საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დადებითი დასკვნა არანაკლებ 200000 ამომრჩევლის ინიციატივით „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ახვლედიანი, ალექსანდრე ბარამიძე, თინათინ ბოკუჩავა, კონსტანტინე გამსახურდია, პაატა დავითაია, მურმან დუმბაძე, ალექსანდრე ელისაშვილი, გიორგი ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძე, ლევან თარხნიშვილი, მამუკა კაციტაძე, თამარ კორძაია, შოთა მალაშხია, გოჩა მამაცაშვილი, ნიკა მაჭუტაძე, ნიკანორ მელია, თენგიზ ომანიძე, ხათუნა სამნიძე, გიორგი უგულავა, ბაჩუკი ქარდავა, შალვა შავგულიძე, ლევან ჩხეიძე, ზურაბ ხარატიშვილი, ვახტანგ ხმალალაძე) (N1-1522/19; 01.02.2019) რეგისტრაციის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-2298/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-18
ბიუროს ნომერი 235

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტი 2-2298/19 15-02-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ინიციატივით საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2019 წლის 15 თებერვალს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ წარმოდგენილი არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ინიციატივით „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ახვლედიანის, ალექსანდრე ბარამიძის, თინათინ ბოკუჩავას, კონსტანტინე გამსახურდიას, პაატა დავითაიას, მურმან დუმბაძის, ალექსანდრე ელისაშვილის, გიორგი ვაშაძის, გრიგოლ ვაშაძის, ლევან თარხნიშვილის, მამუკა კაციტაძის, თამარ კორძაიას, შოთა მალაშხიას, გოჩა მამაცაშვილის, ნიკა მაჭუტაძის, ნიკანორ მელიას, თენგიზ ომანიძის, ხათუნა სამნიძის, გიორგი უგულავას, ბაჩუკი ქარდავას, შალვა შავგულიძის, ლევან ჩხეიძის, ზურაბ ხარატიშვილისა და ვახტანგ ხმალაძის შემადგენლობით) განცხადება. განხილვის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მოწოდებული საინიციატივო ჯგუფის განცხადება და თანდართული მასალები წარმოდგენილ იქნა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 124-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარება, გადასცა სარეგისტრაციო მოწმობა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ აღნიშნული კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად დადგენილი ფორმის (ფურცლის) ნიმუში. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge