2018 წლის 3-5, 19-21 სექტემბერსა და 8-11 დეკემბერს ქ. პარიზში გამართულ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპროცედურო კანონთა, იმუნიტეტისა და ინსტიტუციურ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო გოგუაძის ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-11
ბიუროს ნომერი 234
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-1622/19
05-02-2019
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანიძეს
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით, სამუშაო ვიზიტების ანგარიშს,
რომელიც ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეის საპროცედურო კანონთა, იმუნიტეტისა და ინსტიტუციურ
საქმეთა კომიტეტის სხდომაზე დასწრებას გულისხმობდა 2018 წლის
3-5, 19-21
სექტემბერსა და 8-11 დეკემბერს ქალაქ პარიზში.
გთხოვთ, უზრუნველყოთ ანგარიშის უახლოესი ბიუროს სხდომის დღის წესრიგში
შეტანა.
დანართი: 2 გვერდი
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
ნინო გოგუაძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის
საპროცედურო კანონთა, იმუნიტეტისა და ინსტიტუციურ საქმეთა კომიტეტის სხდომა
3-5, 19-21 სექტემბერი, 8-11 დეკემბერი 2018
ა ნ გ ა რ ი შ ი
2018 წლის 3-5, 19-21 სექტემბერსა და 8-11 დეკემბერს მონაწილეობა მივიღე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპროცედურო კანონთა, იმუნიტეტისა და ინსტიტუციურ საქმეთა კომიტეტის სხდომაში.
კომიტეტის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო რეზოლუციის პროექტები/ინიციატივები შემდეგ ძირითად საკითხთან დაკავშირებით:
”Ad hoc“ კომისიის წინადადება საპარლამენტო ასამბლეის როლსა და მისიასთან დაკავშირებით:
3-5 სექტემბერს საპროცედურო კომიტეტმა იმსჯელა “Ad Hoc” კომისიის ანგარიშზე და წინადადებაზე, რომელიც საპარლამენტო ასამბლეის საპროცესო წესში ცვლილების შეტანას შეეხებოდა. კერძოდ, ცვლილებები ეროვნული დელეგაციების მონაწილეობისა და წევრთა ხმის მიცემის უფლების პროცედურასთან დაკავშირებით მოთხოვნილი კრიტერიუმების გადახედვას ან გამკაცრება/გამარტივებას შეეხებოდა.
გამოვთქვი მოსაზრება, რომ ვერ დავუჭერდი მხარს შემოთავაზებულ ცვლილებებს, რადგან იყო პოლიტიკური ხასიათის და მიზნად ისახავდა რუსეთის ფედერაციის დელეგაციისთვის აკრედიტაციის პროცედურების გამარტივებას. ამავე პოზიციაზე იყვნენ კომიტეტის სხვა წევრები. საბოლოოდ, კომიტეტის გადაწყვეტილებით, საკითხზე მომხსენებლად დაინიშნა - პეტრა დე შუტერი, რომელსაც კომიტეტმა მისცა უფლებამოსილება მოემზადებინა კომიტეტის მოსაზრება აღნიშნულ საკითხზე.
ამავე საკითხს შეეხებოდა კომიტეტის 19-21 სექტემბრის სხდომა.
8-11 დეკემბერის სხდომაზე კომიტეტმა განიხილა შემდეგი საკითხები:
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების ინტერესთა დეკლარირების შესახებ საკითხები და ეთიკის კოდექსი.
დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს მიერ საპარლამენტო ასამბლეის წევრების სავარაუდო კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით ანგარიშის შესრულების დოკუმენტი.
დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, და ფუნდამენტური უფლებების შესახებ ევრო კავშირის მექანიზმის შექმნის თაობაზე.