„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, რატი იონათამიშვილი, სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი
ნომერი
#07-3/285/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-18
ბიუროს ნომერი 235

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010240010.05.001.019098)“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კანონის მე-7 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი; გ) საქართველოს კანონი,, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.“ ბ) მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: დ) საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი; ე) საქართველოს კანონი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. 2. კანონის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 8. საქართველოს პრეზიდენტი კანონის მისთვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს კონსტიტუციურ კანონს, ორგანულ კანონსა და კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს საქართველოს პარლამენტს, გარდა ამ მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს, კანონის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას. თუ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს, კენჭი ეყრება კანონის პირვანდელ რედაქციას, რომლის მიღების შემთხვევაში კანონი 3 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნებს კანონს, მას ამ ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შინაარსობრივი და ტექნიკური გადასინჯვის საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის ოქტომბერში მიიღო საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“. არსებითად შეიცვალა მოქმედი კონსტიტუციის მე-8 თავი - სახელმწიფოს თავდაცვა და უსაფრთხოება. მათ შორის, კონსტიტუციის 71-ე მუხლის მესამე პუნქტში მიეთითა, რომ საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს, რომლებიც მოქმედებს შესაბამისად საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე. საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებამდე არსებული რედაქციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი პრეზიდენტის დეკრეტს გააჩნდა კანონის ძალა. კონსტიტუციის ამავე ცვლილების მიხედვით, 43-ე მუხლის მეორე პუნქტში მიეთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტი 2 კვირის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს. შესაბამისად, შეიცვალა აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისათვის წინა რედაქციის 68-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული 10 დღიანი ვადა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტის მიღება განაპირობა საქართველოს კონსტიტუციაში შესულმა ცვლილებებმა და ამ ცვლილებების საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში ასახვის აუცილებლობამ. ამდენად, კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს კონსტიტუციაში შესულ ცვლილებებთან „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისობაში მოყვანას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ტექსტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ ამავე ორგანულ კანონში ცვლილების განხორციელების გზით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ტექსტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 და მე-10 მუხლების ცალკეული ქვეპუნქტები. კერძოდ, ორგანული კანონის მე-7 მუხლის მეორე და მესამე პუნქტებში პრეზიდენტის დეკრეტის დაჯგუფება ხდება ამავე ძალის მქონე ნორმატიულ აქტთან - ორგანულ კანონთან. ამავდროულად, ცვლილება შედის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტში პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციურ კანონის, ორგანულ კანონისა და კანონის ხელმოწერის ან მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტისთვის დაბრუნებისათვის გათვალისწინებული 2 კვირიანი ვადა იცვლება 10 დღიანი ვადით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული მიმართებით. მოთხოვნა არ გამოიყენება წინამდებარე კანონპროექტთან ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლის ვადათ მიეთითება გამოქვეყნების თარიღი, ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან მყისიერად შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობის გათვალისწინებით. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: ხარჯების კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს ფინანსური ვალდებულებების აღებას. სახელმწიფოს მიერ ახალი ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ამგვარი ქვეყნების გამოცდილება გამოყენებული არ არის. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: ანრი ოხანაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გიორგი კახიანი, სოფიო კილაძე და რატი იონათამიშვილი.