„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 9
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 6
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა (1)
✓ 54 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა (2)
✓ 80 ✗ 8
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-11
ბიუროს ნომერი 234
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს:
ა) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევას, რის საფუძველზედაც გაიცემა
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევას, რომელშიც
ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, და
აღნიშნულის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ დადგენილი წესით დადასტურებას, რის საფუძველზედაც გაიცემა
საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი, რომელიც
გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან.“;
ბ) 11
პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშსა და იმ
საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პროფესიული
სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების
დადასტურების წესს, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო
საფეხურის სწავლის შედეგები, ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტრო.“.
2. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ზოგადი განათლების მიღება შეიძლება ექსტერნატის ფორმით. ექსტერნს უფლება
აქვს, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღოს ექსტერნატის
ფორმით ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევის
შემთხვევაში.“.
3. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ა) ვ.3 ქვეპუნქტის „ვ.3ა“ ამოღებულ იქნეს;
ბ) „ტ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ3) ამტკიცებს იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის
სწავლის შედეგების დადასტურების წესს, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების
საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები. საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
წესით
დაადგინოს
საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსით
გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და
განხილვის ვადები და წესი;“.
4. 637 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 638 მუხლი:
„მუხლი 638. იმ პირების სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისაგან
გათავისუფლება, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტი
1. პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი
განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ
გამოცდებში, გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო
დოკუმენტი - ატესტატი.
2. პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი
განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში,
მაგრამ ვერ დააგროვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება, გაიცემა სრული ზოგადი
განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - ატესტატი.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება მიზნად ისახავს ძლიერი და
დამოუკიდებელი სკოლის არსებობას, რომელიც ორიენტირებული იქნება მომავალი
თაობისათვის განათლების მიღების მიზანზე და არა ერთი კონკრეტული მიზნის - სკოლის
გამოსაშვები გამოცდებისათვის მზადებაზე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ის
მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რასაც სკოლებში განათლების მიღება წარმოადგენს. კერძოდ,
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანია, რომ მე-11 მე-12
კლასელებთან მიმართებაში აქცენტი განათლების რეალურ მიღებაზე გაკეთდეს და არა
სკოლის გამოსაშვები გამოცდებისათვის მომზადებაზე.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
შესაბამისი
საგნების
სწავლებისას
აქცენტი
გაკეთდება
იმ
არსობრივ
ზოგადსაგანმანათლებლო სიკეთეებზე, რასაც საგანი ფარავს და არა იმ ტექნიკურ
სტანდარტებსა თუ უნარებზე რაც საჭიროა მოსწავლემ გამოიმუშავოს იმისათვის, რომ
წარმატებით ჩააბაროს სკოლის გამოსაშვები გამოცდები.
წარმოდგენილი
ცვლილების
შედეგად,
სრული
ზოგადი
განათლების
დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემა მოხდება ზოგადი განათლების
საშუალო საფეხურის დაძლევის შედეგად სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების გარეშე.
უნდა აღინიშნოს, რომ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო
დოკუმენტს მიიღებენ ის პირები, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს
ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა არ მიიღეს სკოლის გამოსაშვებ
გამოცდებში და ის პირები, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს
ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ
გამოცდებში, თუმცა ვერ დააგროვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტის - ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მოქმედი
რედაქციის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს,
ზოგადი
განათლების საშუალო საფეხურისა და სკოლის გამოსაშვები გამოცდების დაძლევას, რის
საფუძველზედაც გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
წარმოდგენილი კანონპროექტი თანახმად, ხდება სკოლის გამოსაშვები გამოცდების
გაუქმება, რაც გულისხმობს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო
დოკუმენტის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შემდგომ გაცემას.
ზემოხსენებულიდან გამომდინარეობს ტექნიკური ხასიათის ცვლილების შეტანის
საჭიროება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის რიგ მუხლებში.
გარდა აღნიშნულისა, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს
გარდამავალი და დასკვნითი დებულებების ნაწილში 637 მუხლის შემდეგ ემატება
გარდამავალი შინაარსის ნორმა 638 მუხლის სახით, რომლის თანახმადაც ხდება იმ პირების
სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისაგან გათავისუფლება,
რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი,
კეროდ, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი
განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ
გამოცდებში და პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს
ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ
გამოცდებში, მაგრამ ვერ დააგროვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტის - ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი განხილულ უნდა იქნეს დაჩქარებული წესით, რაც განპირობებულია იმ
სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის საჭიროებით, რის საფუძველზეც წესრიგდება
სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარება. შესაბამისი ცვლილების დაჩქარებული წესით
განუხორციელებლობის შემთხვევაში, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ორგანიზებაზე
პასუხისმგებელი სუბიექტი ვალდებული იქნება 2019 წელს ჩასატარებელი ზემოაღნიშნული
გამოცდებისათვის დაიწყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, რაც თავის მხრივ
გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების დაგეგმვას, გამოცდის პროცესის
ორგანიზებას, რეგისტრაციას და სხვა საჭირო ეტაპების დანიშვნას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან
„საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუეჯტის შესახებ“ საქართველოს კანონით
პროგრამის „გამოცდების ორგანიზება“ (პროგრამული კოდი 32 04 01) ფარგლებში
გათვალისწინებული
ასიგნებებიდან
სკოლის
გამოსაშვები
გამოცდებისთვის
გათვალისწინებული იყო დაახლოებით 1.5 მლნ ლარი, რომელიც მიმართულ იქნება ცენტრის
მიერ განსახორციელებელ სხვა ღონისძიებებზე, მათ შორის საერთაშორისო საგანმანათლებლო
კვლევების ხარჯების დასაფინანსებლად.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს
ვალდებულებები.
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.