 182, დაახლოებით, მლნ ლარი იქნა გაცემული ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივად დადასტურებული ... ანუ, ეს ნიშნავს იმას, რომ არა მარტო პროექტი, იყო დასრულებული არამედ სრული საშემსრულებლო დოკუმენტაცია არის შეკრული შემოწმებული ზედამხედველი კომპანიის მიმართ და შემდეგ უკვე, ანგარიშსწორება იყო შესრულებული ამ პროექტებზე. თქვენ ყველას მოგეხსენებათ რომ სამშენებლო სექტორში სამუშაოების დამთავრება და თანხის გადახდა არ ემთხვევა დროში ერთმანეთს რადგანაც მიღება ჩაბარებისთვისაც არის გარკვეული დრო საჭირო, ესეც გვაქვს პრობლემა ჩვენ ვისაუბრეთ აქ საზედამხედველო კომპანიებთან მიმართებაში და ამ თემასაც დავუბრუნდები მაგრამ დაახლოებით სულ მცირე 2-3 კვირა, სამწუხაროდ, სჭირდება ხოლმე იმ პროცესს, რომ უშუალოდ სამუშაოების ეგრეთწოდებული შესრულების აქტები, მიღება-ჩაბარების აქტები იქნას დამოწმებული და შემდეგ უკვე, კიდევ მუნიციპალიტეტთან დაფინანსების პროცედურა და ასე შემდეგ. ამიტომ ამას სჭირდება გარკვეული დრო უბრალოდ ამის თქმა მინდა და წლის ბოლოსთვის ... 182 მლნ-ის თანხა იყო გაცემული. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ღირებულების პროექტები იყო დასრულებული იმიტომ, რომ ცოტა მეტი პროექტი იყო დასრულებული და მაგალითად იანვრის თვეში დამატებით 8 მლნ ლარის თანხა იქნა გაცემული კონტრაქტულ კომპანიებზე, აი ამ თანხის ფარგლებში მიუხედავად იმისა, რომ რეგფონდი როგორც აღვნიშნეთ ანუ რეგფონდს ჩვენ არ ვმართავთ უშუალოდ მუნიციპალიტეტები ახორციელებენ ამ სამუშაოებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვახორციელებთ ამაზე მონიტორინგსაც და როგორც ვთქვით ასევე ვეხმარებით კომპანიებს იმ მუნიციპალიტეტებს პროექტების მართვის მართვის ნაწილშიც. რაც შეეხება რეგფონდს, ამ მიმართულებით რა არის გაკეთებული და აქაც თქვენის ნებართვით რამდენიმე დეპუტატის კითხვას გავაერთიანებ. ბატონ შიოლასვილსაც ჰქონდა კითხვა. ბატონ ოსმანაშვილსაც, ქალბატონ ხათუნასაც და რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს რეგფონდის ათვისების ნაწილში. პირველ რიგში, როგორც უკვე აღვნიშნე, რეგფონდის განაწილების ფორმულაც შევცვალეთ და განაწილების ფორმულაში უშუალოდ მუნიციპალიტეტებს შორის განაწილება შევცვალეთ მისი მუნიციპალიტეტის ზომის, მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტების დაფინანსება უფრო ადეკვატური იყოს მათი საჭიროებების, მაგრამ მთავარი ასევე რაც გავაკეთეთ, სტიმულირების ფორმულაც შემოვიღეთ. კერძოდ, 1 მაისამდე მუნიციპალიტეტებს უნდა ჰქონდეთ დასრულებული უკვე პროექტები უნდა ჰქონდეთ გაფორმებული, ანუ სამუშაოებზე უკვე უნდა ჰყავდეთ გამოვლენილი გამარჯვებულები კომპანიები. იმ შემთხვევაში, თუ 1 მაისამდე არ იქნება ეს გაკეთებული მათზე განაწილებული თანხის 50% იქნება ანუ ე. წ. თავისუფალი თანხა. იმიტომ, რომ ვივარაუდებთ, რომ 1 მაისამდე თუ არ ექნებათ კონტრაქტი გაფორმებული მუნიციპალიტეტებს შეექმნება სავარაუდოდ პრობლემა ამ თანხების ათვისების. ჩვენ თავისუფალ თანხაში რეგფონდში დაბრუნდება ეს თანხა და შემდეგ უკვე ჩვენ კომისიურად გავანაწილებთ ამ თანხას იმ მუნიციპალიტეტებზე, რომელსაც ექნებათ უკვე ყველა პროექტი ამ დროისთვის დასრულებული. შესაბამისად ასევე თუ ახალი თანხა იქნება ხელმისაწვდომი რეგფონდში, რაც ხშირად ხდება ხოლმე წლის განმავლობაში, ასევე ეს თანხა განაწილდება იმ მუნიციპალიტეტებში, რომელსაც დაახლოებით 75% ყველა პროექტის ექნება დაკონტრაქტებული. ამდენად, თვითონ მუნიციპალიტეტებსაც შევუქმენით ინტერესი იმისა, რომ მათი პროექტების შესრულება იყოს უფრო სწრაფი. თუმცა, გარადა ამისა, ასევე როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ შევცვალეთ მათთან ერთად ამ შემთხვევაში ჩვენი დახმარება იყო უფრო მეთოდოლოგიის თვალსაზრისით, რაც შევთავაზეთ და დავეხმარეთ მათ შორის იმ ტენდერების ჩატარებაზე, რაც უკვე ჩატარდა, კერძო საპროექტო კომპანიების გამოვლენაში, რაც მათ უკვე 2018 წელს ყავდათ საპროექტო კომპანიები, რომლებიც მუშაობენ და 2018 წელს მუშაობდნენ უკვე, 2019 წელს შესასრულებელ რეგფონდის პროექტებზე. ჩვენ წელს განსხვავებით 2018 წლისგან, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მათ შორის რეგფონდის შესრულების ტემპებზე. 2018 წლის იანვარში რეგფონდიდან იყო 140 მლნ ლარი განაწილებული. თუმცა, გამოცხადებული იყო მხოლოდ მილიონ 310 მლნ-ის ტენდერი და ეს იყო მილიონ 310 მილიონის 140 მილიონიდან ანუ 140 მილიონზე იქნა კომისიის მიერ გადაწყვეტილი და თანხმობა გაცემული მუნიციპალიტეტებზე პროექტების დაფინანსების თაობაზე. თუმცა იმის გამო, რომ მუნიციპალიტეტებს არ ჰქონდათ მზად საპროექტო დოკუმენტაცია, მხოლოდ, იმიტომ, რომ არ ჰქონდათ წინასწარ დაგეგმილი, პროცედურა ჰქონდათ განსხვავებული, იღებდნენ ჯერ თანხმობას დაფინანსებაზე და მხოლოდ მას შემდეგ იწყებდნენ თითოეულ პროექტზე საპროექტო დოკუმენტაციის ტენდერის გამოცხადებას. ამიტომ ჩვენ ამ შემთხვევაში მათთან ერთად მუშაობის შედეგად გავაკეთეთ 1-წლიანი, უფრო სწორედ გააკეთეს აი ასეთი ჩვენი მეთოდოლოგიური რჩევით. მოხდა 1-წლიანი საპროექტო სამუშაოების ტენდერების დადება საორიენტაციო თანხის ოდენობით. ვიცით რა, რომ თუ იმ მუნიციპალიტეტში პირობითად დაახლოებით 2 თუ 3 მილიონი ლარის საგზაო სამუშაოები იქნება, რამდენიმე მუნიციპალიტეტის გაერთიანებაც მოხდა, ზოგ შემთხვევაში ცალკეულ მუნიციპალიტეტის ფარგლებში მოხდა ამ საპროექტო სამუშაოების ტენდერების გამოცხადება და თითოეულმა ამ მუნიციპალიტეტმა უკვე წინასწარ ამ მოცულობის საპროექტო სამუშაოებზე დადო ხელშეკრულება საპროექტო ორგანიზაციასთან. უკვე დაიწყეს შესაბამისად, უკვე 2018 წელს დაწყებული ჰქონდათ საპროექტო სამუშაოები და წლევანდელ წელს ისინი ბევრად უფრო მზად დახვდნენ. ამდენად, 2018 წლის დინამიკას რომ დავუბრუნდეთ 140 მლნ ლარის განაწილებიდან იანვარში იყო მილიონ 310 000 ლარის ტენდერი გამოცხადებული და 2019 წელში იანვარში 120 მლნ ლარი ჰქონდა განაწილებული, საიდანაც გამოცხადებული იყო 118 მლნ ლარის ტენდერი. ეს არის 2019 წლის იანვრის ციფრები. დღეის მდგომარეობით ჩვენ თებერვლის მდგომარეობით, მაგალითად, 2018 წლის ციფრები რომ შევადაროთ 151 მლნ ლარი იყო განაწილებული რეგფონდიდან მუნიციპალიტეტებზე, გამოცხადებული იყო 54 მილიონი ლარის ტენდერი. მაშინ, როდესაც 2019 წელს დღეის მდგომარეობით ჩვენ გვაქვს განაწილებული უკვე 144 მლნ ლარი რეგფონდიდან და წელს ჩვენ რეგფონდი გვაქვს 215 მლნ ლარი, მხოლოდ რეგფონდის ნაწილში და 144 მლნ-დან 136 მლნ ლარზე არის უკვე ჩატარებული ანუ გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც ყველა ჯერ არ არის შედეგით დასრულებული, ჯერ ტენდერები მიმდინარეობს. ამრიგად წლევანდელი წლის მაჩვენებლები, იმედი გვაქვს სწორედ, რომ აი ამ ქმედებების შედეგად იქნება ბევრად უფრო პროდუქტიული, უკეთესი და ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდა როგორც საპროექტო სამუშაოების შესყიდვაში, ასევე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის პრინციპებში, რომელზეც უკვე ვისაუბრე, თუნდაც, 200 000 ლარზე ქვემოთ შესყიდვები დაჩქარებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, სტანდარტული სატენდერო დოკუმენტაცია, რომელიც გასაჩივრებების სიმცირესაც, ასე ვთქვათ, რაოდენობასაც ამცირებს, ჩვენ გვგონია, რომ ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ამ კომპანიებს. გარდა ამისა, თვითონ კომპანიებთან ურთიერთობა, რაც ასევე აღვნიშნე, 650 კომპანია იღებდა მონაწილეობას რეგფონდის სამუშაოების შესრულებაში, საიდანაც 150-ზე მეტი ახალი კომპანია დაფიქსირდა, რომელიც მანამდე არ შედიოდა მუნიციპალიტეტების ტენდერებში, რაც ასევე გვგონია არის როგორც სატენდერო დოკუმენტაციის ცვლილების, და სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილებები მათ შორის იყო იმაზე მიმართული, რომ ის გამხდარიყო ბევრად უფრო ობიექტური, არ ყოფილიყო მორგებული ამა თუ იმ კონტრაქტორის საჭიროებებზე, ყოველ შემთხვევაში, რისკების, რომელიც ანალიზის შედეგად დავინახეთ, სტანდარტიზაცია ამ სატენდერო დოკუმენტის სწორედ რომ ამ პროცესის სიჯანსაღეს უწყობს ხელს. და ამ პასუხითაც მე ასევე მინდა იმ კითხვებზეც გავცე, ქალბატონი ირინა ენუქიძის და ქალბატონი თამარ ხულორდავას და კიდევ რამდენიმე დეპუტატის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ანტიკორუფციული მიმართულებითაც რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ რისკები შევამციროთ. პირველ რიგში რისკები არის ის, რომ არათანაბარი მიდგომა შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტენდერში ამა თუ იმ კონტრაქტორის მიმართ და ჩვენ გვქონდა, სამწუხაროდ, ისეთი სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად შესაძლო რისკ ფაქტორები, როდესაც გარკვეული კონკრეტული ტექნიკის ფლობა მოეთხოვებოდა კომპანიას, ან მცირე სამუშაოებზე ძალიან დიდი ბრუნვა, არაადეკვატურად დიდი ბრუნვის მოთხოვნა იყო და ა.შ. სწორედ აი ამ მოთხოვნების დაბალანსების შედეგად ჩვენ ვიღებთ იმას, რომ ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო მაღალი კონკურენცია ამ კომპანიებს შორის ტენდერებში მონაწილეებისთვის და შედეგებიც, იმედი გვაქვს, რომ იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე გვქონდა 2018 წელს. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ 2018 წლის შედეგები იმ ნაწილშიც, მათ შორის, ათვისებული თანხების ნაწილში, მათ შორის, მუნიციპალიტეტებისთვის გადარიცხული და დასრულებული პროექტების ნაწილშიც იყო უფრო მაღალი, ვიდრე იყო როდესმე წინა წლების პერიოდში.
რაც შეეხება შემდეგ კითხვას და თუ გექნებათ კიდევ რეგფონდთან დაკავშირებით კითხვები, რა თქმა უნდა, დავუბრუნდებით ჩაკითხვების დროს. ბატონ სავალან მირზოევს ჰქონდა კითხვა გარდაბნის 1-ლ საჯარო სკოლასთან დაკავშირებით. ეს სკოლა, და მე მინდა აქვე შევეხო საკითხს სკოლების, ბატონ სერგოსაც ჰქონდა კითხვა სკოლებთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურა წელს გადმოეცა რეგიონული განვითარების სამინისტროს, ჩვენ წელს ვიხელმძღვანელეთ იმ განაწილებით, იმ პრიორიტეტებით, რომელიც ჰქონდა არჩეული განათლების სამინისტროს. ანუ იცით, რომ განათლების სამინისტროსაც, ინფრასტრუქტურის განვითარების სიპი არის მის სისტემაში. ამ სიპს აქვს, რა თქმა უნდა, შეფასებული სკოლების საჭიროებები და სკოლების რეკონსტრუქციის საჭიროებები და შესაბამისად, ამ საჭიროებების ჩამონათვალიდან იქნა შერჩეული ის 29 სკოლა, რომლის ახალი სკოლის მშენებლობასაც ვაპირებთ და ეს პროცესი ამ ეტაპზე იყო, სწორედ განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით არის. ამ ნაწილში ჩვენ ვგეგმავთ, რა თქმა უნდა, უფრო აქტიურ ჩართულობას მუნიციპალიტეტების მხრიდან და მათთან უფრო აქტიურ კონსულტაციას, თუმცა, წელს პრიორიტეტები მაინც უფრო არის განსაზღვრული განათლების სამინისტროს მიერ. თქვენს კითხვას გავცემ დამატებით პასუხს, მაგრამ მე მინდა, რომ ჯერ 1-ლ საჯარო სკოლასთან დაკავშირებითაც ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ. ანუ ამდენად, პრიორიტეტები არის ამ ეტაპზე ჯერ შერჩეული განათლების სამინისტროს მხრიდან, ჩვენ მივყვებით ამ პრიორიტეტებს. რაც შეეხება პრიორიტეტებსაც. 29 ახალი სკოლა არის ჯერ სიაში. ამ სიაზე უკვე, როგორც გითხარით, ნაწილობრივად არის გამოცხადებული ტენდერები, თუმცა, უკვე ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან იმაზე, რომ კიდევ დამატებითი სკოლების, ასაშენებელი სკოლების სიაც მივიღოთ მათგან და ხშირ შემთხვევაში ის სია და პრიორიტეტები, რომელიც რეგიონებიდან მოდის, ხშირ შემთხვევაში ეს არის შემთხვევები, როდესაც ერთ სკოლაში დადის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა და აშკარაა რომ იმ სოფლებსაც, დავუშვათ სჭირდებათ ახალი სკოლა, მაგრამ მეორე შემთხვევაში არის როდესაც არა ახალ სკოლაზე ვსაუბრობთ ან ახალი სკოლის მშენებლობა შეზღუდულ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში არის, გვაქვს პრობლემები რომ ძველი სკოლის დემონტაჟია საჭირო იმისთვის, რომ ახალი სკოლა განხორციელდეს და ისევ დგება ბავშვების გადაყვანის საკითხი, რაზეც ასევე კონსულტაციის პროცესში ვართ ჩართული. განსაკუთრებით სკოლების რეაბილიტაციაზე, როდესაც ვსაუბრობ, მე ვგულისხმობ კაპიტალურ რეაბილიტაციას, რომელიც ახალი სკოლის მშენებლობის ლამის ტოლფასია, აქაც ბავშვების გადაყვანის საკითხი არის ძალიან აქტუალური და ეს საკითხი კიდევ უფრო აქტიურად იჩენს თავს თბილისში, სადაც ბევრი ალტერნატივა, სამწუხაროდ, არ გვაქვს. აქედან გამომდინარე სწორედ ეს იყო მიზეზი მინდა გამოვეხმაურო მათ შორის თქვენს კითხვებსაც სკოლაზე არ დაგისვამთ კითხვები, მაგრამ 0%-იანი შესრულების და ნული ათვისება მახსოვს სულ ცოტა ხნის წინ ბატონი გიგი უგულავას მიერ ჩატარებული ბრიფინგი, რომელსაც ასევე გამოვეხმაურები დიდი სიამოვნებით. ანუ სკოლებთან, თბილისის სკოლებთან დაკავშირებით სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ის სკოლები, რომელიც იყო ჩამოთვლილი პრიორიტეტებში, სამწუხაროდ, ამ სკოლების უმეტესი ნაწილიდან ფიზიკურად ვერ მოხერხდა ბავშვების...
თავმჯდომარე. ჩაურთეთ თუ შეიძლება.
მ. ცქიტიშვილი. ხო, ამ სკოლებს და ამ თემაზე ახლა აქტიურად ვართ კომუნიკაციაში, როგორც განათლების სამინისტროსთან, ასევე დონორთან, იმისთვის რომ მოხდეს იმ სიის ჩანაცვლება სხვა სკოლებით, სადაც უფრო აქტიურია პრიორიტეტი, თუმცა, იმ სიიდანაც სამ სკოლაში ვაკეთებთ ახლა სატენდერო პროცედურებს ვამზადებთ. შესაბამისად ბატონი სალავანის კითხვიდან გამომდინარე, გარდაბნის 1-ლ საჯარო სკოლაში დამატებით შევისწავლით ამ საკითხს, თუ ეს არის მცირე სამუშაოები, მცირე სამუშაოებს განახორციელებს თვითმმართველობები, უშუალოდ მუნიციპალიტეტი, როგორც ვახსენე 40 მლნ ჯამში არის მუნიციპალიტეტებზე განაწილებული, სწორედ მცირე სარეაბილიტაციო სამუშაობისთვის. მეორე საკითხი რაც შეეხება მუღალოში წყლის პროექტს, მუღანლოს წყლის პროექტი არის დამატებული გარდაბნის წყალმომარაგების პროექტს, ისევე როგორც ნორიო, ახალსოფელი და ასევე სოფელი მარტყოფი. ყველა ამ სოფლის წყალმომარაგება არის გათვალისწინებული, ყველა სოფელი არის დიდი და გარდაბნის მუნიციპალიტეტში სამ თუ ოთხდღიანი, სამ თუ ოთხ დღეში არის წყალი და ნამდვილად ეს არის პრობლემა, რომელიც ამ მუნიციპალიტეტს ნამდვილად ძალიან აწუხებს. ეს პროექტები დასრულებული იქნება 2020 წელს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნაწილობრივად ის სამუშაოები და მე ბატონ გიგა კაციას ჩემს მოადგილეს მინდა ვთხოვო, რომ მარტყოფის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების პროექტებზე გვითხრას.
თავმჯდომარე. ახლავე ჩაირთვება მიკროფონი.
გ.კაცია. მოგესალმებით, გარდაბნის ხუთ სოფელთან დაკავშირებით ტენდერი გამოცხადებული იყო წლის ბოლოს, მარტის 11 რიცხვში უკვე დასრულდება სატენდერო პროცედურები, მაისიდან დაიწყება მშენებლობა და აღნიშნულ ხუთ სოფელთან ერთად, მარტყოფი, ნორიო, ახალსოფელი, ვაზიანი და ახალსამგორი სამშენებლო პროცესთან ერთად დავამატებთ სოფელ მუღალოს და მინდა ეს ორივე საკითხი გარდაბნის სოფლებიც გავაერთიანო, აღნიშნული პროექტი უკვე საბოლოო ფაზაა და მთლიანად მოიცავს 24 საათიან წყლის მიწოდებას წყლის ხარისხის სრული დაცვით. გმადლობთ.
მ. ცქიტიშვილი. ბატონ ირაკლი მეზურნიშვილს ჰქონდა კითხვა ანუ რეპლიკა კასპთან დაკავშირებით, კასპში ჩვენ ნამდვილად გვაქვს ძალიან ბევრი კარგი პროექტი, მათ შორის კასპშიც და გურჯაანშიც და აქვე მინდა ბატონ დავითსაც გამოვეხმაურო ახალგაზრდული ინფრასტრუქტურის შექმნის თვალსაზრისით, კასპშიც და გურჯაანშიც გვაქვს ტექნოპარკის პროექტები, რომელსაც ერთ შემთხვევაში არის უკვე დასაწყისში, მეორე შემთხვევაში საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს და ეს ტექნოპარკები, რა თქმა უნდა, ტექნოპარკების ანუ საქართველოს ინფორმაციისა და ტექნოლოგიის სააგენტოს ჯიტას საერთო ქსელში ჩაერთვება და ისარგებლებს ბუნებრივია ყველა იმ შესაძლებლობებით, რომელიც ჯიტას ამ ეტაპზე აქვს. ბატონი ირაკლის კითხვა იყო უცხოელ კონტრაქტორებთან დაკავშირებით, რომლებიც იმარჯვებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტებში და კიდევ ერთ დეპუტატს, რამდენიმე დეპუტატს ეს კითხვა ჰქონდა. რაც შეეხება უცხოურ და ქართულ კომპანიებს, მთლიანობაში ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ უცხოური კომპანიები იმარჯვებენ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რეგფონდზე ანუ მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებულ პროექტებზე იქ პრაქტიკულად 100%-ის შემთხვევაში არიან ქართული კომპანიები, რომლებიც ადგილობრივი კომპანიები არიან კიდევ უფრო მეტ შემთხვევაში. ადგილობრივს ვგულისხმობ ამა თუ იმ რეგიონში. რაც შეეხება მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, აქ გვაქვს ნამდვილად ის ვითარება როდესაც დიდ პროექტებში გვყავს გამარჯვებული უცხოურო კომპანიები, თუმცა, ჩვენი სტატისტიკით ჩვენ ჯამში 238 კონტრაქტორი გვყავდა. მე ვგულისხმობ უშუალოდ სამინისტროს გამგეობაში არსებულ პროექტებს და არა რეგფონდის პროექტებს და ამ 238 კომპანიიდან 225 ქართული კონტრაქტორი იყო ანუ ეს არის 95% დაახლოებით კონტრაქტორების, ქართული კონტრაქტორების და შესაბამისად მხოლოდ 13, დიდ პროექტებს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, დიდ პროექტებში მხოლოდ 13 უცხოური კომპანია გვყავდა. თუმცა, ამ 13 კომპანიიდან 3 კომპანიაზე, 3 ჩინურ კომპანიაზე მოდის ამ პროექტების ღირებულების 60%-ზე მეტი, რაც, რა თქმა უნდა, არის დაკავშირებული ამ პროექტების სპეციფიკასთან. კერძოდ, ჩვენ ვსაუბრობთ, მე ვგულისხმობ იმ პროექტებს, რომელიც 2018 წელს იყო გამოცხადებული, მაპატიეთ ანუ ეს არ არის მთლი ისტორია, ეს არის 2018 წლის კონტრაქტები და ეს არის პირველ რიგში ორი კონტრაქტორი, რომელიც რიკოთის ორ მონაკვეთზე, ორივე შემთხვევაში ცალ-ცალკე ტენდერი იქნა ჩატარებული და ორივე შემთხვევაში არის გამარჯვებული ჩინური კომპანია. რატომ იმარჯვებენ უცხოური კომპანიები. ასეთ პროექტებში მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაფინანსებით, მათივე წესებით, რომელიც განსაზღვრავს კომპანიებისადმი მოთხოვნებს სწორედ აი ამ რისკების შეფასების ნაწილში. პროექტების ოდენობიდან და სირთულიდან გამომდინარე არის მოთხოვნილი კონკრეტული მოცულობები, ბრუნვები, ისტორია მათი საქმიანობის და აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, იმ პროექტებში სადაც ერთი პროექტის ფარგლებში კომპანიას არა მარტო თავისი ისტორია უნდა ჰქონდეს და ბრუნვა მაღალი, არამედ უნდა გააჩნდეს აი ასეთი დიდი პროექტების მართვის გამოცდილება სწორედ იმისთვის, რომ ჩვენ არ მივიღოთ, ექსპერიმენტები არ ვატაროთ და არ მივიღოთ ის ვითარება როდესაც ქართული კომპანია მოიგებს ტენდერს, მაგრამ მერე გაჩერდება რადგანაც სამუშაოს ვერ შეასრულებს, ამიტომ, ამ მოთხოვნებს სამწუხაროდ ქართული კომპანიები უმეტეს წილად ვერ აკმაყოფილებენ. თუმცა, ასევე იყო კითხვები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ვუწყობთ ხელს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და ასევე როგორ ვუწყობთ ხელს, მათ შორის, ქართულ კომპანიებს. როდესაც უცხოურ კომპანიებზე ვსაუბრობთ და განსაკუთრებით საგზაო სექტორში მოგეხსენებათ, რომ ძირითადი ნაწილი ამ სამუშაოების, სამშენებლო სამუშაოების მაინც მოითხოვს ნაკლებად კვალიფიცირებული სამუშაო ძალის გამოყენებას, რომელიც უმეტეს წილად, რა თქმა უნდა, არის ადგილობრივი მოსახლეობა. ამ კონტრაქტებში და ამ სატენდერო მოთხოვნებში ჩადებულია მოთხოვნა, რომ კომპანიამ უნდა დაასაქმოს, სხვადასხვა კონტრაქტებში სხვადასხვა მოთხოვნებია, 70-დან 80-%-მდე არაკვალიფიცირებული მუშა ძალა, საქართველოს მოქალაქეები, რაც სრულდება. რაც შეეხება ქართული კომპანიებისადმი მხარდაჭერას, ჩვენ, მაგალითად, როდესაც ქუთაისის შემოვლით გზაზე ვსაუბრობთ სწორედ იმისთვის, რომ ქართული კომპანიებისთვის მიგვეცა მეტი შანსი და მეტი შესაძლებლობა, რომ პროექტებში მიეღოთ მონაწილეობა, დიდ პროექტებში, ქუთაისის შემოვლითი გზის დაფინანსება მოხდა ბიუჯეტის სახსრებით და აქედან გამომდინარე ჩვენ გვქონდა მეტი მოქნილობა და არ ვიყავით იძულებული, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წესების შესაბამისად გვემოქმედა. ამდენად, თვითონ პროექტი, რომელიც დაახლოებით 50 კილომეტრიანი მარშუტია, იქნა დაყოფილი ოთხ ლოტად, ოთხივე ლოტზე იყო გამოცხადებული ტენდერი და მისი დაყოფაც ოთხ ლოტად, მათ შორის, მისცა საშუალება ქართულ კომპანიებს, რომ მათ მიეღოთ მონაწილეობა ამ ზომის ტენდერებში. შესაბამისად, ოთხ ლოტში ჩვენ სამ ლოტში გვყავს ქართული კომპანია და ერთ ლოტში გვყავს აზერბაიჯანული კომპანია. ამდენად, ეს პროცესი, ქართული კომპანიების ჩართულობა ამ პროცესებში, ქართული კომპანიების მხრიდან მეტი და მეტი სამუშაოს შესრულება მათ მისცემს საშუალებას, რომ დაიგროვონ მეტი გამოცდილება, მეტი ისტორია პორთფელიო როგორც ასეთი და ეტაპობრივად მიიღონ მონაწილეობა იმ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ჯერ კიდევ განვახორციელებთ. ბატონი კობა ლურსმანაშვილის კითხვა იყო ასევე აუთვისებლობასთან დაკავშირებით 92% მაინც აითვისეთო, 92% ჩვენი ბიუჯეტის ათვისების იყო წინა წელს დადგენილ ბიუჯეტთან მიმართებაში, ჩვენ მოგეხსენებათ შემდეგ ბიუჯეტი დავაკორექტირეთ, თუმცა, ჩვენც 92% უფრო ვიძახით ანუ უფრო სამართლიანია ამ ციფრის თქმა ვიდრე 105%-ის, რომლითაც მოხდა კორექტირებული ბიუჯეტის შესრულება. სირთულეები რა სირთულეები იყო და რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სირთულეები გადავლახოთ როგორც ვთქვი ჩემს პრეზენტაციაშიც სირთულეები, რა თქმა უნდა, არა მარტო მუნიციპალიტეტებს, არამედ დიდ უწყებებსაც გვაქვს და ეს სირთულეები აქვს როგორც სახელმწიფო უწყებებს ამ პროექტების მართვაში ასევე, რა თქმა უნდა, აქვთ კონტრაქტორებს სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს. ზოგ შემთხვევაში ეს სირთულეები არის ობიექტური როგორც არის განსაკუთრებით, რა ვიც,ი რთული გეოლოგია, რომელიც ადგილზე დახვდებათ, რომელიც შესაძლოა საპროექტო დოკუმენტაციაში არ იყო სათანადოდ ასახული, ზოგ შემთხვევაში ეს არის განსახლებასთან დაკავშირებული პრობლემები და ამაზეც ვისაუბრებთ რამდენიმე გზაზე ვსაუბრობდით აქ ხშირ შემთხვევაში ეს ასევე არის უშუალოდ კომპანიების მენეჯმენტის პრობლემაც ასე, რომ როდესაც სამშენებლო სექტორზე ვსაუბრობთ ყოველთვის არის პრობლემების ერთობლიობა, რომელიც სწორედ იმაში გამოიხატება და ჩვენი ფუნქციაც ესეც არის, რომ ჩვენ ეს პროექტები ვმართოთ ისეთი სახით, რომ ეს სირთულეები გადავლახოთ უფრო სწრაფ დროში. ის ცვლილებები რომელიც ჩვენ, ჩვენს სამინისტროში ჩვენი სისტემური მართვის თვალსაზრისით გავაუმჯობესეთ ჩვენ ... საშუალებას პროცესები უკეთესად ვმართოთ და ის ასევე სატენდერო მოთხოვნები და შესყიდვებში განხორციელებული ცვლილებები მათ შორის კონტრაქტორების წინასწარ ინფორმირება პროექტებზე ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ კონტრაქტორებიც უფრო მზად დახვდნენ ამ პროცესს, რასაც ვაკეთებთ ასევე იმისთვის, რომ უკეთესი უცხოური კომპანიები შემოვიდნენ და არა მხოლოდ ჩინური კომპანიები შემოვიდნენ ჩვენ ბაზარზე არის ეს, რომ ჩვენ ასეთი ჩვენ ღია კარის დღეებს ვატარებთ მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ანუ ეკონომიკურ ატაშეებს ვთხოვთ, რომ ინფორმაცია საქართველოში არსებული პროექტების თაობაზე გაიტანონ თავის სავაჭრო-სამრეწველო პალატების და ქსელის მეშვეობით თავის ქვეყნების კონტრაქტორებში. ჩვენი საელჩოები და ჩვენი დიპლომატიურ კორპუსი ასევე არის იმ პროცესში ჩართული. ასე რომ, ვფიქრობთ, რომ ამით, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ინფორმირებულები იქნებიან კონტრაქტორები. ბატონი აკაკი ბობოხიძის კითხვები ჭიათურის საბაგიროს გზის მშენებლობასთან დაკავშირებით ნამდვილად, ბატონო აკაკი, ჩვენც გვქონდა გეგმა, რომ წლის ბოლოს დასრულდებოდა ეს პროექტი, პროექტი იყო გადავადებული ბევრი სირთულეების გამო და ამ შემთხვევაში კონტრაქტორსაც ჰქონდა გარკვეული ფინანსური პრობლემებიც მათ შორის და ბევრ პროექტში იყო ჩვენთან ქართული კომპანია, რომელიც მუშაობდა. ბოლო ცვლილებები, რაც ამ პროექტთან დაკავშირებით არის, რომ მათ ჰყავდათ უკრაინული ქვეკონტრაქტური ჩართული თვითონ საბაგიროს მონტაჟის სამუშაოებში, თუმცა, ამ პროექტების მონიტორინგის დროს დავადგინეთ, რომ უსაფრთხოების წესებთან და მონტაჟის წესებთან დაკავშირებით ჰქონდა შენიშვნები და ამდენად ახლა ფრანგული კომპანია ... ვისი საბაგიროც არის, არის ჩართული ამ პროცესში არის ხელმოწერილი ხელშეკრულება უკვე კონტრაქტორსა და პომას შორის იმისთვის, რომ სპეციალური სამაგრები ჩამოვიდეს, რომელიც უზრუნველყობს ყველა იმ ხარისხს, იმ სტანდარტს, რომელიც არის საჭირო ამ საბაგიროს შესრულებისთვის, რამდენად მაისის, აპრილის ბოლოს მაისის თვეში ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს სამუშაო უკვე უნდა შესრულდეს. მესტია-ლენტეხის გვირაბთან დაკავშირებით ბატონ ემზარსაც ჰქონდა კითხვა და მე მინდა ბატონი ირაკლი ქარსელაძეს გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელს და ჩემს მოადგილეს ვთხოვო, რომ ორივე კითხვაზე ლენტეხი-მესტიასთან რომ გვიპასუხოთ.
ი.ქარსელაძე. მოგესალმებით, ლენტეხი-მესტიასთან დაკავშირებით სიტუაცია არის შემდეგი, კონტრაქტორმა დააგვიანა და ვერ წარმოადგინა სათანადო ხარისხით პროექტი, რის გამოც მოხდა მისი დაჯარიმება, ამის შემდეგ მოხდა მთლიანად საპროექტო გუნდის შეცვლა და ახალმა საპროექტო გუნდმა წარმოადგინა ნაწილობრივ შესაბამისი გადაწყვეტები, რომლის დასრულებასაც ველოდებით აპრილში. პარალელურად ამისა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება, რომლის ფარგლებშიც გარკვეულ თანხაზე იყო, პროექტის ღირებულებაზე საუბარი. ბუნებრივია, აპრილის თვეში უკვე დაზუსტდება საბოლოოდ რა ღირებულებაზეა საუბარი და შესაბამისად, დამატებითი მოლაპარაკებები გაგრძელდება უკვე აღნიშნულ დონორ ორგანიზაციასთან.
მ.ცქიტიშვილი. ბატონო ირაკლი, მინდა, რომ დაამატოთ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით უშგული-ლენტეხის მონაკვეთის.
ი.ქარსელაძე. დიახ. რახან მესტიის, ასე ვთქვათ, სვანეთზე ვსაუბრობთ, უმნიშვნელოვანესია, რომ ამ პროექტის განხორციელებამდე ჩვენ მნიშვნელოვანი აქცენტი გვაქვს გადატანილი მთავარ ამოცანაზე, რაც უკავშირდება სვანეთის მთლიანად დაკავშირებას ლეჩხუმთან. საუბარი არის იმ რკალის აღდგენაზე, რომლის მეშვეობითაც მესტიიდან, მესტია-უშგული-ლაზდილი-ლენტეხი-ცაგერის მიმართულება, სადაც ამჟამად გზა არ არსებობს და უკვე 16 კმ-ის დასრულება მოხდა 2018 წელს. 32 კმ-ის პროექტი უკვე მიღებული გვაქვს და გამოცხადდება თებერვლის ბოლოს-მარტის დასაწყისში და შესაბამისად, სამუშაოებიც შესაბამისად დაიწყება 2019 წელს. მთლიანობაში 2021 წლისთვის ამოცანად გვაქვს დასახული, რომ დასრულდეს აღნიშნული მიმართულება, რაც საშუალებას მოგვცემს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უშგულში დაახლოებით საათნახევარი-ორი საათი დრო დაიზოგოს, ვიდრე დღეს. და მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი არის აღნიშნული რკალის აღდგენა, რომელიც საშუალებას მისცემს, რომ ლეჩხუმმა განავითაროს ის ნამდვილად დიდი პოტენციალი, რომელიც მას გააჩნია და ასევე მნიშვნელოვანი გამოცოცხლება იყოს შესაძლებელი ლენტეხში და ასევე ლენტეხის მიმდებარე სოფლებში.
მ.ცქიტიშვილი. გმადლობთ. ხვამლთან მისასვლელ გზასთან დაკავშირებით მართალი ბრძანდებით, ჩვენ ხვამლის გზის რეაბილიტაცია დავიწყეთ. ეს პროექტი ჰქონდა მუნიციპალური განვითარების ფონდს, თუმცა, როგორც ვთქვი ასევე, იმ პროექტების სპეციალიზაციის ნაწილში, რომელიც ჩვენ შიგნით ჩვენი შიდა მენეჯმენტის გაუმჯობესების თვალსაზრისითაც, გზების დეპარტამენტს ვთხოვეთ, რომ ეს პროექტი წაეღო. ამიტომ გზების დეპარტამენტი დაიწყებს ამ პროექტს. რაც შეეხება ოყურეთამდე მისასვლელ გზას, როგორც მითხრეს, რომ დაახლოებით 1 კმ-ია მონაკვეთი, ახლა ამ ეტაპზე ამ პროექტში არ შედის. ალბათ, უკვე ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად ვიმუშავებთ იმაზე, რომ მუნიციპალიტეტსაც ექნება, ალბათ, თავისი გეგმა. რაც შეეხება, ზოგადად მუნიციპალური გზების და სახელმწიფო მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციის გეგმასაც მინდა შევეხო. ესეც არის ის ცვლილება, რომელიც შემოვიტანეთ. ჩვენ ვცდილობთ ასევე ჩვენი საქმიანობა უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში დავგეგმოთ და არა მხოლოდ წლიდან წლამდე შევადგინოთ გეგმები. ამიტომ გზის დეპარატმენტს რეგიონების მიხედვით აქვს გაკეთებული უკვე საჭიროებების ანალიზი, გზების მდგომარეობა არის შეფასებული და შესაბამისად გვაქვს 5-წლიანი გეგმები ამა თუ იმ რეგიონში სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების. ეს უფრო ეხება არა მუნიციპალური, არამედ სახელმწიფო მნიშვნელობის გზებს, რომელიც გზების დეპარტამენტის სფეროში არის, თუმცა, ამ პროცესს, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტებთან ერთად უკვე მუნიციპალური დანიშნულების გზებზეც განვავრცობთ.
ბატონ ირაკლი აბესაძის კითხვა შეეხებოდა ასევე პროექტების მართვას, კორუფციის მაგალითებს და ა.შ. ბატონო ირაკლი, სამწუხაროდ, კორუფციის მაგალითს რაც შეეხება და როდესაც ჩვენ 2014 წელს სამტრედია-გრიგოლეთის გზა მოგყავთ, ამ შემთხვევაში მე ნამდვილად ვერ ვაგებ პასუხს 2014 წლის პროექტზე, როგორც მინისტრი, როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრი. ამასთან ერთად, როგორც მთავრობის წევრი, შემიძლია გითხრათ, რომ ამ გზასთან დაკავშირებით არის გამოძიება და იყო დაწყებული ეს გამოძიება საკმაოდ ადრე, წლების წინ. შედეგი, ჯერ დაკავებული პირი, როგორც ვიცი, არ არის ამ გამოძიებასთან მიმართებაში, მაგრამ მე ვვარაუდობ, რომ, ალბათ, როდესაც მთავარი პროკურორი იქნება პარლამენტში, თქვენ ისარგებლებთ ამ შემთხვევით და დასვამთ ...(ხმა ადგილიდან). სხვა სახით, ალბათ... იქნება, რომელიმე ფორმატში ეს შესაძლებელი, მაგრამ ... რაც შეეხება ამ გზას და რაც შეეხება თქვენს სკეპტიციზმს 2 მლნ დავასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ დავა უნდა გავაგრძელოთ. ამ დავასთან დაკავშირებით ჩვენ 2018 წელს, მანამდე, სანამ იურიდიულ დავას დავიწყებდით, ჩვენ გვქონდა მცდელობა, მათ შორის, ჩვენი ეროვნული ბანკის მეშვეობით უკრაინის ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის და დაკავშირების, რათა ბანკს, უკრაინულ ბანკს შეესრულებინა ეს ვალდებულება. თქვენ იცით, რომ ამ პროექტთან მიმართებაში კონტრაქტორს გადაერიცხა საავანსო თანხა, დაახლოებით 25 მლნ ევროს ოდენობით, მართალი ბრძანდებით, და ამის საპირწონედ იყო წარმოდგენილი უკრაინული ბანკის გარანტია, რაზეც შემდგომში ბანკმა განაცხადა უარი ამ საბანკო გარანტიის აღსრულებაზე. ამიტომ ჩვენ ამ შემთხვევაში არა მარტო კონტრაქტორს, არამედ ბანკსაც ვედავებით ამ თანხას და ბანკიდანაც ვეცდებით ამ თანხის ამოღებას, იურიდიული კომპანია, რომელიც არის შერჩეული, არის საერთაშორისო იურიდიული კომპანია და შესაბამისად დადებითი გამოცდილება აქვს ამ კომპანიას დავების გადაწყვეტის და შესაბამისად ჩვენთვის ეს არ არის ფორმალობა და უკვე დავა გვაჩვენებს და ის ქმედებები, თუ რამდენად წარმატებულები აღმოვჩნდებით ამ თანხის ამოღებაზე. რაც შეეხება ავანსს, რომელიც იქნა გაცემული 390 მლნ ლარის ოდენობით, 389 მლნ ლარია, ეს არის ორ პროექტზე რიკოთის ორ მონაკვეთზე გაცემული ავანსი, 20%-ის ოდენობით არის ორივე შემთხვევაში, თვითონ თანხა შეიცვალა და ბიუჯეტიც უფრო ამ ნაწილში უფრო კონსერვატიულად იყო დაგეგმილი და საავანსო გადახდა იყო ნაკლები წარმოდგენილი, შემდეგ ჩვენ დავაკორექტირეთ, მაგრამ რადგანაც თვითონ პროექტის თანხა შეიცვალა, შესაბამისად 20% სხვა რიცხვი მივიღეთ. რაც შეეხება გეტყვით ახლავე, აუცილებლად გეტყვით ამაზე და მერე ირაკლის ვთხოვ კიდევ უფრო დაზუსტებულ ციფრს, საავანსო გადახდა არის გავრცელებული პრაქტიკა, ჩვენ 20%-ის ოდენობით გვაქვს ავანსი გადაცემული და ეს არის 50 და 100%, რაც შეეხება ამხელა პროექტის და სამშენებლო პროექტებში არა მხოლოდ რიკოთის ტენდერზე, არამედ ქართული, ანუ ქართულ კომპანიებთანაც, უფრო მცირე სამუშაოების შესრულებისთვისაც სამშენებლო სექტორში ძალიან გავრცელებულია 30%-იც და 40%-იც საავანსო გადახდები და თუ სამონტაჟო და ასეთ სამუშაოებს ეხება ხანდახან უფრო დიდია ხოლმე, სადაც მოწყობილობის ოდენობაა უფრო ვრცელი, შესაბამისად 20%-იანი ავანსი არ არის, ასე ვთქვათ, არაფერი არაორდინალური ამ ავანსში არ არის, თანხა ალბათ ...მოგახსენებთ 4-წლიანი ბიუჯეტი ამ შემთხვევაში ესეც არ არის, კომპანია ამ სამუშაოებს ასრულებს 3 წლის განმავლობაში და ანგარიშსწორების ვადა გვაქვს ჩვენ ბიუჯეტისთვის დადგენილი 2022 წელი, თუმცა ამასთან ერთად ეს თანხა არის საჭირო იმისთვის, რომ კონტრაქტორმა გააკეთოს სამობილიზაციო სამუშაოები, შეიძინოს და მოიტანოს ის ტექნიკა და მე ბატონ ირაკლის ვთხოვ, რომ უფრო დეტალური განშლა აქვს ხარჯების.
