საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების აკაკი ზოიძის, ლევან კობერიძის, დიმიტრი ცქიტიშვილის, ირინე ფრუიძის და სოფიო ქაცარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/196; 13.06.2018) საქართველოს კანონის პროექტის II მოსმენით განხილვის ვადის ორი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-2257/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-18
ბიუროს ნომერი 235

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-2257/19 14-02-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების: აკაკი ზოიძის, ლევან კობერიძის, დიმიტრი ცქიტიშვილის, ირინე ფრუიძისა და სოფიო ქაცარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი: „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/196; 13.06.2018). კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის ვადა წამყვანი კომიტეტისთვის განსაზღვრულია 2019 წლის 15 თებერვალი. საკითხზე დამატებითი კონსულტაციებისა და პოზიციების შეჯერების საჭიროებიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, კანონპროექტის განხილვის ვადა გაგრძელდეს ორი თვის ვადით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge