„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი,ირაკლი (დაჩი) ბერაია, ვანო ზარდიაშვილი, ანრი ოხანაშვილი, სოფო კილაძე, ცოტნე ზურაბიანი
ნომერი
#07-3/281/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 97 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-18
ბიუროს ნომერი 235

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 1252 მუხლის: ა) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი: „7. დედაქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი ავტოტრანსპორტის პარკირების წესებით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ამასთანავე, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს.“. ბ) შენიშვნის პირველი ნაწილი ამოღებულ იქნეს. 2. 1253 მუხლის: ა) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 ნაწილი „51. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს მიერ დადგენილი ავტომანქანების პარკირების წესებით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.“. ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეედაქციით: „6. ამ მუხლის მე-4-51 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმების ნებაყოფლობით გადაუხდელობისას, ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით.“. გ) შენიშვნის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეედაქციით: „2. ამ მუხლის მე-4-51 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებს გაუკეთდება ბლოკირება სპეციალური საშუალებებით, თუ ეს დადგენილია ავტოტრანსპორტის პარკირების წესებით და ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა დასაშვებია, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.“. 3. 1254 მუხლის: ა) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი „3. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების წესებით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ამასთანავე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს.“. ბ) შენიშვნის პირველი ნაწილი ამოღებულ იქნეს. 4. 2093 მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4-51 ნაწილებით, 1254 მუხლით, 1353 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1461 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).“. ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კოდექსის 555, 771, 772, 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4-51 ნაწილებით, 1254 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე−1354 და 1461 მუხლებით, 148ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1502 და 1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512 და 1523 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით და 1539, 1583 და 1584 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური.“. 5. 2401 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსის 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4-51 ნაწილებით, 1254 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე−1354 მუხლებითა და 1536 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსს და მისი გამოწერის წესს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“. 6. 242-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კოდექსის 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4-51 ნაწილებით, 1254 მუხლითა და 1353 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, ამ კოდექსის 2093 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. თუ სამართალდამრღვევი ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ადგილზე არ იმყოფება, საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) ან, ელექტრონული ფორმით შევსებული საჯარიმო ქვითრის შემთხვევაში, მისი ამონაბეჭდი განთავსდება სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, ხოლო საჯარიმო ქვითრის 1 ეგზემპლარი ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი (ელექტრონული ფორმით შევსებული საჯარიმო ქვითრის შემთხვევაში − მისი ამონაბეჭდი) ეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.“. 7. 252-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4-51 ნაწილებით, 1254 მუხლითა და 1353 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას პირს ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა) შეიძლება შეეფარდოს მის დაუსწრებლადაც. აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები წერილობით უნდა განემარტოს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი; ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გაეროს კონვენციის რატიფიცირებით, საქართველომ აიღო ვალდებულება უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობები, არ დაუშვას დისკრმინაცია და შეუქმნას მათ ღირსეული ცხოვრებისა და დამოუკიდებელი გადაადგილებისთვის ყველა აუცილებელი პირობა. საკონსტიტუციო რეფორმის დასრულების შემდეგ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა კონსტიტუციით განისაზღვრა, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მეორე თავის (ადამიანის ძირითადი უფლებები) 11-ე მუხლში გაჩნდა ახალი ჩანაწერი: „სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის“. რამაც ადვოკატირების ახალი ინსტრუმენტები და შესაძლებლობა გააჩინა. კონვენციის 9-ე მუხლის (მისაწდვომობა) 1 პუნქტში გვხვდება შემდეგი სახის ჩანაწერი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობისათვის, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყონ ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაცის, მათ შორის ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების, ასევე სხვა, საზოგადოებისათვის ღია ობიექტებისა და მომსახურების თანაბარი მისწავდომობა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის პირობებში“. ღია სივრცეში დამოუკიდებელი გადაადგილებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება შშმ პირთათვის საპარკინგე ადგილით სარგებლობის უფლებაა. სამწუხაროდ, საქართველოში ამ უფლების რეალიზება დღემდე დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის ხშირად ხდება არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპპორტო საშუალების დაპარკინგების ფაქტები, ასევე, ხშირ შემთხვევაში, სპეციალურ ადგილს იკავებენ ტაქსის და სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, რის შედეგადაც ადგილზე მისულ შშმ პირს უხდება იმის განმარტება, რომ ეს მისი უფლებაა, რაც ხშირად პირადი შეურაცჰყოფის და ღირსების შემლახავი ინციდენტებით სრულდება. ამ პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საზოგადოების ცნობიერების გარდა, ჯარიმის ის სახეა, რაც მსგავს დარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით არის გათვალისწინებული. კერძოდ, 10 ლარის ოდენობით. (მუხლი 1252.) მართალია, აღნიშნული დარღვევა, ჯარიმასთან ერთად, ითვალისიწნებს ავტოსანტრანსპორტი საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას, მაგრამ ფაქტები იმდენად ხშირია, რომ არსებული საკანონმდებლო ნორმები ეფექტურად ვერ ხორციელდება. სურათი კიდევ უფრო მძიმდება მეორეხასისხოვან ქუჩებზე და ავტოსადგომებზე. ამდენად, ერთნაირი მიდგომის გავრცელება - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებასა და პარკირების წესების სხვა სახის დარღვევებზე არ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს, სადაც პირველი სახის დარღვევა რამდენჯერმე აღემატება მეორეს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; წარმოდგენილი ინიციატივის განხორციელება აუცილებელია ზემოთ აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად ავტოსატრანსპორტო - შეზღუდული საშუალებისათვის არაუფლებამოსილი პირის მიერ შესაძლებლობის მქონე პირის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების შემთხვევების აღსაკვეთად. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები; კანონპროექტის მიღება მოახდენს პრევენციულ ეფექტს და შეამცირებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების შემთხვევებს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; კანონპროექტის ავტოსატრანსპორტო თანახმად, შეზღუდული საშუალებისათვის შესაძლებლობის განსაზღვრულ მქონე პარკირების პირის ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისას მოქმედი 10 ლარიანი ჯარიმა იზრდება და განისაზღვრება 50 ლარით, როგორც დედაქალაქის, ასევე თვითმმართველი ქალაქების ტერიტორიაზე და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; არ არსებობს კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციების ამოქმედების გაჭიანურების საფუძველი. შესაბამისად, კანონი უნდა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); კანონპროექტის ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტის მიღებასთან ხარჯები დაკავშირებული არ არის. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. იმავდროულად, ის გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შემდეგ გარემოებათა გამო: კანონპროექტით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის იზრდება ჯარიმის ოდენობა 10 ლარიდან 50 ლარამდე, ე.ი. 40 ლარით. ამ სამართალდარღვევის ადმინისტრირებას ახდენენ მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები და შესაბამისად, ჯარიმის ოდენობის გაზრდის შედეგად ამოღებული თანხა აკუმულირდება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კოდექსის 1252, 1253 და 1254 მუხლების მოქმედი რედაქციით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და აღნიშნული სამართალდარღვევის ადმინისტრირებას ახდენს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო. კანონპროექტით ხდება მხოლოდ ჯარიმის ოდენობის გაზრდა ამ დარღვევისთვის და არ შემოდის სამართალდარღვევის ახალი სახე, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს არ ემატება ახალი უფლებამოსილება. ამდენად, კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები; კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; კანონპროექტი ითვალისწინებს შშმ პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისათვის არსებული 10 ლარიანი ჯარიმის გაზრდას 50 ლარამდე, ე.ი. 40 ლარით. ამდენად, დამრღვევი პირების მიმართ კანონპროექტის რეგულაციები გამოიწვევს შესაბამის ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი); კანონპროექტით გადასახდელი. არ დგინდება კანონპროექტი გადასახადი, ითვალისწინებს შშმ მოსაკრებელი პირის ან სხვა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისათვის არსებული 10 ლარიანი ჯარიმის გაზრდას 50 ლარამდე, ე.ი. 40 ლარით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი - რატი იონათამიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ცოტნე ზურაბიანი.