ი.ქარსელაძე. დიდი მადლობა, ქალბატონო მაია, ალბათ ყველაფერი არის თვითონ საქმის სპეციფიკაში და ასე არითმეტიკულად, ბატონო ირაკლი, არ გამოდის ყველაფერი ისე, როგორც თქვენ შეიძლება წარმოგიდგენიათ, ამიტომ ძალიან მოკლედ მოგახსენებთ, პირველ რიგში, რომ შეგახსენოთ რაზე არის საუბარი, ანუ რა პროექტზეა, რა მასშტაბზეა საუბარი, როგორი ჯერ საქართველოში და პრინციპში რომ დავინტერესდი მეზობელ ქვეყნებშიც არ გაკეთებულა, ანუ ამ შემთხვევაში საუბარი არის ხევი-უბისა, ეს არის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი, სადაც არის 4-ზოლიანი მაგისტრალური გზა, 35 ხიდი საერთო მოცულობით არის 8 კილომეტრზე მეტი და 20 გვირაბი 9,5 კილომეტრი. მთლიანი ღირებულება აღნიშნული ხელშეკრულების არის 732 მლნ, რომელიც არის სხვათა შორის გამოცხადებული საორიენტაციო ფასიდან დაახლოებით 17%-იანი ფასდაკლებით და რაც შეეხება უშუალოდ აღნიშნულ მონაკვეთს იმისათვის, რომ დადგენილ ვადაში კომპანიამ განახორციელოს აღნიშნული პროექტი, მას სერიოზული სამობილიზაციო სამუშაოები სჭირდება. დაახლოებით გასაშუალოებული ციფრი რომ ავიღოთ იმასთან მიმართებაში, თუ რა ძირითადი მანქანა-მოწყობილობები სჭირდება ამას, მარტო ამისთვის უხეშად 52 მლნ ლარის მობილიზება მოუწევს იმისთვის, რომ ერთდროულად ფრონტზე შეძლოს სამუშაოს დაწყება, ანალოგიურად 30 მილიონი ეს არის ის ძირითადი სამშენებლო დანადგარები და მთლიანობაში რომ გავაგრძელოთ ეს სია, რომელიც შემდგომში ძირითად საწყის ეტაპზე მასალებზე სჭირდება, არის 177 მლნ ლარი, ეს არის ის ძალიან უხეშად გათვლილი და ამაში შესული არის, როგორც ახლის ყიდვა პროპორციულად დაქირავება და პროპორციულად არსებული თავისი ტექნიკის გადმოყვანა საქართველოში. აი ამ კონკრეტულ მონაცემზე 732 მლნ ლარიან ხელშეკრულებაში 150 მლნ ლარი იყო გაცემული ავანსის სახით. მთავარი კიდევ ერთი ასპექტი არის, რომ აღნიშნული ავანსი გაიცემა მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში და აღნიშნულ კონკრეტულ ლოტზე საბანკო გარანტია წარმოდგენილი იქნა საერთაშორისო ევროპული ბანკების მიერ, რომელიც თავის მხრივ კიდევ გადაზღვეული იქნა საქართველოში ბანკების მიერ, ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ეჭვი ან მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე აქ რისკის შემცველი არის არა მგონია, რომ ასე ვთქვათ, პროფესიულ შეფასებასთან ახლოს იყოს.
რაც შეეხება მეორე მონაკვეთს, ეს არის უბისა-შორაპანი, ეს არის ე.წ. ეფ3, რომელიც კიდევ უფრო დატვირთული არის თავისი, ასე ვთქვათ, ტექნიკური მახასიათებლებით, 13 კილომეტრი არის აღნიშნული გზა, 27 ხიდი არის და 18 გვირაბი არის 14 კილომეტრამდე სიგრძე. მე ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ამ შემთხვევაში ეს არ არის კლასიკური საგზაო მშენებლობა, აქ ამ შემთხვევაში ხიდი და გვირაბი უფრო ჭარბობს, ვიდრე ჩვეულებრივი ასფალტირებული გზა და შესაბამისად იმისათვის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ 36 თვეში სამუშაოების დაწყებიდან რომ კომპანიამ დაასრულოს სამუშაო მას სჭირდება ძალიან სერიოზული მობილიზაცია. აღნიშნული მობილიზაცია ეს არ არის ვიღაცის გათვლა, ამ შემთხვეაში ეს არის ის ინფორმაცია, რაც კომპანიას აქვს მოწოდებული იმ გეგმა-გრაფიკთან ერთად, რომლის მიხედვითაც იგი აპირებს ამ სამუშაოების დასრულებას ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, უკვე დღეს რაც ხდება. აქედან გამომდინარე, აღნიშნული მონაცემები დაახლოებით, ძალიან უხეშად რომ ავიღოთ, 250 მლნ ლარი დასჭირდება მას, რომ ეს მობილიზაცია გააკეთოს სწორედ იმ რაოდენობით და იმ მოცულობით და იმ პერიოდში, რომ ეს პროექტი შესაბამის ვადაში დაასრულოს. (ხმა ადგილიდან). ბატონო?
მ.ცქიტიშვილი. 36 თვე.
ი.ქარსელაძე. 36 თვე.
მ.ცქიტიშვილი. ანუ 3 წელიწადი.
ი.ქარსელაძე. 3 წელიწადი არის ანუ ამ შემთხვევაში ბოლო გადახდები იქნება 2022 წელს.
მ.ცქიტიშვილი. ბოლოს გადახდა ...
ი.ქარსელაძე. და 2024 წელს იქნება კიდევ გადახდა უკვე საგარანტიო ვადიდან გამომდინარე პლუს 2 წელი რაც არის პროექტის ფარგლებში.
მ.ცქიტიშვილი. ბატონო ირაკლი, კითხვა არის როდის დაიწყება ანუ კონტრაქტი არის გაფორმებული ...
ი.ქარსელაძე. კონტრაქტი გაფორმებულია, სამობილიზაციო სამუშაოები დაწყებულია, ფიზიკური სამუშაოები და ბანაკის მოწყობა იწყება მარტში და რაც შეეხება გვირაბზე და ხიდებზე სამუშაოები დაიწყება აპრილში. რა თქმა უნდა, წელს ხელშეკრულებები გაფორმდა დეკემბერში, ავანსები გადახდილი იქნა დეკემბერში, როგორც მოგახსენეთ, მთელი ამ პროცედურის გავლით და რეალურად მთელი ამ ზამთრის პერიოდს, როცა ფიზიკურადაც, მას რომ კიდევაც მობილიზებული ჰქონოდა ვერ გააკეთებდა ვერაფერს ამ დროს იყენებს მობილიზაციისთვის და ფაქტიურად როცა ამინდი და სეზონი საშუალებას იძლევა იწყებს უკვე სამუშაოებს, სხვა შემთხვევაში ეს იქნებოდა დაკარგული დრო.
მ.ცქიტიშვილი. ქალბატონი ხათუნას რეპლიკა-კითხვა იყო, აქვე მინდა ვუპასუხო, რომ როდესაც თქვენ ბრძანებთ, რომ იგივე რომ არ მოხდეს როგორც უკრაინულ ბანკზე ეს თქვა ზუსტად ბატონმა ირაკლიმ, რომ ამ შემთხვევაში ეს გარანტიები პირველ რიგში არის უკვე საერთაშორისოდ აღიარებული, ასე ვთქვათ, ... კატეგორიის ბანკიდან, მაგრამ არის გადაზღვეული ქართული ბანკების მიერ, რაც ჩვენ გვაძლევს ამ შემთხვევაში, რომელი ბანკის გადაზღვეულია?
ი.ქარსელაძე. ორივე შემთხვევაში არის, ამ შემთხვევაში ევროპული ბანკები, ერთ შემთხვევაში არის ...
მ.ცქიტიშვილი. ქართული რომელია?
ი.ქარსელაძე. ქართული არის „თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ ერთად. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებას და მნიშვნელოვანია ესეც, რომ გავითვალისწინოთ, რომ როგორც წესი ხელშეკრულებებს, და ესენიც გამონაკლისი არ არის, გააჩნია ორი ტიპის, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფა. ერთი არის ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია, რომელიც არის საკონტრაქტო ღირებულების 10% და საავანსო გარანტია, რომელიც მერყეობს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის 20%.
მ.ცქიტიშვილი. კეთილი. ალბათ თუ კიდევ დასაზუსტებელი კითხვები გექნებათ, ვუპასუხებთ. რაც შეეხება, არ მინდა რომ რამე გამომრჩეს, ბატონი გურამ მაჭარაშვილის კითხვა იყო თბილისი-ბაკურციხის პროექტთან დაკავშირებით. ბატონო ირაკლი, თუ შიძლება ამ კითხვაზეც რომ გავცეთ პასუხი და შემდეგ უკვე მე დავუბრუნდები.
ი.ქარსელაძე. კი ბატონო. რაც შეეხება თბილისი-ბაკურციხეს, ეს არის 85 კილომეტრი მონაკვეთი, რომელიც შედგება 5 ლოტისგან. 2 ლოტის მიღებას საპროექტო გადაწყვეტას ველოდებით უკვე ივნისში და 3 ლოტი იქნება ოქტომბერში, პარალელურად ერთ-ერთ მონაკვეთზე, რომელიც ყველაზე დატვირთული და გამომწვევი არის დღეის მდგომარეობით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან დაფინანსების მოპოვების თვალსაზრისით, ვინაიდან აქაც საკმაოდ დიდი საინვესტიციო მოცულობა არის განსაზღვრული.
მ.ცქიტიშვილი. გმადლობთ. ე.ი. ბატონი გურამის კითხვა ეხებოდა ასევე საზედამხედველო კომპანიების ჩართულობას მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელ პროექტებზე, პროექტებში. აქ იგულისხმება, როგორც რეგფონდით დაფინანსებული პროექტები, ასევე მუნიციპალიტეტების საკუთარი დაფინანსებით განხორციელებული პროექტები. ანუ, მოგეხსენებათ, რომ მუნიციპალიტეტებში არსებობენ საზედამხედველო, მუნიციპალიტეტებს აქვთ დადებული კონტრაქტები საზედამხედველო კომპანიებთან, ჩვენ ასევე, რადგანაც, ასევე, მუნიციპალიტეტების მხრიდან მოვისმინეთ პირველ რიგში მათგანვე მერებიდან მათი ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძღვანელებისგან, რომელსაც ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს სწორედ იმისთვის, რომ დავეხმაროთ მათაც პროექტების შესრულებაში. რადგანაც ეს კითხვაა და პრობლემატიკა მოვიდა ჩვენთან ბატონ ილია ბეგიაშვილის ხელმძღვანელობით. ჩემს მოადგილეს და მის გუნდს ჰქონდა ძალიან აქტიური შეხვედრები, როგორც საზედამხედველო კომპანიებთან, ასევე მუნიციპალიტეტებთან და ასევე უშუალოდ კონტრაქტორებთან, რომლებიც მუშაობენ რეგიონებში. ამ, ასევე, პრობლემატიკის შესწავლის შედეგად საზედამხედველო, ანუ დავეხმარეთ, პრაქტიკულად, მივიღეთ მონაწილეობა ამ მოლაპარაკებებში და საზედამხედველო კომპანიებმა განსაზღვრეს ხელშეკრულებაში ვადები თავისი რეაგირების, მანამდე ხელშეკრულებაში სამწუხაროდ არ იყო ჩადებული ვადა, თუ რა ვადაში მათ უნდა გაეცათ პასუხი ან შესრულებულ სამუშაოზე, ან საპროექტო სამუშაოების, ან პროექტის ექსპერტიზაზე. ახლა ეს ვადები პროექტში არის ჩადებული, მეტიც, ჩვენ ასევე საზედამხედველო კომპანიების ნაწილშიც ხშირად გვქონდა მუნიციპალიტეტებიდან, მათ შორის, კითხვა, რომ ხანდახან საზედამხედველო კომპანიის წარმომადგენელი არ ესწრება სამუშაოების შესრულების პროცესს. ამიტომ, ასევე, მუნიციპალიტეტს შევახსენეთ, რომ მათაც აქვთ კონტრაქტში მათი უფლებები, რომ მოთხოვონ ზედამხედველს დააჯარიმონ ... ანუ ხელშეკრულების ყველა მხარემ უნდა აღასრულოს თავისი საკონტრაქტო უფლებებით და ვალდებულებებით. ამიტომ ეს პროცესიც ბევრად უფრო დინამიურად წარიმართა, ანუ ზედამხედველი კომპანიებიც ხედავენ, რომ მუნიციპალიტეტების მხრიდან უფრო აქტიური მოთხოვნაა მათ მიმართ და რაც შეეხება უკვე ახალი კონტრაქტების გაფორმების ფაზაში. იმიტომ, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტს უკვე ის თანხა, ლიმიტები ამოეწურა და ახლა ემზადებიან ახალი კონტრაქტების დასადებად. აქ ასევე ვურჩიეთ მუნიციპალიტეტებს, რომ ჩაედოთ უკვე კონკრეტული მოთხოვნები ზედამხედველების სპეციფიკაზე, თვითონ კვალიფიკაციასთან მიმართებაში, ანუ თუ საგზაო სამუშაოების ზედამხედველია, მას უნდა ჰყავდეს გზების ინჟინერი, სპეციფიკის მცოდნე, წყლის სპეციფიკის მცოდნე და ა. შ. ასე, რომ საზედამხედველო კომპანიების ნაწილშიც გვგონია რომ გვექნება, ასევე გვაქვს უკვე უკეთესი პროცესი და გვექნება კიდევ უკეთესი. ასევე, ვფიქრობთ, რომ ახლა არის რეგიონულ ჭრილში, ანუ ერთ რეგიონში მოქმედებს ერთი ზედამხედველი კომპანია, შემთხვევა გავქვს, როდესაც იმერეთში და კახეთში საერთოდ ერთი კომპანია, რომელიც თავისი რესურსი უჭირს, ამ ორივე კომპანიაზე გადანაწილება, თუმცა, იქაც უკვე დაიმატეს ხალხი იმისთვის, რომ უფრო პროცესი აქტიურად წარიმართოს. ახლა, ვფიქრობთ, რომ მუნიციპალიტეტებმა, ალბათ, თვითონვე არჩევენ, რომ მუნიციპალურ დონეზე გააკეთონ ეს კონტრაქტები და არა გამსხვილებული რეგიონების სახით. ანუ, ამდენად თითოეულ მუნიციპალიტეტს ეყოლება თავისი ზედამხედველი კომპანია, რა თქმა უნდა, ჩვენ, ალბათ, არ შევზღუდავთ კონკურენციას, მათ შორის, მაგრამ უზრუნველვყოფთ იმას, რომ შესაბამისი რაოდენობის ზედამხედველები ჰყავდეთ პროექტების ადექვატური რაოდენობის. ანუ, ამ მხრივაც მუნიციპალიტეტებთან ზედამხედველებთან და კონტრაქტორებთან ერთად ვმუშაობთ. სოფლის პროგრამასთან დაკავშირებით იკითხეთ. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების დასწრება, ნამდვილად, არა თუ კარგია, არამედ მგონია, რომ აუცილებელია, იმიტომ, რომ ჩვენ ნამდვილად ხშირ შემთხვევაში ვართ ცოტა რუტინაში შესულები, მაშინ, როდესაც უშუალოდ სამუშაო სივრცეში, კაბინეტში, თბილისში ვგეგმავთ, ვხელმძღვანელობთ რაღაცას, მაშინ, როდესაც, ალბათ, ადგილზე ბევრად უფრო კარგად ჩანს, როგორც პრობლემები, ასევე ამ პრობლემების გადაჭრის გზები. ხანდახან და ძალიან ხშირად სწორედ ადგილზე ცენტრალური ხელისუფლების მინისტრის, მათ შორის, მინისტრის მოადგილეების ჩასვლით, საკითხები გვარდება და წყდება უფრო ხშირად მუნიციპალიტეტებს ამ მიმართულებით ნამდვილად სჭირდებათ დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ მათაც აქვთ შესაძლებლობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური კომუნიკაციის, რაღაც სიტყვის კომუნიკაცია არ უჭირთ, მაგრამ ნუ, როგორც ჩანს ეს მაინც, ეს პროცესი მაინც ბიუროკრატიის პროცესი თავის დროს იღებს, ამიტომ ადგილზე პრობლემების გაცნობა ჩვენც გვეხმარება. მეც, პირადად, რომ ეს საჭიროებები უკეთესად დავინახო და მაგალითისთვის რომ გითხრათ, მე რამდენიმე სოფელში ვიყავი, სოფლის კრებაზე და ძალიან საინტერესო იყო იქ, მათ შორის თვითონ მსჯელობის პროცესზე დასწრება, იმიტომ, რომ ეს ადამიანები ნამდვილად, დამიჯერეთ, რომ მინისტრი მათ არ ეუბნებათ თუ რა სჭირდებათ, ალბათ, ესეც ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, როდესაც იმ მოსახლეობას არავითარი, როგორ გითხრათ, პიეტეტი არა აქვს ცენტრალური მინისტრის მიმართ, ეს არის ჩვეულებრივი თანაბარი დიალოგი ადამიანებთან და აი ამ ჩვეულებრივ თანაბარ საუბარში, იმ დიალოგში ეს ადამიანები ღიად აფიქსირებენ პრობლემასაც, მოთხოვნასაც, დაპირებასაც გვახსენებენ და, მათ შორის, კარგ რჩევებსაც გვაძლევენ. რამდენად ჩემთვის პირადად ჩემი სამინისტროსთვის და ჩემი მოადგილეების და ჩვენი გუნდიც ძალიან აქტიურად იღებდა მონაწილეობას, სადაც შეგვეძლო, რა თქმა უნდა, როგორც გითხარით 2100 -ზე მეტი, 100 კრებაზე მეტი ჩატარდა და ბუნებრივია ყველგან, ვერც ერთი მინისტრი ვერ ჩავიდოდა. სულ 10 ვართ, მაგრამ ეს კომუნიკაცია ჩვენ ნამდვილად გვაძლევს მეტის გაკეთების საშუალებას და უკეთესად დანახვის ამ პრობლემების. რაც შეეხება თქვენ რეპლიკასაც ლამისყანასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო აკეთებს სტადიონს, რადგანაც გამყოფი ხაზის ტერიტორიის სოფელი იყო ერთ-ერთი და მათი მხრიდანაც ხშირია ასეთი რეგიონების მხარდაჭერა, ანუ თავდაცვის სამინისტროდან მოხდა სტადიონის გამოყოფა. თვითონ ლამისყანა, მე დავაზუსტე, შიდა გზების რეაბილიტაცია არჩია მოსახლეობამ და ეს სამუშაოები კეთდება. რაც შეეხება საჭიროებებს. მაგალითად მეც ვიყავი ერთ-ერთ სოფლის კრება რომ გავიხსენო შატილში, სადაც მოსახლეობა ითხოვდა ხიდის გაკეთებას და ხიდი ვერანაირად ვერ მოხდებოდა ვერც 20 ათასის ფარგლებში და მით უმეტეს მათ კი მოგეხსენებათ მოსახლეობის რაოდენობა კიდევ უფრო მცირეა და თანხაც მცირეა. ამდენად, ჩვენი რჩევაც იყო, რომ ხიდი, ალბათ, გზების დეპარტამენტთან ერთად დავიწყეთ განხილვა იმის, თუ რამდენად არის შესაძლებელი იმ ხეობაში მუცომდე გვაქვს შატილი-მუცოს გზის გაკეთება ისედაც პროექტში და დავიწყებთ იმის განხილვას თუ რამდენად არის შესაძლებელი ამ პროექტზე ამ ხიდების ან ასეთი ტიპის შიდა ინფრასტრუქტურის მოწყობა. მაგრამ სოფლის პროგრამაში ვერ ჩავტევდით. ამიტომ, თუ ეს ჩემი შენიშვნაც იქ სოფლის კრებაზე გამოთქმული, რომ ხიდებს ვერ გავაკეთებთ იმიტომ, რომ ფიზიკურად პროგრამის ფარგლებში არ შედის, ანუ, ასეთი დისკუსია ჩვეულებრივია ამ კონკრეტულ შემთხვევაში დამერწმუნეთ, ნამდვილად ჩვენგან ჩარევა არ იყო, სხვა შემთხვევაში სოფლის პროგრამის ფარგლებში, ასევე, კითხვა იყო, რატომ გაუქმდა, ხომ, სოფლის პროგრამა, რომელიც, როდესაც იყო წინა პერიოდში შეფასებული თუ რა ხდებოდა რისი დაფინანსება ხდებოდა ხანდახან და ხშირად ჰქონდა ადგილი სარიტუალო ჭურჭლის ყიდვას, მათ შორის, სოფლის მოსახლეობის მიერ. და ამაში ალბათ ჩაითვალა, რომ რეგფონდის დაფინანსება და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსება იმისთვის, რომ სოფელმა სარიტუალო ჭურჭელი შეიძინოს, არ იყო, როგორც მაგალითს ვახსენებ, არ იყო მთლად მიზანშეწონილი. აქედან გამომდინარე, პროგრამა წელს აღდგა სწორედ ინფრასტრუქტრული პროექტების ნაწილში და მხოლოდ ინფრასტრუქტრულ პროექტებს აფინანსებს, რაც აი იმ მცირე ინფრასტრუქტრული პროექტები საჭიროებებს აკმაყოფილებს სოფლებში და ჩვენ რომ ვახდენდეთ გავლენას. მინდა გითხრათ რომ ბევრმა სოფელმა აირჩია სასაფლაოს შემოღობვა. სასაფლაოს შემოღობვა არც ეკონომიკის განვითარებაში არ შეაქვს წვლილი და არც ჩანს ბატონი რომანი, რომ ჩაივლის მერე იტყვის, რომ რა გააკეთეთო, მაგრამ იმ მოსახლეობისთვის იმ სოფლის მოსახლეობისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ და არაერთი სოფლის მოსახლეობისთვის, რომ მათი გარდაცვლილები ყოფილიყვნენ გაპატისონებული და იყვნენ სათანადო ღირსებით დაკრძალულები. ამიტომ მე, პირადად რამდენიმე სოფელში მოვისმინე სწორედ ასეთი კომენტარები მოსახლეობის მხრიდან და ჩვენ არ ჩავრეულვართ ამ პროცესში. რადგანაც ეს თანხაც იყო და ამ სამუშაოებს ჰქონდა, კიდევ, როგორც გითხარით, თვითონ სოფლის მოსახლეობის თვითმმართველობის განვითარება მიზნად დასახული. ქალბატონი ნინო წილოსანის, ბატონო, მე გიპასუხებთ თქვენ კითხვებს დავუბრუნდები ბატონო ......ქალბატონი ნინოს კითხვებს რაც შეეხება გურიის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით და ზოგადად წყალმომარაგების მასშტაბით და ქალბატონ ადასაც ჰქონდა მსგავსი კითხვა, რაც შეეხება წაყალმომარაგებაში ფულის ჩადებას, ანუ ინვესტიციების ჩადებას, როგორც ...
თავმჯდომარე. კოლეგებო, უკაცრავად, ქალბატონო მინისტრო. მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ აკუსტიკის შესახებ. ამ დარბაზში ცოტათი არ არის ისეთი აკუსტიკა, როგორიც უნდა იყოს და პარლამენტის აპარატი მუშაობს იმაზე, რომ ის აპარატურა, რომელიც სჭირდება ამ ხარვეზის გამოსწორებას აუცილებლად, ამასთან დაკავშირებით ეს პრობლემა იქნას მოგვარებული. მაგრამ სანამ აკუსტიკას, სანამ აკუსტიკის პრობლემებს მოვაგვარებთ, მინდა ძალიან გთხოვოთ, რომ ყურადღებით ვიყოთ ქალბატონი მინისტრის გამოსვლა არ ისმის კარგად და დაინტერესებულ დეპუტატებს არ მისდით სათანადო ინფორმაცია. მადლობა წინასწარ ყველას. ბრძანეთ, ქალბატონო მაია.
მ.ცქიტიშვილი. დიდი მადლობა. ბატონო ზვიად, ეს ალბათ ნიშნავს იმას, რომ ყველა მუნიციპალიტეტში არ არის წყლის პრობლემა ასეთი აქტუალური და სადღაც უკვე გადავწყვიტეთ, ალბათ, ეს საკითხიც. მაგრამ რაც შეეხება წყალგაყვანილობა-კანალიზაციის სამუშაოებს, ნამდვილად, როგორც აღვნიშნე და რუკაზეც გაჩვენეთ არსებული სიტუაცია, გითხარით ისიც, რომ ხარისხი არის ძალიან დიდი პრობლემა წყლის. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას შეიძლება ეგონოს, რომ წყალი აქვს, მაგრამ აი ამ შიდა ლოკალური ქსელით მოწყობილი სამუშაოები ხშირად, ყველა შემთხვევაში არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში იმ სასმელი წყლის სტანდარტს არ შეესაბამება იმიტომ, რომ არ არის გათვალისწინებული წყლის დამუშავების შესაბამისი ტექნოლოგიები.
რაც შეეხება თანხების ზრდას. წყლის კომპანიის ბიუჯეტი, როგორც გითხარით 30%-ით არის გაზრდილი. დამატებით მუნიციპალური განვითარების ფონდს ჯერ კიდევ დარჩენილი აქვს სამუშაოები, რომლებსაც ისინი აკეთებდნენ. მაგრამ რაც შეეხება ბიუჯეტის ზრდას, ბიუჯეტის ზრდა არ არის მხოლოდ თანხების პრობლემა. მინდა გითხრათ, რომ აქ პრობლემა არის უშუალოდ ათვისების ამ პროექტების. ის კომპანიები, რომლებიც ამ სფეროში მოქმედებენ, პირველ რიგში საპროექტო კომპანიები, ხშირ შემთხვევაში უკვე თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს მიუახლოვდნენ. იმიტომ, რომ ფიზიკურად საქართველოში, სამწუხაროდ, არ გვყავს ამდენი ინჟინერი, რომელიც წყლის სექტორში არის გამოცდილი. არ არის ამდენი გამოცდილი კომპანია, რომელმაც შეიძლება ტენდერებში მიიღოს მონაწილეობა და მოგვცეს ხარისხიანი პროექტები. ძალიან ხშირად სწორად უხარისხო პროექტები, როგორც წყლის ნაწილში, ასევე სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში ასევე არის პრობლემა. წყალში ეს განსაკუთრებით იჩენს თავს. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ცოტა უფრო ტექნოლოგიური სამუშაოები არის. ამიტომ არა მხოლოდ საბიუჯეტო ან დონორული თანხების დაფინანსების ზრდა არის რთული, არამედ ამ მიმართულებით თვითონ კონტრაქტორების, როგორც საპროექტო ასევე საშემსრულებლო მიმართულებით მათი მოცულობების ასეთი ზრდა, ნამდვილად იქნებოდა ცოტა უფრო მეტ რისკთან დაკავშირებული. ამიტომ 30%-იან ზრდას პირველ რიგში, ვეცდებით, რომ წარმატებით გავუმკლავდეთ და შემდეგ უკვე შემდეგი წლისთვის, რა თქმა უნდა, ვიფიქრებთ მეტზე. რაც შეეხება წყლის ხარისხზეც, რა თქმა უნდა, გვაქვს დაწყებული მუშაობა. პირველ რიგში წყლის კომპანია ჩვენი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტებში, სადაც გვაქვს ასევე ამის შესაძლებლობა ვაგზავნით ჩვენს სპეციალისტებს იმისთვის, რომ შეაფასონ თუ რა არის მუნიციპალიტეტებში იმ უკვე არსებულ წყალგაყვანილობის პროექტებზე დასამატებელი იმისთვის, რომ სტანდარტებს მივუახლოვდეთ და ასევე, როგორც მოგახსენეთ, უშუალოდ წყლის მართვის საკითხებით ვართ მთლიანობაში დაკავებული და მართვაში ვგულისხმობ იმას, რომ დღეს საქართველოში მხოლოდ 9 ლიცენზირებული წყალმომარაგების კომპანიაა, რომელიც წყლის სისტემების მართვას ახორციელებს ისე, როგორც სასმელ წყალს შეეფერება დანარჩენ შემთხვევებში ეს არის ე. წ. სოფლის წყლები, რომლებიც არც ლიცენზირებული კომპანიები არ არიან. ხშირ შემთხვევაში არც წყლით სარგებლობის მოსაკრებელს არ იხდიან და მთლიანობაში აი ამ სისტემის მენეჯმენტი, მართვა, სისტემური სახით არის სწორად იმ შესწავლის საგანი, რაშიც ჩვენ იუსეიდი და სხვა, აზიის განვითარების ბანკი და სხვა დონორები გვეხმარებიან, რომ სისტემა უფრო დავინახოთ უკეთ და გავმართოთ.
გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე, ქალბატონო ნინო, გიპასუხეთ. ადგილობრივი კომპანიები უმეტესწილად ასევე ადგილობრივ მოსახლეობას ასაქმებენ. რაც შეეხება კვალიფიცირებულ ან ე.წ. საინჟინრო-ტექნიკურ პერსონალს, ეს არის ზოგადად საკითხი, რომელიც ასევე პრობლემატურია. ამ მიმართულებითაც ჩვენ ტექნიკურ უნივერსიტეტთანაც უკვე გვქონდა კომუნიკაციები და შეხვედრებიც გვქონდა სტუდენტებთან, სადაც ჩვენც ვცდილობთ, რომ უფრო დავაინტერესოთ ახალგაზრდები ჩვენი პროექტებით. ვსაუბრობდით იმაზე, რომ დიდი პროექტებზე განსაკუთრებით, სადაც აი ასეთი ბევრი ახალი ხიდი, ახალი გვირაბი შენდება იქ რომ სტაჟირებაში ჩავრთოთ ჩვენი არსებული ტექნიკური სასწავლებლების სტუდენტები, რათა ჩვენც შევუწყოთ ხელი ამ სექტორს, რომ ამ სექტორში ახალი კვალიფიცირებული კადრები გაიზარდოს.
სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე, ალბათ. ბატონო ირაკლი, მე გთხოვდით სამტრედია-გრიგოლეთზე ძალიან ბევრ კოლეგას ჰქონდა კითხვა და უბრალოდ, კითხვები პირველ მონაკვეთზე იყო განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან, უკრაინულ კომპანიაზე, მაგრამ სამწუხაროდ, თვითონ ამ გზასთან მიმართებაში ვიტყოდი, რომ 4-ივე ლოტთან მიმართებაში არის პრობლემა სხვადასხვა სახის და მე მინდა, რომ ბატონ ირაკლის ვთხოვო როგორც პრობლემების აღწერილობა, მაგრამ ალბათ გაინტერესებთ ჩვენ რა გავაკეთეთ 2018 წელს იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადავწყვიტოთ. ბატონო. პრობლემის ავტორების მიმართ ესეც სამტრედია-გრიგოლეთი, სამწუხაროდ მთლიანობაში არის.
ი.ქარსელაძე. უსულო საგნებიც არიან პრობლემის ავტორები და რა ჯდენაზეა პრობლემა.
მ.ცქიტიშვილი. არა, არა. პრობლემის ავტორები იგულისხმება დამნაშავეების, ალბათ, ხომ, ანუ საგამოძიებო პროცესი. მე, რა თქმა უნდა, დაგეთანხმებით და პირველივე ჩემი მოსვლის დროს, კი, ამიტომ, ბატონო ზურაბ, აქაც ხო აქაც რამდენიმე.
თავმჯდომარე. ბატონო ირაკლი, გთხოვთ უპასუხოთ.
მ.ცქიტიშვილი. სახის პრობლემაა, ერთი არის რომელიც გეოლოგიასთან არის დაკავშირებული და მეორე გადაწყვეტილებებთან. რაც შეეხება გადაწყვეტილებებს ეს გზაც ასევე არის საგამოძიებო ორგანოების კვლევის საგანი, მთლიანად და არა მარტო მისი პირველი ნაწილი, რომელიც გარანტიის გადახდასთან არის დაკავშირებული, არამედ სწორედ ის საინჟინრო გადაწყვეტილებების მართებულობა, რომელზეც ასევე, ვერც მე ვერც ბატონი ირაკლი, კარგია და ვერ ვიქნებით გამოძიების, ასე ვთქვათ, ობიექტები, მაგრამ დანარჩენზე გიპასუხებთ.
ი.ქარსელაძე. დიდი მადლობა, ნამდვილად, მე მოგახსენებთ რა არის ობიექტური გარემოება. შემდგომ უკვე, რა თქმა უნდა, თქვენ თვითონ იმსჯელებთ იმასთან დაკავშირებით, რომ მიზეზი რაში არის: პირველი. მოდით, ასე ვთქვათ, სამტრედია გრიგოლეთი შედგება ოთხი ლოტისგან პირველადზე, ბევრი საუბარი იყო უკრაინული კომპანია „ალტკომი“ ამ კომპანიასთან მიმართებაში 27 მილიონი არის, 25 მილიონია, უკაცრავად, ჯამში, რაც შედგება საავანსო გადახდისგან 18 მილიონი და 7 მილიონამდე არის ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია. აღნიშნული გარანტიები წარმოდგენილი იყო ... ბანკისგან ამჟამინდელი მდგომარეობა არის შემდეგი: მიუხედავად რამოდენიმეჯერადი ხელშეკრულების პირობების ფარგლებში გამოთხოვის აღნიშნული გარანტიისა უარი იქნა მიღებული, შემდგომ, როგორც ქალბატონმა მაიამ ბრძანა უკვე ჩართული იყო ეროვნული ბანკი როგორც საქართველოსი ასევე უკრაინის. აქაც არაფერი გამოვიდა. შესაბამისად, უკვე დაწყებული არის შესაბამისი პროცესი უკვე „პრომინვესტბანკის“ წინააღმდეგ უკრაინაში, რომელსაც ვედავებით ამ შემთხვევაში იმას, რომ მას უნდა აენაზღაურებინა ეს თანხა და ასანაზღაურებელია და ამაში გვეხმარებიან უმაღლესი კლასის იურიდიული კომპანია საერთაშორისო და პარალელურად იუსტიციის სამინისტრო წარმართავს არბიტრაჟში საერთაშორისო დავას მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით. ეს არის ამ შემთხვევაში მე გაცნობთ კონტრაქტუალურ ურთიერთობებს და აქედან გამომდინარე რა სტატუსი არის. რაც შეეხება უშუალოდ თვითონ პროექტის განხორციელებას 2018 წელს გამოცხადდა ხელახლა ტენდერი. შესრულებული სამუშაო, ითქვა, რომ არის ნული და არის, სიზუსტისთვის ვიტყვი, უბრალოდ 32% 2018 წელს შეირჩა შესაბამისი ტენდერის საფუძველზე კვლავ და კვლავ ევროპის საინვენსტიცო ბანკის დაფინანსების პირობებისა და მოთხოვნების ფარგლებში კომპანია „აკორდი“ აზერბაიჯანული კომპანია, რომელმაც დააკმაყოფილა მოთხოვნილი პირობები და ასევე შემოგვთავაზა ყველაზე დაბალი ფასი, დღეის მდგომარეობით ამ კომპანიას განხორციელებული აქვს სამობილიზაციო სამუშაოები სამი საბურღი დანადგარი, შესაბამისი ბანაკი მოწყობილი აქვს, შესაბამისი, ასე ვთქვათ, მასალები შეტანილი აქვს და ფაქტიურად ბურღვა იწყება თებერვლის ბოლოს და დანარჩენი უკვე, ამინდიც საშუალებას მისცემს, რომ დანარჩენი სამუშაოები განახორციელოს. მეორე ლოტთან დაკავშირებით ეს არის კომპანია სინოჰიდრო და აქ ვითარება არის შემდეგი: კომპანიას 2018 წლის 13 დეკემბერს გაუვიდა სამუშაოების შესრულების ვადა, რის მერედაც მას ეკისრება ვადაგადაცილებაზე პირგასამტეხლო, რომელიც განსაზღვრული არის 0,01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს 10%-სა ჯამური ღირებულების. გამომდინარე და ზედამხედველი ინჟინრის განმარტებით დაახლოებითი პერიოდი აღნიშნული სამუშაოს დასრულების ობიექტური მოცულობითი და ტექნოლოგიური მოთხოვნების დაცვის თვალსაზრისით არის დაახლოებით ერთი წელი და შესაბამისად ფაქტიურად საქმე გვაქვს ჯამში 25 მლნ ლარის, ასე ვთქვათ, პირგასამტეხლო ოდენობის დაკისრებისა. ჩვენ სექტემბრიდან დაწყებული აღარ გადაგვიხდია, ვინაიდან ორი პარამეტრი არის აქ, რაც გადახდაზე, ასე ვთქვათ, ნეგატიურ ბალანსს გვაძლევს ანუ გადასახდელი არ რჩება არაფერი, პირველი ეს არის, ხდება უკვე ბოლო, ასე ვთქვათ, მოცულობა საავანსო გადახდის, მისი დაქვითვა, და ასევე ეკისრება უკვე აი ეს 25 მლნ, რომელიც ფაქტიურად აღარ ტოვებს არაფერს მათ მიერ წარმოდგენილი ინვოისებიდან გადასახდელს. რეალურად ამ პერიოდიდან დაწყებული 3,5 კმ ერთი ფენა აქვს დაგებული და 4 კმ.... ბოდიშს ვიხდი, 3,5 კმ ორი ფენა აქვს დაგებული და 4 კმ აქვს ერთი ფენა დაგებული. ანუ მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ მთავარი პრობლემა და გამოწვევა, რაც დგას აღნიშნული პროექტის წარმატებულ განხორციელებასთან მიმართებაში, ეს არის ის გეოლოგიური, გეოტექნიკური, ასე ვთქვათ, პროცესები, რომელიც უკავშირდება ჯდენას, ჯდენა, რომელიც არის, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი კი არა და, მთავარი განმაპირობებელი იმისთვის, რომ ზედაპირის მოწყობა დაიწყოს. გარდა ამისა, აღნიშნულმა კომპანიამ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო დამატებითი ყრილის მოწყობა იმისათვის, რომ დაეჩქარებინა შესაბამისი ჯდენები. ტენდენცია ნამდვილად დადებითი არის და დაახლოებით მეტრიანი ჯდენიდან დასული ვართ დაახლოებით 8 მმ-იანზე, მაგრამ არის მონაკვეთები, სადაც მაინც აღნიშნული ჯდენა კიდევ უფრო დიდია, ვიდრე ნორმით არის დასაშვები. თუმცა, აქედან გამომდინარე არსებობს იმის ვარაუდი, ინჟინრის განმარტების მიხედვით, ჯდენების სტაბილიზაციის შემთხვევაში აღნიშნული გზა შეიძლება დამთავრდეს 2019 წლის ბოლომდე. ეს არის რაც შეეხება მეორე ლოტს. მეოთხე ლოტთან მიმართებაში ზუსტად იგივე სიტუაცია არის. იქ არის მეორე ჩინური კომპანია, „ჩაინა რეილვეი“, რომელიც ანალოგიურად, ოღონდ უკვე 23 დეკემბერიდან არის ანალოგიურ რეჟიმში დაჯარიმების გადასული, თუმცა, იგიც აგრძელებს სამუშაოებს. ქალბატონმა ნინომ ბრძანა და ჩვენ პირადად ბევრჯერ ვართ ნამყოფი იმ, ასე ვთქვათ, გასასვლელებთან დაკავშირებით, რაც დატბორილი არის და ეს არის სწორედ იმ ჯდენების მიზეზი, მეტრონახევრიან ჯდენასაც ჰქონდა ადგილი. ტენდენცია აქაც არის დადებითი, მაგრამ უფრო მძიმეა სიტუაცია, თუმცა, იმ გადასასვლელებს, როგორც მეორე ლოტზე, ასევე მეოთხე ლოტზე ორივე კომპანია თავისი ხარჯით ასრულებს ანუ ახლა მიმდინარეობს გამოსწორებითი სამუშაოები მეოთხე ლოტზე. მეორე ლოტზე გადათვლებს აკეთებდნენ და ელოდებიან ჯდენის იმ დოზით დასრულებას, რომ გაკეთებული კიდევ ერთხელ გასაკეთებელი არ შეიქნას და საბოლოოო ჯამში, იმის თქმა მინდა, რომ ეს სამუშაოებიც მიმდინარეობს, ოღონდ, ჩვენ აქაც მეოთხე ლოტშიც დეკემბრიდან არ გადაგვიხდია არაფერი, ვინაიდან აქაც ჯარიმა არის ამოქმედებული ჩვეულებრივად, იგივე პირობებით, იგივე, ასე ვთქვათ, პირგასამტეხლოს რეჟიმში. რა თქმა უნდა, აღნიშნულ კომპანიებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ და აპირებენ დავას, მაგრამ, ნუ, ჩვენ, ასე ვთქვათ, ჩვენს პოზიციაში ვართ დარწმუნებული და დღესდღეობით ეს რეჟიმი არის ამასთან მიმართებაში. რაც შეეხება მესამე ლოტს, მესამე ლოტთან მიმართებაში აქ არის იტალიური კომპანია „ტოდინი“. აღნიშნულმა კომპანიამ დაგვიანებით აწარმოა გეოლოგიური სამუშაოები, ძალიან დიდი ვადაგადაცილება გააჩნია, პლუს ამას, არსებობს მთელი რიგი გარემოებები, რომლებიც ჩვენ აღვწერეთ, 2019 წლის ანუ ორშაბათს მათ გაეგზავნათ ხელშეკრულების შეწყვეტის შეტყობინება და აქედან გამომდინარე უკვე აქაც მოხდება აღნიშნულის შეწყვეტის პროცედურის ბოლომდე დასრულება, როგორც ამას ითვალისწინებს ფიდიკის ვარდისფერი წიგნი (მღვიძავს და არც ნასვამი ვარ!) და, ბუნებრივია, შემდგომ უკვე მოხდება ხელახალი გამოცხადება აღნიშნული ლოტის. ბოლო ანუ ხელახალ გამოცხადებასთან დაკავშირებით უკვე მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში არის საფინანსო ინსტიტუტთან და იმედი გვაქვს, რომ აქაც მოვახერხებთ მალე დავაპროცესოთ აღნიშნული სამუშაოების შესყიდვა.
მ.ცქიტიშვილი. ბატონო ირაკლი, კითხვა არის, რომ მთელი გზა თუ არ დასრულდება, რამდენად იმ ლოტებით სარგებლობა არის შესაძლებელი და ...
ი.ქარსელაძე. კი, მოგახსენებთ, კარგი კითხვაა ნამდვილად და ჩვენ ვხედავთ იმ შესაძლებლობას, რომ მეორე ლოტი არის ყველაზე დაწინაურებული ამ კუთხით და არ გამოვრიცხავთ, რომ მეორე ლოტის გახსნა 2020 წლისთვის, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჯდენები არის ის პროცესი, რომელზეც ვერც ვერავინ ვერ ამბობს გარანტიას და ამისათვის კომპანია დღეს უკვე იხდის პირგასამტეხლოს. მეტი სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით ბერკეტი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, დიდი იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელია ეს 2019-ის ბოლოს 2020-ის დასაწყისში დასრულებადია თუ შესაბამისი საფუძველი იქნა.
მ.ცქიტიშვილი. გმადლობთ, ბატონო ირაკლი და აქვე მინდა დავამატო, რომ როდესაც ასევე ნულ შესრულებაზე ვლაპარაკობთ და ბიუჯეტის შეუსრულებლობაზე ვსაუბრობთ, როდესაც ჩვენ ბიუჯეტი დავაკორექტირეთ ან მოვაკელით უფრო დიდი თანხა, ვიდრე მერე ფაქტობრივად შევასრულეთ და 153 მილიონი ლარით ნაკლები შესრულდა, საბოლო ჯამში, სამინისტროს მიერ მთლიანობაში, ვიდრე იყო დაგეგმილი ბიუჯეტის დაგეგმის დროს. მაგრამ, აქვე მინდა გითხრათ, რომ აი ამ გზის მონაკვეთის მშენებლობაზე ბიუჯეტში იყო ჩადებული 150 მილიონი ლარი 2018 წელს მაშინ, როდესაც ყველა ეს პრობლემა, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, იყო სამწუხაროდ ცხადი და მიუხედავად ამისა, ამ მოცულობის ბიუჯეტის ათვისება იყო გათვალისწინებული ბიუჯეტში. სწორედ ამაზე ვსაუბრობდით პარლამენტში პირველივე ჩემი მოსვლის დროს და მეორეჯერაც კონკრეტულად ამ გზის მონაკვეთების დასახელებით და ყველა ამ პრობლემის აღწერით ჩვენ. შესაბამისად, მხოლოდ ის სამუშაოები შესრულდა კონტრაქტორების მიერ. რომელიც ფაქტობრივად იყო შესრულებადი და ამ ნაწილშიც კი. როგორც ბატონმა ირაკლიმ თქვა. ანგარიშსწორება არ განხორციელებულა. რადგანაც ჩვენ არ გვეკუთნოდა კიდევ დამატებითი თანხის ანაზღაურება ამ ნაწილში. სამწუხაროდ არის ნამდვილად ძალიან პრობლემური გზა მთლიანობაში პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გეოლოგიით დაიწყო ყველაფერი. მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა, რომ ცოტა ნაკლებად გააზრებული გადაწყვეტილებები იყო მიღებული რამდენად დანაშაულებრივი თუ უბრალოდ გააზრებული ან კითხვასაც კორუფცია თუ უკომპოტენტურობა გამოძიებამ უნდა გასცეს ამ კითხვაზე პასუხი. რაც შეეხება ბატონი მერაბ ქვარაიას კითხვებს ზუგდიდის გზებზე დავიწყებ ჯერ კითხვას, კითხვაზე პასუხის გაცემას, რაც შეეხება ზუგდიდში გზების დაგებას. ე.ი. ზუგდიდში წყალგაყვანილობის სამუშაოები მიმდინარეობს ნამდვილად. წყალგაყვანილობის სამუშაოები ეტაპობრივად სრულდება და ჩვენ ზუგდიდის წყალმომარაგება მთლიანობაში ზაფხულამდე ანუ ივლისის თვე არის, თუ არ ვცდები, ბოლო ვადა, როდესაც მთიანობაში უნდა დავასრულოთ და ამაში შედის, მათ შორის, ასვალტის საფარის აღდგენა. კონტრაქტორი უკვე ამ მიმართულებით არის. კვირის ბოლოს გვაქვს დაგეგმილი სამუშაოების დაწყება და დაახლოებით 90 ათასი კვადრატული მეტრის ასვაფტის საფარის აღდგენაზე არის საუბარი. თუმცა, ეს არ არის საკმარისი იმიტომ, რომ ზუგდიდში უფრო დიდი მოცულობის საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემებია და აქედან გამომდინარე, ისევე, როგორც ქუთაისში და ამ კითხვაზეც მინდა აქვე გავცე პასუხი, ქუთაისშიც, ასევე, შიდა გზების პრობლემაა და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას როგორ შეუძლია ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებაც, ამ ნაწილში გზების დეპარტამენტს ვთხოვეთ, როგორც ზუგდიდის, ასევე ქუთაისის შიდა გზების რეაბილიტაციაც. შესაბამისად, ზუგდიდის შიდა გზებზე 30 ქუჩის აღდგენა დაევალა გზების დეპარტამენტს, რასაც უახლოეს მომავალში გაატენდერებს და დაიწყებს. ჯიხაშკარის ციხესიმაგერთან დაკავშირებით უნდა შევისწავლოთ, არ ვიცით, მაგრამ ძეგლთა სააგენტოსთან გვექნება საუბარი. ახლა, რაც შეეხება ანაკლიას. ამ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ასევე ბევრი კითხვა იყო და მე ვეცდები, რომ ეს კითხვები გავაერთიანო ერთ საკითხში. ერთ-ერთი კითხვა იყო თუ რამდენად, ვთვლი თუ არა, რომ ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ვთვლი, და, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება. მე ასევე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ. ალბათ, თქვენც და საზოგადოებას, ალბათ, უფრო თქვენ იცით ამის თაობაზე, რომ სწორედ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მოხდა ინტერესთა გამოხატვა ამ პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა 2014 წელს მას შემდეგ საკმაოდ ხანგძლივი პროცესი იყო ბევრი თავიდან 10-კომპანიაზე მეტი იყო, შემდეგ შედეგად ეტაპების მიხედვით გამარჯვებულად იქნა გამოვლენილი ანაკლიის განვითარების კონსორციუმი. ამდენად უშუალოდ მთავრობა არის ამ პროექტით დაინტერესებული. ქალბატონი თამარ ხულორდავას კითხვა იყო ტრანსევროპული ქსელის პროგრამასთან დაკავშირებით და ასევე ანაკლიის პორტიც არის ამ საინვესტიციო პროგრამის შემადგენლობაში და ესეც, დამერწმუნეთ, არ არის შემთხვევითი და არ ხდება ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სურვილით, არამედ ამაშიც საქართველოს მთავრობა იყო ჩართული, რის შედეგადაც ეს პროექტიც გახდა იმ დიდი სატრანსპორტო ლოგისტიკური საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მოხდა ამ პროგრამაში. რაც შეეხება უშუალოდ პროექტის განხორციელებას. კითხვები იყო გზასთან დაკავშირებითაც, რომელიც სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებაა, მაგრამ ასევე მე მინდა, რომ ზოგადად ანაკლიის პროექტის გარშემო. ასევე, ბატონი მერაბის კითხვა იყო, რამდენად ამ პროექტს ემუქრება თუ არ ემუქრება საფრთხე. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენგან ყოველ შემთხვევაში ამ პროექტს საფრთხე არ ემუქრება. მთავარია, რომ უშუალოდ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა წარმატებით შეძლოს იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც მათ აქვთ აღებული სახელმწიფოს წინაშე იმ ინტერესთა გამოხატვის პროცესში. ამ ნაწილზეც ცოტა მინდა, ასევე, რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მივაწოდო. თქვენც შესაძლოა შეგახსენოთ ცოტა უფრო მეტი ამ პროექტის თაობაზე. მაშინ, როდესაც ხელშეკრულება დაიდო, ყოველ შემთხვევაში კონსორციუმთან მოლაპარაკებების შედეგად პირველ რიგში, ალბათ, უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ თავდაპირველად ინტერესთა გამოხატვის პროცესში სახელმწიფოს გადაწყვეტილება იყო, რომ პორტი არ უნდა იყოს სახელმწიფო საკუთრების, პორტი უნდა მართოს და ააშენოს კერძო სუბიექტმა და, მათ შორის, ინტერესთა გამოხატვის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რომ გამარჯვებულ ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს თავად გამოცდილება ან უნდა ჰყავდეს პარტნიორები პორტის ოპერატორის ნაწილში, რადგანაც ეს არის, ალბათ, წარმატების ყველაზე მთავარი პირობა ამ პორტის მაშინ, როდესაც პორტმა არა მხოლოდ უნდა ააშენოს პორტი და იფუნქციონიროს გამართულად, არამედ უნდა მოიზიდოს ტვირთები და ის ჩვენი გეოგრაფიული პოტენციალი სრულად გამოიყენოს, ახალი ტვირთები მოიზიდოს ამ რეგიონში, რომელიც მანამდე ჩვენი არსებული პორტებით არ მოძრაობს, არსებული პორტების გავლით. ამდენად, ეს პირობა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა, მეორე პირობა იყო, რომ სახელმწიფო გარდა გზის და რკინიგზის მშენებლობისა, გარდა მიწის გადაცემისა სხვა ფინანსურ ვალდებულებაში არ შედიოდა და სახელმწიფოს ასევე არ ჰქონდა არავითარი არც სურვილი თავიდან, არც გეგმა, რომ ამ პროექტში ფინანსურად მიეღო რაიმე სახის მონაწილეობა. მას შემდეგ, რაც ინტერესთა გამოხატვაში უკვე გამოვლინდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, სახელმწიფოს მხრიდან მათთან, მათი თხოვნით და მომართვით იმის გათვალისწინებით, რომ მათი დასაბუთებით, რომ პროექტი არის საკმაოდ რთული, ამის დაფინანსება მხოლოდ კერძო პირების მხრიდან დაფინანსების მოძიება იქნებოდა რთული, ამდენად საპარტნიორო ფონდის მხრიდან არის გაფორმებული ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება იმაზე, რომ სახელმწიფო ჩადებს 100 მილიონ დოლარს სუბორდინირებული სესხის სახით ამ პროექტში. შეგახსენებთ, რომ თავიდან ეს პირობა ინტერესთა გამოხატვის დროს არ იყო გათვალისწინებული. შედეგად ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გათვლებით ამ პროექტის მშენებლობა იცით, რომ დაახლოებით 600 მილიონ დოლარს საჭიროებს, აქედან გამომდინარე, 100 მილიონი დოლარის ოდენობით ფინანსური მონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან არის გათვალისწინებული, შესაბამისად კერძო კაპიტალის სახით მათ აქვთ საკუთარი ანუ, კაპიტალის სახით აქვთ ჩასადები 120 მილიონი დოლარის ინვესტიცია, როგორც საკუთარი კაპიტალი და ამის გარდა 400 მილიონის ოდენობის სესხი მოსაზიდი ამ პროექტის განხორციელებისთვის. დღევანდელი ვითარება და არა მარტო დღევანდელი მე ასევე მინდა გითხრათ, რომ ასევე საინვესტიციო ხელშეკრულებით, რომელიც არის დადებული ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან და უშუალოდ ინტერესთა გამოხატვის პირობებშიც იყო დაგეგმილი, რომ ფინანსური დახურვა ეგრეთწოდებული არამედ, ყველა დაფინანსების სრული მოზიდვა ანუ უზრუნველყოფა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხრიდან უნდა მომხდარიყო 2018 წლის 1 იანვრისთვის, შემდეგ 2017 წელს, როდესაც ცხადი გახდა, რომ ეს პირობა ვერ სრულდება, 2017 წლის ბოლოს მოხდა ამ ვადის გადაწევა და ვადა განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრით, 2019 წლის იანვარს ამრიგად ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა სრულად მოეზიდა, როგორც საკუთარი კაპიტალი, ასევე მოეზიდა 400 მილიონის ოდენობის სესხები და ამასთან ერთად მათ 1-ლი იანვრისთვის უნდა დაეწყოთ პორტის მშენებლობა, უნდა ჰქონოდათ წარმოდგენილი სახელმწიფოსთვის სრული საპროექტო დოკუმენტაცია ისევე, როგორც უნდა ჰყოლოდათ გამოვლენილი პორტის მშენებელი კომპანია და აქტიური მშენებლობა ამ პორტის უნდა განხორციელებულიყო. ამ პერიოდის განმავლობაში იცით, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, თუმცა აქაც მინდა გითხრათ, რომ ესეც მთავრობასთან მოლაპარაკების შედეგად მოხდა და ჩვენ გავათავისუფლეთ ისინი ვალდებულებისგან, რომ სამუშაოების დაწყების წინ 20 მილიონი გარანტია წარმოედგინათ, ანუ ესეც შემხვედრი ნაბიჯი იყო. გარდა ამისა, უკვე 2018 წლის ბოლოს ეგრეთ წოდებული საფინანსო დახურვის ვადის გადავადება მოხდა 2019 წლის 1-ლ ივლისამდე. ამდენად მე ამიტომ ვყვები ამ ექსკურსს. გარდა ამისა, ბევრი ცვლილება განხორციელდა,როგორც პორტის ოპერატორის ნაწილში და დღეის მდგომარეობით ის მოდელი, რომელიც აქვს შემოთავაზებული ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, პორტის ოპერატორის ნაწილში არ შეესაბამება იმას, რაც იყო, რაც არის ასახული საინვესტიციო ხელშეკრულებაში. ასევე, ჯერ არ გვაქვს სრული საპროექტო დოკუმენტაცია და ნაწილშიც არის მოსალოდნელი ცვლილებები, მაგრამ მთავარი არის ის, რომ უშუალოდ 400 მინიონის დაფინანსების ნაწილშიც, დამერწმუნეთ, მეც, როგორც ამ მთავრობის წევრი, მანამდე როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვარ მომსწრე იმისა, რომ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე ჩვენსსტრატეგიულ პარტნიორებთან და ჩვენს პარტნიორებთან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუციებში სწორედ საქართველოს მთავრობა უსვამდა ხაზს იმას, რომ ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და პრაქტიკულად ის მზაობა საერთაშორისო საფინანსო ბანკების მხრიდან განიხილონ ანაკლიის პორტის, ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის სესხის გაცემა ეფუძნება სწორედ მთავრობის ასეთ ხედვას და ასეთ სურვილს. თუმცა, ამ პროცესში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა შეისწავლეს პროექტი და პროექტის შესწავლის შედეგად 2018 წლის ბოლოს ჩვენ მოგვაწოდეს უკვე ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ის პირობები, რა პირობების შეცვლასაც გვთხოვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, იმ საინვესტიციო ხელშეკრულებაში, რომელიც დღეისთვის არის გაფორმებული მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის და ერთ-ერთი მთავარი ცვლილება არის ის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ითხოვენ მთავრობისგან ტვირთების გარანტიას, ანუ ამ სესხების უზრუნველყოფას მთავრობის მხრიდან. როგორც მოგახსენეთ, ეს პირობა არ იყო გათვალისწინებული თავდაპირველად არც ინტერესთა გამოხატვის დროს და არც საინვესტიციო ხელშეკრულების დროს. მიუხედავად ამისა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ნამდვილად სწორედ მთავრობა არის ჩართული ამ პროცესის და ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ერთად ცდილობს, რომ ეს პროცესი წარიმართოს უფრო სწრაფად და დადებითი შედეგით. ჩვენ სულ ორი კვირის წინ დაახლოებით გვქონდა შეხვედრა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დელეგაციასთან, სადაც მთავრობის წარმომადგენლებისგან ჩვენი უწყებებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან, როგორც ეკონომიკის იუსტიციის ფინანსთა გარემოს დაცვის და ჩვენი სამინისტროს წარმომადგენლები, შედგა შეხვედრა საერთაშორისო ბანკებთან იმისთვის, რომ ჩვენ მათთან ერთად გავიაროთ ყველა ის შესაძლო და სასურველი ცვლილება, რომელიც ამ ხელშეკრულებაში უნდა შევიდეს. და ამ ცვლილების ფარგლებში უნდა მოვილაპარაკოთ იმაზე თუ რამდენად, მათ შორის, დავინახოთ მათი სურვილები და საჭიროებები და მერე ჩვენ ყველამ ერთად განვსაზღვროთ რამდენად ჩვენ უნდა შევცვალოთ და რა სახის პირობების შეცვლა იქნება საჭირო ამ ხელშეკრულებაში. ვითარება დღეისთვის არის ასეთი: ანაკლიის პორტს საფრთხე სახელმწიფოსგან ნამდვილად არ ემუქრება ამ პროექტის განხორციელებას, მთავარია რომ ჩვენი ხელშეწყობით, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ პროექტის ფინანსური უზრუნველყოფა იქნეს მოძიებული უშუალოდ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ. რაც შეეხება გზას. გზის ნაწილშიც 11 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული საპროექტო სამუშაოებისთვის, ჩვენ გვაქვს ამ სამუშაოებისთვის გათვალისწინებული თანხა წელსაც. შარშან ჩავარდა ფაქტობრივად ის ტენდერები, რომელიც იყო გამართული ამ სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე და ჩავარდა, მათ შორის, იმის გამო, რომ ეს არ არის მხოლოდ გზა ეს არის გზა და რკინიგზა. ჩვენ ახლა უშუალოდ ჩვენ ტექნიკურ კონსულტატებთან ერთად და მათ შორის საერთაშორისო კონსულტატებთან ერთად გადავამუშავეთ სატენდერო მოთხოვნები და უახლოეს დღეებში უკვე გვაქვს მიმართული შესყიდვის სააგენტოსთვის, რომ ტენდერიდან გადავიდეთ კონკურსზე, რაც შესაძლოა მეტი მოქნილობის საშუალებას მოგვცემს იმისთვის, რომ ეს ტენდერი წარმატებით ჩატარდეს. ამდენად, ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს აქვს აღებული. მიწის გამოსყიდვაში სახელმწიფოს აქვს დაახლოებით 60 მილიონი ლარი დახარჯული, რომელიც არის შემდგომში ანაკლიის განვითრების კონსორციუმისთვის გადაცემული და როგორც გითხარით დღესაც აქტიურ კომუნიკაციაში ვართ, როგორც ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, ასევე ოთხივე საფინანსო ინსტიტუტთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად ამოვუდგეთ გვერდში ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, რაც ჩვენ შეგვიძლია და დავეხმაროთ თანხების მოზიდვაში. თუმცა, იმაზე, რომ უნდა მისცეს თუ არა სახელმწიფომ სრული გარანტია, საფინანსო გარანტია მაშინ, როდესაც თავდაპირველ ხელშეკრულებაში და ინტერესთა გამოხატვაში ეს არ იყო გათვალისწინებული, ალბათ, მერე ისევ თქვენთან ერთად ვიმსჯელებთ. ანაკლიასთან დაკავშირებით იმედია, რომ ამომწურავად გავეცი პასუხი ყველა კითხვას, რომელიც ანაკლიასთან დაკავშირებით იყო. რაც შეეხება უკვე ბატონი სიმონ ნოზაძის კითხვებს ხაშურთან დაკავშირებით სურამის ციხის რეაბილიტაციაც და სურამის ციხის მიმდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაც არის ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც ჩვენ ახლა ვსწავლობთ. ამ მიმართულებით ჩვენ ასევე გვაქვს კომუნიკაცია ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ ამ პროექტის დაფინანსებაც მოვიძიოთ. თუმცა, ჩვენ ვგეგმავთ, რომ ამ მიმართულებით პროექტირებას განვახორციელებთ წელს და სამუშაოების შესრულებას, ალბათ, თუ მოვახერხებთ ან წლის ბოლოს, ან შემდეგი წლის დასაწყისში. რაც შეეხება ხაშურის ცენტრალური სტადიონის პროექტს ტენდერი არის უკვე გახსნილი, ხუთი მონაწილე კომპანიაა და ტენდერის შეფასების პროცესში ვართ და გამოვლინდება გამარჯვებული და შესაბამისად დავიწყებთ სამუშაოებს. ასევე, ხაშურის წყალმომარაგების ნაწილში საფრანგეთის განვითარების სააგენტოა დონორი, რომელიც გვეხმარება ამ პროექტში. პროექტირება უკვე დასრულებულია და წელს ასევე ველოდებით ახლა, ანუ დონორის თანხმობას საპროექტო დოკუმენტაციაზე იმისთვის, რომ დავიწყოთ უკვე გამარჯვებული სამშენებლო ტენდერი გამოვაცხადოთ. წელს სამუშაოებს ვერ დავიწყებთ. მთავარია, რომ წელს დავასრულოთ უკვე დონორების წესებით საკმაოდ ხანგძლივი პროცედურებია ყველა ის პროცედურა, რომელიც საჭიროა, რომ გაისად უკვე ვიშოვოთ, სამშენებლო სამუშაოები დავიწყოთ ხაშური წყალმომარაგების ნაწილში. რაც შეეხება სტიქიის პრევენციას. ბატონი სიმონის კითხვაც იყო, ბატონი გია გაჩეჩილაძის კითხვაც და გავაერთიანებ თქვენის ნებართვით. სტიქიის პრევენციის მიმართულებით, ასევე, ბევრად უკვე მეტი საჭიროება არის ინდეტიფიცირებული, ვიდრე ის თანხა, რომელიც ბიუჯეტში გვაქვს, ბუნებრივია, თუმცა, მთავარია, რომ ჩვენ ამ მიმართულებით, როგორც გითხარით, სისტემური ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ. შედეგად ანალიზიც გვაჩვენებს ამის საშუალებას, რომ სად არის ყველაზე რთული მონაკვეთები ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკის დაფინანსებით რაჭაში არის უკვე შესწავლილი სტიქიურად, სტიქიის პრევენციის თვალსაზრისით სახიფათო უბნები, ამ პროექტს ჩვენ მსოფლიო ბანკთან გავაგრძელებთ და რაჭის რეგიონის შესწავლა, რა თქმა უნდა, შემდეგ... დაედება საფუძვლად უკვე ჩვენი პროექტების ჩვენი პროექტების დაგეგმას. გარდა ამისა, ბატონი გიას მინდა გამოვეხმაურო იმაზე, რომ 55 მილიონი, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, თუმცა გუშინ მოეწერა ხელი თუ არ ვცდები, ასევე, მსოფლიო ბანკის და გაეროს ფონდის დახმარება 70 მილიონის ოდენობით, ზოგადად სტიქიის პრევენციის სამუშაოებზე. გარემოს დაცვის სამინისტრო არის ამ შემთხვევაში ძირითადი პარტნიორი ეს არის სტიქიის ადრეული შეტყობინების სისტემების ზოგადად პროცესების შესწავლა, საინჟირნო გადაწყვეტების ნახვა და, ბუნებრივია, უკვე ჩვენ და გარემოს სამინისტრო ერთობლივად ამ პროექტში არის ჩართული იმ 70 მილიონში ეს 55 მილიონი არ შედის ეს არის დამატებითი თანხები, რომელიც ჩვენ გვაქვს. ბატონი შალვა კიკნაველიძის კითხვა იყო დაკავშირებული იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, რომელსაც ვახორციელებთ ისევ და ისევ, რა თქმა უნდა, საერთაშორის მაგისტრალების მშენებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ვიცით, რომ ახალ სტანდარტზე გადაყვანა აღარ გვაძლევს საშუალებას, რომ შროშაში გავჩერდეთ თიხის ჭურჭელზე, უშუალოდ ასევე უღელტეხილზე სხვადასხვა რესტორანში, თუმცა ამ მიმართულებითაც პირველ რიგში ისევ და ისევ იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო დონორი ინსტიტუტების მიერ არის ან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წესებით ხდება განსახლების გეგმა, სოციალური ზემოქმედების გეგმა, გარემოზე ზემოქმედების სრული ანალიზი ტარდება, მათ შორის, არის გათვალისწინებული ის სოციალური ზეგავლენა, რომელიც მიმდებარე მოსახლეობაზე აღიქმება და ამ პროექტში არის გათვალისწინებული იმ სპეციალური ზონების მოწყობა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება მოაწყოს სავაჭრო ზონები იმისთვის, რომ კვლავ მოემსახუროს ტურისტებს, წარუდგინოს ტურისტებს ის პროდუქცია, რომელიც ჩვენ ვართ შეჩვეული, ხაშურში ჰამაკები, შროშაში კიდევ რაღაცა და ა. შ. ეს ჩვენი რეგიონული სპეციალიზაციაც ჩვენ ვცდილობთ რომ იყოს გათვალისწინებული ისე, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის ინტერესები არ დავაზიანოთ. ბატონი კახა ოქრიაშვილის კითხვა ეხებოდა თეთრიწყარო-ორბეთის გზას. მე მინდა ბატონი კახა, ვერ ვხედავ, გასულია, მაგრამ იქნება მშვიდად იმიტომ, რომ ტენდერი არის უკვე გამოცხადებული 9,5 კილომეტრის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით და მე ჩემს ლაითში და პრეზენტაციაში, რა თქმა უნდა, ვერ მექნებოდა 700-მდე საგზაო პროექტი ჩამოთვლილი, რომელიც რეაბილიტაციის ნაწილში თუ რამდენი პროექტიც გვაქვს. ასე რომ, გვაქვს ამ მიმართულებით კარგი ახალი ამბავი იმ რეგიონის მოსახლეობისთვის. ბატონი რატის კითხვა შშმ პირების სტანდარტებთან დაკავშირებით. სამშენებლო სტანდარტებში და რეალურად პროექტებში ამ სტანდარტების განხორციელებასთან დაკავშირებით ნამდვილად ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს მიმართულება, ნამდვილად ქალბატონი მზიას, ჩემი მოადგილის, გუნდი მუშაობს ამ მიმართულებით არსებულ სამშენებლო დადგენილებაში ყველა წესები არის გათვალისწინებული, მაგრამ უკვე პროექტების მორიტორინგის პროცესში, რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ ყველა ეს სტანდარტი იყოს შესრულებული რეალობაში. ბატონი გრიგოლ მიქელაძის კითხვა იყო, წყალკანალიზაციასთან დაკავშირებით, სამტრედიის წყალგაყვანილობასთან დაკავშირებით. ბატონო გოგა, ან, ქალბატონო ეკა, გთხოვთ, რომ უფრო ზუსტად უპასუხოთ. და ხიდზე მერე, ბატონო ირაკლი, ალბათ თქვენ გვიპასუხებთ და ბატონი გივის კითხვაც უერთდებოდა იგივე ხიდის თემას.
გ.კაცია. მოგესალმებით, ქალაქ სამტრედიის წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ აღნიშნულ პროექტზე ჩვენ უკვე საპროექტო სამუშაოები დაწყებული გვაქვს, ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან და მომავალი წლიდან დავიწყებთ აღნიშნულ ქალაქთან მუშაობას, ერთ დეტალსაც დავაზუსტებ, მიმდინარე ეტაპზე გარდა წყლისა და კანალიზაციისა, ჩვენ ვმუშაობთ რომ მოხდეს ეტაპობრივი გაკეთება, რომ იგივე პრობლემები არ მივიღოთ, რაც ... ქალაქებში, რომ რამოდენიმე წლის განმავლობაში იქნება გადათხრილი. ვინაიდან თვითონ პროექტი არის საკმაოდ რთული, ზოგადად, ყველა წყალმომარაგების და წყლის პროექტებს თან ახლავს დისკომფორტი მოსახლეობასთან და მაქსიმალურად ვეცდებით რომ შევამციროთ. მომავალ წელს დავიწყებთ აღნიშნულ პროექტს წლის შუა პერიოდში.
მ.ცქიტიშვილი. ხიდზე.
ი.ქარსელაძე. დიახ, ხიდთან დაკავშირებით ბატონ გია მიქელაძეს ჰქონდა ინიაციატივა ახლსოფელი-ჯგვიშის-შუამთის მონაკვეთი, ჩვენ, როგორც წესი, მსგავსი ტიპის ინიციატივებს ვიხილავთ და შესაბამის ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზს ვაკეთებთ, რის საფუძველზეც უფრო სწორად, რომელი ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას ობიექტურად ვიმსჯელოთ სხვადასხვა პარამეტრების გათვალისწინებით რაც სატრანსპორტო ეკონომიკაში არის მიღებული, რომლითაც ხელმძღვანელობენ საფინანსო ინსტიტუტები ამა თუ იმ გზის დაფინანსების ან მისი განვითარების შემდგომი გადაწყვეტილებებით ზუსტად იგივე პრინციპებით და ამ შემთხვევაში მსოფლიო ბანკის კონსულტანტის მიერ მოხდა ეს კონკრეტული ამ გზის ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზის განხორციელება. ძალიან მოკლედ გაგაცნობთ მონაცემებს, რაც გვაქვს ამ ანალიზის შედეგად. სამშენებლო სიგრძე გზის გამოვიდა 10 კილომეტრი, პროექტის სავარაუდო ღირებულებაც გამოვიდა 35 მილიონი ლარი, რომელშიც შედის, როგორც მისასვლელი გზები, ასევე ხიდი და შესაბამისი გზაგამტარი. ამჟამად სტატისტიკით ჩვენი გადათვლებით არის 1500 ავტოსატრანსპორტო საშუალება მოძრაობს აღნიშნული მიმართულებით და უკიდურესად ოპტიმისტური გათვლით 40% როდესაც ავიღეთ, 600 ავტომანქანაზე დღე-ღამეში მივიღეთ შემდეგი მონაცემები: ძირითადად არის ორი პარამეტრი ტექნიკურ-ეკონომიკური კუთხით, რომელიც ჩვენ გვაძლევს ობიექტური გადაწყვეტილების საშუალებას; ეს არის ინვესტირებაზე დაბრუნებული, ასე ვთქვათ, აიარარი, ინვესტიციის დაბრუნების კოეფიციენტი და მეორე არის ენდივიდპრეზენველიუ??????, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში 600 ავტომანქანაზე გამოვიდა 5,4%, ეს არის დაბრუნების კოეფიციენტი, აიარარი და ემპივი გამოვიდა 10 მილიონ ლარზე მეტი, ეს არის 20-წლიანი, ასე ვთქვათ, გადათვლით, შესაბამისად დღეის მდგომარეობით ამ ავტოსატრანსპორტო ნაკადის გათვალისწინებით ზოგადად 12% აიარარი ეს არის ის ასე ვთქვათ, ნორმა, რომელიც საშუალებას გვაძლევს (უკაცრავად, გამიგრძელდა), ერთი სიტყვით, 1100 სატრანსპორტო საშუალება დღეში ეს არის ის პარამეტრი, რომელიც უკვე აღნიშნულ პროექტს შესაბამის ტექნიკურ ეკონომიკურ დასაბუთებას მისცემდა, დღეის მდგომარეობით მისი განხორციელება დროითი თვალსაზრისით რომ ავიღოთ, ეს არის ამ შემთხვევაში 18 წუთი სჭირდება, 21 არსებული კილომეტრის გავლას და 10 კილომეტრი იქნება, რომელსაც დასჭირდება 10 წუთი, ანუ 8 წუთი არის ის დანაზოგი, რაც დროში გვაქვს. ანუ, შესაბამისად ავტოსატრანსპორტო ნაკადების ზრდის პერსპექტივით, როდესაც იგი მიაღწევს უხეშად 1100 ერთეულს, დღე-ღამეში შემდგომ უკვე შესაძლებელი იქნება აღნიშნული პროექტის განხორციელება, რა თქმა უნდა, ჩვენ პერიოდულად აღნიშნულ გადათვლებს ვაკეთებთ და, რა თქმა უნდა, ეს და კიდევ რამოდენიმე სხვა პროექტია, რომელიც ანალოგიური პრობლემით ხასიათდება, რომ ეკონომიკური პარამეტრები არ იძლევა ამ პროექტის განხორციელების ობიექტურ საშუალებას. მადლობა. უკაცრავად, მე მგონი ძალიან დეტალებში შევედი და ბოდიში.
მ.ცქიტიშვილი. მადლობა. ბატონ კახა კუჭავას კითხვა იყო, ჩვენ ნამდვილად ბატონ კახასთან გვქონდა მანამდეც კომუნიკაცია და გიდასტურებთ, ბატონო კახა, კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი მიდგომა მთლიანობაში არა მარტო ამ პროექტთან მიმართებაში, არამედ ზოგადად გზების მშენებლობის ნაწილში და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილში არის ისეთი სახით პროექტების შესრულება და ისეთი სახით დაგეგმარება, რომ მინიმალური ჩარევა მოვახდინოთ ბუნებაში და მით უმეტეს, რა თქმა უნდა, დაცული ტერიტორიების დაცულ ლანშაფტებს და მით უმეტეს საერთაშორისო დონეზე, ზურმუხტის ზონებს ვგულისხმობ დაცულ ლანშაფტს, რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ყველანი ერთად შევინარჩუნოთ. რაც შეეხება უშუალოდ ამ გზას, მე ვწუხვარ, რომ საერთოდ ამ გზასთან დაკავშირებით ასეთი აღქმა იყო, რომ თითქოს იქ საერთაშორისო დონის მაგისტრალის მშენებლობა იყო დაგეგმილი, ეს ნამდვილად ასე არც იყო, არც თავდაპირველად, 200-ზე მეტი კილომეტრია თუ არ ვცდები, მთელი ამ გზის მარშრუტი, გამჭოლი შესაძლო მარშრუტი, მაგრამ ეს ყოველთვის იყო გათვალისწინებული, როგორც ტურისტული გზა. უბრალოდ, საუბარი იყო იმაზე, რომ არსებული გზები, რომელიც არის იქ, სადაც არსებული მონაკვეთები არსებობდა სტანდარტებში მოგვეყვანა, თუნდაც მიწის გრუნტის გზის ნაწილში და ის, სადაც ახალი მონაკვეთები იყო გასაკეთებელი, რა თქმა უნდა, ეს მონაკვეთებიც უკვე შესაბამისი სტანდარტების დაცვით იქნებოდა გაკეთებული. ამასთან ერთად რაც შეეხება აი განსაკუთრებით ზურმუხტის ზონებით დაცულ არეალებს, ეს არის ბაწარა-ბაბანაურის დაცული ტერიტორია და იმ მონაკვეთებზე გადის, ახლაც 3000 მეტრზე ზემოთ უწევს ეს ამ გზის გაყვანა, გარდა ამისა, ასევე ყველას გვესმის, რომ ასეთი გზის შენახვაც, მოვლა პატრონობა ამ სიმაღლეზე არის პრაქტიკულად შეუძლებელი, ზამთრის სეზონის განმავლობაში ძალიან სეზონური გზა არის, ამდენად, რა თქმა უნდა, არც ასფალტის გზა არ იყო დაგეგმილი იქ არასდროს. რაც შეეხება ამ მონაკვეთს, ჯერ კიდევ საპროექტო კომპანია ცდილობს, რომ მოძებნოს გამოსავალი, როგორც ვიცი სპეციალისტებისგან ძალიან რთული იქნება ამ მონაკვეთზე პრაქტიკულად უკვე ვიცით, რომ ამ გზის დაკავშირება და სრული მარშრუტის აგება პრაქტიკულად შეუძლებელია, უფრო სწორად ისეთ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომელიც არ იქნება მიზანშეწონილი, როგორც ახლა ხიდზე ვსაუბრობდით, ჩვენ ასეთივე ანალიზს, რა თქმა უნდა, გზების ნაწილში ვაკეთებთ. ამიტომ ნება მომეცით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ ვერ გითხრათ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ მუშაობს საპროექტო კომპანია, მაგრამ უკვე ძალიან დიდი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ რაღაც გარკვეულ მონაკვეთზე ეს ფიზიკურადაც შესაძლებელი არ იქნება. თუმცა, არსებული მონაკვეთების აღდგენა მიმდინარეობს ნუ, ჯუთას მიმართულებითაც გზის მშენებლობაც მიმდინარეობს და სხვადასხვა მონაკვეთები ამ გზის იქ, სადაც გზა არსებობს ნამდვილად იქნება იმ სტანდარტში მოყვანილი, რომელიც ტურისტულად უსაფრთხო მგზავრობას უზრუნველყობს. დანარჩენზე კიდევ უფრო მოგვიანებით გვექნება უკვე ზუსტი პასუხი უკვე დასაბუთებული ყველა საპროექტო დოკუმენტაციით. რაც შეეხება ღები-ჭიორას მიმართულებით ღები ზოგადად არის ონისკენ გეგმის სივრცითი მოწყობის გეგმებზე რომ ვსაუბრობდი და თქვენ ალბათ ნახავდით, რომ რაჭაში როგორც ამბროლაური ასევე ონი, შაური ანუ რამდენიმე ლოკაცია არის რაჭით სივრცითი მოწყობის გეგმასთან მიმართებაში, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ საინტერესოთ ვითარდება უკვე ტურისტულად ძალიან დიდი ინტერესია და ღები არის, მათ შორის, ერთ-ერთი ის რეგიონი, სადაც არის, რომელიც არის ონით გენგეგმით მოცული. ჯერ არ არის დამტკიცებული გენგეგმა და უკვე აქტიური საჯარო განხილვები და ა.შ. ამ გეგმით დაიწყება სადაც შემდგომში ჩვენც ვნახავთ თუ ინფრასტრუქტურულად რისი გაკეთება არის შესაძლებელი. ბატონი სულხან მახათაძის კითხვა ეხებოდა შესყიდვების ნაწილში პრობლემებს, პასუხისმგებლიანი კომპანიები ცოტაა და ა.შ. იცით როგორ მინდა დავიცა კიდევაც კონტრაქტორები იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მათაც აქვთ თავისი ობიექტური სირთულეები, მათ შორის, სამუშაო ძალის კვალიფიცირებული სამუშაო ძალის, პრაქტიკულად არყოლა საქართველოში, რომელიც სამშენებლო სექტორში არ გვაქვს ჯერ ისეთ დონეზე პროფესიული განათლება განვითარებული ისე, რომ თუნდაც სანტექნიკოსი, ელექტრიკოსი იყოს კვალიფიცირებული შესაბამისი სერტიფიცირებული ისევე, როგორც უცხოეთშია და ალბათ, კონტრაქტორებსაც თავისი პრობლემები აქვთ, როგორც მუშა ძალაში სამუშაო პერსონალში, ასევე გამოცდილ პროექტანტებში, გამოცდილ ინჟირნებში და კონტრაქტორებიც. ხშირად გვაქვს კონტრაქტორებთანაც შეხვედრა ასოციაციებთან, რომელებიც კონტრაქტორებს აერთიანებს და ვიცით, რომ კონტრაქტორების ამ მიმართულებით ნამდვილად გეგმავენ და ახორციელებენ კიდევაც იმ ღონისძიებებს, რომელიც აი ამ პრობლემების გადაწყვეტაზე არის ორიენტირებული. როგორც პროფესიული განათლება, რა ნაწილშიც ისინი აქტიურად განათლების სამინისტროშიც არან ზოგიერთი მათგანი ჩართული იმისთვის, რომ პროცესში სამუშაო პროცესზე დაყრდნობით უკვე პროფესიული განათლებაც მისცენ თავისივე დასაქმებულებს. ფინანსური პრობლემებიც და წდომა ფინანსებზეც არც ისეთი მარტივია ჩვენი ქართული კონტრაქტორებისთვის, ასევე, ძალიან ხშირად ეს არ არის უბრალოდ უპასუხისმგებლო, არამედ ისეც შეიძლება ზედმეტად ოპტიმისტი კომპანიები არიან, რომლებიც ცდილობენ საქმის გაკეთებას, მაგრამ ხანდახან არ გამოზრდით. ზოგ შემთხვევაში მათაც აქვთ იგივე ხან გეოლოგია, ხან ამინდი ბევრი პრობლემა, რომელიც არის მათთვისაც ობიექტური, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველანი მოვისურვებდით, რომ ჩვენი კონტრაქტორებიც ასევე იქ, სადაც ეს ფაქტები არის იყვნენ უფრო პასუხისმგებლებიც, მათ შორის, ვალდებულებების აღების ნაწილშიც. ფასის დაფიქსირების ნაწილშიც, სატენდერო შეთავაზების დროსაც თავისი რესურსების შეფასებაში და ა.შ. ალბათ, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ეს სექტორი უკეთ განვითარდეს. რაც შეეხება მთის კანონს, მთის კანონზე, რა თქმა უნდა, თქვენი კითხვა იყო რამდენად ეფექტურია მთის კანონი, რამდენად კარგად იმუშავა. რა თქმა უნდა, მთის კანონი ვერ გადაწყვეტდა იმ პრობლემებს, რომელიც წლების განმავლობაში მთაში დაგროვდა პირველ რიგში და მთავარი პრობლემა არის მთის დაცლა და იცით როდესაც ამ კანონის მიღებაზე იყო საუბარი როდესაც ორი აღწერის მონაცემები შედარდა ერთმანეთს არის რეგიონები სადაც არა თუ 25%-ით, არამედ 40%-მდე კი არის მოსახლეობის კლება. შესაბამისად კანონი პირველ რიგში იყო მიმართული იმაზე, რომ ის ადამიანები რომლებიც მთაში ცხოვრობდნენ დავხმარებოდით მათ, რომ თავისი პრობლემები უკეთ ჰქონოდათ გადაჭრილი, ჰქონოდათ მეტი სოციალური შეღავათი და შესაბამისად ჰქონოდათ მეტი ინტერესი, რომ დარჩენილიყვნენ მთაში. ამის გარდა უშუალოდ, რაც კანონში იყო ჩადებული მასწავლებლების დანამატები, ექიმებზე და ექთნებზე დანამატები სპორტის მწვრთნელებზე დანამატები უკვე იმას ემსახურებოდა, რომ გარდა იმისა, რომ მოსახლეობა დავტოვოთ იქ, ასევე, ხელი შევუწყოთ მასწავლებლებს პედაგოგებს, ექიმებს და ა.შ. რომ იმ რეგიონებში ყოფილიყვნენ დარჩენილიყვნენ და მე მაგალითად იგივე შატილში სტუმრობის დროს ვნახე იქ რამდენიმე მასწავლებელი, რომელიც სხვა რეგიონებიდან იყო ჩასული შატილში და იქ მუშაობდნენ იმ სკოლა-პანსიონში, რომელიც მაღალმთიან დასახლებაში არის. ამდენად, უშუალოდ კანონის ფარგლებში, კანონის ამოქმედებიდან 130 მილიონზე მეტი ღირებულების სოციალური შეღავათი არის გაცემული, მათ შორის ბავშვის დაბადების დახმარება 12 000-მდე ბავშვი დაიბადა ამ 2013-დან 18 წლის ჩათვლით მაღალმთიან რეგიონში რაც ასევე მეტყველებს იმ დადებით დინამიკაზე, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, მაგრამ რაც შეეხება ზოგადად მთის კანონს, იცით, რომ საწარმოებისთვისაც შეღავათები იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი მხოლოდ სოციალური შეღავათები და ამიტომ უშუალოდ მთის ფონდიც, მისი ნაწილი 10 მილიონი ლარის ოდენობით დაახლოებით ყოველწლიურად მიემართება იმ პროგრამების დასაფინანსებლად, როგორიც არის „აწარმოე საქართველოს“ სოფლის მეურნეობის კომპონენტები, რათა ჩვენ ხელი შევუწყოთ იქ ბიზნესის განვითარებასაც. კოოპერატივებს პროგრამებიც დაინერგა, როგორც მესაქონლეობის ნაწილი. ასევე თაფლის, ყველის და რძის წარმოების ნაწილში. სულ ცოტა ხნის წინ დაემატა კიდევ კენკრის კომპონენტი, ანუ ეს არის ის მიმართულებები, რომელიც ჩვენს მაღალმთიან დასახლებებში ეკონომიკის განვითარებისთვისაც და იმ ადამიანების ეკონომიკაში ჩართვისკენ არის მიმართულებაში, რათა მთაში ცხოვრება იყოს არა მხოლოდ სასიამოვნო და ლამაზი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, არამედ, მათ შორის, ეკონომიკურადაც გამართლებული. ამ მხრივ ჩვენ ბევრ დეპუტატთან, განსაკუთრებით იმ დეპუტატებთან, რომელიც მაღალმთიანს წარმოადგენენ გვაქვს ასევე აქტიური კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ შევაფასოთ, როგორც კანონის მოქმედება, ასევე შევაფასოთ რამდენად არის საჭირო ან შესაძლებელი კრიტერიუმების კორექტირებაც. იმიტომ, რომ ხშირად გვესმის, რომ ძალიან ბევრი სოფელი არ არის, უნდა იყოს მაღლამთიანში და არ არის. ის ორივე სოფელი, რომელიც დღეს იყო ნახსენები, სოფელი ფრეზეთი, ბატონმა დიტომ ახსენა და ბატონმა ოთარმა თუ არ ვცდები, ქერე, სოფელი ახსენეთ, სამწუხაროდ ორივე სოფელი, სამწუხაროდ, იმ კრიტერიუმებში ფიზიკურად არ ჯდება. ჩვენ ახლა 35 სოფლის კრიტერიუმების შესწავლას ვაკეთებთ, კიდევ ერთხელ დამატებით, რაც არის მუნიციპალიტეტების მხრიდან მოთხოვნილი, თუმცა, როგორც გითხარით, ასევე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მაჟორიტარ დეპუტატებთან, ანუ მთის რეგიონის წარმომადგენლებთანაც გვაქვს კონსულტაცია ისევე, როგორც, ბოდიში, ივესეიდი თუ ჯიეზეტი დაგვეხმარა თვითონ ამ კანონის შეფასებაში იმისთვის, რომ ვნახოთ სად არის ის ეფექტი, რომელიც მივიღეთ და სად არის კიდევ მეტის გაკეთების საშუალება. ასე, რომ ამ მიმართულებითაც გარკვეული ცვლილებები შესაძლოა ჰქონდეს, თუმცა, საკითხის შესწავლა უფრო მეტს გვაჩვენებს.
რაც შეეხება ბატონ გიორგის კითხვას სოფლის პროგრამასთან დაკავშირებით. მე მგონია, რომ ნაწილობრივად გავეცი პრინციპში თქვენს კითხვებს პასუხი. რაც შეეხება განაწილების პრინციპს. განაწილება ახლა არის დადგენილი სახით, რომ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით არის განაწილებული თანხა. 200-კაცამდე თუ ცხოვრობს სოფელში მათი დაფინანსების მოცულობა არის 500 000 ლარი, შემდეგი ნაბიჯი არის 200-დან 400 ადამიანამდე და ეს არის უკვე 6 000 ლარი, ხომ, თუ 12, გაორმაგებული, ბატონო, 12 000 ლარი და შემდეგ 400-დან 1000 კაცამდე არის და 1000 კაცის ზემოთ. ჩვენ გვაქვს ახლა 40 მილიონი იმისთვის. რაც შეეხება ახლა მეტ თანხებს, გვაქვს განაწილებული ყველა სოფელზე, უკლებლივ ყველა დასახლებაზე, რომელიც გვაქვს. ადმინისტრაციული ცენტრები ამოვიღეთ იმიტომ, რომ სოფლის პროგრამაში დიდი დასახლებები არ არის გათვალისწინებული. მე არ გამოვრიცხავ, რომ უბრალოდ მეტი თანხები ხდებოდა იმის გამო, რომ მისი განაწილება იყო ცოტა არათანაბარი, ალბათ, იმიტომ, რომ პრაქტიკულად იგივე თანხას ვანაწილებთ და ეს 40 მილიონი ასევე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით რა თანხაც ერგება იმ სოფელს მისი ზომიდან გამომდინარე, ჩვენ ცვლილება ამ ნაწილში ხელით კორექტირებას არაფერს არ ვაკეთებთ. გარდა ამისა, ჩვენ მუნიციპალიტეტებს იგივე მთავრობის დადგენილების ამ პროგრამის, რადგანაც რეგფონდით ფინანსდებოდა, მათი თანადაფინანსების საშუალება მივეცით, რომ მუნიციპალიტეტებს 100%-ით, რასაც მოსახლება მოითხოვს 100%-ით შესაძლებლობის და საჭიროების შემთხვევაში თანადაფინანსება მოეხდინა ამ პროექტების. ამდენად, პრაქტიკულად 40 მილიონს კიდევ უფრო მეტის საშულება აქვს.
რაც შეეხება სოფლის პროგრამასაც იმისთვის, რომ ერთ-ერთი მიზეზი, მათ შორის, პროგრამის არაეფექტურობასთან დაკავშირებით იყო ის, რომ ხშირ შემთხვევაში სოფლის პროგრამით დაფინანსებული პროექტები ვერ სრულდებოდა ფაქტობრივად. ამ მიმართულებითაც რაც გავაკეთეთ, ვთქვით, რომ 1 მარტამდე ვიღებთ იმ განაცხადებს, რომელიც არის სოფლებიდან უშუალოდ საკრებულოების გადაწყვეტილება არის საჭირო. თუ მოსახლეობა ვერ ჩამოყალიბდება პროექტებზე ან ასევე საკრებულოსთან თუ ვერ იქნება შეთანხმებული, მაშინ ის დარჩენილი თანხა გადაინაცვლებს რეგფონდში და რომელიც უკვე გადანაწილდება რეგფონდის პრინციპით ანუ მოაკლდება სოფლის პროგრამას და გახდება რეგფონდის ნაწილი, ამიტომ, რეგფონდის ქვეპროგრამის სახით სოფლის პროგრამის შემოღება, მათ შორის, გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ის თანხები არ იქნება დაკარგული ამ რეგიონებისთვის, მუნიციპალიტეტებისთვის პირველ რიგში.
კახეთის სასმელი წყლის პრობლემა. გეთანხმებით, რა თქმა უნდა, რომ კახეთში ჯერ კიდევ არის სასმელი წყლის პრობლემა და რუკაზეც ჩანდა. იმ პროექტებშიც, რომელიც დაიწყო კახეთში იქაც ჯერ კიდევ დასრულების პრობლემაა, მაგრამ დასრულებისკენ არის პრაქტიკულად ყველგან ეს სამუშაოები წასული, ასე, რომ ამ მიმართულებით კახეთში ვფიქრობთ, რომ უკეთესი სიტუაცია გვექნება ვიდრე გვქონდა მანამდე. სასმელი წყლის ხარისხზეც ასევე, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ და ეს არა მარტო კახეთში, არამედ ყველგან არის სადაც არ არის ლიცენზირებული წყლის ოპერატორი.
ბატონი გენადი მარგველაშვილის კითხვა ქუთაისის შიდა გზებთან დაკავშირებით. აქ მე ნაწილობრივად უკვე გიპასუხეთ. ამ შემთხვევაში გზების დეპარტამენტს 32 მილიონის შიდა გზების პროექტი აქვს, ქუთაისის შიდა გზების მოწესრიგება, რომელიც როგორც ძირითად, ასე ვთქვათ, ქუთაისზე გამავალი სატრანსპორტო მაგისტრალებია ასევე უშუალოდ შიდა გზები იმ ძირითად უბნებში სადაც ამის საჭიროება დგას. რაც შეეხება ცენტრალურ უბნებს ამ თეთრ ხიდსა და ჯაჭვის ხიდს შორის. რას ვაპირებთ. პირველ რიგში ჩვენ ამ პროექტის დაფინანსებაზე ვესაუბრებით, რა თქმა უნდა, ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, პარტნიორებს. ეს არის კერძო საკუთრება ამ ეტაპზე, ხდება მუნიციპალიტეტის დახმარებით ამ კერძო მესაკუთრეების იდენტიფიცირება, მათი, რა თქმა უნდა, მათთან მოლაპარაკების გარეშე ამ პროექტის განხორციელებაც ასევე ვერ მოხდება და იცით, რომ ჩვენ ყოველთვის მესაკუთრის ინტერესებს მაქსიმალურად ვიცავთ და ექსტრემალურ შემთხვევაში მივდივართ ექსპროპრიაციის გზით და, რა თქმა უნდა, ვეცდებით, რომ აქ ეს არ დაგვჭირდეს ამ პროექტში, მაგრამ ამ პროექტის განხორციელებას ვხედავთ მსგავსად იმისა, რაც თბილისში მარჯანიშვილზე განხორციელდა. ეს ახალი თბილისი, ის მონაკვეთი, რომელიც ახალი მარჯანიშვილის მონაკვეთი იყო და სადაც სწორედ სახლების რეაბილიტაციის შემდეგ ძალიან გაიზარდა როგორც ფასი, რა თქმა უნდა, კომერციული ღირებულება, გაჩნდა კომერციული ფართები და ვფიქრობთ, რომ ეს არის ისეთი პროექტი სწორედ, რომელიც ქუთაისის აი ამ ტერიტორიას აქცევს უკვე საინტერესო ტურისტულ ლოკაციად უშუალოდ ქუთაისისთვისაც. მსგავსი პროექტი ჩვენ გვაქვს დუშეთშიც, დუშეთის სახლების ან ცენტრალური ქუჩების, მოედნის გარშემო არსებული სახლების რეაბილიტაციას ვაკეთებთ, მსგავსი პროექტი გვექნება ველისციხეშიც, ასევე ეს არის აბასთუმანშიც ანუ ეს არის ის მიდგომა, რომელიც ეხმარება, ჩვენ ვეხმარებით რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, მესაკუთრეებს, რომ მათი სახლები გახდეს არა მარტო მათი საცხოვრებელი, არამედ ის ტურისტული ლოკაცია სადაც მათ უკვე შეეძლებათ პირველ რიგში საკუთარი საოჯახო სასტუმროების, ბიზნესის, მაღაზიების და ა.შ. განვითარება. ასე, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ქუთაისში კონკურსის გამოცხადებას ვაპირებთ უახლოეს მომავალში ამ ზონის პროექტირებაზე, პირველ რიგში რომ ვნახოთ და შევაფასოთ როგორც პროექტის ღირებულება ასევე უკვე დავგეგმოთ ის ღონისძიებები, რომელიც განსახორციელებლად იქნება საჭირო.
საგანმანათლებლო ქალაქს რაც შეეხება. იცით, რომ ეს არის განათლების სამინისტროს ინიციატივა, თბილისშიც განათლების სამინისტრო ახორციელებს ამ პროექტს და სავარაუდოდ ალბათ განათლების სამინისტრო იქნება ჯერჯერობით ქუთაისში ამ თქვენი იდეის პარტნიორი. ამდენად, ჯერ ჩვენ ამ პროცესში არა ვართ ჩართული, მაგრამ ნუ, ამის საჭიროება თუ იქნება მერე ჩვენც თქვენთან და განათლების სამინისტროსთან და ქუთაისის თვითმმართველობასთან ერთად ალბათ გადავწყვიტავთ რამდენად ეს პროექტი ქუთაისში არის აქტუალური და ჩვენი ჩართულობა იქ.
რაც შეეხება ქუთაისის შემოვლით გზას. ასევე მინდა გამოვეხმაურო, მე არ მახსოვს, მაპატიეთ, კითხვა იყო ოპოზიციის მხრიდან ქუთაისის გზასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ქუთაისის გზა, ის, რომ ქუთაისის გზის მეორე ზოლი არ შესრულდა ეს არ არის არავის დანაშული, მინდა გითხრათ, იმიტომ, რომ როგორც სხვა პროექტებზე და როგორც აი ახლა ხიდზე საუბრობდა ბატონი ირაკლი ამ გზასთან მიმართებაშიც ჩატარდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და ეს პროექტი იყო დაფინანსებული ასევე საერთაშორისო დონორი... საერთაშორისო ბანკის მიერ მათივე წესებით. შესაბამისად, მათი წესები გულისხმობს იმას, რომ წინასწარ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უნდა ჩატარდეს და თუ გზის დატვირთვის კოეფიციენტი არ აღემატება რაღაც მაჩვენებელს, მეორე ზოლის გაკეთება არ არის მიზანშეწონილი. აქედან გამომდინარე ის გზა გაკეთდა იმ მოცულობით, რა მოცულობითაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა... (ხმა ადგილიდან). მოგახსენებთ. ჰოდა, კარგები ვართ, შეგვაქეთ, მადლობა, რომ თქვენ იზიარებთ ამ ჩვენს პოზიციას და გადაწყვეტილებას. მე ვერ გეტყვით, რომ უფრო ძვირი გვიჯდება. ამ შემთხვევაში... ბატონო ირაკლი...ფასზე, ალბათ... უფრო ძვირი გიჯდებათო და ახლა რატომ გააკეთეთო და მადლობა გადავუხადე, რომ ეთანხმება ოპოზიცია იმას, რასაც ვაკეთებთ. ახლა გავაკეთეთ იმიტომ კი არა, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა გვაჩვენებდა, იმიტომ, რომ გზის დატვირთულობის კოეფიციენტი არის იგივე, რაც იყო მანამდე, მაგრამ გავაკეთეთ სწორედ იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ავარია და რამდენი უბედური შემთხვევა მოხდა ამ გზაზე. მაგრამ, ბატონო ზურაბ, მოდით, ამასაც ვიტყვი, რომ ამ უბედური შემთხვევების, რთულია, რა თქმა უნდა, დააბრალო მოსახლეობას, მაგრამ ყველა გზას აქვს სიჩქარის ლიმიტი და როდესაც ამ სიჩქარის ლიმიტი გზის ხარისხის გამო, სამწუხაროდ, ვაჭარბებთ, მერე საგზაო შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ ლიმიტში ყოფნას ეხმარება, რა თქმა უნდა, ის ვიდეოკამერები, რომელიც გზების დეპარტამენტიც აყენებს და შინაგან საქმეთა სამინისტროც აყენებს, შველის, მინდა გითხრათ. ქობულეთის შემოვლით გზაზეც, რომელიც სულ ახლა გავხსენით, გვქონდა ასეთივე პრობლემა, იქაც არის ორი ზოლი, იქაც არ გვაძლევს არც ლანდშაფტი საშუალებას და არც დატვირთულობა, რომ კიდევ ორი ზოლი დაემატოს...(ხმა ადგილიდან). იცით, ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ვატაროთ, მძღოლმაც და სახელმწიფომ. რაც შეეხება სახელმწიფოს, ამიტომაც სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, მას შემდეგ, რაც ჩვენ ამოვწურეთ შესაძლებლობები მოლაპარაკების სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ამ გზის მეორე ზოლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით დავაფინანსოთ ეს გზა. 200 მლნ ლარის ოდენობით, 205, ხომ, თუ 200 მლნ ლარის ოდენობით არის მთელი ეს, ამ გზის მონაკვეთზე გზის მშენებლობა. როგორც გითხარით, იმის გათვალისწინებით სწორედ, რომ ეს იყო სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსება, ჩვენ ვეცადეთ, რომ ისე აგვეგო სატენდერო მოთხოვნები, რომ ქართულმა კომპანიებმა შეძლეს ამ პროექტში მონაწილეობის მიღება და ასევე მინდა გითხრათ, რომ მათი მხრიდან, მათთანაც გადავრიცხეთ, სხვათა შორის, დეკემბრის თვეში ავანსი, ქართულ კომპანიებთანაც, ამ გზაზე იმ ოდენობის არა, რომ 400 მლნ იყოს, მაგრამ იქაც იგივე პროცესი მოხდა და ამ გადარიცხული ავანსით მათ შორის კომპანიები ემზადებიან უკვე იმისთვის, რომ სამუშაოები დაიწყონ უახლოეს მომავალში.
რაც შეეხება შემდეგი.... ბოდიშს გიხდით, ახლავე, უკაცრავად... ბატონი გენადის კითხვა ამოვწურე. ბატონი გოგა გულორდავას კითხვები იყო წალენჯიხა-ჩხოროწყუს თვითმმართველობის დაფინანსებასთან დაკავშირებით. მე მინდა გითხრათ, რომ არა მარტო იქ, არამედ ისევე ის 100 მილიონიანი დამატებითი თანხები, რომელიც იქნა თვითმმართველობებისთვის მათ ბიუჯეტში ტრანსფერის სახით დამატებული, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტს აძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განახორციელონ.
რაც შეეხება დეცენტრალიზაციის პროცესში თვითმმართველობების მზაობას ახალი კომპეტენციები აიღონ საკუთარ თავზე. პირველ რიგში, ვფიქრობთ იმას, რომ თუ არ მივეცით ახალი შესაძლებლობები და ახალი კომპეტენციები, არასოდეს არ ისწავლიან და ვერასოდეს ვერ განვითარდება მათი კომპეტენცია იმისთვის, რომ უკეთ მართონ. მეორე მხრივ, როგორც აღვნიშნეთ, ჩვენი მხრიდან, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან და არა მხოლოდ ჩვენი უწყების მხრიდან, მაქსიმალურად ვეხმარებით იქ, სადაც შეგვიძლია დახმარება, მათ შორის, დიდი პროექტების შესრულებით, მათ შორის, აი ასეთი ტიპის მეთოდოლოგიური და საკონსულტაციო რჩევებით, მათ შორის, სერვისების განვითარებით ადგილზე და, რა თქმა უნდა, კომპეტენციების ნაწილში, ქალბატონი თამუნას კითხვაც იყო კომპეტენციების თვალსაზრისით, ყველა დონორი, რომელიც საქართველოში, და ყველა საერთაშორისო ინსტიტუცია, რომელიც საქართველოში მოქმედებს, ყველა გვეხმარება მუნიციპალიტეტების კომპეტენციის ამაღლების ნაწილში, კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებში, მაგრამ ტრენინგი და სწავლება კარგია, მაგრამ თუ ამას არ მივაყოლეთ მათივე მხრიდან გადაწყვეტილებების მიღება, მეტი ნდობა და მეტი შესაძლებლობები, ეს პროცესი ვერ წარიმართება. ასე, რომ ეს არის ის ხედვა, რომელიც ჩვენ დეცენტრალიზაციის სტრატეგიაში გვაქვს ასახული, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს პროცესი უნდა იყოს ეტაპობრივი და ამიტომ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ან ჩვენი მიდგომების იმ ოპონენტებთან საპასუხოდ, რომლებიც გვეუბნებიან, რომ რატომ არ გადასცემთ დღესვე ყველაფერს ადგილობრივ თვითმმართველობებს და მათ უკეთ გააკეთონ. სწორედ ეს არის არგუმენტი, რომ ამ უფლებამოსილებების გადაცემა უნდა მოხდეს დროში გააზრებულად, ეტაპობრივად ისე, რომ ჩვენ მათ არ დავუმატოთ პრობლემები, არამედ მივცეთ საშუალება, რომ თავისი პრობლემები გადაწყვიტონ. რაც შეეხება ქალბატონი ენძელას კითხვას და ეს კითხვა არის ძალიან ხშირად ისმის, რომ დიდ პროექტებს რომ აკეთებთ, ამდენ მილიარდებს რომ დებთ გზებში, ამასთან ერთად მოსახლეობას ადგილზე, რომლებიც შორს ცხოვრობს თუნდაც ავტობანიდან ან თუნდაც ახლოს ცხოვრობს ავტობანთან და კიდევ მეტი პრობლემა ექმნებათ ავტობანის გამო, როგორ ვაბალანსებთ ამ ორ საჭიროებას. იმის გათვალისწინებით რომ ყველა მხრივ გვაქვს საჭიროება როგორც სპორტული ინფრასტრუქტურის ნაწილში, ასევე წყლის ნაწილში, ასევე კულტურის სახლების ნაწილში და გზები ნაწილშიც ძალიან რთულია რომ თქვა, რომ ჩვენ მხოლოდ წყალს ვაკეთებთ დღეს და წელს და არ გავაკეთებთ გზას ან ვთქვათ, რომ იგივე, მოსახლეობას უთხრათ, რომ თქვენ არ გჭირდებათ სპორტული მოედანი, იმიტომ რომ თქვენ ჯერ კიდევ წყალი არა გაქვთ. სინამდვილეში როდესაც მუნიციპალიტეტში ჩავდივართ და ველაპარაკებით, დამერწმუნეთ, რომ ხანდახან წყლის გარდა, ანუ ჯერ საუბრობენ იმაზე, რომ კულტურის სახლი არა გვაქვს, იმიტომ, რომ ბავშვები დადიან სხვადასხვა წრეზე, მღერიან თავისი კულტურული ცხოვრება და სპორტული ცხოვრებით უნდა რომ იცხოვრონ და ამ ინფრასტრუქტურას ხანდახან უფრო ხშირად ითხოვენ, ვიდრე გზის პრობლემის მოგვარებას ან წყლის პრობლემის მოგვარებას. ამიტომ სინამდვილეში ჩვენ ვცდილობთ ყველა იმ რესურსით, რომელიც ჩვენს ხელთ არის, ყველა ის პრობლემა ეტაპობრივად მოვაგვაროთ და ყველა სფეროს ნელ-ნელა შევეხოთ. რაც შეეხება ავტობანების მშენებლობას. როგორც ვისაუბრეთ ყველა ის პროექტი, რომელზეც გვქონდა საუბარი, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის გასწვრივ, ასევე ჩრდილოეთ სამხრეთის და სხვა დიდი მაგისტრალური გზების ნაწილში, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გზები და ხშირად ვამბობ იმას, რომ ეს არ არის თბილისიდან ბათუმამდე ჩასასვლელი გზა, არამედ ეს არის სწორედ ის გზა, რომელიც აკავშირებს აზიას და ევროპას და გუშინაც ხელმოწერის ცერემონიაზე, რომლის შესაბამისადაც ევროპის საინვესტიციო ბანკმა 250 მილიონი გამოყო. სწორედ ევროკავშირის ელჩის აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტიც, სწორედ რომ ამ აქცენტებით საუბრობდა და მათაც კარგად ესმით რატომაც ყველა ეს გზა არის ჩადებული ტრასევროპული სატრანსპორტო ქსელის საინვესტიციო გეგმაში. ბატონი დავით სონღულაშვილის კითხვასთან დაკავშირებით ველისციხის რეაბილიტაციაზე, ბატონო დავით, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ამ მიმართულებით, იცით, რომ აზიის განვითარების ბანკის ლივენბოლ სითის ანუ კომფორტულად, ალბათ, ქართული სახელი უნდა მოვიფიქროთ ამ პროგრამისთვის. მაგრამ ეს არის ახალი პროექტი, რომელიც 2019 წლიდან პროექტირების ნაწილში იწყება, მაგრამ 2020 წლიდან უკვე შესრულება იწყება. გვაქვს, რა თქმა უნდა, ველისციხეც, ჭერემიც და თელავიც და გურჯაანიც, ისევე, როგორც ზუგდიდი მესტიის და ზუგდიდი-მარტვილის და თბილისის ზონები გამოყოფილი და თელავი-ახმეტაც კიდევ და თუშეთი, შესაბამისად მათი დაფინანსებით ჩვენ წელს უკვე იცით, რომ სივრცითი მოწყობის გეგმა მზადდება ველისციხე და ჭერემის ზონაზე და აქედან გამომდინარე უფრო კარგად გამოიკვეთება ეს ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც იქ არის განსახორციელებელი, იმისთვის, რომ ველისციხე ასევე ტურისტულად საინტერესო ლოკაციად გავხადოთ. გარდა ამისა, წყალმომარაგების კომპანიას აქვს ასევე ველისციხის წყალმომარაგება, კანალიზაციის პროექტის გეგმაც, რომელიც ასევე იქნება ჩვენს შემდგომ პროექტებში გათვალისწინებული. გარდა ამისა,ბატონო დავით, თქვენ კითხვა გქონდათ ხალხის დამაგრება და ახალგაზრდების გამაგრებასთან დაკავშირებით, სანამ გასული ბრძანდებოდით ანუ ტექნოპარკის პროექტიც ვახსენეთ, რომელიც გურჯაანშიც ხორციელდება, მაგრამ ამის გარდა, რა თქმა უნდა, არის საჭირო და ამიტომაც ვაკეთებთ იმ სპორტულ ინფრასტრუქტურასაც. ამიტომაც ვაშენებთ იმ კულტურის სახლებს და იმ პროექტებს, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან და ტურისტულ ინფრასტრუქტურასაც, რომელიც იმ ახალგაზრდებისთვისაც, ასევე სამუშაო ადგილებია და მაგალითად, ასევე მაგალითისთვის ჯუთაში როდესაც ვიყავით ახალი გზის რეაბილიტაციის პროცესში, მოგეხსენებათ იქაც არის სასტუმრო, რომელიც ჯუთაში ფუნქციონირებს და აი სასტუმროს მეპატრონე გვეუბნებოდა, რომ ჩემი შვილი, რომელიც იყო თბილისში, ჩამოვიდა და ახლა ჯუთაში ცხოვრობს იმიტომ, რომ ცხოვრობს სასტუმროში. სწორედ აი ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარება, მოგეხსენებათ, იძლევა შესაძლებლობას, რომ თითოეულ რეგიონში მოხდეს ტურისტული შესაძლებლობების განვითარება, ბიზნესის განვითარება და ეს ბიზნესის განვითარება არა მხოლოდ დიდი ბიზნესის, არამედ პირველ რიგში იქ მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარება აძლევს მათ საშუალებას, რომ თავისივე ოჯახები უფრო შეინარჩუნონ და არ გამოუშვან ახალგაზრდები მაინცდამაინც თბილისში. რაც შეეხება ქალბატონ ხათუნას კითხვას, რექფორდთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრი ვისაუბრე ამ თემაზე. თუ კიდევ კითხვა დაგრჩათ, ერთადერთი რაც მინდა ვთქვა, რომ როგორც მე მეუბნებიან ჩემები, რომ ის რიცხვები, რომელიც თქვენ მოიყვანეთ 251 პროექტი, რომელიც იყო გამოცხადებული ტენდერი, ანუ ჩვენი რიცხვებით 240, 1,2% რომ იყო მხოლოდო. ანუ, ჩვენ გვაქვს განსხვავებული რიცხვები, რომელიც მეტი არის, 240 მილიონის პროექტი იყო გამოცხადებული 700-ზე მეტი ტენდერი აგვისტოს თვის ბოლოს. თუმცა, სისრულეების ნაწილში როგორც ვისაუბრეთ, იქ იყო, რა თქმა უნდა, ჩამორჩენები, თუმცა ისევ და ისევ კი, თუმცა ისევ ეს არის ის სურათი, რომელიც ჩვენ ნამდვილად ბევრად უკეთესი სურათი 18-შიც გვქონდა წინ წლებთან შედარებით და იმედი გვაქვს ყველას, რომ 19 უკვე არსებული დინამიკიდან გამომდინარე იქნება უკეთესი. ბატონო გია, მე მგონი თქვენ კითხვაზე პასუხი გავეცი, ბატონი გია გაჩეჩილაძის კითხვას. რაც შეეხება მზის პანელებით უზრუნველყოფას, რაც ჩვენ, რაზეც გვქონდა საუბარი ეს არის ინდივიდუალური მოხმარების მზის პანელები, რომელიც იმ ოჯახებისთვის არის საჭირო, რომელიც იმ რეგიონებში ცხოვრობს. მცირე შემთხვევაში ეს არის ის მზის პანელი, რომელიც უზრუნველყოფს ნათურას, ტელევიზორის მუშაობას და აი ეს საოჯახო ტექნიკის თუ რამე არის, ანუ ეს არ არის ის მოცულობა, რომელიც იქნება შესაძლებელი, რომ მოხდეს მისი გაყიდვა, ქსელში ჩაბრუნება ან რამე ენერგეტიკული, ასე ვთქვათ, საქმიანობის განხორციელება. ამდენად ამ შემთხვევაში ეს არის მხოლოდ უფრო სოციალური პროექტი, რათა ეს 500-მდე ოჯახი ჯერ კიდევ რომელიც მაღალმთიანში ცხოვრობს და რომელსაც ელემენტარული შუქი და ტელევიზორი არა აქვს, მაცივარი არა აქვს, რომ ამ ადამიანებს მივცეთ საშუალება ასეთი სახით დენის წყარო ჰქონდეთ და, რა თქმა უნდა, დენი არა აქვთ იმის გათვალისწინებით სწორედ, რომ იქ დიდი ჰესების მშენებლობა ან ელექტროქსელების გაკეთება სწორედ ამ მიზანშედეგობრივი, ან ტექნიკურ-ეკონომიკური გათვლებით ვერ იქნება მიზანშეწონილი, სადაც 5 კაცი ცხოვრობს ამა თუ იმ დასახლებაში. ბატონ ლევანს, ლევან კობიაშვილის კითხვა, ზუგდიდის სტადიონთან დაკავშირებით და იყო კიდევ რამდენიმე დეპუტატის, ეს კითხვა არ იყო, მე ფაქტად აღვიქვი ეს და მადლობა, რა თქმა უნდა, ოპოზიციასაც, ერთადერთი მე მგონია, რომ ყველანი, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი რეგიონების განვითარებაზე, აქ, ალბათ, პოზიცია და ოპოზიცია არ არსებობს და ყველას, მე უფრო ვარ ორიენტირებული მომავალზე, ვცდილობ ყოველ შემთხვევაში. რაც შეეხება ბატონ ლევან კობიაშვილის კითხვას, ზუგდიდის სტადიონს. ვარ ნამყოფი ამ ზუგდიდის სტადიონზე, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო საინჟინრო გადაწყვეტილებაა, ბეტონის კედელი დამცავ ზოლში, ნაცვლად ასე ვთქვათ, მორბენალი ფეხბურთელის გასაჩერებლად ბეტონის ღობის გამოყენება, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით, მე ვიცი, რომ ამ, პროექტი ნამდვილად ძალიან პრობლემური პროექტია, თვითმმართველობა ახორციელებდა საკუთარი ბიუჯეტით, ვიცი ასევე, რომ ამ პროექტს უკვე 9 მილიონზე მეტი თუ არ ვცდები, დახარჯულია ამ პროექტში, კიდევ ამდენივე არის საჭირო, იდეა და საჭიროება, რა თქმა უნდა, არის და ძალიან კარგია, მაგრამ შესრულების სტანდარტი, რა თქმა უნდა, კრიტიკას ვერ უძლებს. ამ შემთხვევაში, როგორც სამშენებლო სამუშაოების ნაწილში, ასევე დაპროექტების ნაწილში. ასევე იცით, რომ სამხარაულის ბიუროში არის ახლა პროექტი შესაფასებლად, შენიშვნებს ვიღებთ და სწორედ იმ ნაწილში ასევე რით შეგვიძლია ჩვენ ვიყოთ სასარგებლო მუნიციპალიტეტებისთვის, აი ასეთი დიდი პროექტების წამოღებას ვფიქრობთ მუნიციპალური განვითარების ფონდში, ეს არის ზუგდიდის სტადიონი, აქვე ვიტყვი, ფოთის სტადიონსაც, იქაც ანალოგიური პრობლემაა და იქაც ვერ დამთავრდა წლების განმავლობაში ეს პროექტი, რომელიც ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ არის განხორციელებული. და ასევე ასეთივე ვფიქრობთ, რომ ყვარელშიც გვინდა სტადიონის გაკეთება, მარნეულშიც დიდი სტადიონის გაკეთება და აი ასეთი დიდი პროექტები, რომელიც ჯერ კიდევ მაინც არის პრობლემური მუნიციპალიტეტებისთვის. სწორედ ამის გამო კომპეტენციების და დაფინანსების ნაწილშიც წავიღებთ ამ პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდში. აქვე მუნიციპალიტეტის გასამართლებლად იმასაც ვიტყვი, რომ ასეთი ტიპის პროექტების დაფინანსებისთვის არა აქვთ საკმარისი რესურსი, ცდილობენ მაინც ამ პროექტების გაკეთებას, რექფონდიდან ხდებოდა ამ პროექტისთვის ნაწილობრივად თანხების გამოყოფა, იმის გამო, რომ ყოველწლიური დაფინანსება იყო შეზღუდული რაღაცა ოდენობით, ტენდერს ატარებენ მხოლოდ იმ თანხაზე, რომელიც ვერ იქნება, რა თქმა უნდა, სრულად მოცული და პროექტის მართვის აი ეს სტილი ასეთი ტიპის პროექტებთან არის, რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელი, ამიტომ, ამ ნაწილში გვინდა, რომ ეს პროექტებიც რომ დავამთავროთ წამოვიღებთ მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდში და უკვე დავამთავრებთ ამ პროექტებს ერთობლივად. (ხმა ადგილიდან). ბატონო? ვერ გავიგე. (ხმა ადგილიდან). იმ ნაწილში, ბუნებრივია, სწორედ ამიტომ ხდება შეფასება, რომ მერე, რა თქმა უნდა, შესაბამისი პირების ან კონტრაქტორების პასუხისმგებლობაც, რა თქმა უნდა, უკვე დადგება, მაგრამ ალბათ ამ შემთხვევაში ჯერ უნდა შევაფასოთ რა არის გასაკეთბელი იმისთვის, რომ შემდგომი ნაბიჯები გავაკეთოთ. ზოგადად ამაზეც მინდა რეპლიკის სახით, ალბათ, ვთქვათ ისევ, ჩვენი სამინისტრო არის უფრო მომართული პრობლემის გადაწყვეტაზე, მშენებლობაზე, ობიექტის დასრულებაზე, ვიდრე დამნაშავის ძებნაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობის არეალი გვაქვს და თუ ვხედავთ სადმე დანაშაულს, ბუნებრივია, ჩვენ კანონით მოგვეთხოვება, რომ შესაბამის ორგანოებს დამატებითი შესწავლისთვის საკითხი გავუგზავნოთ, მაგრამ ჩვენი ამოცანა არ არის გნებავთ ჩინოვნიკის ან კონტრაქტორის დასჯა, ჩვენთვის არის მთავარი პროექტი დავასრულოთ და მოსახლეობას ახალი ობიექტი შევმატოთ. რაც შეეხება, ბატონო ლევან, ჩასვლა რეგიონში, ზუგდიდში. რა თქმა უნდა, მზად ვართ, ბატონო ლევან, ბატონო მიხეილ, ყველა დეპუტატი, რომელიც ასევე ამ პროექტებით იყო დაკავებული, მაგრამ მოგახსენებთ, რომ ვიყავი.
რაც შეეხება ქალბატონ ადას კითხვას წყლის პრობლემებთან დაკავშირებით ვუპასუხო ნაწილობრივად ანუ წყლის საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება მთის მოსახლეობა, ანუ მთაში არსებულ ვითარებას ასევე ამაზე ბევრი ვისაუბრეთ. რაც შეეხება რაჭის გზას, ბატონ ირაკლის ვთხოვ, რომ მთის გზებზე მთლიანობაში, ოღონდ ძალიან მოკლედ, ბატონო ირაკლი, თუ შეიძლება, გვითხრათ ბაღდათი-აბასთუმანზეც იყო კითხვა და რაჭის გზაზეც.
ი.კერესელიძე. კი, ბატონო. ძალიან მოკლედ მოგახსენებთ. 51-52 კილომეტრამდე არის საჩხერე-ონის გზა უხეშად რომ ვთქვათ, 7 ლოტისგან შედგება, 3 ლოტი უკვე დაკონტრაქტებულია და მიმდინარეობს სამუშაოები, 4 დაკონტრაქტდება მარტ-აპრილში. ანალოგიურად ბაღდათი-აბასთუმანის მიმართულებით 61,5 კილომეტრია მთლიანად, 377 მილიონი ლარი არის ჯამური ბიუჯეტი, 8 ლოტისგან შედგება, 4 ლოტი უკვე დაკონტრაქტებულია, 2 ლოტი აქედან არის დასრულების ფაზაში და 4 ლოტი დაკონტრაქტდება ასევე აპრილ-მაისის მონაკვეთში. სნო-ჯუთა-როშკა-ომალო და ა.შ. დიდი პროექტი, ამასთან მიმართებაში 326 კილომეტრი იყო, თუმცა კორექტირების მერე შეიძლება დარჩეს 272 კილომეტრი. ეს არის ჩვეულებრივი გრუნტიანი გზა და აქაც 7 ლოტი არის დაკონტრაქტებული, 2 ლოტზე სამუშაოები მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია, რომ ფაქტიურად შატილამდე ყველა ლოტი ბარისახოდან დაწყებული გამოცხადებულია. ძალიან მოკლედ ეს არის.
მ.ცქიტიშვილი. გმადლობთ. ქალბატონ ირინა ფრუიძის კითხვებს ნაწილობრივად, ქალბატონო ირინა, მე მგონი კვალიფიკაციასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ მუნიციპალიტეტებში. ბაკურიანთან დაკავშირებითაც მე პრეზენტაციაშიც მქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რას ვგეგმავთ ბაკურიანში, თუმცა დავამატებ იმას, რომ, იცით ყველამ, რომ 2023 წელს ასევე ბაკურიანში იგეგმება ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება, ამასთან დაკავშირებით მსოფლიო ფედერაციის ჯგუფი არის უკვე ჩამოსული, რამდენჯერმე იყვნენ ჩამოსულები, მათთანაც ვმუშაობთ, იმიტომ, რომ დამატებითი საჭიროებებიც განისაზღვროს უშუალოდ როგორც მთის კურორტების განვითარების ნაწილში, რასაც უკვე მთის კურორტების განვითარების კომპანია განახორციელებს, ასევე ჩვენი ინფრასტრუქტურის ნაწილში იმისთვის, რომ აი ამ საერთაშორისო დონის შეჯიბრებებისთვისაც ბაკურიანი იყოს მზად. ასევე ვისაუბრეთ კურორტების მართვის ნაწილზეც, რა თქმა უნდა, დაფინანსების ალტერნატიულ სხვა საჭიროებებზე ბაკურიანისთვის, რომელსაც შემოგთავაზებთ, რომელზეც როგორც ინფრასტრუქტურულად ასევე დაფინანსების და მართვის თვალსაზრისით ჩვენს კოლეგებთან ერთად, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ უშუალოდ. რაც შეეხება ინტერნეტიზაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამინისტრო არ არის ამით, ჩვენი სამინისტროს კომპეტენცია არ არის, ეკონომიკის სამინისტროს პროექტია, აქედან გამომდინარე, მე სამწუხაროდ არ მაქვს დეტალური ინფორმაცია ამ პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, თუმცა ვიცი, რომ იქაც გარკვეული პროგრესი არის. ინტერნეტიზაციის ჩვენი ნაწილი მთის ნაწილს ეხებოდა, ეს არის გუდამაყრის ხეობა და ფშავ-ხევსურეთის ხეობები, სადაც ინტერნეტის შეყვანა არის არა მხოლოდ ასევე მთის მოსახლეობის დამაგრების არამედ არის ასევე განათლების შესაძლებლობაც და ტურიზმის განვითარების შესაძლებლობაც, ამიტომ აქაც ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მთის ფონდიდან ხდება ამ პროექტის დაფინანსება და, რა თქმა უნდა, ის ადგილები მაღალმთიანში სადაც, ასევე, ტურისტულადაც და საინტერესოა და, სადაც დისტანციური გაკვეთილების მიღების საჭიროებაც აქვს იქ არსებულ სკოლებს უკვე ჩვენ მთის ფონდიდან დავაფინანსებთ ამ ინტერნეტიზაციის ამ პროექტებს მაგრამ ეს არის უფრო ლოკალური პროექტები. ქალბატონო თამარ, ხულორდავა, ვისაუბრეთ უკვე... რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენ 18 პროექტიდან 12 პროექტი არის ჩვენი სამინისტროს გამგეობაში დანარჩენი არის ეკონომიკის სამინისტროს სფერო 2,2 მილიარდი ოდენობის ღირებულების არის 12 პროექტი და მათ ამ პროექტების ძირითადი ნაწილი მე დღეს წარმოგიდგინეთ როდესაც იგივე აღმოსავლეთ დასავლეთის ან, ასე ვთქვათ, ამ მაგისტრალებზე ან ასეთი ტიპის პროექტებზე იყო. რაც შეეხება ათვისების უნარს, ამაზე, რა თქმა უნდა, არის მიმართული ყველა ის ქმედება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ სწორედ აი ესეთი ცვლილებების ნაწილში პროექტების მართვის თვალსაზრისით, თუმცა ამ მიმართულებითაც ჩვენ გვეხმარებიან ჩვენი პარტნიორები კერძოდ ევროპის საინვესტიციო ბანკის და მსოფლიო ბანკის ერთად გზების დეპარტამენტში და აზიის განვითარების ბანკს და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკს უკვე წყლის სექტორში ... არ შედის, მაგრამ აქვე უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამ ნაწილშიც ძალიან აქტიურად გვეხმარებიან იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი სამინისტროს უწყებების შესაძლებლობები გავზარდოთ როგორც გითხარით ეს არის როგორც გეფანალისისი ეგრეთ წოდებული ანუ ანალიზი ჩვენი ფუნქციონალური საჭიროებების ისევე, როგორც შემდგომში დახმარება ტექნიკური მხარდაჭერის ნაწილში და აი თუნდაც იმ გუშინდელ სესხს 250 მილიონის ოდენობით მოყვებოდა კიდევ გარანტის კომპონენტი დაახლოებით 8 მილიონის, თუ არ ვცდები ხომ ოდენობით რომელიც სწორედ ამ ტექნიკურ მხარდაჭერას ეყრდნობა ასე, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები პირველ რიგში და სხვა დონორებიც გვეხმარებიან, რომ ჩვენ ჩვენი შესაძლებლობები გავზარდოთ. ასევე ყველა დონორი გვეხმარება უკვე ადგილობრივ თვითმმართველობაში კადრების ზრდაში, ჩვენც ადგილობრივ თვითმმართველობაში საჯარო მოხელეების მზადებას და იქ სერვისების განვითარებას ზოგადად საჯარო ადმინისტრირების რეფორმის და საჯარო სამსახურის რეფორმის კონტექსტში განვიხილავთ, ამ თვალსაზრისითაც ჩვენ საჯარო სამსახურის ბიუროსთანაც გვაქვს აქტიური კომუნიკაცია, ასევე თვითმართველობაში ასევე ვგეგმავთ მათთან ერთად ფუნქციური ანალიზის ჩატარებას იმისთვის, რომ უშუალოდ ადგილობრივ თვითმმართველობებშიც, ვნახოთ თუ სად არის საჭიროებები შესაძლებლობები და ის ტრეინინგებიც რომელიც ასევე მრავლად არის მრავალი შესაძლებლობა ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლების ტრეინინგი იყოს უფრო კოორდინირებული, ანუ ამ მიმართულებით, ასევე ქალბატონი მზია და მისი გუნდი არიან დონორებთან ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში იმისთვის, რომ ჩვენ დონორული რესურსები მივმართოთ იქ სადაც ამის საჭიროება არსებობს. ანუ, ჩვენ ძირითადად ექვსი მოდული გვქონდა ტრეინინგების პროექტების მართვაც იყო ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ესეთი აქტიური მოდული და ამ მიმართულებითაც ვფიქრობთ, რომ ეს სწავლა, რა თქმა უნდა, და განათლება უწყობს ხელს ხარისხის ამაღლებას. ბატონო სერგო, რაც შეეხება გავიდა ბატონი სერგო, მე მგონი და თუ გნებავთ გადავდებთ არ ვიცი განათლების ინფრასტრუქტურის ნაწილში ითხოვდა ბატონი სერგო გრაფიკს. როგორც გითხარით გრაფიკთან დაკავშირებით ჩვენ ჯერ კიდევ განათლების სამინისტროსთან ვმუშაობთ, ანუ გვაქვს სია იმ სკოლების, რომელიც რეაბილიტაციასაც განათლების სამინისტროსთან ვართ შეთანხმებული ეს რაოდენობებიც იქედან არის თითოეულ ამ რაოდენობასთან მიმართებაში ვატარებთ უკვე იმას რა ჰქვია ტენდერებს იქ, სადაც არის რეაბილიტაცია თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ვაკეთებთ იდენტიფიცირებას იმ ადგილის თუ რა პრობლემებია ზოგ შემთხვევაში სკოლა ვიცით, რომ გასაკეთებელია, მაგრამ ან მიწა არ არის გამოყოფილი და მიწის გადაცემის საკითხია, ან ბავშვები სწავლობენ ამ სკოლაში და სხვაგან ვერ გადაგვყავს ასე, რომ ამ სკოლების ჩანაცვლებასაც ვაკეთებთ. დაგვერწმუნეთ, რომ ჩვენ კიდევ უფრო ძალიან გვინდა, რომ ყველა ეს პროექტი და გეგმა შევასრულოთ და თუ რომელიმე სკოლა იქნება პრობლემური დიდი ალბათობით ჩავანაცვლებთ სხვა სკოლით. ასე,რომ როგორც კი გვექნება კონკრეტულად გეგმა თვეებში გაწერილი, რა თქმა უნდა, ამ გეგმასაც დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ იმისთვის, რომ საპარლამენტო კონტროლი იყოს უფრო ეფექტური. რაც შეეხება რიკოთის პროექტს ანაკლიაზეც ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, რიკოთის მშენებლობა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობაც, აუცილებელია, რათა ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა იყოს სრული მოცულობით გამოყენებული. სწორედ ამიტომ ვდებთ ამ თანხებს, ამდენ თანხებს ჩვენი საერთაშორისო მაგისტრალების მშენებლობაში და ამას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ. ასევე ბატონ ოთარს, თქვენ გქონდათ კითხვა ... ანაკლიას აღარ დავუბრუნდები, ხომ, ორკესტრირებულ შეტევასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ, ნუ, ჩვენი მხრიდან მხოლოდ თანამშრომლობაა და ჩვენ ნამდვილად მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს პროექტი იყოს წარმატებული. სოფელ ქერესთან დაკავშირებით ერთ კომპონენტში არ ემთხვევა. თუ გნებავთ, მერე კიდევ დამატებით გაგიზიარებთ, კონკრეტულად რომელი კომპონენტი არის.
