საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულება და საკონკურსო პირობები

დებულება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.01.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-1224/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-18
ბიუროს ნომერი 235

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-1224/19 29-01-2019 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს ბატონო ირაკლი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 206-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის 152 და 153 მუხლების შესაბამისად, დასამტკიცებლად გიგზავნით, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულებასა და საკონკურსო პირობებს. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2019 წლის ..............................N ......... ბრძანებით ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკონკურსო პირობები „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის 152 და 153 მუხლებისა და პარლამენტის რეგლამენტის 206-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (შემდგომში საზოგადოებრივი დამცველი) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: საზოგადოებრივი დამცველის ფუნქციებია: მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, მათზე რეაგირების მიზნით ადმინისტრაციული წარმოება; მომხმარებლებზე კომისიის სატარიფო და სხვა სახის სარეგულაციო      ცვლილებათა გავლენის შედეგების შეფასება, ანალიზი, პროგნოზირება; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მომხმარებელთა სახელით მხარედ გამოსვლა; ინდივიდუალური მომხმარებლის წარმოდგენა მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ კომპანიასთან დავაში; მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ იმ ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში, რომლებმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მომხმარებელთა ინტერესებზე. საზოგადოებრივი დამცველის საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი იურიდიული განათლება; კომუნიკაციების სფეროსა და მომხმარებელთა უფლებების კვალიფიცირებული ცოდნა და აღნიშნულ სფეროში სათანადო გამოცდილება; საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე სასურველია: მაგისტრის ხარისხი სამართალში; ინგლისური ენის (C1 დონის) ცოდნა; მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. საკონკურსო თემატიკა: საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი; „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი; „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონი; „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესები; მაუწყებელთა ქცევის კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;  საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტი";  საქართველოს კანონი “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”; საქართველოს კანონი “მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ”; საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე, შესაბამისი ევრო დირექტივები/ რეგულაციები კომუნიკაციების სფეროში; პიროვნული მახასიათებლები: ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი; სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი; ცვლილებების/ სიახლეების ინიცირებისა და მართვის უნარი; პროექტების მართვის უნარი; მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი; გუნდის განვითარების უნარი; პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი. დროის ეფექტიანი მართვა; დამოუკიდებელი მუშაობის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი. სამსახურეობრივი შეუთავსებლობა საზოგადოებრივი დამცველი არ შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის წევრი; საზოგადოებრივ დამცველზე ვრცელდება ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ვრცელდება თანამდებობის პირზე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.  საზოგადოებრივი დამცველის უფლებამოსილების ვადა: საზოგადოებრივი დამცველის თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით. საზოგადოებრივი დამცველის ხელფასის განსაზღვრა: საზოგადოებრივი დამცველის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 5 000 ლარს, რომელიც ფინანსდება შესაბამის მარეგულირებელ ორგანოში გადახდილი რეგულირების საფასურიდან.   კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია: განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე; Curriculum Vitae (CV); სამოტივაციო წერილი, კომუნიკაციების სფეროსა და მომხმარებელთა უფლებების კვალიფიცირებული ცოდნა და აღნიშნულ სფეროში სათანადო გამოცდილების მითითებით; უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი; შესაბამისი საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ორი ფოტოსურათი (3×4–ზე).  კანდიდატმა სასურველია დამატებით წარმოადგინოს: ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში); შესაბამის დარგში კვლევა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ორი რეკომენდაცია. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 7 თებერვალი. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტაციის წარდგენა ხორციელდება საჯარო სამსახურის ბიუროს ელექტრონულ საიტზე: www.hr.gov.ge . დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ტელ: 0322281668/0322281689; 555333982/599140484
დანართი
დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2019 წლის ..............................N ......... ბრძანებით ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულება მუხლი 1. ზოგადი ნაწილი ეს დებულება შემუშავებულია „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის 152 და 153 მუხლებისა და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 206-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად და განსაზღვრავს ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (შემდგომში საზოგადოებრივი დამცველი) შერჩევისთვის საკონკურსო კომისიის (შემდგომში კომისია) შექმნისა და საქმიანობის წესს. მუხლი 2. კომისიის მიზანი და ფუნქციები 1.კომისიის საქმიანობის მიზანია: ა) ღია კონკურსის წესით აირჩიოს საზოგადოებრივი დამცველი; ბ) „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანტურ თანამდებობაზე შესარჩევი კანდიდატის შესაბამისობის დადგენა. 2. კომისიის ძირითადი ფუნქციებია: ა)კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის და პიროვნული თვისებების შეფასება; ბ) დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრის მიზნით სათანადო პროცედურის წარმართვა. მუხლი 3. კომისიის შემადგენლობა 1. კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება 13 წევრით. 2. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. მუხლი 4. კომისიის წევრთა დანიშვნის წესი 1. კომისიის წევრები ინიშნებიან მათი თანხმობით. 2. კომისიის წევრს ნიშნავს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 3. კომისია, თავის წევრთაგან, სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს . 4. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს. 5. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. მუხლი 5. საკონკურსო კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება კომისიაში წევრთა საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი. მუხლი 6. საკონკურსო კომისიის მუშაობის წესი 1. კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის მუშაობის წესს. 2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. კენჭისყრისას კომისიის წევრს არ აქვს თავის შეკავების უფლება. 4. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 5. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. 6. ოქმს ადგენს კომისიის ერთ-ერთი წევრი კომისიის თავმჯდომარის დავალებით. 7. კომისიის წევრს უფლება აქვს გამოთქვას თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც უნდა დაერთოს ოქმს. მუხლი 7. კონკურსის გამოცხადება 1. კონკურსს აცხადებს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი. 2. კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს პარლამენტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდების საშუალებით. 3. კონკურსის თაობაზე ინფორმაცია შესაძლებელია გავრცელდეს სხვა საშუალებებითაც. მუხლი 8. დოკუმენტაციის წარდგენა კონკურსში მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა პირმა კომისიას კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები: 1. განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე; 2. Curriculum Vitae (CV); 3. სამოტივაციო წერილი, კომუნიკაციების სფეროსა და მომხმარებელთა უფლებების კვალიფიცირებული ცოდნა და აღნიშნულ სფეროში სათანადო გამოცდილება; 4. უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 5.შესაბამისი საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 6. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 7.ორი ფოტოსურათი (3×4–ზე); 8.კანდიდატმა სასურველია დამატებით წარმოადგინოს: ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში); შესაბამის დარგში კვლევა(ასეთის არსებობის შემთხვევაში); 2 რეკომენდაცია. მუხლი 9. კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის საფუძვლები კომისია ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას მე-8 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან. 2. კომისია ამ დებულების მე-8 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის არასრულად წარდგენის შემთხვევაში კონკურსანტს მოსთხოვს ხარვეზის გამოსწორებას 5 სამუშაო დღის ვადაში. კონკურსანტის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას ასეთი პირის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ. მუხლი 10. კონკურსის ჩატარების დრო 1. კონკურსი ტარდება მისი გამოცხადებიდან არა უადრეს 15 დღისა. 2. იმ შემთხვევაში თუ ამ თანამდებობაზე არ იქნა მიღებული არც ერთი განცხადება, გამოცხადებული კონკურსი ითვლება ჩაშლილად. 3. ხელახალი კონკურსი ტარდება ამ დებულების მე-7-მე-12 მუხლებით დადგენილი წესით. მუხლი 11. კონკურსის ჩატარების ფორმა კონკურსი ტარდება გასაუბრების ფორმით. მუხლი 12. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა. 1. კომისიის წევრი უფლებამოსილია კონკურსანტს დაუსვას შეკითხვები და დამოუკიდებლად შეაფასოს მიღებული პასუხები. 2. კომისია ყველა კონკურსანტთან გასაუბრების შემდეგ, დახურულ სხდომაზე, აჯამებს კონკურსის შედეგებს და ატარებს კენჭისყრას. 3. გამარჯვებულად მიიჩნევა ის კონკურსანტი, რომელიც მიიღებს კომისიის სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობას. 4. თუ კენჭისყრის შედეგად ვერცერთმა კონკურსანტმა ვერ მოაგროვა ხმათა საკმარისი რაოდენობა, მაშინ ტარდება განმეორებითი კენჭისყრა, სადაც კენჭი ეყრება ორ საუკეთესო შედეგის მქონე კონკურსანტს. 5. განმეორებითი კენჭისყრის შედეგად გამარჯვებულად ჩაითვლება ის კონკურსანტი, რომელიც მიიღებს კომისიის სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობას. 6. თუ გამარჯვებულად გამოვლენისათვის საკმარისი ხმები ვერც ერთმა კონკურსანტმა ვერ მიიღო, ცხადდება ხელახალი კონკურსი ამ დებულების მე-7 მუხლით დადგენილი წესით. 7. კომისია მიღებულ გადაწყვეტილებას აფორმებს ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ის წევრები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კენჭისყრაში. 8. საზოგადოებრივი დამცველის არჩევის შემთხვევაში ოქმის ასლი ეგზავნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო ეს უკანასკნელი 10 დღის ვადაში ბრძანებით ნიშნავს გამარჯვებულ კონკურსანტს. მუხლი 13. კონკურსის შედეგების გასაჩივრება კონკურსში მონაწილე კანდიდატს უფლება აქვს, კონკურსის შედეგების თაობაზე მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 14. კომისიის მუშაობის შეწყვეტა კომისია მე–12 მუხლის მე–7 პუნქტით განსაზღვრული ოქმის ხელმოწერის მომენტიდან წყვეტს მუშაობას, თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გასაჩივრდება მისი გადაწყვეტილება.