საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი მოსიძის მიერ წარმოდგენილი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში (2018 იანვარი - 2019 წლის იანვარი)

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი მოსიძე
ნომერი
#2-2056/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-18
ბიუროს ნომერი 235

📜 ტექსტი

ანგარიში
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-2056/19 12-02-2019 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში 2018 იანვარი - 2019 იანვარი 11 აპრილი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი, გიორგი მოსიძე და დელეგაციის წევრები, გედევან ფოფხაძე და გია ბენაშვილი 2018 წლის 11 აპრილს აზერბაიჯანში ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში დამკვირვებლების სტატუსით მონაწილეობდნენ. დელეგაციის წევრები დააკვირდნენ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურებს და საქმიანი შეხვედრა გამართეს სუამის საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის მეჯლისის წარმომადგენლებთან. 27-28 სექტემბერი მოლდოვას რესპუბლიკის დედაქალაქ კიშინაუში გაიმართა სუამის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-11 სესია, რომელსაც სუამის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი, გიორგი მოსიძე და დელეგაციის წევრები გიორგი გაჩეჩილაძე, გედევან ფოფხაძე და გია ბენაშვილი ესწრებოდნენ. ღონისძიების პირველი დღე ასამბლეის კომიტეტებისა და ბიუროს სხდომებს დაეთმო. ასამბლეის ოთხი კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც მოლდოვას დელეგაციის ხელმძღვანელი, ვადიმ პისტრინჩუკი ხელმძღვანელობდა, კომიტეტის წევრებმა დარგობრივად მათთვის მიკუთვნებულ პოლიტიკურ, სამართლებრივ, სავაჭრო- თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. ბიუროს სხდომაზე დელეგაციის წევრებმა სესიის დღის წესრიგი და სესიაზე მისაღები დოკუმენტები-ერთობლივი განცხადება და კომუნიკე განიხილეს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მოსიძემ ევროპის კავშირთან საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგზე ისაუბრა. დელეგაციის წევრმა, გიორგი გაჩეჩილაძემ რეგიონის ეკონომიკაზე რუსეთის გავლენის შესახებ ისაუბრა. გიორგი გაჩეჩილაძემ ასევე ისაუბრა კასპიის კონვენციის შესახებაც და მის ეკონომიკურ მნიშვნელობაზე კასპიის ზღვის მოსაზღვრე ქვეყნებისათვის. ამავე დღეს გაიმართა სუამის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმის ერთობლივი სხდომა, სადაც მხარეებმა პარტნიორობის განვითარებაზე იმსჯელეს და სუამის საპარლამენტო ასამბლეისა და ბალტიის ასამბლეის ერთობლივი განცხადება შეაჯამეს. სესიის მეორე დღე სუამის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ვადიმ პისტრინჩუკის, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის, ანდრიან კანდუს, სუამის საპარლამენტო ასამბლეის ეროვნული დელეგაციების ხელმძღვანელთა და სხვა მოწვეული სტუმრების მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მოსიძემ ასამბლეის მონაწილეების ყურადღება სუამის წევრი, ოთხივე ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტებზე გაამახვილა. მან მხარეებს მოუწოდა აღნიშნული საკითხი მუდამ ჰქონდეთ პრიორიტეტად ორმხრივი თუ მრავალმხრივი ფორმატების დღის წესრიგში. გიორგი მოსიძემ ბალტიის ასამბლეას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უწყვეტი პოლიტიკური მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. სუამის ასამბლეის სესიაზე განიხილეს სამი საკითხი: სუამის წევრებს შორის დარგობრივი თანამშრომლობის პერსპექტივები; საინფორმაციო უსაფრთხოება სუამის რეგიონში: ახალი გამოწვევები, მიზნები და ერთობლივი ძალისხმევა;  სუამი საერთაშორისო ასპარეზზე: საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში სუამის ქვეყნების საქმიანობისა და ურთიერთობების ასპექტები. საქართველოს დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს პანელურ დისკუსიებში. პირველ პანელზე საქართველოს დელეგაციის წევრმა, გიორგი გაჩეჩილაძემ ისაუბრა ევროკავშირთან საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციაზე. დეპუტატი ასევე შეეხო საქართველოში შემუშავებულ მწვანე ეკონომიკის კონცეფციას, რომლის საფუძველზეც აიკრძალა გენმოდიფიცირებული სურსათი. მისივე თქმით, აღნიშნულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ეკოტურიზმის განვითარებას. დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიის 40% ტყეს უჭირავს, რომელსაც მუდმივად საფრთხე ემუქრება და საჭიროა ტყის საფარის ეფექტური დაცვა. გიორგი გაჩეჩილაძემ ყურადღება გაამახვილა სუამის ფარგლებში აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.   მეორე პანელზე, ასამბლეის მონაწილეებს თავისი მოსაზრებები გააცნო დელეგაციის წევრმა, გია ბენაშვილმა. მისი განცხადებით, როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი, საქართველო სერიოზულად ეკიდება მის საქმიანობას და განსაკუთრებით კი უსაფრთხოების საკითხებს. დეპუტატის განცხადებით, საქართველო განუწყვეტლივ ცდილობს ამ მიმართულებით ითანამშრომლოს ევროპულ სტრუქტურებთან. სუამ-ის ყველა ქვეყანას აერთიანებს ერთი პრობლემა - ტერიტორიული მთლიანობა ყველა ქვეყანას დარღვეული აქვს. რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიის 20%-ი ოკუპირებული აქვს. ამის ფონზე, გია ბენაშვილის აზრით უმნიშვნელოვანესია სუამის ქვეყნების საერთო ძალისხმევა წინ აღუდგნენ რუსეთის მხრიდან მომდინარე ყველა სახის საფრთხეს, მათ შორის კიბერ შეტევებსაც. სესიის დასასრულს, სუამის საპარლამენტო ასამბლეამ ერთობლივი განცხადება და სესიის კომუნიკე დაამტკიცა. ბალტიის ასამბლეასთან ასამბლეის პრეზიდენტობა უკრაინის დელეგაციამ გადაიბარა. 26 ოქტომბერი სუამის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ლიეტუვაში მონაწილეობა მიიღო ბალტიის ასამბლეის 37-ე და ბალტიის საბჭოს 24-ე სესიის მუშაობაში. საქართველოს პარლამენტიდან დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ სუამის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი გიორგი მოსიძე, დელეგაციის წევრი გედევან ფოფხაძე და საქართველოს პარლამენტის, უკრაინის რადასა და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტების საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი, ისკო დასენი. სესია სამი ქვეყნის პარლამენტის დელეგაციების ხელმძღვანელებმა გახსნეს. მომავალი თანამშრომლობის შესახებ საკუთარი ხედვები ასამბლეის წევრებს ბალტიის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებმა გააცნეს. ასამბლეაზე რამდენიმე თემატური საკითხის ირგვლივ პანელური დებატები გაიმართა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი გიორგი მოსიძე მოწვეული სტუმრების პანელზე სიტყვით გამოვიდა. დეპუტატმა მადლობა გადაუხადა ბალტიის ასამბლეას იმისთვის, რომ საქართველოს დელეგაციას ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის და გამოწვევებსა თუ ხედვებზე საუბრის შესაძლებლობა მიეცა. დეპუტატმა ზოგადად მიმოიხილა საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. ასევე, ისაუბრა იმ წარმატებებზე, რასაც ჩვენმა ქვეყანამ ევროინტეგრაციის კუთხით მიაღწია. ქართველმა დეპუტატმა, ასამბლეის წევრებს, რომლის რიგებში ლუქსემბურგის პარლამენტის, ვიშეგრადის ქვეყნებისა და სკანდინავიური საბჭოს წევრებიც შედიან, საქართველოს პარლამენტის, უკრაინის რადასა და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტების ახალი საპარლამენტო ასამბლეის დაფუძნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, ასამბლეა გეგმავს სხვადასხვა რეგიონალურ ორგანიზაციასთან მჭიდრო და აქტიურ თანამშრომლობას. სხდომის დასასრულს ასამბლეამ ახალი პრეზიდენტი აირჩია და სხვადასხვა სახის რეზოლუცია და ოფიციალური დოკუმენტი დაამტკიცა. ანგარიში მოამზადა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა ალექსანდრე რამიშვილმა პარლამენტის წევრი გიორგი მოსიძე