„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-18
ბიუროს ნომერი 235
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, დოკუმენტის N3303-რს, მიღების თარიღი
21/07/2018, გამოქვეყნების წყარო და თარიღი ვებგვერდი, 06/08/2018, სარეგისტრაციო
კოდი 280060000.05.001.019066) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და კანონის
დაემატოს შემდეგი შინაარსის 381 მუხლი:
"მუხლი 381 ამ კანონის ნორმების შეჩერება
ამ კანონის მე-7 და 21-ე მუხლების მოქმედება შეჩერდეს 2020 წლის 1
იანვრამდე.".
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ
ა.ა) პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პროექტი:
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა საქართველოს კანონი დაგროვებითი
პენსიის შესახებ. კანონის მიღების შემდეგ, როგორც აღმოჩნდა, დაგროვებითი პენსიის
სისტემის ბევრი დეტალი დაუხვეწავი და ჩამოუყალიბებელია. არ არის გარკვეული სად
მოხდება საპენსიო ფონდში მობილიზებული თანხების დაბანდება. არ არის შექმნილი
საინვესტიციო საბჭო. გაუგებარია, მოდელის სხვა დეტალებიც. კანონპროექტის მიღება
მიზნად ისახავს ნაჩქარევად, მოუმზადებლად მიღებული ნორმების შეჩერებას, იმ
პერიოდამდე, სანამ მოხდება საქართველოს პარლამენტში ახალი კანონპროექტის
შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს დაგროვებითი პენსიის სისტემის გამართულ
მუშაობას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ საქართველოს კანონს
დაგროვებითი პენსიის შესახებ აღმოაჩნდა მთელი რიგი ნაკლოვანებები, საჭიროა
პირველ რიგში შეჩერდეს კანონის ნორმების მოქმედება და საკანონმდებლო ორგანომ
მიიღოს ახალი რეგულაციები, რომელიც დაარეგულირებს პენსიის საკითხებს.
ამასთანავე, “ევროპული საქართველოს” მიერ ინიცირებულია დაგროვებითი საპენსიო
სისტემის ახალი მოდელი. ამ მოდელის მიხედვით: ყოველ მოქალაქეს რჩება არჩევანი,
ნაბაყოფლობით ჩაერთოს დაგროვებით საპენსიო სქემაში. ეს მოდელი ერთნაირად და
თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ასაკის ადამიანისთვის. დაგროვებითი საპენსიო
სქემის მონაწილეს აძლევს არჩევანს, თავად განსაზღვროს დასაგროვებელი თანხის
ყოველთვიური ოდენობა.
ა.ბ) პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, შეჩერებული იქნება დღეისათვის მოქმედი
დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის რეგულაციები, რომელსაც
აღმოაჩნდა ნაკლოვანებები. კანონის შეჩერება მოხდება განსაზღვრული ვადით რა
ვადაშიც საქართველოს პარლამენტს ექნება დაგროვებითი პენსიის თაობაზე ახალი
საკანონმდებლო რეგულაციების მიღების შესაძლებლობა. ამასთანავე, რეგულაციებმა
უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის და დამსაქმებლის მიერ საპენსიოდ გაწეული
შენატანების სწორად წარმართვა, რაც დღეისათვის პრობლემას წარმოადგენს და
მოსაწესრიგებელია. პროექტის მიღებით, დამსაქმებელი და დასაქმებული დაზოგავენ
ფინანსურ რესურსებს, მათ არ ექნებათ გადასახდელი საპენსიო სავალდებულო შენატანის
სახით.
ა.გ) პროექტის ძირითადი არსი:
პროექტის შესაბამისად, იცვლება კანონს ემატება 381 მუხლი, რომლის მიხედვითაც
მოხდება კანონის მე-7 და 21-ე მუხლების მოქმედების 2020 წლის 1 იანვრამდე შეჩერება.
ა.დ) პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტები არ ვრცელდება წარმოდგენილ პროექტთან მიმართებაში.
ა.ე) პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
პროექტის გამოქვეყნებისთანავე ძალაში შესვლა შეაჩერებს ხარვეზიან მოქმედ
კანონმდებლობას და პარლამენტს ექნება დროს ახალი რეგულაციების მისაღებად.
ა.ვ) პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
პროექტის დაჩქარებული წესით მიღების საჭიროება განპირობებულია იმით, რომ
უკვე მიღებული კანონი მოქმედებს ხარვეზებით, დაგროვებითი პენსიის სისტემის ბევრი
დეტალი დაუხვეწავი და ჩამოუყალიბებელია. არ არის გარკვეული სად მოხდება
საპენსიო ფონდში მობილიზებული თანხების დაბანდება. არ არის შექმნილი
საინვესტიციო საბჭო. გაუგებარია, მოდელის სხვა დეტალებიც შესაბამისად მოქმედი
კანონის რეგულაციები დროულად უნდა შეჩერდეს, რისთვისაც აუცილებელია პროექტის
დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) პროექტის ფინანსური დასაბუთება.
ბ.ა) პროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
პროექტი გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტით საშემოსავლო ნაწილზე მონაწილის
მიერ გადახდილ თანხას თუ გავითვალისინებთ, რადგან თანხა მიემართება საპენსიო
ფონდში. ვინაიდან საპენსიო თანხის დაანგარიშება ხდება დარიცხული ხელფასიდან,
გაიზრდება დასაბეგრი ბაზა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ საბიუჯეტო შემოსავლები
დაახლოებით 18 მლნ ლარით გაიზრდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2% არის 90 მლნ
ლარის ექვივალენტი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩანს, მაშინ საპენსიო ფონდში
ჩართული ადამიანების დარიცხული სახელფასო ბაზა 4.5 მლრდ ლარია. 2%-ის გადახდის
შემდეგ 90 მლნ ლარით ნაკლები. რაც ნიშნავს იმას, რომ საბიუჯეტო შემოსავლები 18 მლნ
ლარით მეტი იქნება. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიღებული რიცხვი წარმოადგენს
მიახლოებულ მაჩვენებელს, რადგან გათვლებისთვის გამოყენებული იქნა სახელმწიფო
ბიუჯეტით გამოყოფილი 90 მლნ და მოცემულ რიცხვში შედის არამხოლოდ
სახელმწიფოს თანამონაწილეობის 2%, არამედ საჯარო სექტორში დასაქმებულთა ის 2%,
რომელიც სახელმწიფომ, როგორც დამსაქმებელმა უნდა გადაიხადოს. სახელმწიფო და
არასახელმწიფო სექტორში გადანაწილება ცნობილია, მაგრამ სახელფასო მაჩვენებლებში
შეუძლებელია ზუსტი თანხის გაანგარიშება.
აგრეთვე, საბიუჯეტო შემოსულობები გაიზრდება დამსაქმებლის სავალდებულო
2% გადასახადის გაუქმების შედეგადაც. ეს რიცხვი კი იმავე მეთოდით, დაახლლოებით
13.5 მლნ ლარის ტოლი იქნება (მოცემული რიცხვი მიღებულია იმ 90 მლნ ლარის 15%-ში
გამოქვითვით). აღნიშნული გათვლები მოცემულია ერთ წელზე გაანგარიშებით, ხოლო
2019 წლის ბიუჯეტზე გავლენა დამოკიდებული იქნება კანონპროექტის ამოქმედების
ვადაზე.
ბ.გ) პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, 90 მლნ
ლარი, რომელიც გამოყოფილია სახელმწიფო ბიუჯეტით (კოდი 54 11), აღარ იქნება
საჭირო და მოხდება მისი მოკლება ხარჯებს. აგრეთვე, ხარჯვით ნაწილს მოაკლდება სსიპ
საპენსიო სააგენტოსთვის გამოყოფილი 3.8 მლნ ლარი (კოდი 21 00). აღნიშნული
გათვლები მოცემულია ერთ წელზე გაანგარიშებით, ხოლო 2019 წლის ბიუჯეტზე
გავლენა დამოკიდებული იქნება კანონპროექტის ამოქმედების ვადაზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
პროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
პროექტის მიღება იქონიებს დადებით გავლენას 372 000 ადამიანზე, რომლებიც
არიან დაქირავებით დასაქმებულები და 40 წელს ქვემოთ, რადგან მათ აღარ მოუწევთ
თავისი შემოსავლებიდან 2%-ის გადახდა საპენსიო ფონდში. აგრეთვე კანონპროექტი
დადებითად შეეხება იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც პირველი სამი თვე
სავალდებულოა დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა, ამის შემდეგ ამოწერის
უფლება აქვთ და არ ისარგებლებენ ამოწერის უფლებით. ეს ყველაფერი კი პირველ წელს
მთავრობის გათვლით 90 მლნ ლარი უნდა ყოფილიყო. იგივე შეიძლება ითქვას იმ 90 000
-მდე იურიდიულ პირზე, რომლისთვისაც სავალდებულო იყო დასაქმებულისთვი 2%-ის
დამატება საპენსიო ფონდში. მოცემული რიცხვი იქნება 90 მლნ ლარზე ნაკლები.
ვინაიდან, გათვლებისთვის გამოყენებული იქნა სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი 90
მლნ და მოცემულ რიცხვში შედის არამხოლოდ სახელმწიფოს თანამონაწილეობის 2%,
არამედ საჯარო სექტორში დასაქმებულთა ის 2%, რომელიც სახელმწიფომ, როგორც
დამსაქმებელმა უნდა გადაიხადოს.
აღნიშნული გათვლები მოცემულია ერთ წელზე გაანგარიშებით, ხოლო 2019 წლის
ბიუჯეტზე გავლენა დამოკიდებული იქნება კანონპროექტის ამოქმედების ვადაზე.
ბ.ვ) პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
მთავრობის მტკიცებით სავალდებულო საპენსიო შენატანი არ შეიძლება
განვიხილოთ გადასახადად, მაგრამ პროექტით, დასაქმებული გადაიხდის საშემოსავლო
გადასახადს დარიცხული ხელფასიდან 2%-ით ნაკლებს, დასაქმებულს შეუმცირდება
გამოქვითვადი ხარჯი მასზე მომუშავე 40 წლამდე ასაკის თანამშრომლების საშემოსავლო
გადასახადით დასაბეგრი ბაზის 2%-ით. იგივე შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც 40 წელს
ზევით არიან და მათი გადაწყვეტილება იქნება დაგროვებითი სქემიდან ამოწერა.
გ) პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
პროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის
შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი
ან/და ნაწილი:
პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
არ არის.
დ.ბ) პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ არის.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) პროექტის ავტორი: საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები „ევროპული
საქართველო“,
"ევროპული
საქართველო-მოძრაობა
თავისუფლებისთვის"
და
"ევროპული საქართველო - რეგიონები".
ვ) პროექტის ინიციატორი: საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები
„ევროპული საქართველო“, "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის"
და "ევროპული საქართველო - რეგიონები".