„ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინე ფრუიძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ირინე ფრუიძე
ნომერი
#07-3/279/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

სხდომაზე განსახილველი პროექტი (1)
✓ 66 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
სხდომაზე განსახილველი პროექტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-11
ბიუროს ნომერი 234

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. შეიქმნას ეთიკის საბჭო და ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვროს 16 წევრით; 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის, „ეთიკის საბჭოს“, შექმნის მიზეზს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალი რედაქცია, რომლის თანახმადაც პარლამენტი, თავისი უფლებამოსილების ვადით, დადგენილებით ქმნის ეთიკის საბჭოს. პარლამენტის წევრის მიერ ეთიკური ნორმების დაცვა კარგი მმართველობის ერთერთი უმთავრესი კომპონენტია და ემსახურება საზოგადოების წინაშე დეპუტატების ანგარიშვალდებულების ამაღლებას. ეთიკის კოდექსი არეგულირებს პარლამენტის წევრის ქცევას მისი სტატუსიდან გამომდინარე და განსაზღვრავს წესებს, რომლებიც მან უნდა გაითვალისწინოს თავის საქმიანობაში და ასევე კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას; ასევე განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში. ეთიკის კოდექსის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მისი აღსრულების მექანიზმის, ეთიკის საბჭოს ჩამოყალიბება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის თანახმად, პარლამენტი, თავისი უფლებამოსილების ვადით, უფლებამოსილების ცნობიდან 2 თვის ვადაში დადგენილებით ქმნის ეთიკის საბჭოს. ეთიკის კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად კი საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს ეთიკის საბჭოს შექმნის თაობაზე დადგენილების მიღება „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში. ა.ბ) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები დადგენილების მიღების შედეგად, უზრუნველყოფს საქართველოს შეიქმნება ეთიკის საბჭო, რომელიც პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის აღსრულებას. ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი ეთიკის საბჭო განიხილავს საჩივრებს ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევის შესახებ და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში აქვეყნებს შესაბამის ინფორმაციას პარლამენტის ვებგვერდზე, ასევე გასცემს რეკომენდაციებს. ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ დადგენილების პროექტთან მიმართებაში. ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება საქართველოს პარლამენტის ეთიკის კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს ეთიკის საბჭოს შექმნის თაობაზე დადგენილების მიღება „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში. აქედან გამომდინარე რეკომენდებულია ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ დადგენილების პროექტთან მიმართებაში. ბ) დადგენილების ფინანსური დასაბუთება ბ.ა) დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო წინასწარ უცნობია თუ რა სახის აუცილებელი ხარჯების გაწევა მოუწევს საბჭოს, ხოლო დადგენილების მიღების შემთხვევაში საბჭოს დაფინანსების წყაროა საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი. ბ.ბ) დადგენილების გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დადგენილების გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ამ ეტაპისთვის არის ნეიტრალური, რადგან წინასწარ უცნობია საბჭოს სამდივნოს შემადგენლობის ოდენობა. შესაბამისად სათანადო გათვლების განხორციელება ამ ეტაპისთვის შეუძლებელია. ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ეთიკის საბჭოს წევრობა არ ექვემდებარება ანაზღაურებას; რაც შეეხება ეთიკის საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით ეთიკის საბჭოს სამდივნოს, იგი იმ შემთხვევაში იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, როდესაც ნათელად იქნება განსზღვრული ბ.ბ. ქვეპუნქტით მოცემული მდგომარეობა, თანხების გაცემა კი განხორციელდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. სამდივნოს ჩამოყალიბების შემთხვევაში მათი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და ადმინისტრაციული ხარჯები, სხვა სტრუქტურული ერთეულის მსგავსად ცენტრალიზებულად იქნება მიწოდებული/დაფინანსებული. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 2019 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია, საჭიროების შემთხვევაში ხარჯები გაწეული იქნება 01.01.03 კოდიდან. ბ.ბ ქვეპუნქტიდან გამომდინარე ამ ეტაპისთვის შეუძლებელია განისაზღვროს პარლამენტის ბიუჯეტიდან ჯამურად, ამ მიმართულებით, რა ოდენობის ხარჯების გაღება იქნება საჭირო, როგორც 2019 წელს, ასევე საშუალოვადიან 2020-2022 პერიოდში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებას ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება ნეიტრალური, რადგან ეთიკის საბჭოს წევრობა არ ითვალისწინებს ანაზღაურებას, ხოლო რაც შეეხება სამდივნოს, ასეთის ჩამოყალიბების შემთხვევაში დასაქმებულები მიიღებენ შესაბამის ანაზღაურებას, რაც კავშირშია ბ.ბ ქვეპუნტთან. ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) არ ითვალისწინებს გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს გ.ბ) დადგენლების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან დადგენილების პროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება დადგენილების პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი. დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ვალდებულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან. ასეთი აქტი არ არსებობს დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დადგენილების პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი აქტი არ არის დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არის დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება დადგენილების პროექტის მსგავსი დადგენილების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული დადგენილების პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა ე) დადგენილების პროექტის ავტორი დადგენილების პროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინე ფრუიძე ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი. პარლამენტის წევრი: ირინე ფრუიძე