საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩევა

წარდგინება მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.02.2019
ავტორი
საპარლამენტო უმრავლესობა
ნომერი
#2-1485/19
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ასარჩევად საქართველოს პარლამენტის წევრის ანრი ოხანაშვილის წარდგენის შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2019-02-05

📜 ტექსტი

წერილი
საპარლამენტო უმრავლესობა 2-1485/19 04-02-2019 საქართველოს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ წარმოგიდგენთ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
სტენოგრაფიული ჩანაწერი
საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 5 თებერვლის პლენარული სხდომა შესვენების შემდეგ სხდომას თავმჯდომარეობს პარლამენტის თავმჯდომარე ი. კობახიძე. თავმჯდომარე. როგორც მოგეხსენებათ, რეგლამენტის თანახმად, 30-ე მუხლის თანახმად, მე უნდა წარმოვადგინო კანდიდატთა სია. დასახელებულია მხოლოდ ერთი კანდიდატი. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არის დასახელებული ბატონი ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა. შესაბამისად კენჭი ეყრება ბატონი ანრის კანდიდატურას, კენჭი ეყრება საქართველოს პარლამენტის დადგენილებას ანრი ოხანაშვილის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევის შესახებ, კენჭისყრამდე, გთხოვთ, გავიაროთ რეგისტრაცია. გთხოვთ, ჩართოთ რეგისტრაციის რეჟიმი. რეგისტრაცია უნდა გაიაროთ ეკრანის მეშვეობით. რეგისტრაცია გაიარა 126-მა, შესაბამისად შეგვიძლია ჩავატაროთ კენჭისყრა. კენჭი ეყრება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ საქართველოს პარლამენტის დადგენილებას, ანრი ოხანაშვილის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევის შესახებ, ბატონო, არ მუშაობს ბატონი დიმიტრის, რეგისტრაციას გადიხართ ეკრანის მეშვეობით, ხმას აძლევთ ღილაკის მეშვეობით. ჩავრთოთ, მოდი ჩავრთოთ კენჭისყრის რეჟიმი. გთხოვთ, ჩავრთოთ კენჭისყრის რეჟიმი. კენჭი ეყრება დადგენილებას. მომხრე- 98 წინააღმდეგი-4 დადგენილება მიღებულია. ვულოცავ ბატონ ანრი ოხანაშვილს კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევას.