„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.02.2019
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ -საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/309/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-11
ბიუროს ნომერი 234

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.05.001.016584) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ჰ11-ჰ12 ქვეპუნქტები და “ჰ11) პოლარული კოდექსი - პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციის საერთაშორისო კოდექსი, რომელიც განსაზღვრულია SOLAS-ის კონვენციის XIV/1.1 რეგლამენტით. ჰ12) პოლარული წყლები - არქტიკული წყლები ან/და ანტარქტიკის არეალი, რომელიც განსაზღვრულია SOLAS-ის კონვენციის XIV/1.2-XIV/1.4 რეგლამენტებით. “. 2. მე-8 მუხლის: ა) მეხუთე პუნქტის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. მეზღვაურს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ლოცმანად მუშაობის ვადა ჩაეთვლება დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟად შემდეგი თანაფარდობით: ლოცმანად მუშაობის 2 თვე − 1თვიან დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟად, თუ ბოლო 5 წლის განმავლობაში ლოცმანს განხორციელებული აქვს 120 (ას ოცი) სალოცმანო გაცილება, მათ შორის ბოლო 12 თვის განმავლობაში არანაკლებ 12 გაცილების განხორციელებით. ამ გზით მიღებული სტაჟი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კომპეტენციის სერტიფიკატის განსაახლებლად მაგრამ არა უფრო მაღალი დონის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად.“. 3. მე-13 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ყველა კაპიტანი, ოფიცერი და რადიოოპერატორი, რომელსაც გააჩნია კონვენციის შესაბამისად სააგენტოს მიერ გაცემული ან აღიარებული სერტიფიკატი, გარდა STCW-ის კოდექსის V/3 რეგლამენტით ან VI თავით გათვალისწინებული შემთხვევებისა, და მსახურობს ზღვაზე ან აპირებს ზღვაზე სამსახურს, ვალდებულია განაახლოს სერტიფიკატი 5 წელიწადში ერთხელ. პირის სერტიფიკატი განახლდება, თუ: ა) მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ბ)მას გააჩნია განგრძობადი პროფესიული კომპეტენტურობა, რომელიც გულისხმობს, რომ პირს: ბ.ა) გააჩნია ბოლო 5 წლის განმავლობაში ჯამში არანაკლებ 12 თვიანი დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი იმ ფუნქციების შესრულებით, რომლებიც შეესაბამება სერტიფიკატით გათვალისწინებულ ფუნქციებს, ან სერტიფიკატის განახლებამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში უწყვეტი 3 თვიანი დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი იმ ფუნქციების შესრულებით, რომლებიც შეესაბამება სერტიფიკატით გათვალისწინებულ ფუნქციებს, ; ან ბ.ბ) შესრულებული აქვს ფუნქციები, რომლებიც ამ პუნქტით განსაზღვრული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის ეკვივალენტურია; ან ბ.გ) ჩაბარებული აქვს სათანადო გამოცდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ან ბ.დ) წარმატებით აქვს გავლილი სააგენტოს მიერ აღიარებული საწვრთნელი კურსი ; ან ბ.ე) ჯამში არანაკლებ 3 თვის განმავლობაში შესრულებული აქვს სერტიფიკატით გათვალისწინებულ ფუნქციებზე უფრო მაღალი ან უფრო დაბალი რანგის ოფიცრის ფუნქციები და აღნიშნული სერტიფიკატი ძალაშია იმ რანგის მიღებამდე, რომლისთვისაც იგი გადის წვრთნას.“. ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად, პოლარულ წყლებში მცურავ გემზე მუშაობის გასაგრძელებლად კაპიტანი ან ოფიცერი, ასევე ვალდებულია 5 წელიწადში ერთხელ დაადასტუროს მისი განგრძობადი პროფესიული კომპეტენტურობა. ამ მიზნით აღნიშნული პირები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს: ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეთ არანაკლებ 2 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი იმ ფუნქციების შესრულებით, რომელიც გათვალისწინებულია 412 მუხლით განსაზღვრული სერტიფიკატით ; ან ბ) ჩაბარებული ჰქონდეთ სათანადო გამოცდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ; ან გ) წარმატებით გავლილი ჰქონდეთ სააგენტოს მიერ აღიარებული საწვრთნელი კურსი.“. 4. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საზღვაო პრაქტიკის ფარგლებში მას გავლილი აქვს მეზღვაურთა წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკით დადასტურებული გემზე სპეციალური წვრთნა, (არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის ჩათვლით) ან აქვს საგემბანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 36 თვიანი დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;“. 5 .31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. სამგზავრო გემის კაპიტნის, ოფიცრის, რიგითისა და სხვა პერსონალის დამატებითი სავალდებულო წვრთნა და კომპეტენცია 1. ეს მუხლი ვრცელდება სამგზავრო გემის კაპიტანზე, ოფიცერსა და რიგითზე, აგრეთვე გემზე დასაქმებულ სხვა პირზე, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობასა და სანაპირო ნაოსნობაში. 2. პირს, რომელიც არ აკმაყოფილებს STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის პირველ პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, არ აქვს უფლება მსახურობდეს სამგზავრო გემზე. 3. სამგზავრო გემის კაპიტანს, ოფიცერს, რიგითსა და სხვა პერსონალს უნდა ჰქონდეთ გავლილი ამ მუხლის მე-5-მე-9 პუნქტებით განსაზღვრული წვრთნები და ვალდებული არიან გაეცნონ სამგზავრო გემის საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებულ საკითხებს მათი კომპეტენციის, მოვალეობების და პასუხისმგებლობების შესაბამისად. 4. სამგზავრო გემის კაპიტანმა, ოფიცერმა, რიგითმა და სხვა პერსონალმა, რომელთაც მოეთხოვებათ წვრთნის გავლა ამ მუხლის მე-7-მე-9 პუნქტების შესაბამისად, 5 წელიწადში ერთხელ უნდა გაიარონ სათანადო წვრთნა, ან უნდა წარმოადგინონ ბოლო 5 წლის განმავლობაში კომპეტენციის სათანადო სტანდარტის მიღწევის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება. 5.სამგზავრო გემზე მომსახურე პირი მისი კომპეტენციის, მოვალეობისა და პასუხიმგებლობის ფარგლებში უნდა გაეცნოს სამგზავრო გემის საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებულ საკითხებს STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად. 6. მგზავრებისთვის მომსახურების გამწევი პირი ვალდებულია გავლილი ჰქონდეს უსაფრთხოების წვრთნა STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 7. STCW კონვენციის II, III და VII თავების შესაბამისად, კაპიტანს, კაპიტნის თანაშემწეს, უფროს მექანიკოსს და სხვა პირებს, რომლებიც განგაშის განრიგის შესაბამისად პასუხისმგებელნი არიან მგზავრთა უსაფრთხოებაზე, გავლილი უნდა ჰქონდეთ სააგენტოს მიერ აღიარებული წვრთნა სამგზავრო გემზე ხალხის მართვის შესახებ STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 8. სამგზავრო გემის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს, უფროს მექანიკოსს, მეორე მექანიკოსსა და სხვა პირებს, რომლებიც განგაშის განრიგის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციის დროს პასუხისმგებელნი არიან მგზავრთა უსაფრთხოებაზე, გავლილი უნდა ჰქონდეთ სააგენტოს მიერ აღიარებული ადამიანთა ქცევისა და კრიზისების მართვის წვრთნა STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის მე-4 პუნქტის შესაბამისად. 9. RO-RO სამგზავრო ტიპის გემის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს, უფროს მექანიკოსს, მეორე მექანიკოსს და სხვა პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საგანგებო სიტუაციის დროს მგზავრთა ჩასხმა-გადმოსხმაზე, ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვაზე ან უსაფრთხოებაზე, ან გემის კორპუსის გახსნასა და დახურვაზე, გავლილი უნდა ჰქონდეთ სააგენტოს მიერ აღიარებული წვრთნა მგზავრთა და ტვირთის უსაფრთხოებასა და გემის კორპუსის სიმტკიცეში STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის მე-5 პუნქტის შესაბამისად. 10. სააგენტო გასცემს სერტიფიკატებს, გათვალისწინებული წვრთნების გავლა.“. რომლითაც დასტურდება ამ მუხლით 6. 32-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 7. 41-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 411 - 412 მუხლები: „მუხლი 411 . აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემების კაპიტნის, ოფიცრების,რიგითებისა და სხვა პერსონალის წვრთნისა და კვალიფიკაციის მინიმალური მოთხოვნები 1. აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე დასაქმებამდე მეზღვაური ვალდებულია გაიაროს ამ მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული წვრთნები მისი კომპეტენციის, მოვალეობისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად. 2. გემთმფლობელი ვალდებულია, რომ აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე ყველა მომსახურე მეზღვაურს, გემზე გამწესებამდე, გააცნოს შესაბამისი გემი და აღჭურვილობა, კონვენციის I/14 რეგლამენტის 1.5 პუნქტის შესაბამისად. 3. აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე დანიშნული მეზღვაური, რომელიც პასუხისმგებელია საწვავის მოვლაზე, გამოყენებასა და საგანგებო სიტუაციების რეაგირებაზე, უნდა ფლობდეს აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე სამსახურის საბაზისო წვრთნის სერტიფიკატს. 4. აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე სამსახურის საბაზისო წვრთნის სერტიფიკატის მსურველს გავლილი უნდა ჰქონდეს STCW-ის კოდექსის A-V/3 ნაწილის პირველი პუნქტით განსაზღვრული საბაზისო წვრთნა. 5. აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის საწვავის მოვლაზე, გამოყენებაზე და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებაზე პასუხისმგებელი მეზღვაური აკმაყოფილებს კონვენციის V/1-2 რეგლამენტის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, თუ მას გააჩნია ამ კანონის 41-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების ან მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი. 6. კაპიტანი, უფროსი მექანიკოსი და ყველა შესაბამისი პერსონალი, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის საწვავის და საწვავის სისტემების მოვლასა და გამოყენებაზე, უნდა ფლობდეს აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე მუშაობის სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატს. 7. აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე სამსახურის სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატის მიღების მსურველს უნდა გააჩნდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სერტიფიკატი და აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) გავლილი ჰქონდეს აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე სამსახურის სპეციალიზებული კურსი და აკმაყოფილებდეს STCW-ის კოდექსის A-V/3 ნაწილის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ კომპეტენციის სტანდარტს; ბ) აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე გააჩნდეს სულ მცირე 1 თვის ნაოსნობის სტაჟი, რომელიც მოიცავს სულ მცირე სამ საბუნკერო ოპერაციას. აღნიშნული სამი საბუნკერო ოპერაციიდან ორის ჩანაცვლება შესაძლებელია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აღიარებული საბუნკერო ოპერაციების სიმულატორის წვრთნით. 8. აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის საწვავის მოვლაზე, გამოყენებაზე და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებაზე უშუალოდ პასუხისმგებელი კაპიტანი, უფროსი მექანიკოსი და სხვა პირი, აკმაყოფილებს STCW-ის კოდექსის A-V/3 რეგლამენტის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, თუ მას გააჩნია კომპეტენციის სერტიფიკატი STCW-ის კოდექსის A-V/1-2 ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილი კომპეტენციის სტანდარტების შესაბამისად და აკმაყოფილებს : ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს; და ბ) ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნტის მოთხოვნებს ან მონაწილეობა აქვს მიღებული თხევად აირმზიდ ტანკერზე 3 სატვირთო ოპერაციაში; და გ) 3 თვიან ნაოსნობის სტაჟს ბოლო 5 წლის განმავლობაში შემდეგი ტიპის გემზე: გ.ა) აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე; გ.ბ) ტანკერზე, რომელსაც გადააქვს აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის საწვავი, როგორც ტვირთი ; ან გ.გ)გემზე, რომელიც იყენებს აირს ან დაბალი ფეთქებადობის საწვავს, როგორც საწვავს. 9. სააგენტო ვალდებულია გასცეს სერტიფიკატი მეზღვაურზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან უზრუნველყოს მეზღვაურისათვის უკვე გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის სათანადო დადასტურება. 10. მეზღვაურს, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად გაცემული სერტიფიკატები, ვალდებულია ხუთ წელიწადში ერთხელ გაიაროს შესაბამისი წვრთნა ან წარადგინოს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არსებული კომპეტენციის სტანდარტის მოთხოვნების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მუხლი 412. პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციისათვის კაპიტნისა და საგემბანე ოფიცრების წვრთნისა და კვალიფიკაციის მინიმალური მოთხოვნები 1. კაპიტანი, კაპიტნის უფროსი თანაშემწე და სავახტო თანაშემწე, რომელიც მსახურობს პოლარულ წყლებში მცურავ გემზე, ვალდებულია იქონიოს პოლარულ წყლებში საბაზისო წვრთნის სერტიფიკატი, პოლარული კოდექსის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საბაზისო წვრთნის სერტიფიკატის მიღების მსურველს გავლილი უნდა ჰქონდეს აღირებული საბაზისო წვრთნა პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციისათვის და უნდა აკმაყოფილებდეს STCW-ის კოდექსის A-V/4 ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კომპეტენციის სტანდარტს. 3. კაპიტანს და კაპიტნის უფროს თანაშემწეს, პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციისათვის უნდა გააჩნდეს პოლარულ წყლებში სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატი, პოლარული კოდექსის შესაბამისად. 4. პოლარულ წყლებში სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატის მიღების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) პოლარულ წყლებში საბაზისო წვრთნის სერტიფიცირების მოთხოვნებს; ბ) უნდა გააჩნდეს სულ მცირე ორი თვიანი დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი საგემბანე განყოფილებაში მართვის დონეზე ან შესრულებული უნდა ჰქონდეს სავახტო ფუნქციები ექსპლუატაციის დონეზე პოლარულ წყლებში; და გ) უნდა ჰქონდეს გავლილი პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციის სპეციალიზებული წვრთნა და აკმაყოფილებდეს STCW-ის კოდექსის A-V/4 ნაწილის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ კომპეტენციის სტანდარტს. 5. სააგენტო ვალდებულია გასცეს კვალიფიკაციის სერტიფიკატი იმ მეზღვაურზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“. მუხლი 2. „1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული 412 მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნები 2020 წლის პირველ ივლისამდე, არ ვრცელდება იმ მეზღვაურებზე, რომლებმაც ნაოსნობა დაიწყეს 2018 წლის პირველ იანვრამდე და ამასთან: ა) გააჩნიათ პოლარულ წყლებში გემის ექსპლუატაციის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი მართვის ან ექსპლუატაციის დონის მოვალეობების შესრულებით, საგემბანე განყოფილებაში სულ მცირე 3 თვით ბოლო 5 წლის განმავლობაში; ან ბ) გავლილი აქვთ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის რეკომანდაციებით განსაზღვრული საწვრთნელი კურსი პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციისთვის. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული 412 მუხლის მეოთხე პუნქტის მოთხოვნები 2020 წლის პირველ ივლისამდე, არ ვრცელდება იმ მეზღვაურებზე, რომლებმაც ნაოსნობა დაიწყეს 2018 წლის პირველ იანვრამდე, და ამასთან ა) გააჩნიათ პოლარულ წყლებში გემის ექსპლუატაციის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, რა დროსაც ისინი ასრულებდნენ მართვის დონის მოვალეობებს საგემბანე განყოფილებაში სულ მცირე 3 თვე ბოლო 5 წლის განმავლობაში; ან ბ) გავლილი აქვთ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის რეკომენდაციებით განსაზღვარული საწვრთნელი კურსი იმ გემებისთვის, რომლებიც პოლარულ წყლებში ეწევიან ექსპლუატაციას და გააჩნიათ პოლარულ წყლებში გემის ექსპლუატაციის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, რა დროსაც ისინი ასრულებდნენ მართვის დონის მოვალეობებს საგემბანე განყოფილებაში სულ მცირე 2 თვე ბოლო 5 წლის განმავლობაში.“ მუხლი 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ “ უზრუნველყოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი: საქართველოს კანონის პროექტზე „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღების მიზეზია, საქართველოში მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სისტემის საკანონმდებლო საფუძვლების სრულყოფა და მისი მისადაგება მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ კონვენციასთან (შემდგომში STCW კონვენცია). 2017 წლის 1 იანვარს ძალაში შევიდა STCW კონვენციაში ახალი დამატება - აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემებზე კაპიტნის, ოფიცრებისა და რიგითების წვრთნისა და კომპეტენციის მინიმალური მოთხოვნები (Mandatory minimum requirements for the training and qualifications of masters, officers, ratings and other personnel on ships subject to the IGF Code). ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ამ კონვენციის წევრი სახელმწიფოა, საჭიროა მოხდეს ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო კონვენციასთან. შესაბამისად, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში უნდა შევიდეს ცვლილებები, რათა მოხდეს კონვენციის დებულების შესრულება. IGF კოდექსი წარმოადგენს „აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემების უსაფრთხოების საერთაშორისო კოდექსს“, რომელიც არეგულირებს აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემებთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებს. STCW კონვენცია კი ადგენს მეზღვაურთა კვალიფიკაციის, კომპეტენციის, წვრთნის, განათლების და სერტიფიცირების სტანდარტებს. ამ ტიპის გემებზე მომუშავე მეზღვაურებისთვის არ არსებობდა კვალიფიკაციის/კომპეტენციის გარკვეული სტანდარტი და შესაბამისად საჭირო გახდა STCW კონვენციაში დამატების შეტანა, რომელიც ამ საკითხს მოაგვარებდა. კანონს ემატება 411 მუხლი, რომლითაც კონვენციის შესაბამისად განისაზღვრება აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემებზე კაპიტნის, ოფიცრებისა და რიგითების წვრთნისა და კომპეტენციის მინიმალური მოთხოვნები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, STCW კონვენციაზე დაყრდნობით მიზანშეწონილია IGF კოდექსს დაქვემდებარებულ გემებზე კაპიტნის, ოფიცრებისა და რიგითების წვრთნისა და კომპეტენციის მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრა და მათი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ასახვა. 2016 წლის 25 ნოემბერს რეზოლუცია MSC.416(97) და რეზოლუცია MSC. 417(97)-ის საფუძველზე STCW კონვენციაში განხორციელდა რიგი ცვლილებები და დაემატა ახალი მოთხოვნები. აღნიშნული ცვლილებები ეხება სამგზავრო გემებზე დასაქმებული მეზღვაურების კვალიფიკაციასა და კომპეტენციის სტანდარტებს და პოლარულ წყლებში ნავიგაციისათვის საჭირო კვალიფიკაციის და კომპეტენციის მოთხოვნებს. აღნიშნული რეზულუციით, 2018 წლის 1 ივლისიდან ძალაში შევიდა პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციისათვის კაპიტნისა და საგემბანე ოფიცრების წვრთნისა და კვალიფიკაციის მინიმალური მოთხოვნები (Mandatory minimum requirements for the training and qualifications of masters and deck officers on ships operating in polar waters) და სამგზავრო გემის კაპიტნის, ოფიცრის, რიგითისა და სხვა პერსონალის დამატებითი სავალდებულო წვრთნისა და კომპეტენციის ახალი სტანდარტები, რომელებიც ასევე საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობაში, კერძოდ ,,მეზღვაურთა განათლებისა და წვრთნის შესახებ“ საქართველოს კანონში ასახვას ასახვას. აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების“ შესახებ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილებები და დაემატოს ახალი მუხლი. კერძოდ:  კანონის მე-3 მუხლის ტერმინთა განმარტებაში უნდა დაემატოს განმარტება პოლარული კოდექსისა და პოლარული წყლების შესახებ.  მე-13 მუხლის სერტიფიკატების განახლებაში დაემატოს ახალი პუნქტი კაპიტნებისა და ოფიცრებისათვის პოლარულ წყლებში ნავიგაციისათვის საჭირო სერტიფიკატის განახლების პირობების შესახებ.  ცვლილება უნდა განხორციელდეს 31-ე მუხლში და 32 მუხლი იქნას ამოღებული, აღნიშნული ცვლილება ეხება სამგზავრო გემზე კაპიტნების, ოფიცრების, რიგითებისა და სხვა პერსონალის დამატებითი სავალდებული წვრთნებსა და კომპეტენციას, რათა ის შესაბამისობაში მოვიდეს ახალ მოთხოვნებთან.  კანონს უნდა დაემატოს 412 მუხლი, რითაც განისაზღვრება პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციისათვის კაპიტნისა და საგემბანე ოფიცრების წვრთნისა და კვალიფიკაციის მინიმალური მოთხოვნები. პოლარული წყლები წარმოადგენს არქტიკულ წყლებს ან ანტარქტიკის არეალს, როგორც ეს განსაზღვრულია SOLAS-ის კონვენციის XIV/1.2-დან XIV/1.4-მდე რეგულაციებით. ასევე, წარმოდგენილი კანონპროექტით, დამატება შეეხება ამ კანონის მე-8 მუხლს, კერძოდ დამატებით განისაზღვრება, რომ იმ მეზღვაურებს, რომლებსაც აქვთ STCW კონვენციისა და “მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დაცვით აღებული კომპეტენციის სერტიფიკატი, შეუძლიათ განაახლონ სერტიფიკატი ლოცმანის სტაჟის საფუძველზე, რაც კანონის ამჟამინდელი რედაქციით არ იყო შესაძლებელი. კანონის მე-13 მუხლი ადგენს სერტიფიკატის განახლების პირობებს. კანონში არის ზოგადი ჩანაწერი დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის ექვივალენტებთან დაკავშირებით, როგორც ეს განსაზღვრულია STCW კონვენციის A-I/11 ნაწილის 1.2 პუნქტით. თუმდა ასეთი ჩანაწერი არის ზოგადი და ამ კანონში საჭირო იყო სერტიფიკატის განახლებისთვის ნაოსნობის სტაჟთან ლოცმანად მუშაობის სტაჟის თანაფარდობის დადგენა და შესაბამისად ცვლილება უნდა შევიდეს კანონის მე-8 მუხლში და დაემატოს ახალი პუნქტი. ლოცმანის სტაჟის ნაოსნობის სტაჟთან ეკვივალენტად დადგენა ასევე განპირობებულია თვითონ სალოცმანო სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, კერძოდ ზღვაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გემის სალოცმანო გაცილებას საქართველოს ნავსადგურის მისასვლელებთან და მის აკვატორიაში ახორციელებს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული საზღვაო ლოცმანი საქართველოს საზღვაო კოდექსის 87-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით. წამყვანი საზღვაო ქვეყნებისა (როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ფილიპფინები) და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, (როგორიცაა იტალია, დანია, ირლანდია და ა.შ) გამოცდილებისა და კანონმდებლობის მოძიებისა და ანალიზის შემდეგ, აღსანიშნავია რომ ლოცმანის სტაჟი ყველას აქვს დამტკიცებული სანაოსნო სტაჟის ეკვივალენტად განსხვავებული თანაფარდობით. თუმცა, ყველაი ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაცია თანხმდება, რომ ლოცმანის სტაჟი უნდა აღემატებოდეს სანაოსნო სტაჟს, რათა მეზღვაურმა განაახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი. შესაბამისად, საერთაშორისო გამოცდილებისა და STCW კონვენციაზე დაყრდნობით მიზანშეწონილია ნაოსნობის სტაჟის ეკვივალენტად ლოცმანის სტაჟის დადგენა კომპეტენციის სერტიფიკატის განახლების მიზნით. ცვლილებას საჭიროებს ასევე მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების“ შესახებ საქარველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც მოიცავს 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწეის კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემის პირობებს, მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად: მეზღვაურს უნდა ჰქონდეს გავლილი სააგენტოს მიერ აღიარებული სპეციალური წვრთნა ან აქვს საგემბანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული სტაჟი. STCW კონვენციის II/3 რეგულაციის მე-4 პუნქტის მე-2-ის 2,1 ქვეპუნქტის თანახმად სააგენტომ უნდა განსაზღვროს საზღვაო პრაქტიკის ფარგლებში ნაოსნობის სტაჟის ადეკვატური პერიოდი, რომელიც ჩვენს კანონში არ არის განსაზღვრული. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს მეზღვაურთა კვალიფიკაციის, კომპეტენციის, წვრთნის, განათლების და სერტიფიცირების სტანდარტებს, აგრეთვე მეზღვაურთა სერტიფიკატების განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ კანონპროექტის მიღებით მოხდება მეზღვაურთა სერტიფიცირების უზრუნველყოფა, რათა მათ იმსახურონ აირსა ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემებსა და იმ გემებზე, რომლებიც პოლარულ წყლებში ეწევიან ნავიგაციას, აგრეთვე მათი წვრთნების, როგორც საბაზისო ისე სპეციალიზებული წვრთნების განსაზღვრა. აგრეთვე, მოხდება სამგზავრო ტიპის გემებზე მეზღვაურების სერტიფიცირება უკვე ახალი რეგულაციით, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის პირველი იანვრიდან. „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნტის მიხედვით კაპიტანს, ოფიცერს ან რადიოოპერატორს, რომელსაც აქვს სერტიფიკატი, გაცემული ან აღიარებული კონვენციის ნებისმიერი თავის შესაბამისად, გარდა STCW-ის კოდექსის VI თავით გათვალისწინებული შემთხვევებისა, და რომელიც მსახურობს ზღვაზე ან აპირებს ზღვაზე მსახურობას, ვალდებულია განაახლოს სერტიფიკატი 5 წელიწადში ერთხელ. პირის სერტიფიკატი განახლდება თუ: ა) მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ბ) მას გააჩნია განგრძობადი პროფესიული კომპეტენტურობა, რომელიც გულისხმობს, რომ პირს: ბ.ა) გააჩნია ბოლო 5 წლის განმავლობაში ჯამში არანაკლებ 12 თვიანი დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ან ჯამში არანაკლებ 3 თვიანი დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ბოლო 6 თვის განმავლობაში; ან ბ.ბ) შესრულებული აქვს ფუნქციები, რომლებიც ამ პუნქტით განსაზღვრული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის ეკვივალენტურია; ან ბ.გ) გავლილი აქვს სააგენტოს მიერ აღიარებული ტესტი; ან ბ.დ) წარმატებით აქვს გავლილი სააგენტოს მიერ აღიარებული საწვრთნელი კურსი; ან ბ.ე) ჯამში არანაკლებ 3 თვის განმავლობაში შესრულებული აქვს სერტიფიკატით გათვალისწინებულ ფუნქციებზე უფრო მაღალი ან უფრო დაბალი რანგის ოფიცრის ფუნქციები და აღნიშნული სერტიფიკატი ძალაშია იმ რანგის მიღებამდე, რომლისთვისაც იგი გადის წვრთნას. ამ ქვეპუნქტის მიხედვით მეზღვაურს შეუძლია სერტიფიკატის განახლება მაშინაც, თუ იგი ასრულებდა ფუნქციებს, რომლებიც ამ პუნქტით განსაზღვრული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის ეკვივალენტურია, თუმცა კანონში არ არის ზუსტი განმარტება თუ რომელი ფუნქციებია ნაოსნობის სტაჟის ეკვივალენტური, გარდა მერვე მუხლის მე-6 პუნტისა, სადაც საზღვაო ტრასნპორტის სააგენტოში მომუშავე პერსონალს ეთვლება სააგენტოში მუშაობის სტაჟი ნაოსნობის სტაჟის ეკვივალენტად შემდეგი თანაფარდობით სააგენტოში მუშაობის 2 თვე − 1-თვიან დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟად. ამ ჩანაწერის გარდა კანონში არ არის სხვა პუნქტი, რომელიც მიუთითებდა ნაოსნობის სტაჟის სხვა ეკვივალენტ ფუნქციებზე. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ნაოსნობის სტაჟის ეკვივალენტი ფუნქციების დადგენა სერტიფიკატის განახლების მიზნით. საერთაშორისოდ აღიარებული წამყვანი საზღვაო ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე და STCW კონვენციით დადგენილი წესების დაცვით, დაშვებულია და აუცილებელია ლოცმანის სტაჟის დადგენა ნაოსნობის სტაჟის ეკვივალენტად, თუმცა შემდეგი თანაფარდობით, ბოლო 5 წლის განმავლობაში 24 თვიანი პერიოდის განმავლობაში სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ლოცმანის თანამდებობაზე ყოფნას რათა მეზღვაურმა განაახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში და ემატება ჰ11 და ჰ12 პუნქტები, რომელიც განმარტავს პოლარულ კოდექსსა და პოლარულ წყლებს. კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, STCW კონვენციის STCW კონვენციის II/3 რეგულაციის მე-4 პუნქტის მე2-ის 2,1 ქვეპუნქტის თანახმად: ,,საზღვაო პრაქტიკის ფარგლებში მას გავლილი აქვს მეზღვაურთა წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკით დადასტურებული გემზე სპეციალური წვრთნა, რომელიც მოიცავს 6 თვიან დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟს ან აქვს საგემბანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;“ კანონის 31-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რათა მისადაგებოდა კონვენციის ახალ რეგულაციას, რომელიც ძალაში შევა 2018 წლის პირველი ივნისიდან და შესაბამისად აგრეთვე ამოღებულ იქნა 32-ე მუხლი, რადგან ის წარმოადგენდა კონვენციის ძველ რედაქციას, რომელიც კონვენციაში ცვლილების შედეგად ამოღებულ იქნა. კანონპროექტის 411 მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრება მუხლის მოქმედების სფერო, ხოლო მე-2, მე-3-ე და მე-4 მუხლებით STCW კონვენციიდან გამომდინარე მეზღვაურების წვრთნებისა და კვალიფიკაციისა და კომპეტენციის სერტიფიკატის აღების წინარე პირობებია განსაზღვრული. ხოლო, აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე საწვავის მოვლაზე, გამოყენებაზე და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებაზე უშუალოდ პასუხისმგებელი კაპიტანს, უფროსი მექანიკოსის, კაპიტნის უფროს თანაშემწის, მეორე მექანიკოსისა და სხვა მეზღვაურების კომპტენციისა და კვალიფიკაციის სტანდარტები და ამ სტანდარტების მოთხოვნების უზრუნველსაყოფად გასავლელი წვრთნები დგინდება ამ მუხლის მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით. სააგენტო ვალდებულია სერტიფიკატი გასცეს იმ მეზღვაურზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 ან მე-6პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან უზრუნველყოს მისი არსებული კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის სათანადო დადასტურებას, დგინდება ამავე მუხლის მე-9 პუნქტით. სერტიფიკატის განახლებასთან დაკავშირებული საკითხები კი მე-10 პუნქტით რეგულირდება. კანონპროექტის 412 მუხლი კი 411 მუხლის მსგავსად ადგენს პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციისათვის კაპიტნისა და საგემბანე ოფიცრების წვრთნისა და კვალიფიკაციის მინიმალური მოთხოვნებს. ხოლო, პროექტის მე-2 მუხლით ხდება კონვენციის გარდამავალი დებულებების იმპლემენტაცია, რომელიც ითვალისწინებს 2020 წლის პირველ ივლისამდე, პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციის განმახორციელებლი მეზღვაურებისთვის, რომლებმაც ნაოსნობა დაიწყეს 2018 წლის პირველ ივნისამდე, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ასევე ცვლილება შედის მერვე მუხლში, რომელშიც მეხუთე პუნქტის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტის ამოღება ხდება და ემატება მე-8 პუნქტი: „7. სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ლოცმანად მუშაობის 24 თვის უწყვეტი პრაქტიკული სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, სააგენტო განიხილავს ლოცმანად მუშაობის 24 თვიანი უწყვეტი პერიოდის ჩათვლას 12 თვიან დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟის ეკვივალენტად. ამ გზით მიღებული სტაჟი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კომპეტენციის სერტიფიკატის განსაახლებლად. ამ დამატებით ლოცმანის სტაჟის თანაფორდობა ისაზღვრება ნაოსნობის სტაჟთან მიმართებით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლა უნდა მოხდეს გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან შესაბამისობაში მოვიდეს კანონმდებლობა საერთაშორისო ხელშეკრულებასთან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებოს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნორმატიული აქტით განისაზღვრება სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური. აღნიშნული საფასურის ოდენობა დამოკიდებულია საფასურის განაკვეთზე, რომელიც განისაზღრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ. მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრის მიერ გადახდილი საწვრთნელი კურსის აღიარების საფასური გადაიხდება სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სახაზინო ანგარიშზე, ასევე ანალოგიური პრინციპით მოხდება ანგარიშსწორება მეზღვაურის მიერ. სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონის პროექტს ექნება გავლენა, რომელიც გამოიხატება სსიპ საზღვაო ტრანსპორტის მიერ მიღებული საფასურის დამატებითი ღირებულების გადასახადის მიმართვით სახელმწიფო ბიუჯეტში.. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება მოახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნორმატიული აქტით განისაზღვრება სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური. აღნიშნული საფასურის ოდენობა დამოკიდებულია საფასურის განაკვეთზე, რომელიც განისაზღრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ. შესაბამისად, მეზღვაურთა საწვრთნელიც ცენტრი გადაიხდის საწვრთნელი კურსის აღიარების საფასურს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სახაზინო ანგარიშზე. მეზღვაური გადაიხდის სერტიფიკატის მიღების საფასურს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სახაზინო ანგარიშზე. მეზღვაურთა სავწრთნელ ცენტრს გაუჩნდება შესაძლებლობა დააწესოს აღიარებულ სავრთნელ ცენტრში აღიარებული კურსის გავლის საფასური, რომელსაც გადაიხდინა კურსის გავლის მსურველი მეზღვაურები. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტის მიღების შემდეგ განისაზღვრება სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მისაღები საფასურის ოდენობა მეზღვაურის სერტიფიცირებისა და აღიარებული საწვრთნელი კურსის მიმართ. აღნიშნული საფასურის ოდენობა და განაკვეთი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი რ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი შემუშავებულია მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ კონვენციის (STCW) საფუძველზე და კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს შეთანხმებებს. აგრეთვე, ხელშეკრულებას/შეთანხმებას. ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემავალი სსიპ -საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. სისტემაში