„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე
ნომერი
#07-3/276/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-11
ბიუროს ნომერი 234

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 53-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ქვეპუნქტი; ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 21 შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების შედგენისას უზრუნველყოფს ზოგად უნარებში გამოცდის სავალდებულოობას.". 2. 54-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ქვეპუნქტი: "11. ეროვნული ცენტრი ვალდებულია სახელმწიფო გრანტის მინიჭებისას სავალდებულო წესით გაითვალისწინოს ზოგად უნარებში გამოცდების შედეგები; მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ ა.ა) პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პროექტი: კანონპროექტის მიღების მიზეზი არის უმაღლესი განათლების შესახებ კანონში არსებული ხარვეზი, რომლის მიხედვითაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის წარდგინებით და საქართველოს პარლამენტში შესაბამისი განხილვისა და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თანხმობის გარეშე, გააჩნია ფართო დისკრეცია შეიტანოს რადიკალური ცვლილებები ერთიანი ეროვნოლუ გამოცდების ფორმატსა და შინაარსში. კერძოდ, ზოგადი უნარების გამოცდის სტატუსის ცვლილება (სავალდებულო/არჩევითი) წარმოადგენს ფუნდამენტურ პრობლემას აბიტურიენტთა ძირითადი ნაწილის მდგომარეობის გაუარესების, უნივერსიტეტებს შორის თავისუფალი კონკურენციის გარემოს შეზღუდვისა და ქვეყანაში უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებისათვის. იმდენად, რამდენადაც ზოგადი უნარების გამოცდის სავალდებულო წესით ჩატარებას არ გააჩნია საკანონმდებლო გარანტია, აუცილებელია მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გამოსწორდეს აღნიშნული ხარვეზი. სწორედ ზოგად უნარებში გამოცდა უზრუნველყოფს სოციალურად განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფი აბიტურიენტების გათანაბრებას, რადგანაც ზოგად უნარებში გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად აუცილებელია არა მხოლოდ კონკრეტული საკითხის ცოდნა, არამედ შესაბამისი უნარების ფლობა, რაც გულისხმობს როგორც წაკითხული ტექსტის გააზრებას, ისე კონკრეტული ლოგიკური ამოცანების ამოხსნის შესაძლებლობას. აღნიშნული გამოცდის მნიშვნელობა გამომდინარეობს სწორედ მისი კონცეფციიდან, რომელიც უზრუნველყოფს არა იმდენად ცოდნაზე, რამდენადაც აბიტურიენტის შესაძლებლობებზე და პოტენციალზე დამოკიდებულ საგამოცდო სისტემას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იქიდან გამომდინარე, რომ საგამოცდო კონცეფციის განსაზღვრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრისა და გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დისკრეციას განეკუთვნება და მისი ცვლილება შესაძლებელია მინისტრის გამოცემული ნორმატიული აქტით, აუცილებელია აღნიშნული გარემოება შეიცვალოს და საგამოცდო კონცეფციის არსებითი შემადგენელი ნაწილი, როგორიცაა გამოცდა ზოგად უნარებში გახდეს სავალდებულო. კანონით ა.ბ) პროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, კანონით იქნება გარანტირებული ზოგად უნარებში გამოცდის სავალდებულო წესით ჩატარება, რაც განაპირობებს აბიტურიენტისთვის მეტად ხელსაყრელი გარმოს უზრუნველყოფას, უნივერსიტეტებს შორის თავისუფალი კონკურენციის გარანტიას და ქვეყანაში უმაღლესი განათლების ხარისხის მდგრად განვითარებას. ა.გ) პროექტის ძირითადი არსი: პროექტის არსს წარმოადგენს 53-ე მუხლის მე-21 პუნქტის ახალი რედაქციით ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს ზოგადი უნარების გამოცდების კანონის დონეზე სავალდებულო წესით ჩატარების უზრუნველყოფას, ხოლო 54-ე მუხლს ემატება 11 პუნქტი, რითაც სასწავლო გრანტის მინიჭებისას, სავალდებულო იქნება ზოგადი უნარების გამოცდის შედეგების გათვალისწინება. ა.დ) პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტები არ ვრცელდება წარმოდგენილ პროექტთან მიმართებაში. ა.ე) პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: პროექტის გამოქვეყნებისთანავე ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს საგამოცდო პროცესის პრინციპების დროულ რეგულაციას კანონის დონეზე. ა.ვ) პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): არ არის წარმოდგენილი. ბ) პროექტის ფინანსური დასაბუთება. ბ.ა) პროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: პროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: პროექტი არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: პროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: პროექტი არ აუარესებს ფინანსურ მდგომარეობას. ბ.ვ) პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: პროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის განსაზღვრა. გ) პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: პროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არის. დ.ბ) პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არის. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) პროექტის ავტორი: საპარლამენტო უმცირესობის წევრები სერგი კაპანაძე და ოთარ კახიძე. ვ) პროექტის ინიციატორი: საპარლამენტო უმცირესობის წევრები სერგი კაპანაძე და ოთარ კახიძე.