რაც შეეხება ბატონი მამუკა ჩიქოვანის კითხვებს, პირველ რიგში მინდა ასევე კომენტარი გავაკეთოო იმ 60%-იან შესრულებასთან დაკავშირებით. დიდი ალბათობით, და მე ნამდვილად წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ვაკვირდებოდი ყველა იმ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ 40% ათვისებული, მხოლოდ 60% ათვისებული და ა.შ. რა თქმა უნდა, 60%-ც გვქონდა ოდესღაც წლის განმავლობაში შესრულებული და 40-ც და 20-ც და შემდეგ, როგორც გითხარით, 92. ამდენად 60%-თან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით და თქვენ თვითონ შეგიძლიათ ეს რიცხვები გადაამოწმოთ. მაგრამ როდესაც იგივე 60%-იან ან 40%-იან შესრულებაზე გვქონდა საუბარი, და მედია თავის საქმეს აკეთებს იმიტომ, რომ ხშირად ეს რაღაცა მეხსიერებაში იბეჭდება, ამიტომაც გავაკეთე აქცენტი იმაზე, რომ ჩვენ წლევანდელი გეგმის შესაბამისადაც, ისევე, როგორც ეს იყო 18-ში, ისევე, როგორც ეს იყო 17-ში, 16-ში, 15-ში და ყველა წინა წლებში, ძირითადი ათვისება გვექნება მესამე-მეოთხე კვარტალში. ასე, რომ წინასწარ მინდა გითხრათ ყველას, როდესაც მედიასაშუალებები ივნისის თვეში იტყვიან, რომ სამინისტროს აქვს შესრულებული მთელი ბიუჯეტის მხოლოდ 30%, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს იქნება კარგი იმიტომ, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩვენს გეგმას ვასრულებთ და როდესაც უკვე ასევე სექტემბრის ბოლოსაც აღმოჩნდება, რომ ჩვენ არა გვაქვს ჯერ შესრულებული 60%, ასევე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს ნიშნავს, რომ ეს არის კარგი, იმიტომ, რომ ჩვენ გეგმას ვასრულებთ, თუ ჩვენ 60%-ს შევასრულებთ ჩვენი მთელი წლის ბიუჯეტის სექტებრის თვის ბოლოს. და აქვე მინდა ვთქვა, რომ 2018 წლის გეგმაც, რომელიც იყო შედგენილი ჯერ ჩემი წინამორბედის დროს, ითვალისწინებდა მეოთხე კვარტალში 45%-იან შესრულებას. ასე, რომ ის, რომ ჩვენ მესამე კვარტლის ბოლოს არ გვქონდა შესრულებული ბიუჯეტის სამი მეოთხედი, ეს არც იყო გათვალისწინებული ჩვენი ბიუჯეტით. შესაბამისად, აუთვისებლობას აქვს თავისი დრო და იმ დროს ათვისება ან გეგმის შესრულება, პირველ რიგში გეგმას უნდა შევასრულოთ და არა სასურველ პროცენტს, რომელიც ჩვენ გვაქვს.
რაც შეხება რუსთავი-თბილისის მონაკვეთს, რუსთავი-თბილისის მონაკვეთთან დაკავშირებით არის ის შემთხვევა ნამდვილად, როდესაც ეს პროექტიც არ არის წასული წინ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. თუმცა, ამ შემთხვევაში კონტრაქტორის ბრალი ეს არ არის. ეს არის ძალიან კარგი კომპანია, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს, თურქული კომპანიაა, მაგრამ რუსთავის გზის მონაკვეთზე არის ცხრა კორპუსი, რომელშიც 364 ოჯახი და მეტსაც გეტყვით, ამ ცხრა კორპუსიდან ხუთი კორპუსი არსებულ გზასთან არის უფრო ახლოს განლაგებული, ვიდრე ახალ გზასთან. მიუხედავად ამისა, სწორედ რომ ორკესტრირებული პროცესი არის ამ კორპუსში მცხოვრებთა მხრიდან. მე ვწუხვარ ძალიან, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ სწორედ ოპოზიციის წევრები ძალიან ხშირ შემთხვევაში და კონკრეტული დეპუტატები გყავთ, რომლებიც ამ ორკესტრირებას ეხმარებიან და ამ პრობლემის ძალიან, ასე ვთქვათ, მაღალ დონეზე, მაღალ რეგისტრში, ასე ვთქვათ, გადასვლას უწყობენ ხელს, ვწუხვარ, მაგრამ ასეა. დაინტერესების შემთხვევაში მარტივად „სერჩით“ მოძებნით. მაგრამ სწორედ რომ აქციები, მოსახლეობის აქციები კონკრეტულად კონტრაქტორი მუშაობდა, ამ ეტაპზე არის დარჩენილი ... 4 კმ, გიორგი? 4 კმ-იანი მონაკვეთ, სადაც არის განთავსებული ნაწილობრივად ეს კორპუსები, ნაწილობრივად სხვა კომერციული ობიექტები და სწორედ ამ კორპუსების მოსახლეობის მხრიდან არის ისეთი დონის საპროტესტო ტალღა, რომ მათ გააჩერეს კონტრაქტორი, ჰქონდათ აქციები ქალბატონების, ბავშვების მონაწილეობით, რომლებიც არ აძლევდნენ კონტრაქტორს მუშაობის საშუალებას 1კმ-ის დაშორებით მათი კორპუსებიდან. და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ნამდვილად არ გვინდა ძალადობრივი მეთოდებით ვაშენოთ გზა, ვცდილობთ, რომ მოსახლეობასთან მივაღწიოთ შეთანხმებას. კერძოდ, ფონიჭალაში არის ეს კორპუსები, ფონიჭალას ეს მოსახლეობა, სამწუხაროდ, 100 დოლარის დიაპაზონში გვთხოვს კვადრატული მეტრის ღირებულის ანაზღაურებას. ყველამ იცით, რომ ფონიჭალაში ასეთი ფასები არ გვაქვს. სამხარაულის ბიუროს მიერ არის შეფასებული სულ სხვა ფიცრები, რომელიც დაახლოებთ, 3-ჯერ, 2,5-ჯერ ნაკლებია. თუმცა ასევე საერთოდ არც განსახლება არ ეკუთვნის ამ მოსახლეობას. იმიტომ, რომ არ არიან ბუფერში მოხვედრილი ამ პროექტის შესაბამისად. მეტიც, ასევ სამწუხაროდ, მაპატიეთ, მაგრამ თქვენი დახმარებით აზიის განვითარების ბანკის დავების განხილვის საბჭოში არის ეს მოსახლეობა მისული, მთლად მანილაშიც კი არის ჩასული, შესაბამისად პროექტი არის გაჩერებული სწორედ ამის გამო, რომ არა თუ ჩვენ ვერ ვაკეთებთ ამ განსახლების პროცედურას, არამედ ძალისმიერი მეთოდით ჩვენ ამ საკითხს არ ვწყვეტთ. აზიის განვითარების ბანკის დავების განხილვის საბჭოსთან და მათ სპეციალისტებთან ერთად არერთხელ იქნა შესწავლილი როგორც ამ კორპუსების ფაქტობრივი მდგომარეობა. არის დასკვნები იმასთან დაკავშირებით, რომ კორპუსებს არაფერი არ ემუქრებათ, მაგრამ, გვაქვს ცოტა უფრო პოლიტიკური ვითარება იქ, ვიდრე რეალობა. აქედან გამომდინარე, ეს პროექტი არის შეჩერებული და შესაბამისად ჩვენ ახლა აზიის განვითარების ბანკთან ერთად ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, რათა ამ მონაკვეთზე მოხდეს სამუშაოების გაჩერება, გადართვა არსებული და უკვე გაკეთებული გზის მონაკვეთის არსებულ გზაზე, ანუ რუსთავის გზას უნდა დავაკავშიროთ. გამოვტოვებთ დროებით ამ მონაკვეთს იმიტომ, რომ უკვე სესხის მოქმედების ვადაც კი აღარ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს პროექტი დაფინანსდეს. ასე, რომ აქედან გამომდინარე თუ თქვენ ასევე კონსტრუქციულები იქნებით და თქვენს კოლეგებთან ერთად დაგვეხმარებით ამ პრობლემის გადაწყვეტაში ყოველ შემთხვევაში, არ შევუწყობთ ხელს ამ პრობლემის ამ რეგისტრში აყვანას და პოლიტიკურ ჭრილში გადაქცევას, შესაძლოა ეს პროექტი იყოს როდესღაც დასრულებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეცდებით თვენი მხრიდან მაქსიმალურად ამ პროექტის შესრულებას დავეხმაროთ.
რაც შეეხება ასევე წინასწარი დაანონსება პროგრამების და მერე რასაც ვერ ვაკეთებთ, დღეს მოვიტანეთ ყველაფერი რასაც ვაკეთებთ და პრინციპში ერთადერთი, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი არის ვადებში ცვლილება. როდესაც ჯერ კიდევ მე ასევე ჯერ კიდევ პირველად ვიყავი ჯერ კიდევ პარლამენტში მოსული, მაშინვე გავაჟღერე ახალი ვადები ამ პროექტების შესრულების და მაშინვე ვთქვი, რომ 2016 წელს, მაშინ, როდესაც იყო წარმოდგენილი სივრცითი მოწყობის გეგმა და ამ გზების განვითარების ხედვა იმ დროს ჯერ კიდევ ძალიან ბევრ პროექტზე ფაქტობრივად, რაც საპროექტო დოკუმენტაცია არ არსებობდა, არც პროექტების ღირებულება არ იყო ცნობილი წინასწარ და ნამდვილად ბევრ შემთხვევაში პროექტების დასრულების ვადა, სამწუხაროდ, არ შეესაბამებოდა რეალობას. ხშირ შემთხვევაში ეს იყო მხოლოდ სამშენებლო ვადები იყო აღებული მაშინ, როდესაც ყველა ის პროცედურა, რომელიც არის საჭირო ბანკების დაფინანსებულ პროექტებზე არ იყო გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე რიკოთის მონაკვეთი ნაცვლად 20 წლისა მთავრდება სამშენებლო სამუშაოები 21 წელს და 22 წელი არის ანგარიშსწორების პერიოდი, წლის პირველი ნაწილი. რაც შეეხება ბათუმი-სარფს ის მთავრდება 23 წელს და ასევე რუსთავი-წითელი ხიდის და ალგეთი-სადახლოს მონაკვეთები, იქ, სადაც ასევე ბრიფინგზე გაქვთ წარმოდგენილი, რომ არის 0 შესრულება, ამ 0 შესრულებაზეც ჩვენ ასევე წლის დასაწყისში გვქონდა საუბარი და თქვენ ნახეთ, რომ გუშინ მოეწერა ხელი მხოლოდ ამ მონაკვეთების დაფინასების ხელშეკრულებას. შესაბამისად ეს თანხები და ეს პროექტები შესრულებული ფიზიკურად ვერ იქნებოდა და რაც შეეხება იმას, რომ თანხები დევს ბიუჯეტში და ამ ბიუჯეტში ჩადებული თანხებით პენსიები მაინც გაგვეზარდა, ასევე მე მგონი, რომ ძალიან კარგად იცით, რომ ეს თანხები არის დონორების ან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ჩასარიცხი თანხები თუ შესაბამის ხელშეკრულება არ არის ჩადებული ეს თანხა ბიუჯეტში ვერ ხვდება. შესაბამისად ეს თანხა არსად არ დევს და ჩვენც არც არავითარ ზარალს არ განვიცდით, გარდა იმისა, რომ პროექტები გვინდა გავაკეთოთ უფრო სწრაფად. ამდენად, ახლა რამდენიც გვაქვს დაფინანსება ბევრ მონაკვეთზე და თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთიც, ფოთის ხიდიც, მათ შორის არის ის მონაკვეთები, რომელზეც დაფინანსება არ იყო გათვალისწინებული. ფიზიკურად არ არსებობდა დამფინანსებელი. აქედან გამომდინარე, მათი შესრულებაც ასევე ამ მიზეზების გამო ვერ მოხერხდა და ამის ფულიც არ იდო.
რაც შეეხება სხვა თანხებს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტით დასაფინანსებელ პროექტებზე იყო გათვალისწინებული 2018 წლის ბიუჯეტში, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ამ შესრულებების, ამ პროექტების შესრულება ვერ მოხერხდა, როგორც არის მაგალითად მთის პროგრამა. ეს გზები მთლიანად, ეს თანხა მთლიანად იყო მიმართული სხვა პროექტებზე, რომელიც ასევე მომდევნო რიგის პრიორიტეტები იყო და სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში ჩვენ შევასრულეთ 100%-ზე მეტი, 105% კორექტირების გარეშე. თავდაპირველად ბიუჯეტის პორცია ანუ ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების პორცია ჩვენს ბიუჯეტში იყო გადაჭარბებით შესრულებული და სადაც რამე დაგვაკლდა, ეს არის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ჩამოსარიცხ თანხებში. ასე, რომ დამერწმუნეთ, რასაც ვამბობთ. ყველა ეს პროექტი არის ძალაში, ყველა ამ პროექტს ვახორციელებთ და პირველ რიგში ჩვენ ვართ ისე, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალა დაინტერესებული იმაში, რომ ჩვენი ყველა დაპირება სრულდებოდეს დროში. ბატონი გიორგი ლომიას, თუ არ ვცდები, კითხვა იყო, სოფელში როგორ შევუწყოთ ხელი ბიზნესის განვითარებას. უკვე როგორც ვისაუბრე, ჩვენ ინფრასტრუქტურის და სხვა სახელმწიფო პროგრამებით ვცდილობთ, რომ ამ პროგრამებში, ასე ვთქვათ, ჩავდოთ ფული ასეთი ტიპის პროექტების განხორციელებაში. სხვაგვარად პირდაპირ თანხების გადაცემა, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რა თქმა უნდა, არც სოფლის პროგრამის ფარგლებში და არც სხვა პროგრამების ფარგლებში ჩვენ შეგვეძლება, ისევე, როგორც, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ხორცი და ადგილობრივი ხორბალი რომ გაიყიდოს, რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, მაგრამ, ასევე, ჯერ კიდევ თქვენ ჰქონდათ ხელმოწერილი საერთაშორისო შეთანხმებები, რომელშიც გვაქვს ვალდებულება, რომ არცერთი ქვეყანა პრეფერენციულ რეჟიმში არ მოექცევა. და ასევე, რა თქმა უნდა, უკვე ჩვენ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გვაქვს აღებული ასეთივე ვალდებულებები, ასე, რომ ჩვენ ვერ შევზღუდავთ ჩვენს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნებიდან არც სასოფლო, არც სამეურნეო პროდუქციის შემოსვლას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველამ ერთად და პირველ რიგში ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად ეხმარება სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამებით ჩვენი ადგილობრივი ბიზნესის თუ სოფლის მეურნეობის განვითარებას.
თავმჯდომარე. უკაცრავად, ქალბატონო მაია, 7 საათი ახლოვდება, გთხოვთ, გავაგრძელოთ მუშაობა საკითხის დასრულებამდე. გმადლობთ.
მ.ცქიტიშვილი. გმადლობთ. მე სამწუხაროდ კიდევ ბევრი, მაგრამ ვეცდები ახლა მგონი ბევრ კითხვაზე უკვე პასუხები გავეცით, მაგრამ ბატონი რომანის კითხვა არ მინდა დავტოვო უყურადღებოდ და ექვსი მინისტრი რატომ შეიცვალაო, არ ვიცი, მე იმედი მაქვს, რომ მეც შევიცვლები, როდესღაც და სულ მე არ ვიქნები ინფრასტრუქტურის მინისტრი, მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ვარ, მაინც ძალიან მომწონს სამშენებლო სექტორი და მგონია რომ ბევრი ვიცი ამ სექტორში და მგონია რომ ბევრის გაკეთება შემიძლია. მაგრამ მხოლოდ არა, თქვენ, როგორც ქალბატონზე არ გისაუბრიათ, სხვა დეპუტატების კომენტარს გავაკეთებ, მაგრამ (ხმა ადგილიდან) ხო, მე ექვსი წლის განმავლობაში სურვილი არ მექნებოდა ამ პოზიციაზე დარჩენის და, ალბათ, როდესღაც დასვენებასაც დავიმსახურებ, ბატონო რომან, მაგრამ ამ შემთხვევაში მე იმედი მაქვს, რომ იმის გამო აღარ ვიქნები მინისტრი, რომ დასვენებას მე თვითონ მოვინდომებ და არა, ასე ვთქვათ, გარე პოლიტიკური თუ საგამოძიებო ორგანოები. ასე რომ, მე მგონი არ მემუქრება ჯერ-ჯერობით არც ერთი, არც მეორე. ქალბატონი თეა არის ძალიან კარგი ჩვენი კოლეგა და, ალბათ, შეუცვლელი იუსტიციის მინისტრი, ყოველ შემთხვევაში იმ იუსტიციის მინისტრებს შორის, რომელიც, ნუ მე ახლა შეიძლება რაღაც ნაკლი ხომ უნდა მქონდეს, ქალბატონო ხათუნა, მარტო დადებითი ხომ არ შეიძლება, რაღაცა უნდა არ მოგწონდეთ ჩემში, თორემ რაღაც უხერხული იქნება ალბათ. რაც შეეხება რამე ჩანს თუ არა, ბატონო რომან, რა გითხრათ აბა, მოდით, თბილისიდან გავიდეთ, იქნებ თქვენც გამოხვიდეთ თბილისიდან, თბილისშიც ძალიან ბევრი რამე გაკეთდა, მაგრამ რადგან ინფრასტრუქტურის სამინისტრო ძირითადად რეგიონებში ახორციელებს ამ 9 მილიარდის პროექტებს, ყველაფერი ჩანს იმ რეგიონებში, სადაც ვაკეთებთ და ძალიან ბევრი პროექტი, რომელსაც ვაკეთებთ, არ ვხსნით ამ პროექტებს, იმიტომ, რომ ნუ, სოფლის გზის გახსნა რაღაცა ჩემთვის უხერხულია ორი ბოლოდან განსაკუთრებით და ძალიან ბევრი, პიარი, ალბათ, პროპაგანდა აკლია ნამდვილად და დანახვის სურვილიც ვეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომ დანახვის სურვილი როდესაც აქვს ადამიანს დაინახავს. მაგრამ მთავარი არის ჩვენთვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ, რომლებიც ამ გზებით გადაადგილდებიან, რომლებიც ამ ონკანში მოშვებულ წყალს დალევენ განსაკუთრებით იქ, სადაც ნამდვილად ათეულებით წლების განმავლობაში წყალი არ იყო, ისინი ამ პროექტებს დაინახავენ და იმედია როდესღაც თქვენც დაინახავთ. (ხმა ადგილიდან) ნუ, ბატონი რამაზი სხვათა შორის ძალიან ყურადღებით ისმენს ყველაფერს, რასაც მე ვამბობ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ რამაზსაც მსგავსი პრობლემები ჰქონდა მისი საქმიანობის განხორციელების პროცესში, თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო არ არ ვიტყვი, მოდით, არ დავუბრუნდები, ჯობია ამ შემთხვევაში ასე დავამთავრო.
რაც შეეხება პროექტების ნუსხას, ბატონო ირაკლი, 800 კილომეტრს ვეძებთ და თუ შეიძლება წარმოგვიდგინოთ. მე ასევე მინდა გავაკეთო კომენტარი ასევე ერთ-ერთი კითხვა იყო 327 კილომეტრიო და არა 227 კილომეტრი და სადღაც მედიაში წავიკითხე, რომ 3 დღეშიო 100 კილომეტრი დაიკარგაო. ახლა პრეზენტაცია არ არის გახსნილი, მაგრამ მარტივად რომ გითხრათ, 227 კილომეტრი იყო წარმოდგენილი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე და ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალზე არის კიდევ 100 კილომეტრი, ამდენად, 327 კილომეტრი არის აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალზე. თუ მხოლოდ აქ ვისაუბრებთ მაშინ თუ გნებავთ გავხსნით, განახებთ პრეზენტაციას, დამერწმუნეთ ანუ უბრალოდ დაჯამება არის ამ ორი რიცხვის საჭირო და შესაბამისად 100 კილომეტრს ასე მალე ვარ ვაქრობთ. რაც შეეხება 800 კილომეტრს, ბატონო ირაკლი.
ი.ქარსელაძე. ხო, 800 კილომეტრიც ადგილზეა პრინციპში, ცოტა გადავაჭარბეთ, მაგრამ არა უშავს. უკვე აშენებული არის 190 კილომეტრი, მიმდინარეობს 77-ის, 81 არის დაპროცესებული, 49-ზე ტენდერი ან გამოცხადებული ან შეფასების ეტაპზე, ან ასე ვთქვათ, სატენდერო პროცედურა არის და ჯამში ეს ყველაფერი არის 400 კილომეტრამდე, სიზუსტისთვის მაინც, 397 არის და ამას ავსებს ყველაფერს 800 კილომეტრზე ცოტა მეტით 18 პროექტი, რომელიც ჯამში, უხეშად რომ ვთქვათ, 460 კილომეტრი არის. ეს არის ის პროექტები, რა პროექტებიც არის ჩვენს გეგმაში. ზოგიერთ მათგანზე არის კონკრეტული მოლაპარაკებები კონკრეტულ საფინანსო ინსტიტუტებთან, საუბარია იმაზე, რომ უშუალოდ ამ მონაკვეთების დაფინანსებაზე და არა ზოგადად. არის მონაკვეთები სადაც ჯერ არა გვყავს საფინანსო ინსტიტუტი, მაგრამ ვმუშაობთ ამ მიმართულებით. გარდა ამისა ალბათ თქვენთვის საინტერესო და გასახარი იქნება ის ამბავი, რომ 2013-2018 წლებში 1210 კილომეტრი იქნა რეაბილიტირებული, მომდევნო 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 1500 კილომეტრამდე ვფიქრობთ ანალოგიური სამუშაოს გაკეთებას და ამაში 2018 არ შედის ანუ 2018-მდე, 2018-ში 218-220 კილომეტრი გავაკეთეთ, 300 გვაქვს ახლა ანუ 30% იქნება შესრულებული, მინიმუმ, საუბარი არის მიმდინარე ანუ 18-19 წელს. გარდა ამისა ძალიან აგრესიული პროგრამა გვაქვს პერიოდულ შეკეთებასთან მიმართებაში, რომელიც ნამდვილად გააუმჯობესებს ამ პარამეტრს მნიშვნელოვნად და შესაბამისად ყველანაირი წინაპირობა გაგვაჩნია, რომ ვივარაუდოთ, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში მინიმუმ, დაახლოებით, 20%-ით ამაზე მეტი, ჯამში, გზა იქნება რეაბილიტირებული.
მ.ცქიტიშვილი. ასე, რომ მივყვებით 800 კილომეტრ ახალი მაგისტრალების მშენებლობის გეგმას და 1000 კილომეტრის რეაბილიტაციას ამ პერიოდის განმავლობაში 2022 წელს და იმედია, რომ ყველანი ცოცხლები ვიქნებით მაინც აქ თუ არ ვიქნებით და გვექნება საშუალება, რომ შევამოწმოთ რამდენად ეს ყველაფერი გაკეთდა. (ხმა ადგილიდან). ბატონო? 20 წელთან დაკავშირებით 2018 წლის აპრილში ვთქვი უკვე, რომ 20 წელი, სამწუხაროდ, არ იყო რეალური, მაგრამ ალბათ გვაპატიებთ ერთ წელს, ბატონო რომან და ამ შემთხვევაში და ქვეშეთი-კობის გვირაბს, რომელიც 5 კილომეტრის მაგივრად 9 კილომეტრი უნდა გახდეს, ალბათ, აქაც გვაპატიებთ, რომ 23 წელს დავამთავრებთ ამ პროექტს და, ალბათ, ყველას ერთად გაგვიხარდება, როდესაც ამ გზით ვიმგზავრებთ. ბუნებრივია, ჩვენც და ამ შემთხვევაში ვცდილობთ, გარდა იმისა, რომ ვაკვირდებით ჩვენ თან ვმუშაობთ ამისთვის.
ბატონო ზურაბ, ბატონი ნიკა მელიას კითხვებს მე მგონი ვუპასუხე. ისე, როგორც, ბატონო ზურაბ, მე მგონი თქვენ კითხვებსაც ვუპასუხე წინა კითხვების დროს. ბატონი ემზარ კვიციანსაც ბატონმა ირაკლიმ უპასუხა ლენტეხი-მესტიის გვირაბთან დაკავშირებით. ქალბატონი მაკა ჯაშის კითხვა სამგორის და საერთოდ, ზოგადად საბინაო საკითხებს ეხებოდა. მე ვწუხვარ, მაგრამ ჩემი კომპეტენცია ნამდვილად არ არის არც საბინაო ფონდის მშენებლობა, არც სოციალური საცხოვრისის მშენებლობა, ვფიქრობ, რომ ეს არის, ალბათ, ის კომპლექსური საკითხი, რომელზეც პარლამენტმა პირველ რიგში უნდა იმუშაოთ, რამდენად სახელმწიფოს ამ პრობლემის მოგვარებაში როდის შეეძლება ფულის ჩადება, რამდენად დიდი მოცულობით უნდა ჩადოს, მათ შორის, აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რაზეც ვისაუბრეთ, რამდენი პრობლემა და პრიორიტეტი გვაქვს ჯერ კიდევ წინ.
ბაღდათი-ვანი-დაფნარის 14 კილომეტრთან დაკავშირებით ვიცი, რომ ტენდერი გამოცხადებულია უკვე. ბატონო ირაკლი, მოკლედ რომ წავიდეთ, იმიტომ, რომ ხიდზეც უკვე ვისაუბრეთ, ბატონო გივი, ხო, თუ ან ბატონი ირაკლი მერე გეტყვით კონკრეტულად, რაც შეეხება ვანში,
ი.ქარსელაძე. უკაცრავად, ბაღდათი, ვანი, დაფნარი, ტენდერი ნამდვილად გამოცხადებულია, 28 მარტს მოხდება შემოთავაზებების გახსნა, 2020 წელს 18 თვიანი პროექტია, ველოდებით მის დასრულებას.
მ.ცქიტიშვილი. გმადლობთ. ქალბატონი გუგული მაღრაძის კითხვებსაც, განათლების ინფრასტრუქტურის პრიორიტეტებთან დაკავშირებითაც ქალბატონი გუგულის კითხვასაც მგონია ვუპასუხე წინა, ასე ვთქვათ, კითხვებზე პასუხის გაცემის დროს, ქალბატონო ლელა, თქვენ გქონდათ ზუგდიდის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით კითხვა, თვითმმართველობის პასუხისმგებლობა არ არის ნამდვილად, ეს არის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რომელიც ზუგდიდის წყალმომარაგების პროექტს ახორციელებს. კონტრაქტორის ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა არის, თუმცა კონტრაქტორს გზების დაგება დაემატა ახლა, აზიის განვითარების ბანკთან შეჯერდა დამატება ამ კონტრაქტზე და როგორც გითხარით, ეს სამუშაოები დაიწყება და ივლისში დასრულდება. ასევე ანაკლიის პორტთანაც ვისაუბრე და მე მგონი აქაც ამოწურული, ასე ვთქვათ, პასუხები გავეცი ისევე, როგორც ბატონი გიორგი ტუღუშის კითხვას ქუთაისის გზასთან დაკავშირებით. ბატონი ზაზა ხუციშვილის კითხვას, ნუ ქუთაისთან დაკავშირებით, ალბათ, მეც არ ვისაუბრებ, ნამდვილად ასევე, რომ არ შევიდეთ დებატებში ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანასთან დაკავშირებით. ნამდვილად ძალიან ბევრს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქუთაისი პარლამენტის იქ ყოფნის გარეშე განვითარდეს, ტურისტულადაც საინტერესო გახდეს და ისედაც, როგორც ეკონომიკურად, საწარმოს, ასე ვთქვათ, თავისი სიმძლავრეები გაზარდოს და ზოგადად უკეთესი ქალაქი იყოს საცხოვრებლად, ვიდრე არის დღეს. რაც შეეხება შინაურ ბინადარ ცხოველებს და ცხოველების თავშესაფარს, ეს არის მაწანწალა ძაღლები და ასე ვთქვათ, ამ პრობლემის მოგვარებისთვის გადადგმული ნაბიჯები და რაც არის საინტერესო ამ პროექტში, რომ ყველა ეს პროექტი ადრე ეგრეთ წოდებული ინტერმუნიციპალური თანამშრომლობა, ანუ არის რეგიონული თავშესაფრები, რომითაც ისარგებლებენ რამდენიმე მუნიციპალიტეტი ამა თუ იმ რეგიონში. ამ მიმართულებით ჩვენ გურჯაანში, გორში, ახალციხეში პროექტირების პროცესი გვაქვს და ასევე კიდევ დაგეგმილია წლის განმავლობაში კიდევ დამატებით 3 პროექტის დაწყება. ასევე, ზაზა ხუციშვილის, ბატონი ზაზა ხუციშვილის კითხვა ეხებოდა 800 კილომეტრს და მე მგონი, როგორც პოზიციის, ასევე ოპოზიციის ასე ვთქვათ, ინტერესი ამ მიმართულებით დავაკმაყოფილეთ. ბატონო დიმიტრი, რაც შეეხება მცხეთას, თქვენ იცით ჩემი პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით, ნამდვილად გეთანხმებით იმაში, რომ ეს წლები 2015 წლიდან დღემდე არის წარმოუდგენლად დიდი პერიოდი იმისთვის, რომ მცხეთის მოსახლეობას ასეთ შეზღუდულ პირობებში უწევდეს განვითარება, მოდი, ასე ვთქვათ, ცხოვრება ამ მიმართულებით ასევე იცით, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვცდილობთ, რომ პირველ რიგში ადგილობრივი თვითმმართველობასთან და მოსახლეობასთან ერთად, ალბათ, შევთანხმდეთ გარკვეულ ხედვაზე თუ როგორ უნდა ხდებოდეს ქალაქის განვითარება და გასაგებია, რომ ყველასთვის, რომ ჩვენ ადამიანებს ყველას თბილისში მაცხოვრებლებსაც, მათ შორის, ისევე, როგორც მცხეთაში მაცხოვრებლებს გვინდა თავისუფლება, რომ ჩვენ თვითონ დავგეგმოთ სად გვინდა ცხოვრება, როგორი გვინდა, რომ გვქონდეს ან სასტუმრო, ან სახლი, ან ასე შემდეგ, მაგრამ სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ მცხეთა ამიტომ ასეთი ტიპის ქალაქებში, რომელიც იუნესკოს სტატუსსაც ატარებს, ბუნებრივია, რომ უფრო მეტი შეზღუდვები არის ბუნებრივად, მაგრამ, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ გეთანხმებით, რომ ამ შეზღუდვებმა საჭიროზე მეტი დრო წაიღო. ჩვენ უკვე გამოვლენილი გვყავს გენგეგმის ანუ, სივრცითი მოწყობის ნაწილში გენგეგმის შემდგენი გამარჯვებული კონსორციუმი, რომელიც შედგება 9 კომპანიისგან, ქართული კომპანიები ყველა, რომელიც ყველა თავ თავიანთი მიმართულებით არიან კარგი სპეციალისტები, გაერთიანდნენ ამ პროექტის გარშემო და ვფიქრობთ, რა თქმა უნდა, რომ ეს პროცესი განსხვავებით იმ ცუდი გამოცდილებისა, რომელიც მცხეთის გენგეგმის შედგენაში უკვე ერთხელ გვქონდა, როდესაც ქალაქმა არ მიიღო ის გენგეგმა, რომელიც იყო შემუშავებული, ამ შემთხვევაში ჩვენ გვინდა, რომ ეს პროცესი წარვმართოთ ისე, რომ პირველ რიგში მცხეთის მოსახლეობა იყოს ამ პროცესში ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, იუნესკოს სპეციალისტების ჩართულობით, რათა არც ამ მიმართულებით, არც ამ მიმართულებით არ დავუშვათ შეცდომები, რაც შეეხება თეორიულ ალბათობას, რომ ხომ არ... რა გვეშველება მაშინ, მოდით, ერთად ვეცადოთ ვიმუშაოთ იმისთვის, რომ თეორიულადაც კი არ იყოს ეს შესაძლებლობა, რომ გენგეგმა ასეთი ქალაქის, როგორიც არის მცხეთა, არ მივიღოთ ან ვერ მივიღოთ. ასე, რომ ჩავთვალოთ, რომ გამოსავალი არ გვაქვს სხვა და ამ შემთხვევაში, ალბათ, უფრო პროდუქტიულად ვიმუშავებთ ყველანი.
ბატონი თენგიზ გუნავას კითხვა იყო რეგფონდთან დაკავშირებით და აქაც მგონია, რომ ვისაუბრეთ, ისევე, როგორც ზუგდიდის სტადიონთან მიმართებაში.
ქალბატონი ნატო ჩხეიძეს, ასე ვთქვათ, ქალბატონებთან დაკავშირებით, არ ვიცი, პოზიტიური დისკრიმინაცია ყველაფერი კარგია. მე მგონია, რომ ქალბატონებს ნამდვილად მეტი როლი უნდა ჰქონდეთ და მეტი შესაძლებლობებიც. მამაკაცებმა არ იწყინოთ, მაგრამ ხანდახან მეტის გაკეთება შეგვიძლია სწორედ იმის გამო, რომ ქალბატონები ვართ. თუმცა, ჩემს გუნდში, როგორც ხედავთ, მამაკაცებიც და ქალბატონებიც არიან წარმოდგენილები. რაც შეეხება ბიუჯეტს, ასევე 40% იყო ათვისებული, ასევე, რა თქმა უნდა, ვერ დაგეთანხმებით. ამაზეც გავაკეთე უკვე კომენტარი. და 700 მლნ არ გვაქვს დაკარგული, ვიცით, სად გვაქვს ფული, არც ევროპის საინვესტიციო ბანკის თანხა არ არის არსად დაკარგული, არავითარ თანხას არ ვეძებთ და საერთოდ ამ ფაქტს მე, სამწუხაროდ, ვერ ვაკავშირებ ვერაფერთან ანუ არ გვაქვს, ასეთ ფაქტს არ აქვს ადგილი. რაც შეეხება ხორვატიულ კომპანიას, ხორვატიული კომპანია, მუშაობენ ქართველები, არიან სხვა ეროვნების, ასე ვთქვათ, წარმოდგენები, მაგრამ რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქართულმა უკეთესმა კომპანიებმა გაიმარჯვონ ტენდერებში, პირველ რიგში ის უნდა გავაკეთოთ, რომ ქართული უკეთესი კომპანიები უნდა იყვნენ, მათ ჰქონდეთ უფრო მეტი შესაძლებლობა და ამაზეც ბევრი ვისაუბრეთ. ისევე, როგორც როგორ ვმართოთ პროექტები ისე, რომ ტექნოლოგიურადაც ციკლი იყოს დაცული და ყველა საჭირო პირობა პროექტების შესრულებისთვის იყოს უზრუნველყოფილი.
ბატონი პაატა მხეიძის კითხვა იყო რუსთავის იაღლუჯის მთასთან დაკავშირებით. მართალი ბრძანდებით, ესეც არის სტიქიის პრევენციის იმ პროგრამის ნაწილი. ეს თანხა არ იყო ჩადებული სრულად ამ ბიუჯეტში, რადგანაც ახლა პროექტირებაზე ვართ და წლის ბოლოს დავიწყებთ მხოლოდ სამუშაოებს, მაგრამ ეს არის სწორედ ის მაგალითი, როდესაც ჩვენ, როდესაც მეხუთე თუ მეექვსეჯერ, ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ ჩავედით რუსთავში, სადაც ერთი და იგივე უბანი იტბორება. როდესაც დავიწყეთ პრობლემის შესწავლა, ვნახეთ, რომ სინამდვილეში პრობლემაა სანიაღვრე ქსელის არარსებობაში და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ უკვე არა მუნიციპალიტეტიდან, არამედ გზების დეპარტამენტიდან ანუ ჩვენი სამინისტროდან დავხმარებოდით მუნიციპალიტეტს, როგორც ამ პროექტის დაგეგმარებაში, ასევე ამ პროექტის შესრულებაში. ასევე ვისაუბრეთ ჩინურ კომპანიებზე და ქართული კომპანიების მონაწილეობაზე.
და ბატონი გიგა ბოკერიას კითხვას მინდა დავუბრუნდე, რაც შეეხება კორუფცია თუ, ასე ვთქვათ, კომპეტენციის ნაკლებობა. სამტრედია-გრიგოლეთზე, მე მგონი, ამომწურავად გავეცით პასუხი. რაც შეეხება ამ კითხვაზე პასუხს. როგორც გითხარით, კორუფციის შესწავლა, იყო თუ არა კორუფცია, სხვა ორგანოების პასუხისმგებლობაა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხს გასცემენ ამ კითხვას. კომპეტენციის ნაკლებობაც გვაქვს. შესაძლოა კორუფციის შემთხვევებიც გვქონდეს, თუმცა, არ გავაკეთებდი განზოგადებას. სამტრედია-გრიგოლეთის პროექტი არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც გვაქვს საქართველოში პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით და ერთი პროექტის გავრცელება 2018 წელს 1200-ზე მეტ პროექტზე და 2019 წელს კიდევ უფრო მეტ პროექტზე არ იქნებოდა უბრალოდ სამართლიანი. ამიტომ ამ მიმართულებით კიდევ ერთხელ, ალბათ, ყველას მოვუწოდებდი, როგოც ჩვენს სამთავრობო უწყებებს მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ, მეტად ვიზრუნოთ ჩვენი კომპეტენციის გაზრდაზე, ისევე, რა თქმა უნდა, ყველა ერთად დავეხმაროთ კონტრაქტორებს იმისთვის, რომ თავისი პასუხისმგებლობა უკეთ შეასრულონ.
ზუგდიდზე იყო ასევე ბატონ ედიშერ თოლორაიას კითხვა კულტურის დარბაზთან დაკავშირებით და გათბობის სისტემასთან დამატებით უნდა გავარკვიოთ მუნიციპალიტეტთან. დღეს ჯერ კიდევ მათ, ალბათ, იგივე რეგფონდიდან ან თავისი დაფინანსებიდან უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მაგრამ მოდით, ამაზე უფრო სამუშაო რეჟიმში გვექნება კომუნიკაცია.
ბატონ შოთა ხაბარელს გარდაბნის სოფელთან დაკავშირებით გიგამ გასცა პასუხი. მარტყოფში, გიდასტურებთ, რომ ამ პროექტს ვახორციელებთ. ისევე, როგორც ბატონი გიორგი თოთლაძის კითხვას აგარაში სასმელ წყალთან დაკავშირებით. კანალიზაციის დამატებაზეც ასევე უფრო სამუშაო პროცესში უნდა ვქნათ. და რაც შეეხება ძამას ხეობაში გზას და მის კავშირს ბორჯომი-ბაკურიანის ხეობასთან, ჩვენც ვიხილავთ ამ შესაძლებლობას. ტექნიკურად პროექტანტები ნახულობენ. ეს არის დაახლოებით 8 კმ-იანი მონაკვეთი თუ არ ვცდები. (ხმა ადგილიდან). დიახ, 16-იანს ახლა ვაკეთებთ, კავშირს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. (ხმა ადგილიდან). ხო, ანუ ხდება შესწავლა ამ შესაძლებლობის, ჩვენც ვნახეთ ეს გზა როგორც დამატებითი შესაძლებლობა, რომ განვტვირთოთ ბაკურიანში შემავალი გზები და დამატებითი შესაძლებლობა დამატებითი შესასვლელი მიტარბის მხრიდან მოვაწყოთ, მაგრამ თუმცა ჯერ პროექტირების თვალსაზრისით ანუ ტექნიკურად ჯერ ვსწავლობთ რამდენად არის შესაძლებელი.
ბატონ ლევან კობერიძეს მინდა გამოვეხმაურო, ასე ვთქვათ, რეგიონალური განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ კომიტეტთან, პირველ რიგში, ბატონ ზაზასთან ერთად, რეგიონული პოლიტიკის კომიტეტთან, რომელიც პირდაპირ არის მთავარი ჩვენი კომიტეტი, ჩვენ სამინისტროსთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი და ბატონ ზაზასთან გვაქვს ძალიან კარგი გეგმა უკვე დასახული იმ სფეროების, რაზეც შევთანხმდით, რომ ჩვენ, როგორც საპარლამენტო, როგორც საკომიტეტო ფორმატში, ასევე საკომიტეტო ფორმატის გარეთ გვექნება შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხების განხილვის, ჩვენთვისაც იქნება ძალიან სასარგებლო და საინტერესო თქვენთან ერთად, როგორც რეგიონული განვითარების მიმართულებების განხილვა ასევე მთის სტრატეგიის კრიტერიუმების საკითხის განხილვა, დეცენტრალიზაცია, ფისკალური დეცენტრალიზაცია და ძალიან ბევრი საკითხი, ასე ვთქვათ, ჩამოვწერეთ ერთად ჩვენ სამუშაო რეჟიმში, რომელზეც ერთად ვიმუშავებთ გრაფიკის ნაწილში და მე დარწმუნებული ვარ, რომ პირველ რიგში ბატონი ზაზა მოგიწვევთ ასეთ დისკუსიაში, სადაც, რა თქმა უნდა, ჩვენც ვიქნებით სრულად ჩართული და ესეც არის ჩვენი ინტერესი.
ბატონი გელა სამხარაულის კითხვა, იყო ტურიზმის განვითარებასთან ერთად რამდენად არის შესაძლებელი, რომ ერთად ვიფიქროთ, რომ ხომ არ დავეხმაროთ ბიზნესს ინფრასტრუქტურის განვითარებაში. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მუნიციპალურ განვითარების ფონდს მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში, თუ არ ვცდები, ბიბიპი ანუ კერძო საჯარო პარტნიორობის კომპონენტი აქვს, რომელიც გულისხმობს სწორედ არსებულ ბიზნესთან გზის და ინფრასტრუქტურის მიყვანას ანუ ამ ნაწილში თუ არსებობს ასეთი, მეუბნებიან, რომ გვაქვს, ბატონო დავით, შეიძლება, მსოფლიო ბანკის პროცედურები მარტივი არ არის, ვიცით, მაგრამ ნუ, ეს პროცედურები არსებობს. (ხმა ადგილიდან). არის, არის ბატონო დავით, ასე, რომ ბატონო დავით, ბატონო გელა და სხვა დაინტერესებულ პირებს, ბიზნესს შეუძლია მოგვმართოს ანუ ეს შესაძლებლობები არის ამ შემთხვევაში უკვე გათვალისწინებული იმ პროექტებში.
ბატონი ლევან გოგიჩაიშვილის კითხვას რაც შეეხება ხილიანის დაკავშირებას მზიურთან. ნამდვილად საინტერესო იდეაა, ჩვენც ვიყავით ადგილზე, თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთანაც გვქონდა კომუნიკაცია და ახლა, ამ ეტაპზე გვინდა პროექტირებაზე კონკურსის გამოცხადება, იმიტომ, რომ საფეხმავლო კავშირი მთელ საბურთალოსა და დოლიძეს და ხილიანის იმ მაღალსართულიანი კორპუსების დაკავშირები მზიურთან ნამდვილად იქნებოდა საინტერესო, ამიტომ ამის პროექტირების ეტაპზე ვართ. ბატონი ბექას კითხვას საპენსიო ფონდის და სოციალური საცხოვრისებთან დაკავშირებით, არ ვიცი, ქალბატონი მაკას კითხვასთან ერთად მგონია, რომ ვუპასუხე და ეს არის ის თმა, რომელზეც ალბათ პირველ რიგში ჯერ პარლამენტმა უნდა იმსჯელონ და მერე ყველა დანარჩენმა სტრუქტურებმა, პირველ რიგში ჩვენი სამინისტროს სფეროში ნამდვილად ეს საკითხი არ შედის. ამდენად, მე კითხვებზე პასუხი იმედი მაქვს, რომ დავამთავრე. ბოდიშს გიხდით, რომ ცოტა მეტი დრო წაიღო ვიდრე შესაძლოა გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ მგონია, რომ ყველა კითხვა იყო საინტერესო და. ალბათ. ყველასთვის საინტერესო იყო ამ კითხვებზე პასუხის მიღება. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. (ტაში დარბაზში).
თავმჯდომარე. გმადლობთ, ქალბატონო მაია. გვაქვს დამაზუსტებელი კითხვები, ბატონი ირაკლი აბესაძე, გთხოვთ.
ი.აბესაძე. ქალბატონო მაია, აუცილებლად უნდა დავაზუსტო შეკითხვა რიკოთზე და გაცემულ ავანსთან დაკავშირებით. აბსოლუტურად არადამაკმაყოფილებელი იყო განმარტებები, რომ 388 მილიონი ლარი ავანსის სახით გავეცით, იმიტომ, რომ კომპანიას სჭირდება მობილიზაცია და რაღაც მოსამზადებელი სამუშაოები. დიახ, თქვენ უნდა შეგერჩიათ ისეთი კომპანია, რომელსაც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დასახარჯი თანხის მთლიანი მოცულობა ავანსად არ დასჭირდებოდა. გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, თქვენ 2019 წელს ბიუჯეტით განსაზღვრული გქონდათ, რომ 200 მილიონი ლარის მოცულობის სამუშაო უნდა შეესრულებინა კომპანიას და ეს ინფორმაცია თქვენ პარლამენტს მოაწოდეთ 2019 წლის ბიუჯეტთან ერთად, რომელიც დამტკიცდა 2018 წლის დეკემბერში და იმავე პერიოდში კომპანიას მიეცით 388 მილიონი ლარი. ახალ ბიუჯეტშიც ანუ 2019 წლის განმავლობაში თქვენ 200 მილიონი ლარი გაქვთ გათვალისწინებული ანუ ამ სამუშაოებზე და კიდევ 200 მილიონი ლარი უნდა მისცეთ. ანუ მუდმივად ეს კომპანია უნდა ამუშაოთ ავანსებით, მუდმივად ამ კომპანიას ასეულობით მილიონი ლარი ბიუჯეტში...
თავმჯდომარე. დაასრულეთ? გმადლობთ. ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ზ.ჭიაბერაშვილი. ქალბატონო მაია, თქვენ ერთი წინადადებით შეეხეთ, მაგრამ გთხოვთ, დააზუსტოთ. იმიტომ, რომ 29 იანვრის თქვენს განცხადებაში ლაპარაკია 327 კილომეტრ ახალ საერთაშორისო მაგისტრალზე და თქვენ დღეს წარმოადგინეთ 227 კილომეტრი ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა. ანუ სხვაობა არის 100 კილომეტრი. თქვენ ახლა თქვით ტრიბუნიდან, რომ აქ თითქოს არ იყო დღევანდელ პრეზენტაციაში ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალი. გთხოვთ, დააზუსტოთ, რომ ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალი იგივე ტიპის გზა არის, ანუ 4-ზოლიანი გზა, რომელზედაც ვლაპარაკობთ და ზუსტად რა მონაკვეთზეა ლაპარაკი, რომ სად იწყება, სად მთავრდება ეს დაგვიზუსტოთ. იმიტომ, რომ 100-კილომეტრიანი სხვაობა ამ 2-განცხადებას შორის 3 კვირის განხსვავებით, ნამდვილად, მნიშვნელოვანი განსხვავებაა, დამეთანხმეთ.
თავმჯდომარე. გმადლობთ. ქალბატონი ხათუნა გოგორიშვილი.
ხ.გოგორიშვილი. გმადლობთ, ქალბატონო მაია. პირველ რიგში მინდა ჩემი კოლეგის ბატონი გიგა ბოკერიას შეკითხვის დაზუსტება გთხოვოთ. საქმე ეხება იმ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის თემას, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ. თუმცაღა, როგორც ბრძანეთ, უკვე მე-5 წელია გამოძიება მიმდინარეობს და ღმერთმა იცის კიდევ რამდენი წელი გაგრძელდება. ამიტომ თქვენ, ალბათ, კონკრეტულად გაეცანით იმ დოკუმენტებს სამინისტროში. თქვენი აზრი მაინტერესებს აქ არაკომპეტენციასთან გვაქვს საქმე თუ დანაშულთან. უბრალოდ, თქვენი შეფასება თუ შეიძლება რომ გვითხრათ ამ საკითხის. და მე-2. როდესაც ტენდერებზე ჩემი შეკითხვები იყო ჩაშლილ, შეუსრულებელ ტენდერებზე, მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება, ხომ არ უშლის ამ ტენდერების დროულად მომზადებას და დროულად დაწყებას მთავრობის 604-ე დადგენილება? ალბათ, იცით თქვენ, როდესაც მუნიციპალიტეტი დაწყებული ელემენტარული კარტრიჯის შეძენიდან, დამთავრებული ინფრასტრუქტურული პროექტებით, ვალდებულია, რომ ეს ყველაფერი სამინისტროსთან და მთავრობასთან შეათანხმოს. გააჩნია რა..
თავმჯდომარე. დაასრულებინეთ.
ხ.გოგორიშვილი. საქმე იმაში გახლავთ, ქალბატონო მაია, რომ ეტაპები ასე არის, ჯერ უნდა მოამზადოს პროექტი, შემდეგ საპროექტო წინადადებები ბაზრის შესწავლა, კომპანიები მოძიებული უნდა გამოაგზავნოს სამინისტროში. თქვენმა თანამშრომლებმა უნდა შეისწავლონ. ასე წერია მთავრობის დადგენილებაში და თუ არ სრულდება არ ვიცი მე, უკან უნდა დაუბრუნონ მერე შენიშვნები თუ ექნებათ და მერე ამის შემდეგ ეძლევათ უფლება ტენდერის გამოცხადების. ამიტომ, ხომ არ ფიქრობთ, რომ თუნდაც დანართები არის გამოსახშირი, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ...
თავმჯდომარე. დაასრულეთ. კარგით. ბატონი ოთარ კახიძე.
ო.კახიძე. გმადლობთ, ქალბატონო მაია, მე არ შევეხები ანაკლიის პორტის თემას, ვინაიდან ამაზე გამოსვლაში უფრო დეტალურად ვისაუბრებ, ჩემი კითხვა, მადლობა ამ პასუხისთვის, რაც სოფელ ქერესს შეეხებოდა. უბრალოდ, მინდა დავაზუსტო, რომ ეს სოფელი აკმაყოფილებს სიმაღლის კრიტერიუმს, რომელიც დადგენილია. აკმაყოფილებს ასევე პერიფერიულობის კრიტერიუმს და რჩება 2 კრიტერიუმი საშუალო ასაკი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ათვისება. საშუალო ასაკი, რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა, 40 წელი უნდა იყოს, რომ მიენიჭოს მაღალმთიანის სტატუსი და 39,9 წელი იყო 2014 წლის მდგომარეობით. მე ამ სოფელში ვიყავი, ჩავატარეთ ხელახლა აღწერა, რომლის მიხედვითაც 40 წელს არის გადაცილებული რეალურად საშუალო ასაკი, მაგრამ მთავარი ფაქტორი არის ის, რომ რეალურად ეს სოფელი არის საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე. თქვენ „გუგლის“ მეშვეობით ნახავთ, რომ ესა თუ ის თუ შეიძლება დამიმატეთ 30 წამი, ბატონო სპიკერო.
თავმჯდომარე. დაასრულებინეთ.
ო.კახიძე. ჩვენ თუ ვნახავთ ინტერნეტში ეს სოფელი არის ცნობილი იმით, რომ გაიტაცეს ეს მწყემსი, გაიტაცეს მოსახლე ანუ, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ხალხი და კანონის მიზანი რაც არის, რომ არ დაიცალოს, ესა თუ ის დასახლება, სწორედ აქ გვხდება კონკრეტულად. ანუ, თუ შეგიძლიათ, რომ გაითვალისწინოთ აღწერის შემდგომი მონაცემები, ანუ აღწერის განახლება მოხდეს ან ერთ-ერთ კრიტერიუმად დაემატოს საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრეობა. ანუ, ამის განხილვა მინდა, რომ ამ საკითხს მივუდგეთ...
თავმჯდომარე. გმადლობთ. ბატონი მამუკა ჩიქოვანი.
მ.ჩიქოვანი. ქალბატონო მაია, მართლა გულწრფელად მაინტერესებს, ახლა უნდა ჩაგეკითხოთ, „დავსერჩე“, დაგიჯერეთ ნამდვილად და ვერ ვიპოვე ვერც ცნობილი ან არაცნობილი ოპოზიციონერი არ ამოაგდო, არც აქცია არ ამომიგდო ვიდეოს სახით, რომ მენახა, რა აქცია იყო მსგავსი. მართლა მაინტერესებს, კანონმდებლობა გვაძლევს ყველანაირად მოქმედების... გაძლევთ, უფრო სწორად, მოქმედების საშუალებას. ექვსი წელია ეს პროექტი მიმდინარეობს. თუ ვიღაცა უშლის ხელს, ან პროექტში ცვლილება შესულიყო ამ ხნის განმავლობაში, ან კანონი რა უფლებამოსილებასაც განიჭებთ, სრულად გამოიყენოთ და იმოქმედოთ იმ კანონის შესაბამისად. ამით ყველაფრით აღჭურვილი ხართ და ახლა იღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს პროექტი უნდა შეჩერდეს? რაც შეეხება კომპანიის რაღაც შეფასება გაქვთ, რომ ძლიან კარგი კომპანიაა. კვირაში ერთხელ რომ რაღაცა ტექნიკის ერთი ცალი რაღაც საშუალება გამოჩნდება იქ მშენებლობაზე...
თავმჯდომარე. დაასრულებინეთ.
მ.ჩიქოვანი. ყოველდღიურად იქ ვინც ვმოძრაობთ, რომ გვიხარია
კვირაში ერთხელ ამ ტექნიკის გამოჩენა, ამას ეძახით, რომ ეს ნორმალური კომპანიაა?!
თავმჯდომარე. გმადლობთ. ბატონი გიორგი ლომია.
გ.ლომია. ქალბატონო მაია, როდესაც ვსაუბრობდი სოფლის განვითარებაზე, ნამდვილად არ ვგულისხმობდი რომელიმე საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევას. მე ვგულისხმობდი, რომ ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება სოფლის. თუ სოფლის განვითარების პროექტს, მაგალითად და პროექტში ყველა მონაწილეს გაათავისუფლებთ დღგ-ს გადასახადისაგან, მას უკვე გაუჩნდება საშუალება, რომ კონკურენცია გაუწიოს თუნდაც ფასით. მერე თუ კონტროლს გაუწევს სახელმწიფო ხარისხზე, პროდუქციის ხარისხზე, თუ სახელმწიფოო აიღებს თავის თავზე, მაგალითად, ამ პროდუქციის გასაღების ბაზარს ასევე, ბაზარზე გაიტანს ანუ თქვენ ხომ გესმით, რომ გაცილებით გაუადვილდება გლეხს დღეს და ის არ იქნება დამოკიდებული ფედერალურ ბიუჯეტზე და ის შეძლებს საკუთარი თავის შენახვას თვითონ. მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებებს დავარღვევთ, ასოცირების ხელშეკრულება ირღვევა, ეს ყველაფერი უბრალოდ არის შირმა, რომელსაც...
თავმჯდომარე. დაასრულებინეთ.
გ.ლომია. რომელსაც არის ამოფარებული სახელმწიფო და ასე ჩვენ ვერასოდეს ვერ განვვითარდებით და არც სხვას არ მივცემთ საშუალებაას, რომ განვითარდეს. მე მაგალითად შემიძლია უნგრეთი მოვიყვანო, სადაც პრიორიტეტულია ადგილობრივი პროდუქცია და მაღაზიებში 50%-ზე ნაკლები არ არის ადგილობრივი პროდუქტი და მერე უკვე არის უცხოური პროდუქცია. ასევე ჩვენ გავაღვიძებთ ადამიანებში პატრიოტულ გრძნობებს და დამიჯერეთ, რომ იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს, მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ყველა ქართველი საქართველოს პროდუქციას იყიდის, თუკი ეცოდინება, რომ ის ხარისხიანია და არაც უცხოურ...
თავმჯდომარე. გმადლობთ. ბატონი დიმიტრი ხუნდაძე.
დ.ხუნდაძე. მესმის, ქალბატონო მაია, დაიღალეთ. უდიდესი პატივისცემის მიუხედავად მინდა დაზუსტება გავაკეთო მორატორიუმთან დაკავშირებით. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არასწორია, როცა ჟღერდება, რომ თითქოს მოსახლეობას უნდა აშენოს ის, რაც მოესურვება. ეს აბსოლუტურად ასე არ არის, მათი და ჩემი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ დავუშვათ ისტორიული შეცდომა, რომ ქალაქის იერსახე შეილახოს, მაგრამ ასევე არ გვაქვს უფლება, რომ ქალაქს ავუკრძალოთ ცხოვრებისა და განვითარების უფლება. რაც შეხება, ახლა დროის სიმცირის გამო მეც შემოვისაზღვრები, რაც შეეხება დოკუმენტს, რომელიც არ მიიღო მცხეთის საკრებულომ, მე ვფიქრობ, რომ ის სწორად მოიქცა. მინდა გითხრათ, რომ ეს დოკუმენტი დაწუნებული იყო თვითონ იუნესკოს გამოც და უამრავი შენიშვნაა. ისე, რომ... და თუ ეს დოკუმენტი მოსაწონი იყო, მაშინ რატომ გრძელდება 4 წელი და კიდევ დამატებითი ტენდერები და დამატებითი თანხები. მე ნამდვილად გამოვთქვამ საფუძვლიან ეჭვს. სხვათა შორის, არც ერთმა თქვენამდე მინისტრმა არ დაიჯერა ჩემი...
თავმჯდომარე. დაასრულებინეთ.
დ.ხუნდაძე. არ დაიჯერა ჩემი ეჭვის, რომ ეს დოკუმენტი არ იქნებოდა და ეს მართლაც ასეა, უკვე 4 წელი გამართლდა ეს და მე არ მინდა, რომ შემდეგაც გამართლდეს იმიტომ, რომ როცა მონაწილე მხარეები ერთმანეთს არ უსმენენ და როცა მხოლოდ საკუთარი ინტერესები ძალავს თითოეულ მათთაგანს დაწყებული მოსახლეობიდან დამთავრებული მონაწილე ნებისმიერ მხარემდე, ეს დოკუმენტი მიღებული არ იქნება. ისე, რომ საზოგადოების, მცხეთელების, დეპუტატის, მერის და ამ დოკუმენტის დისკრედიტაცია კი არ უნდა ხდებოდეს, ერთმანეთს უნდა უსმენდნენ...
თავმჯდომარე. გმადლობთ. დასრულებულია კითხვები. გთხოვთ, ქალბატონო მაია.
მ.ცქიტიშვილი. გმადლობთ. ნება მიბოძეთ, რომ ჯერ მე ვუპასუხო კითხვებს და მერე უკვე რიკოთთან დაკავშირებით ბატონ ირაკლის ვთხოვო. ე.ი. რომ თანმიმდევრობა, რიგითობა შეიძლება დავარღვიო კითხვების. ქალბატონი ხათუნა... აქ ხართ. ე.ი. 604 დადგენილება ბევრი მსმენია მეც, რომ ეს იყო შესაძლო მიზეზი, ე.ი. 604 დადგენილება პირველ რიგში იყო მიმართული იმისკენ, რომ საერთოდ ზოგადად ადმინისტრაციული ხარჯების შეზღუდვა მომხდარიყო მთლიანობაში, როგორც ცენტრალურ ხელისუფლებაში, ასევე თვითმმართველობაში და დამერწმუნეთ, ნამდვილად ამან თავისი შედეგი გამოიღო. რაც შეეხება 604 დადგენილების ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც სამინისტროსთან უნდა შეთანხმდეს სამშენებლო პროექტები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის. ამასაც ჰქონდა ის მიზანი, რომ ჩვენ სწორედ რომ აი ასეთი ჩავარდნები, რომელიც მანამდეც იყო ანუ ისევე, როგორც ვისაუბრეთ. მე სამწუხაროდ არ ვეთანხმები იმ შეფასებას, რომ ეს წელი უარესი იყო, ვიდრე წინა წლები, ჩავარდნები პროექტების მიტოვება კონტრაქტორის მხრიდან, თანხის არასწორად გათვლა, ასე ვთქვათ, კონტრაქტორის არასწორი კვალიფიკაციის ან ტექნიკური პარამეტრების დადგენა, ისევე, როგორც შესაძლოა რაღაცა, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში მათ შორის კორუფცირების რისკის შესაძლებლობა სხვადასხვა ტიპის სატენდერო დოკუმენტაციაში, ამან ყველაფერმა ჩვენ დაგვანახა, რომ აქ გარკვეული ცვლილებების შეტანა არის საჭირო. ამიტომ 604 დადგენილებაში ეს სამუშაოები იქნა შეტანილი მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ გვქონოდა საშუალება მუნიციპალიტეტებთან გვემუშავა და ეს ჩარჩო მათთან ერთად გაგვეკეთებინა. ახლა რაც შეეხება ამ დადგენილებას. უკვე მთავრობას მე არ ვიცი, რამდენად მიღებულია თუ არა განკარგულება, რამდენად ხელმოწერილია, ყოველ შემთხვევაში პროცედურა არის ფინანსთა სამინისტროს აქვს უკვე ატვირთული, ჩვენთან, რა თქმა უნდა, შეთანხმებით და ჩვენი სურვილითაც იმის გათვალისწინებით, რომ უკვე ეს ნაბიჯები მუნიციპალიტეტებში არის გადადგმული და სამშენებლო სამუშაოების ნაწილი მუნიციპალიტეტების მხრიდან 604 დადგენილებიდან არის ამოღებული. ამას აღარ ექნება ყოველ შემთხვევაში სამშენებლო სამუშაოები იქ აღარ იქნება, თუმცა დამერწმუნეთ ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ არის მიზეზი, არამედ მიზეზი იყო ის, რომ თვითონ პროცესი იყო არასწორად დაგეგმილი და ყველა ის ცვლილებები, რომელზეც მე მოგახსენეთ, იყო ნამდვილად მიმართული იმისკენ, რომ სწორედ აი თითოეული პროექტის შეთანხმება არ უწევდეთ და უფრო სისტემური სახის, ასე ვთქვათ, გადაწყვეტები შეგვეთავაზებინა პირველ რიგში ჩვენ. რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის პროექტს მთლიანობაში და ჩემ შეფასებას, მე მაშინაც ვთქვი, ახლავე გიდასტურებთ, რომ მე მაქვს ნამდვილად კითხვები ამ პროექტთან მიმართებაში, პირველ რიგში ის საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც იქნა მიმართული სახელმწიფომ მიიღო ეკონომია თითქოს, ანუ გადაწყვეტილება, რომელიც იყო მიღებული საინჟინრო გადაწყვეტილება იყო დასაბუთებული იმ თვალსაზრისით, რომ სამუშაოების ღირებულება მცირდებოდა, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ ყველამ ამის შედეგი ვნახეთ. რამდენად ეს იყო ასე ვთქვათ, დანაშაულებრივი ქმედება და განზრახვა, ასე ვთქვათ, ფულის რაღაცნაირად შოვნის, როგორც კონტრაქტორის, ასევე სახელმწიფო ჩინოვნიკის მხრიდან, მე ვერ გიპასუხებთ ამ კითხვაზე, მაგრამ კითხვა რომ არსებობს ამ პროექტთან დაკავშირებით და რამდენად მიზანშეწონილი იყო ამ თითქოს და ეკონომიის გამო ამ გადაწყვეტილების მიღება, ნამდვილად მე ეს კითხვა მაქვს. სწორედ ამის გამო, მესამე ლოტზე მაშინ, როდესაც კომპანიამ მოგვმართა ჩვენ, აი ტოდინმა, რომელთანაც ჩვენ გავწყვიტეთ ხელშეკრულება ანალოგიური თხოვნით, რომ შეგვეცვალა მის სატენდერო დოკუმენტაციაში აი ეს საინჟინრო გადაწყვეტილება და ქვის სვეტების მაგივრად გაგვეკეთებინა ტრენირება, ჩვენ ამ შემოთავაზებაზე ამ კომპანიას უთხარით უარი სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ამ შეთავაზებას არ ვეთანხმებოდით და ეს შემოთავაზება არ მოგვცემდა არც დადებით შედეგს არც დროში და არც ხარისხობრივი თვალსაზრისითაც. ასე, რომ მე ნამდვილად კითხვები მაქვს, თუმცა კიდევ ერთხელ მე არ ვარ არც პროკურორი, არც გამომძიებელი, მეც მოვისურვებდი, რომ 5 წელი, 4 წელი და თუნდაც 1 წელი არ სჭირდებოდეს ამა თუ იმ გამოძიებას, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ საგამოძიებო პროცესზე, აქაც ალბათ გარკვეული დრო არის საჭირო, არ ვიცი მიზეზები და მეც მოვიკითხავ, თქვენც მოიკითხეთ, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ამ ძიებაში ჩაღრმავება არაფერს არ მაძლევს, ჩემთვის არის მთავარი, რომ ასეთივე შეცდომები არ დაუშვათ ჩვენ ასე, რომ ამ ნაწილში შეცდომებს ვაფასებთ, შეცდომა იყო თუ დანაშაული, ისევ და ისევ ეს არ არის. კი, ბატონო. გმადლობთ, მაგრამ შედეგი ჯერ არ მაქვს არც მე, თორემ მეცოდინებოდა ალბათ ამ მიმართულებით. რაც შეეხება საოკუპაციო ხაზის სოფელ ქერეს. მართალი ბრძანდებით, მეც იგივე ისა მაქვს, მონაცემები, 39 და 9, ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს ახლა მოქნილობა, რომ დავაკორექტიროთ ესა თუ ის კოეფიციენტი და უბრალოდ თუ არ გადის სამწუხაროდ არ გადის. რაც შეეხება ხელმეორე აღწერას, ასევე დადგენილება და როგორც არის დადგენილი მინიჭება საყოველთაო აღწერების შედეგებს შორის არის, იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ დამოუკიდებლად, ანუ ამ აღწერის ჩატარებას კონკრეტულ მუნიციპალიტეტში გესმით, რომ ფასი არა აქვს. ამიტომ, ამ მიმართულებითაც, როგორც აღვნიშნე, ვმუშაობთ მთის კრიტერიუმების გადახედვასთან დაკავშირებით. ბევრი მუნიციპალიტეტიდან არის ამის თხოვნა, შესაძლოა საოკუპაციო ხაზთან სიახლოვეს იყოს საინტერესო კრიტერიუმი, რომელსაც ასევე შევხედავთ ამ თვალსაზრისით და მადლობა შემოთავაზებისთვის.
რაც შეეხება რუსთავი-ფონიჭალას მიმართულებით. „რუსთავი 2“-ის ეთერით ბევრი აქცია იყო გაშუქებული ისევე, როგორც ადგილზე შეხვედრები. ბატონი, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი შენგელიაც გახლდათ, ბატონი გიგა კაციაც ადგილზე, კამერებით, მოსახლეობასთან, ჟურნალისტებთან. ასე, რომ ეს პროცესი ძალიან აქტიურად წარიმართება. ბატონი, საკრებულოს წარმომადგენელი ბატონი ლევან ხაბეიშვილი არის ამ პროცესში ძალიან აქტიურად ჩართული ისევე, როგორც კიდევ რამდენიმე ადამიანი, თუმცა საინფორმაციო სივრცეშიც ძალიან ბევრი ინფორმაცია იყო ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება კონტრაქტორის ავკარგიანობას, კონტრაქტორი არის გაჩერებული და იმიტომაც ვერ მუშაობს, იმიტომ, რომ ამის საშუალებას სამწუხაროდ ადგილობრივი მოსახლეობა არ იძლევა. რაც შეხება ჩვენს უფლებამოსილებას. მართალი ბრძანდებით, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ, უბრალოდ, ამ მოსახლეობას, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არც განსახლება არ ეკუთვნის ანუ ეს არ არის თემა, რომ ჩვენ არ ვბედავთ განსახლებას, არ ეკუთვნის განსახლებას, უბრალოდ ეს არ არის ის შემთხვევა როდესაც ერთჯერადი აქციაა და როდესაც ერთჯერადი აქციის ძალისმიერი მეთოდებით შეჩერება არის. ეს არის პროექტი, რომელზეც ერთი წლის განმავლობაში უნდა იმუშაოს კონტრაქტორმა და ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი ასეთი ფაქტობრივი ხელშეშლა იყო, როდესაც ქალბატონები ბავშვებთან ერთდ, ეს არის ასევე დასახლება, სადაც მხედველობადაქვეითებული ადამიანებიც ცხოვრობენ, 44 ასეთი ოჯახია, რაოდენობრივადაც ვიცით და მათი სოციალური სტატუსი, ალბათ, მათაც მეტის გაბედვის საშუალებას აძლევს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს უფლება, რომ სპეცნაზით გავაკეთოთ, მაგრამ არ ვაკეთებთ ამას. რაც შეეხება პროექტის გაჩერებას, ვაჩერებთ ამ მონაკვეთს მხოლოდ იმისთვის, რომ ამ მოსახლეობასთან მივაღწიოთ შეთანხმებას სხვადასხვა ფორმატში, ასე ვთქვათ, კორპუსების გამაგრებაზეც იყო საუბარი, რაზეც ასევე არ გვთანხმდებიან და ა. შ. საკმაოდ ინტენსიური პროცესი იყო, დამერწმუნეთ, აი, მეც ვიცი დეტალები, ჩემი მოადგილეები, და უწყებების ხელმძღვანელები, მით უმეტეს, ასე, რომ სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ ერთი წლის განმავლობაში იქ სპეცნაზის ყოლას არ ვაპირებთ და ქალების და ბავშვების ცემას. აქედან გამომდინარე ჯერჯერობით სხვა გამოსავალი არ არის, გარდა ამ კონკრეტული მონაკვეთის მიტოვების, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მონაკვეთი უნდა იყოს აშენებული. პროექტის კორექტირებას რაც შეეხება, სხვა გამოსავალი არ არის, ეს არის მტკვრის გასწვრივ ახალი ზოლი, გვაქვს არსებული ზოლი, არსებული ზოლი, ანუ ის დამაკავშირებელი თბილისი-რუსთავის გზის გამტარუნარიანობასთან დაკავშირებით. ჯერ გვაძლევს ამ გამტარუნარიანობის შესაძლებლობას ამიტომ, ახლა, ამ ეტაპზე ჩვენ რაღაც სასწაულ პრობლემას არ შევეჩეხებით ამ მოძრაობის ისევ ძველ მაგისტრალზე დატოვების გამო, მაგრამ ისევ, რა თქმა უნდა, ეს არის რუსთავი-წითელი ხიდის საერთო მაგისტრალის ნაწილი და ბუნებრივია, რა თქმა უნდა, გარკვეული დროის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ჩვენ რაღაც კონსენსუსს მივაღწევთ ამ პროექტს დავუბრუნდებით.
რაც შეეხება, ბატონო დიტო, თქვენ კითხვას, მე საკრებულო არ მითქვამს რამე კრიტიკის ნაწილში და ნამდვილად არ მინდა ასე იყოს აღქმული, რომ საკრებულოს ან ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ვადანაშაულებ, სწორედ ამას ვგულისხმობ, რომ ის პროცესი, რომელიც წარიმართა მანამდე ჩვენი შეცდომები უნდა გავითვალისწინოთ და პირველ რიგში ადგილობრივი თვითმმართველობის და ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით უნდა შევიმუშაოთ ის გეგმა, რომელიც მათთვის იქნება მისაღები, რა თქმა უნდა, ყველა იმ სტანდარტის გათვალისწინებით, რომელსაც კარგია, რომ მცხეთის მოსახლეობაც და ჩვენ ყველანი გაგებით ვხვდებით.
რაც შეეხება, მე ბატონ ზურას მინდა ვაჩვენო პრეზენტაცია და ბატონი ირაკლი, ალბათ, უკეთ უპასუხებს რიკოთთან დაკავშირებით კითხვებს. ირაკლი, რიკოთის მონაკვეთზე თუ შეიძლება, ბატონ ზურაბს ვაჩვენე, რომ 100 კილომეტრი გვაქვს.
ი.ქარსელაძე. იყო ხომ? იმედია მე იგივე წარმატებით ხელახლა მომიწევს იგივეს მტკიცება.
მ.ცქიტიშვილი. არა, რიკოთის ბალანთან დაკავშირებით თუ შეიძლება. და მე მგონი სხვა კითხვა არ დამრჩა, ხომ?
ი.ქარსელაძე. ძალიან მართლა უხერხულია, მაგრამ უნდა გავიმეორო. 1. ავანსი ეს არის ნორმალური ფორმა არა მარტო ინფრასტრუქტურულ ხელშეკრულებებში, არამედ ნებისმიერ სამშენებლო სამუშაოებში. ასევე საქონლის შესყიდვისას და ა. შ. შესაბამისად, ეს საავანსო პირობა, ავანსის გაცემის პირობა გათვალისწინებული იყო სატენდერო პირობებში. ყველა მონაწილემ ტენდერისა იცოდა, რომ მათ ჰქონდათ უფლება მიეღოთ შესაბამისი პროცენტული განაწილებით საავანსო გადახდა. შესაბამისად მათი ფასთა შემოთავაზება ითვალისწინებდა აღნიშნული პირობის შესრულებას. აქედან გამომდინარე, ეს პირობები, როგორც სატენდერო პირობები, ასევე საავანსო პირობა, ისევე, როგორც უზრუნველყოფის გარანტია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ხდება მხოლოდ და მხოლოდ მყარი საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე და გარდა მაგისა, აღნიშნული პირობით ისარგებლებდა ნებისმიერი გამარჯვებული კომპანია. აქედან გამომდინარე, ეს პირობებიც იყო შეთანხმებული და დამტკიცებული ასევე საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ. ასე ხდებოდა ოდითგანვე, როდესაც საერთაშორისო ტენდერები ტარდებოდა. იყო ეს 2012-ში, 13-ში, 18ში თუ 15-სი. ახლა, არითმეტიკაც არ მესმის. იმიტომ, რომ 20-% თუ მივეცი, 3 წლიანი თუა პროექტი რაღაცა დამიტოვებია კიდევ წლევანდელი. წელს არის კიდევ 120 ერთზე და 100 მილიონი მეორეზე და რანაირად მივეცი მთელი წლის ფული. ბატონო. ბატონო ირაკლი, კარგით. კი ბატონო აგიხსნით, ბოლომდე, რა. ერთი სიტყვით, ამავე საერთაშორისო ხელშეკრულებების მიხედვით ავანსის დაქვითვა ხდება 20%-ის სამუშაოების შესრულების შემდეგ, რამეთუ ეს თანხა ნამდვილად ხმარდება ყველა იმ ასპექტს, რომელიც ზემოთ აღვწერე. ეს არის ტექნიკა, ეს არის ძირითადი მანქანა-მოწყობილობები. მაგალითისთვის გეტყვით ქვეშეთი კობის მისასვლელი გზა. ანალოგიური ავანსი ითვალისწინებს ფიბიემის შესყიდვას. ეს არის გვირაბის გამთხრელი მანქანა. თუ ამ ფულს არ მისცემ, კი, ბატონო, შეიძლება საერთოდ არ გადაუხადო ეს ფული, მაგრამ მის შემოთავაზება ძვირდება. იმიტომ, რომ თავისი ფულით მუშაობს. ახლა, აქედან გამომდინარე, მარტივ ჭეშმარიტებებს ვამტკიცებ, უკაცრავად ვინც იცის ეს უკვე და ბოდიში, რომ ...
მ.ცქიტიშვილი. კეთილი, ამ დეტალებში რომ არ შევიდე პირველ რიგში ისევ მინდა დავამატო, რომ ავანსების გაცემა არ არის, რა თქმა უნდა, არის პირველი ავანსი შემდეგ უკვე შემდგომ წლებში შესრულებული სამუშაოს ღირებულება ავანსის წილის გამოქვითვით.
რაც შეეხება ასევე თქვენს პირველ კითხვაში დასმულ კომენტარს, რომ ეს კომპანია აიღებს ფულს და ანგარიშზე განათავსებს და ფულს გააკეთებს, ამასთან დაკავშირებით ბატონი ირაკლი გიხსნით, რომ ეს თანხა გამოიყენება პროექტში მზადებისთვის, თვითონ სამობილიზაციო სამუშაოების. ასე, რომ დეპოზიტზე არ დევს. გარდა ამისა, ასეთი გადახდა, საავანსო გადახდა არ არის უნიკალური არც ამ კომპანიის მიმართ, არც ამ პროექტის მიმართ და ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა. აგერ, ბატონ რამაზს შეგიძლია კითხოთ და მე იმედი მაქვს, რომ დაუდასტურებთ ბატონო რამაზ, რომ სამშენებლო ტენდერებში განსაკუთრებით ასეთი ზომის ტენდერებში 20%-იანი საავანსო გადახდა არის აბსოლუტურად ნორმალური. მეტიც არსებობს, ნაკლებიც 15, 25, 30% არის ნორმალური დიაპაზონი, რომელიც ქართულ კომპანიებსაც 5-მილიონიან ტენდერშიც ვაძლევთ. ბევრ ტენდერში თანხა იზრდება, მაგრამ სპეციფიკა არის იგივე. ამ შემთხვევაში, დამერწმუნეთ, რომ ეს არ არის ... ხო, თქვენ შეიძლება ეძებოთ ამაში კორუფციული რისკებიც, შესაძლოა რაღაცა სხვადასხვა მოსაზრებებიც გქონდეთ, მაგრამ, დიახ, ასე იმართება ეს პროექტები დიდიც, პატარაც და რაც უფრო დიდი პროექტია მით უფრო რთულია და შესაძლოა მისი ავანსის ოდენობაც იყოს უფრო დიდი. თუ არ ვცდები ყველა კითხვას გავეცი პასუხი. თუ დამრჩა. ბოდიში, ასე ვთქვათ, სოფლის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. მე, რა თქმა უნდა, მინდა არა თუ დაგეთანხმოთ, არამედ მიხარია, რომ თქვენ ეთანხმებით მთავრობის პოლიტიკას სოფლის მეურნეობის ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, რომელიც არის მიმართული სწორედ იმაზე, რომ ადგილობრივი წარმოება განვავითაროთ, როგორც მცირე და საშუალო ზომის წარმოება ასევე უფრო მსხვილი ბიზნესი. იცით, რომ ამისთვის ძალიან ბევრი პროგრამაა, ძალიან, ასე ვთქვათ, კარგი საგადასახადო რეჟიმია, მათ შორის დღგ-სგან გათავისუფლება, მათ შორის სხვადასხვა სფეროში კიდევ დამატებითი საგადასახადო შეღავათები, ასე რომ სწორედ ეს არის ის მიდგომა, რომელსაც ჩვენ 2012 წლის შემდეგ ვახორციელებთ და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით. დიდი მადლობა.
თავმჯდომარე. გმადლობთ, ქალბატონო მაია. გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. თანამომხსენებელს ხომ არ სურს გამოსვლა, კომიტეტების ხელმძღვანელებს ხომ არ სურთ გამოსვლა, დეპუტატების გამოსვლები? ქალბატონი ლელა ქებურია.
ლ.ქებურია. ქალბატონო მაია, მე ჩემი გამოსვლა შემთხვევით არ დავიწყე იმის აღნიშნვით თუ რამდენად კარგი პროექტია და მნიშვნელოვანი ზუგდიდისთვის წყალმომარაგების პროექტი, არც პროექტის თანამდევ მანკიერებებზე დამიწყია საუბარი, იმიტომ, რომ ზემოხსენებული პროექტის მნიშვნელობა დამეკნინებინა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ზუგდიდელი კოლეგებისგან განსხვავებით მე არც განსაკუთრებული მადლობები მითქვამს თქვენთვის და არც აფორიზმ-ანდაზები ხატოვნად შერწყმა შემიძლია კითხვის ფორმირებისას, ეტყობა ამას განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება და მე ამ მიმართულებით ჩემი კოლეგებისგან განსხვავებით უნიჭო ვარ, მაგრამ მთავარი, რა „ვორდინგითაც“ არ უნდა ვისაუბროთ მე და ჩემმა კოლეგებმა არის ის, რომ რაც შიძლება მეტი კეთილდღეობა და კარგი პროექტები განხორციელდეს ჩვენი ქალაქისთვის და ეს არის ის რეალობა, რაც დღეს ხდება ზუგდიდის ქუჩებში. ამას ტანჯვას დავარქმევთ, ეკლიანი ვარდების კრეფას თუ კიდევ რაიმე სხვა ფრთიან ფრაზებს გამოვიგონებთ ამისთვის ცხადი არის ის, რომ მნიშვნელოვანია ზუგდიდელებმა იცოდნენ თუ ვინ არის ყველაფერ ამაზე პასუხისმგებელი და მე მგონია, რომ ჩემი კოლეგა დეპუტატები ჩემზე მეტად უნდა იყვნენ ამითი დაინტერესებული, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვასიამოვნებ მათ და, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ძალიან კარგ საქმეს აფუჭებს საქმისადმი სწორედ ასეთი ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და ეს ადგილობრივ თვითმმართველობის ბრალეულობით ხდება თუ კონტრაქტორი კომპანიის ზუგდიდელები იმსახურებენ იმას, რომ იცოდნენ ეს ყველაფერი. მაგრამ, ვისი ბრალეულობაც არ უნდა იყოს, ქალბატონო მაია, ნამდვილად დამეთანხმებით იმაში, რომ ეს არ არის ზუგდიდელების ბრალი და რაც არ უნდა დავატოლოთ ვინ უფრო იტანჯება, იმერეთი, კახეთი თუ სამეგრელო 21-ე საუკუნეში ნამდვილად არ იმსახურებს არც ერთი რეგიონი აი ასეთი საგზაო ინფრასტრუქტურის პირობებში ცხოვრებას და ამისი მოწესრიგება და უზრუნველყოფა სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, არა აქვს მნიშვნელობა ეს ადგილობრივი იქნება თუ ცენტრალური. ამ ფოტოებზე აღბეჭდილია, ქალბატონო მაია, მხოლოდ და მხოლოდ პირველი რიგის გზები და მეორე რიგის გზებზე კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობაა, მინდა გითხრათ. ასევე მინდა შევუერთდე ჩემი კოლეგების თხოვნას სხვა თხოვნებთან დაკავშირებით და ზუგდიდის სტადიონის პრობლემა და კომბინატის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის გათბობით უზრუნველყოფა ნამდვილად არის ზუგდიდისათვის მნიშვნელოვანი პროექტები და მე სიტყვაზე გიჭერთ, ქალბატონო მაია, და მინდა, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა არ იყოს მხოლოდ ინფორმაციის გაცვლის მიზნით შეხვედრა შეხვედრისთვის და მალე იმედია, ზუგდიდელები ხილულად იგრძნობენ ურთიერთანამშრომლობის ამ ფორმატის სიკეთეს. მადლობა.
თავმჯდომარე. გმადლობთ. ბატონი მამუკა ჩიქოვანი.
მ.ჩიქოვანი. მადლობა. ქალბატონო მაია, არ შემიძლია ეს თქვენი სტუმრობა პარლამენტში, მინისტრის საათი, არ გამოვიყენო, ეს შესაძლებლობა და, რა თქმა უნდა, თქვენც ამაზე ისაუბრეთ და რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი თქვენი პრეზენტაციის დაუთმეთ დეცენტრალიზაციის თემას, თვითმმართველობების თემას. რა თქმა უნდა, არ შემიძლია, რომ ამას არ შევეხო, ეს პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა თუ გვინდა, რომ სახელმწიფო აშენდეს თუ გვინდა, რომ სახელმწიფო ყველა, ასე რომ ვთქვათ, სტრუქტურა, ინსტიტუცია გამართულად ფუნქციონირებდეს და ერთ-ერთი მთავარი, ასე რომ ვთქვათ, საყრდენი სახელმწიფო ძალაუფლების ეს არის ძლიერი თვითმმართველობა და შესაბამისად დეცენტრალიზაციის პროცესი, როდესაც თქვენ აანონსებთ, რომ სტრატეგია უკვე შემუშავებულია, ეს არის ძალიან კარგი მაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში ეს განხილვა გადმოინაცვლებს პარლამენტში, როგორც თქვენ უკვე ეს ახსენეთ, თუმცაღა როცა ვისმენ თქვენი კოლეგების, მთავრობის წევრების სხვადასხვა კონტექსტში გაკეთებულ განცხადებებს, ასევე თქვენი მოადგილეების სხვადასხვა ფორმატში კომიტეტის ფორმატში იქნება თუ რა განცხადებებს და თვითმმართველობასთან დამოკიდებულება ჩანს განცხადებებში, ცოტა არ იყოს ვშიშობთ. დღევანდელ თქვენს გამოსვლაში საწყის, ასე ვთქვათ, პრეზენტაციაში ანგარიშში თქვენ ახსენეთ, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია, დეცენტრალიზაციის პროცესი დაწყებულია და მაგალითად მოიყვანეთ, რომ საჯაროს სკოლების სარემონტო სამუშაოებისთვის თანხა ეს დელეგირებული უფლებამოსილება. ანუ, ხელშეკრულება გაფორმდა დელეგირება გაკეთდა და ეს უფლებამოსილება გადაეცა თვითმმართველობებს. თან მიჰყვა 40 მილიონი ლარი თუ ამას თქვენ ასე ხედავთ, ამ დეცენტრალიზაციის პროცესს ასე ხედავს და მსგავს თემას ვფუთავთ, როგორც დეცენტრალიზაციის პროცესს, ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება თვითმმართველობები, ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდებით თითოეული ჩვენთაგანი. თქვენვე ახსენეთ მერე თქვენს გამოსვლაში, რომ საჭიროება ამ მიმართულებით, კონკრეტულად ამ მიმართულებით, გათვლილია, არ გითქვიათ კონკრეტული ციფრი, მაგრამ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ თუ უხეში გათვლით თუ დავითვლით მარტო საჯაროს სკოლებისთვის სარემონტო სამუშაოებისათვის მთლიანი, ასე რომ ვთქვათ, მოთხოვნილება რომ დაკმაყოფილდეს, 2-მილიარდ ლარამდე არის საჭირო. თქვენ მიაყოლეთ ამ დელეგირებულ უფლებამოსილებას 40 მილიონი, მაგრამ თქვენ გამოსვლაში ერთხელაც არ გიხსენებიათ, რომ ან ფიქრობთ, ან, ნუ, არ ვიცი ახლა როგორ იქნება საბოლო ჯამში წარმოდგენილი სტრატეგიაში თქვენი პოზიცია გადატანილი ...
თავმჯდომარე. დაასრულებინეთ.
მ.ჩიქოვანი. როგორ უნდა შეასრულონ თვითმმართველობებმა ეს დელეგირებული უფლებამოსილება, რომ მოსახლეობის წინაშე, პედაგოგების წინაშე იმ მოსწავლეების წინაშე ის ვალდებულება, რაც უნდა იყოს აღებული ბოლომდე იყოს. ასე რომ ვთქვათ, შესრულებული. ერთ სიტყვით მე იმედს ვიტოვებ, რომ პარლამენტში ძალიან მალე დაიწყება ამ სტრატეგიული დოკუმენტის განხილვა და მსგავსი დამოკიდებულება ...
თავმჯდომარე. გმადლობთ. ბატონი ლევან გოგიჩაიშვილი არ ესწრება ბატონო გია ვოლსკი ასევე არ ესწრება, გადავდივარ ფრაქციების გამოსვლებზე ბატონი ირაკლი აბესაძე, თხოვნა იყო.
