„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, გიორგი კახიანი, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი
ნომერი
#07-3/275/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-11
ბიუროს ნომერი 234

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება : 1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 556 მუხლი: „მუხლი 556 . მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისის მუნიციპალიტეტის) ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა 1. მუნიციპალიტეტის ( გარდა თბილისის მუნიციპალიტეტის) ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ათასი ლარით. 2. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასი ლარით. შენიშვნა: 1. თუ ვერ დგინდება სამართალდამრღვევი პირის ვინაობა, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, მიიღოს ზომები სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით. 2. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“ 2. 2093 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) 2093 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 5 555, 556, 771 და 772 მუხლებით, 82 მუხლით (პლასტიკის და 2 4 2 ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე და 107 –107 მუხლებით, 114 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252−1254 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 „1. ამ კოდექსის 1 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე - 1354 და 146 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1 2 3 6 150-ე -1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 151 , 151 და 152 მუხლებით, 153 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით და 1539, 1561, 1583 და 1584 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. ბ) 2093 მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კოდექსის 555, 556, 771, 772 და 103-ე მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე−1354 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1502 და 1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 1511, 1512,1523, 1539, 1561 , 1583 და 1584 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, თუ სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისათვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას). 4. ამ კოდექსის 555, 556, 771, 772 , 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 1254 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე−1354 და 1461 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1502 და 1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512 და 1523 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით და 1539, 1583 და 1584 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური. ” 3. 239-ე მუხლის 27-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „27. ამ კოდექსის 555, 556, 771, 772, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252−1254 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე−1354, 1461, 1501 _ 1503, 1511, 1522 და 1523 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით და 1539, 1561 , 1583 და 1584 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.“ 4. 242-ე მუხლის 31 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 1 3 6 „3 . ამ კოდექსის 555, 556,1502, 1503, 151 და 152 მუხლებით, 153 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით და 1539, 1583 და 1584 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევს გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.” 5. 243-ე მუხლის 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 2 3 „2 . ამ კოდექსის 555, 556, 107 და 107 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით და 135-ე1 1 2 6 1354, 146 , 151 , 151 და 153 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სამართალდამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ.“ 6. 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 2 „2. ამ კოდექსის 42 და 42 მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით 2 და 175 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები 3 1 2 განიხილება 1 დღე-ღამის ვადაში, ამ კოდექსის 142-ე, 153 , 154-ე, 174 და 174 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები – 3 დღის ვადაში, ხოლო 1 1 3 3 2 3 2 2 ამ კოდექსის 50 , 51 , 51 , 53 , 55-ე, 55 , 55 , 555, 556 , 58 , 59 , 61-ე, მე-80 და 81-ე მუხლებით, 862 1 1 2 4 1 1 2 ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე, 91 , 92 , 94-ე, 95-ე, 96 , 96 , 96 , 98 , 99-ე, 100 , 100 , 1 1 1 3 5 10 1 1 1 103-ე, 104-ე, 105 , 107 , 141-ე, 143-ე−144 , 144 −144 , 144 , 145-ე, 146 , 148-ე–150 , 151 , 152-ე, 2 1 2 1 1 5 9 152 −153-ე, 154 , 154 , 156-ე−158 , 159-ე, 159 , 159 –159 , 163-ე, 164-ე, 167-ე, 170-ე, 174-ე და 175-ე 1 13 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 177 მუხლით, 177 1 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და 1 1 2 1 3 6 1 179 , 180-ე–183 , 185-ე–185 , 187-ე, 187 , 189-ე, 192-ე, 195-ე, 196 , 196 და 197 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები – 7 დღის ვადაში.” მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552 და 555 მუხლების თანახმად სახელმწიფო საკუთრებაში და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უნებართვო დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა იწვევს დაჯარიმებას. ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში (გარდა თბილისის მუნიციპალიტეტისა) არსებული მიწის ნაკვეთების უნებართვო დაკავების და სარგებლობის შემთხვევაში კანონი არ აძლევს საშუალებას მუნიციპალიტეტებს აღკვეთონ ეს უკანონო ქმედება. კანონპროექტის მიღების მიზეზია, აღნიშნულ სამართალდარღვევებზე რეაგირების მექანიზმები გავრცელდეს ასევე ყველა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთების უნებართვო დაკავების ან/და სარგებლობის შემთხვევებშიც. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ზემოაღნიშნული პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: მუნიციპალიტეტის საკუთრებაში (გარდა თბილისის მუნიციპალიტეტისა) არსებული მიწის ნაკვეთების უნებართვო დაკავების და სარგებლობის შემთხვევაში კანონი აძლევს საშუალებას მუნიციპალიტეტებს აღკვეთონ ეს უკანონო ქმედება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა) სამართალდამრღვევ პირს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავების ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე მიწის ნაკვეთის სარგებლობისთვის. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროექტი ადგენს პასუხისმგებლობას გარკვეული ქმედებისთვის. შესაბამისად, მიზანშეწონილია კანონპროექტი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას ნაერთი ბიუჯეტის ასიგნებებიდან. უფლებამოსილი ორგანოები სამართალდარღვევებზე რეაგირებასა და მათ აღსრულებას უზრუნველყოფენ მათი საბიუჯეტო რესურსების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი, კონკრეტული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოახდენს დადებით გავლენას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. გავლენის ოდენობა დამოკიდებულია სამართალდარღვევების რაოდენობაზე და შესაბამისად ბიუჯეტში გადახდილი ჯარიმების და საურავების ოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ნაერთი ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე და საჭირო ხარჯები დაფინანსდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება ფინანსურ შედეგებს გამოიწვევს იმ პირთა მიმართ, ვისზეც ვრცელდება კანონის მოქმედება, რომლებიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს უნებართვოდ დაიკავებენ ან/და მიწათსარგებლობის გარეშე ისარგებლებენ, ჯარიმისა და საურავის სახით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი ადგენს ჯარიმების ოდენობებს. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო გამეორების შემთხვევაში - 2000 ლარის ოდენობით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციას (დაწესებულება), ექსპერტს მონაწილეობა არ მიუღია. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ ორგანიზაციებსა და ექსპერტებს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი; პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, გიორგი კახიანი, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი. პარლამენტის წევრები: ლურსმანაშვილი ზაზა გაბუნია, გიორგი კახიანი, მერაბ ქვარაია, კობა