„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (9)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (10)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (11)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-18
ბიუროს ნომერი 235
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 2261 მუხლი:
„მუხლი 2261. დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრება
1. წინასწარი შეცნობით დავის უკანონო განხილვის/გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობა,
რასაც თან ახლავს შეკრების მონაწილის მხრიდან ძალადობა, იძულება ან/და ძალადობის, პირადი
ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარა ან წინასწარი
შეცნობით ამ ნაწილით გათვალისწინებულ შეკრებაში პასიური მონაწილეობა, რაც ქმნის შეკრებისას
ძალადობის, იძულების ან/და ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის
გახმაურების, ქონების განადგურების მუქარის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და რეალურ
საფრთხეს, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც
საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ
წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. დავის უკანონო განხილვის/გადაწყვეტის მიზნით იმგვარი შეკრების ორგანიზება, რასაც თან
ახლავს ძალადობა, იძულება ან/და ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის
გახმაურების, ქონების განადგურების მუქარა, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც
საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ
წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით;
ბ) არაერთგზის,ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე
ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების
შეზღუდვით ან უამისოდ.
4. სრულწლოვნის მიერ არასრულწლოვნის დაყოლიება
გათვალისწინებულ შეკრებაში მონაწილეობაზე, -
ამ
მუხლის
პირველი ნაწილით
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე
ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების
შეზღუდვით ან უამისოდ.
შენიშვნა:
ის,
ვინც
ჩაიდენს
ამ
მუხლით
გათვალისწინებულ
ქმედებას,
თავისუფლდება
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით
განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს, ხელი შეუწყო დანაშაულის
გახსნას და მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. პასუხისმგებლობისაგან
გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი
ორგანო.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წინამდებარე კანონპროექტის მიღება განპირობებულია დავის უკანონოდ გადაწყვეტის
მიზნით შეკრებების (ე. წ. „ქუჩური გარჩევების“) ორგანიზების და მასში მონაწილეობის
სიხშირით, რაც პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლის ქმედითი მეთოდების შემუშავებას
მოითხოვს.
ქმედების სისხლის სამართლის წესით დასჯის და სახელმწიფოს მიერ მკაცრი პოლიტიკის
გატარების პირობებში, შესაძლებელი გახდება, ერთი მხრივ, მართლმსაჯულების
განმახორციელებელი სახელმწიფო ინსტიტუტების გვერდის ავლით დავის გადაწყვეტის
თავიდან აცილება, ხოლო, მეორე მხრივ, დაზარალებულთა დაცვა და იმ მძიმე შედეგების
პრევენცია, რომლებიც დასახელებულ ქმედებებს შეიძლება მოჰყვეს.
პრობლემას წარმოადგენს დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრებების (ე.წ. „ქუჩური
გარჩევების“) ორგანიზების და მასში მონაწილეობის გახშირებული ფაქტები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია დავის უკანონო მეთოდებით გადაწყვეტის წინააღმდეგ
ქმედითი მექანიზმების შემუშავება და მკაცრი პოლიტიკის გატარება, რათა თავიდან იქნეს
აცილებული უფრო მძიმე დანაშაულების ჩადენა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ქმედების სისხლის სამართლის წესით დასჯის და სახელმწიფოს მიერ მკაცრი პოლიტიკის
გატარების პირობებში, შესაძლებელი გახდება, ერთი მხრივ, მართლმსაჯულების
განმახორციელებელი სახელმწიფო ინსტიტუტების გვერდის ავლით დავის გადაწყვეტის
თავიდან აცილება, ხოლო, მეორე მხრივ, დაზარალებულთა დაცვა და იმ მძიმე შედეგების
პრევენცია, რომლებიც დასახელებულ ქმედებებს შეიძლება მოჰყვეს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროქტის თანახმად, 2261 მუხლის პირველი ნაწილით დასჯადი ხდება წინასწარი
შეცნობით დავის უკანონო განხილვის/გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობა, რასაც
თან ახლავს შეკრების მონაწილის მხრიდან ძალადობა, იძულება ან/და ძალადობის, პირადი
ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარა ან
წინასწარი შეცნობით ამ ნაწილით გათვალისწინებულ შეკრებაში პასიური მონაწილეობა, რაც
ქმნის შეკრებისას ძალადობის, იძულების ან/და ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი
ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარის განხორციელების აშკარა,
პირდაპირ და რეალურ საფრთხეს.
აღნიშნული დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას
ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების
აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან
უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2261 მუხლის მეორე ნაწილით დასჯადი
გახდება დავის უკანონო განხილვის/გადაწყვეტის მიზნით იმგვარი შეკრების ორგანიზება,
რასაც თან ახლავს ძალადობა, იძულება ან/და ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი
ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარა.
აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა ან
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან
შინაპატიმრობა ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე,
იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგენს აღნიშნული დანაშაულის ჩადენა ცეცხლსასროლი
იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, ასევე არაერთგზის ჩადენა.
დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ასევე სრულწლოვნის მიერ არასრულწლოვნის
დაყოლიება დავის უკანონო გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობაზე.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თანახმად, ის, ვინც ჩაიდენს 2261 მუხლით
გათვალისწინებულ
ქმედებას,
თავისუფლდება
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის
სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს, ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას და მის
ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების
შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან, და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
რამდენადაც კანონი აწესებს ახალი ქმედების დასჯადობას, კანონის ამოქმედების თარიღად
შერჩეული იქნა გამოქვეყნებიდან მე-15 დღე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფასთან, პროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებისთვის
გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. გამომდინარე
იქიდან, რომ 2261 მუხლის ოთხივე ნაწილი სასჯელის ერთ-ერთ სახედ ითვალისწინებს
ჯარიმას, მსჯავრდებულისთვის ჯარიმის დაკისრება გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილის ზრდას. რამდენადაც
მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა იქნება 500
ლარი, ამასთან ჯარიმის ზუსტ ოდენობას სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში
განსაზღვრავს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური
მდგომარეობის გათვალისწინებით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
იქიდან გამომდინარე, რომ კანონპროექტი სასჯელის სახით განსაზღვრავს შინაპატიმრობისა
და თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას, იგი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე. რამდენადაც ერთ თავისუფლებააღკვეთილ პირზე საშუალოდ წელიწადში
იხარჯება 12 045 ლარი, ხოლო შინაპატიმრობის აღსრულება ერთ მსჯავრდებულზე შეადგენს
საშუალოდ 2 790 ლარს, აღნიშნულ ხარჯებს იუსტიციის სამინისტრო გაიღებს მისთვის
გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ასევე, აღნიშნული დანაშაულის გამოვლენა და საქმის
განხილვა განხორციელდება შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისთვის (საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს საერთო
სასამართლოები) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოსათვის
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
იქიდან გამომდინარე, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი 2261 მუხლის ოთხივე ნაწილი
სასჯელის ერთ-ერთ სახედ ითვალისწინებს ჯარიმას, მისი მიღება გამოიწვევს ფინანსურ
შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. რამდენადაც
მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე
ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა იქნება 500 ლარი, ამასთან, ჯარიმის ზუსტ
ოდენობას სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს ჩადენილი
დანაშაულის
სიმძიმისა
და
მსჯავრდებულის
მატერიალური
მდგომარეობის
გათვალისწინებით. სასამართლო ჯარიმას სასჯელის სახედ გამოიყენებს ყოველ
კონკრეტულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის პიროვნული
მახასიათებლების გათვალისწინებით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი ითვალისწინებს სასჯელის ერთ-ერთ სახედ ჯარიმას. რამდენადაც მუხლის
სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით,
ჯარიმის მინიმალური ოდენობა იქნება 500 ლარი, ამასთან ჯარიმის ზუსტ ოდენობას
სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს ჩადენილი დანაშაულის
სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
ასამართლო ჯარიმას სასჯელის სახედ გამოიყენებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში
დანაშაულის
სიმძიმისა
და
მსჯავრდებულის
პიროვნული
მახასიათებლების
გათვალისწინებით.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.