ი.აბესაძე. მადლობა, ბატონო ირაკლი, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მე მინდა ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით მინისტრისადმი. მართლაც უჩვეულოა, როდესაც მინისტრმა ბევრი სხვა შემთხვევისგან განსხვავებით უპასუხოთ არ დატოვა არც ერთი შეკითხვა მიუხედავად იმისა, მისაღები იყო თუ არა პასუხები და, რა თქმა უნდა, თქვენს მიერ გაცემული პასუხების დიდი ნაწილი ნამდვილად არ იძლევა იმ თვითკმაყოფილების საფუძველს, რომელიც როგორც ვხედავ შეიძლება დაეუფლათ ჩვენს კოლეგებს. უფრო მეტიც, თქვენმა დიდწილად აღიარებამ და მცდელობამ, შავისთვის დაგერქვათ შავი და თეთრისთვის გეწოდებინათ თეთრი, მე კიდევ უფრო მძიმედ დამანახა ის სურათი, რომელსაც გასულ წლებში ჰქონდა ადგილი და რომელსაც შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის, თქვენი მინისტრობის პერიოდში. ამიტომ გავყოფ ორ ნაწილად, რადგანაც თქვენ ასე აირჩიეთ, როდესაც საუბრობდით თქვენამდე პერიოდზე და თქვენი მინისტრობის პერიოდზე და მეც გავყვები, ასე ვთქვათ, თქვენამდე პერიოდს პირველ რიგში. ჩვენ ფაქტიურად მოვისმინეთ აღიარება, რომ იყო პრაქტიკა ან ცალკეული შემთხვევები საბიუჯეტო სახსრების დაკარგვის ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ყველაზე რბილ სიტყვას ვიხმარ. იყო პრაქტიკა ცალკეულ პროექტებთან მიმართებაში არასწორი გადაწყვეტილებების, არაპროფესიონალური და გაუთვლელი გადაწყვეტილებების მიღების და იყო პრაქტიკა არასწორი დაგეგმვის და მოსახლეობისთვის არასწორი მოლოდინების შექმნის და ცალკეული მაგალითების მიხედვით გავყვები ქალბატონო მაია, პირველ რიგში, როდესაც ჩვენ ფაქტიურად შევთანხმდით რომ ... თემა ეს არის ყველაზე ასე ვთქვათ რეალურად, ასე ვთქვათ, დადასტურებული თემა, როდესაც სახელმწიფო დაზარალდა და როდესაც დღემდე 5 წლის განმავლობაში ვერ ხერხდება ბიუჯეტში 45 მილიონი ლარის დაბრუნება. მე შეზღუდული დროის გამო ვერ მოვახერხე ჩემი კოლეგებისთვის, მათ შორის, მეთქვა, რომ ეს არ არის ერთადერთი პროექტი, სადაც თქვენ მილიონობით ლარს ხარჯავთ სამართლებრივ მომსახურეობაზე იმისათვის, რომ სხვადასხვა ტიპის დავაში იქ, სადაც სახელმწიფო ინტერესი დაზარალდა თქვენამდე მიღებული არასწორი გადაწყვეტილებების გამო, დაიცვათ სახელმწიფო ინტერესი, რამდენად ეს გამოვა ნამდვილად ეჭვი მეპარება. ასეთივე პროექტი არის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პროექტი, სადაც თქვენ გაფორმებული გაქვთ ასევე მილიონ ლარზე მეტის ღირებულების სამართლებრივი მომსახურეობის კონტრაქტი და კონკრეტული დავის, ასე ვთქვათ, შინაარსი ჩემთვის ცნობილი ნამდვილად არ არის, მაგრამ ამ მონაკვეთზე შემსრულებელი კომპანიის მხრიდან სახელშეკრულებო პირობების დარღვევაზე დაობთ, თქვენ გაფორმებული გაქვთ მაგალითად 708 ათას დოლარიანი მომსახურეობის, ასე ვთქვათ, სამართლებრივი მომსახურების ხელშეკრულება, რაზედაც განგვიცხადეთ, რომ ვერ გვეტყვით რაზე დაობთ და ეს არის კომერციული საიდუმლოება და უბრალოდ გაუგებარია რა კომერციულ ინტერესზე შეიძლება საუბრობდეს სახელმწიფო და არ გვეუბნებოდეს დეპუტატებს სად დაირღვა სახელმწიფო ინტერესი და რასთან დაკავშირებით არის ეს კონტრაქტი გაფორმებული. მე ასეთი პასუხი წერილობით მაქვს მიღებული და ამიტომ აქ სხვა პასუხი, ასე ვთქვათ, არ ვიცი. კიდევ არის დაახლოებით 150 ათას დოლარიანი კონტრაქტი, ანუ ჯამში, მეგობრებო, მხოლოდ ქალბატონმა მაიამ, მხოლოდ, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ბოლო ორი თვის განმავლობაში გააფორმა 7-მილიონ ლარზე -- ღირებულების კონტრაქტები სამართლებრივ მომსახურებისთვის იმისათვის, რომ დაიცვას იქ სახელმწიფო ინტერესები, სადაც ეს დააზიანეს „ქართული ოცნების“ ყოფილმა ჩინოვნიკებმა და ყოფილმა მინისტრებმა. ამის შედეგი არის მერე საბოლოო ჯამში, ქალბატონო მაია, რომ გვაქვს მნიშვნელოვანი ჩამორჩენები პროექტების განხორციელებაში. იგივე, თუ ვიტყვით, ასე ვთქვათ, ხსენებული ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პროექტს. იქ 80 მილიონი ლარის ნაცვლად, რომელიც 2018 წელს იყო დაგეგმილი, აითვისეთ მხოლოდ 57 მილიონი ლარი, ძირულა-ხარაგაული, მოლითიფონი-ჩუმათელეთის საავტომობილო მონაკვეთზე 45 მილიონი ლარის ნაცვლად აითვისეთ 12 მილიონი ლარი, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 050 მონაკვეთის მოდერნიზაცია მშენებლობაზე თქვენ თვითონაც აღნიშნეთ 150 მილიონი ლარის ნაცვლად, აითვისეთ 52 მილიონი ლარი, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე 55 მილიონი ლარის ნაცვლად აითვისეთ 6 მილიონი ლარი. შესაბამისად, ძალიან ბუნებრივია, რომ დიახ, გადაიწია პროექტების შესრულების ვადამ, მინიმუმ, ერთი წლით, მაგრამ 2018 წლის შესრულება გვაფიქრებინებს, რომ კიდევ მოგიწევთ თქვენ, ასე ვთქვათ, ამ ვადის გადაწევა და ეს არ არის საბოლოო გადავადება იმ პროექტების, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ და გარდა იმ პირდაპირ დაკარგული მილიონებისა, რომელიც, ასე ვთქვათ, ალტყომით დაწყებული, დამთავრებული უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები დადგება სახელმწიფოს, დამერწმუნებით, რომ აქ არის, მათ შორის, მიუღებელი ეკონომიკური ეფექტის ძალიან მნიშვნელოვანი დანაკლისი, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო იღებს და ჯამში ჩვენ ვსაუბრობთ ათეულობით და ასეულობით მილიონი ლარის, ასე ვთქვათ, ზარალზე ქართული ეკონომიკისთვის, რომელსაც თქვენ, ასე ვთქვათ, კი, ბატონო, უწოდებთ თქვენამდე მყოფი მინისტრების პრობლემას, მაგრამ მოსახლეობისთვის ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრობლემა, მოსახლეობისთვის ეს არის მათი ცხოვრების გაუმჯობესებაზე უარის თქმის პრობლემა, რომელშიც დამნაშავე ერთ-ერთი, მათ შორის არის ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მხარჯავი დაწესებულებაა ქვეყანაში. მე, ასევე, მინდა შევეხო უკვე იმ კონკრეტულ პროექტს, რომელზედაც არ ვიცი რატომ გაღიზიანებას ვერ მალავს თქვენი მოადგილე და თქვენგან განსხვავებით ნამდვილად არ წარმოაჩენს ეს მას კარგად, ძალიან კარგად და მარტივად მინდა ჩემს კოლეგებს ავუხსნა და ჩემი კოლეგებისთვის დარწმუნებული ვარ, რომ გასაგები იქნება. ქალბატონო მაია, ან თქვენ უნდა აღიაროთ, რომ ბიუჯეტის დაგეგმვისას ვერ გეგმავთ სწორად ან არ აქცევთ სათანადო ყურადღებას და სულ ერთად მიგაჩნიათ დეპუტატებს რა ინფორმაციას წარუდგენთ, ან უნდა აღიაროთ, რომ, დიახ, სერიოზული პრობლემაა 400-მილიონიანი ავანსი. იმიტომ, რომ 2018 წლის ბიუჯეტში თქვენ მთლიანად ორივე პროექტზე განსაზღვრული გქონდათ მხოლოდ 130 მილიონი ლარის ხარჯი და შესაძლებელია ეს ჩავთვალოთ, რომ თქვენ ეს უნდა მიგეცათ ავანსად და შემდგომ 2019 წლის განმავლობაში, 2019 წლის ბიუჯეტიდან და არა 2018 წლის ბიუჯეტიდან, საიდანაც გაეცით ავანსი 388 მილიონი, დაგეგმილი გქონდათ სულ 200 მილიონი ლარის სამუშაოების შესრულება, ანუ 2019 წლის განმავლობაში. ანუ, რომც დავაჯამოთ 330 მილიონი ლარის სამუშაოები წარმოგედგინათ და ყოველ შემთხვევაში ასე ჩაწერეთ თქვენ ბიუჯეტში, რომ 2018-2019 წლის განმავლობაში რიკოთის მონაკვეთზე შესრულდებოდა და წინასწარ უკვე მიცემული გაქვთ 380 მილიონი ლარი და ახლა ვისმენთ, რომ ვიღაცამ გვირაბის გამთხრელი მანქანა უნდა იყიდოს, აბა რა ვქნათო, ხელების გაშლით კი არ უნდა გვითხრათ, ისეთი კომპანია უნდა შეარჩიოთ, რომ გვირაბის გამთხრელი მანქანა ჰყავდეს თუ გვირაბი არის გასათხრელი და ყველა მანქანა და ნიჩაბი და ჩაქუჩი და ლურსმანი არ იყოს ბიუჯეტის ფულით წინასწარ საყიდელი. როდესაც თქვენ საუბრობთ, ქალბატონო მაია, რომ ნორმალურია პრაქტიკა 5 მილიონიან პროექტში 20% ავანსის მიცემის დიახ, დაგეთანხმებით, 5 მილიონიან პროექტში ერთი მილიონი ლარის მიცემა გაცილებით ნორმალურია, ვიდრე თუნდაც 1.5-მილიარდიან პროექტში 400 მილიონი ლარის ავანსად მიცემა, რომელსაც ეს კომპანია აითვისებს წლების განმავლობაში და მანამდე ეს 400 მილიონი ლარი დარეზერვებული უნდა ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით ამას თქვენ აღიარებთ თუ არ აღიარებთ, რომ ეს 400 მილიონი ლარი გაიცა იმიტომ, რომ დღეს დეპუტატებს უთხრათ და მერე დეპუტატებმა მოსახლეობას, რომ ჩვენ ბიუჯეტი შევასრულეთ. თქვენ ხან ამბობთ, რომ თანხის ათვისება არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, ერთ მომენტში, რა თქმა უნდა, უნდა დაგეთანხმოთ, აღნიშნეთ, რომ საკასო შესრულება ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის, ქაღალდზე რა იქნება თანხები, მთავარია პროექტები რამდენი ღირებულების შესრულდაო და აბსოლუტურად გეთანხმებით, ეს არის ნორმალური მიდგომა, მაგრამ სწორედ ამ პროექტთან მიმართებაში და მთლიანად 2018 წლის ბიუჯეტის ათვისებასთან მიმართებაში საკასო შესრულებაზე გააკეთეთ აქცენტი და სწორედ ქაღალდზე გადარიცხული თანხებით წარმოაჩინეთ წარმოაჩინეთ ბიუჯეტი 92% შესრულებულად. თქვენ უკვე აღიარეთ, რომ მთელი რიგი პროექტები იყო არასწორად დაგეგმილი 2016-შიო, 17-შიც გადაგეგმეთ და ასე ვთქვათ, ერთი წლით გადაწიეთ, 18-შიც გადაგეგმეთ და ერთი წლით გადაწიეთ და 19-შიც გადაგეგმეთ და კიდევ ერთი წლით გადაწიეთ. კი, ეს ბიუჯეტში წერია ქალბატონო მაია, თქვენ შეიძლება ესე დეტალურად არ ეცნობით იმ დანართებს, რასაც ბიუჯეტს ვურთავთ, სახელმწიფო ბიუჯეტს ვგულისხმობ, მაგრამ დეპუტატები ნამდვილად ვეცნობით, ყოველ შემთხვევაში პირადად მე და ამის პრობლემა არ მაქვს. ამიტომ, რო შევაჯამო, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თქვენ ნამდვილად არ ეცადეთ, რომ შავზე გეთქვათ თეთრი გარდა იმ მცირე გაჯიუტებისა, ასე ვიტყვი, რომელიც თვენი მოადგილის მხრიდან იყო კონკრეტულ პროექტთან მიმართებაში, მაგრამ ამ ყველაფერმა დაგვარწმუნა, რომ დიახ, წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურის სამინისტროში თანხები იხარჯებოდა არამიზნობრივად, თანხები იხარჯებოდა არაეფექტურად, ღონისძიებები და პროექტები იგეგმებოდა არასწორად და მთელი რიგი ცვლილებების შეტანა გიწევთ და მუდმივად გადავადება ამ შესასრულებელი პროექტების, რომელსაც, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, გარდა იმისა, რომ პირდაპირ დაკარგული მილიონებია ბიუჯეტიდან ეს არის გაცილებით უფრო მეტი მიუღებელი შემოსავალი და დაკარგული შემოსავალი ქვეყნის ეკონომიკისთვის. აქვე მე მინდა აუცილებლად შევეხო, იმიტომ, რომ ვიცი მე ეს პრობლემა, რუსთავის გზატკეცილთან დაკავშირებით. ქალბატონო მაია, მანდ ორი ტიპის პრობლემა იყო და კარგი იქნება თუ ისარგებლებთ დასკვნითი სიტყვით, თუ არადა მე ჩემ მოსაზრებას გეტყვით. ერთი ეს არის კორპუსებში მაცხოვრებელი მოსახლეობის პრობლემა, რომელსაც სამინისტრო თვლის და მე ამაში ეჭვი არ შემაქვს, რომ შეიძლება არ იყვნენ იქიდან, ასე ვთქვათ, გასასახლებელი, თუმცა არსებობდა ადამიანების კატეგორია სადაც სამინისტრო შეთანხმებული იყო გასახლებაზე, სადაც ვერ თანხმდებოდით სხვენების და სარდაფების ღირებულების ანაზღაურებაც მოხდებოდა თუ არა და მათ შორის აპროტესტებდა მოსახლეობის ნაწილი ფასს და მე რამდენადაც ვიცი სწორედ, ძირითადად ეს მოსახლეობა არის წასული ეიდიბის, აზიის განვითარების ბანკის დავების საბჭოში, ამიტომ ეს არის პრობლემა, რომელსაც თქვენ განსაკუთრებულად ყურადღება უნდა მიაქციოთ. ეს თუ პრობლემაა, თუ კიდევ არსებობს, ეს არის პრობლემა, რომელიც თქვენ მუშობას უარყოფითად ახასიათებს, რომ ამ მიმართულებით მოსახლეობასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეთ, დანარჩენი, სხვა საკითხებზე დავეთანხმები ბატონ მამუკას, რომ გაცილებით ეფექტურად შეგიძლიათ იმუშაოთ, მით უმეტეს თუ მართლაც, ასე ვთქვათ, გააზრებული გაქვთ ის შეცდომები რაზედაც თქვენ საუბრობდით ...
თავმჯდომარე. გმადლობთ. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“, ბატონი რომან გოცირიძე 10 წუთი, გთხოვთ.
რ.გოცირიძე. მოგესალმებით პატივცემულო დეპუტატებო. დღევანდელი მოხსენება ჩვენ ალბათ უნდა განვიხილოთ ფორმისა და შინაარსის დიალექტიკური ერთიანობის თვალსაზრისით. ფორმით იყო კარგი, შინაარსით ცუდი. ფორმით იყო კარგი იმიტომ, რომ იყო ძალიან გაწონასწორებული, ზრდილობიანი, ყოველგვარი, ასე ვთქვათ, ისტერიებს მოკლებული გამოსვლა, განსხვავებით ზოგიერთი მინისტრი ქალისა, რომელიც აქ რომ ყოფილიყო დღეს ამ დარბაზში იქნებოდა საკმაოდ უსიამოვნო ატმოსფერო და ვერ ხვდებიან მინისტრები, რომ თავიანთი ტონით თუ აუდიტორიასთან ურთიერთობით ვნებენ, როგორც საკუთარ პარტიას, ასევე ვნებენ საკუთარ საქმეს. დღეს ჩვენ ვიხილეთ ძალიან კარგი ურთიერთობა მინისტრსა და დეპუტატებს შორის, რაც არის მისასალმებელი და რამაც ხელი შეუწყო საკითხის განხილვის, ასე ვთქვათ, პროფესიულ ჭრილში წარმართვას.
რაც შეეხება შინაარსს. შინაარსს, სამწუხაროდ, ვერ მოვიწონებთ, იმიტომ, რომ მინისტრი არის იმ კაბინეტის წევრი, რომელიც არის მემკვიდრე თავიანთი წინამორბედებისა, ტყუილად არ აღვნიშნე, რომ შეიცვალა 6 მინისტრი. 6-ივე მინისტრი წავიდა სკანდალით. ყოველ მინისტრს თან სდევდა ბევრი ბრალდება, მათ შორის, ჩავარდნილი პროექტების, არაეფექტიანი საბიუჯეტო ხარჯებისა და, მათ შორის, ეჭვი კორუფციული საქმიანობის შესახებ. ჩვენ ვერ დავიწყებთ ახალ ათვლას ყოველი ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის ან ყოველი მე-6 თუ მე-7 მინისტრის დანიშვნის შემდეგ და ვერ გადავხაზავთ წარსულს და 6-ჯერ ვერ გადავუსვამთ ჯვარს, ასე ვთქვათ, იმ მინისტრებს, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ანგრევდნენ ამ დარგს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახალი მინისტრის მუშაობის პერიოდშიც არ გაგრძელდა ის ტენდენცია, უფრო მეტიც, საბიუჯეტო თანხების აუთვისებლობა და პროექტების, ასე ვთქვათ, შუა გზაში გაჩერება იმ ტრადიციული საქმის ტრადიციული გაგრძელებით დამთავრდა, სამწუხაროდ. გავიხსენოთ 2 წლის წინათ ინფრასტრუქტურის შესახებ აი ამ ტრიბუნიდან, ოღონდ ქუთაისის ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრის მოხსენება და თუ არ გახსოვთ, შეგიძლიათ ნახოთ არქივში და მე გითხარით თქვენ, რომ ზუსტად 2 წლის შემდეგ 4 კი არ მითქვამს, 2 წლის შემდეგ შეგახსენებთ, რომ რაც თქვენ აქ ილაპარაკეთ, ეს არის ყველაფერი ილუზია და ზღაპრები. აბა მიდით, ახლა კარგია, რომ უკან გადახვევის რეჟიმი აქვს ტელევიზორებს და კარგია, რომ არსებობს არქივი და შეგიძლიათ გადაამოწმოთ. რატომ ვამბობდი, რომ ეს იყო სასაცილო რაც თქვენ იქ ისაუბრეთ. მაშინ ამბობდით, რომ 4 თქვენ 4 წელიწადში 2020 წლისათვის ააშენებდით 800 კილომეტრ ავტობანს, გზას კი არა, რაიონის ცენტრიდან მეორე რაიონში ან სოფლის სოფელთან დასაკავშირებლად ავტობანს ააშენებდით და 50 გვირაბს და 50 ხიდს და ამ გვირაბების სიგრძე კიდევ გაზომილი მაქვს, მაგრამ, ახლა დროს დავზოგავ. თანაც, თქვენს მოხსენებაში იყო საუბარი იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის დროს შენდებოდა 17 კილომეტრი ავტობანი, ხოლო „ქართული ოცნების“ პერიოდში 27 კილომეტრი და ელემენტარულად თუ თქვენ იმ ტემპით გააგრძელებდით, მაშინ 800 კილომეტრის აშენებას თქვენ მოანდომებდით 30 წელიწადს და თუ თქვენ იტყოდით, რომ 2-ჯერ უკეთესად ამუშავდებოდით, მაშინ მ 800 კილომეტრის აშენებას თქვენ მოანდომებდით 15 წელიწადს. მაგრამ ესეც არ იყო სწორი. აი ახლა გადავამოწმე, ფაქჩეკი იცით, არის ძალიან კარგი ორგანიზაცია, რომელიც ჩვენს მიერ ან ნებისმიერი, სახელმწიფო მოხელისა თუ სხვა პირის გამონათქვამს ამოწმებს ხოლმე და ძალიან სერიოზულად და ობიექტურად მუშაობენ. აი ახლა გადავამოწმე ფაქჩეკი ამბობს, რომ თქვენი ხელისუფლების პირობებში საშუალოდ შენდებიდა 19 კილომეტრი ავტობანი. ახლა თქვენ იტყვით, 19 ხომ უფრო მეტია თქვენ დროს, მაგრამ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ავტობანის გარდა იმ დროს ასაშენებელი იყო უამრავი რამ, მათ შორის იმ დროს ასაშენებელი იყო რაიონული ცენტრების დამაკავშირებელი გზები, რომელიც არ არის ავტობანი და საქართველოს ყველა წერტილი ერთმანეთს დაუკავშირდა გზებით. მაგრამ, მოდით, ამ შეჯიბრებას დავანებოთ თავი. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ის, რაც თქვენ უნდა გაგეკეთებინათ 2020-ისთვის ახლა უკვე ამბობთ, რომ ზოგს გადასცემთ 2022-სთვის, ზოგს გადასცემთ 2023-სთვის. ამ ტემპით ამ ათვისებით, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ რაც თქვენ აქ ილაპარაკეთ, ამას თქვენ 20 წელიც ასე ვთქვათ, ვერ გააკეთებთ, აი ეს არის სამწუხარო რეალობა. თავი რომ დავანებოთ მის ფინანსურ აბსოლუტურად დაუსაბუთებლობას, აბა ნახეთ ის თქვენი მოხსენება ბატონი კვირიკაშვილი ამბობდა, რომ 3 მილიარდ ნახევარ დოლარს მოიზიდავს და თქვენც დაახლოებით ამას ასაბუთებთ, რომ რაღაც უკვე კონტრაქტები და მოლაპარაკებები გაქვთ დონორებთან, 3 მილიარდ ნახევარი დოლარი ეს არის 9 მილიარდი ლარი, 9 მილიარდი ლარი რომ დახარჯოთ თქვენ ამ პერიოდში ამ 4 წელიწადში, ეს არის 1 წლის ბიუჯეტი, საშუალოდ ამ 7 წელიწადში ბიუჯეტი იყო სადღაც 8 მილიარდი ლარი საშუალო წლიური. იყო 7 მილიარდი, წელს არის 14 მილიარდი, გასაშუალებული 1 მილიარდი, ბიუჯეტის დეფიციტის ნებისმიერი პარამეტრი ირღვევა, ვინაიდან ყველა ეს თანხა რასაც თქვენ ამბობთ ეს არის ვალი, ეს არის საგარეო ვალი და როგორ შეიძლება თქვენ ამ დარჩენილ პერიოდში დახარჯოთ დაახლოებით 9 მილიარდი ლარი, როდესაც თქვენი ხელისუფლების პირობებში 6 წელიწადში დახარჯეთ 6 მილიარდ ნახევარი და წელს 1,9 მილიარდია ჩადებული ბიუჯეტში და მთლიანად დაახლოებით 9 მილიარდამდე ხარჯი გამოდის 7 წლის განმავლობაში. ფინანსური უზრუნველყოფა, მაკროეკონომიკური უზრუნველყოფა, ბიუჯეტის დეფიციტის პარამეტრებთან მიმართება, რაც ირიბად ამტკიცებს თქვენი ამ პროექტების ილუზორულობას, შესრულებული სამუშაოს ყოველწლიური მოცულობა, ჩავარდნილი ტენდერები და ტრადიცია, რაც ამ წლების განმავლობაში დამკვიდრდა. ტენდერებში იმარჯვებენ ის კომპანიები, რომლებიც არიან დაახლოებული ხელისუფლებასთან და როდესაც ერთხელ ჩაგივარდებათ, მეორეჯერ, მესამეჯერ და როცა ამბობთ, რომ აი ვერ დამთავრდა, ასე ვთქვათ, ტენდერი ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ კონკურენტულ ბაზარს არ ხსნით, თქვენ არ აინტერესებთ სხვებს, რომ შემოვიდეს აქ, მიბმული არიან ერთი და იგივე ადამიანებზე და 9 მილიარდი რომ დაიხარჯება 7 წლის განმავლობაში პატიოსნად რომ მიიღონ მათ მოგება 20%, ეს არის დაახლოებით 1,8 მილიარდი მოგება ერთ და იგივე ასე ვთქვათ, კომპანიებისათვის. კომპანიათა ძალიან ვიწრო წრისათვის და კიდევ თუ იმასაც გავიანგარიშებთ, რომ რადგან კონკურსი არ არის და ხშირ შემთხვევაში ერთ პირთან შეთავაზებით ხდება, ასე ვთქვათ, სამუშაოების შესრულება, ასევე, არის გაანგარიშებული, რომ დაახლოებით 20%-ით ძვირდება პროექტები. კონკურენტულ გარემოში 20%-ით გაიაფებული პროექტები ნიშნავს იმ 9 მილიარდიდან დაახლოებით თუ, ვთქვათ, ჯანდაბას 20 არა, 10% იყოს დაახლოებით 900 მილიონი ლარის დაზოგვას, ანუ ხარჯავთ უზარმაზარ ფულს და აკეთებთ მინიმალურ საქმეს, აი ეს არის მთავარი შეფასება იმ მუშაობისა, რომელიც აი ამ 6 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა ინფრასტრუქტურის სამინისტროში. რომ ვიხმაროთ ერთი ხატოვანი ფრაზა, რომელიც ყველამ იცის, ახალი რაღაც საპენსიო რეფორმას რომ იწყებთ და რაღაც თქვა თქვენმა ერთ-ერთმა კომიტეტის თავმჯდომარემ, რომ ეს ისაო, რა ჰქვია, რეფორმა ტაძრამდე მიგვიყვანსო, გახსოვთ ხომ, რა არის ის გზა, რომელიც არ მიგვიყვანს ტაძრამდე, იცით ხომ ეს ფრთოსანი ფრაზა, რა არის ქალბატონო მაია ის გზა, რომელშიაც არ იმოძრავებენ ტვირთები, გზებს აშენებთ და ტვირთები განახევრდა, აი ბოლო ინფორმაცია ახლა გამოქვეყნდა, საქართველოში 2014 წელს გადაზიდული იყო 46,4 მილიონი ტონა ტვირთი, დღეს გადაზიდულია 41,1 მილიონი ტონა, გზებზე აი აგერ არის იმის ავტორი, დავინახე ფრთოსანი ფრაზის, გზებზე, ზღვებზე, საავტომობილოს ეხება ეს 4-5, 3 მილიონი ტონა ტვირთი დავკარგეთ,
თავმჯდომარე. დაასრულებინეთ.
რ.გოცირიძე. და აქ საუბარი არ არის რკინიგზაზე, სადაც ტვირთბრუნვა საერთოდ განახევრდა და საერთოდ კატასტროფულ მდგომარეობაშია და სწორედ ანაკლიის მსგავსი პორტები და ახალი პროექტები იყო ახალი სიცოცხლე, მათ შორის, საავტომობილო, თუ სარკინიგზო თუ საზღვაო ტვირთების მატებისა და ამ ანაკლიის პორტსაც თქვენ უკვე ძალიან დიდი კითხვის ნიშანი დაუსვით, რომელიც ცალკე საუბრის თემაა და იმედია, რომ ეს პრობლემა გადაიჭრება ...
თავმჯდომარე. გმადლობთ, ფრაქცია პატრიოტთა ალიანსი ქალბატონი ირმა ინაშვილი 10 წუთი.
ი.ინაშვილი. საღამო მშვიდობისა. ბევრ თემაზე იყო დღეს საუბარი ქალბატონო მინისტრო მთელი ანალიზი გაკეთდა რა ხდება თქვენს სფეროში, თქვენი მრავალ საათიანი გამოსვლიდან ჩვენ შევიტყვეთ იმ მიმართულებების შესახებ, რასაც დღეს ახორციელებს თქვენი სამინისტრო. ეს არის, ერთის მხრივ, რეგიონული განვითარების საკითხები, მეორეს მხრივ, ეს არის მთელი ინფრასტრუქტურული პროექტები. ამომწურავი იყო თქვენი საუბარი, აშკარად, თუმცა, რეალობაში სხვა რამ ხდება. ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ჩვენც დავდივართ რეგიონებში, ჩვენც თქვენსავით ამ სოფლებში ჩავდივართ და ვხვდებით ადამიანებს და მთავრი აი, რაც დამრჩა განცდა თქვენი მოხსენების მერე და ვიცე-პრემიერიც ბრძანდებით, შესაბამისად, ახლა მხოლდ ამ ერთი სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებსაც გავცდები. მე მეჩვენება, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ძალიან ჰგავს იმ ორკესტრს, სადაც ყველა ინსტრუმენტი უკრავს ცალკ-ცალკე და არ ერთი ჰარმონია. მე მეჩვენება და მრჩება განცდა, რომ არ არის ქვეყნის სახელმწიფოებრივ-ეკონომიკური განვითარების ერთი კონკრეტული სტრატეგია, რომელსაც მიჰყვება ყველა სამინისტრო. მე მეჩვენება, რომ ყველა სამინისტროს აქვს მისი ინდივიდუალური ვიწრო პროგრამა და ვიწრო კონცეფცია და ისინი ერთმანეთთან არ არიან კავშირში ამ სამინისტროების კონკრეტული პროგრამები. იმიტომ, რომ თუ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს, იგივე სკოლებთან დაკავშირებულ საკითხებს ეს ... განათლების სამინისტროსთან. რაღაცა ერთ სტრატეგიას ვერ ვხედავ, შეიძლება თქვენ ხედავთ ამ სტრატეგიას იმიტომ, რომ მთავრობის წევრი ხართ, მაგრამ მე ამას ვერ ვხედავ და მრჩება განცდა, რომ ეს კომპონენტები ერთმანეთისგან მოწყვეტილია და ორკესტრი აშკარა არეულად უკრავს. ის ორკესტრი, რომელსაც სახელმწიფო ჰქვია დღეს და რომლის მთავარი დირიჟორიც უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლება. ახლა რაშია საქმე. ყველა ამ პროექტის მიზანი რა არის, თქვენ ბრძანეთ ვაშენებთ გზებს, კარგია, გაგვყავს წყალგაყვანილობა, გადასარევია და გაზიფიცირებაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ცენტრში დგას ადამიანი და ცენტრში დგას მოქალაქე, რომლისთვისაც დღეს უმნიშვნელოვანესია სიკეთე მიიღოს ამ პროექტებისგან, მაგრამ სიკეთე რომ მიიღოს, მისი შვილი სკოლაში რომ წაიყვანოს, კულტურის სახლში წაიყვანოს, ონკანში წყალი მოდიოდეს და გაზიც ჰქონდეს, ჯერ ეს ადამიანი ფიზიკურად ცოცხალი უნდა იყოს. და ჩვენ, მოგეხსენებათ, დღეს ჩვენი ერი დგას ფიზიკური გადარჩენის ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე. ამიტომ, ვსარგებლობ მე დღესაც შემთხვევით და თქვენ, როგორც მთავრობის წევრს, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გააქტიუროთ ძალისხმევა არა მარტო გზების დაგების მიმართულებით, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, არამედ სიღარიბის დასაძლევად. რეგიონულ პროექტებზე რაც თქვენ ბრძანეთ, რეგიონული განვითარების კუთხით სიღარიბე აშკარად არის თვალში საცემი. თქვენ ამას კარგად ხვდებით. კარგია, რომ პრემიერ-მინისტრიც, მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც უკვე ღიად ამბობენ, რომ მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე, მაგრამ მე ეს მესმის მთელი შვიდი წლის მანძილზე და მე არ მომისმენია თქვენგან როგორ აპირებთ სიღარიბის დაძლევას, რა კონკრეტულ გზებს გვთავაზობთ და ეს უნდა იყოს ძალიან მოკლევადიანი, სწრაფად განსახორციელებელი შემოთავაზებები თქვენი მთავრობის მხრიდან, ყველაფერი შესაძლოა მოითმინოს ადამიანმა რაღაცა გარკვეული დრო ყველაფერს სჭირდება მაგრამ ვერ მოითმენს როცა მას შია! კარგია, კიდევ ერთხელ ვამბობ, სკოლების რეაბილიტაცია, გადასარევი იქნება, თუ თქვენ მიაქცევთ ყურადღებას აჭარის რეგიონში ინტერნატების, სახელმწიფო ინტერნატების რეაბილიტაციის საკითხს. ვიცი, რომ მუშაობთ განათლების მინისტრთან ერთად. კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, გაამახვილოთ ყურადღება აჭარის რეგიონში სახელმწიფო ინტერნატების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ეს სახელმწიფოებრივ-ეროვნული მნიშვნელობის საკითხია. არც აქ არ ითმენს დრო. აქაც ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ვიდრე ჩვენ ამ დარბაზებში ვისხედით, მეგობრებო და ზოგიერთი ჩვენგანი ხან თვლემდა სხდომის დროს და ხან ეზარებოდა ამ ხანგრძლივი მოხსენებების მოსმენა, ამასობაში უამრავი აკრტედიტაციის გარეშე დაწესებულება, საგანმანათლებლო დაწესებულება გაიხსნა აჭარის რეგიონში. მე გუშინაც ვისაუბრე ამ თემაზე და პასუხისმგებელი ვინ არის ამაზე, როცა იხსნება საგანმანათლებლო დაწესებულებები და არ ემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას, საქართველოს განათლების სამინისტროს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველამ კარგად გავაცნობიეროთ, რა მნიშვნელობა აქვს, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, აჭარის რეგიონებში ინტერნატების რეაბილიტაციას. შენობები არსებობს, 22-ზე მეტი ინტერნატი იყო თავის დროზე, დღეს ოთხი. ეს 4 ინტერნატიც მილევად რეჟიმშია და აუცილებელია ამათი გაცოცხლება და გაძლიერება. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პრიორიტეტები, რა არის შენი ეროვნული ამოცანები, რა არის შენი სტრატეგიული მიზნები, რა არის დღეს გასაკეთებელი და რა არის მაზეგ გასაკეთებელი და კიდევ ერთხელ მინდა გულისტკივილით აღვნიშნო, რომ მე ამას ვერ ვხედავ, რომ ერთი მთლიანი სტრატეგია... მე ამას ამ პარლამენტშიც ვერ ვხედავ, სიმართლე გითხრათ. ყველა თავისას უბერავს, რომ იტყვიან. და ამ ორკესტრშიც, რასაც პარლამენტი ჰქვია, ის ჰარმონია, ერთი რომ უნდა იყოს და რაღაცა ერთი მიზნისკენ მივდიოდეთ ოპოზიციაც და უმრავლესობაც, არ არის იმიტომ, რომ ამ პარლამენტში ბატონ თავმჯდომარეს ჰგონია, რომ ის არის და 5 კაცი მთავარი და დანარჩენი არავინ არ არის. რაც არ უნდა ინიციატივა გაიტანო, რაც არ უნდა შესთავაზო ამ ჯგუფს, საერთოდ არ აინტერესებთ. ესე არის, ესე მეჩვენება, რომ ხელისუფლებაც „ქართული ოცნების“ ასე ჩაიკეტა თავისთავში. უნდა გააღოთ ფანჯრები, გახსნათ ეს კარებები და ითანამშრომლოთ ხალხთან. ჩემთან ნუ ითანამშრომლებთ, მე ამას არ გთავაზობთ, თქვენ თუ არ გინდათ. მაგრამ ჩვენი ერის ფიზიკური გადარჩენისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ რაღაცები გადავდოთ და ხალხს საკვები მივცეთ. სირცხვილი არ არის, 21-ე საუკუნეში კიდევ ვლაპარაკობდეთ იმაზე, რომ ბავშვებს შიათ?! რომელ კანალიზაციაზე ვლაპარაკობთ ჩვენ, სკოლების 80%-ში საპირფარეშო არ არის, ბავშვები ხელს ვერ იბანენ! რეგიონებზე ვლაპარაკობ ახლა მე. ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა, გადავდოთ ყველამ კერძო ინტერესები. სახელმწიფო კაცები სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას და სახელმწიფო ქალები. რას ვგულისხმობ ამაში - სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ვინც თავის კერძო პოლიტიკურ ინტერესებსაც, რაღაც პიროვნულ ამბიციებსაც გასწევს და იტყვის, მოდი, ერთად ვიმუშაოთ და ქვეყანა ავაშენოთ. და მე წინა 6 წელი, ახლა რომ კითხვებს უსვამთ ამათ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, იარაღი გქონდათ დადებული ბიზნესმენებისთვის და ისე აგებინებდით გზებს და ისე აშენებინებდით სიღნაღს და სხვა ქალაქებს და მთელი ქონება ჩამორთმეული, რეპრესიები და ათასი ძალადობრივი მეთოდი. ესეთი აშენებული ქალაქები მერე შედეგი იყო ძალადობისა, რაც გადაიტანეთ უკვე ციხეებზე, გადაიტანეთ საზოგადოებაზე. დღეს ესეთი ძალადობა არ არის, მაგრამ თავს ნუ მოიწონებთ, ქალბატონო მაია, იმითი, რომ თურმე აუთვისებელი თანხები რჩება. დანაშაულია დღეს ჩვენი ტიპის და ჩვენი განვითარების, ეკონომიკური განვითარების ქვეყანას რჩებოდეს აუთვისებელი თანხები. კი, გასაგებია, რომ აი კორუფციაში არა ვართ ჩაფლული და ჩვენ კი არ ვიტაცებთ ამ თანხებს, არამედ ვტოვებთ, ისევ ვაბრუნებთ ბიუჯეტში. ეს კი არ უნდა იყოს თქვენი მხრიდან საამაყო. საამაყო ის უნდა იყოს, რომ იწერებოდეს პროექტები, ცხადდებოდეს ტენდერები, იყოს ზედამხედველობა და კონტროლი გააქტიურებული და იყოს დაქოქილი ყველა ეს პროექტი და არა ის, რომ მე არ ავითვისე 400 მლნ, 500 მლნ, 1 მლრდ, არ ვიცი ახლა, უპატიებელი ქმედებაა ეს, რომ ბიუჯეტში თუ დონორების ფული რჩებოდეს აუთვისებელი ჩვენი ტიპის ქვეყანაში, სადაც 140 000 ბავშვი არის სოციალურად დაუცველი. ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, ყველაფერი კარგია, შადრევნებიც კარგია, გზებიც კარგია, შენობების ფასადებიც კარგია,მაგრამ ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ამ ბავშვების სიცოცხლე და ამ ბავშვების ფიზიკური გადარჩენა, იმიტომ რომ ამ გზაზე ამ ბავშვებმა უნდა იარონ და იმ შადრევანთანაც ამ ბავშვებმა უნდა გაიხარონ და ითამაშონ და მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ პარლამენტშიც უმრავლესობა მარტო თავისი სიხარულისთვის ცხოვრობს და ხელისუფლებაც მარტო თავისი სიხარულისთვის გვიყვება იმ გეგმების შესახებ, რაც ძირითადში ფურცელზეა, ეს ხომ ყველა იცის, გავიაროთ, საქართველო ჰგავს, საქართველოს სოფლები ჰგავს მე-16 საუკუნის რეალობას, 21-ე საუკუნეში ვართ, რა ინფრასტრუქტურა, რა პროექტები, ცოტა მიწაზე დავეშვათ ყველასთვის კარგი იქნება ეს!მადლობა.
თავმჯდომარე. შემდეგი ფრაქცია ევროპული საქართველო რეგიონები, ბატონი აკაკი ბობოხიძე.
ა. ბობოხიძე. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ, ქალბატონო მაია, მე ისევ ჩემს საყვარელ თემასთან, ტურიზმთან დაკავშირებით მექნება თქვენთან საუბარი და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ კომუნიკაციების პრობლემა ნამდვილად არ არსებობს, მაგრამ მნიშვნელობა აქვს, ალბათ, ამ ტრიბუნიდანაც გაკეთებულ განცხადებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ შეხვედრებს აზრიც არ ექნებოდა. დაწყებულია, მოგეხსენებათ, ძალიან კარგი პროექტი, პრომეთესა და როკაცეს ინფრასტრუქტურული ობიექტების ერთმანეთთან შესაერთებლად. მიხარია, რომ პროექტი მოიგო ძალიან კარგმა ორგანიზაციამ. მე მქონდა თქვენს მოადგილეებთან კომუნიკაცია, უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ ჩემი აზრით ერთი პატარა დეტალია და მე გთხოვთ, ჩაინიშნოთ და თქვენც იცოდეთ. მე როგორც ვიცი მზაობა სამინისტროს მხრიდან არის, რომ ცვლილებები პროექტში თუ დასაბუთებული იქნება შევიდეს, ძალიან მცირე ცვლილება იქნება შესატანი, ერთი მონაკვეთი გზისა არის ძალიან დიდი ქანობის და შეიძლება მისი ალტერნატიული მარშრუტით შეცვლა. ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი თემაა, მაგრამ, ქალბატონო მაია, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ორგანიზაცია ორი წელი არ მოანდომებს ამ პროექტს, მიუხედავად იმისა, რომ ორწლიანია ეს პროექტი, ორი წელიწადი მას არ დასჭირდება და ეს არის კარგი. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი მგონია დაჩქარდეს და ამ პროექტის პარალელულად შეივსოს და ყველა ის პროექტები, რომელიც არსებობს შეთანხმებისამებრ, როტაციის კანიონთან დაკავშირებით, იქნებ რამენაირად წელსვე მოესწროს შესაბამისი პროექტების შესაბამისი გეგმების და არა მარტო შედგენა, არამედ გამოცხადება და დაწყებაც კი, იმიტომ რომ აი ეს უზარმაზარი პროექტი სწორედ იმისთვის კეთდება, რომ შემდეგ მისგან მაქსიმალური ეფექტი მივიღოთ. ამ პროექტთან კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და არა მარტო ამ პროექტისთვის, რა თქმა უნდა, მესტია-ლენტეხის გვირაბის მშენებლობა და მე კიდევ ერთხელ დაუბრუნდებოდი ხვამლის გზის პროექტს. ბატონო ირაკლი თუ არ ვცდები, დიახ, ეს პროექტი დაწყებულია და ეს არ არის ცუდი პროექტი. მე თქვენ გთხოვეთ სხვა რამეზე გაგემახვილებინათ ყურადღება და ამ პროექტმა გვერდი აუარა სოფელ ოყურეშს. ეს სოფელი, ოყურეში, არის ერთადერთი სოფელი, რომელზედაც შეიძლებოდა გაევლო ამ გზას და ძალიან ანუ ეს (ხმა დარბაზიდან) არა, არა, ბატონი ირაკლი, კარგი იქნება თუ ეს იქნება ტრანზიტული გზა და არა სოფელში შემავალი გზა. ანუ, თუ ტრანზიტით მოხერხდება, რომ ამ მარშრუტის ნაწილი გახდეს (ხმა ადგილიდან) დიახ, ანუ ტრანზიტული იქნება, ძალიან კარგი, გარდა ამისა, ბატონებო, მივესალმები ამ პროექტის კეთებას, მაგრამ მიმაჩნია, რომ თუ მხოლოდ თუ ეს გზა მოემსახურება მხოლოდ იმას, რომ ტურისტებმა დაათვალიეროს ხვამლის მთა, რაც კარგია, ეს არ იქნება მაქსიმალური სარგებელი, მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უფრო სარგებელის მიღება შეგვიძლია, თუკი ასევე ხვამლის მთამზე დაიგეგმება გარკვეული ინფრასტრუქტურა. მე მინდა გითხრათ, რომ „პრომეთეს მღვიმეს“ თავის დროზე პრომეთეს სახელი შემთხვევით არ ეწოდა. შეიძლება ცოტა არასერიოზულად მოგეჩვენოთ, მაგრამ მე მნიშვნელოვანი მგონია ერთი საინტერესო რამ. ჩვენ ძველმა ბერძნებმა გვაჩუქა ორი სერიოზული მსოფლიო დონის მითი. ეს არის ოქროს საწმისის მითი და ეს არის მითი პრომეთეს შესახებ და არსებობს ძველი ბერძნული ნაწარმოებები პრომეთეს შესახებ, მათ შორის, არსებობს, სხვათა შორის, მინდა გითხრათ, მეცნიერული დონით, რა თქმა უნდა, ნულოვანი ღირებულების, მაგრამ არსებობს, ვთქვათ, ისეთი პოპულარული მწერალიც კი შეეხო ამ თემას, როგორიც არის ჟიულ ვერნი და მე მინდა გითხრათ, რომ აი ეს თემა შეიძლება გახდეს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის საფუძველი და საძირკველიც კი. მე მაგალითისათვის უბრალოდ გაგახსენებთ, რომ მე მესმის, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მოსეს მთა ქრისტიანებისთვის, მაგრამ აი ეს მოსესა და ღმერთის ერთმანეთთან შეხვედრის მთა, რომელიც სინამდვილეში კაცმა არ იცის, სად შედგა და როდის შედგა, იცით კარგად, რომ უსერიოზულეს ტურისტულ თემად არის იმ ქვეყანაში ქცეული, სადაც ეს ქვეყანა არსებობს. ეს რომ არ არის არასერიოზული თემა, ცნობისთვის უბრალოდ გეტყვით, რომ თავის დროზე რუსებმა აქაც დააპირეს აი ამ თემის მიტაცება ჩვენგან. ვოლოსი არის ესეთი ბერძნული ქალაქი, სადაც ლეგენდის მიხედვით იასონი დაიბადა და რუსეთში იყო, სერიოზული განვითარება ჰპოვა თემამ, რომ ძველი კოლხეთის ტერიტორია სადღაც სოჭის მიდამოებში იყო და მინდა გითხრათ, რომ 2006-2007 წლებში სერიოზული ტურისტული მარშრუტი არსებობდა ვოლოსი-სოჭი, რომელიც მერე, შემდეგ, ჩვენი ხელისუფლების ჩარევის შემდეგ უბრალოდ ჩაიშალა, მაგრამ ის რომ ჩაიშალა, სულაც არ მიხარია, თუკი ჩვენ ამ, თუ ჩვენ არ ვნახავთ ხეირს და ჩვენ არ შეგვიძლია, ჩემი აზრით, შეგვიძლია სერიოზული შედეგები დავდოთ, თუნდაც აი იმ მითის რაღაცა რეალობასთან ილუზიურად მოყვანის გზით, რასაც პრომეთეს მითი ჰქვია იმიტომ, რომ, ვიმეორებ, რომ ტურისტული თემა ეს არ არის ჩემის აზრით, უმნიშვნელო თემა საქართველოსთვის.
