საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/225; 20.09.2018) საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-18
ბიუროს ნომერი 235
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-2256/19
14-02-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს
პატრიოტების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს
კანონების პროექტები: „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ,“ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ,“ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და
პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(07-3/225;
20.09.2018).
კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო
სავალდებულო - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი.
კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ვადა წამყვანი კომიტეტისთვის
განსაზღვრულია 2019 წლის 5 მარტი, ხოლო სავალდებულოსთვის 2019 წლის 19 თებერვალი.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მოგვმართა
თხოვნით (წერილი), ვინაიდან ობიექტურ მიზეზთა გამო ვერ ხერხდება კანონპროექტის
განხილვა საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ დადგენილ ვადაში, კანონპროექტის
განხილვის ვადა გაგრძელდეს ერთი თვის ვადით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge