„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე, ოთარ ჩრდილელი
ნომერი
#07-3/278/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 45 ✗ 17
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-11
ბიუროს ნომერი 234

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ “საქართველოს ორგანულ კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) დაემატოს შემდეგი შინაარსის 79 6 მუხლი: ,,მუხლი 79 6. რაიონულ(საქალაქო) და მოსამართლის უვადოდ გამწესების შეჩერება სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერდეს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის უვადოდ გამწესება.’’. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები , 1995, №№31-33, მუხ . 668) საქართველოს კონსტიტუციური კანონის ” მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, “2024 წლის 31 დეკემბრამდე პირველად განწესების შემთხვევაში უვადოდ განწესებამდე მოსამართლე თანამდებობაზე შეიძლება განწესდეს 3 წლის ვადით. განსაზღვრული ვადით განწესებულ მოსამართლეზე მოსამართლის უვადოდ განწესების დათქმა გავრცელდეს ორგანული კანონით დადგენილი წესით მისი უვადოდ განწესების შემთხვევაში.”. ამ საკითხან დაკავშირებით, მეტად მნიშვნელოვანია ევროპული კომისიის სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად (ვენეციის კომისიის) 2017 წლის 19 ივნისის დასკვნა N876/2017. კომისიამ დასკვნაში ცალსახად აღნიშნა, რომ იგი მიესალმება გამოსაცდელი ვადის გამოყენებას 2025 წლამდე, ვინაიდან ,,2025 წლამდე უნდა დასრულდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა, რის საფუძველზეც ამ უკანასკნელს ექნება შესაძლებლობა გამოუშვას სათანადოდ მომზადებული სასამართლო პერსონალი.’’ საქართველოში უკვე განხორციელდა 2012 წლის შემდეგ სასამართლო რეფორმის სამი ეტაპი. დღეს მიმდინარეობს ე.წ. მე-4 ეტაპის რეფორმა, რომლის დღის წესრიგშიც დგას შემდეგი საკითხების გადაჭრა: სასამართლო გადატვირთულობის პრობლემის, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და პროცედურის დახვეწა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა. ამ რეფორმის ერთ-ერთი მოსალოდნელი შედეგი უნდა იყოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცედურის დახვეწა და სასამართლო სისტემის დაკომპლექტება იმ მოსამართლეებით, ვინც პიროვნული და პროფესიული თვალსაზრისით შეესაბამებიან ამ მაღალს სტატუსს. მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის დღეს არსებული პრაქტიკა იწვევს მთელ რიგ კითხვებს: პირველ რიგში რეფორმის მე 4 ეტაპით განსაზღვრული საკითხი- იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის გზით ახალი მოსამართლეებით სისტემის განახლების თაობაზე დგება ეჭქვეშ. სკოლის რეფორმა უნდა განხორციელდეს მოკლე დროში და ამ რეფორმის შედეგად ახალი მოსამართლეებით უნდა მოხდეს არსებული სასამართლო შემადგენლობის განახლება. ამ პროცესში საჭიროა დაიხვეწოს საკანონმდებლო ნორმები და მიღებული იქნას შესაბამისი ცვლილებები. ამ პროცესში კი საჭიროა კონსტიტუციის არსებული მუხლის თანახმად შეჩერდეს დროებით მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა. . არის სხვა საკითხებიც, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც ხარვეზები ამ პროცესში;  ,,გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლის შეფასების მარეგულირებელი ნორმები და უვადოდ განწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი არ შეიცავს მოსამართლის ობიექტური და გამჭვირვალე პროცესით შეფასებისთვის საკმარის გარანტიებს და იძლევა სუბიექტური და თვითნებური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას;  არასწორად მოხდა პრაქტიკაში განმარტება პარლამენტის მიერ 2017 წლის 16 ივნისს მიღებული კანონის 79 (4) მუხლის გამოყენება პრაქტიკაში მოსამართლედ უვადოდ გამწესების თაობაზე. ამ ცვლილების მიღება განაპირობა საკონსტიტუხციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ, თუმცა კანონმდებლის მიერ კანონში ჩადებულ სულისკვეთებას გაცდა პრაქტიკა. ეს განიმარტა იმით, რომ რჩებოდა მიღებული ნორმის სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირების საფუძველი. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს საკითხიც უნდა დარეგულირდეს მკაფიოდ და ისე, რომ არ იქნება გამოყენებული არასწორად. მით უფრო როდესაც ეს ეხება მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხს. ეს პროცესი არ უნდა იწვევდეს კითხვებს და არ უნდა ტოვებდეს ეჭვებს. სამწუხაროდ ასეთი კითხვები გაჩდა ამ პროცესის მიმართ იუსტიციის საბჭოს მისამართით არსებული პრაქტიკის გამო.  2013 წლიდან დღემდე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახორციელებს გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეთა შეფასებას ისე, რომ არ აქვს მიღებული კანონქვემდებარე აქტი, რომელიც გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლის შეფასების პროცესს დეტალურად მოაწესრიგებს;  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმები ზოგიერთი შემფასებლის მიერ იმგვარად არის შევსებული, რომ შეფასების რიგ კომპონენტებში კონკრეტული დასაბუთების არარსებობის გამო, შეფასება არ არის მორგებული კონკრეტულ მოსამართლეზე და ნებისმიერ მოსამარ- თლეს შეიძლება მიემართებოდეს. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ რიგ კომპონენტებში შეფასების ანგარიშები შაბლონურია, განსაკუთრებით, კეთილსინდისიერების კომპონენტთან მიმართებით;  მოსამართლის კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას შემფასებლები აღნიშნავენ, რომ ეყრდნობიან სხვადასხვა დაწესებულებიდან გამოთხოვნილ,ასევე, პირთა გამოკითხვის გზით მიღებულ ინფორმაციებს, სასამართლოს ხდომების აუდიო-ვიდეო ჩანაწერების შესწავლის შედეგებს და ა.შ. თუმცა, დასკვნების წაკითხვისას ძნელია იმის დადგენა, კონკრეტულად რა ინფორმაციამ მიიყვანა შემფასებელი დადებითი დასკვნის გაკეთებამდე.  მოსამართლეების შეფასება კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით, ძირითადად, ეყრდნობა მოსამართლის მიერ განხილული კონკრეტული საქმეების შესწავლას, რომლებიც შემთხვევითობის პრინციპით უნდა იყოს შერჩეული. თუმცა, ანგარიშებიდან შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რა მეთოდოლოგიით მოხდა საქმეების შემთხვევით შერჩევა. ასევე, გაურკვეველია, რა მეთოდოლოგიის გამოყენებით შეფასდა მოსამართლის მიერმიღებული გადაწყვეტილებები და აქვთ თუ არა შემფასებლებს ერთიანი მიდგომები გადაწყვეტილებათა შეფასებისას.  წინასწარ არ არის დადგენილი, თუ რა ინფორმაციაზე დაყრდნობით უნდა შეფასდეს მოსამართლე ყოველი კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ინფორმაცია, რომელიც ცალკეული კრიტერიუმით შეფასებისთვის იყო გამოყენებული, შესაძლოა, არასაკმარისი ან არარელევანტური იყოს. კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიების ეტაპი ხშირად ფორმალურ დატვირთვას ატარებს; ეს გარემოებები უარყოფითად მოქმედებს მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნისპროცესზე და ზღუდავს სასამართლო სისტემის ახალი პროფესიონალი და კეთილსინდისიერი მოსამართლეებით დაკომპლექტების შესაძლებლობას.  იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამ ვადის განმავლობაში არ მიუღია გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების შეფასების წესი. ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში დამოუკიდებელი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 პირველი მუხლის მოთხოვნებს დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს შესახებ. მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი ინტეგრალური კომპონენტი არის მოსამართლეთა გამწესების პროცედურა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და პასუხობდეს გამჭვირვალობისა და სანდოობის მოთხოვნებს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ამ პრობლემის გადაჭრას სჭირდება დრო, რადგან გულისხმობს მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებას ყველა დაკავშირებული აქტორის ჩართულობით და მიღებას; ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი რეფორმის დასრულების დროისთვის უვადოდ დანიშნული მოსამართლის ყველა ვაკანსია შევსებული იქნება, აზრს დაკარგავს რეფორმის ღირებულება და შედეგის თვალსაზრისით იქნება ფორმალური. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: 2024 წლამდე დასრულდება სასამართლო რეფორმის მე-4 ეტაპი, რომლის ფარგლებშიც დაიხვეწება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი, მათ შორის მოსამართლის უვადოდ დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით; აგრეთვე, მიღებული იქნება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობის გამართვის მიზნით. აღნიშნული რეფორმა შექმნის შესაძლებლობას 2024 წლიდან უვადოდ გამწესდნენ ის კანდიდატები, ვინც აკმაყოფილებს ორგანული კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და პიროვნული და პროფესიული თვალსაზრისით შეესაბამება მოსამართლის მაღალ სტატუსს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, 2024 წლამდე შეჩერდება რაიონულ (საქალაქო) და საპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: საკონსტიტუციო სასამართლომ კანონპროექტის ძალაში შესვლისთვის წესი: გამოქვეყნებიდან მე-15 დღე. მიუთითა, რომ განსაზღვრულია სადავო ნორმების სტანდარტული ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით დაფინანსების წყარო: აუცილებელი ხარჯების ასეთი არ არსებობს ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კონსულტაციები გაიმართა პროფესიულ წრეებთან, იურისტებთან, ექსპერტებთან. ამავე დროს ვენეციის კომისიის მიერ იქნა შეფასებული კონსტიტუციის ზ/ა მუხლის ჩანაწერი მის მიღებამდე და გამოთქმული იქნა მოსაზრება, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის დასრულებამდე მიზანშეწონილია მოსამართლეთა უვადოდ გამწესება შეჩერდეს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ამგვარი ქვეყნების გამოცდილება გამოყენებული არ არის. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე, ლევან კობერიძე.