გარდა ამისა, ქალბატონო მაია, მე გთხოვთ თქვენ, როგორც ვიცე-პრემიერს, ჩემის აზრით, შეგიძლიათ, ჩემის აზრით, აუცილებელია ერთმანეთს შეხვდეს იმერეთის, სამეგრელოს გუბერნატორები და ხონისა და მარტვილის გამგებლები იმიტომ, რომ ეს არეალი არის ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე. მე როდესაც ვლაპარაკობ ერთ სოფელზე და ორ რაიონზე, მე მინდა უბრალოდ საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, რომ ეს არ არის თავისი მნიშვნელობით პატარა წილის მქონე რაიონი. დაცული ტერიტორიების შემოსავლების 90% მოდის პრომეთეს მღვიმე, ოკაცესა და მარტვილის ობიექტებზე, 90%, არადა, შემოსავლები არის მილიონები, ხოლო ვიზიტორთა რაოდენობა უკვე ნახევარ მილიონს გადასცდა და, ჩემის აზრით, ძალიან მნიშვნელოვნად შეგვიძლია ჩვენ გავზარდოთ ვიზიტორთა რაოდენობა. ამიტომ, გარდა ამისა, რატომ ვამბობ, რომ გამგებლების ჩართვაა აუცილებელი, იმიტომ, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ სერიოზული წრიული მარშრუტი ოკაცე-მარტვილის მიმართულებით, რომელიც ნაწილობრივ გადის სამეგრელოს ტერიტორიაზე, ნაწილობრივ - ხონის ტერიტორიაზე, ნაწილობრივ გადის დაცული ტერიტორიების ტერიტორიაზე, ნაწილობრივ გადის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ნაწილობრივ - სატყეო ტერიტორიებზე. სწორედ ამიტომ არის ყველას ერთად თავმოყრა საჭირო და სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემთხვევაში სერიოზული ტურისტული მარშრუტის აგება შეიძლება, ჩემის აზრით. გარდა ამისა, ეს თითქოს არ გეხებათ თქვენ, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით, როგორც ვიცე-პრემიერს, გითხრათ ასეთი რამ: სემეკმა ამას წინათ გააკეთა განცხადება, რომ საოჯახო სასტუმროების განხილვას ისინი აპირებენ, როგორც იურიდიული პირების განხილვას და მათთვის ფიქრობენ, რომ დააწესონ წყლის გადასახადი, როგორც იურიდიული პირებისათვის ანუ პრაქტიკულად აუწიონ მათ ტარიფი. როგორც კი წყალთან დაკავშირებით მოხდება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, ჩავთვალოთ, რომ იგივე მოხდება გაზზე, ავტომატურად და ბუნებრივად იგივე მოხდება გაზზე და იგივე მოხდება დენთან დაკავშირებითაც და თუ ჩვენ საოჯახო სასტუმროებს მრეწველობის ტარიფებს დავუწესებთ წყალში, დენში და გაზში, მე დარწმუნებული ვარ, რომ საოჯახო ტურიზმებს განვითარების პერსპექტივა საფუძველშივე მოეკლებათ და ასეთ შემთხვევაში უბრალოდ გაუგებარი იქნება, რატომ ვხარჯავთ სახელმწიფო საოჯახო ტურიზმის განვითარებისთვის ჩადებულ უამრავ ფულს, რომელიც, ჩემის აზრით, ასევე საინტერესო და კარგი პროექტია. დაბოლოს, მე დავამთავრებ, ჩემმა კოლეგამ, ბატონმა თენგიზ გუნავამ თქვენ დაგისვათ საკითხი ზუგდიდის სტადიონთან დაკავშირებით, რომელიც მართლაც სავალალო მდგომარეობაშია და, ქალბატონო მაია, თქვენ ბრძანეთ, რომ თქვენი ტაქტიკა არ არის მხოლოდ, უფრო სწორად, არ არის დასჯა, თქვენ აქცენტს გამოსწორებაზე აკეთებთ, არავინ არ გთხოვთ არავის დასჯას, უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ დასჯაც საქმის გამოსწორების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება შეიძლება აღმოჩნდეს, როდესაც სხვა გზა უბრალოდ ხელისუფლებას არ ექნება დარჩენილი იმიტომ, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, როგორც ვიცი ზუგდიდის სტადიონი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, როგორც ვიცი, ასევე, ფოთის სტადიონი, თუ ვცდები ბოდიშს ვიხდი და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ თქვენი წინამორბედების ზერელე დამოკიდებულებების გამოა, ვთქვათ, იგივე ავტობანთან დაკავშირებით დღეს ჩვენ დაგვხვდა უამრავი პრობლემა და აქ მარტო მინისტრის პრობლემაზე რომ იყოს ლაპარაკი, ეს არ იქნებოდა ქვეყნისთვის პრობლემა, მაგრამ სამწუხაროდ თქვენი პრობლემა სინამდვილეში ამ წუთში, ამ კონკრეტულ სიტუაციაში ქვეყნის უსერიოზულეს პრობლემას წარმოადგენს და ორიოდე სიტყვასაც ვიტყვი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ძალიან ცუდია, მიუხედავად იმისა თუ რა მხარდაჭერა არ უნდა გააკეთოს სახელმწიფომ და რაც არ უნდა დეკლარირება გააკეთოს, რომ მხარს უჭერს ანაკლიის პორტს, ანაკლიის პორტის პროექტის ხელმძღვანელებზე საქმის აღძვრით ანაკლიის პორტის პროექტს უკვე მიადგა გამოუსწორებელი შედეგი. რამდენ ხანში დაამტკიცებს მამუკა ხაზარაძე თავის უდანაშაულობას, ეს ცალკე საკითხია, რომც დაამტკიცოს, უბრალოდ შეიძლება ანაკლიის პორტის მიმართ მიმდინარე პროცესები აღქმული იქნეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულებად უშუალოდ ხელმძღვანელი პირების მიმართ და მე მეშინია, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოგიწევთ
თავმჯდომარე. დაასრულებინეთ.
ა.ბობოხიძე. მოგიწევთ სერიოზული გარანტიების მიცემა, რომ ეს არ არის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის ან გავლენიანი პირების პირადი დამოკიდებულების ბრალი კონკრეტულად ხაზარაძისა და „თიბისი“ ჯგუფის წინააღმდეგ. დიდი მადლობა.
თავმჯდომარე. გმადლობთ. ბატონი ოთარ კახიძე 10 წუთი.
ო.კახიძე. მადლობა, ბატონო სპიკერო. ქალბატონო მაია, მე როგორც უკვე აღვნიშნე ანაკლიის პორტის თემას მინდა, რომ ცალკე შევეხო ჩემ გამოსვლაში და კითხვა, რომელიც დაისვა 11 მილიონი ლარის ათვისებასთან დაკავშირებით, ამ კითხვას და ამ მიღებულ პასუხს მინდა გადავაბა სხვადასხვა თანმიმდევრობა მოვლენების ხომ, ჩვენ გვაქვს, როდესაც ვახსენე ორკესტრირებული იერიში, ეს არ ეხება რომელიმე ცალკე, ერთ პროექტს, ან ერთ სამინისტროს ხომ, ეს რომ ვერ აითვისეთ, ამის მიზეზად მოიყვანეთ, რომ იქ იყო რკინიგზის კომპონენტიც და გასაგებია, რომ არის გარკვეული საკითხები, რომელიც არის თქვენი სამინისტროს კომპეტენცია, არის საკითხები, რომელიც სახელმწიფო საწარმოს კომპეტენციაა ამ შემთხვევაში რკინიგზის ხომ და სწორედ კოორდინაციის ნაკლებობა არის პრობლემა, სწორედ არ ჩანს ის სურვილი, რომ გაერთიანებული იყოს ძალისხმევა იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი შესაბამისი ინფრასტრუქტურით იყოს აღჭურვილი. რაც არის ამ შემთხვევაში თვითონ ავტობანის პროექტის დასრულება და რიკოთის უღელტეხილი არის ერთგვარი სატრანსპორტო თრომბი ხომ, რომელიც გახსნას არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ ტვირთების გამტარუნარიანობა გაიზარდოს, ამის გარეშე ხომ არანაირი აზრი არა აქვს ანაკლიის პორტს. კოორდინაცია აუცილებელია იმ კუთხითაც, რომ სარკინიგზო კვანძები არის გასახსნელი და ამ შემთხვევაში სახელმწიფო საწარმოს კომპეტენცია შემოდის ხომ, საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის დონეზეც კი მათ უნდა იმუშაონ, რომ თურქეთმა ბოსფორის სრუტეში გაატაროს შესაბამისი ის გემები, რომელიც შემოვა ღრმაწყლოვან პორტში ხომ? ანუ, ეს არის სხვადასხვა უწყებების გაერთიანებული ძალისხმევა, რომელიც ემსახურება ერთ დიდ მიზანს, რომ საქართველო გახდეს სატრანსპორტო ცენტრი. ახლა რას ვხედავთ ჩვენ ხომ, დავანებოთ თავი ვთქვათ აი ამ 11 მილიონი ლარის ვერ ათვისებას, ეს ალბათ ზღვაში წვეთია იმ პრობლემებთან, რომელსაც აქვს ადგილი და რომელიც გამოაშკარავდა ხომ? ავიღოთ ეს პროკურატურის განცხადებაც. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდზე, ამ შემთხვევაში ჩვენ რაღაც პოლიტიკური სამიზნე კი არ არის ესა თუ ის მინისტრი, ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკურ გუნდზე, ჩვენ ვსაუბრობთ პარტიაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ხელისუფლებაზე, რომელიც 7 წელია მართავს ქვეყანას და ესა თუ ის მინისტრი რომ წინამორბედზე უკეთესია, ეს ვერ მოგვცემს დამშვიდების საშუალებას ხომ? პროკურატურის განცხადება, რომ გამოძიება მიდის და ხაზარაძე და ჯაფარიძე არიან ფულის გამთეთრებლები ხომ, ეს განცხადება უკვე თავისი შინაარსით არის ძალიან პრობლემური ხომ, გამოძიება რომ მიდის, შეიძლება ბევრ საქმეზე მიდიოდეს გამოძიება, მაგრამ კონკრეტულ პირებს როდესაც მიუთითებ, რომ მათ ფული გაათეთრეს, ეს არის უკვე ძალიან სერიოზული დისკრედიტაცია, ანუ დამღა, რომელსაც ასვამ, ეს არის ძალიან საგამონაკლისო შემთხვევაში შეიძლება გააკეთოს ეს პროკურატურამ, რომ ბრალის დადგენილება არ გამოაქვს და მაგრამ გამოძიების დაწყებას ისე აანონსებს, რომ აშავებს პრაქტიკულად პირს და თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რას ნიშნავს ფინანსისტისთვის ფულის გამთეთრებლის იარლიყი და დაწყებული გამოძიება, როგორც დამოკლეს მახვილი მის თავზე დაკიდებული, ხომ? მეორე ნაწილი ავიღოთ, მთელი სამთავრობო მედია და ახლა არ მინდა ჩამოვთვალო ეს ტელევიზიები ან საინფორმაციო საშუალებები, აი, სოციალურ ქსელებს ყველა ვიყენებთ, ხომ, მთელი ფეისბუქ გვერდები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებზე იყვნენ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები, იყვნენ ოპოზიციის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართული, ყველა სახელისუფლო მესიჯს, რომელი გვერდებიც ახმოვანებენ ფეისბუქზე, ყველა ეს გვერდი ჩაერთო მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციის კამპანიაში. დამნაშავე ხარ და აი ეს. ეს აშკარაა, რომ ამის უკან დგას მთავრობა. არა კონკრეტულად თქვენ, ქალბატონო მაია, მაგრამ გუნდი, რომლის წევრიც თქვენ ბრძანდებით, ხო. მესამე. ამას დაერთო ზემოდან ეროვნული ბანკის მოთხოვნა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის გადაყენების. აი ამ სიტუაციაში თქვენ რომ იყოთ პოტენციური ინვესტორი, ვისაც გთხოვთ, ვთქვათ, ანაკლიის კონსორციუმი, რომ პორტის მშენებლობაში და მის ფუნქციონირებაში ჩადოთ ათეულობით ან ასეულობით მილიონი, ხომ, ფულის გათეთრებაში არის პირი ეჭვმიტანილი პროკურატურის განცხადებით, ბრალდებას უყენებს მას ეროვნული ბანკი, ანუ 2 მთავარი რეგულატორი ბრალდებას უყენებს. და მესამე. ამასთან ერთად, ინფრასტრუქტურის სამინისტროც შესაბამის თანხებს არ ითვისებს, რკინიგზასთან კოორდინაცია არ არის. ეს ხომ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს დამოკიდებულება სინამდვილეში არ არის სერიოზული და ძალისხმევას თქვენ არ მიმართავთ, რომ ამ პროექტმა წარმატებას მიარწიოს. ეს ობიექტური დამკვირვებლისთვის და მე ახლა, რა თქმა უნდა, ოპოზიციაში ვარ, შესაბამისად, მხარე ვარ და ვერ ვიტყვი, რომ ვიყო მიუკერძოებელი. ვცდილობ, მაგრამ, მაინც აღქმაში მე მაინც მხარედ ვფიქსირდები, მაგრამ ობიექტურადაც ხომ ასეა, ხომ, ნამდვილად ხელის გულზე დევს, აი ეს ორკესტრირებული ქმედება, რომელიც აზიანებს არა ერთ ან რომელიმე პირს, რომლის დაცვაც მე არანაირად არ მაქვს განზრახვაში, არამედ აზიანებს პროექტს, რომლიც არის ქვეყნის წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ რაღაცნაირად სიმართლეს უნდა თვალი გავუსწოროთ და არ შეიძლება, ჩემს კოლეგებსაც მინდა მივმართო: ასეთი რაღაც როცა ხდება და ჩვენ ამაზე დუმილს ვამჯობინებთ იმიტომ, რომ პარტიის თავმჯდომარე თვლის ასე, ან საქმეს ასე სჭირდება, ეს არის ილუზიები და შეცდომებზე უნდა ისწავლოთ, მათ შორის საკუთარზეც და სხვისაზეც, რომ ასე არ მოვექცეთ.
და ბოლოს, ერთი საკითხი მინდა აუცილებლად აღვნიშნო. ამაზე არის საუბარი, მათ შორის სოციალურ ქსელშიც. ამ პარლამენტის ტრიბუნიდან გაისმა დღეს, რომ მძიმე ტვირთი არის ქალისთვის ინფრასტრუქტურის მინისტრობა და ეს აუცილებლად მინდა აღვნიშნო და ვთქვა, რომ ამ შენობაში და არც ქუთაისის შენობაში არც ერთი მინისტრი არ ყოფილა ტრიბუნასთან, რომელიც ან კომპეტენციით, ან საკითხების ცოდნით, ან ტონით აღემატებოდა თქვენს გამოსვლას. ამიტომ, ეს, პირიქით, არანაირი ტვირთი არ არის ქალისთვის განსაკუთრებული, ქალს ისევე წარმატებით შეუძლია გაართვას თავის მოვალეობას თავი, როგორც კაცს. ახლა, მე არ შევაფასებ ზოგადად თქვენს კოლეგა კაც მინისტრებს. იმიტომ, რომ შემდგომ შეიძლება ეს უკვე აღარ გამოვიდეს მთლად მისაღები რეპლიკა, მაგრამ ნამდვილად, ჩვენ პარლამენტის ტრიბუნიდან ეს უნდა დავაფიქსიროთ, რომ მნიშვნელობა არა აქვს სქესს, მნიშვნელობა აქვს კომპეტენციას, მნიშვნელობა აქვს საკითხის ცოდნას, მნიშვნელობა აქვს დამოკიდებულებას. მე ამ გამოსვლას დავასრულებ იმით, რომ ის მადლობები, რომელიც თქვენ ამ დარბაზში მოისმინეთ, ამ მადლობების ნაცვლად გაცილებით სასარგებლო არის კრიტიკა, გაცილებით სასარგებლო არის მითითება შეცდომებზე, ნაკლოვანებებზე. იმიტომ, რომ ამ მითითების უკან არის სურვილი, რომ ეს ნაკლოვანებები აღმოიფხვრას, რომ ჩვენი ქვეყანა წავიდეს წინ. სამწუხაროდ, იმ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ თქვენი მთავრობის მხრიდან არ მოაქვს ის წინსვლა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, არ მოაქვს ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც სიღარიბიდან გამოგვიყვანს, არ მოაქვს ის ტემპი მშენებლობის, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, ის ტემპი, თუნდაც ანაკლიის პორტის განხორციელების, რომელიც ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა, რომ ვიყოთ მაჩანჩლა ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა მაინც იცხოვრონ უკეთეს ქვეყანაში და ეს პერსპექტივა შვილიშვილებს არ გადავულოცოთ. ამიტომ ამ საქმეში მე ყველას საქართველოს ხელისუფლებაში ვინც იქნება წარმატებას ვუსურვებ, რაც იქნება ქვეყნის წარმატება. თუმცა სამწუხაროდ მინდა ვთქვა, რომ ნაბიჯები რომელსაც „ქართული ოცნება“ დგამს და პოლიტია რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს ამ წარმატებისკენ არ მიგვიყვანს და ჩვენ ერთად უნდა მოვატრიალოთ ქვეყნის... მისი განვითარებისკენ. დიდი მადლობა.
თავმჯდომარე. გმადლობთ. ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილი 7 წუთი რეგლამენტი.
ზ.ჭიაბერაშვილი. კოლეგებო, ნამდვილად დღეს უმნიშვნელოვანესი საკითხი იხილება გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ 2018 წლის ბიუჯეტის განხილვისას, ქალბატონო მაია, არაერთხელ ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ თქვენმა სამინისტრომ უკვე მერამდენედ ვერ აითვისა თანხები. მაგრამ პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ თქვენ ნამდვილად ღირსეულად გეჭირათ თავი მინდა გითხრათ და ეს ნამდვილად დასაფასებელია. აქ ჩემა კოლეგებმა, სხვებმა, ამის თაობაზე ილაპარაკეს უკვე, მაგრამ რაც არ უნდა თქვენ გესაუბრათ დღეს ამ ტრიბუნიდან, ფაქტი ერთია, რომ თქვენ ხართ წარუმატებელი მთავრობის მინისტრი და ეს წარუმატებელი მთავრობა უკვე მე-7 წელია უკან ხევს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ფაქტია ის, რომ თქვენ ვერ აითვისეთ თანხები 2018 წელს, მაგრამ ჩვენ თუ ჩავხედავთ თქვენი სამინისტროს მონაცემებს, გიწერიათ 102% შესრულება წლიური ბიუჯეტის, გიწერიათ 100 და მეტი პროცენტით შესრულება ბიუჯეტის. რა თქმა უნდა, ფურცელზე თქვენ ამ ყველაფერს ასრულებთ, მაგრამ, ბუნებრივია, რომ რეალობაში ეს ვერ აისახება და სულ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. აი მაგალითად საგარეჯოში აქ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატიც გვესწრება. საგარეჯოში 5 წელია დაქსელილია ქალაქი და თქვენ კარგად იცით, რომ წყალი არ არის საგარეჯოში და არც არანაირი პროგნოზი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით როდის იქნება. შეიძლება თქვენ გაქვთ და დასკვნით სიტყვაში ამას იტყვით, მაგრამ ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ აქ რიცხვებით და ერთმანეთ ვეპაექროთ, როგორც მთავრობა და ოპოზიცია, ფაქტია, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ბევრი ადამიანის ცხოვრება გართულებული არის, როცა ადამიანები უყურებენ 2015, 16, 17 რომ გადათხრილია მათი გზა მათი ჭიშკარის წინ გადაითხარა და მერე ასვალტიც ზოგჯერ არ დაიგო ხომ? და ასეთ შემთხვევაში ამ ტრიბუნაზე ვისმენთ მოსაზრებებს რაღაც ზოგად რიცხვებზე, ბუნებრივია ამ ადამიანებს აი ესეთი კონკრეტული პასუხები სჭირდებათ. აქ ჩვენ არ ვახსენეთ, მაგრამ გარდა ანაკლიისა არც კოპიტნართან მოსაწესრიგებელი გზის რამდენიმე მილიონი აითვისა სამინისტრომ 2018 წელს, მაშინ როდესაც ტურიზმი ისევე კოპიტნარის აეროპორტი გამოცხადებულია ერთ-ერთ პრიორიტეტად ჰო, იმდენი თემა არის, რომელზედაც ჩვენ მთელი დღე ვიხილავთ, ბუნებრივია, დრო არ გვქონდა საიმისოდ, რომ ყველა საკითხზე დაწვრილებით გველაპარაკა, თუმცა დამერწმუნეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო და, ალბათ, ამით დავასრულებ. ქუთაისის შემოვლით რკინიგზაზე თქვენს განმარტებას. ნახეთ, პრობლემა რაში არის. როდესაც დაპროექტებული არის ოთხზოლიანი გზა, და ეს, რა თქმა უნდა, თქვენ არ გეხებათ თქვენს წინ არის გადაწყვეტილება მიღებული და დარწმუნებული ვარ, თქვენც შინაგანად გრძნობთ იმას, რომ თავის დროზე არაკომპეტენტური თუ როგორი გადაწყვეტილებაც იყო მიღებული. იმიტომ, რომ მაშინ ერთად, რომ გაკეთებულიყო 4-ზოლიანი გზა დღეს საერთო ღირებულება იმის იქნებოდა სხვაგვარი. დღეს თქვენ გიწევთ ბევრი მილიონის ზედმეტად გადახდა მხოლოდ იმის გამო, რომ თუნდაც ორი, სამი ან ოთხი წლის წინ ვიღაცამ არაკომპეტენტური გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ აქ ხომ პიროვნებებს არ ვიხილავთ, თქვენ ახლა რაღაცას სწორად აფასებთ ან ვიღაცა არასწორად აფასებდა, ფაქტია ერთი, რომ თქვენმა მთავრობამ მიღო ბევრი არასწორი გადაწყვეტილება. სოფლის პროგრამები ავიღოთ, თქვენ რომ იძახით, რომ ჭურჭელს ყიდულობდა ხალხიო, კი, გეთანხმებით, ნამდვილად ასე იყო, რომ ... სახლებს აშენებდნენ, თუმცა თუ ჩვენ თვითმმართველობაზე გადასვლა გვინდა, ჯერ ეგ ერთი, არ მესმის, ამ ადამიანებს ეს რატომ უნდა ავუკრძალოთ და თქვენ თვითონ ილაპარაკეთ სასაფლაოების შემოღობვა და, ბუნებრივია, ამაშიც დაგეთანხმეთ. და მეორე, თუ რაღაცის შეზღუდვის დადება გინდოდათ, რატომ აუქმებდით საერთოდ, დაგედოთ ის შეზღუდვა და გეთქვათ, რომ მხოლოდ ინფრასტრუქტურაზე გამოიყენეთ, რა პრობლემა იყო. ანუ წლები ხომ დაიკარგა. ახლა დავუბრუნდით ისევ იმ მომენტს, როდესაც თავიდან უნდა შემოიღოთ და ამას გედავებით, ამას ვეძახით ჩვენ ადგილზე ტკეპნას და ამას ვეძახით ჩვენ ქვეყნის გაჩერებას. დაბოლოს, ქვეყანაში არსებობს თუ არა, აი ამ კითხვას, ახლა, ეს ძალიან ექსპერტულ პასუხს მოითხოვს: ქვეყანაში არსებობს იმდენი ინერტული მასალა, რომ თქვენ წელს 2 მლრდ-ის ბიუჯეტი შეასრულოთ? და დარწმუნებული ვარ, რომ დეკემბერში აქ ჩვენ ისევ გვექნება საუბარი იმის თაობაზე, რომ 2 მლრდ-ის ბიუჯეტი სამინისტრომ ვერ შეასრულა. მადლობა.
თავმჯდომარე. გმადლობთ. უმრავლესობის სახელით ბატონი ზაზა გაბუნია.
ზ.გაბუნია. ბატონო თავმჯდომარევ, ძვირფასო კოლეგებო, მოგესალმებით, მივესალმები ქალბატონ ვიცე-პრემიერს, მივესალმები სამინისტროს გუნდს. დღეს აღსანიშნავი დღეა, რადგან საქართველოს პარლამენტმა პირველად აამოქმედა ახალი რეგლამენტის ფარგლებში ახალი საზედამხედველო ფორმატი და ინსტრუმენტი და ჩემთვის, როგორც რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარისთვის, ორმაგად მნიშვნელოვანია ეს, რამდენადაც დღეს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, მთავარმა კონსტიტუციურმა ორგანომ მთელი სამუშაო დღე დაუთმო რეგიონულ საკითხებზე მსჯელობას. მინისტრის მოხსენება კი იყო ღირებული და არა მხოლოდ იმის გამო, რომ ეს იყო ინფორმატიული ან მინისტრი კომპეტენტურია ამ საკითხებში, არამედ იმის გამოც, რომ ეს მოხსენება იყო უაღრესად სწორად შედგენილი იმიტომ, რომ პრაქტიკულად ეს თანმიმდევრობა ასახავს იმ ხედვის მართებულობას, რომელიც სამინისტროს რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებით აქვს. ის იწყებოდა ძლიერი თვითმმართველობის ანუ რეფორმის საჭიროებით და გრძელდებოდა და მოიცავდა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ასე კრიტიკულად მნიშვნელოვანია და პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონების განვითარებისთვის. მთავარი კითხვა გახლავთ ასეთი: კეთდება თუ არა დღეს საქმე იმისთვის, რომ რეგიონები უფრო და უფრო მეტი მოქალაქისთვის გახდეს მიმზიდველი საცხოვრებლად და სამუშაოდ. ამ შეკითხვაზე პასუხი გახლავთ დიახ და უაღრესად სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებიც, მათ შორის, ოპოზიციიდან, ისინიც აღიარებენ, რომ ეს არის ცხადი, ეს არის ხელშესახები რეალობა. მათ შორის, ეს გამოჩნდა მინისტრის მოხსენებაში, ის პროექტები, რომელიც მან წარმოადგინა, მეტყველებს სწორედ ამაზე, რომ ეს პოლიტიკა თანმიმდევრულად და შეუქცევადად ხორციელდება. მოხსენებაში პირველი საკითხი გახლდათ რეფორმა და მე მინდა მადლობა გადავუხადო სამინისტროს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მომზადებისთვის. ეს ნამდვილად იმსახურებს მადლობას იმიტომ, რომ ეს იყო შრომატევადი და ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო. ოპოზიციიდან კოლეგამ ძალიან სწორად გააკეთა აქცენტი მნიშვნელობაზე ამ რეფორმისა და მინდა გაცნობოთ, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტში დაიწყება ამ დოკუმენტის განხილვა და მე ვეპატიჟები ოპოზიციის ყველა ჯგუფს ამ სტრატეგიის, ამ დოკუმენტის განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღებისათვის. მნიშვნელოვანი იყო აქცენტები, რომელიც მოხსენებაში გაკეთდა მთასთან დაკავშირებით და სრული პასუხისმგებლობით მინდა გავაკეთო, რომ არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა ასეთი მაღალი ყურადღება მთის საკითხებთან დაკავშირებით, ასეთი მაღალი მგრძნობელობა იქ მცხოვრები მოქალაქეების მიმართ, რაც გამოიხატება უამრავ ინიციატივაში, უამრავ პროექტში, უამრავ გეგმაში, რომელიც მთასთან დაკავშირებით არსებობს. მნიშვნელოვანია ის არსებითი და ფუნდამენტური სიახლე, რომელიც სამინისტროს სივრცითი განვითარების გეგმებთან დაკავშირებით აქვს. ეს არის გზა, რომლითაც სამინისტრო გაამართლებს საკუთარ სახელწოდებას, რადგან რეგიონული განვითარება შესაძლებელია სწორედ ასე, როდესაც ინფრასტრუქტურის შექმნა ეფუძნება ანალიტიკურ დაგეგმარებით პოლიტიკას. ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდებოდა განვითარების ამ ეტაპზე და ეს გამორიცხავს სწორედ იმ ლაფსუსებს, იმ რისკების მინიმიზებას ახდენს, რომელიც ჩვენ გვქონდა პრაქტიკაში, მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტების ორგანიზების და განხორციელებისას. მე მინდა ვილაპარაკო ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ თანხების ათვისების თაობაზე. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ საბიუჯეტო ათვისების პროცენტი, ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ ოპოზიცია, და არამარტო ოპოზიცია, ჩვენი გუნდის წევრები, უმრავლესობის წევრები საუბრობენ, ყველა პროექტზე სვამენ შეკითხვას, რომელიც უნდა განხორციელდეს, მაგრამ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი ციფრებიც და მე მინდა ოპოზიციონერ კოლეგებს ვთხოვო, რომ მიაქციონ ყურადღება ამ მნიშვნელოვან ციფრებსაც. მაგალითად, როგორიც გახლავთ პროექტების რაოდენობა, 1200-ზე მეტი პროექტი მიმდინარეობდა ან დასრულდა გასულ წელს. მილიარდ 662 მილიონი ლარის ათვისება მოახერხა სამინისტრომ, ეს არის შთამბეჭდავი ციფრები და მე ვარ დარწმუნებული, თქვენც აღფრთოვანდებით თუკი ამ ციფრებს შევადარებთ თქვენი მმართველობის პერიოდში არსებულ ძალიან სევდიან ციფრებს, რომელიც გქონდათ აი ამ სამუშაოების განხორციელებასთან. მოდი, ერთად შევადაროთ, ბატონი რომანის მიერ არის ეს ხელთათმანი ნასროლი შედარებასთან დაკავშირებით, მოდი, შევადაროთ. თქვენი რეგიონული განვითარების სამინისტრო ითვისებდა მხოლოდ 665 მილიონ ლარს, ჩვენ ეს ციფრი გავზარდეთ 3-ჯერ და მილიარდ 662 მილიონი ლარია ათვისებული. შეფასება ათვისების სიმძლავრეებთან დაკავშირებით მიმინდვია საზოგადოებისთვის, 4-ჯერ არის გაზრდილი გზების დეპარტამენტის დაფინანსება, 3-ჯერ არის გაზრდილი წყალმომარაგების დაფინანსება, აღარაფერს ვამბობ ნარჩენების მართვის პოლიტიკაზე, რომელიც 49-ჯერ არის გაზრდილი, ამ პოლიტიკის დაფინანსება და ეს არის შედარებული თქვენს ყველაზე ოპტიმისტურ ციფრებთან, გაცილებით დაბალი მონაცემებიც გქონდათ თქვენი მმართველობის დროს. ეს აჩვენებს, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის არის პრინციპული საკითხი რეგიონული საკითხები, რეგიონალური პოლიტიკა, რეგიონალური განვითარება და ეს პროექტები, რომელიც საბოლოო ჯამში წარმოადგენს კიდეც ამ საკითხს. და მნიშვნელოვანი, რაც ასევე მინდა იცოდეთ, რომ ყოველწლიურად იზრდება როგორც ბიუჯეტი ასევე შესრულების მაჩვენებელი, ეს არის მზარდი დინამიკა და როდესაც კრიტიკაზეა საუბარი მე ვისურვებდი ეს კრიტიკა იყოს გაცილებით უფრო ჯანსაღი და ყურადღება მიაქციოთ ამ მნიშვნელოვან ციფრებს, რომელიც მეტყველებს პროგრესზე, განვითარებაზე, მეტ მიღწევებზე და არა რეგრესზე, როგორც ცდილობდა ზოგიერთი ოპოზიციონერი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგფონდიდან მუნიციპალიტეტების დაფინანსება გახდა გაცილებით უფრო გასაგები, გაცილებით უფრო სამართლიანი. მე ველოდი, სიმართლე გითხრათ, რომ ოპოზიციას გაახარებდა და ამას აღნიშნავდნენ, რომ საქართველო ერთვება ძალიან მნიშვნელოვან, ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პოლიტიკაში, სატრანსპორტო პოლიტიკაში და ხდება ტრანსევროპული ქსელის ნაწილი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქართული პასპორტით ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდით ევროპას, როგორც ფიზიკურად ისე ინსტიტუციურად, ჩვენივე ხელისუფლების პირობებში გზები, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ ამით კიდევ უფრო ვუახლოვდებით როგორც ფიზიკურად ისე ინსტიტუციურად ევროპას, ეს არის აღსანიშნავი, ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი და ბუნებრივია, მოითხოვს, როდესაც შეფასებებზე მიდგება საქმე ოპოზიციიდან სამინისტროსი ასეთი პროექტების ანალიზი არის მნიშვნელოვანი და საჭირო სრული სურათის შესაქმნელად, მაგრამ საქმე იმაში გახლავთ, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, არა ყველა, იმიტომ, რომ მიყო საქმიანი გამოსვლებიც, ზოგიერთი წარმომადგენელი აქ მოვიდა არა ამისთვის დღევანდელ დღეს ამ სხდომაზე, არამედ უბრალოდ იმისთვის, რომ ელაპარაკა და მოეყოლა მძაფრსიუჟეტიანი ზღაპრები სხვადასხვა საკითხზე, ეს უკვე აპრობირებული პრაქტიკაა სამწუხაროდ, ნაკლები საქმე, მეტი ხმაური, მაგრამ აქ არის უმრავლესობა, ჩვენ შეგვიძლია გაგცეთ პასუხი და რაც მთავარია, ეს პასუხები ეფუძნება იმ ციფრებს, ნაკეთებ საქმეს, რომელიც, მათ შორის, მინისტრის პრეზენტაციაში იყო. რეგიონში კეთდება ბევრი საქმე. მე დრო არ მეყოფა აქ ჩამოვთვალო ყველა მათგანი, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები, მათ შორის 29 ახალი სკოლის მშენებლობა, 83 სკოლის რეაბილიტაცია, მათ შორის ისეთი პროექტები, ინფრასტრუქტურული ერთეულები, რომელიც უბრალოდ არ შენდებოდა და არ კეთდებოდა წინა პერიოდში, რაც, რა თქმა უნდა, არის აღსანიშნავი. მე მინდოდა დღეს მესაუბრა რეგიონულ პოლიტიკაზე, მაგრამ 9 საათს ვუახლოვდებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ამოიწურება დღევანდელ დღეს ამით დრო, ჩვენი სამუშაო დრო პლენარულ სესიაზე, ამიტომ, მე ამ საკითხებს გადავდებ სხვა მსჯელობისთვის, იმიტომ, რომ ბევრი თემაა რეგიონული პოლიტიკაში, რომელიც საჭიროებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად ეს, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, მაგრამ რეგიონული პოლიტიკის კომპონენტები საჭიროებს, ცალკეული საკითხები, გადაწყვეტას, დაახლოებას ევროპულ პრაქტიკასთან, ცხადია, ამაზე სასაუბრო დრო ჩვენ გვექნება, მათ შორის დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხილვის ფორმატში. დასასრულს, როგორც წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარე უმრავლესობის სახელით მე მინდა მაღალი შეფასება მივცე ქალბატონი მინისტრის მოხსენებას. ეს იყო საქმიანი მოხსენება, ეს იყო ძალიან გულწრფელი და კომპეტენტური პასუხები დასმულ შეკითხვებზე. მე მადლობას ვუხდი ყველა კოლეგას მინისტრის საათში ძალიან აქტიური მონაწილეობისთვის და წარმატებულ წელს ვუსურვებ მინისტრს, სამინისტროს ამ ძალიან დიდი, ძალიან მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო პროექტების განხორციელების საქმეში. დიდი მადლობა. (ტაში დარბაზში).
თავმჯდომარე. გმადლობთ, ბატონო ზაზა. დასკვნითი სიტყვისთვის გვაქვს 5 წუთი.
მ.ცქიტიშვილი. დღეს ალბათ ისეთი, ცოტა უჩვეულო დღე არის პარლამენტისთვის როდესაც ამდენი მადლობის გაცვლა და იქნებ, ასე ვთქვათ, მინისტრის საათის ასეთი პირველი გამოსვლა დაგვებედოს ყველას და ჩემი კოლეგების პარლამენტში მოსვლაც ამ ფორმატში ასევე ასეთივე, ასე ვთქვათ, მეტნაკლებად ურთიერთკონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართოს, ნახევრად ხუმრობით, მაგრამ მე მართლა მინდა, რომ მადლობით დავიწყო, მადლობა გადავუხადო ყველა დეპუტატს, რომელიც ნამდვილად არის გულწრფელად დაინტერესებული რეგიონის პრობლემებით, ეს იქნება ქართული ოცნების წარმომადგენელი თუ ოპოზიციის წარმომადგენელი. მგონია, რომ როდესაც ვსაუბრობთ რეგიონებზე და რეგიონების განვითარებაზე და იქ მცხოვრები ადამიანების ყოფაზე, მათი ცხოვრების გაუმჯობესებაზე, როგორც სიღარიბის დაძლევაზე, ასევე ელემენტარული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფაზე, აქ, ალბათ, ყველანი ერთად უნდა ვიყოთ ამ პრობლემის გარშემო. მე ნამდვილად ბევრ შეფასებას ვერ დავეთანხმები, ბუნებრივია ოპოზიციის მხრიდან, ეს თავისთავად თქვენი ნებაა და სწორედ ამიტომ ასე არის გაყოფილი პარლამენტიც, ასე ვთქვათ, ჯგუფად, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ნამდვილად მგონია რომ დღეს, დღევანდელი დღე იყო ნამდვილად გამორჩეული იმით, რომ ჩვენ გვქონდა ამ მინისტრის საათის ფორმატში, ამ სტუმრობის ფორმატში შესაძლებლობა ძალიან ბევრ საკითხზე გვესაუბრა, ბევრი ის პრობლემა განგვეხილა. ჩვენც გვქონდა შესაძლებლობა, რომ ჩვენი პოზიცია გაგვეცნო თქვენთვის, რაც თქვენც დაგეხმარებათ ჩვენს უკეთეს კრიტიკაში ოპოზიციას და ჩემს კოლეგებს კიდევ დაეხმარება იმაში, რომ ჩვენ, ვთქვათ, უკეთ გვირჩიოთ თუ როგორ შეიძლება ჩვენი საქმიანობა წარვმართოთ უკეთესად. მაგრამ მე ნამდვილად მინდა აღვნიშნო, რომ ახალი კონსტიტუცია, ახალი რეგლამენტი და ახალი ფორმატი ნამდვილად კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა იმისთვის, რომ მთავრობამ და პარლამენტმა ნამდვილად ამ შემთხვევაში ორკესტრირებულად კარგად იმუშაოს ერთად და ხელი შეუწყოს ყველა იმ ამოცანის შესრულებას, ყველა იმ დასახული მიზნის შესრულებას, რომელიც ჩვენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას პირველ რიგში გვაქვს დასახული წინ. მე ნამდვილად არ მინდა დღეს პარლამენტიდან ისე წავიდე, რომ მადლობა არ გადავუხადო პირველ რიგში ჩემს გუნდს. დღეს ბევრი ადამიანი არის წარმოდგენილი აქ: ჩემი მოადგილეები, ჩვენი, ასევე, საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები, მაგრამ ბევრად უფრო მეტი ადამიანია, რომელიც ჩვენს სამინისტროში მუშაობს, მის საქვეუწყებო ორგანიზაციებში და თითოეულ თანამშრომელს აქვს თავისი უნიკალური როლი, თავისი წვლილი ამ პროექტების განხორციელებაში. და, ასევე, მე მინდა ნამდვილად და ძალიან გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა იმ კონტრაქტორს, რომელიც ბევრი პრობლემის მიუხედავად ცდილობს რომ საკუთარი საქმეც კარგად შეასრულოს, საკუთარი პროექტები კეთილსინდისიერად შეასრულოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ასეთი ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ მოვახერხებთ ყველა იმ დასახული მიზნის მიღწევას და ამ ქვეყნის აშენებას, ისე როგორც ჩვენ ეს გვაქვს ჩაფიქრებული. დიდი მადლობა და მე გისურვებთ ყველას წარმატებას თქვენს საქმიანობაში. მადლობა კიდევ ერთხელ. (ტაში)
თავმჯდომარე. დიდი მადლობა ქალბატონო მაია, მადლობას გადავუხდი თქვენი გუნდის წევრებს, მადლობას გადავუხდი კოლეგებს თქვენი მობრძანებით, გამოსვლით, დისკუსიით ძალიან კარგი შესანიშნავი საფუძველი ჩაეყარა ახალ პრაქტიკას, ახალ ფორმატს მინისტრისას და ამისთვის მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ. დიდი მადლობა. ამით დასრულებულია საკითხის განხილვა, პლენარულ სხდომას დახურულად ვაცხადებ. ხვალ 12 საათზე შეუდგებით მუშაობას, 12-ის ნახევარზე დაიწყება ბიუროს სხდომა. გმადლობთ.
(სხდომა დასრულებულია).