„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-11
ბიუროს ნომერი 234
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის
შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997; სარეგისტრაციო
კოდი 010.320.050.05.001.000.268) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საქართველოს მთავრობის წევრი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე“;
ბ) „ე1“ მუხლი ამოღებულ იქნას;
გ) „ე2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე2)
აფხაზეთისა
და
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკების
აღმასრულებელი
ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;“
დ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:
„ვ1 საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი“.
ე) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ3“ ქვეპუნქტი:
„ზ3 საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი“.
ვ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ)
საქართველოს სამინისტროს
პირველადი
სტრუქტურული
ერთეულის
ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები, აგრეთვე მეორადი
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მათთან გათანაბრებული პირები;“;
ზ) „თ1“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ1) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პირველადი სტრუქტურული
ერთეულის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები, აგრეთვე
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მათთან გათანაბრებული
პირები;“;
თ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პირველადი სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი“;
ი) „კ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ1) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, მისი მოადგილე, პირველადი
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მათთან გათანაბრებული პირები;“;
კ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) მუნიციპალიტეტის მერი, მისი პირველი მოადგილე, მოადგილე, პირველადი
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რაიონის გამგებელი, მისი მოადგილე,
რაიონის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, საკრებულოს
თავმჯდომარე, მისი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, მისი
მოადგილე, ქ. თბილისის რაიონის გამგებელი, მისი მოადგილე, რაიონის გამგეობის
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;“
ლ) „ც“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც1“ ქვეპუნქტი:
„ც1) საქართველოს სახალხო დამცველი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე;“
2. მე-14 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პირი ვალდებულია თანამდებობიდან გათავისუფლებიდან 2 თვის ვადაში, თუ მას
თანამდებობიდან გათავისუფლების კალენდარული წლის განმავლობაში წარდგენილი არ
ჰქონდა დეკლარაცია, ასევე თანამდებობიდან გათავისუფლებიდან მომდევნო წელს, წინა
დეკლარაციის შევსების თვის შესაბამისი, იმავე თვის განმავლობაში, თუ იგი სხვა
თანამდებობაზე არ განწესდება, შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი
მდგომარეობის დეკლარაცია.“;
ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული 2 თვიანი ვადის მომდევნო
კალენდარულ წელს გადასვლის შემთხვევაში, თანამდებობის პირი ვალდებულია შეავსოს
და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, არაუგვიანეს
თანამდებობიდან გათავისუფლების კალენდარული წლის 31 დეკემბრისა.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია პარლამენტის
წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან ერთი კვირის ვადაში, საქართველოს მთავრობის
მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის
ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ კანონის მე-14
მუხლის თანახმად, იმ წელს შევსებული აქვს დეკლარაცია“;“
დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ქონებრივი
მდგომარეობის ამსახველი მონაცემები შეიტანება მისი შევსების თვის პირველი რიცხვის
მდგომარეობით, შემოსავლები/გასავლები – დეკლარაციის შევსების წლის წინა წლის
მდგომარეობით, ხოლო საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო
დაწესებულებაში არსებული ანგარიშები ან/და შენატანები, რომელთა განკარგვის უფლებაც
აქვს თანამდებობის პირს ან მისი ოჯახის წევრს, − მისი შევსების თვის პირველი რიცხვის
მდგომარეობით.
ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მონაცემები
თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი
თანხის შესახებ, რომლის ოდენობაც აღემატება 10 000 ლარს, შეიტანება დეკლარაციის
შევსების დღის მდგომარეობით.“
ე) მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:
„13. თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოახდინოს დეკლარაციაში შეტანილი
შემდეგი სახის მონაცემების რედაქტირება:
ა) პირადი ნომერი;
ბ) მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი და ტელეფონის ნომერი;
გ) მობილური ტელეფონის ნომერი და მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი.“.
3. მე-15 მუხლის:
ა) „ვ“ ქვეპუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) პირის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდები – ფასიანი
ქაღალდის ემიტენტი, მესაკუთრის ვინაობა, ფასიანი ქაღალდის სახეობა, გადახდილი
საფასურის ოდენობა, ნომინალი და რაოდენობა, შეძენის დრო, შეძენის ფორმა“;“
ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობაში პირის, მისი ოჯახის
წევრის პირდაპირი მონაწილეობა და არაპირდაპირი მონაწილეობა. საწარმოს საქმიანობაში
პირდაპირი მონაწილეობისას: საწარმოს საქმიანობაში მონაწილე პირი, მონაწილეობის
ფორმა, პარტნიორების სახელები და გვარები (იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული
საფირმო სახელწოდება და იურიდიული მისამართი), საწარმოს სრული საფირმო
სახელწოდება და იურიდიული მისამართი, მარეგისტრირებელი ორგანო და რეგისტრაციის
თარიღი, წილის პროცენტული ოდენობა, მონაწილეობის პერიოდი და საანგარიშო წლის
განმავლობაში
საწარმოდან
მიღებული
შემოსავლის
ოდენობა,
საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე. საწარმოს საქმიანობაში
არაპირდაპირი მონაწილეობისას: სხვა საწარმოს სრული საფირმო სახელწოდება,
საქმიანობის სახეობა, პარტნიორების სახელები და გვარები (იურიდიული პირის
შემთხვევაში – სრული საფირმო სახელწოდება და იურიდიული მისამართი), სხვა საწარმოს
კაპიტალში ძირითადი საწარმოს წილის პროცენტული ოდენობა;“.
გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული
ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის გარდა სამუშაოს შემსრულებელი პირის ვინაობა, სამსახური, რომელშიც პირს უკავია/ეკავა
თანამდებობა ან ასრულებს/ასრულებდა სამუშაოს, თანამდებობის დასახელება ან სამუშაოს
შინაარსი, საანგარიშო პერიოდში სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი,
საშემოსავლო გადასახადის გარეშე;“.
დ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ დადებული
ნებისმიერი ხელშეკრულება (გარდა მიღებული საჩუქრისა), რომლის საგნის ღირებულება
აღემატება 10 000 ლარს (მათ შორის, წილის მინდობის ხელშეკრულება, ღირებულების
მიუხედავად) – ხელშეკრულების სახეობა, ხელშეკრულებაში მონაწილე პირის ვინაობა,
ხელშეკრულების საგანი და მისი ღირებულება, ხელშეკრულების დადების თარიღი და
მოქმედების ვადა, ორგანო, რომელმაც მოახდინა ხელშეკრულების სახელმწიფო
რეგისტრაცია ან დამოწმება, საანგარიშო პერიოდში ხელშეკრულებით მიღებული
მატერიალური
შედეგი,
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
გადასახადების გარეშე;“.
ე) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) საანგარიშო პერიოდში პირის, მისი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი, რომლის
ოდენობა თითოეულ შემთხვევაში აღემატება 3000 ლარს, ან/და გასავალი, რომლის ოდენობა
(ღირებულება) თითოეულ შემთხვევაში აღემატება 5000 ლარს, ამ მუხლში აღნიშნული სხვა
შემოსავლის ან/და გასავლის გარდა – პირი, მისი ოჯახის წევრი, ვისაც ჰქონდა შემოსავალი
ან/და გასავალი, შემოსავლის ან/და გასავლის სახეობა, შემოსავლის ან/და გასავლის ოდენობა
(ღირებულება).“
4. მე-181 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა)
თანამდებობის
პირთა
ქონებრივი მდგომარეობის
დეკლარაციების
ერთიანი
ელექტრონული სისტემის მიერ თანამდებობის პირების შემთხვევითი შერჩევა;“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ყოველწლიურად შესამოწმებელ თანამდებობის პირებს აგრეთვე მიეკუთვნება
ბიუროს უფროსის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი კომისიის მიერ „საჯარო სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
განსაზღვრული
სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირებისა და განსაკუთრებული ფაქტორების გათვალისწინებით შერჩეული
თანამდებობის პირები. განსაკუთრებული ფაქტორებია: განსაკუთრებული კორუფციული
რისკი,
მაღალი
საზოგადოებრივი
ინტერესი,
განხორციელებული
მონიტორინგით
გამოვლენილი დარღვევა.“;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევებში
თითოეულ
ყოველწლიურად
შემთხვევაში
არ
შესამოწმებელი
უნდა
თანამდებობის
აღემატებოდეს
პირთა
თანამდებობის
რაოდენობა
პირთა
საერთო
რაოდენობის 5%-ს.“;
დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევებში
ყოველწლიურად
შესამოწმებელი
კალენდარული წლის დასაწყისში შეირჩევა.“.
თანამდებობის
პირები
ყოველი
ე) მე-181 მუხლის 131 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„131. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანამდებობის პირის
ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ, ასევე ამ
მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანამდებობის პირის ქონებრივი
მდგომარეობის
დეკლარაციაში
არაარსებითი
დარღვევის
არსებობის
შესახებ
გადაწყვეტილებას ბიურო იღებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული
კრიტერიუმ(ებ)ის არსებობისას.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს ახალ კანონში განსაზღვრული, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა
სამართლებრივი სტატუსის დაზუსტებითა და „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ
თანამდებობის პირთა წრის გაფართოვება-დაკონკრეტების საჭიროებით, რათა არ მოხდეს
ზოგიერთი თანამდებობის პირის დეკლარაციის შევსების ვალდებულების მიღმა დარჩენა.
ამასთან, წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილება და
ის რეგულაციები, რომლებიც შეეხება თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის
დეკლარაციების შერჩევის პროცედურას გახდეს უფრო მოქნილი და შესაბამისობაში
მოვიდეს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკასთან.
კანონპროექტის შესაბამისად, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და
კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობის
პირთა წრეს დაემატება და დაზუსტდება თანამდებობის პირები, რომლებიც დღეის
მდგომარეობით არ ავსებენ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას.
მოცემული, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საჯარო სამსახურის გამჭვირვალობას და საჯარო
სამსახურში კორუფციის რისკების თავიდან აცილების პრევენციას.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალმა კანონმა აფხაზეთის და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები სახელმწიფოპოლიტიკური
თანამდებობის
პირთა
წრეს
მიაკუთვნა.
აფხაზეთის
ავტონომიური
რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, კი აფხაზეთის მთავრობა შედგება მთავრობის
თავმჯდომარისა და აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების
ხელმძღვანელებისაგან.
აღნიშნულ
დაწესებულებებს
მიეკუთვნებიან,
როგორც
სამინისტროები, ასევე, შესაბამისი დეპარტამენტები. მოქმედი რეგულაციის თანახმად,
ხსენებული
დეპარტამენტის
ხელმძღვანელები,
როგორც
სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირები დარჩენილები არიან დეკლარაციის შევსების ვალდებულების მიღმა.
მაგალითად: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის
თავმჯდომარე და მისი მოადგილე, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის წევრები, არ არიან გათვალისწინებული „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში, რომელიც
თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსების ერთ-ერთ
სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. ზემოაღნიშნული ხარვეზის გამოსწორების
მიზნით,
საჭიროა
ცვლილება
შევიდეს
„საჯარო
დაწესებულებაში
ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის მუხლში,
რომელიც სრულად მოიცავს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
თანამდებობის პირებს.
ასევე, ზემოაღნიშნულ მუხლს ემატება საქართველოს მთავრობისა და საქართველოს
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნები, სახალხო დამცველის პირველი მოადგილე და
მოადგილე, რაც განპირობებულია მათი სამართლებრივი სტატუსის გათვალისწინებით,
ხოლო რიგ შემთხვევაში ხდება უკვე განსაზღვრულ თანამდებობის პირთა წრის დაზუსტება,
ასევე, ხდება ზოგიერთი საკითხის უფრო კონკრეტულად განსაზღვრა, ასევე შედის
ტექნიკური ხასიათის ცვლილებები.
ზემოაღნიშნულის გარდა, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და
კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტში ასახული საგნის
ღირებულება 3000 ლარი იზრდება 10 000 ლარამდე. ასევე, ამავე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტში
შემოსავლის ან/და გასავლის ნაწილში განსაზღვრული თანხები 1500 ლარი იზრდება 5000
ლარამდე გასავლის ნაწილში, ხოლო შემოსავლის ნაწილში - 3000 ლარამდე. გარდა ამისა,
ასევე იზრდება ზემოაღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტში განსაზღვრული ნადღი ფულადი
თანხის ოდენობა 4000 ლარიდან 10 000 ლარამდე. აღნიშნული ცვლილების მიღება
განპირობებულია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის
შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების შემდგომ, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ
თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების ოდენობის საკითხის დარეგულირებით,
კერძოდ ხსენებული კანონის მიღების შემდგომ დღემდე, ეტაპობრივად ხორციელდებოდა
თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის გაზრდა და შესაბამისად,
წლების წინ განსაზღვრული ჩანაწერი საქართველოში ან სხვა ქვეყანაში პირის, მისი ოჯახის
წევრის მიერ დადებული ნებისმიერი ხელშეკრულების საგნის ღირებულებისა და
საანგარიშო პერიოდში პირის, მისი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავლის ან/და გასავალის
ნაწილში მითითებულ თანხის ოდენობასთან დაკავშირებით, რაც გათვალისწინებულ იქნა
იმ დროს არსებული დაბალი თანამდებობრივი სარგოების ოდენობით, დღესდღეობით
ვეღარ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც გათვალისწინებულია კორუფციის სფეროში
სამართალდარღვევათა
პრევენციისა
და
მათი
გამოვლენის
ეფექტიანი
სისტემის
ჩამოყალიბების კუთხით. ამდენად, მოცემული ცვლილებით განსაზღვრული საგნის
ღირებულებისა და შემოსავლის ნაწილში მითითებული თანხის ოდენობა, დღეს არსებულ
თანამდებობის
პირთა
თანამდებობრივ
სარგოსთან
მიმართებაში
უფრო
მეტად
რელევანტური იქნება.
ამასთან, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი
სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, გამოიკვეთა რიგი ხარვეზები თანამდებობის
პირების
ქონებრივი
მდგომარეობის
დეკლარაციების
მონიტორინგის
პროცესთან
დაკავშირებით, რომელიც ეხება ბიუროს მიერ დეკლარაციების შერჩევის პროცედურებს.
აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრა აუცილებელია, რათა დაიხვეწოს დეკლარაციების
მონიტორინგის პროცესის ეს პრაქტიკული ნაწილი.
კერძოდ, ბიურო მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ყოველი წლის
არაუგვიანეს 15 თებერვლისა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეარჩევს თანამდებობის
პირებს, ხოლო შერჩევის დასრულების შემდეგ შედგენილი გრაფიკის გათვალისწინებით,
წლის
განმავლობაში
(მარტიდან-დეკემბრის
ჩათვლით)
ახორციელებს
შერჩეულ
თანამდებობის პირთა დეკლარაციების შემოწმებას, რომლებიც გადანაწილებულნი არიან
ანბანური თანმიმდევრობის მიხედვით შესაბამის თვეებზე. შემთხვევითი შერჩევის შემდეგ,
ბიუროს გრაფიკის თანახმად, კონკრეტული თანამდებობის პირის დეკლარაციის შემოწმების
დაწყებამდე, თანამდებობის პირმა შესაძლოა წარმოადგინოს ახალი დეკლარაცია, რომელიც
ბიუროს მიერ ექვემდებარება შემოწმებას, ხოლო ამავე თანამდებობის პირის შემთხვევითი
შერჩევის პრინციპით ელექტრონული პროგრამის მიერ შერჩეული დეკლარაცია გამოიყენება
ახალ წარმოდგენილ დეკლარაციასთან შედარების მიზნით.
სწორედ
ზემოთ
საქართველოს
მითითებული
საერთო
პრაქტიკა
გახდა
სასამართლოს
კრიტიკის
სასამართლოების
მიერ
ჩამოყალიბებული
საგანი.
ერთგვაროვანი
სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, გამოიკვეთა რიგი ხარვეზები დეკლარაციების
შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით,
მონიტორინგის განხორციელება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ დეკლარაციის შემოწმებით,
რომელიც დეკლარაციების შერჩევის პროცედურის (არაუგვიანეს ყოველი წლის 15
თებერვლისა) დროისათვის არის დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ბოლოს
წარდგენილი და არა იმ დეკლარაციებისა, რომელიც თანამდებობის პირების მიერ არის
წარდგენილი შემთხვევითი შერჩევის შემდგომ, როდესაც ბიუროს მიერ შედგენილი
გრაფიკის მიხედვით (მარტიდან დეკემბრის ჩათვლით) იწყება თანამდებობის პირის
დეკლარაციის შემოწმება. სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის შესაბამისად, პირის
ქმედებათა მართლზომიერების შემოწმება არ შეიძლება დამოკიდებული გახდეს სამომავლო
მოვლენაზე, პირის მიერ სამომავლოდ კონკრეტული ქმედების ჩადენასა თუ არჩადენაზე.
ამდენად, იმ დეკლარაციის შემოწმება, რომელიც წარმოადგენს თანამდებობის პირის მიერ
შემთხვევითი შერჩევის შემდეგ წარმოდგენილ დეკლარაციას - ეწინააღმდეგება
დეკლარაციების მონიტორინგის მარეგულირებელ კანონმდებლობას. ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე, ბიუროს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა ნათელს ხდის ფაქტს, რომ საჭიროა
ისეთი ცვლილებების განხორციელება, რომლებიც აღმოფხვრის არსებულ ხარვეზებს.
წარმოდგენილი კანონპროექტით ასევე განისაზღვრება, რომ დეკლარაციის შევსებისას
დეკლარანტმა უნდა მიუთითოს საანგარიშო პერიოდში სამუშაოს შესრულებით მიღებული
შემოსავალი, საშემოსავლო გადასახადის გარეშე.
აუცილებელია დაზუსტდეს იმ პირთა წრე,
რომელთათვისაც
სავალდებულოა
თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება, რაც ხელს შეუწყობს
საჯარო სამსახურის გამჭვირვალობას და საჯარო სამსახურში კორუფციის რისკების
თავიდან
აცილების
პრევენციას.
საქართველოს
საერთო
სასამართლოების
მიერ
ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებთ, გამოიკვეთა
ნაკლოვანებები თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის
მონიტორინგის პროცესში, რომელიც ეხება თანამდებობის პირთა დეკლარაციების შერჩევის
საკითხს, რაც საჭიროებს შესაბამისი ცვლილების განხორციელებას. არსებობს საჭიროება
ახლებურად განისაზღვროს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ასასახი ინფორმაცია,
შემოსავლის
ან/და
გასავლის,
ასევე,
ხელშეკრულების
საგნის
ღირებულებასთან
მიმართებაში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონისპროექტის მიღება მნიშვნელოვანია კორუფციის სფეროში სამართალდარღვევათა
პრევენციისა
და
მათი
გამოვლენის
ეფექტიანი
სისტემის
ჩამოყალიბებისათვის.
თანამდებობის პირის მიერ ეკონომიკური ინტერესის გაცხადებისა და გამოქვეყნების
ვალდებულების შესრულების მიმართ
საჯარო
კონტროლის დაწესება
კორუფციის
წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია.
აუცილებელია
ასევე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და
კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილება და ის რეგულაციები,
რომლებიც შეეხება თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების
შერჩევის პროცედურას გახდეს უფრო მოქნილი და შესაბამისობაში მოვიდეს საქართველოს
საერთო სასამართლოების მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკასთან.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და
კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში გაფართოვდება და დაზუსტდება იმ პირთა წრე,
რომელთათვისაც სავალდებულოა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის
დეკლარაციის შევსება. ასევე, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის
დეკლარაციების შერჩევის პროცედურა გახდება უფრო მოქნილი და შესაბამისობაში მოვა
საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკასთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და
კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული „ე“, „ე2“, „თ“, „თ1“, „ი“, „კ“ და „ფ“ ქვეპუნქტები ზუსტდება და
ყალიბდება სხვაგვარი ფორმულირებით. ამავე მუხლიდან ამოღებულ იქნება „ე1“ ქვეუნქტი
და ასევე ემატება ახალი „ვ1“, „ზ3“ და „ც1“ ქვეპუნქებტი. იცვლება მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი,
მე-3 პუნქტს ემატება ახალი 31 პუნქტი, ზუსტდება მე-5, მე-6 პუნქტებში არსებული ჩანაწერი,
ხოლო მე-7 პუნქტში მითითებული თანხა 4000 ლარი იზრდება 10000 ლარამდე. ამავე მე-14
მუხლს ემატება მე-13 პუნქტი. ასევე, მე-15 მუხლის „ვ“, „ი“, „კ“ ქვეპუნქტები ყალიბდება
სხვაგვარი ფორმულირებით, „ლ“ ქვეპუნქტში არსებული საგნის ღირებულება 3000 ლარიდან
იზრდება 10000 ლარამდე, ამავე მუხლის „ნ“
ქვეპუნტში კი იცვლება შემოსავლისა და
გასავლის ნაწილში არსებული თანხა.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით:
1. ცვლილება შედის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ „ე“
ქვეპუნქტში, რომლითაც განისაზღვრება, რომ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის
თანამდებობის პირი მოიცავს საქართველოს მთავრობის წევრს, მის პირველ
მოადგილეს და მოადგილეს. აღნიშნული ცვლილების მიღება განპირობებულია
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში და საქართველოს კონსტიტუციაში გამოყენებულ
ტერმინებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით. იმის გათვალისწინებით,
რომ საქართველოს მთავრობის წევრი მოიცავს საქართველოს მინისტრს და მის
მოადგილეს, მიზანშეუწონელი ხდება მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე1“
ქვეპუნქტის არსებობა, რის გამოც იგი ამოღებულ უნდა იქნას.
2. ცვლილება შედის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე2“ ქვეპუნქტში, რომლითაც
სრულყოფილად განისაზღვრება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების
აღმასრულებელი
ხელისუფლების
დაწესებულებათა
ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი
მდგომარეობის დეკლარაციის შევსების ვალდებულება.
კანონის დღეს მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე2“ ქვეპუნქტით
თანამდებობის პირებს წარმოადგენენ „აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების მინისტრები და მათი მოადგილეები“. მას შემდეგ, რაც „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალმა კანონმა აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები სრულად მოაქცია
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა კატეგორიაში, საჭირო გახდა
მითითებული პუნქტის სხვაგვარი ფორმულირება, რათა აფხაზეთის საჯარო
დაწესებულების ხელმძღვანელები, როგორიცაა: დეპარტამენტების ხელმძღვანელი
და მისი მოადგილე, არ დარჩნენ დეკლარაციის შევსების ვალდებულების მიღმა.
მოცემული პუნქტის დაზუსტება ხელს შეუწყობს თანამდებობის პირთა მიერ
დეკლარაციების შევსება-წარდგენის პროცესს.
3. ხსენებული მე-2 მუხლის პირველ პუნქტს ემატება „ვ1“ და „ზ3“ ქვეპუნქტები,
რომლითაც თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის
წარმოდგენის
ვალდებულება
ეკისრებათ
საქართველოს
მთავრობისა
და
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნებს. აღნიშნული ცვლილების
მიღება განპირობებულია მითითებულ თანამდებობის პირთა სამართლებრივი
სტატუსიდან გამომდინარე.
4. ცვლილება შედის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში და
განისაზღვრება შემდეგნაირად: „თ) საქართველოს სამინისტროს პირველადი
სტრუქტურული
ერთეულის
გათანაბრებული
პირები,
ხელმძღვანელი,
აგრეთვე
მისი
მეორადი
მოადგილე
სტრუქტურული
და
მათთან
ერთეულის
ხელმძღვანელი და მათთან გათანაბრებული პირები“. აღნიშნული წარმოადგენს
ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებას, რომელიც მოქმედ კანონმდებლობასთან
შესაბამისობაში მოყვანით არის განპირობებული.
5. ასევე მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით
(რომელიც
გამოიხატება
ტერმინოლოგიური
ხასიათის
ცვლილებებით)
არის
განპირობებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ “, „ი“ და „კ“
1
ქვეპუნქტებში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებები. ამასთან „თ1“ ქვეპუნქტის
შინაარსს ემატება მეორადი სტრუქტურული ერთეული ხელმძღავნელი და მათთან
გათანაბრებული პირები.
6. ცვლილება შედის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტში და კონკრეტულად
განისაზღვრება თანამდებობის პირთა სახელობითი ჩამონათვალი. დღეს მოქმედი
რედაქციით განსაზღვრულია, რომ თანამდებობის პირებს წარმოადგენს „ფ)
საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
განსაზღვრული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი
ორგანოების თანამდებობის პირები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის
გამგებელი, მისი მოადგილე და რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელი,“,
ხოლო
ახალი
ფორმულირებით
მითითებული
პუნქტი
განისაზღვრება შემდეგნაირად: „ფ) მუნიციპალიტეტის მერი, მისი პირველი
მოადგილე, მოადგილე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი,
რაიონის გამგებელი, მისი მოადგილე,
რაიონის გამგეობის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი,
საკრებულოს თავმჯდომარე, მისი
მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, ქ.
თბილისის რაიონის გამგებელი, მისი მოადგილე, რაიონის გამგეობის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;“;
7. ამოქმედდება მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ც1“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად,
თანამდებობის პირებად სახალხო დამცველთან ერთად განისაზღვრება მისი
მოადგილეები. კანონის დღეს მოქმედი რედაქციით თანამდებობის პირთა ქონებრივი
მდგომარეობის დეკლარაციას ავსებს მხოლოდ სახალხო დამცველი. მოცემული
ცვლილების თანახმად, კი დეკლარაციის შევსების ვალდებულება გაუჩნდება
სახალხო დამცველის პირველ მოადგილეს და მოადგილეს, მისი სამართლებრივი
სტატუსიდან გამომდინარე.
8. ცვლილება შედის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდება შემდეგნაირად:
„პირი ვალდებულია თანამდებობიდან გათავისუფლებიდან 2 თვის ვადაში, თუ მას
თანამდებობიდან
გათავისუფლების
კალენდარული
წლის
განმავლობაში
წარდგენილი არ ჰქონდა დეკლარაცია, ასევე თანამდებობიდან გათავისუფლებიდან
მომდევნო წელს, წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამისი, იმავე თვის
განმავლობაში, თუ იგი სხვა თანამდებობაზე არ განწესდება, შეავსოს და წარადგინოს
თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია“;“.
ამავე პუნქტს ემატება 31 პუნქტი, რომლითაც დადგინდება, რომ ამ მუხლის მე-3
პუნქტში გათვალისწინებული 2 თვიანი ვადის მომდევნო კალენდარულ წელს
გადასვლის შემთხვევაში, თანამდებობის პირი ვადებულია შეავსოს და წარადგინოს
თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, არაუგვიანეს
თანამდებობიდან
გათავისუფლების
კალენდარული
წლის
31
დეკემბრისა.“
აღნიშნული ცვლილების საჭიროება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ
დეკლარირების მიღმა არ დარჩეს კალენდარული წელი (საანგარიშო პერიოდი).
მითითებული მუხლის, მე-5 პუნქტში ზუსტდება დეკლარაციის შევსების
სამართლებრივი საფუძველი. ასევე, ტექნიკური ხასიათის ცვლილება შედის
ხსენებული მუხლის მე-6 პუნქტში. იცვლება ამავე მე-14 მუხლის მე-7 პუნქტი და ამ
პუნქტში მითითებული თანხა 4000 ლარი იზრდება 10 000 ლარამდე.
9. ამოქმედდება მე-14 მუხლის მე-13 პუნქტი, რომლის თანახმად, თანამდებობის პირი
უფლებამოსილია მოახდინოს დეკლარაციაში შეტანილი პირადი ნომრის; მუდმივი
საცხოვრებელი ადგილის მისამართის და ტელეფონის ნომრის; მობილური
ტელეფონის ნომრის და მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართის
რედაქტირება.
10. ცვლილება შედის მე-15 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში და არსებულ ჩანაწერს ემატება
„შეძენის დრო, შეძენის ფორმა“. ამავე მუხლის, „ი“ ქვეპუნქტში კი არსებული ჩანაწერი
„საწარმოს კაპიტალის ოდენობა“ ამოღებულ იქნება.
11. ცვლილება შედის „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და
კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტში, რომლის
საფუძველზე განისაზღვრება, რომ თანამდებობის პირი ვალდებულია მიუთითოს
საანგარიშო პერიოდში სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი საშემოსავლო
გადასახადის გარეშე. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება აღმოფხვრის იმ
პრაქტიკულ ხარვეზებს, რომელიც უკავშირდება საანგარიშო პერიოდში
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით,
თუ ამ გადასახადების გათვალისწინების გარეშე თანამდებობის პირის მიერ
მიღებული შემოსავლის მითითებას.
12. ცვლილება შედის „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და
კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტში,
რომელიც შემდეგნაირად განისაზღვრება „ლ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში
პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება (გარდა
მიღბული საჩუქრისა), რომლის საგნის ღირებულება აღემატება 10 000 ლარს (მათ
შორის,
წილის
მინდობის
ხელშეკრულება,
ღირებულების
ხელშეკრულების
სახეობა,
ხელშეკრულებაში
მონაწილე
მიუხედავად)
პირის
–
ვინაობა,
ხელშეკრულების საგანი და მისი ღირებულება, ხელშეკრულების დადების თარიღი
და მოქმედების ვადა, ორგანო, რომელმაც მოახდინა ხელშეკრულების სახელმწიფო
რეგისტრაცია ან დამოწმება, საანგარიშო პერიოდში ხელშეკრულებით მიღებული
მატერიალური შედეგი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
გადასახადების გარეშე;“ მოცემული ქვეპუნქტის არსებულ რედაქციაში საგნის
ღირებულებას წარმოადგენდა 3000 ლარი, რომელიც იზრდება 10 000 ლარამდე. ასევე,
მოცემულ პუნქტში საგამონაკლისო ხელშეკრულებად მიეთითა ჩუქების
ხელშეკრულება,
რადგან
ჩუქებასთან
მიმართებაში
ინფორმაცია
აისახება
დეკლარაციის სხვა გრაფაში, ასევე განისაზღვრება რომ საანგარიშო პერიოდში
ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგი მითითებულ უნდა იყოს
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე.
13. ცვლილება შედის „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და
კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტში და ამავე
მუხლის „ნ“ ქვეპუნქტში შემოსავლის ან/და გასავლის ნაწილში განსაზღვრული
თანხები 1500 ლარი იზრდება 5000 ლარამდე გასავლის ნაწილში, ხოლო შემოსავლის
ნაწილში - 3000 ლარამდე. მითითებული პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგნაირად:
„ნ) საანგარიშო პერიოდში პირის, მისი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი,
რომლის ოდენობა თითოეულ შემთხვევაში აღემატება 3000 ლარს, ან/და გასავალი,
რომლის ოდენობა (ღირებულება) თითოეულ შემთხვევაში აღემატება 5000 ლარს, ამ
მუხლში აღნიშნული სხვა შემოსავლის ან/და გასავლის გარდა – პირი, მისი ოჯახის
წევრი, ვისაც ჰქონდა შემოსავალი ან/და გასავალი, შემოსავლის ან/და გასავლის
სახეობა, შემოსავლის ან/და გასავლის ოდენობა (ღირებულება).“
14. ცვლილება შედის „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და
კორუფციის შესახებ“ მე-181 მუხლის შესაბამის პუნქტებში, რომლებიც
ითვალისწინებენ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების
შერჩევის პროცედურას. კერძოდ, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, მე-3,
მე-4 და მე-5 პუნქტებში ნაცვლად დეკლარაციებისა მიეთითება თანამდებობის
პირები. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების გათვალისწინებით, ბიუროს მიერ
დამკვიდრებული პრაქტიკა, რომელიც ითვალისწინებს ყოველი წლის არაუგვიანეს
15 თებერვლისა ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის
პრინციპის საფუძველზე თანამდებობის პირების და არა დეკლარაციების შერჩევას,
შესაბამისობაში მოვა სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკასთან. ამდენად,
ბიუროს მიეცემა შესაძლებლობა განახორციელოს იმ დეკლარაციების შემოწმება,
რომლებიც თანამდებობის პირების შერჩევის დასრულების შემდეგ, უშუალოდ
მონიტორინგის დაწყების პროცესის მომენტისათვის წარმოადგენს ამ თანამდებობის
პირის მიერ ბოლოს წარმოდგენილ დეკლარაციას.
ამავე მუხლში ცვლილების საფუძველზე განისაზღვრება, რომ თანამდებობის პირის
ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში გარკვეული სახის ცდომილებების
გამოვლენა, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით, შესაძლოა გახდეს დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის, ან
დეკლარაციაში არსებითი ხასიათის დარღვევების არსებობისა და დეკლარანტის
გაფრთხილების საფუძველი. შესაბამისად, ამავე მუხლიდან ამოღებულ უნდა იქნას
ის ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ არაარსებითი ხასიათის დარღვევის ცნებას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს არსებული
პრობლემების აღმოფხვრას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის
ინიციატორი
არ
ითხოვს
კანონპროექტის
დაჩქარებული
წესით
განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია სავარაუდო გავლენა მოახდენოს ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან კანონპრექტის თანახმად, იცვლება და ზუსტდება იმ
თანამდებობის პირთა წრე, რომებსაც ევალებათ თანამდებობის პირთა ქონებრივი
მდგომარეობის დეკლარაციების შევსება. შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობის პირების
მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის არასწორად შევსების შემთხვევაში კანონით
დადგენილი წესით შესაძლოა მოხდეს იმ პირთა დაჯარიმება, რომლებიც კანონპროექტის
თანახმად, დაექვემდებარებიან ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებას. გავლენის
ოდენობა დამოკიდებული იქნება აღნიშნული თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი
მდგომარეობის დეკლარაციის არასწორად შევსების შემთხვევათა რაოდენობაზე და
შესაბამისად შეუძლებელია შემოსავლების ზუსტი ოდენობის განსაზღვრა. ამასთან პროექტის
თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის
არარსებობის ან/და არაარსებითი დარღვევის არსებობის კრიტერიუმების განსაზღვრა
ნაცვლად კანონისა მოხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რამაც შესაძლოა
სავარაუდო გავლენა მოახდინოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ შემთხვევაში თუ
მთავრობის დადგენილებით კანონისაგან განსხვავებული კრიტერიუმები განსაზღვრება.
გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება განსხვავებული კრიტერიუმების დადგენაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მოქმედება გავრცელდება და მოსალოდნელი ფინანსური შედეგი
შეიძლება დადგეს იმ პირთა მიმართ, რომლებსაც კანონპროექტის თანახმად დაევალებათ
თანამდბობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შევსება, რის გამოც, ამ
თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის არასწორად შევსებამ
შესაძლებელია გამოიწვევიოს მათი დაჯარიმება. აგრეთვე, კანონპროექტის მოსალოდნელი
ფინანსური შედეგი შესაძლოა დადგეს თანამდებობის პირების მიმართ იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს მთავრობა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში
დარღვევის არარსებობის ან/და არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ კანონისაგან
განსხვავებულ კრიტერიუმებს დაადგენს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი);
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/ დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია პარლამენტის წევრები: გიორგი
კახიანი, გურამ მაჭარაშვილი, კარლო კოპალიანი და ალექსანდრე ერქვანია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია პარლამენტის წევრები:
გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი, კარლო კოპალიანი და ალექსანდრე ერქვანია.