საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“ მომართვა საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების თაობაზე“ (№07-3/270; 16/01/2019) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის გაწვევის შესახებ.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.02.2019
ავტორი
საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“
ნომერი
#2-1666/19
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-11
ბიუროს ნომერი 234

📜 ტექსტი

წერილი
საპარლამენტო უმცირესობა 2-1666/19 06-02-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 101-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოგმართავთ, გამოწვეულ იქნას საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების „ევროპული საქართველო“, ევროპული საქართველომოძრაობა თავისუფლებისთვის" და ,,ევროპული საქართველო - რეგიონები"-ს მიერ ინიცირებული "უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (07-3/270). გამომდინარე იქიდან, რომ გაწვეულ იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში წარმოდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია, დადგენილების მიღების აუცილებლობა აღარ არსებობს. პატივისცემით, ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი ფრაქციის თავმჯდომარე ოთარი კახიძე ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ღვინიაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge