„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 11
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა (1)
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა (1)
✓ 80 ✗ 0
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
II მოსმენა (2)
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
III მოსმენა (2)
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-11
ბიუროს ნომერი 234
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი:
240110000.05.001.016708) შეტანილ იქნეს ცვლილება და 52-ე მუხლის შემდეგ დაემატოს
შემდეგი შინაარსის 521 მუხლი:
„მუხლი 521. იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის
ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც იწვევს მუნიციპალიტეტის იერსახის
დამახინჯებას
იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და
დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც
იწვევს მუნიციპალიტეტის იერსახის
დამახინჯებას და რომელიც მდებარეობს საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის
არეალში:
ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია
მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის
დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე
– გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარით;
ბ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული
ტერიტორიისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით;
გ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში
აღნიშნული ტერიტორიისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით;
დ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ მუხლის „ა“
ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის მიზნებისთვის, იერსახის დამახინჯებად ჩაითვლება შენობა-ნაგებობის
არსებობა, რომელსაც დაზიანებული აქვს გარე მოპირკეთება, გადახურვა, შემინვა, შემოღობვა,
გარეშემომზღუდავი ან/და მზიდი კონსტრუქციები.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში,
სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო მესაკუთრის მიმართ
გასცემს მითითებას, რომლითაც მას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის
გამოსასწორებლად. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო
საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ადგენს შემოწმების აქტს. თუ
დარღვევა არ გამოსწორდა განსაზღვრულ ვადაში მესაკუთრეს დაეკისრება ამ მუხლით
გათვალისწინებული ჯარიმა, კოდექსით დადგენილი წესით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში,
სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს უფლება აქვს შენობანაგებობის დემონტაჟის მოთხოვნით მესაკუთრის მიმართ გასცეს მითითება მხოლოდ იმ
შემთხვევაში, როცა შეუძლებელია შენობა-ნაგებობის შეკეთება (რემონტი), რეკონსტრუქცია ან
აღდგენა.
4. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არსებულ
საცხოვრებელ სახლებზე, ასევე არ ვრცელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და
იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებიც გამოიყენება საცხოვრებელი მიზნით.”.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (შემდგომში - კანონპროექტი) მომზადება
განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
ნიშანდობლივია, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებობს საკმაო რაოდენობის
შენობა-ნაგებობა, რომელიც საჭიროებს შეკეთებას (რემონტს), რეკონსტრუქციას, აღდგენას
ან/და დემონტაჟს. ამ ტიპის შენობების არსებობა, რომლებიც ამახინჯებენ მუნიციპალიტეტის
იერსახეს, პრობლემურია რამდენიმე ასპექტის გათვალისწინებით: უპირველეს ყოვლისა,
ისინი აფერხებენ მიმდებარე ტერიტორიის ეკონომიკურ განვითარებას, იქიდან გამომდინარე,
რომ ერთი მხრივ თავად არ ფუნქციონირებენ და მეორე მხრივ, რიგ შემთხვევებში არ ხდება
მიმდებარე
ტერიტორიით
ინვესტორის დაინტერესება
შენობის არსებობის ან
მისი
მდგომარეობის გათვალისწინებით.
ასევე პრობლემურია ამგვარი შენობების არსებობა ტურისტულ ზონებში, ვინაიდან
ტურისტული ობიექტები წარმოადგენს ქვეყნის სახეს. საქართველოში კი ყოველწლიურად
იზრდება ტურისტების რაოდენობა, რაც ასევე ზრდის ტურისტული ზონების ასათვისებელ
არეალს. იმისთვის რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდეს და კიდევ უფრო განვითარდეს, რაც თავის
მხრივ გამოიწვევს ტურისტულ ზონებში მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლების ზრდას და
ქვეყნის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე, მნიშვნელოვანია სწრაფად და
ეფექტიანად მოხდეს ამ პრობლემის აღმოფხვრა და ამ ტიპის შენობების რაოდენობის
მინიმუმამდე დაყვანა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ქვეყანაში მყოფი ვიზიტორების
მხრიდან უარყოფითი შეფასებები ამ მიმართულებით.
წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების
(რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის ხელშეწყობა, რომელთა
პირვანდელ მდგომარეობაში არსებობა იწვევს მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებას
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აღნიშნული ცვლილების მიზანს წარმოადგენს ეკონომიკური
განვითარების ხელშეწყობა და
ობიექტების ესთეტიკური იერსახის მოწესრიგების გზით,
ტურიზმის კიდევ უფრო განვითარება ქვეყანაში. ამასთან, ამ საკითხის რეგულირებასთან
დაკავშირებით არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არა მხოლოდ ეკონომიკური და
ტურისტული
მიზნებიდან
გამომდინარე,
არამედ
მოსახლეობის
მიზანს
არ
უსაფრთხოების
თვალსაზრისითაც.
აღსანიშნავია
ისიც,
რომ
ცვლილების
წარმოადგენს
მესაკუთრის
ინტერესების ან საკუთრების უფლების ხელყოფა. მეტიც, კანონმდებლის მიზანია ხელი
შეუწყოს მესაკუთრეს აღადგინოს დაზიანებული შენობა-ნაგებობა, ხოლო შეუძლებლობის
შემთხვევაში მოახდინოს მისი დემონტაჟი, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაზიანებული
შენობა-ნაგებობის გამო ზიანის მიყენების რისკი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ არსებული საკანონმდებლო მექანიზმები
არასაკმარისია
და
არ
წარმოადგენს
ეფექტურ
ბერკეტს
ქმედითი
ღონისძიებების
განსახორციელებლად. შესაბამისად, დადგა წინამდებარე კანონპროექტის მომზადების და
ქმედითი საკანონმდებლო მექანიზმის შექმნის აუცილებლობა, არსებული პრობლემის
გადასაჭრელად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში გაჩნდება ქმედითი საკანონმდებლო მექანიზმი,
რომლის საფუძველზეც შესაბამის უფლებამოსილ პირს/ორგანოს მიეცემა შესაძლებლობა
ნორმით განსაზღვრული რამდენიმე ალტერნატივიდან აირჩიოს ერთ-ერთი და შენობანაგებობის
მდგომარეობიდან
გამომდინარე,
მესაკუთრეს
განუსაზღვროს
ვადა
ან
რემონტისთვის/შეკეთებისთვის, ან დემონტაჟისთვის. ჯარიმის არსებობა კი მესაკუთრისთვის
დამატებითი
საფუძველია,
უფლებამოსილი
პირის
მიერ
განსაზღვრულ
ვადაში
განახორციელოს შენობა-ნაგებობის რემონტის ან დემონტაჟის ღონისძიებები.
ამასთან, კანონის პროექტის მიღების შემთხვევაში შემცირდება ავარიული და უსახური
შენობა-ნაგებობების რაოდენობა, რაც თავის მხრივ უფრო მიმზიდველს გახდის ქვეყანას
ტურისტული თვალსაზრისით. ამგვარი შენობების შემცირება მოსახლეობის უსაფრთხოების
თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან, მათი მდგომარეობის გათვალისწინებით,
ისინი ადმიანის ჯანმრთელობის დაზიანების რისკის მატარებლები არიან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
შესაბამისად,
იმ
შენობა-ნაგებობის
შეკეთების
(რემონტის),
რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც იწვევს
მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებას და რომელიც მდებარეობს საზოგადოებრივი
სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალში, რომელსაც დაზიანებული აქვს გარე მოპირკეთება,
გადახურვა, შემინვა, შემოღობვა, გარეშემომზღუდავი ან/და მზიდი კონსტრუქციები
გამოწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 200-დან 5000 ლარამდე, შენობა-ნაგებობის მდებარეობის
მიხედვით. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული მუხლის მოქმედება არ გავრცელდება
საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არსებულ საცხოვრებელ სახლებზე, ასევე არ გავრცელდება
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებიც გამოიყენება
საცხოვრებელი მიზნით, რათა არ მოხდეს საკუთრების უფლების ხელყოფა და არ
დაზარალდეს მოსახლეობის ინტერესები. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მუხლის
მიზანს არ წარმოადგენს მესაკუთრის იძულება განახორციელოს დემონტაჟი, სამშენებლო
საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დაეკისრება ვალდებულება მისცეს
მესაკუთრეს
მითითება,
რომლითაც
განუსაზღვრავს
გონივრულ
ვადას
დარღვევის
გამოსასწორებლად. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო
საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო შეადგენს შემოწმების აქტს. თუ
დარღვევა არ გამოსწორდა განსაზღვრულ ვადაში მესაკუთრეს დაეკისრება ამ მუხლით
გათვალისწინებული ჯარიმა. აღნიშნულის ცხადყოფს, რომ მესაკუთრეს საშუალება ეძლევა,
მოახდინოს არსებული შენობა ნაგებობის რეაბილიტაცია, ან დემონტაჟი და მხოლოდ ამ
შესაძლებლობის გამოუყენებლობის შემთხვევაში დაჯარიმდება იგი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება
არ
არის დაკავშირებული
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
დამატებითი სახსრების გამოყოფასთან, პროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები
დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის იქონიებს გავლენას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე,
ვინაიდან
დადგენილია
ჯარიმა
521
მუხლით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევისთვის და ჯარიმებიდან მიღებული თანხა სრულად ჩაირიცხება
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. ამ ეტაპისთვის არ არსებობს სტატისტიკა ობიექტებისა,
რომლებსაც შეეხებათ აღნიშნული რეგულირება, თუმცა აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს
აღნიშნული ობიექტების იდენტიფიკაცია.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი იქონიებს გავლენას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
ვინაიდან გაიზრდება ადმინისტრაციული ხარჯები, რომელიც დაიფარება მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტიდან. პროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ადამიანური რესურსის ზრდაზე,
კერძოდ,
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევაზე
რეაგირებას
მოახდენენ
მუნიციპალიტეტში არსებული სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის
შესაბამისი სამსახურები.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი
ითვალისწინებს
ჯარიმას
521
მუხლით
გათვალისწინებული
სამართლადარღვევისათვის, რაც აისახება იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებზეც
ვრცელდება კანონპროექტი. ამ ეტაპზე არ არსებობს იმ ობიექტების ნუსხა ვისზეც შეიძლება
გავრცელდეს პროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით დგინდება ჯარიმა, თუ მესაკუთრე დადგენილ ვადებში არ
შეასრულებს ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიცემულ მითითებას, კერძოდ, შენობები,
რომლებიც იწვევს მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებას, რომელიც მდებარეობს
საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალში, სადაც კანონით დადგენილია
მშენებლობის
განხორციელების
განსაკუთრებული
რეჟიმი
ტერიტორიაზე
–
დაჯარიმებას
ლარით,
გამოიწვევს
5000
და
ქალაქ
გარდა
თბილისის
აღნიშნულისა
თვითმმართველ ქალაქში - 1000 ლარით, მუნიციპალიტეტის დასახლებაში - ქალაქში 500
ლარით, ხოლო მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში 200 ლარით.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.