საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების არჩილ თალაკვაძის, ეკა ბესელიას, მამუკა მდინარაძის, გიორგი ხატიძის, ოთარ დანელიას, გიორგი ვოლსკის, კახაბერ კუჭავას და ზვიად კვაჭანტირაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/156, 19.04.2018) საქართველოს კანონის პროექტის II მოსმენით განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-1847/19
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-11
ბიუროს ნომერი 234

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-1847/19 08-02-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ თალაკვაძის, ეკა ბესელიას, მამუკა მდინარაძის, გიორგი ხატიძის, ოთარ დანელიას, გიორგი ვოლსკის, კახაბერ კუჭავას და ზვიად კვაჭანტირაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/156; 19.04.2018). კანონპროექტებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და მეორე მოსმენით განხილვის ვადაა 2019 წლის 15 თებერვალი. საკანონმდებლო ინიციატივის მნიშვნელობიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტების მუხლობრივი განხილვისთვის მომზადებამ გამოავლინა დამატებითი კონსულტაციების საჭიროება, გთხოვთ, კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვის ვადა გაგრძელდეს ერთი თვით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge