„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 2
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-11
ბიუროს ნომერი 234
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის
შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25(32), 1999 წელი,
მუხ. 124) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს კანონი აწესრიგებს სახელმწიფოსა და ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის
სახელმწიფოებრივი
მხარდაჭერის
აღმოჩენის
ღონისძიებათა
განხორციელებისას
წარმოშობილ ურთიერთობებს.“.
2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის
ეროვნული სააგენტო (შემგომში - სააგენტო) ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს აწვდის
ინფორმაციას სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკით გათვალისწინებულ ღონისძიებათა
შესახებ.“.
3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7
სააგენტო უფლებამოსილია, სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების
მიზნით, ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის ჩაატაროს ტრენინგ-სემინარები.“.
4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8
ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს უფლება აქვთ, სააგენტოს წინადადებით
განახორციელონ სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში შემუშავებული
სახელმწიფო პროგრამები.“.
5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9
სააგენტო ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით
შეიმუშავებს სახელმწიფო პროგრამებს.“.
6. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10
ბავშვთა
და
ახალგაზრდული
კავშირების
მიერ
შემუშავებული
პროექტების
სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის საკითხს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,
კონკურსის შედეგად წყვეტს სათათბირო ორგანო, რომელიც სააგენტოს წარდგინების
საფუძველზე იქმნება საქართველოს მთავრობის მიერ.“.
7. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12
ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას ორგანიზებას
უწევეს სააგენტო.“.
მუხლი 2.
1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის
ეროვნული სააგენტოს დაფუძნება, დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე
უფლებამოსილი პირის დანიშვნა;
ბ) სააგენტოს წარდგინებით სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და
ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის,
წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცება;
გ) სააგენტოს წარდგინებით ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი
მხარდაჭერის მიზნით სათათბირო ორგანოს დებულების დამტკიცება.
2. საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ სააგენტოს
დაფუძნებიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის - ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის
დეპარტამენტის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის
ეროვნული ცენტრის ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცეს საჯარო სამართლის
იურიდიულ პირს - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ სააგენტოს.
3. საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტო
ჩაითვალოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
სტრუქტურული ერთეულის - ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის,
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ბავშვთა და
ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული
ცენტრის უფლებამონაცვლედ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული
უფლებამოსილებათა ფარგლებში.
4. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
სტრუქტურული ერთეულის - ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის,
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ბავშვთა და
ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული
ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები
ინარჩუნებს
იურიდიულ
ძალას,
ამ
კანონით
გათვალისწინებული
შესაბამისი
უფლებამონაცვლე უწყების მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის
ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ
განისაზღვროს საქართველოს მთავრობა.
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებასთან
დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
7. სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - საქართვლოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტოსთვის
ამ კანონის ამოქმედების დღისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირების - ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და ბავშვთა და
ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის სარგებლობაში არსებული ქონების გადაცემა.
8. ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფო ხელშეწყობის ღონისძიებების, მათ შორის
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ბავშვთა და ახალგაზრდობის
ეროვნული ცენტრისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის განკარგვაში
არსებული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის
უფლებამოსილება 2019 წლის განმავლობაში ენიჭება აღნიშნული საჯარო სამართლის
იურიდიული პირების უფლებამონაცვლე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს ბავშვთა და
ახალგაზრდობის ეროვნულ სააგენტოს.
9. საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო
სამართლის იურიდიული პირმა - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა სააგენტომ
საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული
ერთეულის - ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის საჯარო
მოსამსახურეებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის
ეროვნული ცენტრის შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა
უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის
ვადაში.
10. ბავშვთა და ახალგაზრდულმა კავშირებმა, რომლებსაც ამ კანონის ამოქმედებამდე გრანტის
სახით მიღებული ჰქონდათ ამ კანონით განსაზღვრული ფინანსური მხარდაჭერა, ამ კანონის
ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უნდა წარუდგინონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საქართვლოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ სააგენტოს ფინანსური ანგარიში
სახელმწიფოსგან მიღებული თანხების მიზნობრივი ხარჯვის შესახებ.
მუხლი 3.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად
სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც
ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას,
რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი. აღნიშნულის
გათვალისწინებით,
საქართველოს
მთავრობის
მიერ
ერთ-ერთ
პრიორიტეტულ
მიმართულებად განისაზღვრა ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი
მხარდაჭერისათვის უფრო მაღალი ლეგიტიმაციის მინიჭება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში
ბავშვებისა და ახალგაზრდების თვითრეალიზაციის ჩართულობის გაზრდა და მათი
უფლებების დაცვა.
ახალგაზრდობა არის მთავარი რესურსი, რომელზეც უნდა დაფუძნდეს ქვეყნის
პერსპექტივა, დემოკრატიული მომავალი და ეკონომიკური პროგრესი. საქართველოს
მთავრობის ამოცანაა, ახალგაზრდობის ყოველმხრივ ხელშეწყობა. ამისთვის
მთავარი
ბერკეტი - პოლიტიკური ნება. ახალგაზრდობის განვითარებას მნიშვნელოვნად უკავშირდება
სახელმწიფოს პერსპექტივის საკითხი.
შესაბამისად,
მნიშვნელოვანია რამდენად
განათლებული, ჯანმრთელი და პროგრესული ახალგაზრდობა ჰყავს სახელმწიფოს.
წარმატებული ახალგაზრდა თაობა არის ქვეყნის სტაბილურობის განვითარების გარანტი.
საქართველოს მთავრობა მიზნად ისახავს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის
სრულყოფას. ამისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობდეს ინტენსიური კავშირი
მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის.
ახალგაზრდობის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში
ბავშვებისა და ახალგაზრდების თვითრეალიზაციისა და მათი უფლებების დაცვის მიზნით,
მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და
ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბავშვთა
და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის - ახალგაზრდობის
პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის შერწყმის თაობაზე, რომლის საფუძვლზეც შეიქმნება
ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული
სააგენტო, რომელიც ჩაითვალა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის - ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის
დეპარტამენტის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის
ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლედ. აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული
პირის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ კი საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნაცვლად განისაზღვრა
საქართველოს მთავრობა, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს, ბავშვთა და
ახალგაზრდული კავშირების ეკონომიკური და ორგანიზაციული პირობების გაუმჯობესებას,
მათი საქმიანობის სტიმულირებას და გარანტიების სამართლებრივ უზრუნველყოფას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ბავშვთა და
ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის
მიმართულების ინსტიტუციური განვითარების სრულყოფილად რეალიზაებისათვის
მნიშვნელოვანია, რომ მმართველობითი ორგანო დაფუძნდეს და მისთვის ფუნქციათა
დელეგირება მოხდეს კანონის საფუძველზე. სწორედ აღნიშნული მიდგომითაა
განპირობებული,
რომ
წარმოდგენილი
კანონპროეტის
თანახმად,
ბავშვთა
და
ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდამჭერ ძირითად ორგანოდ
განისაზღვრა საქართველოს მთავრობის სახელმწოფო კონტროლს დაქვემდებარებული
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტო.
საკითხის ამგვარად გადაწყვეტის საჭიროებას განაპირობებს ისიც, რომ კანონპროექტით
სააგენტოს ფუნქციები მნიშვნელოვნად იზრდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს
(საქართველოს მთავრობა და სსიპ - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტო) შორის
ფუნქციათა ახლებურად გადანაწილების გათვალისწინებით, ტექნიკური ხასიათის
ცვლილებები იქნა შეტანილი მოქმედი კანონის მთელ რიგ მუხლებში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი ცვლილების შედეგად, მოხდება
კავშირებისათვის უფრო მაღალი ლეგიტიმაციის მინიჭება.
ბავშვთა და
ახალგაზრდული
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის უფრო
მაღალი ლეგიტიმაციის მინიჭების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა
და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის შერწყმის შედეგად, შეიქმნება ერთი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტო,
რომლიც იქნება საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული
საჯარო სამართლის იურიდიულ პირი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის
მთელ რიგ მუხლებში კერძოდ, ცვლილება შეეხება „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების
სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-6, მე-7, მე-8, მე9, მე-10, მე-12 მუხლებს.
წარმოდგენილი კანონპროექტით ძლიერდება მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის
კავშირის ინტენსიურობა, ხდება ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების უფრო მაღალ
დონეზე წამოწევა, სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბავშვებისა
და ახალგაზრდების თვითრეალიზაციის ჩართულობის გაზრდაა და მათი უფლებების დაცვა.
ასევე, წარმოდგენილ კანონპროექტში გათვალისწინებულია მე-2 მუხლი, სადაც
საქართველოს მთავრობისთვის განისაზღვრა კონკრეტული შესასრულებელი ღონისძიებები,
დგინდება უფლებამონაცვლეობისა და ქონების გადაცემის საკითხი.
აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, სააგენტოს
დაფუძნებას, დებულების დამტკიცებას და წარომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის
დანიშვნას. გარდა ამისა, სააგენტოს წარდგინებით მთავრობის მიერ მოხდება
სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების
მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების შესახებ
დებულების დამტკიცება და ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი
მხარდაჭერის მიზნით სათათბირო ორგანოს დებულების დამტკიცება. გასათვალისწინებელია
ის გარემოებაც, რომ სააგენტო საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ამ კანონის
ამოქმედებამდე არსებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის - ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის
დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირების - ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და
შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე ამ კანონის
ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში.
გარდა ზემოაღნიშნულისა უნდა აღინიშნოს, რომ სააგენტო განახორციელებს თავის
სახელმწიფო პროგრამებს, ხოლო მუნიციპალიტეტები პარალელურად გააგრძელებენ
თავიანთი მუნიციპალური ახალგაზრდული პროგრამების განხორციელებას. ასევე სააგენტოს
მიერ განხორციელებული პროგრამები შეიძლება მოიცავდნენ და კოორდინირებაში იყვნენ
მუნიციპალიტეტბთან და მათ მიერ განხორციელებულ პროგრამებთან.
დღეის მდგომარეობით, მუნიპალიტეტების (მერიები, საკრებულოები) მიერ თავიანთი
კომპეტენციის ფარგლებში ხდება ახალგაზრდული პროგრამების შემუშავება, ხოლო რიგ
შემთხვევებში ისინი განხორციელდება სააგენტოსთან კოორდინირებით;
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით
გათვალისწინებული
ღონისძიებები
განხორციელდება
2019
წლიდან,
რაც
გათვალისწინებულია შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის
გაზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე, რადგან კანონპროექტის მიხედვით საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნდება
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის
ეროვნული სააგენტო, რომელიც განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის
დეპარტამენტის, სსიპ – საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა
და სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლედ. იქიდან
გამომდინარე, რომ „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს
კანონით პროგრამის „ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფო ხელშეწყობის ღონისძიებები“
(პროგრამული კოდი 32 08) ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებები შეადგენს 7.4 მლნ
ლარს, რომელიც მოიცავს როგორც ზემოაღნიშნული სსიპების (სსიპ – საქართველოს ბავშვთა
და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი და სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული
ცენტრი) ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯებს - 1.2 მლნ ლარი, ასევე ახალგაზრდობის
სფეროში სხვადასხვა პროგრამების/ქვეპროგრამების დაფინანსებას - 6.2 მლნ ლარი, ხოლო
პროგრამის „ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროში სახელმწიფო
პოლიტიკის შემუშავება“ (პროგრაული კოდი 32 01 01) ფარგლებში ახალგაზრდობის
პოლიტიკის
მართვის
დეპარტამენტის
თანამშრომელთა
წლიური
შრომის
ანაზღაურებისათვის გათვალისწინებულია - 0.2 მლნ ლარი, შესაბამისად სააგენტოს
ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯები და ასევე, ახალგაზრდული პოლიტიკის
განვითარების მიზნით სხვადასხვა პროგრამების/ქვეპროგრამების დაფინანსება 2019
წლისთვის განხორციელდება არანაკლებ 7.6 მლნ ლარის ფარგლებში. საგულისხმოა, რომ
დეპარტამენტისა და ზემოაღნიშნული სსიპების დასაქმებულთა საორიენტაციო რიცხოვნობა
მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონით შეადგენს 60 ერთეულს. შესაბამისად სააგენტოს
დაფუძნების შემდგომ მომუშავეთა საორიენტაციო რიცხოვნობა განისაზღვრება არაუმეტეს 60
ერთეულით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს
ვალდებულებები.
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება, რადგან სსიპ - საქართველოს ბავშვთა და
ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შემდგომ აღნიშნული პირები
განისაზღვრებიან ამ ორგანიზაციის თანამშრომლებად.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.