საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/145; 26.03.2018) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-2258/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-18
ბიუროს ნომერი 235

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-2258/19 14-02-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/145; 26.03.2018). კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს მხრიდან ქვეყანაში შეურაცხყოფისაგან დაცვა. საკანონმდებლო ცვლილების მიღების მიზანია არსებული რელიგიების და მათი მიმდევრების კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო სავალდებულო - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ვადა წამყვანი კომიტეტისთვის განსაზღვრულია 2019 წლის 20 თებერვალი, ხოლო სავალდებულოსთვის - 13 თებერვალი. დამატებითი კონსულტაციების გასამართად და პოზიციების შესაჯერებლად მოგმართავთ თხოვნით, რომ კანონპროექტის განხილვის ვადა გაგრძელდეს ერთი თვის ვადით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge